salamandra 65 Posted December 14, 2012 Report Share Posted December 14, 2012 (edited) მოგეხსენებათბათ სევანის კალმახი ანუ იშხანი სევანის ტბის ენდემური სახეობაა.იშხანის დამახასიათებელი ნიშანთვისებაა ძალზე მასიური თავი.მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ეს სახეობა ტბის ფარგლებში 4 ერთმანეთისაგან ზრდის სისწრაფით,ქვირითობის დროითა და ადგილით განსხვავებულ რასას ქმნის.ზამთრის ბახტაკი და ბოჯაკი-ტბაში მოქვირითე ფორმებია. ზაფხულის ბახტაკი და გეგარკუნი ტბაში მობინადრე და მდინარეში მოქვირითე ეგრედ წოდებული გამსვლელი ფორმებია.ბახტაკს და გეგარკუნს შეუძლიათ 90 სმ.სიგრძეს მიაღწიონ და 16 კილოს იწონიდნენ.1930-36 წლებში,იშხანის ფორმა გეგარკუნი ყირღიზეთში,ისსიკ-კულში შეასახლეს სადაც იგი მშვენივრად შეეგუა მლაშე წყალს და ადგილობრივ კალმახს საგრძნობი კონკურენცია გაუწია.იგი იმდენათ შეიცვალა რომ მეცნიერებმა ისსიკ-კულის იშხანი ცალკე ქვესახეობად გამოჰყვეს (Salmo ischchan issykolgegarkuni Lushin). ზამთრის ბახტაკი (Salmo danilewskii) გეგარკუნი (Salmo ischchan gegarkuni) ზაფხულის ბახტაკი (Salmo ischchan aestivalis) ბოჯაკი (Salmo ischchan danilewskii) იშხანი ეს კი ისსიკ-კულის გეგარკუნი (Salmo ischchan issykolgegarkuni Lushin) Edited May 24, 2017 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 10, 2014 Author Report Share Posted December 10, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 10, 2014 Report Share Posted December 10, 2014 ყოჩაღ ზურაბ! ეს თემა ნამდვილად უნდა გვქონოდა. ესეც ჩემი ვიდეო "ბიომარის" საკალმახე და მათი იშხანი,სევანის კალმახი იხილეთ მე-3 წუთიდან. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 10, 2014 Report Share Posted December 10, 2014 DMORAL რა მაგარი ვიდეო იყო :yes: ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted December 11, 2014 Report Share Posted December 11, 2014 (edited) DMORAL ესეც ჩემი ვიდეო "ბიომარის" საკალმახე და მათი იშხანი,სევანის კალმახი რამდენიმეჯერ ვარ მაგ მეურნეობაში ნამყოფი, ბატონი ზურაბი ძალიან ინტერესიანი კაცია. Edited December 11, 2014 by irakli ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 11, 2014 Author Report Share Posted December 11, 2014 DMORAL კარგი და აქტუალური ვიდეოა ჩემო დავით !! თან ახლა რა ხდება,თუ ცისარტყელა კალმახის ქვირითობა თბილისის ზღვაში ჯერჯერობით სათუოა,ეს სევანის კალმახი რომ იქნას მანდ გაშვებული ნამდვილად იქვირითებს რადგან სევანში იგი ტბაშივე ქვირითობს და მდინარეები არ ესაჭიროება ამისათვის.ეს ისე,მომავლისათვის ! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted December 11, 2014 Report Share Posted December 11, 2014 DMORAL კარგი და აქტუალური ვიდეოა ჩემო დავით !! თან ახლა რა ხდება,თუ ცისარტყელა კალმახის ქვირითობა თბილისის ზღვაში ჯერჯერობით სათუოა,ეს სევანის კალმახი რომ იქნას მანდ გაშვებული ნამდვილად იქვირითებს რადგან სევანში იგი ტბაშივე ქვირითობს და მდინარეები არ ესაჭიროება ამისათვის.ეს ისე,მომავლისათვის ! 100% თუ როდისმე მოვახერხებთ მაგის გაკეთებას,მე შევაწუხებ ერთ კაი კაცს არმენიაში ციტირება Link to post Share on other sites
vano ძია 3 Posted December 12, 2014 Report Share Posted December 12, 2014 მეგობრებო თბილისის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით თემქის მხრიდან ადრე იყო ,,გრუზჩერრიბვოდის" ბაზა აუზებით, ,,ლატოკებით" და ქვირითის გამოსაყვანი შენობით. მანდ ჩემი მეგობრები მუშაობდნენ. 80-იანი წლების ბოლოს მანდ გამოიყვანეს რამოდენიმეჯერ იშხანის ლიფსიტა. ტაბაწყურში გასაშვებად. მაგრამ არასახარბიელო წყლის ტემპერატურის გამო მოუწიათ ლიფსიტების თბილისის ზღვაში გაშვება (რის მომსწრე მეც ვიყავი).სამწუხაროდ ტაბაწყურამდე ,,რიბავოზკის" იმ მომენტში არ ქონის გამო ვერ მიაღწია (ლიფსიტა იხოცებოდა). გაშვებულია აგრეთვე სევანის ხრამული. ასე რომ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ იშხანი თბილისის ზღვაში გაშვებული იყო. სევანის კალმახი იშხანი-- Севанская форель,Ишхан, Зимний бахтак-- Salmo ischchan Kesler. ქვირითობს ტბაში ზამთარში. სევანის კალმახი ბოდჯაკი-- Севанская форель, Боджак,-- S. i. infraspecies danilevskii Iakovlev. ქვირითობს ტბაში შემოდგომით. სევანის კალმახი ---------- Севанская форель летний бахтак--S. i. i. aestivalis Fortunatov. ქვირითობს მდინარეების შესართავებში ზაფხულში. სევანის კალმახი გეგალქუნი--Севанская форель гегаркуни -- S. i. i. gegarkuni Kesler. ქვირითობს მდინარეებში შემოდგომით. წყარო (Е.А. Веселов ОПРЕДЕЛИТЕЛЬ ПРЕСНОВОДНЫХ РЫБ ФАУНЫ СССР) 1 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 12, 2014 Report Share Posted December 12, 2014 ვანო ძია ვანო ძია, მოვახერხოთ და სკაიპით დავილაპარაკოთ. მაგარ ეჭვებში ვარ მე. წინა წელს დაჭერილი ცისარტყელა მამალი იყო, მახომ რომ გვაჩვენა. წლევანდელი დედალია, მაგრამ სხვა შეფერილობა აქვს. არ არის ეგ ცისარტყელა ჩემის აზრით. ასე როგორ შეუცვალა საკვებმა ბაზამ შეფერილობა? რაღაც ვერა ჯდება ხომ? ციტირება Link to post Share on other sites
vano ძია 3 Posted December 12, 2014 Report Share Posted December 12, 2014 (edited) გიორგი წლევანდელი მახოს დაჭერილი კალმახი დედალია და ცისარტყელას არ გავს. შენ მართალი ხარ. იშხანის გარდა მანდ ივრის კალმახიც იყო (წყარო ელანიძის წიგნი). სურათით ძნელია სახეობის ზუსტად ამოცნობა. უნდა ნახო ლაყუჩის ფორმა,გვერდითი ხაზი, ძვლების რაოდენობა ზურგის ფარფლში და ა.შ. პ.ს. სამწუხაროდ სკაიპი არ მაქვს. Edited December 12, 2014 by ვანო ძია 1 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 12, 2014 Author Report Share Posted December 12, 2014 (edited) ვოოოოოოტტტტ ! აი სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული ???? !!!!! აი ახლა კი ბევრ ჩემს მიერ საკუთარი თავისადმი დასმულ კითხვაზე მივიღე პასუხი .ვანო ძია დიდი მადლობა საინტერესო და უმნიშვნელოვანესი ინფორმაციისათვის მიტომ არ გაოცდნენ სომხები მათ ფორუმზე მახოს დაჭერილი კალმახის სურათი რომ დავდე !!!!! ასი პროცენტით არაა ის კალმახი ცისარტყელა,არც მდინარისაა რადგან წითელი წინწკლი არაა აქვს ...... Edited December 12, 2014 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted December 12, 2014 Report Share Posted December 12, 2014 მეც მაგ აზრის ვარ ბიჭებო რომ ის არ იყო ცისარტყელა,შოთა კვარაცხელიამ მომწერა რომ --ეს ჩემი დაჭერილის სურათი უნახებნიათ საკმაოდ ცნობილი იხტიოლოგისთვის--ცესარსკი-სთვის,და იგი თითქმის დარწმუნებულია რომ ეგ თევზი ადაპტაციაგავლილი თქვენმი ქართული ღელის კალმახიაო,საინტერესოა-- იშხანის ინფორმაცია რომ ჰქონოდა მას რას იტყოდა.ნუ ყველა ვარიანტში გამორიცხულია რომ მაგას ცისარტყელა დავარქვათო. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 12, 2014 Author Report Share Posted December 12, 2014 ამ ყველაფრიდან გამომდინარე თბილისის ზღვაში დაჭერილი ეს თევზი სავსებით შესაძლებელია იყოს სევანის კალმახი !!! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 12, 2014 Author Report Share Posted December 12, 2014 (edited) შეადარეთ,ისსიკ-კულის იშხანი და მახოს დაჭერილი,მსგავსება ნაღდათაა Edited December 12, 2014 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 12, 2014 Report Share Posted December 12, 2014 ვფიქრობ, მეტად უნდა მოხდეს კალმახზე მიზანმიმართული თევზაობა ზღვაზე, რომ მოხდეს შედარება არსებული სახეობების. კანონი არ კრძალავს სამეცნიერო თევზჭერას, სამინისტროდან დაჭირდება ალბათ ნებართვა. ციტირება Link to post Share on other sites
vano ძია 3 Posted December 12, 2014 Report Share Posted December 12, 2014 ამ ყველაფრიდან გამომდინარე თბილისის ზღვაში დაჭერილი ეს თევზი სავსებით შესაძლებელია იყოს სევანის კალმახი !!! სალამანდრა ეს ნამდვილად არ არის ცისარტყელა. 1 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 12, 2014 Report Share Posted December 12, 2014 აგერ ბატონებო, ეს არის ცისარტყელა კალმახი ქვირითობის დამთავრების შემდეგ, ესენი დედლები არიან. მამალს აბსოლუტურად განსხვავებული ფერი და მოყვანილობა აქვს მაგ დროისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted December 12, 2014 Report Share Posted December 12, 2014 ელჩი :yes: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 12, 2014 Report Share Posted December 12, 2014 ესეც მამალი ცისარტყელა კალმახი ქვირითობისას. ვერანაირად ვერ ვამსგავსებ მახოს დაჭერილ ბოლო კალმახს ამათ. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 12, 2014 Author Report Share Posted December 12, 2014 ცესარსკის შევეხმიანე და ახალი ინფო მივაწოდე,მეგობრებში მყავს ფეისბუქზე.ისიც ამ აზრზეა რომ სავსებით შესაძლოა იშხანის თბილისის ზღვის პოპულაცია უკვე კარგა ხანია ადაპტირებულია და ნაშენობს კიდეც..... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 12, 2014 Report Share Posted December 12, 2014 ვაა, ძალიან საინტერესოა. ისე იშხანსაც თუ გავუშვებთ კიდევ არ იქნება ცუდი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 14, 2014 Report Share Posted December 14, 2014 თუ ნამდვილად არის იშხანი თბილისის ზღვაში, ცისარტყელასთან არ შეჯვარდება? ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted December 15, 2014 Report Share Posted December 15, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted December 15, 2014 Report Share Posted December 15, 2014 1 ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted December 15, 2014 Report Share Posted December 15, 2014 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.