Gurulo 154 Posted February 6, 2013 Report Share Posted February 6, 2013 R.A.F. R.A.F. პატარა ფრანგული ფირმაა სენტ-ეტიენიდან, რომელიც აწარმოებს სანადირო იარღს. ეს ფირმა ძალიან მყარ და ამასთანავე შედარებით იაფ პროდუქციას უშვებს. ალბათ არც კი მივაპყრობდი თქვენს ყურადღებას R.A.F.-ის თოფებს, რომ არა კონსტრუქციის განსაკუთრებულობა. საქმე შემდეგში გახლავთ: კლასიკური მოდელებისგან განსხვავებით R.A.F.-ის დამცემები(ჩაქუჩები) თოფის გადახსნისას ან დაკეტვისას არ იძაბება. სავაზნეში ვაზნის ჩადების შემდეგ მონადირე ხელით ახდენს საბრძოლო ზამბარის დაძაბვას კალაპოტის გვერდში განთავსებული მრგვალთავიანი ბერკეტის უკან მოწევით. ეს ოპერაცია დიდ ძალისხმევას არ ითხოვს, თუმცა არც თუ ისე კომფორტულია ზამთარში შეცივებული თითებით ასეთ მექანიკაზეა R.A.F.-ის ,,ორმაგი ექსპრესი" ყალიბით 9,3x74R და 7X 65R. აგრეთვე კომბინირებული თოფი 20 ყალიბის გლუვი ლულითა და ხრახნილით 5,6x50. შემკვეთის სურვილისამებრ 20 ყალიბის გლუვ ლულასთან კომბინირებს:.22; .410; .22 მაგნუმის ლულები. აგრეთვე გამოდის ორთავე ლულა .410 ყალიბით ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.