Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ამ ცხოველზე უნდა გვქონდეს ერთი თემა მაინც.

 

მიუხედავად ჩემი ადრინდელი ნეგატიური დამოკიდებულებისა ამ არსების შესახებ, ერთმა პატარა კნუტმა შესცვალა ბევრი რამ.

 

გეხსომებათ, ვწერდი რომ ვერ ვიტან კატებს, კატისნაირები კი ჩემი ფავორიტი ცხოველებია.

ვერ გამოვიდა ეგ საქმე.

 

ისე შემაყვარა თავი, სულ მაგის ძებნაში ვარ, თვითონაც მეძებს ხოლმე და ერთი უნდა დაინახოთ, როგორ მეგლისება ფეხებში.

მაგარი ვინმეა, ქალებმა ნინა დაარქვეს, არადა ნინის ეძახიან, მე ცუცას ვეძახი.

დაჩიპულია, ვინიცობაა და დაიკარგოს, მიიყვანენ თავშესაფარში და დაგვიკავშირდებიან.

 

გაიზარდა, კნუტი აღარ ეთქმის.

 

მაგარი სერიოზული გოგო გამოდგა.

 

4 ივლისს, ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, ჰოდა ამათაც მეტი რა უნდათ?, ურახუნებენ სალუტებს.

იმავე ღამეს, როცა ისვრიან, ძალიან ბევრი შინაური ცხოველი იკარგება, უყურადღებოდ რჩება პატრონისგან და თავშესაფარის ძებნაში, გარბის უგზოუკვლოდ.

 

ჩემი უფროსი გოგონა იყო წასული თავის მეგობრებთან ერთად პორტლენდში, ეს ყველაზე დიდი ქალაქია ამ შტატში, იქ უფრო მაგრებს ისვრიანო :haha: და იქ იპოვა ეს კნუტი.

იცის აქაური კანონები და მაშინვე დაკავშირებია ცხოველების თავშესაფარის ოფისს, მისცა ამ წრიპას მონაცემები და ჩვენი მისამართიც დასტოვა, რადგან მომავალში პატრონს გადავაბარებდით უსასყიდლოდ.

 

გავიდა რამოდენიმე კვირა და არავინ დაგვიკავშირდა.

 

წავიყვანეთ სან-დეპში და ყველა საჭირო გამოკვლევა და აცრა ჩაუტარეს.

 

გამოვიდა ისე რომ ჯიშიანია ეს მჩხავანა.

EGYPTIAN MAU/ეგვიპტური მაუ/ ჰქვია ამ მოუსვენარს.

 

კი არის ეხლა 6 თვის, ჩვენ ხომ არ გვასვენებს, აი ფინტიკოზა/კურდღელი გვყავს ასეთი/ დატანჯული ჰყავს.

 

ეს ცელქია ის კიდევ ბოთე, ჰოდა ვერთობით მათ ცქერა-მოვლაში.

 

სურათებს აუცილებლად მოგართმევთ.

 

ასევე, ვისაც გყავთ კატები, საინტერესო იქნება თქვენი ისტორიების წაკითხვა.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ესეც ქალბატონი ცუცა. :e025:

 

206bbd69b8a7.jpg

 

690a358522c0.jpg

 

665cca014acd.jpg

 

აქ ნაბულზე დგას.

სანამ პატარა იყო, დაკბინეს კრაზანებმა და ფუტკრებმა, მერე ბუზებზე და ობობეზე გადავიდა. :d030:

 

af4fb3030ec4.jpg

 

დაძვრება ყველგან.

 

271f753bdc62.jpg

 

 

ხეზე ძილი უყვარს ნამეტნავად.

ცალკე მაგან დამტანჯა, ცალკე გოგოებმა.

ადი ხიდან ჩამოიყვანე, მოფერება გვინდაო, ერთხელა იქნება და ჰაიდას დავიძახებ ხიდან ჩამოვარდნისას, რომელი არ მეხერხება თუ?, ორჯერ ვარ სიმაღლიდან აყირავებული და კიდევ კაი ჭკუაზე რომ ვარ, თქვენი არ ვიცი და მე თვითონ მიკვირს. :d030:

 

 

5b4aa6e02095.jpg

 

5ee835372f18.jpg

Link to post
Share on other sites

ეგ ჯიში ფარაონების საყვარელი კატაა. თუ არ ვცდები რომელიღაც პირამიდაში ერთ-ერთი ფარაონის ფრესკა სწორედ ,,ეგვიპტიან მაუთი" არის წარმოდგენილი(მხარზე ჰყავს შემომჯდარი). არის უმაგრესი მონადირე(არ გაგიკვირდეს და ქვეწარმავლებზეც).

 

კატა მეც მყავს სახლში, მაგრამ პანტააა მედიდური წარმოშობის თანამოგვარეებთან შედარებით. :pardon:

როგორც ამბობენ კატის ფერება ასწორებს ნერვიულ პერებოის და წნევას. ზოგადად კი ძუ კატა უფრო კარგი მონადირეა ვიდრე ხვადი. განსაკუთრებით აქტიურია როცა ჰყავს კნუტები. ამ პერიოდში დღე არ გავა, რომ მის ნაშიერს არ მოუყვანოს ცოცხალი წრუწუნა სავარჯიშოდ. ჯერ დაარეტიანებს წრუწუნას, მერე კნუტებს მიუყვანს და ავარჯიშებს. თუ ამ პერიოდში მღრღნელი გამოერკვევა ბურუსიდან და გაქცევას დააპირებს, დედა კატა თათს დაჰკრავს, დაუბრუნებს რეტს და ისევ კნუტებს მიუსევს...

კაი საცქერია, ლაივში მაქვს ნანახი არაერთჯერ :alfons:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ამ ცხოვრებასი ყველაზე მეტად გველი მეზიზღებადა მერე კატა მოსდევს. :karochera::e025:

 

 

გველისა რა გითხრა, ნებისმიერს დავიჭერ და გავუშვებ, თუ საჭიროება მოითხოვს, არავითარი პრობლემა არ მაქვს მაგ სახეობებთან.

 

რაც შეეხება კატებს, მათი ოჯახის წარმომადგენლები, როგორებიც არიან ლომი, ვეფხვი, ლეოპარდი, ავაზა და ა.შ. ჩემი ფავორიტი ცხოველებია, როგორც ფრინველებში არწივი, ქორი, შევარდენი, მიმინო და ა.შ.

 

მეც იგივე გრძნობა მქონდა ზაზა კატების მიმართ რაც შენ დასწერე, ნუ ატანა არ მქონდა ამ არსების, ასე ვსთქვათ, მაგრა მეზარებოდა მეც.

 

უაღრესად ჭკვიანი და საზრიანი ცხოველია, ძალიან "ეშმაკი", იძულებულს გაგხდის მოეფერო, თავად არ დაგაკლებს სითბოს.

 

აგერ გელამ დასწერა კატის მონადირულ თვისებებზე.

 

ცოტას მეც გავაგრძელებ.

კატა უმაგრესი მონადირეა და ამიტომაც გავხსენი ეს თემა, განა იმიტომ რომ სახლში მყავს, უნდა იცოდეს ახალგაზრდა მკითხველმა, თუ რაში შეიძლება ამ ცხოველის გამოყენება.

 

ადამიანებმა რომ "ვაჯობეთ" სხვა სულიერებს დედამიწაზე, ფაქტი სახეზეა, ჩვენ ვდომინირებთ, ადამიანი მართავს დედამიწას.

იმ არსებების გარეშე, რომლები ამჟამად თან გვახლავს, ადამიანი ამდენს ვერ გაქაჩავდა.

 

"დაგეგმილ ჰუმენთა" ცივილიზაციას ჩამოვრჩებოდით მინიმუმ 100 წელი.

 

კაი, კატებს უნდა დავუბრუნდე. :e025:

 

ჭკვიანია, გიყურებს თვალებში და იღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც არცერთ მხარეს არ "დააზარალებს".

უაღრესად ფრთხილია, ფრიად მონდომებული მოფერებისთვის და სიყვარულისთვის, თვითონაც არ იშურებს დადებით ენერგიას, მოგეკვრება და ტკიპასავით შეგრჩება უთენიამდე.

 

კატის სანადირო თვისებების გამო გავხსენი ეს თემა, უბრალოდ არ მაქვს საშუალება ვიზუალურად გაჩვენოთ, რეებს აკეთებს ეს მოწრიპული.

 

ნაღდი მონადირეა, ისეთ ნაბულებს აკეთებს, კურცჰაარები და დრათჰაარები შურით დაიხოცებოდნენ./პოინტერებს და სეტერებს, გულები წაუვიდოდათ./

Link to post
Share on other sites

კატის წელში ვარ დაბადებული და კატები როგორ არ მიყვარს, მათაც ძალიან ვუყვარვარ :alfons: რაჭაში ბებია-ბაბუასთან მყავდა ფისუნია, ძაღლთან ვერასდროს მივა ფისო(ძაღლთან ბარეორი ადამიანიც ვერ მივა), მაგრამ ოჯახში რომ ვხედავ სიმშვიდის გრძნობა მეუფლება.

Link to post
Share on other sites

კატის ნადირობა ბევრჯერ მაქვს ნანახი, ძირითადად მღრნელებზე, მაგრამ ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, "ქალაქელი კატის" ნადირობა მტრედზე. მოკლედ მტრედები 3-4 ცალი მიწაზე თავისთვის ფუსფუსებდნენ, მე იქვე ახლოს კამპანიასთან ერთად ვიჯექი, კატამ დაინახა ეს მტრედები და დაეშვა მათკენ, მტრედებიდან 2 მეტრში მანქანა იდგა, კატა თავიდან მანქანის მოშორებით იდგა, შემოუარა მტრედებს ვითომ აქ არაფერიო, დაარტყა მანქანას ფაქტობრივად წრე და შეძვრა მის ქვეშ. დაიწყო მიპარვა. ისე ეპარებოდა ასე მეგონა ავაზაა მანქანიშ ქვეშთქო, მტრედები აზრზე არ არაინ და ნელნელა მანქანას უახლოვდებიან გოგმანით, ამ დროს ეს ეშმაკი რას აპირებს და... გამოხტა მოიქნია თათი და წაუთავაზა უახლოეს მტრედს თავში. ეს ისეთი სანახაობა იყო რომ ჯერ არნანახი, დღემდე თვალწინ მიდგას იმ ეშმაკის ნადირობა. ვერცერთი ძაღლისებრთა ვერ ინადირებს ისე ლამაზად როგორც ნებისმიერი კატისებრთა, ოჯახის ფისოც კი ეშმაკი მონადირეა.

Link to post
Share on other sites

ეხლა წვიმების სეზონია აქა.

 

ჭიაყელა ვეღარა სძლებს ამდენ სინესტეში, ზედაპირზე ამოდის.

 

ჰოდა ეს ვირთხების დედოფალი, ჩვენი ცუცა, წარამარა მოარბენინებს ცოცხლებს.

 

არა ჰკლავს, შემოათრევს მტკაველის ხელა ჭიაყელას, მერე მიყურებს და ელოდება, თუ რა ბრძანება გავცე.

 

რაც courage-მა დასწერა, უნდა დავეთანხმო.

ვითომ არაფერი და მსხვერპლს საერთოდ არ მიაქცევს ყურადღებას, ჩვენ ასე გვგონია, შემოუვლის და მონახავს ყველაზე ხელსაყრელ ადგილს, საიდანაც თავდასხმა იქნება სრულყოფილი, თავდასხმას ახორციელებს მსწრაფლად და უზუსტესად.

 

მერე კიდევ, რეაქცია აქვს სასწაული.

 

ჯანაბას, ვიდეო უნდა გადავუღო. :e025:

Link to post
Share on other sites

კი მაგარი მონადირეა ფისო. რაც ჩემს ეზოში ძაღი აღარაა ერთი რიჟა კატა შემოეჩვია არემარეს და ისე განაგლდა ამ დილით სახლში შემომძვრალა და გალიაში დამწყვდეულ თუთიყუშს ,,ეთომარებოდა,, ! რომ არ მიმესწრო კაი ნასაუზმები წავიდოდა.ქეჩოში წავავლე და გავისროლე ფანჯრიდან. ჩემმა ,,თუთუმ,, ჯიგარი ხარ ავთოიაო ცრემლმორეულმა მომაძახა! :e025:

Link to post
Share on other sites

ავთია,თემას არ ეხება,მარა სულ უძაღლოდ ხარ,პოინტერის ლეკვი ხო გყავდა,თუ მეშლება??!

კი მყავს მამუკა მარა სახლში ვერ მომყავს ჯერ მეშინია. სამსახურში ვზრდი.

Link to post
Share on other sites

ჭკუის დამრიგებელი არ მაკლდა ბავშვობისას, მაგრამ ვცუღლუტობდი მეც.

ეხლაა და ახალგაზრდებს ჭკუას ვარიგებ, ნეტაი მე მყოლოდა თავის დროზე ასეთი მასწავლებელი.

 

კატების ქეჩოში ხელის წავლება და გაპროწიალება გამომიცდია, ვაღიარებ არასწორი საქციელი იყო და ვნანობ.

 

 

ძალიან ჭკვიანი ცხოველია.

 

სიტყვა კრუტუნი, მხოლოდ კატას და ლამაზ ქალს უხდება, როცა პირველს თბილ ლოგინში სძინავს და მეორეს შესაფერის მამაკაცთან უწევს სიყვარული.

 

ამ "კრუტუნით", ეს ფისოები დასაწოლ ადგილს ათბობენ, გამოჰყოფენ დიდ ენერგიას, ფეხებზე მიტმასვნა იციან, ვისაც თმის ღერი გაქვთ ფეხზე/უთმებო ქართველი ვერ წარმომიდგენია. :d030: / და კატა დაგიდით სახლში, ვიცი დამეთანხმებით.

 

 

უაღრესად ფრთხილია, დავუღრიალე ერთხელ და ერთი კვირა გამირბოდა, ახლოში არ მეკარებოდა.

 

იცის ვინ არის დომინანტი ტერიტორიაზე, მაგარი შებერტყილია.

 

ჰო, მაგარი აფერისტია კიდე, რომ არ გინდოდეს, მაინც მოგაფერებინებს თავს.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

ამ ცხოველზე უნდა გვქონდეს ერთი თემა მაინც.

 

მიუხედავად ჩემი ადრინდელი ნეგატიური დამოკიდებულებისა ამ არსების შესახებ, ერთმა პატარა კნუტმა შესცვალა ბევრი რამ.

 

გეხსომებათ, ვწერდი რომ ვერ ვიტან კატებს, კატისნაირები კი ჩემი ფავორიტი ცხოველებია.

ვერ გამოვიდა ეგ საქმე.

 

ისე შემაყვარა თავი, სულ მაგის ძებნაში ვარ, თვითონაც მეძებს ხოლმე და ერთი უნდა დაინახოთ, როგორ მეგლისება ფეხებში.

მაგარი ვინმეა, ქალებმა ნინა დაარქვეს, არადა ნინის ეძახიან, მე ცუცას ვეძახი.

დაჩიპულია, ვინიცობაა და დაიკარგოს, მიიყვანენ თავშესაფარში და დაგვიკავშირდებიან.

 

გაიზარდა, კნუტი აღარ ეთქმის.

 

მაგარი სერიოზული გოგო გამოდგა.

 

4 ივლისს, ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, ჰოდა ამათაც მეტი რა უნდათ?, ურახუნებენ სალუტებს.

იმავე ღამეს, როცა ისვრიან, ძალიან ბევრი შინაური ცხოველი იკარგება, უყურადღებოდ რჩება პატრონისგან და თავშესაფარის ძებნაში, გარბის უგზოუკვლოდ.

 

ჩემი უფროსი გოგონა იყო წასული თავის მეგობრებთან ერთად პორტლენდში, ეს ყველაზე დიდი ქალაქია ამ შტატში, იქ უფრო მაგრებს ისვრიანო :haha: და იქ იპოვა ეს კნუტი.

იცის აქაური კანონები და მაშინვე დაკავშირებია ცხოველების თავშესაფარის ოფისს, მისცა ამ წრიპას მონაცემები და ჩვენი მისამართიც დასტოვა, რადგან მომავალში პატრონს გადავაბარებდით უსასყიდლოდ.

 

გავიდა რამოდენიმე კვირა და არავინ დაგვიკავშირდა.

 

წავიყვანეთ სან-დეპში და ყველა საჭირო გამოკვლევა და აცრა ჩაუტარეს.

 

გამოვიდა ისე რომ ჯიშიანია ეს მჩხავანა.

EGYPTIAN MAU/ეგვიპტური მაუ/ ჰქვია ამ მოუსვენარს.

 

კი არის ეხლა 6 თვის, ჩვენ ხომ არ გვასვენებს, აი ფინტიკოზა/კურდღელი გვყავს ასეთი/ დატანჯული ჰყავს.

 

ეს ცელქია ის კიდევ ბოთე, ჰოდა ვერთობით მათ ცქერა-მოვლაში.

 

სურათებს აუცილებლად მოგართმევთ.

 

ასევე, ვისაც გყავთ კატები, საინტერესო იქნება თქვენი ისტორიების წაკითხვა.

მიუხედავად ჩემი ადრინდელი ნეგატიური დამოკიდებულებისა ამ არსების შესახებ, ერთმა პატარა კნუტმა შესცვალა ბევრი რამ. :yes:

მაზალოები არიან. რომც არ გინდოდეს ძალად შეგაყვარებენ თავს. :91:

Link to post
Share on other sites

ბებიაჩემი ამბობდა, ერთი კატა გვყავდაო, რომელსაც ჭალიდან ხშირად მწყერი მოჰყავდაო.

ვახო, პერი გამახსენდა. :91:

პიპინია რომ ამბობს: -ხანდახან იმისთანა რამეს მოიტანს ნერწყვი მოგადგებაო. :91:

Link to post
Share on other sites

კი მაგარი მონადირეა ფისო. რაც ჩემს ეზოში ძაღი აღარაა ერთი რიჟა კატა შემოეჩვია არემარეს და ისე განაგლდა ამ დილით სახლში შემომძვრალა და გალიაში დამწყვდეულ თუთიყუშს ,,ეთომარებოდა,, ! რომ არ მიმესწრო კაი ნასაუზმები წავიდოდა.ქეჩოში წავავლე და გავისროლე ფანჯრიდან. ჩემმა ,,თუთუმ,, ჯიგარი ხარ ავთოიაო ცრემლმორეულმა მომაძახა! :e025:

ბედზეა გადარჩენილი :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...