Jump to content
Club-Monadire.Ge

იშხანი,სევანის კალმახი (Saimo ischchan)


Recommended Posts

მოგეხსენებათბათ სევანის კალმახი ანუ იშხანი სევანის ტბის ენდემური სახეობაა.იშხანის დამახასიათებელი ნიშანთვისებაა ძალზე მასიური თავი.მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ეს სახეობა ტბის ფარგლებში 4 ერთმანეთისაგან ზრდის სისწრაფით,ქვირითობის დროითა და ადგილით განსხვავებულ რასას ქმნის.ზამთრის ბახტაკი და ბოჯაკი-ტბაში მოქვირითე ფორმებია. ზაფხულის ბახტაკი და გეგარკუნი ტბაში მობინადრე და მდინარეში მოქვირითე ეგრედ წოდებული გამსვლელი ფორმებია.ბახტაკს და გეგარკუნს შეუძლიათ 90 სმ.სიგრძეს მიაღწიონ და 16 კილოს იწონიდნენ.1930-36 წლებში,იშხანის ფორმა გეგარკუნი ყირღიზეთში,ისსიკ-კულში შეასახლეს სადაც იგი მშვენივრად შეეგუა მლაშე წყალს და ადგილობრივ კალმახს საგრძნობი კონკურენცია გაუწია.იგი იმდენათ შეიცვალა რომ მეცნიერებმა ისსიკ-კულის იშხანი ცალკე ქვესახეობად გამოჰყვეს (Salmo ischchan issykolgegarkuni Lushin).

 

ზამთრის ბახტაკი (Salmo danilewskii)

 

გეგარკუნი (Salmo ischchan gegarkuni)

 

ზაფხულის ბახტაკი (Salmo ischchan aestivalis)

 

ბოჯაკი (Salmo ischchan danilewskii)

 

იშხანი

 

385ecc5088f7.jpg

 

ეს კი ისსიკ-კულის გეგარკუნი (Salmo ischchan issykolgegarkuni Lushin)

 

e1aa36b41556.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ყოჩაღ ზურაბ! :yes: ეს თემა ნამდვილად უნდა გვქონოდა.

 

ესეც ჩემი ვიდეო "ბიომარის" საკალმახე და მათი იშხანი,სევანის კალმახი

 

იხილეთ მე-3 წუთიდან.

 

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

ესეც ჩემი ვიდეო "ბიომარის" საკალმახე და მათი იშხანი,სევანის კალმახი

 

:yes: რამდენიმეჯერ ვარ მაგ მეურნეობაში ნამყოფი, ბატონი ზურაბი ძალიან ინტერესიანი კაცია.

Edited by irakli
Link to post
Share on other sites

DMORAL

კარგი და აქტუალური ვიდეოა ჩემო დავით !! :yes: თან ახლა რა ხდება,თუ ცისარტყელა კალმახის ქვირითობა თბილისის ზღვაში ჯერჯერობით სათუოა,ეს სევანის კალმახი რომ იქნას მანდ გაშვებული ნამდვილად იქვირითებს რადგან სევანში იგი ტბაშივე ქვირითობს და მდინარეები არ ესაჭიროება ამისათვის.ეს ისე,მომავლისათვის ! ;)

Link to post
Share on other sites

DMORAL

კარგი და აქტუალური ვიდეოა ჩემო დავით !! :yes: თან ახლა რა ხდება,თუ ცისარტყელა კალმახის ქვირითობა თბილისის ზღვაში ჯერჯერობით სათუოა,ეს სევანის კალმახი რომ იქნას მანდ გაშვებული ნამდვილად იქვირითებს რადგან სევანში იგი ტბაშივე ქვირითობს და მდინარეები არ ესაჭიროება ამისათვის.ეს ისე,მომავლისათვის ! ;)

100% თუ როდისმე მოვახერხებთ მაგის გაკეთებას,მე შევაწუხებ ერთ კაი კაცს არმენიაში :old:

Link to post
Share on other sites

მეგობრებო თბილისის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით თემქის მხრიდან ადრე იყო ,,გრუზჩერრიბვოდის" ბაზა აუზებით, ,,ლატოკებით" და ქვირითის გამოსაყვანი შენობით. მანდ ჩემი მეგობრები მუშაობდნენ.

80-იანი წლების ბოლოს მანდ გამოიყვანეს რამოდენიმეჯერ იშხანის ლიფსიტა. ტაბაწყურში გასაშვებად. მაგრამ არასახარბიელო წყლის ტემპერატურის გამო მოუწიათ ლიფსიტების თბილისის ზღვაში გაშვება (რის მომსწრე მეც ვიყავი).სამწუხაროდ ტაბაწყურამდე ,,რიბავოზკის" იმ მომენტში არ ქონის გამო ვერ მიაღწია (ლიფსიტა იხოცებოდა). გაშვებულია აგრეთვე სევანის ხრამული. ასე რომ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ იშხანი თბილისის ზღვაში გაშვებული იყო.

სევანის კალმახი იშხანი-- Севанская форель,Ишхан, Зимний бахтак-- Salmo ischchan Kesler. ქვირითობს ტბაში ზამთარში.

სევანის კალმახი ბოდჯაკი-- Севанская форель, Боджак,-- S. i. infraspecies danilevskii Iakovlev. ქვირითობს ტბაში შემოდგომით.

სევანის კალმახი ---------- Севанская форель летний бахтак--S. i. i. aestivalis Fortunatov. ქვირითობს მდინარეების შესართავებში ზაფხულში.

სევანის კალმახი გეგალქუნი--Севанская форель гегаркуни -- S. i. i. gegarkuni Kesler. ქვირითობს მდინარეებში შემოდგომით.

წყარო (Е.А. Веселов ОПРЕДЕЛИТЕЛЬ ПРЕСНОВОДНЫХ РЫБ ФАУНЫ СССР)

Link to post
Share on other sites

ვანო ძია

 

ვანო ძია, მოვახერხოთ და სკაიპით დავილაპარაკოთ.

 

მაგარ ეჭვებში ვარ მე.

 

წინა წელს დაჭერილი ცისარტყელა მამალი იყო, მახომ რომ გვაჩვენა.

 

წლევანდელი დედალია, მაგრამ სხვა შეფერილობა აქვს.

არ არის ეგ ცისარტყელა ჩემის აზრით.

ასე როგორ შეუცვალა საკვებმა ბაზამ შეფერილობა?

 

რაღაც ვერა ჯდება ხომ?

Link to post
Share on other sites

გიორგი

წლევანდელი მახოს დაჭერილი კალმახი დედალია და ცისარტყელას არ გავს. შენ მართალი ხარ.

იშხანის გარდა მანდ ივრის კალმახიც იყო (წყარო ელანიძის წიგნი).

სურათით ძნელია სახეობის ზუსტად ამოცნობა.

უნდა ნახო ლაყუჩის ფორმა,გვერდითი ხაზი, ძვლების რაოდენობა ზურგის ფარფლში და ა.შ.

პ.ს. სამწუხაროდ სკაიპი არ მაქვს.

Edited by ვანო ძია
Link to post
Share on other sites

ვოოოოოოტტტტ ! აი სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული ???? !!!!! აი ახლა კი ბევრ ჩემს მიერ საკუთარი თავისადმი დასმულ კითხვაზე მივიღე პასუხი .ვანო ძია დიდი მადლობა საინტერესო და უმნიშვნელოვანესი ინფორმაციისათვის :hi3: მიტომ არ გაოცდნენ სომხები მათ ფორუმზე მახოს დაჭერილი კალმახის სურათი რომ დავდე !!!!! ასი პროცენტით არაა ის კალმახი ცისარტყელა,არც მდინარისაა რადგან წითელი წინწკლი არაა აქვს ......

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

მეც მაგ აზრის ვარ ბიჭებო რომ ის არ იყო ცისარტყელა,შოთა კვარაცხელიამ მომწერა რომ --ეს ჩემი დაჭერილის სურათი უნახებნიათ საკმაოდ ცნობილი იხტიოლოგისთვის--ცესარსკი-სთვის,და იგი თითქმის დარწმუნებულია რომ ეგ თევზი ადაპტაციაგავლილი თქვენმი ქართული ღელის კალმახიაო,საინტერესოა-- იშხანის ინფორმაცია რომ ჰქონოდა მას რას იტყოდა.ნუ ყველა ვარიანტში გამორიცხულია რომ მაგას ცისარტყელა დავარქვათო.

Link to post
Share on other sites

ამ ყველაფრიდან გამომდინარე თბილისის ზღვაში დაჭერილი ეს თევზი სავსებით შესაძლებელია იყოს სევანის კალმახი !!!

 

cab0d8100ff0.jpg

Link to post
Share on other sites

ვფიქრობ, მეტად უნდა მოხდეს კალმახზე მიზანმიმართული თევზაობა ზღვაზე, რომ მოხდეს შედარება არსებული სახეობების. კანონი არ კრძალავს სამეცნიერო თევზჭერას, სამინისტროდან დაჭირდება ალბათ ნებართვა.

Link to post
Share on other sites

ამ ყველაფრიდან გამომდინარე თბილისის ზღვაში დაჭერილი ეს თევზი სავსებით შესაძლებელია იყოს სევანის კალმახი !!!

 

cab0d8100ff0.jpg

სალამანდრა ეს ნამდვილად არ არის ცისარტყელა.

Link to post
Share on other sites

აგერ ბატონებო, ეს არის ცისარტყელა კალმახი ქვირითობის დამთავრების შემდეგ, ესენი დედლები არიან.

მამალს აბსოლუტურად განსხვავებული ფერი და მოყვანილობა აქვს მაგ დროისთვის.

 

e40586cefe03.jpg

 

ce44d3712e4d.jpg

 

bae3cff8c0b3.jpg

Link to post
Share on other sites

ესეც მამალი ცისარტყელა კალმახი ქვირითობისას.

 

ვერანაირად ვერ ვამსგავსებ მახოს დაჭერილ ბოლო კალმახს ამათ.

 

Link to post
Share on other sites

ცესარსკის შევეხმიანე და ახალი ინფო მივაწოდე,მეგობრებში მყავს ფეისბუქზე.ისიც ამ აზრზეა რომ სავსებით შესაძლოა იშხანის თბილისის ზღვის პოპულაცია უკვე კარგა ხანია ადაპტირებულია და ნაშენობს კიდეც.....

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...