Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ბრანდტრუბკები ნაღდად არ მახსოვს რომელს აქვს,ხვალ სამსახურში ჩავუჯდები, იქ მაქვს ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი!!

Link to post
Share on other sites

რა მაგარი რამეა ხალხო სწრაფი ინტერნეტი რააააააა :yes::hi:

 

ჯერ შემოგთავაზებთ რუსების თითქმის(!!!) :hi: ოფიციალურ ინფორმაციას, მერე სულ ცოტა ბალისტიკაში ჩავიხედოთ და ბოლოს ვიმსჯელოთ რა დონის მაკოპირებლები არიან რუსები :old:

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=601_ ეს ბმული ბარემ დავათვალიეროთ

 

 

ომისშემდგომ წლებში იჟევსკის ქარხანამ ИЖ-49-ის გამოშვება დაიწყო, რომელიც ზაუერის კოპიას წარმოადგენს. არის ცნობები, რომ ИЖ-49 გერმანიიდან შემოტანილი სქემა-ნახაზებით დაამზადეს და ამავე ქვეყნიდან წამოღებული ჩარხებით ,,გამოთალეს".

ИЖ-54 დაიბადა ИЖ-49-ის საფუძვლიანი გადამუშავების შედეგად(ოფიციალური ინფორმაციით :e025: ). ეს კონსტრუქტორ-ინჟინერმა პუგაჩოვმა გააკეთა. ახალმა მოდელმა შთამომავლობით მიიღო წინაპრისაგან სამმაგი ჩაკეტვა, გრინერის ურდული. ენსონ-დილეის მექანიზმში შეიცვალა მერყევები, რამაც საშუალება მისცა უფრო გაემყარებინათ კალაპოტი. შეყენების მაჩვენებლებმა გვერდითა მხრიდან აინაცვლეს ზემოთ, განცალკევდა ჩახმახი და ნემსა(ეს უკანასკნელი ჩაისვა ქრომირებულ ბრანდმილებში). ავტომატური მცველი კეტავდა მერყევასა და სასხლეტს ერთდროულად. საბოლოოდ ИЖ-54 ასე ვთქვათ ,,გაიზარდა" უბრალო ზაუერიდან მაღალი კლასის თოფამდე!!! თუმცა ეჟექტორებს არ უყენებდნენ, ალბათ იმიტომ, რომ არ დაერღვიათ ბალანსი

ახალი იჟი ჩაეშვა წარმოებაში 1954 წელს და მზადდებოდა 1969 წლამდე.

 

ბრანდმილები

0fa687ac2f88.jpg

 

 

ტექნიკური მახასიათებლები:

საერთო სიგრძე 1150-1170მმ, ლულის სიგრძე 750 ან 730მმ, სავაზნე 70მმ, პარაბოლური შევიწროება, არხის დიამეტრი 18, 25-18,75მმ, ჩოკები უმეტესად 1,0-0,5მმ, სიბურჯღლე 45-55% ნახევარჩოკიდან და 55-65% ჩოკიდან, წონა 3,2-3,6 კგ(ლულის წონა საშუალოდ 1600გ) კონდახი სხვადასხვა ტიპის(კაკლის ან წიფლის), რესურსი 7500 გასროლა(გასათვალისწინებელია რომ ეს მაჩვენებელი რეალობაში გაცილებიტ მეტია).

1961 წლამდე გამოშვებული ლულები დემიბლოკებია!!! თოფები გამოცდილია 800კგ/სმ2 წნევაზე. ზოგიერთი ექსპერიმენტული მისროლებისას(35 გრამი საფანტით) ,,სოკოლის" მასა შეადგენდა 6 გრამს(!!!). აღნიშნულია ფაქტი, როცა იჟ-54-ის ლულა გაიბერა მხოლოდ 7 გრამი სოკოლის პირობებში მესამე გასროლის შემდეგ!!!

 

ევოლუცია

 

 

 

პირველი იჟ-54 გამოდიოდა დემიბლოკები 750მმ სიგრძით. 1954-1956 წლებში გამოსულ თოფებს ბრადმილები არ გააჩნდათ.

 

ბრანდმილების გარეშე

31545e6aad49.jpg

 

 

1957 წელს პუგაჩოვმა გააკეთა ИЖ-57. ამ მოდელმა იარაღის ბაზრის შევსებაზე მეტად იმოქმედა იჟ-54-სა და იჟ26-ის შემდგომ ევოლუციაზე(ის სულ ექსპერიმენტების საგანი იყო). იჟ57 იჟ-54-საგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ არ ქონდა გრინერის ურდული, იყო 16 ყალიბისა და გააჩნდა ნემსების უკანდამწევი ზამბარა(ნემსების უკან დამწევი ზამბარა უმალვე გადატანილი იქნა იჟ-54-ზე).

იჟ-57-ს ამ ყალიბისათვის არაბუნებრივად გრძელი ლულები ჰქონდათ_750მმ, იყო მძიმე და ცუდი ბალანსით.

შემდგომი განვითარება მოდელმა ჰპოვა(ვიმეორებ ეს ოფ. ინფორმაციით_ :hi: ) ИЖ-26 და ИЖ-26Е-ებში. ეს თოფები შეამსუბუქეს და გაუფართოვეს ტიბჟირი. სიმსუბუქე გრინერის ურდულის ამოღებით მოახდინეს. ამ მოდელს შემდგომ იჟ-54-ის გაუარესებულ ვარიანტსაც უწოდებდნენ.

შემდეგი მოდელი ИЖ-58 გამოვიდა, როგორც წარმოებაში უფრო ეკონომიური და ალტერნატიული თოფი(რაღათქმაუნდა უფრო იაფი). მან საბოლოოდ შეცვალა კიდეც იჟ-54. აქვე მოვიყვან რუსების ციტატას :haha: Конструкторы и в кошмарном сне не могли представить, что ИЖ-58 заменит ИЖ-54 и ИЖ-26, хотя уступает ему абсолютно по всем параметрам, но случилось именно так.

 

 

საცალო თოფები

 

ИЖ-54-Ш1_ გამოირჩევა კარგი სიბურჯღლით, გაუმჯობესებული გაფორმებითა და გრავირებით;

ИЖ-54-Ш_ ამაღლებული სიბურჯღლე, გაუმჯობესებული გაფორმება და დაყვანა; გრავირებაში ცხოველები და ფრინველები. სასხლეტ-დამცემი მექანიზმის დეტალები ქრომირებული, მაღალი კლასის კაკალი;

ИЖ-54-Ш2_ ირჩეოდა საუკეთესოები ИЖ-54-Ш თოფებისაგან!!!

 

 

 

60-იან წლებში ИЖ-54 გამოდის საექსპორტო შესრულებით, რომელის კალაპოტზეც ტალღოვანი წარწერაა "Made in USSR"( საექსპორტო მოდელი აქვს თქვენს მონა-მორჩილს).

6cfd0f01de6b.jpg

 

 

გარდა სანადირო თოფებისა ამ მარკით გამოდიოდა ИЖ-54 Спорт, რომელიც ზოგჯერ ორი სხვადასხვა სიგრძისა და შევიწროების წყვილი ლულით კომპლექტდებოდა. ეს თოფი საბაზოსაგან განსხვავდებოდა კალაპოტის შუბლზე ,,ფრთებით" და შესაბამისი წანაკვეთებით ლულაზე(გვერდითი რყევისაგან მეტად დასაცავად). მისი წონა 3,8 კგ-მდეც კი ადიოდა.

 

eb584e981d7f.jpg

 

 

 

 

 

 

 

სტატისტიკა

 

 

 

1954-69 წლებში სულ დამზადდა იჟ-54 477695 ცალი. გარდა ამისა 1957 წელს 20527 ცალი იჟ-57 და 1969-75 წლებში 214754 ცალი იჟ-26 და იჟ-26Е.

 

 

 

 

 

ახლა ვნახოთ რა ხდება ზაუერის მერვე მოდელის შემთხვევაში

 

 

 

საფირმო მერვე მოდელი გახდა საბაზო ბევრი შემდგომი თოფისათვის.

პირველი მერვე მოდელი დამოდიოდა ეჟექტორების გარეშე(შემდგომ ეჟექტორიან მოდელს გააჩნდა მარკირება Е), ყოველ მოდიფიკაციაზე ახალი კვანძი და დეტალი აუმჯობესებდა და აძლიერებდა თოფს(შეადარეთ რუსებს და იჟ-26-ს მერე იჟ-58-ს :haha: ). ეს კვანძები აუცილებლად პატენტით მაგრდებოდა. მაგალითად შეყენების გვერდითი მაჩვენებლები დაპატენტდა D.R.G.M. სახელწოდებით.

სულ პირველ საბაზო მოდელს კალაპოტის შუბლზე გვერდითი რყევისაგან დამცავი ფრთები არ ქონდა!!! ისინი ზაუერ 8-ის შემდეგ მოდელებს გაუჩნდათ!!! მათ შორის ზაუერ 8-ის ეჟექტორიან მოდელებსაც.

1920-იან წლებში ზაუერმა შეამცირა არხის დიამეტრი(18,25–18,29მმ-მდე) , რომელმაც მართალია უფრო საგრძნობი გახადა უკუცემა, მაგრამ ბალისტიკაზე ამან დადებითად იმოქმედა.

ზაუერის მერვე მოდელის 12 ყალიბებში ლულის სიგრძე 760–762მმ-ს უდრიდა. მათზე სოლიდურ კალაპოტს აყენებდნენ, რომელიც დიდ დატვირთვებს უძლებდა.

ზაუერის ,,ქორიც"( Sauer Habiсht), მეათე მოდელიც და მეთოთხმეტეც, მეჩვიდმეტეც და მეთხუთმეტეც, მერვე(უეჟექტორო) მოდელის ბაზაზე დაამზადეს.

 

კატალოგის სურათი

789090a1244b.jpg

სურათზე რუსულ ნაწერს დააკვირდით, სადაც მეთოთხმეტე მოდელის ბაზისად მერვეს მიიჩნევენ.

 

 

 

ამ სურათზე ზემოდან მეთოთხმეტე ზაუერია, ქვემოდან კი მერვე

 

366f02fa2cf2.jpg

 

 

 

 

ფირმის საუკეთესო მოდელია(იგულისხმება ენსონ-დილეის საკეტიანებს შორის) ზაუერის მეთვრამეტე ეჟექტორიანი მოდელი, რომელსაც ოთხმაგი ჩაკეტვა აქვს. მეოთხე ელემენტი ე.წ. ,,თოჯინას თავს" წარმოადგენს(ამ დეტალს ლათინური ომეგას ფორმა აქვს). ამ მოდელმა საკუთარი სახელიც კი მიიღო_ Meisterwerk.

 

 

სუბიექტური ხედვა

 

ზაუერის მერვე(უეჟექტორო) მოდელისაგან რუსებმა გერმანული ჩარხებითა და მოპარული სქემა-ნახაზებით ,,გამოთალეს" იჟ-49, რომელიც მოუხეშავი, მძიმე და დაუბალანსებელი გამოუვიდათ. შემდეგ ამ თოფიდან ისევ გერმანული ნახაზ-ჩარხებით გააუმჯობესეს მოდელი და მიიღეს იჟ-54, რომელიც ყველას აზრით(სუბიექტურისაც და ობიექტურისაც) საუკეთესო გამოუვიდათ კოპიებს შორის. შემდეგ ეს იჟ-54 გააუარესეს და კვლავ დაწიეს ხარისხი...

 

 

ჩემი(არა მარტო) აზრით ზაუერის მერვე მოდელის ანალოგი ყველა მაჩვენებლის ჯამის მიხედვით არის იჟ-54, რომელიც ბალისტიკით, საკეტებით, გამძლეობით და ცოტაც ესტეთიური მხრითაც ყველაზე ახლოა გერმანელთა საბაზო რვიანთან.

Link to post
Share on other sites

გელა მაგარი ხარ, წავიკითხავ ამას ყველაფერს აუცილებლად! გაიხარე! :e025:

 

რაღაც ძააან დაინტერესდი იჟ-54–ით, რა ხდება, თვალი ხომ არ გიჭირავს? :hi:

Link to post
Share on other sites

რაღაც ძააან დაინტერესდი იჟ-54–ით, რა ხდება, თვალი ხომ არ გიჭირავს? :hi:

კი მიჭირავს, მაგაზეც და ზაუერი 4 რგოლზეც :)

Link to post
Share on other sites

ზაუერის მერვე მოდელის პირველ წარმომადგენლებს ,,ფრთები" რომ არ ქონდათ კალაპოტზე, ამის თაობაზე ზემოთ ვიმსჯელეთ. მაშინ დამადასტურებელი ფოტოები ვერ ვიპოვე და ახლა წარმოგიდგენთ მამტკიცებელ საბუთებს :dato:

 

 

 

35e1672fc623.jpg

 

1ee9a52875a7.jpg

 

5c7ac776baab.jpg

Link to post
Share on other sites

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2344105

ისე 54-ს არც ეს მოდელი ჩამოუვარდება ჩემი აზრით მაგრად მომწონს ეს ვიპუსკები 12 კალიბრიანი ოღონდ. 12-იანიც იდო მარა გაყიდულა

Edited by kaskada
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

იჟ-54 ,,სპორტი" დამზადებულია სპეციალურად 1967 წლის მონრეალის გამოფენისათვის(არ დაგვავიწყდეს ამავე წელს კომუნისტურ გადატრიალებას 50 წელი შეუსრულდა).

 

 

8048709ca9f0.jpg

 

010f44a6ca57.jpg

 

88397fe926f9.jpg

 

 

მართალია სურათები მთლად მაღალი ხარისხის ვერაა, მაგრამ დააკვირდით ხისა და კალაპოტის მოსაზღვრე ადგილებს_თითქმის შეუმჩნეველია გადასვლა. :yes:

Link to post
Share on other sites

ჩემის მოკლე ჭკუით ეს იჟ-54 ყველაზე მაგარია მის თანამოძმეთა შორის... სახელი ,,Литературное ружьё" 1961-1971 წწ.

თოფი შესრულებულია ტურგენევისა და ნეკრასოვის(რუსი კლასიკოსები) დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად. ეს კლასიკოსები ხშირად წერდნენ ნადირობაზე და ნამდვილად ეკუთვნოდათ თავიანთ პორტრეტებთან ერთად ცნობილი სურათის გრავირება :alfons:

 

 

554ed9ec8a98.jpg

 

 

1768c7a924ad.jpg

 

 

c1be4322b250.jpg

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

გლუვლულიანი სანადირო თოფი ИЖ-54

 

 

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სანადირო იარაღს მიეკუთვნება რუსული წარმოების გლუვლულიანი სანადირო თოფები, მათგან გამორჩეულია ИЖ-ის მოდელები, ისინი საკმაოდ გამძლე, ხარისხიანი, საიმედო იარაღებია და თანაც ფასიც ხელმისაწვდომია.

 

გავეცნოთ ИЖ-54:

გლუვლულიანი სანადირო თოფი ИЖ-54, მიეკუთვნება ძველი, საბჭოთა კავშირის პერიოდის, გლუვლულიანი თოფების სერიას, რომლებიც სამართლიანად ითვლებიან რუსული სანადირო იარაღის სიამაყედ. მათი სერიული გამოშვება დაიწყეს 1954 წლიდან. კონსტრუქტორი - ა.ა. კლიმოვი(თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ ეს მოდელი კოპირებულია გერმანული Sauer-8-ს მოდელიდან, მისი წინამორბედია ИЖ-49.)

ИЖ-54 -ს 15 წლის მანძილზე უშვებდნენ სამამულო და საექსპორტო სახით. გამოშვებული იყო 500 000 მეტი ცალი აქედან 70 000 საესპორტოდ. ამ მოვლენამ დაუდო საფუძველი მსოფლიო ბაზარზე რუსული იარაღის დამკვიდრებას.

 

 

მოდელი ИЖ-54 გამოირჩევა კონსტრუქციის მაღალი გამძლეობით, ქონდა ლულის სამმაგი ჩამკეტი. ლულის კონფიგურაცია გათვლილი იყო ამ კალიბრისათვის ყველაზე დიდი ზომის საფანტიანი ვაზნებისთვის. ლულის ლითონი იყო მოქრომილი, რაც ამაღლებდა კოროზიისადმი მის გამძლეობას. ამ მოდელიდან დაწყებული ИЖ-ის ყველა თოფს უკეთდებოდა ქრომირება. თოფის კონსტრუქცია დამზადებული იყო ზეგამძლე ფოლადისაგან, გათვლილი იყო დენთის გაზის მაქსიმალურ დაწოლაზე. ამ თოფის გამძლეობა მაქსიმალურად დამტკიცდა მონადირეების მიერ, მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ. მონადირეების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ რამდენიმე ათეული ათასი გასროლის შემდეგაც ИЖ-54 ინარჩუნებს სრულ მუშა მდგომარეობას და არ ახასიათებს ლულის "რხევა". თოფის გადახსნა ადვილად ხდება, რაც აადვილებდა და უსაფრთხოს ხდიდა მის მოხმარებას.

გლუვლულიანი სანადირო თოფი ИЖ-54 - კონსტრუქციის სიმტკიცით, საიმედობით, შესრულების მაღალი ხარისხით, სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ იარაღად მონადირეებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ მძიმეა თანამედროვე ევროპულ იარაღთან შედარებით(ეს თვისება დადებითად შეიძლება ჩაითვალოს, - გასროლისას თოფის უკუდარტყმა ნაკლებია).

1956 წლიდან გამოუშვეს მოდელი ИЖ-54 "Спорт". ის იყო უფრო დახვეწილი მოდელი კონსტრუქციით და ვიზუალურადაც. ეს იყო სპეციალური სპორტული იარაღი ტრანშეული სტენდისათვის. არ შეუცვლიათ ლულის სიგრძე, სამაგიეროდ შეიცვალა ლულის შევიწროება, მარჯვენასათვის 0,6მმ, ხოლო მარცხენასათვის დარჩა იგივე 1,0მმ. კიდევ უფრო გაძლიერდა კალაპოტის სიმყარე და დამცემი მექანიზმი. გაუმჯობესდა გრავიურა. ყველაფერმა ერთად იარაღის წონა გაზარდა 3,6-3,8 კგ-მდე.

 

 

ყოველი ეგზემპლიარი მზადდებოდა საცალოდ.

1958 წლიდან წარმოებული იყო აგრეთვე ხელნაკეთი სერია, "штучни": ესენია: ИЖ-54-Ш, ИЖ-54-Ш1, ИЖ-54-Ш2, მათ ჰქონდათ კაკლის ხის კონდახი, ლითონზე კი იყო შესრულებული მაღალმხატვრული გრავიურები, ნადირობის ამსახველი სცენებით. ქონდათ შედარებით მაღალი საბრძოლო ხარისხი. ესენი მზადდებოდა ინდივიდუალური შეკვეთებით.

სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ИЖ-54 -მა შექმნა მთელი ეპოქა რუსული იარღის ისტორიაში, მისი საუკეთესო თვისებები არარერთხელ აღნიშნულა არამარტო ყოფილი სსრკ-ს მონადირეთა შორის, არამედ საზღვარგარეთელ სპეციალისტებთანაც. ის დღემდე ღირსეულ კონკურენციას უწევს ამ სტილის იარაღს მთელს მსოფლიოში.

 

 

თოფის მახასიათებლები:

ჰორიზონტალურ ლულებიანი - 12 კალიბრიანი

ლულები სახსნელი სიგრძე - 730 ან 750მმ

სავაზნის სიგრძე - 70მმ.

ლულათა შევიწროება - სტანდარტული, პარაბოლური.

სავაზნე და ლულა- ქრომირებული.

მასა შეადგენს - 3,3 - 3,5კგ.

რესურსი - 7500 გასროლაზე მეტი.

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...
  • 2 months later...
  • 2 years later...

Am tofit maqsimum ramden gramianis srolaa shesadzlebeli? Ij 54

 

 

70 მმ-იანი სიგრძის ვაზნით 36-38 გრამი, რომელიც ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე ქმნის არაუმეტეს 700-750 ატმოსფერო წნევას.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...