Jump to content
Club-Monadire.Ge

საავტორო ცივი იარაღი


Recommended Posts

და კიდევ ერთი აუცილებელი რამ.

 

სანამ დანას აწრთობ, მანამდე გაუკეთე ტარზე ნახვრეტები, მერე ვერაფრით ვეღარ გახვრიტავ.

Link to post
Share on other sites
  • Replies 64
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ელჩი

დიდი მადლობა რჩევისთვის. პირველად ვაკეთებ და მე პირდაპირ რესორისგან დანის ფორმის გამოჭრას და დათხელებას ვაპირებდი (5 მილიმეტრი აქვს სისქე) და იქნებ წრთობაზე მითხრათ ცოტა რამ მეც გადავხედავ ეხლა ფორუმებს და მოვიდზიებ მაგაზე იმფორმაციას ინტერნეტში და კიდე ერთი შეკითხვა სახერხის მრგვალი ხერხები რომ არის ეგეც ვიშოვე და რესორი ჯობია ხო მაგას?

Link to post
Share on other sites

მრგვალი სახერხი ვერ გავიგე, მაგრამ ბირდაბირის ხერხი რომ არის, მაგისგან ვაკეთებდი იაპონური სტილის დანებს, უმაგრესი რამე გამოდიოდა.

 

რაც შეეხება წრთობას, პირველ რიგში უნდა იცოდე რა ხარისხის ფოლადი გაქვს.

რკინის წრთობა ცივ წყალშიც შეიძლება, ასევე მანქანის მიერ გამოყენებულ შავ ზეთშიც.

ქრომირება ელექტროლიზის პროცესით ხდება.

ნამდვილად არ ვიცი ეხლა რა სიტუაციაა საქართველოში ამ მხრივ.

ჩემს დროს კიროვის სახელობის ჩარხმშენებელში მომიწია მუშაობამ და ბევრი ადამიანი იქ დავტანჯე. :d030:

 

შესვენებაზე გავიდოდნენ და ყველანაირი ჩარხის "რეზეცები" მონელებული მქონდა ერთ საათში. :karochera:

ოსტატ-მასწავლებლად მყავდა რუსის კაცი, ახანოვი იურა, აცხონოს მისი სული.

ისე მოგიყვებოდა მურწის დაჭერას, თონის პურზე გაიქცეოდი და სუფრის გაშლას დაგაწყებინებდა.

იმან თევზაობაც მაგრა იცოდა და ლითონთან ურთიერთობა ხომ საერთოდ.

მჭედელი გვყავდა ქარხანაში, ანთიმოზი ერქვა.

იმის გაკეთებული ბარები, თოხები და ცულები, დღესაც გვაქვს.

 

საინტერესო საქმეა, სამწუხაროდ ვეღარ გავაგრძელე ექსპერიმენტები.

ფრანგული სტილეტები და ინგლისური სტილის დანები მაქვს გაკეთებული.

 

სტილეტს მიზანში ესროდი და ჯდებოდა ცენტრში, ხოლო ინგლისურებით, მრავალ ღორს დაუღვრია სისხლი ჯერ მარტო რუისის ტერიტორიაზე.

Link to post
Share on other sites

დანის გაკეტება მინდა და უაზის რესორი ვიშოვე და რას მირჩევთ გამოვა მიგისგან?

ვის უნდა გააკეთებინო?

Link to post
Share on other sites

განწყობისთვის http://georgians-weapons.ge/galery.htm ეს რა ოსტატები გვყოლია საქართველოში.

ძალიან საინტერესოა, უძლიერესი და უნატიფესი ნაკეთობებია, ოსტატობით არავის არ ჩამოუვარდებიან ესენი.

Link to post
Share on other sites

ელჩი

სახერხებში ფიცრების საჭრელ სტაკოკებზე რომ აყენია მრგავლი ხერხის პირები ეგ ვიგულისხმე აი მასეთი ნახმარი აქვს ძმაკაცს და მაგისგან ხომ არ ჯობია გაკეთება თქო მაგრამ რაგაც რაგაცეები წავიკითხე და მგონი რესორი უკეთესი ყოფილა. აი ის რესორი რაც მე მაქვს არ ვიცი რა ხარისხის ფოლადია ერთი ეგ ვიცი რომ უაზისაა და როგორც მახსოვს არაფერი ეწერა ზედ, ხვალ კარგად დავათვალიერებ კიდე

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • 2 months later...

აქ უნდა დამედო.

 

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/307506-qarthuli-presis-mimokhilva-02122014.html

 

 

 

"ფარ-ხმალი, დამბაჩები, ხანჯლები და ბევრი სხვა" - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც 72 წლის მხატვარი და მეიარაღე ომარ (ნიკოლოზ) გოგიშვილი ძველ ქართულ სტილში ამზადებს... გოგიშვილს რამდენიმე გამოფენაც აქვს გამართული, სადაც დამთვალიერებელს მისი საავტორო ნამუშევრების შეფასების საშუალება ჰქონდა. ასევე მიღებული აქვს ვერცხლის მედლები, თუმცა, ხაზგასასმელია მისი დამსახურება კინოფილმ "დონ კიხოტში", სადაც რაინდებისა და თავად დონ კიხოტის აღჭურვილობა დაამზადა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი სტატიაში სათაურით თბილისელი მეიარაღე ოსტატი.

 

"1975 წლიდან ამ საქმიანობას მივდევ, ასე რომ, ჩემი გამოცდილება მრავალ წელს ითვლის. ჩემი საქმიანობა უფრო აქტიურად 1987 წლიდან დაიწყო, მაშინ უამრავ რეჟისორთან მომიწია მუშაობამ - ვამზადებდი ფილმებისთვის საჭირო სამოსსა და აღჭურვილობას. თანდათან ნამუშევრებიც უფრო გავაუმჯობესე. შეკვეთა მიღებული მაქვს დავით თევზაძისგანაც, რომელმაც ამერიკელი გენერლის ჯონ შალიკაშვილისთვის დამბაჩის გაკეთება მთხოვა... ჩემთვის სულერთია, ხმალზე ვიმუშავებ თუ იარაღზე, ეს ხელოვნებაა და ყველა ნამუშევარი ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. გამოფენა ქარვასლაში მქონდა, მიღებული მაქვს რამდენიმე მედალი, რომელიც საფრანგეთმა და მოსკოვმა გამომიგზავნა", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ომარ გოგიშვილი და დასძენს:

 

"რაც შეეხება თავად იარაღის ფორმას, ტრადიციების მიხედვით ვქმნი, თუმცა, ორნამენტული გაფორმების დროს ჩემს მოფიქრებულ დეტალებს ვამატებ. ეს იარაღები ბუტაფორია არ არის, ყველა მუშა მდგომარეობაშია, კედელზე დასაკიდებლად არ არის შექმნილი... ნამუშევარს რაც მეტი ჩუქურთმა აქვს, დრო მით მეტი მჭირდება, მხოლოდ ხეზე მუშაობას არ მიაქვს ამდენი დრო. თუ ნამუშევარში ძვლის ელემენტებია გამოყენებული და მასზე სხვადასხვა სცენაა ამოსატვიფრი, მაშინ დრო სამმაგდება, ვინაიდან ეს რთული შესასრულებელია... მყავდა მოწაფეებიც, რომლებსაც იარაღების გაკეთება ვასწავლე. ეს ახალგაზრდები ახლა საზღვარგარეთ ცნობილი მეიარაღეები არიან".

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გამარჯობათ მეგობრებო . ვეცნობი დანის კეთებას და ვერსად ვერ ვნახე ან რაქვია ეგეც არ ვიცი დამასკუს ფოლადის დანის პირზე რომ არის რაგაც შავი ლაქებივით ხაზები აი ეგ მაინტერესებს როგორ კეთდება ერთ ვიდეოში ვნახე რომ დანის პირს ათავსებენ რაგაც სითხეში და გარკვეული დროის მერე ამოაქვთ ეგეთი ხაზებიანი და ძალიან მაინტერესებს მაგ სითხის სახელი და როგორ კეთდება ეგ ან ტუ იყიდება თბილისში ეგ სითხე ან რა ქვია. ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ ვინმე და თუ შეგიძლიათ გმარკვიეთ

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ეგ ნიშნავს რომ იარაღი დამზადებულია მრავალი ფენის მეტალისგან. ანუ დამასკური ფოლადი, ანუ ბაწარაული. მაგ სითხეს კი მჟავა ჰქვია. დაასხავ პირზე და ფენებს გაჩვენებს

https://www.facebook.com/samjedlo

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

მოგესალმებით ყველას,

 

შეიძლება ამ თემას არ შეესაბამება, მაგრამ დახმარება მჭირდება. ჩემი ნაცნობი გერმანელი ჩამოდის საქართველოში კერძოდ: ქუთაისი ბათუმი მესტია. აინტერესებს პროფესიულად მაღალი ხარისხის ცივი იარაღის , დანის შეძენა სად შეიძლება. თუ იცით ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში სადმე მაღაზია ან სახელოსნო სადაც მივა დაათვალიერებს და მოწონების შემთხვევაში იყიდის.

 

გმადლობთ წინასწარ,

 

პატივისცემით,

 

გიორგი ზაქაიძე

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით ყველას,

 

შეიძლება ამ თემას არ შეესაბამება, მაგრამ დახმარება მჭირდება. ჩემი ნაცნობი გერმანელი ჩამოდის საქართველოში კერძოდ: ქუთაისი ბათუმი მესტია. აინტერესებს პროფესიულად მაღალი ხარისხის ცივი იარაღის , დანის შეძენა სად შეიძლება. თუ იცით ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში სადმე მაღაზია ან სახელოსნო სადაც მივა დაათვალიერებს და მოწონების შემთხვევაში იყიდის.

 

გმადლობთ წინასწარ,

 

პატივისცემით,

 

გიორგი ზაქაიძე

მოგესალმებით. ამ თემას გადაავლეთ თვალი პირველივე გვერდიდან. ბევრი კარგი სპეციალისტი პოსტავს ამ თემაში.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...