Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Westley Richards

 

 

7a88ccefec1f.gif

 

 

Westley Richards ინგლისის ძველ კომპანიათა შორის უკავია ერთ-ერთი უპირველესი ადგილი იმ წვლილით, რაც თანამედროვე სანადირო იარაღის განვითარებაში აქვს შეტანილი. ნებისმიერ სანადირო თოფში, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაშია წარმოებული აუცილებლად მოინახება რაღაც დეტალი ან ტექნიკური კვანძი, რომელიც თავის დროზე პირველად ამ ფირმის მიერ იყო გამოყენებული(!!!).

1812 წელს ინჟინერმა უილიამ ვესტლი რიჩარდსმა ბირმინგემში დააფუძნა თავისი იარაღის საწარმო. კომპანიის კარგი მართველობისა და ნაწილობრივ იღბალის წყალობით Westley Richards-ი ხშირად იღებდა სახელმწიფო შეკვეთებს სამხედრო იარაღის წარმოებაზე(თავდაპირველად უშვებდა გლუვლულიან პისტოლეტებს). 1814 წლისათვის პროდუქციის გასაღების ძირითადი ადგილი ამერიკის კონტინენტი იყო, რომელიც ამ დროისათვის ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ფინანსური საკითხები იმდენად წარმატებულად ვითარდებოდა, რომ 1815 წელს რიჩარდსი ხსნის წარმომადგენლობას ლონდონში.

1840 წელს საოჯახო საქმეს სათავეში დამფუძნებლის უფროსი ვაჟი ვესტლი ჩაუდგა. სწორედ ამ ადამიანის სახელთანაა დაკავშირებული კომპანიის აყვავება. ამავე წელს კომპანიამ დაამზადა დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტისათვის ორი ერთეული თოფი და მიიღო სამეფო კარის მეიარაღის წოდება.

 

b96dd8a8ddad.jpg

 

ვესტლი რიჩარდსის სახელთან 22 პატენტია დაკავშირებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრიტანეთის იმდროინდელი კანონმდებლობის თანახმად, ერთ პატენტში განუსაზღვრელი რაოდენობის ტექნიკური სიახლის შეტანა შეიძლებოდა, გამოგონებების ფაქტიური რაოდენობა ასს უახლოვდება.

1952 წელს უმცროსი რიჩარდსი სამუშაოდ მიიწვია სამხედრო მინისტრმა, რათა მას გაეუმჯობესებინა ჯარის შეიარაღებაში არსებული ენფილდის თოფი. წარმატებულად შესრულებული სამუშაოსათვის რიჩარდსმა მიიღო 1000 გირვანქა სტერლინგი პრემიის სახით.

1858 წელს ვესტლი რიჩარდსის მიერ წარმოებული იქნა სახაზინო გადატენვის ცნობილი კარაბინი ,,მაიმუნის კუდი” , რომელმაც ეს სახელი საკეტის ფორმის გამო მიიღო. კარაბინი იყო კაფსულზე და მუყაოს ვაზნაზე. მას გააჩნდა იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ბალისტიკური მაჩვენებლები. 1861 წლიდან ,,მაიმუნის კუდი” შეიარაღებაში მიიღო ინგლისის კავალერიამ. 1862 წელს იქნა დაპატენტებული ახალი საკეტი სისტემა ,,თოჯინას თავი”.

გამოგონებათა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გადასახსნელი ბერკეტი ე.წ. top-lever, რომელსაც ,,ვესტლი რიჩარდსის ბერკეტის" სახელით იცნობენ. ამ გამოგონებაზე ოსტატმა მუშაობა 1859 დაიწყო და დააპატენტა 1862 წელს.

მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნდა 1875 წელს გაკეთებულ საკეტ სისტემას, რომელიც ცნობილია ენსონ-დილის სახელით. ეს საკეტი იმდენად მყარი, მარტივი და იაფი იყო, რომ გამოგონებისთანავე მიიღო გენიალურის ეპითეტი.

სიახლეების სერიაში ახალი ეტაპი იყო 1897 წელს შექმნილი სახსნელი შიდა საკეტები, რომელსაც ,,დროპლოკი" ეწოდა. ასეთი საკეტები თითო შტუცერისათვის რამდენიმე მზადდებოდა (აღსანიშნავია, რომ ისინი მოოქროვილი იყო!). ამ საკეტებმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურეს. საკმარისია აღინიშნოს მხოლოდ ერთი ფაქტი: 1912 წლისათვის ინდოეთში ყველა მახარაჯა სანადიროდ იყენებდა მხოლოდ ამ სისტემით აღჭურვილ ვესტლი რიჩარდს.

განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა მცირეყალიბიანი პარადოქსები(გამოშვებულია 1905 წელს), რომელიც არის 28 ყალიბის, იწონის 2,5-2,7კგ-ს.

1957 წლიდან ფირმის მფლობელია კლოდის გვარი.

 

cd873cd414d3.jpg

 

ფირმის თანამედროვე ასორტიმენტი განისაზრვრება: ა) გლუვლულიანებით(ლულების ჰორიზონტალური განლაგებითა და ენსონ-დილის საკეტით), რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ყალიბის და შევიწროების მქონე. მათი შეკვეთა სურვილისამებრ შესაძლებელია წყვიდად ერთ ფუტლიარში თავისი გარნიტურით. ბ) შტუცერებით(ენსონ-დილის საკეტით) 300, .375, .470, .577, .600 ყალიბებისა(მათ სამიზნურს აქვს ორიგინალური კონსტრუქცია, რომელიც აუმჯობესებს დამიზნებას ბურუსში). გ) ჰორიზონტალურ საკეტიანი(ბოლტი) მაუზერის სისტემის თოფებით, რომლებიც გამოდის .243, .270, .300, .375, .458 ყალიბისა.

ფირმა აგრეთვე აქტიურადაა დაკავებული ძველი იარაღის რესტავრაციითა და გაყიდვით.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 9 months later...
  • 3 months later...

edfac13ff587.jpg

 

ჯეიმს საზერლენდი(1872–1932) დაიბადა შოტლანდიაში და 20 წლის ასაკში ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ბირჟაზე მაკლერად დაიწყო მუშაობა, პარალელურად ინპექტორად მუშაობდა მშენებარე რკინიგზაზე. 1899 წლიდან 30 წლის განმავლობაში ის იყო სპილოებზე პროფესიონალი მონადირე. მუშაობდა მოზამბიკში, ტანზანიაში, უგანდაში, კონგოში და მალავიში.

1912 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი The Adventures of an Elephant Hunter, რომელშიც არაერთგზის აღნიშნავს თავისი .577 ყალიბის ვესტლი რიჩარდისს შტუცერის დადებით მხარეებს. ამ თოფს დროპლოკის საკეტები და ეჟექტორები ამშვენებდა და მის ლულაში განვითარებული ენერგია 9491 ჯოულს შეადგენს.

 

df3a0bf722e8.jpg

 

ავტორი აღნიშნავს, რომ ამ თოფში ყველაზე ოპტიმალურია 48,6 გრამიანი ტყვიის სროლა. ,,ერთსასხლეტიანი მექანიზმი მუშაობს ისე კარგად და სწრაფად, რომ ორ სასხლეტს არასოდეს მივუბრუნდები" ,,ამ თოფით დღეისათვის მონადირებული მყავს 120 სპილო".

ჯეიმს საზერლენდი მოწამლეს ტომი ,,აზანდის" წევრებმა 1929 წელს. გადარჩა, თუმცა ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა. მიუხედავად ამისა მაინც განაგრძობდა სპილოზე ნადირობას(!!!). საზერლენდი გარდაიცვალა სუდანში 1932 წელს 60 წლის ასაკში.

2012 წლის დასაწყისში, ამ დიდი მონადირის ერთ-ერთი საყვარელი შტუცერი(Westley Richards), გაიყიდა Bonhams-ის აუქციონზე 66 000 გირვანქა სტერლინგად, რომელიც ჯეიმსის სიკვდილის შემდეგ შეძენილი ჰქონდა მის მეგობარს კოლექციონერს ჯ.ჰ. ანდერსონს.

 

d4614f91aa7d.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...