Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

რამდენიმე დღის წინ სახლში უცნობი ადამიანები მესტუმრნენ.

ერთ-ერთ ჩვენებური იარაღის ხელოსანთან ვიზიტის შემდგომ(ამ ხელოსანს მოუსწავლებია ჩემი მისამართი), მთხოვეს თოფის იდენტიფიცირება მომეხდინა...

მართალია თოფი საუკუნეზე მეტს ითვლიდა გამოშვებიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ზედმეტად საცოდავ მდგომარეობაში გახლდათ, გული დამეწვა: სამმაგი საკეტიდან მხოლოდ 2 იყო მოქმედებაში, სამიზნე თამასა ამძვრალი, კონდახი გატეხილი, ძლიერი რყევა და ა.შ.

 

თოფი კი დავადგინე ვისი გამოშვებისაც იყო, თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრის გამოხატვის შემდეგ, რომ აღნიშნული ინსტრუმენტს მხოლოდ სიმბოლური ღირებულება აქვს, პატრონს გული დაწყდა...

 

თოფის მფლობელს ჩვენი ფორუმის მისამართი მივაწოდე და დავპირდი, რომ ფირმის ისტორიაზე მცირე ინფოს აქვე გამოვაქვეყნებდი.

 

ვასრულებ დანაპირებს :hi3:

 

 

J.-B. Ronge Fils a Liege

 

 

17bcc92fdb95.jpg

 

1789 წელს ლიეჟში დაფუძნდა ფირმა J.-B. Ronge Fils a Liege(თარგმანში_ ჟ.ბ. რონჟეს ვაჟი). დამფუძნებელი გახლდათ ჟან-ბატისტა რონჟეს ვაჟი(ჟან-ბატისტა იარაღის ბიზნესით გახლდათ დაკავებული).

დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ფირმა უფრო მასიურად გადაერთო წარმოებიდან ვაჭრობაზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მეტად და მეტად ყიდულობდა ნახევარფაბრიკატებს სხვადასხვა ლიეჟელი და ევროპელი მწარმოებლებიდან, ხოლო აწყობა-გაყიდვას თავისი სახელით ახდენდა.

ასორტიმენტი ძალიან ფართო გახლდათ_ გლუვლულიანების, ხრახნილების და კომბინირებულების სახით. მათ ყველას ამშვენებდა წარწერა J.-B. Ronge Fils a Liege.

 

3ab1abd06ba7.jpg

 

მოდელთა მრავალფეროვნებით რონჟე უტოლდებოდა ისეთ მძლავრ ბელგიურ საწარმოებს როგორებიცაა ავგუსტ ფრანკოტი და ლიეჟის მანუფაქტურა.

გლუვლულიანებში გარეჩახმახიანები უფრო იაფფასიანი მოდელები გახლდათ, ხოლო ძვირფასები შიდაჩახმახებზე იწარმოებოდა. მაგალითად სახელობითი მოდელები Imperator, Fusil Plume, Prime, Gloire, Mephisto, Victoire და სხვა. ყალიბები წარმოდგენილი იყო 28-დან 10-მდე.

 

005e8570661b.jpg

 

ზოგიერთ თოფზე საფირმო ლოგოს გარდა კალაპოტის მარცხენა ბალიშზე დამატებით ესმებოდა დამღა გადაჯვარედინებული დაშნებისა და წარწერა JBR სახით, რაც მიუთითებდა, რომ ეს იარაღი სრულად რონჟეს ფირმაში იყო დამზადებული. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან საწარმოს საკუთარი რესურსებით შეეძლო წარმოების სრული ციკლის შესრულება.

 

 

4c18ecbf5e8c.jpg

 

 

3b95b76fe7d3.jpg

საფირმო თოფებში ნიშანდობლივია ერთი ფაქტი_ ისინი უმეტესწილად კრუპის ფოლადის ლულებით ეწყობოდა...

როგორც მოგეხსენებათ, კრუპი 1896 წლიდან ზაუერს ანიჭებდა ექსკლუზიურ უფლებას დაედამღა ლულები 3 რგოლით(შესაბამისი მარკის ფოლადზეა საუბარი). მაგრამ კრუპს სხვა ევროპელებისათვის, მათ შორის ბელგიელებისათვის, ლულების მიწოდებაზე უარი არასოდეს უთქვია. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში სხვადასხვა მწარმოებლები იყენებდნენ სხვადასხვა კომერციულ სახელსა და დამღას, თუმცა 3 გადაჭდობილი რგოლის გარეშე. შესაბამისად ასეთი აღნიშვნაა რონჟეს თოფებზე

 

3d10179f7def.jpg

 

1921 წელს ფირმა რონჟე შევიდა გაერთიანება ლიეჟის მანუფაქტურაში, რის შედეგადაც(ალბათ იძულებით) შეიცვალა სახელი ARMAF Societe Anonyme-ად. ეს უკანასკნელი კი მოღვაწეობდა 1940 წლამდე, ბელგიის გერმანელების მიერ ოკუპაციამდე.

6f5804ee4000.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • Replies 50
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გელა აგერ Liege ARMAF Belgium-ის იარაღი რომელიც იყიდება 550$-ად. 1952 წლის გამოშვებააო, საუკეთესო მდგომარეობაში. 12 კალიბრი, 65 სმ-იანი ლულებით. დღეს უნდა ველაპარაკო. რას იტყვიან პროფესიონალები? :hi:

 

 

http://www.firearmscanada.com/ads/beautifull-wood-and-finish-side-by-side-belgium-top-quality-liege-from-1952/

Link to post
Share on other sites

ომისშემდგომ დასავლეთგერმანულ ზაუერთან შედარებით რა ადგილს დაიკავებს ამ კომპანიის თოფი?

Link to post
Share on other sites

ეგ ფირმა ბელგიაში,კეძოდ ლიეჟში 1789 წელს დაარსდა,სახელი ასე ითარგმნება:,,ჟან-ბატისტ რონჟის ვაჟიშვილი ლიეჟში,,როგორც ჩანს დამაარსებელი ლიეჟელი მეწარმისა და იარაღის მოვაჭრის ჟან-ბატისტ რონჟის ვაჟი იყო.ძველ რუსულ კატალოგებში წერია ,,ჟან ბატისტ რონჟი და შვილი,ლიეჟში,, რაც არასწორი თარგმანია.ეს ერთ-ერთი უძველესი ბელგიური ფირმა შომპოლიან სანადირო თოფებს და საგზაო პისტოლეტებს აწარმოებდა,საკმაოდ მაღალი ხარისხით!!ამ პერიოდის პროდუქცია,სრულად ფაბრიკის საამქროებში მზადდებოდა.მე-19-ე საუკუნის ბოლოსათვის ფირმა მწარმოებლიდან უფრო სავაჭრო ან შუამავალ,გინა გადამყიდველ საწარმოდ გადაიქცა.ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას ის ზედმეტად მრავალფეროვანი,ფირმის ლოგოტიპით დადამღული ასორტიმენტი იძლევა,რომელიც მრავლად გვხვდება,ესენია უიაფესი მუშა ჩახმახიანები,საკმაოდ მდიდრული,ინგლისური სტილის უჩახმახოები,გლუვლულიანი,ხრახნილლულიანი და კომბინირებული თოფები,რომლებშიც ათასნაირი დიზაინი,საკეტები და სასხლეტი მექანიზმები გვხვდება,რაც ადასტურებს უფრო სავაჭრო ვიდრე საწარმოო პროფილს!!ფირმის ზოგიერთ ნაწარმზე ფაბრიკის ლოგოტიპის გარდა გვხვდება დამატებითი დამღა გადაჯვარედინებული დაშნების,მათ თავზე გვირგვინის და სამი ასოს ჟ.ბ.რ. რას ფირმის საკუთარ ნაწარმს უნდა ნიშნავდეს.ფირმა ძირითადად კრუპის სალულე ფოლადს გამოიყენებდა.მისი სახელით დადამღული თოფები კარგი ხარისხითა და მუშა თვისებებით გამოირჩეოდა.1929 წელს ფირმა,არანაკლებ ცნობილ ფირმასთან ,,ლიეჟის მანუფაქტურასთან,, ერთად შევიდა გაერთიანებაში და მივიღეთ კომერციული სახეკწოდება ,,არმაფი,,

რაც სეეხება ზაუერთან შედარებას,მე პირადად ომამდელი ზაუერის,რომელიმე კარგ მოდელს ვარჩევდი!!!!

Link to post
Share on other sites

მადლობა მამუკა, ამიტომ დავმუხრუჭდი იმ ზაუერზე. ფორუმებზე ყველგან ომამდელ ზაუერზე კეთდებოდა რეკომენდაცია. რა თქმა უნდა ეს ზაუერიც კარგი ვარიანტი იყო ფასის გამო, მაგრამ...... :e025: ვიყიდე ბელგიური. ამ კვირაში ჩამომივა. მფლობელს ველაპარაკე და ამ ფასში მართლა კარგი ვარიანტი იყო და ვერ გავუშვებდი ხელიდან. მსუბუქი ''საჩიტე'' თოფია, ძალიან კარგ მდგომარეობაში, კოლექციონერისგან აქვს ნაყიდი ამ კაცს. ყველანაირი ექსპერტიზა გავაკეთებინე ყიდვის წინო. თავადაც რამდენიმე იარაღი აქვს და ამას ჰყიდის. მართალია ჩემი თოფიც მაიმარკეტზე დევს და ჩემი ძმისაც, მაგრამ ვერ ვთქვი ამ თოფზე უარი. ჩამოვა რამდენიმე დღეში და დავდებ სურათებს.

 

 

 

რაც სეეხება ზაუერთან შედარებას,მე პირადად ომამდელი ზაუერის,რომელიმე კარგ მოდელს ვარჩევდი!!!!

Link to post
Share on other sites

ჩემის მოკლე ჭკუით, რატომ იყო უპრიანი ბელგიურის ყიდვა(იყო კი არა, მართალი გააკეთე რომ აიღე) :hi: :

 

1) კლასით ერთნაირი თოფებია;

2) ფასი 200 დოლარით ნაკლები;

3) საკეტები ფაქტიურად ერთნაირი;

4) ვახო შენი შეფასებით, შენახულობა თანაბრად კარგი აქვთ;

5) მართალია ის ზაუერი შესაბამის ბმულზე აღარ ჩანს, თუმცა ასე მახსოვს რომ გრავირებაც ფაქტიურად ერთნაირი აქვთ;

6) ასე მახსოვს, ბელგიურს უფრო მოკლე ლულები აქვს, ვიდრე გერმანულს(შენ სწორედ ასეთს ეძებდი);

7) მასალა თუ აბსოლუტურად იდენტური არა, ერთნაირი აქვთ.

 

 

პ.ს. ძალიან, ძალიან სუბიექტური ხედვა: ომისშემდგომი პერიოდის ერთნაირი შენახულობისა და კლასის თოფთაგან პირადად მე ბელგიური მირჩევნია გერმანულს :scratchchin:

Link to post
Share on other sites

გამომიგზავნა უკვე, კვირის ბოლოს ჩამოვა.

 

ბელგიურს უფრო მოკლე ლულა აქვს, გრავირება და ხე უკეთესია, ფასიც 200$-ით ნაკლებია. დამირეკა გუშინ ზაუერის პატრონმა, რას შვრებიო, ვერაფერს მეთქი.

 

 

ისე მამუკა მართალია, ყველა ამბობს რომ თუ არცევანის საშუალება გაქვს, ომამდელი ზაუერი სჯობს ომის შემდგომსო. ომის შემდგომი მხოლოდ საიდლოქი ზაუერებია შესაბამისი ხარისხისო. ახლა ჩვენს სიტუაციაში არც ომისშემდგომ ზაუერზე ვიტყოდით უარს, მაგრამ....

Link to post
Share on other sites

ჩამოვიდა თოფი. ცოტა გაუწმენდავია და გავწმენდ. ლულები სუფთაა ძალიან. ტკაცუნით იკეტება. მჩატეა. ხე დაუზიანებელია. ნემსები აქვს გამონაცვლელი. საერთო ჯამში 550$-ად მშვენიერი ბელგიურია. კაი სამწყერ-საქათმეა ჩემი ძმისთვის.

 

აგერ სურათებიც და იქნებ თქვენ მეტი ინფო ამოიკითხოთ.

post-3-0-20846900-1370552756_thumb.jpg

post-3-0-52276600-1370552780_thumb.jpg

post-3-0-42571100-1370552804_thumb.jpg

post-3-0-45421200-1370552825_thumb.jpg

post-3-0-73943400-1370552847_thumb.jpg

post-3-0-25364000-1370552871_thumb.jpg

post-3-0-29431000-1370552895_thumb.jpg

post-3-0-13880800-1370552917_thumb.jpg

post-3-0-05214100-1370552940_thumb.jpg

post-3-0-87233600-1370552963_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

იმ დღეს მითხარი თორმეტიანიაო ბუჯო. :scratchchin:

 

კაი ბოხვერა კონდახი კი აზის, შეეგუება მახო???

მაგიც რომ გაამსუბუქოს, ხელიდან გეექცევა კაცო. :e025:

 

კაი ვინმე სჩანს, უხაროდეს მალხაზს.

შენნაირი ძმა, ასეთი უნდა ჰყავდეს ბევრს. :yes:

 

მიულოცე ჩემგანაც ვახტანგ. :friends:

 

უფრო სწორედ, გილოცავთ ორივე ძმას, ოჯახში ასეთი ნივთის შეტანას.

სასარგებლოდ და ბარაქიან ნადირობაში გამოგეყენებინოთ, გამოგდგომოდეთ.

Link to post
Share on other sites

გადასარევი შენაძენია! :yes: :yes: :yes: იფ,იფ,იფ.

 

 

ვულოცავ მალხაზს B)

 

დარწმუნებული ვარ ინსტრუმენტი ბრწყინვალედ იქნება დაბალანსებული.

Link to post
Share on other sites

მშვენიერი იარაღია! მომილოცნია ვახო, მაგარი საჩუქარი ძმისთვის :yes:

 

რა კალიბრია? ნეტა მაგ ფასებIშ აქაც იყოს მსგავსი თოფები

Link to post
Share on other sites

მადლობა ყველას. 12 კალიბრია. გელა ბალანსი კარგია, ამ დილით კიდევ შევამოწმე. ახლა მთავარია მშვიდობით ჩამოვიტანო.

 

არც ის ზაუერი იყო ნაკლები ისე :e025: . რა ფასებია, ერთი დღით რომ მოგვცა ამათი ბაზარი :karochera:

Link to post
Share on other sites

ჩოკებზე იმ ტიპმა მითხრა ერთი პოლუჩოკიაო, მაგრამ ლულებზე ჩოკი აწერია. უკვე კარგად გავწმინდე, ცოტა ფერი მიეცა, ლულები გაკრიალებულია. ახლა მეგობრის მამას უნდა ვაჩვენო, იარაღის ხელოსანია და გადავახედებ მაინც. წამოღებამდე მისროლაც უნდა მოვასწრო. ვნახოთ სამწყერედ რამდენად საინტერესო იქნება.

 

 

მშვენიერი თოფია, მშვენიერ ფასად

მშვიდობაში

 

65 სმ ლულა ჩოკები საინტერესო რამე იქნება

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...