Jump to content
Club-Monadire.Ge

საავტორო ცივი იარაღი


Recommended Posts

  • 9 months later...
  • Replies 64
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • 2 months later...

ხანჯალა

 

 

კეთილი იყვეს თქვენი ფორუმზე შემოსვლა. :hi:

 

ხომ ვერ გვეტყვით ორიოდ სიტყვას ამ დანების შესახებ?

Link to post
Share on other sites

გაგიმარჯოთ

თითქმის ყველანაირ ფოლადებს. ზამბარა, რესორი, საკისარი, უ7... ან ყველა ერთად, ანუ ბაწარაული. ერთმანეთში დუღდება, რამდენჯერმე

იკეცება და იგრიხება.

Edited by ხანჯალა
Link to post
Share on other sites

გაგიმარჯოთ

თითქმის ყველანაირ ფოლადებს. ზამბარა, რესორი, საკისარი, უ7... ან ყველა ერთად, ანუ ბაწარაული. ერთმანეთში დუღდება, რამდენჯერმე

იკეცება და იგრიხება.

სიმტკიცეზე თუ შეგიმოწმეებია როდესმე? რამდენ როკველამდე ადის შენი დამზადებული დანის სიმტკიცე?

Link to post
Share on other sites

როკველების რა გითხრათ? მე ძველი მეთოდით ვმუშაობ და ასევე ძველი მეთოდით ვამოწმებ. ანუ პრაქტიკაში მოწმდება.

ფეხით შედგომა, რკინის ჭრა და შემდეგ ფხის შენარჩუნება, პრაქტიკაში გამოცდა და ბოლოს მფლობელის მადლობა.

Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს ხანჯალას, იქნებ განავითარო ეს თემა და ცოტა მოგვიყვე რა ხდება დღეს ქართული საავტორო იარაღის სფეროში. ვინ რაზე მუსაობს, რა სტილებია, რა სხვაობები ტექნოლოგიებში და ა.შ.

 

 

 

გაგიმარჯოთ

თითქმის ყველანაირ ფოლადებს. ზამბარა, რესორი, საკისარი, უ7... ან ყველა ერთად, ანუ ბაწარაული. ერთმანეთში დუღდება, რამდენჯერმე

იკეცება და იგრიხება.

Link to post
Share on other sites

საქართველო (ჩვენი წინაპარი ტომები) მიიჩნევა მეტალურგიის განვითარების ერთერთ პირველ კერად.

ჩვენი წინაპარი ტომებიდან, საუკეთესო ფოლადით ხალიბები გამოირჩეოდნენ. სამწუხაროდ ეს ტექნოლოგია დღეს უკვე მთლიანად დაკარგულია.

 

საქართველოში ბოლო პერიოდში ამ საქმით პირველად დაინტერესდა კახაბერ ზარნაძე. აწყობდა ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მან მოიძია უამრავი ეთნოგრაფიული მასალა. მისი წინაპრებიც მეიარაღე მჯედლები იყვნენ. ამიტომ მოძიებული მასალების გადამუშავება და შემდეგ პრაქტიკაში განხორციელება არ გაძნელებია. მან ხელახლა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში სამჭედლო საქმის აღორძინებას. დიდი ძალისხმევის მიუხედავად ხალიბური ფოლადი მხოლოდ ლეგენდად რჩება და ჩვენი დიდი წინაპრის დიდი მეტალურგიიდან მხოლოდ მცირედის აღდგენა მოხერხდა. როგორც იტყვიან ეს ზღვაში წვეთია.

 

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოში ბევრი მჭედელი გვყავს. ის რაც მრავალი წლის წინ დავკარგეთ, დღეს ხელახლა უნდა შევქმნათ. სასიხარულოა ისიც, რომ უკვე დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა საქართველოს მეიარაღეების ნაწარმი. უკვე აღარავის უკვირს რკინისმჭრელი დანები. საზოგადოება მივიდა იმ აზრზე, რომ დანას რკინის ჭრაზე მეტად (ანუ სისალეზე) სხვა თვისებები მოეთხოვება.

 

1. მაღალი ხარისხის ფხა და მისი დიდი ხნით შენარჩუნება.

2. პლასტიკურობა. რათა ადვილად არ გატყდეს.

3. ადვილად უნდა ილესებოდეს საველე პირობებში.

4. პრაქტიკული, მოსახერხებელი გეომეტრიული ფორმა.

 

ეს მხოლოდ სამუშაო დანებს. ქართველი კაცის ბუნებიდან გამომდინარე არის ისეთი ნამუშევრებიც რომელსაც ძლიან მაღალი სისალე გააჩნიათ. ასეთ დანებს მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვთ: გამოსაჩენ ადგილზე დება. მაღალი მხატვრული გაფორმება, ლამაზ საყრდენზე გამოსაჩენ ადგიზე დება და სტუმრების გაოცება. თუ როგორ ჭრის ეს დანა სხვა დანებს. ეს მცოდნე ადამიანისთვეი არავითარ საკვირველებას არ წარმოაადგენს.

 

ნამდვილი ოსტატობა იმაშია რომ ეს რამდენიმე თვისება ფოლადში სასურველი კანონზომიერებით ყველა ერთად იყოს თავმოყრილი. ერთი რომელიმე თვისების, მაგალითად სისალის, დრეკადობის,... მაღალი ერთეულის მიღება არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას.

 

ეს საქმე მოითხოვს დიდ ძალისხმევას და დიდ დროს. აქედან გამომდინარე ასეთი იარაღის ფასიც გაცილებით მაღალია ვიდრე სერიული დანებისა. სწორედ ეს ფასის სხვაობა იყო ძირითადი მიზეზი ქართული მეტალურგიის გადაშენებისა. უამრავი ქართული ექსპონატი გაიყიდა საზღვარგარეთ და მის ნაცვლად შემოვიდა და დღესაც შემოდის იაფფასიანი სერიული ნაწარმი. ვინაიდან ქართველ კაცს დღე-დღეობით უჭირს 200-300$ ის გადახდა იარაღში.

 

შევეცადე მოკლედ ამეხსნა ამ თემასთან დაკავშირებული პლიუსები და პრობლემები.

თუ რამე დაგაინტერესებთ შევეცდები ამომწურავი პასუხი გაგცეთ.

Link to post
Share on other sites

პირადად მე ძალიან მაინტერესებს მჭედლობა, მაინტერესებს ერთი რამ, ძველი თაობის მჭედლებთან მიყრუებულ სოფლებში თუ ყოფილხართ იმ ძველი ტექნოლოგოების ძიებაში, რაც დაკარგული გვგონია, იქნებ რაღაც მაინც იყოს პატარა ცოდნა, რასაც გადავარჩენთ და არ დავკარგავთ.

Link to post
Share on other sites

გმადლობთ.

 

ექსპედიციებში, სხვადასხვა სოფლებში ხშირად დავდივართ. გულსატკენია მაგრამ ფაქტია. ეს საქმე თითქმის მთლიანად არის ამოძირკული. ნალბანდის (ნალების მჯედელი) ნახვაც კი იშვიათობაა. არიან მაგრამ ცოტანი.

 

ჯედვის ტექნოლოგიებიდან რაღაც ზღვაში წვეთი მაინც შემორჩა. მაგრამ მადნის დაწურვა, და შემდეგ მისი გადამუშავება აღარსა არსებობს.

არის ასეთი წიგნი "მჭედლობა რაჭაში" საინტერესო წიგნია. საწყენია ამხელა საგანძურის ასე გაოხრება.

Link to post
Share on other sites

ვიცი ეგ წიგნი, მეც რაჭველი ვარ, რეხვიაშვილი ვარ, ავტორიც რეხვიაშვილია. რაჭაში სოფელ წედისში იყო მჭედლობის დიდი კულტურა, წედისელები ხალიბების ჩამომავლები არიან, ასე ვიცი მე(თავს ვერ დავდებ ლეგენდაა რამე თუ მართალი). დავინტერესდი ონის რაიონში მჭედელი თუ არისმეთქი, ვისაც ვკითხე ვერავინ მითხრა, რა დიდი ონია, მოვლილი მაქვს თითქმის სულ და არცერთ სოფელში შემხვედრია. მჭედლობა ძალიან მაინტერესებს, სამომავლოდ ვაპირებ ამ საქმით დაინტერესებას, და აულილებლად მოვახერხებ. რეხვიაშვილების წინაპარი მჭედელი ყოფილა და ალბათ "დნმ"-ში დევს ამ საქმის სიყვარული.

Edited by courage
Link to post
Share on other sites

რაჭაში ბევრი ექსპედიცია გვაქვს გაკეთებული. ვინაიდან რაჭა ჩემი დედულეთია. შენ ეტყობა კარგად არ გიძებნია, თორემ რაჯაში საკმაოდ ბევრი მჯედელია. ღებში 3 წლის წინ 4 მჭედელი იყო. მათგანაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია ავკრიფეთ. ამ ზაფხულს ზუდალში ვნახეთ ერთი ბებერი ყოფილი მჭედელი. საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ეს კაცი ყოველ შემთხვევაში ვინც ჩვენ გვინახია მათ შორის ნამდვოლი მენაჯახე იყო. ეტყობა კაცს ლაპარაკში. არადა კარგი ნაჯახის გაკეთება დამიჯერეთ ხანჯალზე ნაკლებ შრომას არ მოითხოვს. ასევე უწერაში ვნახეთ წელს ახალგაზრდა მჭედელი. საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზღდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ახალგაზრდაა და ამ საქმით დაინტერესებული. ასევე არის მთელს ონში განთქმული მენაჯახე ვიღაც ხურუთელი. სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს. ის განდეგილად ცხოვრობს სოფელ ხურუთში და მხოლოდ ხუთშაბათს ნახავ ონის ბაზრობაზე. გასულ წელს მისი ნახვა ვერ მოვახერხეთ.

ასე რომ ჩვენდა საბედნიეროდ რაჭაში ამ მხრივ ნამდვილად არ ჩამოვრჩებით საქართველოს სხვა კუთხეებს. თუმცა სხვა კუთხეებში ამდენი მჭედელიც სანატრელია.

ჩემი დიდი სურვილია დავათვალიერო წედისი და გავესაუბრო ადგილობრივ მოსახლეობას. ამის შესაძლებლობა ჯერ არ მქონია. ვიმედოვნებ ახლო მომავალში ამასაც შევძლებთ. წედისი ეს ხომ მეფოლადეების ბუდედ არის აღიარებული დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე.

თუმცა სხვა ტერიტორიებიც არსებობს რომლებიც დღეს უკვე საქართველოს კუთვნილება აღარ არის, მაგრამ ოდესღაც დიდი მეტაკურგიის კერები იყო. ამიტომ მაქვს დიდი სურვილი დავათვალიერო წედისი. თუ ვინმე ონის მეტალურგიით და მისი ეთნოგრაფიით არის დაინტერესებული ვურჩევ გია ბერიშვილს ესტუმროს. ონის მუზეუმის დირექტორს. დავახასიათებ როგორც კარგ ქართველს, კარგ ისტორიკოსს და მოსაუბრეს.

 

ასე რომ რაჭველებ საკმაოდ მევრი შემოგრჩათ. თუ ვინმეს მიზანი და მონდომება საკმარისი გაქვთ, სანამ ეს ხალხი ცოცხალია სასწრაფოდ შეუდექით საქმეს :)

Link to post
Share on other sites

ხანჯალ რატომ ჯდება ასე ძვირი დანა? 300$ სერიოზული თანხაა, ან რატომ არ შეიძლება 50-100$-ის ფარგალში საშუალო, სამუშაო დანის გაკეთება? ცოტა კონკურენცია რომ გაუწიო უცხოურს. მაგალიტად ქარავანში მშვენიერი სკანდინავიური დანებია 50-100$-ად.

არ ვამბობ რომ მყიდველი არ ეყოლება 300$-იანს, მაგრამ მასიური მყიდველი არ იქნება.

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

ჩვენი დამკვეთების 90% უცხოელია. მჭედელმა კაცმა ჯერ ამხელა ინფორმაცია უნდა მოიძიოს ამ საქმეზე, მერე შეისწავლოს, მერე უზარმაზარი 2-3 კვირიანი შრომა, ჩადოს სული და გული თავის ნამუშევარში და ამაში აიღოს 200-300$. ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ ეს თანხა ძვირი ნამდვილად არ მეჩვენება.

 

ყოველი ნამუშევარი ექსკლუზივია და ორი ერთნაირი არ მეორდება. ყველა ოპერაცია ხელით სრულდება. აქედან გამომდინარე დამზადების დროც იზრდება და ფასიც. თავისთავად ხარისხიც და ფასიც მაღალია სხვა სერიულ დანებთან შედარებით. სამუშაო დანა 150-200$ ღირს. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული დანები საზღვარგარეთ გაცილებით ძვირია.

 

ჩემთვის მთავარია ეს მადლიანი ქართული მამაპაპური საქმე გავაგრძელო. ხარისხის ამაღლებაზე, ახალი ექსპედიციების დაგეგმვაზე და ეთნოგრაფიული მასალების მოძიებაზე ვიფიქრო. ნაწარმი თავის თავზე თვითონ ლაპარაკობს. ასე რომ ძვირი არ არის. მასიურ მყიდველი ნამდვილად არასდროს ეყოლება ამ სამეს, მაგრამ უამრავი უცხოელი სიამოვნებით იხდის ასეთ ნამუშევარში ამ თანხას. იმიტომ რომ იცის მისი ფასი. ქართველი ხალხი კი იაფინ და შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას. სამწუხააროა მაგეამ ფაქტია. ჩვენი ნაოფლარი ვიღაც უჯიშოს ქამარს ამშვენებ. ქართველ ხალხს კი მისი შეძენა არ შეუძლია.

Link to post
Share on other sites

ხარისხში არ შემიტანია ეჭვი, უბრალოდ რიგითი მყიდველისთვისაც რომ გააკეთოთ მეთქი. 50-100$-ად მუშა დანა ვერ გაკეთდება? მაშინ ძალაუნებურად იყიდის ადამიანი უცხოურ 50-100$იან დანას, რადგან დასავლეთშიც მასიურად მონადირეები არ იხდიან დანაში 300$-ს.

 

 

 

 

 

BROWNING

 

ჩვენი დამკვეთების 90% უცხოელია. მჭედელმა კაცმა ჯერ ამხელა ინფორმაცია უნდა მოიძიოს ამ საქმეზე, მერე შეისწავლოს, მერე უზარმაზარი 2-3 კვირიანი შრომა, ჩადოს სული და გული თავის ნამუშევარში და ამაში აიღოს 200-300$. ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ ეს თანხა ძვირი ნამდვილად არ მეჩვენება.

 

ყოველი ნამუშევარი ექსკლუზივია და ორი ერთნაირი არ მეორდება. ყველა ოპერაცია ხელით სრულდება. აქედან გამომდინარე დამზადების დროც იზრდება და ფასიც. თავისთავად ხარისხიც და ფასიც მაღალია სხვა სერიულ დანებთან შედარებით. სამუშაო დანა 150-200$ ღირს. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული დანები საზღვარგარეთ გაცილებით ძვირია.

 

ჩემთვის მთავარია ეს მადლიანი ქართული მამაპაპური საქმე გავაგრძელო. ხარისხის ამაღლებაზე, ახალი ექსპედიციების დაგეგმვაზე და ეთნოგრაფიული მასალების მოძიებაზე ვიფიქრო. ნაწარმი თავის თავზე თვითონ ლაპარაკობს. ასე რომ ძვირი არ არის. მასიურ მყიდველი ნამდვილად არასდროს ეყოლება ამ სამეს, მაგრამ უამრავი უცხოელი სიამოვნებით იხდის ასეთ ნამუშევარში ამ თანხას. იმიტომ რომ იცის მისი ფასი. ქართველი ხალხი კი იაფინ და შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას. სამწუხააროა მაგეამ ფაქტია. ჩვენი ნაოფლარი ვიღაც უჯიშოს ქამარს ამშვენებ. ქართველ ხალხს კი მისი შეძენა არ შეუძლია.

Link to post
Share on other sites

BROWNING

ქართველი ხალხი კი იაფინ და შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას.

 

კი იცი რატომაც, თორემ არც ჩვენ ვართ უგემოვნო და ხარსხის არdamფასებლები.

Edited by ქევხო
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...