Jump to content
Club-Monadire.Ge

ღურღუმელა


Recommended Posts

df8be68901bb.jpg

 

ისე არმენ ღურღუმელას თემა არ უნდა გაგვეხსნა მე და შენ აქამდე???არა და რამდენი კობრი და კარჩხანა გვყავს მანდ დაჭერილი?

ღურღუმელა მდებარეობს ჭიათურაში,სოფელ პერევისასა და წინსოფელს შორის.თავდაპირველად ჭიათურმარგანტრესტმა ააგო როგორც ყვირილის წყლიდან მარგანეცის დასალექი აუზი.მაგრამ პროექტმა არ გაამართლა და წყაროს წყლებმა შექმნეს მშვენიერი ხელოვნური ტბა.სიგრძე დაახლოებით 1 კმ.დამბამდე.1993 წელს მასში კობრი და სქელშუბლა გაუშვეს რომელსაც კარჩხანა,ჯუჯა ქაშაპი და პსევდორაზია შემოყვა.კობრმა უცებ დაიწყო ზრდა და რამოდენიმე წლის მერე 11 კილოიანიც დაიჭირეს....

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

კი იყო გასახსნელი თემა,მაგრამ უკვე დიდი ხანია მანდ აღარ მითევზავია და არ ვიცი რა სიტუაცია არის ამ დროისთვის.ისე ვიცი რომ 3-4 კგ-ნ კობრებს კიდევ იჭერენ ზოგი მეთევზეები.

1997 წელს დავიწყე ამ ტბაზე თევზაობა,მაშინ ბევრმა არ იცოდა რომ მანდ უკვე დიდი თევზები ბინადრობდნენ,700-800 გრამიან კობრებს და კარჩხანებს ვიჭერდით თავიდან.იყო ხმები რომ ზესტაფონლები ჩამოდიოდნენ და 5-6 კგ-ნებს იჭერენ.

1999 წელს მე და ზურა(სალამანდრა)-ს ერთად მოგვიწია მოსკოვიდან ჭიათურაში ჩამოსვლა,იმ წელს(გადაჭარბების გარეშე)ლეგენდები დადიოდა ჩვეზე ღურღუმელაზე დიდი კობრების ჭერის შესახებ.მე და ზურამ ერთ დღეს 2 ცალი 7 კგ-ნები დავიჭირეთ.ბევრი 2,3,4,5 კგ-ბი ვიჭირეთ იმ სეზონზე.ჩემი ყველაზე დიდი ეკზემპლარი 8,5 კგ იყო.

იმ პერიოდის შემდეგ დაიწყო ამ ტბაზე უკანონო თევზღლეტვა,რადგან ეს ტბა ჭიათურმარგანეცის ბალანსზე იყო,რამოდენიმე (პატრიოტმა)მოახერხეს ნებართვის აღება და იქ თევზის ამოცლა დაეწყეს.მაგრამ რადგან ამ ტბაში ბევრი წყალმცენარეები იყო,სურათშიც ჩანს უკან (კამიშები)შუა ტბაში არის ეგ,ბოლოშიც იგივე სიტუაცია იყო (და ახლა მთელი ტბის 3/4 უჭირავს),შეუძლებელი იყო თევზის ამოცლა.ზურას(სალამანდრას)შეთავაზეს ეს საქმე რაზეც მან სასტიკი უარი თქვა გასაგები მიზეზების გამო.

ბევრი საუბარი გვქონდა მე და ზურას ამ ტბის შესახებ,ძალიან პერსპექტიული ადგილია როგორც თევზის რეწვის ასევე სპორტული თევზაობისთვის,მაგრამ ვისაც შევთავაზეთ სამწუხაროდ ყველას 1 დღეში გამდიდრება აინტერესებდათ.

დღეისთვის ის ვიცი რომ ეს ტბა ისევ ჭიათურმარგანეცის ტრესტის ბალანსზე არის,ის ვიცი რომ თევზი ისევ ყავს,მაგრამ კარგი პატრონი ვინც მოახერხებს მის გადარჩენას ჯერჯერობით არ ჩანს.

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

ერთი პერიოდი ღურღუმელაში აუარებელი რაოდენობით იყო დიდი სქელშუბლა.მზე რომ დააჭერდა და წყლის ზედა ფენა 30 გრადუსამდე ადიოდა სასწაულებს ჩადიოდა ეს თევზი.ვეებერთელა ქარავანი,3-5 კილოიანი თევზებისაგან შემდგარი,ხდებოდა მაქსიმალურად აქტიური და მოძრავი.გეგონებოდა ერთმანეთს ეთამაშებიანო.მაგარი საყურებელი იყო.თან სულ ზედაპირზე იყვნენ.ანკესს არ ეკარებოდნენ რა თქმა უნდა.ტექნოპლანქტონი მაშინ არ ვიცოდით.ბრაკონიერობა კი არც მაშინ გვიყვარდა...

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

1999 წლის 25 ოქტომბერი.ღურღუმელა.სატყუარა კოპტონი.არმენას დაბადების დღე !!! იმ დღეს ორი ასეთი დავიჭირეთ არმენამ მე და ჩემმა ძმამ

 

685ab4f3ee88.jpg

 

99b6e6d65044.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

კი ბატონო ზურა ამურის თემა სწორედ ღურღუმელისთვის მაინტერესებდა.წყლის დონე აწეულია ზურა,ეგაა წყლის დაწევის დროს გადაიფარა და თითქმის ორზეა გაყოფილი ტბა.ამური კი ამ საქმეს გამოასწორებს.ჩასასვლელში წყალმცენარეებით არის გადავსებული და ნახევრის იქეთ კი კამიშებია.ამური ნახევარ ტბას ამოასუფთავებს და კამიშებისგან გასუფთავება არც მიმაჩნია მიზანშეწონილად რადგან თუ დღეს რამე თევზი არის დარჩენილი ამ ტბაში სწორედ ამ კამიშების დამსახურებაა.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ასე გამოიყურება ღურღუმელა დღესდღეობით !მეგობარმა მომაწოდა სურათი.არა და რამხელა იყო....რაც ახლაა ამაზე სამჯერ მეტი !!!!!(((((

 

 

 

ce4f832dc4b0.jpg

Link to post
Share on other sites

კი იყო გასახსნელი თემა,მაგრამ უკვე დიდი ხანია მანდ აღარ მითევზავია და არ ვიცი რა სიტუაცია არის ამ დროისთვის.ისე ვიცი რომ 3-4 კგ-ნ კობრებს კიდევ იჭერენ ზოგი მეთევზეები.

.........................................................................................

 

ხან საინტერესო ინფორმაციაა.

მადლომა ზური და არმენ :friends:

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • 3 months later...

გუშინ დაიჭირეს ბიჭებმა სქელშუბლა 4 კილო იყო

გამარჯობა მეგობარო.უფრო დაწვრილრბით თუ შეიძლება,სურათებიც ხომ არა გაქვს და ა.შ.

Link to post
Share on other sites

სამწუხაროდ არა ბატონო ზურაბ,ბიძაჩემს აქვს ტელეფონში..კარგი ამინდები იყო ჭიათურაში ეს ერთი კვირა,უბნიდან წავიდნენ ბიჭები და საათ ნახევარში დაიჭირეს თან ჭიაზე და გამიკვირდა სქელშუბლა ხო წყალმცენარეებით იკვებება.

Link to post
Share on other sites

sharia9

ადრეც ყოფილა ასეთი შემთხვევები ღურღუმელაზე.ისე კი ნაღდად არ მეგონა თუ ღურღუმელაში სქელშუბლა იყო დარჩენილი.ხდება ასეთი რამ რო სქელშუბლა ჭიაზე მოდის მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.სხვა რა ხდება ჭიათურაში,სად ცხოვრობ ,რომელი ხარ,რა გქვია კაცო? )) შეგვეხმიანე .ყველაფერი გვაინტერესებს :hi:

Link to post
Share on other sites

გიორგი ოდიშარია ჭიათურაში დავიბადე გავიზარდე,ვიცი რო ჭიათურელი ბრძანდებით.აქ ცუდი სიტუაციაა ღურღუმელაზე აგარაა იმდენი და ისეთი კარგი თევზი როგორც ადრე იყო,ისე სქელშუბლა უფრო ბევრია ტბაში ვოდრე კობრი,ბადით და მოწამვლით არის ამოცლილი.

Link to post
Share on other sites

sharia9

გიორგი კეთილი და პატიოსანი ! :hi3: ძალიან სასიამოვნოა ფორუმზე კიდევ ერთი ჭიათურელის გამოჩენა :yes: ერთი ეს მითხარი,ღურღუმელა ისევ მარგანტრესტის ბალანსზეა?

Link to post
Share on other sites

სანამ მაგათია არაფერს აზრი არ აქვს თორე გაუშვებდა მანდ კაცი თევზს.

პირველ რიგში მანდ წყლის დონეა ასაწევი,შემდეგ ამური უნდა გაიშვას დიდი რაოდენობით წყლის ბალახის განადგურების მიზნით.მერე უნდა მოსპო კარჩხანა საერთოდ და მის ნაცვლად გაუშვა გუწუ.ამავ დროს იფრასტრუქტურა თუ შეიქმნება ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (კაფეები,ბიოტუალეტები და ა.შ.) ჭიათურელებს მშვენიერი დასასვენებელი ადგილი ექნებათ....მაგრამ ვინაა პატრონი :(

Link to post
Share on other sites

კი მართალს ბრძანებთ ბატონო ზურა,თუ დასასვენებელი ადგილი არ იქნება ბოლოს და ბოლოს სარეწაო მნიშვნელობის მაინც რო გახდეს თევზის მოსაშენებლად კარგი ადგილია,ტბა მიწისქვეშა წყაროებითაც მარაგდება სუფთაა წყალი..ისე კარჩხანა ადრინდელი რაოდენობით აგარაა,ერთხელ მანდ დავიჭირე ვიბმა და გავუშვი ისევ არ ვიცი საიდან მოხვდა მანდ,კიდე ჯუჯა ქაშაპი ეგენიც დაუბრუნდა მშობლიურ ტბას.

Link to post
Share on other sites

ერთხელ მანდ დავიჭირე ვიბმა და გავუშვი ისევ არ ვიცი საიდან მოხვდა მანდ,კიდე ჯუჯა ქაშაპი ეგენიც დაუბრუნდა მშობლიურ ტბას.

ვაააააააააააააააააააააააა !!!!!! არმენ სადა ხარ ??? )))))) ვააააააა როგორ გამეხარდა !!!!!! ეგ ვიმბები მე და არმენამ ჩამოვიყვანეთ შაორიდან 2000 წლის ივნისში ! ესეიგი გადარჩნენ !!!! B) რამხელა იყო ზომით?

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ბატონო ზურა მე ეხლა თბილისში ვსწავლობ სტუდენტი ვარ,მაგ ვიმბები ერთი 3-4 წლის უკან დავიჭირე და გავუშვი,ზუსტად აღარ მახსოვს ზომა მაგრამ არც დიდები იყვნენ და არც პატარები

Link to post
Share on other sites

ბატონო ზურა მე ეხლა თბილისში ვსწავლობ სტუდენტი ვარ,მაგ ვიმბები ერთი 3-4 წლის უკან დავიჭირე და გავუშვი,ზუსტად აღარ მახსოვს ზომა მაგრამ არც დიდები იყვნენ და არც პატარები

გასაგებია გიორგი ) აბა შენ იცი კარგი სწავლა და აბა შენ იცი ) კაცურად არ დაიკარგო ! ხშირად შემოდი ხოლმე ფორუმზე. :hi:

Link to post
Share on other sites

ვაა ეს რა კარგი ამბავი გვითხარი გიორგი,ვიცოდი როდისმე შევიტყობდი ამ ამბავს,იმედია გამრავლდებიან ღურღუმელაში,ბადეებში ეგ არ უნდა გაეხლართოს ზომის გამო,ნეტა ისენი არიან ზურა ჩვენ რომ გაუშვით თუ მათი ნაყოფია? გარეული ქაშაპი მეც მყავს დანაჭერი ღურღუმელაში 1999 წლის სექტემბერში ღამე მოვიდა კარგად,არც მანამდე და არც მის მერე მე მანდ ქაშაპი აღარ დამიჭერია.სქელშუბლა დანახული მაქვს როგორ დაიჭირეს ჭიაზე,ისე ძალიან ბევრი იყო მანდ სქელშუბლა.გიორგი მამაშენს რა ქვია? ? მგონი ვიცნობ.?ყვირილაზე არ გითევზავია..გამიხარდა კიდევ ერთი ჭიათურელი აქ,მითუმეტეს ღურღუმელაზე რომ თევზაობ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...