Jump to content
Club-Monadire.Ge

მაგნუმი და სუპერმაგნუმი


Recommended Posts

მახსოვდა რომ ეს თემა გვქონდა ფორუმზე, თუმცა ვერ ვიპოვე...

 

ამ რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემს თამანშრომელ-მონადირე მეგობართან მქონდა პოლემიკა: ,,რაში გვჭირდება მაგნუმი?!".

მართალია ჩემი ოპონენტი ძველებურად მედგრად ვერ ამტკიცებს, რომ 70-იანი სავაზნე ჯობია 76-იანს, მაგრამ ჩემთვის მომავალი პოლემიკის გასაადვილებლად ფორუმში ავკრებ ტექსტს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ამოუბეჭდავ :alfons:

 

 

მაგნუმებს აქვთ უფრო გრძელი სავაზნე(76მმ და 89მმ სუპერმაგნუმის შემთხვევაში ანუ 3 და 3,5 დიუმი) და განკუთვნილნი არიან უფრო დიდმუხტიანი ვაზნებისათვის დენთისა და საფანტის გაზრდილი რაოდენობით.

მართალია ევროპელი მონადირეები თვლიან, რომ მაგნუმის გამოყენება ნადირობაში არაპრაქტიკულია, მაგრამ ფოლადის საფანტის გამოყენების შემთხვევაში ვაზნაში საფანტის მაღალი სვეტი მხოლოდ მაღალ(მეტი სიგრძის) მასრაში ჩაეტევა!!!

მაღალმუხტიანი ვაზნის გასროლა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი მდგრადობის ლულაში და აქედან გამომდინარე მაგნუმების საგამოცდო(საექსპლოატაციოც) წნევები უფრო მეტია ვიდრე სტანდარტული თოფებისა;

სხვა თანაბარ პირობებში მაგნუმებს ჭრა და დაჯგუფება უფრო უკეთესი აქვთ ვიდრე სტანდარტულებს(არა პროცენტულ, არამედ აბსოლიტურ მაჩვენებელში);

მაგნუმები უპრობლემოდ ამუშავებენ 70-მმ-იან ვაზნებს;

ამაღლებულია არა მარტო ლულის მდგრადობა, არამედ კალაპოტის, მექანიზმის, ტიბჟირისა და კონდახისაც, რაც სხვა თანაბარ პირობებში სტანდარტული ვაზნების გამოყენების შემთხვევში რესურსს ზრდის;

 

პოლემიკის დროს ჩემი ოპონენტის მხრიდან მოყვანილი იყო სატატია, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ მაგნუმის შემოტანით მწარმოებელმა მხოლოდ სავაზნის სიგრძე გაზარდეს და სხვა ყველაფერი იგივე დატოვეს!!!!!! აქედან გამომდინარე მეტ რესურსზე საუბარი ზედმეტიაო...

 

უნდა მოგახსენოთ(ოპონენტს მეშინვე აუხსენი და მგონი დამიჯერა), რომ როცა ევროპელები და ამერიკელები 76-იან სავაზნეზე გადავიდნენ, იქნებ მართლაც არ შეუცვლიათ თოფის სხვა დეტალების მდგრადობა, მაგრამ ეს მოდელები გაცილებით მეტად ,,ამტანნი" იყვნენ ვიდრე 70მმ-იან სავაზნეს შეეფერება. იგულისხმება ლულის კედლის შესაბამისი სისქე, სახსრის ღერძი, კალაპოტის სიმკვრივე, ტიბჟირის ჩაჭიდების ძალა, კონდახის სიმკვრივე და ა.შ.

ასეთ პირობებში თოფის ეს ნაწილები უპრობლემოდ გაუძლებდნენ გაძლიერებულ მუხტებს!!!

 

აბა ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ძველი 70-მმ-იანი სავაზნის მქონე იჟ-27-ზე მოვარგოთ მაგნუმის ლულა და გავისროლოთ 76-მმ იანი ვაზნა...

ჩემის მოკლე ჭკუით თუ პირველსავე გასროლაზე არა, შემდეგ გასროლებზე მაინც ლულა თავზე დაგვეღუნება. :hi3:

 

 

ასე რომ მაგნუმი და ისევ მაგნუმია მეტი რესურსი, უკეთესი ბალისტიკა და რა თქმა უნდა მეტი ნანადირევი ;)

 

6807a6bb8f37.jpg

Link to post
Share on other sites

გელა ჩემი აზრით 76 მმ-იანი სავაზნე ყოველთვის არ ნიშნავს იმას რომ იარაღი მაგნუმზეა გათვლილი, არსებობს მსუბუქი თოფები 76 მმ-იანი სავაზნით და ერგალის კალაპოტით. მე არ მიმაჩნია რომ ესეთი ტიპის იარაღებით მაგნუმის სროლა რეკომენდირებულია.

 

მე ალბათ მაგნუმის სროლას, თუ ოდესმე დავიწყე, დავიწყებ ნახევაავტომატით და არამც და არამც კლასიკური ორ ლულიანით.

> 36 გრამზე უკვე 10 კალიბრის თემაა.

 

ვისროდი მე 20 კალიბრით 32 გრამს, მალევე მივხვდი რომ 20 კალიბრით უნდა ისროლო 24-25 გრამი.

32 გრამი 12 კალიბრია.

 

მაგნუმი და სუპერ მაგნუმი არის სწორად გათვლილი მარკეტინგული სვლა. თუ სროლა იცის კაცმა 32 გრამზე მეტი 12 კალიბრში როგორც წესი არ ჭირდება.

Link to post
Share on other sites

ეგენი ბატონებო,ძირითადად ფოლადის საფანტის სასროლადაა გაკეთებული,რადგან ფოლადის სიმსუბუქის გამო,იგივე რაოდენობის ბურთულებს მეტი სივრცე,ანუ გილზის 76 ან 89 მილიმეტრიანი სიგრძე ჭირდება,მოგეხსენებათ ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ტყვიის საფანტი!!!მერე რუსებმა ამ გრძელ გილზებში მოიფიქრეს ტყვიის საფანტის ჩაყრა და მიიღეს 52 და 64 გრამიანი ურჩხული გილზები,არ მგონია როდესმე მათი სროლა მომინდეს!!! :hi::d030:

Link to post
Share on other sites

გათბა თემა_ მიხარია! B)

 

დასტურ ვეფხია და მამუკა. :hi:

 

ჩემს მეზობელს თურქული თოფი აქვს 76-იანი სავაზნით(კრალი ქვია). დენთის და საფანტის სარწყავები მე დავუმზადე და კატეგორიულად ავუკრძალე 34 გრამზე მეტის სროლა :alfons:

 

 

courage

 

 

არა მგონია საშიში იყოს მაგ თოფიდან მძიმე მუხტის სროლა, თუმცა მუდმივად მაგნუმის გამოყენებას მაინც არ გირჩევ.

Link to post
Share on other sites

რა ყველაფერი ამ უბედურ რუსებს ბრალდება :e025:

 

 

ეგ ერთი_ მართალია რუსებს პლაგიატობაში ბადალი არა ჰყავთ, თუმცა პირადად ჩემი ნატვრაა: ჩვენს სამშობლოს იარაღთწარმოებაში რუსების დღევანდელი დონე მაინც გააჩნდეს :(

Link to post
Share on other sites

ეგ ერთი_ მართალია რუსებს პლაგიატობაში ბადალი არა ჰყავთ, თუმცა პირადად ჩემი ნატვრაა: ჩვენს სამშობლოს იარაღთწარმოებაში რუსების დღევანდელი დონე მაინც გააჩნდეს :(

ჯანდაბას ჩინურ დონეზე მაინც ვიყოთ ან თურქულზე

Link to post
Share on other sites

ეგენი ბატონებო,ძირითადად ფოლადის საფანტის სასროლადაა გაკეთებული,რადგან ფოლადის სიმსუბუქის გამო,იგივე რაოდენობის ბურთულებს მეტი სივრცე,ანუ გილზის 76 ან 89 მილიმეტრიანი სიგრძე ჭირდება,მოგეხსენებათ ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ტყვიის საფანტი!!!მერე რუსებმა ამ გრძელ გილზებში მოიფიქრეს ტყვიის საფანტის ჩაყრა და მიიღეს 52 და 64 გრამიანი ურჩხული გილზები,არ მგონია როდესმე მათი სროლა მომინდეს!!! :hi::d030:

 

ვეთანხმები ბატონ გრიგოლიას.

 

არის რამოდენიმე საზოგადო სანადირო ადგილი, სადაც მხოლოდ ფოლადის საფანტიანი ვაზნები უნდა ვიხმარო, ასევე მიუხედავად იმისა პომპა გაქვს 4+1 ან ნახევრად ავტომატი, 2-ზე გადაგყავს პომპა და ნახევარშიც 2-ზე მეტი ვაზნის ჩადება იკრძალება.

 

არავითარი სურვილი არ მაქვს მსგავსი ვაზნები გამოვიყენო, მაგრამ მაინცდამაინც ამ ადგილებშია ხოხობის, კურდღელის, იხვის, კანადური ბატის და გვრიტი-მტრედის ჭარბი პოპულაციები. :karochera:

Link to post
Share on other sites

ზუსტ სროლაზე რატომაა დამოკიდებული მაგნუმის და ჩვეულებრივი 32-34 გრამიანი ვაზნის შედეგიანობა? მაგალითად იხვზე ან ბატზე ან ტურა ავიღოთ, 40-50 მეტრზე სროლისას, მგონი ნანადირევი გაზრდილი მუხტით უფრო გარანტირებული გვაქ ვიდრე ჩვეულებრივით.

თუმცა მეც მომხრე ვარ რომ ძირითადად 36 გრამამდე დავეძალოთ.

ორად ორი ვაზნა მაქ გასროლილი 50 გრამიანი და 4 ცალი 42 გრამიანი, სრული მაგნუმების გამოყენებას აღარ ვაპირებ, ნახევარ მაგნუმები შეიძლება აქა-იქ გამოვიყენო ხოლმე.

Link to post
Share on other sites

ხალხო მაგნუმის და სუპერ მაგნუმის თემაზე ცოტა ბევრი დაწერეთ თორე საქართველოში ზოგიერთ მონადირეს გონია რომ რახან მაგნუმია სადაც დაინახავს იქ კლავს და ამ დროს არც შენ გაცლის ნადირობას ;)

Link to post
Share on other sites

ეს პოსტი სამი წლის წინანდელია(მაშინ სხვა ფორუმზე ვიყავი) ;)

 

 

 

 

 

რაც შეეხება მაგნუმსა და სუპერმაგნუმს!!! (ერთი 76მმ სავაზნითა და მეორე 89მმ-ით)მე პირადად მხარს ვუჭერ მაგ ,,ბიჭებს” და შევეცდები აგიხსნათ რატომ:

 

1) მაგნუმის თოფებს რესურსი უფრო დიდი აქვთ ვიდრე 70მმ-იანებს.

2) მაგნუმის ლულით უპრობლემოდ შეიძლება სტანდარტული ვაზნის სროლა.

3)თავისი ვაზნების გამოყენების პირობებში სასროლი მანძილი, ჭრა, სიბურჯღლე და ა.შ. რომ გაზრდილი აქვთ ამაზე ხომ ვერავინ შემედავება.

 

ახლა განვიხილოთ ის საკითხი, რომ მაგნუმის ვაზნა ურფო ძვირი ჯდება.

 

შევადაროთ სტანდარტული და მაგნუმის თოფები იმ პირობებში როცა მათ აქვთ ერთნაირი ლულათა სიგრძე და შევიწროება. თუ მოკლე დისტანციაზე ისვრი და ჭრაც ნაკლები გჭირდება 70მმ-იანი ვაზნა ჩადე და ეგაა ეკონომია , ხოლო შორს მაგნუმი უტყუარია(ახლა ისიც გავთვალოთ, რომ დაჭრილი ფრინველისა თუ ცხოველის დასაგდებად სტანდარტული ვაზნით ზოგჯერ ორი და მეტი გასროლაა საჭირო ). თუ ვიანგარიშებთ, დავინახავთ, რომ 2-3 სტანდარტული ვაზნა და ერთი მაგნუმი თითქმის ერთი ფასი ღირს. .

 

საშუალო დისტანციაზე(იქ სადაც სტანდარტული თოფიც მიუწვდება) მაგნუმით ფრინველისა და ცხოველის მოპოვება უფრო ადვილია, რადგან უფრო დიდია საფანტით სასიკვდილოდ დაზიანების ზონა. ეს რომ ადვილი წარმოსადგენი იყოს გეტყვით:

 

0 ნომერი საფანტისათვის 32 გრამიან ვაზნაში ჩადის 67 ცალი ბურთულა, 50გრამიან მაგნუმში 106 ცალი, ხოლო 60 გრამიან სუპერმაგნუმში 126 ცალი; № 5 საფანტისათვის_ სტანდარტულში 184 ცალი, მაგნუმში 306 ცალი, სუპერმაგნუმში 368 ცალი; № 9 საფანტისათვის_ სტანდარტულში 603 ცალი, მაგნუმში 1005 ცალი, სუპერმაგნუმში 1206(გაანგარიშებები მიახლოებითია როგორც ხვდებით).

 

საზოგადოდ ცნობილია, რომ სანადირო ობიექტის საიმედო დაზიანებისათვის ტუშში უნდა მოხვდეს საფანტის 4 მარცვალი მაინც. ჭურვის ერთი მარცვლის მასა უნდა შეადგენდეს სანადირო ობიექტის მასის არანაკლებ 1/5000–ს და საიმედო ჭრის მისაღებად საფანტის სიჩქარე ობიექტთან შეხვედრისას უნდა იყოს არანაკლებ 150მ/წმ. ამ მონაცემთა ერთობლიობა წარმოადგენს ,,საფანტით საიმედო დაზიანების ზონას"(წრეს).

 

შევადაროთ N3 საფანტის შემთხვევაში(ერთი მარცვლის მასა 0,25 გ) ლულის ერთაირი შევიწროებისას 32 გრამიანი სტანდარტული და 50 გრამიანი მაგნუმის ვაზნის ბალისტიკა:

 

ა) საფანტის მარცვლების რაოდენობა სტანდარტულში_128; მაგნუმში_200

ბ) საფანტით საიმედო დაზიანების ზონის რადიუსი სტანდარტულში 37,5სმ; მაგნუმში 48,7 სმ

გ) ოპტიმალური მომაკვდინებელი მანძილი სტანდარტული ვაზნისათვის 38მ; მაგნუმისათვის 47მ

დ) მაქსიმალური მომაკვდინებელი მანძილი სტანდარტული ვაზნისათვის 52მ; მაგნუმისათვის 70მ.

 

 

 

 

პ.ს. მოკლე და საშუალო დისტანციებზე მაინცადამანიც 76-იან ვაზნას ნუ მიანიჭებთ უპირატესობას უმჯობესია 70-იანი(დაზოგეთ თოფის და ფულის რესურსი) :hi3:

Link to post
Share on other sites

გურულო, გაზრდილი მუხტით სროლისას ხო ჩოკიც უფრო უნდა გავაფართოვოთ? მაგალითად თუ კი 5 ნომერი 36 გრამი სრული ჩოკიდან ჩემი დაკვირვებით იდეალურია, მაშინ 50 გრამის სროლისას 0.75 შევიწროება უფრო კარგი არ უნდა იყოს?

არ შემიდარებია კონკრეტულად 5 ნომრები, უბრალოდ ასე ვფიქრობ.

Link to post
Share on other sites

გურულო, გაზრდილი მუხტით სროლისას ხო ჩოკიც უფრო უნდა გავაფართოვოთ? მაგალითად თუ კი 5 ნომერი 36 გრამი სრული ჩოკიდან ჩემი დაკვირვებით იდეალურია, მაშინ 50 გრამის სროლისას 0.75 შევიწროება უფრო კარგი არ უნდა იყოს?

არ შემიდარებია კონკრეტულად 5 ნომრები, უბრალოდ ასე ვფიქრობ.

ნახევარ ჩოკი ძალიან კარგ შედეგს აჩვენებს თედო,გატესტილი მაქვს ;)

Link to post
Share on other sites

გურულო, გაზრდილი მუხტით სროლისას ხო ჩოკიც უფრო უნდა გავაფართოვოთ? მაგალითად თუ კი 5 ნომერი 36 გრამი სრული ჩოკიდან ჩემი დაკვირვებით იდეალურია, მაშინ 50 გრამის სროლისას 0.75 შევიწროება უფრო კარგი არ უნდა იყოს?

არ შემიდარებია კონკრეტულად 5 ნომრები, უბრალოდ ასე ვფიქრობ.

 

 

გადაჭრით ვერავინ მოგახსენებთ, რომ კონკრეტული თოფისათვის გაზრდილი მუხტის გამოყენებისას ამა თუ იმ ნომერს უკეთესი ჭრა და სხვა ბალისტიკური მაჩვენებლები ექნებაო...

 

საზოგადოდ მეტ მუხტს უმჯობესი ჭრა მოაქვს, თუმცა ყველაფერი მისროლით უნდა შემოწმდეს.

 

საქმე იმაში გახლავთ, რომ სხვადასხვა თოფები განსხვავდებიან არხის დიამეტრით, შესაბამისი შევიწროება არის არხის მიმართ შემცირებული ანუ თუ არხის დიამეტრი არის 18,2 მაშინ 0,5-იანი(ნახევარჩოკი) ავიწროებს ლულის ბოლოს 0,5 მმ-ით ანუ დადის 17,7მმ-მდე. თუ არხი 18,4-ია მაშინ ნახევარჩოკი დაიყვანს მას 17,9-მდე და ა.შ.

 

მაღალი მუხტის შემთხვევაში მეტია საფანტი და შესაბამისად მეტია მისი ლულაში მოძრაობისას დეფორმირება, ამიტომ ხშირად სიბურჯღლის პროცენტული მაჩვენებელი ნაკლებია ვიდრე დაბალი მუხტის დროს.

 

ყველაზე ადვილია საფანტის სხვადასხვა ნომრები ლულასთან და შესაბამის ჩოკთან იყოს შეთანაწყობილი ანუ გაისინჯოს შესაბამისი წესით(ფორუმში არის თემა ,,შეწონასწორებული ანუ შეთანხმებული საფანტი").

ამის შემდეგ შეწონასწორებული საფანტი უნდა გამოსცადოთ მისროლით და სხვადასხვა მუხტით. ეგაა სულ :hi3:

Link to post
Share on other sites

ცოტა ძვირადღირებული სიამოვნებაა ეგ გატესტვა, კარგა ბლომად ვაზნები გჭირდება, სახსნელ ჩოკებზე მითუმეტეს.

რომ გაიგო რომელი შევიწროებაა უკეთესი კონკრეტული ზომის ტყვიისა და კონკრეტული ზარიადის დროს.

კიდევ ზაფხულში რამდენი დენთი უნდა უქნა რამდენ გრამ ტყვიას და ზამთარში რამდენი. უჰჰჰჰ!!!!!!!!!!

 

ერთი კი ცხადია, სუპერ მაგნუმზე ვერ მოგახსენებთ მაგრამ მაგნუმი მარტო ფოლადის საფანტის სროლისთვის არაა გამოგონებული.

 

ხოლო რომელი თოფია სრულყოფილი ასეთი ვაზნებისთვის მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვი, მე ჰუგლუდან ზემოთაც დავწერე რომ მისვრია 2 ცალი 50 გრამიანი, მაგრამ ასეთი იაფფასიანი თოფების პატრონები მაინდამაინც ნუ მიეძალებით დიდ ზარიადებს, თორემ მერე დაიწყებთ ეს თურქული თოფები ნამდვილი ნაგავია, ორ წელიწადში მოირყა და გადასაგდები გახდაო.

Link to post
Share on other sites

მაგნუმს ბატზე და იხვზე თუ გამოიყენებ(ისე უმისოდაც კლავდა ჩვენი წინაპარი არანაკლებად) თორემ ისე რა საჭიროა.

Link to post
Share on other sites

მაგნუმს ბატზე და იხვზე თუ გამოიყენებ(ისე უმისოდაც კლავდა ჩვენი წინაპარი არანაკლებად) თორემ ისე რა საჭიროა.

წინა პოსტებში დავწერე ნასროლი მაქვს ჩემი თოფიდანთქო, მაგრამ არაფერი მომინადირებია ამ ვაზნებით, წელს სულ ორი იხვი მყავს მოკლული და ორივე 7 ნომრებით, თურქული "იაფ"-ი 36 გრამი.

Edited by master
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...