Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Charles Lancaster

 

4bb0446e6b38.jpg

 

 

ჩარლზ უილიამ ლანკასტერი ლონდონში 1811 წლიდანაა ცნობილი, როგორც ლულების მწარმოებელი. ეს ლულები ძალიან მაღალი ხარისხის იყო და კარგად იყიდებოდა დიდ ბრიტანეთში. ლანკასტერს ლულებს უკვეთავდნენ ისეთი დიდი ოსტატები, როგორიცაა ჯოზეფ მენტონი და ჯეიმს პერდე.

ლანკასტერი თავის ლულებზე ინიციალებს აწერდა CL.

1826 წლიდან ჩარლზ ლანკასტერი თავის საწარმოს აფუძნებს და ამ მომენტიდან ცალკე ლულების გაყიდვა შეწყდა. მძაფრი კონკურენციის პირობებში ლანკასტერი ახერხებს თავისი ადგილის პოვნას, რისი დასტურიც 1843 წელს მიღებული ნებართვაა სამეფო კარზე იარღის მიწოდების თაობაზე. ლანკასტერი თავისი იარაღით პრინცს ამარაგებდა.

 

 

120d092225aa.jpg

 

 

ჩარლზ ლანკასტერის სახელთანაა დაკავშირებული რიგი ფუნდამენტალური გამოგონებებისა, როგორიცაა სახაზინო გადატენვის თოფებში ვაზნის ცენტრალური ამფეთქებელი და ლულის ოვალური გაბურღვა.

ვაზნების ცენტრალური აფეთქება იმდენად მიგნებული გამოდგა, რომ სხვა ფირმების მიერ დამზადებული ანალოგიები ,,ლანკასტერებად" იწოდებოდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ლანკასტერმა ლეფორშეს ე.წ. სარჭიანი ვაზნიდან განაცალკევა სარჭი და მოათავსა კალაპოტში ანუ შექმნა ნემსა.

რაც შეეხება ლულის ოვალურ გაბურღვას, ის მდგომარეობს ორი ფართე ხრახნის არსებობაში, რომლებიც ლულის განივ ჭრილში დათვალიერებისას ოვალის ფორმით წარმოდგებიან.

 

 

136594a0f1f3.jpg

 

 

ასეთი გაბურღვის უპირატესობა როგორც ტყვიის ასევე საფანტის სროლისას სწრაფად იქნა აღიარებული. ოვალური გაბურღვის პატენტი 1850 წელს იქნა მიღებული, ხოლო 1867 წელს ამ გაბურღვის გაუმჯობესებული ვარიანტი დაპატენტდა.

ლანკასტერის ოვალური გაბურღვის თოფები ხრახნილებში გადიოდა, თუმცა ამ გაბურღვით გლუვებსაც უშვებდნენ(მათ შორის 10 ყალიბს).

ლანკასტერის ფირმაში მამასთან ერთად მისი ვაჟიშვილებიც მუშაობდნენ. 1855 წელს სათაო ფირმის პარალელურად უმცროსმა ვაჟმა დააფუძნა საწარმო ,,Alfred Lancaster", რომელმაც დამფუძნებლის(შვილის) სიცოცხლის ბოლომდე იარსება და 1892 წელს შეუერთდა ძირითად საწარმოს.

ჩარლზ უილიამ ლანკასტერი ფირმას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1878 წელს მამის სიკვდილის შემდეგ შვილებმა მიყიდეს კომპანია ჰ. ტორნს, რომელმაც ბრენდი შეინარჩუნა. სახელში კი მხოლოდ ,,Co" დაამატა, რითაც ფირმაში თავის მოსვლას გაუსვა ხაზი. ტორნი თავისი წინამორბედის დაწყებული კონსტრუქციებისა და ინჟინერული გადაწყვეტების გაგრძელებას შეუდგა. ამის შედეგად ლანკასტერის პატენტებს შეემატა მთელი რიგი გამოგონებებისა: ეჟექტორები, საკეტები, მცველები, ფირფიტოვანი საბრძოლო ზამბარები და ა.შ.

 

 

b18e3c93d5e7.jpg

 

ლანკასტერმა გამოუშვა ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი 12 ყალიბის თოფი რომელსაც Twelve-twenty ერქვა. მისი წონა, 711 მმ ლულის სიგრძის პირობებში, მხოლოდ 2,6 კგ იყო. ამის საშუალება მექანიზმში შეტანილმა სიახლეებმა და ორიგინალურმა გადაწყვეტებმა უზრუნველყვეს.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდი ფირმისათვის სტაგნაციის დრო იყო. 1925 წელს საწარმო მიეყიდა ,,სტეფენ გრანტსა" და ,,ჯოზეფ ლანგს". ამის შემდეგ კომპანიის სტრუქტურა და მფლობელები რამდენჯერმე შეიცვალა(ძველ დიდება ,,ჩერჩილის" მფლობელობაში გადასვლამც კი ვერ დაუბრუნა). 1980 წელს ბრენდი გაუქმდა.

გაყინულ მდგომარეობაში ფირმამ 4 წელი დაჰყო. 1984 წელს ახალი მფლობელის მოსვლით ლანკასტერმა განაახლა წარმოება.

ლანკასტერის დღევანდელი ასორტიმენტია შტუცერები, კარაბინები, გლუვლულიანები

 

 

f3a3ef88ccec.jpg

 

 

 

წარმოგიდგენთ ლანკასტერის სანადირო იარაღის ნომრების სისტემატიზაციის რამდენიმე მაჩვენებელს:

 

1820-1830 წლების თოფები სამციფრიანია;

 

1860 წლიდან ოთხციფრიანი ნომრის პირველი რიცხვია 3. მაგ 3xxx;

 

1870 წლიდან ოთხციფრიანი ნომრის პირველი რიცხვია 4. მაგ 4xxx;

 

1880 წლიდან ოთხციფრიანი ნომრის პირველი რიცხვია 5 ან 6. მაგ 5xxx და 6xxx;

 

1890 წლიდან ოთხციფრიანი ნომრის პირველი რიცხვია 7 ან 8. მაგ 7xxx 8xxx_ ეს ნომერაცია გადავიდა მეოცე საუკუნეშიც;

 

1920-იან წლებში ოთხციფრიანი ნომრის პირველი რიცხვია 13. მაგ 13 xxx.

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...