Jump to content
Club-Monadire.Ge

გილოცავთ 2013 წელს.


Recommended Posts

  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ერთი კვირით გავდივარ, ვეღარ შემოვალ ფორუმზე და მინდა წინასწარ მოგილოცოთ ახალი წელი, გისურვოთ ჯამრთელობა, მხნეობა და სიხარული იმედია ეს წელი მეტი სიკეთის მომტანი იქნება მთელი ქვეყნისთვის! ახალი წლის სუფრაზე აუცილებლად შევსვავ ფორუმის სადღეგრძელოს რომ ამდენი კარგი ადამიანი გამაცნო :hi:

Link to post
Share on other sites

გილოცავთ ყველას დამდეგ 2013 წელს,ხვავის ბარაქის და ბევრი სანადირო ობიექტის მომტანი ყოფილიყოს !! B) B) :drunk: :drunk:

Link to post
Share on other sites

გილოცავთ დამდეგს! :hi:

 

 

დათუნია რავა ხარ ბიჯო? :*

 

 

მაგრად ვარ გელა.

 

გადარბენაზე ვარ შემოვირბინე აქაც :alfons:

 

ხომ აჯაზებთ დღეს? ავთო მგონი არხეინასკენ მომიწიოს ამოსვლა და დამხვდი თუ ბიჭი ხარ :drunk:

 

ყველას დიდი მოკითხვა ჩემგან.....

 

გაიხარეთ და იდღერძელეთ თქვენს ოჯახებთან ერთად.

post-5-0-56929900-1356946696_thumb.gif

Link to post
Share on other sites

დამდეგს გილოცავთ ყველასს, ღმერთმა ბედნიერ შობა ახალ წელს დაგასწროთ

ოჯახთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ეს წელი ყოფილიყოს ყველაფრის კარგის მომტანი :hi: :hi: :hi: :hi:

:vinsent: :vinsent: :vinsent: :vinsent: :vinsent:

Link to post
Share on other sites

ახალ წელს გილოცავთ ყველას!!!ახალ წელს გილოცავ ჩემო საქართველო,ჩვენო სახატევ და სალოცავო!!!!შენ თუ კარგად გვეყოლე,ყველაფერი გვექნება,მზე და მთვარე,მთა და ზღვა,ჩვენი თვალხატულა გოგო-ბიჭები,ბაღ-ვენახი და ჭურ-მარანი,ნადირ-ფრიველი და თევზით გატენილი მირონის წყლიანი მდინარეები,ოღონდაც შენ იყავი მრავალ ახალ წელიწადს!!!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

მომილოცნია ახალი წელი ჩემო ძმებო და მეგობრებო, ჩემო სამოთხე სამშობლოვ და ჩემო მშობელო ხალხო.

 

http://www.youtube.com/watch?v=wBuSTB7f5

Link to post
Share on other sites

ყველას გილოცავთ ახალი წლის მობრძანებას, მრავალს დაესწარით.

 

ჯანმრთელები ყოფილიყავით, ხვავი და ბარაქა არ მოგკლებოდეთ, გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ჩვენი დალოცვილი ქვეყანა, გაუთბეთ გულები ერთმანეთს.

 

ძალიან მიყვარხართ, გენაცვალეთ გულებში.

 

ბედნიერი წელი ყოფილიყვეს ყველასთვის. :friends:

Link to post
Share on other sites

ძმებო გილოცაცთ ახალ წელს !!!!!!!!!!!!!! თქვენ გენაცვალეთ და შემოგევლეთ !!!! მიყვარხართ და გაფასებთ ყველას !!!!!!!!!! სულ გაგახაროთ უფალმა !!!!!!!!

Link to post
Share on other sites

მონადირეები, მეთევზეებო, უბრალოდ ბუნების მოყვარულნო, გილოცავთ ყველას ახალ 2013 წელს. დაესწარით მრავალს საკუთარ ოჯახებთან ერთად. B)

p.s. ოთხფეხა მეგობრებთან ერთადაც.

Link to post
Share on other sites

აბა ჩამოყაჭეთ ეხლა, რა დაალაგეთ საახალწლო სუფრაზე. :d030:

 

ახალ თემას არ გავხსნი, აქ სჯობია.

 

ჩემდა თავად, მოვაყრი 11 საათის შემდეგ./ეხლაც გაშლილი მაქვს პაწა სუფრა და სკაიპზე ვუჭახუნებ./ :drunk:

 

სუფრაზე დავდებ საჩვენოს, ტრადიციად ვაქციე.

 

შემორჩენილი მაქვს ნახევარი გარეული ინდაური, წაყვინთავს საცივში.

მწყერი მაქვს 6 ცალი, "დუხონკაში" შებრძანდებიან გნოლთან ერთად, აჯიკით შევაზავე, ეხლა მაცივარში ბუჟბუჟდებიან.

მეზობელმა მონადირემ მომიკითხა, სიმართლე გითხრათ გამიკვირდა.

ჰოდა, 8 ცალი გაყინული ბომბორა კალმახი ამოვუდე იღლიაში.

ცხენირემის "ახოტნიჩი" კალბასკებიც მოაყოლა.

 

ორაგულის ქვირითი მქონდა გაყინული, ვაქცევ საღამოსთვის ხიზილალად.

სათალი, KING-ისგან გავაკეთე, რამოდენიმე ცისარტყელასაც შევბრაწავ.

შველის ნეკნები მაქვს და გაყინული ტყემალი კიდო, დავუშვებ ჩაქაფულსაც, ხვალ დილით გამომადგება ნაბახუსევზე.

ბურვაკის მწვადს ბუხარში შევწვავ, დავანთებ ალალ ცეცხლს.

გოზინაყი მომზადებულია მოტანილი კაკლისგან და საქართველოდან ჩამოტანილი თაფლით.

 

ხვალ ზუთხს და ჰალიბათს დავაწითლებ შამფურებზე.

 

ღვინო ოთხნაირი მაქვს, ესეც უფასოდ რათქმაუნდა. :haha:

 

პურში დავხარჯე ფული და კონიაკში, ჰო ბურვაკის ნეკნებში კიდევ, დანარჩენი ბუნებამ მაჩუქა.

 

მრავალს დაესწარით გენაცვათ. :friends:

Link to post
Share on other sites

ძმებო !!!!!!!!!!!!!!! გილოცავთ ახალ წელს !!!!!!!!!!!!!! ძალიან მიყვარხართ თქვენც და ჩემი საქართველოც !!!!!!!!!!!!!! ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო მოგვცეს ყველა ჩვენთაგანს !!!!!!!!!!!

Link to post
Share on other sites

ყველას გილოცავთ ახალ წელს!!!!!

ბედნიერებას, ჯანმრთელობას ყველა სურვილის ასრულებას და ულევ სიხარულს გისურვებთ.

 

:drunk: B) :geo:

Link to post
Share on other sites

ლადო ასათიანის ამ ლექსით მინდა მოგოლოცოთ ახალი წელი. გისურვებთ სულერ სიმშვიდეს და ბარაქას სანადირობასა და თევზაობაში :drinks:

 

ნადირობის შემდეგ

 

გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ.

დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.

და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,

ღამე გასათევი შემოხვდათ ადგილი.

თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები

და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:

ირმების,

ჯიხვების,

არჩვების,

დათვების –

სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.

და რა წამს მთვარემ ტყეზე გადაიარა,

სასმური ასწია ლევან დადიანმა:

- კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,

გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!

- კურთხეულ იყოს, – აღმოხდათ თავადებს, -

ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს!

და უცებ ქუხილმა ტყეზე გადაიარა:

- ვინ მოჰკლა,

ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,

ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?

- მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა.

ღამეში თვალების გადაბრიალებით

ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.

ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა

(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):

- ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,

ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!

- გულჩვილი ყოფილხართ, ლეჩხუმის თავადი,

ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით,

ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,

მაგ ირმის გვერდით რომ რქოსანი ტახია! –

სთქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა

თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა.

ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში

თვალები ვეება გარეულ კამეჩის.

და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი

წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.

წყვდიადში თვალების გადაბრიალებით

რიგ-რიგად ყვებოდნენ შავნაბდიანები:

- პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,

პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!

სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ყვებოდნენ,

რომელმა მათგანმა რა მოჯკლა, რა ბედზე.

ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ

და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.

- ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი

ცოცხლობდეს,

შრომობდეს,

ომობდეს მთავარი!

ტყე არ შრიალებდა, დაწვნენ და დაოსდნენ

ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,

და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე,

ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით…

თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი

ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.

 

1940 :drunk:

Edited by Iberian
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...