Jump to content
Club-Monadire.Ge

ზუთხი და ზუთხისებრები (ACIPENSERIFORMES)


Recommended Posts

დიდი ხანია ვაპირებ ამ თემის გახსნას.მიუხედავათ იმისა რომ მაინცა და მაინც არა ვართ განებივრებულები ამ სახეობის თევზების ჭერით,ზუთხისებრთა მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდი იყო.დავიწყებ იმით რომ დღეს დღეობით ზუთხისებრთა ოჯახი 19 სახეობას შეიცავს.აქედან 11 სახეობა რუსეთშია.დავიწყებ ატლანტური ზუთხით, ფორონჯით.ოდესღაც საქართველოს იქტიოფაუნა იყო დამშვენებული ამ ზუთხისებრთა წარმომადგენლებით მაგრამ ამ ჟამად არანაირი ინფო არაა მათ შესახებ.ყველაზე ბოლო სამეცნიერო მონაცემებით,80-ანი წლების მიწურულს, ატლანტური ზუთხის

(Acipenser sturio)-ს ველური პოპულაცია,რომლის რაოდენობა 300-დე სქესმწიფე ინდივიდს შეადგენდა,შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთში და რიონში ბინადრობდა.ატლანტური ზუთხი ზუთხისებრთა ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია,მისი სიგრძე შეიძლება 6 მეტრამდე იყოს წონა კი 1 ტონას აღემატებოდეს.მე XIX საუკუნის შუიდან ეს თევზი თავისი არსებობის არეალის ფარგლებში ყველგან იშვიათი ხდება.დღეს დღეობით კი დანამდვილებული ინფორმაციით ატლანტურ ზუთხს საფრანგეთში ხელოვნურად ანაშენებენ რაც ფრიად მისასალმებელია....

 

5ce2d0457ac5.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

salamandra

გაიხარე!

 

ძალიან კარგი თემაა! აქტუალური!

 

 

ატლანტიკური ზუთხის ვიდეო აკვარიუმიდან -

Link to post
Share on other sites

მდინარე რიონი წარმოადგენს შავ ზღვაში მობინადრე მრავალი იშვიათი და სარეწაო მნიშვლელობის თევზის სახეობის ტოფობის ადგილს. მათგან აღსანიშნავია ზუთხისნაირთა 5 სახეობა: ატლანტური ზუთხი -Acipenser sturio, რუსული ზუთხი - A. guldenstadti (წარმოდგენილია ორი ქვესახეობით: კოლხური - A. colchicus და სპარსული - A. persicus), ჯარღალა - A. stellatus, ტარაღანა - A. nudiventris და სვია - Huso huso.

 

70-იან წლებში ვარციხე-ჰესის მშენებლობა დაიწყო ყოველგვარი ბიოლოგიური დასაბუთების გარეშე. ჰესის მშენებლობამ დაიკავა სწორედ ზუთხისნაირთა სატოფე ადგილები, აშენდა 4 კასკადი თავისი სადერევაციო არხით, რომელიც ღებულობს მდ. რიონის წყლის ძირითად ნაკადს, რაც მდინარის კალაპოტს 23 კმ-ის მანძილზე უმეტეს შემთხვევაში ტოვებს უწყლოდ. ეს ხდება იმ პერიოდში (მარტი-აგვისტო), როცა მდინარეში სატოფედ შემოდიან ზუთხისნაირნი.

 

80-იან წლებამდე სატოფე ადგილებად ითვლებოდა სოფ. ვარციხესთან მდებარე მდინარის ქვაქვიშიანი კალაპოტი, ზღვის შესართავიდან ზემოთ 120-130 კმ-ზე. ვარციხე ჰესის ზედა ბიეფების ჩარეცხვითი სამუშაოების შედეგად დაირღვა მდ. რიონის ჰიდროლოგიური რეჟიმი და დღეისათვის სატოფე ადგილებმა გადმოინაცვლეს დაახლოებით 50 კმ-ის ქვემოთ სოფ. ბაშთან. ამან ასევე უარყოფითი როლი ითამაშა ზუთხისაირთა პოპულაციების რაოდენობრივ და სტრუქტურულ მდგომარეობაზე.

 

იმ ეკოლოგიური და ეკონომიკური (ზარალის კომპენსაციის მიზნით, რომელსაც მიაყენებდა ვარციხე ჰესის კასკადების მშენებლობა მდ. რიონის ბუნებრივ რესურსებს, საკავშირო ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსებით დაიწყო ზუთხსაშენი ქართხნის მშენებლობა სოფ. გეგუთთან. მშენებლობა 1982 წელს დასრულდა და 1983 წელს ქარხანა შევიდა ექსპლოატაციაში. იგი აშენდა 72 ჰა-ზე, მოიცავდა ფართო ინფრასტრუქტურას. ქარხნის საპროექტო სიმძლავრე ხელოვნური აღწარმოების გზით წელიწადში 2,5 მლნ. ზუთხის ლიფსიტების გამოზრდა და ბუნებაში გაშვება იყო. ქარხანას დენით უფასოდ ამარაგებდა ვარციხე-ჰესი. საინკუბაციო სამუშაოები სულ რამდენჯერმე ჩატარდა.

 

დღეისათვის ქარხანა ამორტიზირებულია. იგი ეკუთვნოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2007 წელს კი მისი გასხვისება მოხდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ.

წყარო: www.aarhus.ge/uploaded.../0b43b95efa5ce9fd2a18d27f71bbeabb.d...

 

 

დეტალური ინფორმაცია: შპს ”თევზსაშენი” - წყალტუბოს რ-ნი, სოფ. გეგუთი

 

 

 

 

დასახელება შპს ”თევზსაშენი” - წყალტუბოს რ-ნი, სოფ. გეგუთი

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შპს

პრივატიზაციის ფორმა აუქციონი პირობებით

მისამართი წყალტუბოს რ-ნი, სოფ. გეგუთი

ქონების დახასიათება შენობა-ნაგებობები საერთო ფართით - 3406,8 კვ.მ.

მიწის ფართის სიდიდე 593820 კვ. მ

საწყისი გასაყიდი ფასი 400 000 აშშ. დოლარი

აუქციონის პირობები - საპრივატიზებო ობიექტის პროფილის შენარჩუნება 10 წლის განმავლობაში;

- საპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან ერთი თვის განმავლობაში;

- მყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მოშენებული აბორიგებული ზუთხის ლიფსიტების (16 გრამი) არანაკლებ 20%-ისა პატარა ფოთსა და ნაბადას შორის მდინარე რიონში გაშვება და თევზების სახეობათა ბალანსის დაცვა.

გამყიდველი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

გაყიდვის ფასი 405000.00 აშშ. დოლარი

მყიდველის ტიპი ფიზიკური პირი

გაყიდვის თარიღი 26-07-2007

http://www.privatiza...BDTyEopPVXJuhYA

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

კი ზურაბ გაიყიდა და

 

ამ პირობების

 

(მყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მოშენებული აბორიგებული ზუთხის ლიფსიტების (16 გრამი) არანაკლებ 20%-ისა პატარა ფოთსა და ნაბადას შორის მდინარე რიონში გაშვება და თევზების სახეობათა ბალანსის დაცვა.

გამყიდველი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო )

 

დაცვის და კონტროლის შესახებ არაფერია ცნობილი. :(

Link to post
Share on other sites

კი ზურაბ გაიყიდა და

 

ამ პირობების

 

(მყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მოშენებული აბორიგებული ზუთხის ლიფსიტების (16 გრამი) არანაკლებ 20%-ისა პატარა ფოთსა და ნაბადას შორის მდინარე რიონში გაშვება და თევზების სახეობათა ბალანსის დაცვა.

გამყიდველი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო )

 

დაცვის და კონტროლის შესახებ არაფერია ცნობილი. :(

დავით და ხომ არაა რაიმე ინფორმაცია მეპატრონის თაობაზე,ვინ არიან?აქეთებენ ან გააკეთეს რამე?

Link to post
Share on other sites

დავით და ხომ არაა რაიმე ინფორმაცია მეპატრონის თაობაზე,ვინ არიან?აქეთებენ ან გააკეთეს რამე?

 

ჭორის დონეზე გამიგია ვიღაც ებრაელების და კეზერაშვილის მამისო. ზუსტად არ ვიცი.

Link to post
Share on other sites

ჭორის დონეზე გამიგია ვიღაც ებრაელების და კეზერაშვილის მამისო. ზუსტად არ ვიცი.

ფორუმზე გვყავს ვინმე იმ მიდამოებიდან დავით თუ იცი?

Link to post
Share on other sites

WHlTE STURGEON-(Acipenser transmontanus)-თეთრი ზუთხი.

იყვეს ეს ვიდეოები აქაც, მერე სურათებსაც დავამატებ.

 

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ელჩი

ძალიან კარგია გიორგი !ამერიკის ზუთხისებრებზე გვიამბე შენებურად !!! რა ვიფიქრე იცი,ზუთხისებრთა ქართული კატალოგის მაგვარი რამ გავაკეთოდ.მე მგონი მაგარი საინტერესო იქნება...

Link to post
Share on other sites

DMORAL

რატო გავამახვილე ახლა ყურადღება მაგ საშენთან დაკავშირებით.ის რომ გაიყიდა ძალიან კარგია იმიტომ რომ ვინც ეგეთ რამეში 400000 ჩადებს შენახვის თავიც უნდა ქონდეს.ის 20% კი ყველა ჩვენთაგანისაა.ოღონდ უნდა დადგინდეს რა და როგორ და როდის ხდება გაშვება...

Link to post
Share on other sites

ელჩი

ძალიან კარგია გიორგი !ამერიკის ზუთხისებრებზე გვიამბე შენებურად !!! რა ვიფიქრე იცი,ზუთხისებრთა ქართული კატალოგის მაგვარი რამ გავაკეთოდ.მე მგონი მაგარი საინტერესო იქნება...

 

 

არ არის პრობლემა ზური, ჩავუჯდები ამ საღამოს და მოგაწვდით აქაურ სიტუაციას დეტალებში.

 

კერძოდ ამ შტატში რა ხდება, იმას დავწერ, თორემ სხვადასხვა შტატებში სხვადასხვა კანონებია და შორს წამიყვანს ექსკურსი.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ფსეფური (Psephurus gladius) ზუთხისმაგვართა რაზმისა და ნიჩაფცხვირათა ოჯახის უდიდესი წარმომადგენელია.ბინადრობს ეს თევზი ჩინეთში,მდინარე იანცზიში,აღწევს 7 მეტრს სიგრძეში მაგრამ მტაცებლური მოპოვებისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო ძალზე იშვიათ სახეობათ იქცა რის გამო ეს სახეობა საერთაშორისო წითელ წიგნშია შეტანილი

 

391786b3724c.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ნიჩაფცხვირა (Polyodon spathula) ზუთხისმაგვართა რაზმისა და ნიჩაფცხვირათა ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი.ბინადრობს ძირითადად ამერიკაში მდინარე მისისიპში.ზუთხისმაგვართა ერთადერთი წარმომადგენელი რომელიც მარტო ზოო და ფიტოპლანქტონით იკვებება.სიგრძე 2 მეტრს აღემატება და წონა 90 კილოს.ცოცხლობს 50 წელს.აკლიმატიზირებულია მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში.სატბორე მეუნეობების პოპულარული ობიექტია

 

dc33d1cf7a24.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

სვია (Huso huso) — ზუთხისებრთა ოჯახის უდიდესი წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძე 9 მ., მასა კი 2 ტ. შეიძლება აღემატებოდეს. აქვს უზარმაზარი, ნახევარმთვარისებური პირი და ერთმანეთთან შეზრდილი ლაყუჩის აპკები. სვია ბინადრობდა კასპიის, შავ, აზოვისა და ადრიატიკის ზღვებში. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან გვხვდებოდა.დღესდღეობით მის შესახებ საქართველოში არაფერია ცნობილი. გამსვლელი თევზია, გასამრავლებლად მდინარეებში შედის. იკვებება თევზით. სვიის ქვირითისაგან მარცვლოვან ხიზილალას ამზადებენ. სვიის რაოდენობა თანდათან მცირდება რადგან ბუნებრივად ეს თევზი თითქმის არსად აღარ მრავლდება საქვირითო ტერიტორიების კაშხალებითა და დამბებით გადაკეტვის გამო.ასტრახანში მუზეუმში დევს სვიას ფიტული რომელიც დაჭერისას 2.100 კლ.იწონიდა.ამ თევზიდან ამოღებული ქვირითი თანამედროვე ფასებით 80.000 $ შეადგენდა.ქვემო სურათზე გამოსახული სვია კი 72 ფუთს იწონიდა(1.152 კგ.)

 

 

 

2a26003b9544.jpg

 

ebf03488cef9.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

საინტერესოა! თურქები იკვლევენ და ამრავლებენ და ჩვენთან ბრაკონიერები ანადგურებენ.

 

 

Грузия, Тбилиси, 8 февраля /корр. Trend Н.Кирцхалиа/

 

В Батуми рыбаки поймали рыбу - колхидского осетра, на спине которого была антенна, а в теле чип-передатчик. По мнению специалистов, рыба использовалась в научных целях.

 

По словам руководителя организации "Флора и фауна" Арчила Гучманидзе, после осмотра и изучения рыбы специалисты пришли к выводу, что она была предназначена для научных целей и техникой ее "начинили" в Трабзонском техническом университете.

 

"На чипе были указаны координаты организации, которая пометила ее. Это - Трабзонский университет, в котором в рамках научного проекта изучаются виды осетровых в Черном море", - сказал Гучманидзе.

 

Колхидский осетр - редкая рыба, которая находится на грани исчезновения. Ученые, которые после многих лет поисков нашли экземпляры этого вида, пытаются размножить их. С этой целью во Франции и Бельгии созданы специальные лаборатории.

 

წყარო- http://www.trend.az/news/society/1989825.htm

Link to post
Share on other sites

ესეც საინტერესოა.

 

КОЛХИДСКИЙ ОСЕТР Acipenser persicus colchicus Marti, 1940

Редкий подвид персидского осетра.

Достигает длины 180 см. Ранее рассматривался как внутривидовая форма русского осетра этого бассейна. От последнего отличается характерным признаком - более вытянутым, массивным, изогнутым книзу рылом. Спинных жучек 7-19, боковых 24-35, брюшных 8-13.

Жаберных тычинок 16-31, в спинном плавнике 27-48 лучей, в анальном 16-35. Тело удлиненное, прогонистое, стройное. Окраска спины от темно-синей до черной. Голова и бока тела ниже ряда боковых жучек незначительно светлее, чем спина.

Проходная рыба. Заходит для размножения в реки Грузии (Риони, Ингури) и, возможно, Турции. Колхидский осетр, как и персидский осетр Каспия, идет на нерест в короткие, быстрые реки, стекающие с гор.

Нерестилища располагаются невысоко от устья: в Риони в 100-120 км. Ход в реки в мае-июне. Размножается в июне-июле при значительно более высоких температурах воды, чем русский осетр (18-23 ╟С). Представлен обычно только яровой формой. Растет гораздо быстрее русского осетра и по массе в полтора-два раза крупнее его. Половая зрелость у самцов наступает в возрасте 8-12 лет, у самок - в 13-15 лет. Средняя плодовитость осетра, заходящего на нерест в р. Риони, составляет 250-260 тыс. икринок. Личинки колхидского осетра скатываются в море вскоре после выклева. В Черном море основными объектами питания этого осетра являются рыба (бычки и хамса), моллюски и ракообразные.

Общая численность этого подвида осетра оценивается приблизительно в 17 тыс. голов (без годовиков). Промысел его с 1967г. запрещен, однако запасы не восстанавливаются. Причины - низкий уровень естественного воспроизводства и браконьерство; большой урон наносится также хамселовным промыслом, ведущимся в этой части моря. Для сохранения колхидского осетра (как и уникальной популяции атлантического осетра) необходимо организовать морской экологический заповедник на участке Поти-Очамчира с включением в него и нижнего течения р. Риони, а также начать работы по искусственному разведению на Рионском осетроводном заводе.

 

წყარო: http://www.koush.donetsk.ua/cgi-bin/rnev/start.cgi?mode=idxb&d0=2&d1=26&d2=kolh_os

Link to post
Share on other sites

ეს კიდევ პოლონურ ვებ გვერდზე რიონის ზუთხისებრების შესახებ კვლევის შედეგებია მგონი. ავტორებია:

Ryszard Kolman, Zurab Zarkua.

 

ნახეთ ვინც იგლისური იცით კარგად.

წყარო - http://www.ejpau.media.pl/volume5/issue2/fisheries/art-01.html

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ესეც საინტერესოა.

 

КОЛХИДСКИЙ ОСЕТР Acipenser persicus colchicus Marti, 1940

Редкий подвид персидского осетра...

 

ხედავ დავით როგორაა მოხსენიებული,კოლხური ზუთხი სპარსულის და არა რუსული ზუთხის ქვესახეობააო...მაგრამ ამაზე კიდევ დაობენ მეცნიერები

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 1 month later...

ქობულეთიდან მეგობარმა მომაწოდა ვიდეო- პატარა ზუთხის(მეთევზეების ბადეში მოყვა) გაშვება ზღვაში

 

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

ტარაღანა, Севрюга (Acipenser stellatus) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 220 სმ, მასა 68 კგ აღწევს. დაფარულია ხუთ რიგად განლაგებული ძვლოვანი ფარეკლებით. აქვს მეტად გრძელი, ვიწრო და შებრტყელებული დინგი, სადა და მოკლე ულვაშები. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 5-13 წლისა, ხოლო დედალი — 10-17 წლისა. გვხვდება კასპიის, შავი და აზოვის ზღვების აუზში, მრავლდება მდინარეებში აპრილიდან სექტემბრამდე (ადის რიონშიც). დაახლოებით 20 ათასიდან 363 ათასამდე ქვირითს ყრის ქვაქვიშიან ფსკერზე. იკვებება უხერხემლოებითა და თევზებით. ტარაღანა ძვირფასი სარეწაო თევზია. იყენებენ ნედლს, შებოლილს, ხიზილალას, ზურგის სიმს, საცურავ ბუშტს, შიგნეულობას; ამზადებენ დოშს, ზურგიელს, კონსერვებს. ტარაღანას ხელოვნურადაც აშენებენ. ცნობილია მისი ნაჯვარი ზუთხთან, ცქვრინთან და ფორეჯთან.

 

69b6c1b5dd3c.jpg

 

efbf3501bedf.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...