Jump to content
Club-Monadire.Ge

ზოგადი საუბრები ნადირობაზე


Recommended Posts

  • Replies 283
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მწყერის მიგრაციის კვლევები (საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო).    

Posted Images

მე თუ მკითხავთ ეს თემა საერთოდ წასაშლელია. განყოფილების გამეორებაა > ნადირობა > ნადირობა

 

რა პონტია?

Link to post
Share on other sites

არის რაღაც საკითხები, რომელსაც ვერცერთ თემას ვერ მოუძებნი, აი დროებითი და მოკლე ვადიანი თემები. საჭიროა ჩემი აზრით

 

მე თუ მკითხავთ ეს თემა საერთოდ წასაშლელია. განყოფილების გამეორებაა > ნადირობა > ნადირობა

 

რა პონტია?

Link to post
Share on other sites

უცხოური სამონადირეო ორგანიზაციები:

 

 

 

უამრავი საინტერესო მასალაა ამ მიმართულებით. სხვადასხვა კონტაქტების აწყობა შეიძლება ან უცხოეთის გამოცდილების გაზიარება.

 

სამონადირეო განათლების საერთაშორისო ასოციაცია

 

http://www.ihea.com/index.php

 

 

 

ამ ასოციაციის ჟურნალი პდფ ფაილების სახით

 

http://www.ihea.com/instructors/hunter-education-journal.php

 

ძალიან კარგი გვერდი აქვთ დამწყებთათვის. იარაღიცაა, ტყვია-წამალიც და ყველა საჭირო საბაზისო ინფორმაცია ახალგაზრდა მონადირეთათვის

 

http://homestudy.ihea.com/contents.htm

Link to post
Share on other sites

მონადირის 15 მცნება

 

 

 

1. მონადირე ბუნების მეგობარია, მოუფრთხილდი შენი სამშობლოს ბუნებას და მის შვილებს.

 

2. ნუ მოკლავ გაზაფხულზე დედალს, ის შემოდგომაზე მთელ ბუდობას გაზრდის.

 

3. არასოდეს არ მოკლა გასართობად და უმიზეზოდ ნადირ-ფრინველი!!! ყველა მათგანი ბუნების განუმეორებელი შვილია.

 

4. ებრძოლე ბრაკონიერს!!! ის არა მარტო ბუნების, არამედ სამშობლოს მტერიცაა.

 

5. ნურასოდეს მოიპოვებ იმაზე მეტ ნადავლს, რაც საკმარისია შენთვის და რაც კანონით არის დადგენილი.

 

6. არასოდეს უგინო მონადირეს თოფი და ძაღლი!

 

7. გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.

 

8. ნებისმიერ შენობაში შესვლისას, ტყვიები ამოალაგე და თოფი გადახსენი.

 

9. არასოდეს არ იარო სანადიროდ ნასვამმა, თავსაც ხიფათს შეამთხვევ და სხვასაც.

 

10. არასოდეს არ ესროლო სხვისი ძაღლის მიერ აფრენილ ფრინველს პატრონის ნებართვის გარეშე.

 

11. საფარიდან ნადირობისას, არავითარ შემთხვევაში არ ისროლო ხმაურზე! სანამ არ დაინახავ რას ესვრი.

 

12. არ დატოვო საფარი, მანამ სანამ თავკაცი ნიშანს არ მოგცემს.

 

13. ერთობლივი ნადირობას ხელმძღვანელობს ნადირობის თავკაცი, გამოცდილი და ადგილმდებარეობის მცოდნე მონადირე, დაემორჩილე მას.

 

14. არასოდეს წახვიდე ნადირის მოსაპოვებლად რისკზე, მითუმეტეს თუ ეს ზიანს მოგიტანს შენც და სხვასაც.

 

15. ასწავლე ბუნების სიყვარული და ნადირობის დაწერილი თუ დაუწერელი კანონები ახალგაზრდა თაობას.

 

(პოსტის მომზადებითსთვის მადლობა ლევან მესხიძეს)

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

გააჩნია რომელი კალიბრია და რა სიგრძის ლულები აქვს.

 

საშუალო წონა 3,300-ია.

 

ამ ლინკზე შედი და ყველაფერია მოცემული.

 

http://www.pmulcahy.com/db_sb_shotguns/russian_db_sb_shotguns.htm

Link to post
Share on other sites

საკმაოდ ვეძებე თემა, სადაც იმის მოყოლა შეიძლებოდა, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.

სამძიმრის თემაში ამ ადამანზე იმიტომ არ დავწერე, რომ ყველაფერთან ერთად ძაღლზეც მინდა მოგახსენოთ, თან იმ კაცს აქაურებიდან მხოლოდ მე ვიცნობდი(მგონი გურიკა შევარდნაძეც იცნობდა).

 

 

გუშინწინ ოზურგეთში დაკრძალეს ძალიან კარგი მონადირე და ვაჟკაცი გია ჟღენტი. მისი ცხოვრება ამ ცოდვილ მიწაზე 50 წლით შემოიფარგლა და ამ გზიდან, სულ ცოტა 35 წელი აქტიური მონადირე იყო...

ბევრჯერ გვინადირია ერთად მწყერსა თუ ქათამზე. ცხონებული ყოველთვის ჯიშიანი ძაღლებითა და კარგი თოფებით გამოირჩეოდა სხვა აქაური(გურიას ვგულისხმობ) მონადირეებისაგან.

ამ ბოლოს ძალიან კარგი ექსტერიერისა და საველე მონაცემების კურცჰაარი ყავდა(8 წლის გახლდათ ძაღლი). პატრონსა და ოთხფეხას უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.

წლევანდელ მწყერობაზე რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს სავარგულში და სხვასთან ერთად ჩვენი ძაღლებითაც წავიტრაბახეთ... საკმაოდ ვხალისობდით იმ ახალგაზრდა მონადირეებზე, რომელთა ძაღლები მწყერის აფრენის შემდეგ ტვინჩაკეტილებივით მისდევდნენ ფრინველს და პატრონის ძახილზე_მობრუნდიიიი!!!!!!!! საერთოდ ყრუვდებოდნენ. ასეთ დროც ცხონებული იტყოდა: ეეე, გევიდა ძაღლი დამკაშიო!

გიას გარდაცვალებიდან მესამე დღეს ძალიან მოწყენილი მისი კურცჰაარი იმ ოთახში შევიდა სადაც მიცვალებული ესვენა, შემოუარა მიცვალებულს და ისევ გამოვიდა გარეთ... ძაღლისათვის იმ მომენტში არავის ეცალა და გარეთ გამოსული ცხოველი მხოლოდ ცოტა ხნით იყო ყურადღების ცენტრში.

 

საღამოს მეძებარი არ გამოჩნდა და ძებნა დაუწყეს. ეზოს უკან გასულიყო და ღობის ძირში მომკვდარიყო... :(

Link to post
Share on other sites

5. ნურასოდეს მოიპოვებ იმაზე მეტ ნადავლს, რაც საკმარისია შენთვის და რაც კანონით არის დადგენილი.

ესაა რო გვჭირდება ყველაზე მაგრად დღეს-დღეობით, მაგ მცნების დეფიციტი გვაქ თორე სხვა მეტ-ნაკლებად დამაგმაყოფილებელია

Link to post
Share on other sites

საკმაოდ ვეძებე თემა, სადაც იმის მოყოლა შეიძლებოდა, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.

სამძიმრის თემაში ამ ადამანზე იმიტომ არ დავწერე, რომ ყველაფერთან ერთად ძაღლზეც მინდა მოგახსენოთ, თან იმ კაცს აქაურებიდან მხოლოდ მე ვიცნობდი(მგონი გურიკა შევარდნაძეც იცნობდა).

 

 

გუშინწინ ოზურგეთში დაკრძალეს ძალიან კარგი მონადირე და ვაჟკაცი გია ჟღენტი. მისი ცხოვრება ამ ცოდვილ მიწაზე 50 წლით შემოიფარგლა და ამ გზიდან, სულ ცოტა 35 წელი აქტიური მონადირე იყო...

ბევრჯერ გვინადირია ერთად მწყერსა თუ ქათამზე. ცხონებული ყოველთვის ჯიშიანი ძაღლებითა და კარგი თოფებით გამოირჩეოდა სხვა აქაური(გურიას ვგულისხმობ) მონადირეებისაგან.

ამ ბოლოს ძალიან კარგი ექსტერიერისა და საველე მონაცემების კურცჰაარი ყავდა(8 წლის გახლდათ ძაღლი). პატრონსა და ოთხფეხას უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.

წლევანდელ მწყერობაზე რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს სავარგულში და სხვასთან ერთად ჩვენი ძაღლებითაც წავიტრაბახეთ... საკმაოდ ვხალისობდით იმ ახალგაზრდა მონადირეებზე, რომელთა ძაღლები მწყერის აფრენის შემდეგ ტვინჩაკეტილებივით მისდევდნენ ფრინველს და პატრონის ძახილზე_მობრუნდიიიი!!!!!!!! საერთოდ ყრუვდებოდნენ. ასეთ დროც ცხონებული იტყოდა: ეეე, გევიდა ძაღლი დამკაშიო!

გიას გარდაცვალებიდან მესამე დღეს ძალიან მოწყენილი მისი კურცჰაარი იმ ოთახში შევიდა სადაც მიცვალებული ესვენა, შემოუარა მიცვალებულს და ისევ გამოვიდა გარეთ... ძაღლისათვის იმ მომენტში არავის ეცალა და გარეთ გამოსული ცხოველი მხოლოდ ცოტა ხნით იყო ყურადღების ცენტრში.

 

საღამოს მეძებარი არ გამოჩნდა და ძებნა დაუწყეს. ეზოს უკან გასულიყო და ღობის ძირში მომკვდარიყო... :(

 

 

კი გელა როგორ არ ვიცნობდი გიას, ამ შემოდგომაზე თითქმის ყველა დღე ვხვდებოდით ერთმანეთს, კარგი მონადირე და კარგი იუმორის მქონე ადამიანი იყო, ძალიან გული დამწყდა როცა გავიგე ეგ ამბავი, ღმერთმა გაანათლოს მისი სული... :(((

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ჯონ ჰანტერი J. A. HUNTER

f3423d50502b.jpg

 

John Alexander Hunter (1887 – 1963)

 

 

 

ჯონ ჰანტერი დაიბადა 1887 წელს შოტლანდიის სამხრეთში შირინგტონში. მამამისს ქვეყნის ამ ნაწილში ერთ-ერთი საუკეთესო ფერმა ჰქონდა 300 აკრი სახნავითა და სამი კვადრატული მილი საძოვრით. გვარი Hunter(მონადირე) წარმოდგება მათი უძველესი წინაპრის პროფესიიდან და გვარის ყველა წევრს თანდაყოლილი ჰქონდა ნადირობის სიყვარული. ჯონის მამაც გამუდმებით ნადირობდა, მხოლოდ დედა იყო ოჯახის ერთადერთი წევრი, ვინც არ მონაწილეობდა სპორტულ ნადირობებში. თუმცა თუ ნადირობა ოჯახის სხვა წევრებისათვის მხოლოდ დასვენება გახლდათ, ჯონისათვის ეს ჰაერი იყო, რის გარეშეც არსებობა არ შეეძლო.

ბავშვობაში ჯონი მამას დაყვებოდა სანადიროდ და ნასროლ ვაზნებს აგროვებდა(ძალიან უყვარდა დენთის სუნი). უმეტესად ლოხარ-მოსის ჭაობში ატარებდა მთელ დღეებს, სადაც ბლომად იყო იხვი და სხვა სანადირო ობიექტები. აქ მომავალი მონადირე აკვირდებოდა ფრინველთა ქცევებსა და მანერებს, სწავლობდა ჭაობის ბილიკებსა და ორიენტირების საფუძვლებს. შემდგომ ზრდასრული ჰანტერი იხსენებდა, რომ თვალახვეულს შეეძლო ჭაობში არსებულ ბილიკებზე სიარული...

8 წლის ჯონმა მამისაგან მალულად აიღო თოფი და წავიდა სანადიროდ. ეს თოფი გახლდათ ძველი პერდე, რომელიც მამამისმა თავისი მეგობრისაგან შეიძინა. ჰანტერის აზრით გლუვლულიანი პერდე საუკეთესოა ადამიანის მიერ შექმნილ თოფთა შორის. პერდეს დახასიათებისას ჰანტერი აღნიშნავს ,,მას უზუსტესი მოხვედრა აქვს; მხოლოდ ღმერთმა უწყის, რამდენი ვაზნაა ამ თოფიდან გასროლილი და მიუხედავად ამისა საკეტი ისევე მუშაობს როგორც სრულიად ახალი; აქვს ისეთი ბალანსი, რომ სროლა ერთი სიამოვნებაა".

როცა ჯონი პირველად გავიდა სანადიროდ, მან კინაღამ ფეხი გაიხვრიტა_ფრინველთან მიპარვისას უნებლიედ დაუშვა სასხლეტი. მიუხედავად ამისა, ამ ამბის გაგების შემდეგ, ჰანტერის მამას არ დაუშლია შვილისათვის ნადირობა. მალე ახალგაზრდა მონადირემ შეისწავლა იარაღთან მოქცევა, ყოველ საღამოს შლიდა მამის პერდეს და წმენდდა-ზეთავდა(მიუხედავად ასეთი ინტენსიური ექსპლოატაციისა და წმენდისა პერდეზე გრავირება თითქმის პირვანდელი სახით შენარჩუნდა).

გარდა აქტიური ნადირობისა ჰანტერი თევზაობასაც არ ივიწყებდა(ბამბუკის ანკესით თევზაობდა). სიბნელის დადგომისას ჯონი მდინარეს აკითხავდა, ერთ ხელში ჩირაღდანი ეჭირა, ხოლო მეორეში კი ჩანგალი. ამ ხერხით ორაგულზე ნადირობდა.

ასაკის მატებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ჰანტერი ბრაკონიერულ საწყისებსაც ჩაწვდა. :mad: როცა არ ნადირობდა ან ანკესით არ თევზაობდა, მაშინ ღამეებს ათენებდა მდინარის ნაპირებთან, სადაც ოსტატურად აგებდა ბადეეს... მალე იმდენად დაოსტატდა, რომ ვერავინ შეედრებოდა მას ამ საქმეში. ეგერებისაგან დასაცავად ჰანტერს მუდამ ახლდა ძაღლი რომელიც, ყეფით აფრთხილებდა პატრონს საშოშროების მოახლოებისას.

ღამის თევზაობებიდან ძალიან გვიან ბრუნდებოდა და სახლში განათებული ოთახის ხილვა, ჯონს აუწყებდა, რომ დედას არ ეძინა, შვილს ელოდებოდა. ასეთ დროს ნანადირევს სარდაფში მალავდა და უჩუმრად აიპარებოდა საძინებელში. დედა ხშირად გაკვირვებული იყო_,,ნეტა სად იყო მთელი ღამე?" მამამ უწყოდა სად ატარებდა ღამეებს შვილი, მაგრამ საიდუმლოდ ინახავდა;).

ჰანტერის მშობლებს უნდოდათ, რომ მათი შვილი ფერმერი გამხდარიყო, მაგრამ ჯონს ეს სფერო ნაკლებად აინტერესებდა. 18 წლის ასაკში მას შეუყვარდა(ეგონა რომ შეუყვარდა) მასზე გაცილებით უფროსი ასაკის ქალი. ოჯახმა გადაწყვიტა აერიდებინათ შვილი ამ საქმისათვის და გაემგზავრებინათ კენიაში ქალაქ ნაირობისთან ახლოს, სადაც მათი ნათესავები ცხოვრობდნენ.

ჯონი მზად იყო იმავე წუთს გამგზავრებულიყო, რადგან კენიაში სპილოები და მარტორქები ბინადრობდნენ...

რამდენიმე დღეში ჰანტერი გაემგზავრა. გამგზავრებისას მამამ მისი პერდე გადასცა ჯონს და უთხრა: ,,ეს ვიზიტი ან კაცად გაქცევს ან გაგტეხს..."

გარდა პერდესი ჯონი აფრიკაში გაემგზავრა 6,9 მილიმეტრიანი მაუზერით, რომელიც ბიძამისის ჩამონატანი იყო ერთ-ერთი ომიდან.

აფრიკაში ჩასვლის შემდეგ ჯონი მოეწყო სამუშაოდ მომბასი-ნაირობის რკინიგზაზე. აქ ჯონი პირდაპირ მატარებლიდან ნადირობდა, რადგან არც თუ იშვიათად გზად ლომი ან ლეოპარდი ხვდებოდათ...

ჯონმა სპილოზე გასროლა პირველად თავისი 6,9 მილიმეტრიანი მაუზერით აწარმოა და მაშინ არ უწყოდა, რომ ამ ყალიბით მხოლოდ შემთხვევით იყო შესაძლებელი ამ გიგანტის დაგდება. სპილო მაშინვე არ მოკვდა და ჰანტერი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს. მატარებლით უკან დაბრუნებისას მან შეამჩნია მკვდარი სპილო(მისი გასროლის შედეგი), ააცალა მას ეშვები და ეს გახლდათ პირველი აფრიკული დიდი ტროფეი! მათი გაყიდვით ჯონმა 37 ფუნტი აიღო, რაც უფრო მეტი იყო ვიდრე რკინიგზაზე 2 თვის ჯამაგირი.

აფრიკაში ჰანტერმა გაიცნო პროფესიონალი მონადირეები: ალან ბლეკი, ბილი ჯადი, ფრიც შინდელარი(ჯადი და შინდელარი შემდგომ ნადირობისას დაიღუპნენ), კამანჯო ბელი და ლესლი სიმსონი(ეს უკანასკნელი ითვლებოდა ყველაზე მაგარ ლომებზე მონადირედ. წლის განმავლობაში მან 365 ლომი მოკლა!!!). ისინი აფრიკის დამწყები მონადირისათვის ნამდვილი გმირები და მისაბაძები იყვნენ.

 

 

377fac40a394.jpg

 

პროფესიონალი მონადირის კარიერა ჯონ ჰანტერმა ლომებზე ნადირობით დაიწყო. მაშინ ადგილზე ლომის ტყავი ერთი ფუნტი ღირდა. ლეოპარდის ტყავიც დაახლოებით ამდენივეს ფასობდა. ლომები მუსრს ავლებდნენ შინაურ ცხოველებსა და არც თუ იშვიათად ადამინსაც ესხმოდნენ თავს. რკინიგზის დაგებისას ლომებმა იმდენი მუშა მოკლეს, რომ საჭირო გახდა დროებით ამ სამუშაოების შეჩერება, რათა გაენადგურებინათ ადამიანზე მონადირე ცხოველები. ჯონ ჰანტერს ერთ ჯერზე 4 ლომიც კი მოუნადირებია. პროფესიონალი მონადირე აღწერს რამდენიმე შემთხვევას, როცა თავზე ნახტომით გადამხტარი მტაცებელი ისევე განუგმირავს, როგორც ადრე შოტლანდიაში, გამფრინვალე იხვი.

ჰანტერი მონადირის განვითარების სამ ეტაპს აღწერს: 1)გამოუცდელი და ნერვიული მონადირე(საწყისი ეტაპი); 2)გამოცდილების აკრებასთან ერთად ზედმეტად თავდაჯერებული და 3)საბოლოო ეტაპი, როცა მონადირე მიხვდება, რომ ნადირობა სარისკო საქმეა.

ერთ-ერთი ნადირობისას ჯონს წრეზე მოუწია სიარული, რის შესახებაც საკუთარი ნაკვალევი აუწყებდა. მთელი ღამე გაუვალ ჯაგნარში იარა და მთელი ამ გზის განმავლობაში უამრავი მარტორქა მოკლა(თავდაცვის მიზნით), თუმცა მათი რქები არც კი აუჭრია, მიუხედავად იმისა, რომ სპილოს ეშვზე მეტს ფასობდა.

ჰანტერი მალე პროფესიონალ მონადირედ ჩამოყალიბდა. მან აფრიკაში გაიცნო ჰილდა ბენბური და დაოჯახდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა ნადირობის პროფესია შეეცვალა და დისტრიბუციით დაკავებულიყო, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. როცა ჯონმა მეუღლეს განუცხადა, რომ მისი სავაჭრო ბიზნესი გაბანკროტდა, მან წყნარად მიუგო: ,,სხვას არც არაფერს ველოდი, შენ პროფესიონალი მონადირე ხარ და ამ საქმით უნდა დაკავდე!"(მათ 6 შვილი ეყოლათ).

აფრიკაში ცხოვრების 40 წლის განმავლობაში ჰანტერს სანადიროდ დაჰყავდა: პრინცი და პრინცესა შვარენბერსკი, ბარონი და ბარონესა როტშილდი, ევროპელი დიდებულები, ინდოეთის რაჯები და მახარაჯები, ბევრი ამერიკელი მილიონერი. გარდა ამისა ხშირად ანადირებდა სპორცმენ-მონადირეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ ფული ნაგროვები აფრიკული ნადირობისათვის.

ჯონი მუშაობდა სპეციალურ სანადირო ფირმებთან, რომელშიც ჰანტერის გარდა კიდევ რამდენიმე პროფესიონალი მონადირე მოღვაწეობდა.

ჰანტერი აღწერს ერთ-ერთ შემთხვევას, როცა სანადიროდ წამოსული ფრანგი გრაფი და გრაფინია ლომის დანახვისას ისე შეშინდნენ, რომ ეგრევე უკან მოკურცხლეს. ხოლო მეორე დღეს დაიბარეს ჯონი და თხოვეს მას მოეკლა ლომი და გრაფის მოკლულად გაესაღებინა. ამას ჯონი სიამოვნებით დათანხმდა, რაც დამატებითი შემოსავლის გარდა ეკონომიის საშუალებასაც იძლეოდა.

ჯონ ჰანტერს უამრავი საინტერესო შემთხვევა აქვს აღწერილი საკუთარ წიგნში, რომელთა აქ წერა შორს წაგვიყვანს(თან მეზარება :alfons: ). რაც შეეხება ჰანტერის შემოსავლებს: ჯონი თავისი შრომითა და სპილოს ძვლის გაყიდვით გამოიმუშავებდა იმაზე მეტს, რასაც მთელი ამ აფრიკული კოლონიის გუბერნატორი(!!!)

საინტერესოა ერთი შემთხვევა: ჰანტერმა ერთ-ერთი ნადირობისას(გამცილებლის სტატუსში გახლდათ ამერიკელ სპორცმენთა წყვილთან) მიიღო შეტყობინება: ,,გთხოვთ სასწრაფოდ დაბრუნდეთ_ ჩამოდის უელსის პრინცი და მას უნდა გაყვეთ". ჯონმა უარი განაცხადა უელსის პრინცის თანხლებაზე იმის გამო, რომ კლიენტებს(ამ შემთხვევაში უბრალო სპორცმენ-მონადირეებს) ემსახურებოდა(!!!).

 

ჰანტერი ყველაზე საუკეთესო ყალიბებად აფრიკული ნადირობებისათვის მიიჩნევს .577 ან .600 ყალიბს. ყველაზე ხშირად ჯონ ჰანტერი ნადირობდა 500 ყალიბის ჰოლანდ-ჰოლანდის შტუცერით, რომლის ლულის სიგრძე 24 დიუმს შეადგენდა და აღჭურვილი იყო ეჟექტორით.

ჰანტერი გლუვლულიანებში საუკეთესოდ მიიჩნევდა პერდეს, ხოლო შტუცერებში კი ჰოლანდ-ჰოლანდს.

 

შეკითხვაზე: რომელია აფრიკის ყველაზე საშიში ცხოველი? ჰანტერი პასუხობს: ეს არავინ უწყის, რადგან ყველაფერი კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული...

 

რამდენი ხანიც არ იცხოვროს ჭეშმარიტმა შოტლანდიელმა საზღვარგარეთ, მისთვის სამშობლო მხოლოდ ერთია_შოტლანდია. 63 წლის ასაკში ჯონ ჰანტერი სამშობლოში ბრუნდება. ამ დროს მისი შვილები უკვე ზრდასრულები იყვნენ და ყველა საკუთარ გზაზე იდგა.

შოტლანდიური ფერმა უკვე ჰანტერების საკუთრება აღარ იყო... ჯონმა მისი ყოფილი ფერმის მეზობლად იყიდა სახლი და იქ დაიდო ბინა.

 

რეზიუმე:

 

აფრიკაში ჯონ ჰანტერმა იპოვა ის, რაზეც ოცნებობდა. მას ლომებზე ნადირობა მოუწია იქ, სადაც ახლა ქალაქებია გაშენებული. ჯონი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღნიშნავდა: "უკან მოხედვისას დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უმეტეს შემთხვევაში ნადირს და მე ერთნაირი შანსები გაგვაჩნდა". წლების განმავლობაში ჰანტერი სიცოცხლის რისკის ფასად კლავდა იმ დროისათვის მავნე და ჭარბ ცხოველებს: სპილოებს, კაციჭამია ლომებს და ა.შ,

ეს დიდი მონადირე წლების განმავლობაში გამცილებელი გახლდათ სახიფათო ნადირობებში, რომლებსაც სხვადასხვა ფირმები უკეთებდნენ ორგანიზებას.

თავისი კარიერის განმავლობაში ჯონ ჰანტერს 1400 სპილოზე მეტი ყავს მოპოვებული!!!

 

 

პ.ს. ახალგაზრდა მონადირეებს წარმოდგენა რომ შეექმნათ იმაზე, თუ ვინ იყო ჯონ ჰანტერი, მგონი საკმარისია. :hi3:

 

ეს კი ჰანტერის წიგნია, რომელიც დაახლოებით 30$ ღირს

 

 

427db05ff7b9.jpg

Link to post
Share on other sites

ჯონ ჰანთერი არ იყო მონადირე, ის იყო "იმენნა" მკვლელი და უფრო ბიზნესმენი.

 

ატანა არ მქონდა მაგ პერსონის ბავშვობიდან. :karochera:

 

მაგაზე უკეთეს სიტუაციაში ვარ ეხლა, დავაყარო ნებისმიერ ცხოველის და მძიემე ფრინველის პოპულაციას? :karochera:

 

 

 

 

პ.ს. ვერ ვიტან მეცხოველეებს, რაც არ უნდა ენა დაიტკბონ ამბის გადმოსაცემად.

 

ხალხო, თქვენ კიდევ რა გჭირთ? :karochera:

 

365 ლომი მოკლა მაგ დედა გაფუჭებულმა და 1400-ზე მეტი სპილო. :karochera:

 

 

 

თქვენ თუ მის საქციელს იწონებთ, ამომშალეთ თქვენი სამეგობრო სიიდან. :karochera:

Link to post
Share on other sites

ქართველი მონადირესთვის აზარი ნიშნავდა, 100 ცხოველს თავისი სიცოცხლის მანძილზე, მას მერე მონადირე, ნაბადში ან შალში გახვეულ იარაღს მარხავდა.

 

ბევრს აზარი ვერ აუღწევია და ყოველთვის, ეხლაც, მონადირენი, ერთმანეთს აზარის ასრულებას უსურვებენ დიდხანს სიცოცხლის და სიჯანსაღის საიგივედ. :karochera:

Link to post
Share on other sites

გიო შენ ჩვენი ძმა ხარ აწ და მარადის. :*

 

კარგად მესმის შენი შეშფოთება და შესაბამისი შედარება: ქართველი მონადირე აზარს რომ აათავებდა, თავის თოფს მარხავდა და შენდობას ითხოვდა...

 

მოდი ცოტა ვიმსჯელოთ: საქართველოში ნებისმიერ პერიოდში იმდენი ცხოველი არ ყოფილა, რაც უზარმაზარ აფრიკაში. თან ჩვენი ,,უმცროსი ძმანი" ძალიან იშვიათად ესხმოდნენ თავს მოსახლეობას და ასევე იშვიათად უნადგურებდნენ წლის მოსავალს(ახლანდელი მგლების ქცევა ცალკე საუბრის თემაა).

 

თუ აბსოლიტური მაჩვენებლებით გავაკეთებთ ანალიზს, მართლაც ბევრი ცხოველი ყავს ჰანტერს დანახოცი, მაგრამ:

 

წლების განმავლობაში ჯონი ანადგურებდა საშიშ და ხშირად მავნე ცხოველებს, რომლებიც ნათესებს ანადგურებდნენ და ხალხს კლავდნენ...

 

ერთ საღამოს კენიის ერთ-ერთი ტომის ორი წევრი ეახლა ჰანტერს და თხოვეს მოეკლა სპილო, რომელიც მათ სოფელს თავს დაესხა(ეს რიგით მეცხრე სოფელი გახლდათ, რომელზეც იერიში მიიტანა) და რამდემიმე ადამიანი ფეხქვეშ გათელა; ზოგიერთს ხორთუმითა და პირით ხელ-ფეხი დააძრო და ა.შ. მთელი სოფელი პანიკაში იყო... ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როცა მომრავლებული პოპულაციის გამო სპილოები ,,ადვილ" საკვებს ეძებდნენ და სოფლის ნათესებს ერთ ღამეში ანადგურებდნენ. ამ დროს ასეთი ქმედება, სოფლის შიმშილისათვის გაწირვას ნიშნავდა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი იყო, რის შესახებაც არა მარტო ჰანტერის წიგნშია მოთხრობილი.

ამ დროს ადგილობრივი ხელისუფლება თხოვდა მონადირეებს გაენადგურებინათ საშიში ცხოველები. ეს მისია როგორც წესი ძალიან გამოცდილ მონადირეებს ხვდებოდათ წილად, რადგან არა მარტო სპილოს მოკვლა იყო საჭირო, არამედ კონკრეტულად მკვლელი სპილოს განადგურება.

 

მართალია, რომ ამ კაცმა რეკორდული რაოდენობის ცხოველები დახოცა, თუმცა ხშირად ეს აუცილებლობით იყო განპირობებული...

 

 

გეხუტუნე გიო გულში!!!!!!!!!!!!! :*

Link to post
Share on other sites

ბრაო გელა მაგარი სტატიაა !!

 

ბრაკონიერადაც რო შევრაცხოთ ეგ კაცი,ფაქტია რო უდიდესი გამოცდილება და ნადირობის უაღრესად ძირფესვიანი ცოდნა უნდა ამდენი ცხოველის დახოცვას !!

 

ნუ ბრაზობ გიოოო,გელას პოსტში წერია რომ სადაც ჰანტერი სპილოებს ხოცავდა იქ უვე ქალაქები ყოფილა გაშენებული,ასე რომ ის ცხოველები მაინც განწირულნი ყოფილან სასიკვდილოდ.შენკი ხარ სამოთხეში ნდირობის მხრივ მააგრამ ეხლა სხვა დროა გიო,ნებისმიერი რო ადგეს და ეხლა ესე უმოწყალოდ ხოცოს ეს აღწერილი და დათვლილი ნადირ ფრინველი,შენც დაგიჭერენ,მეც დამიჭერენ და ტრიფონსაც დაიჭერენ :haha: :haha:

დროც შეიცვალა გიო მაშინ განუკითხაობა იყო ნადირ ფრინველიც ბევრად მეტი იყო ყველგან,ეხლა მაგას ვერავინ იზავს და მითუმეტეს შენ მაგას არასდროს იკადრებ...

არ გეწყინოს გიო ხო იცი როგორ პატივსა გცემ...

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ერნესტ ჰემინგუეი

1899-1961წწ

 

ცნობილი ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი თავგადაკლული მონადირე გახლდათ.

ნადირობისადმი ლტოლვა მამამისის, კლარენსის დამსახურება გახლდათ, რომელიც კარგი ექიმი იყო და ჩიკაგოს გარეუბნებში იკლავდა ნადირობის ჟინს(სახლში ბლომად სანადირო თოფი ჰქონდა).

როცა ერნესტი წამოიზარდა, მამამ სანადიროდ ტარება დაუწყო და ფაქტიურად დააავადა თავისი გატაცებით_ნადირობით. მომავალი მწერლის დედას უნდოდა შვილი მუსიკოსი გამხდარიყო, მაგრამ მას ფაქტიურად სძულდა ვიოლონჩელო, სამაგიეროდ ნადირობის სიყვარული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე თან გაყვა... 1961 წლის 2 ივლისს ერთი ვერსიით ბერნარდელის ფირმის ორლულიანით მოისწრაფა სიცოცხლე(არსებობს სხვა ვერსიაც).

როცა ყმაწვილი 12 წლის გახდა ბაბუამ აჩუქა მისი პირველი ცალლულიანი 20 ყალიბის თოფი. ერნესტი ძალიან ამაყობდა მისი საჩუქრით და ოცნებობდა ჯუნგლებში ნადირობაზე; მას ეჯერა, რომ ნატვრა აუხდებოდა.

წამოზრდილმა ჰემინგუეიმ მოასწრო რეპორტიორად მუშაობა, პირველ მსოფლიო ომში სასწრაფო დახმარების მანქანაზე მძღოლად მუშაობა, მიიღო იტალიის მედალი ,,მამაცობისათვის", დამკვიდრდა პარიზში, დაწერა პირველი ნაწარმოები, გამოსცა პირველი წიგნი, პირველი რომანი, ნახა პირველი ფილმი რომელიც მისი რომანის მიხედვით გადაიღეს; დაოჯახდა, განქორწინდა, კვლავ დაქორწინდა, გახდა მამა...

1933 წლის 22 ნოემბერს მწერალი მეუღლესთან ერთად მარსელიდან გემით გაემგზავრა პორტ მომბასისაკენ. აქედან მატარებლით წავიდა ნაირობიში, სადაც მათ ელოდათ მონადირე-გამცილებელი ფილიპ პერსივალი.

აქედან ორი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანით სამხრეთისაკენ ტანგანიკისაკენ გაეშურენ. საღამოს მათ შეძლეს ლომის მონადირება_ პირველი გასროლა ჰემინგუეის მეუღლემ, პოლინმა შეასრულა, მათი აზრით ნადირი დაიჭრა და გაიქცა, მაშინ ერნესტმა გაისროლა თავისი სპრინგფილდიდან და ლომი დაეცა. მწერალი შემდეგ იხსენებდა: ,,მეგონა დაჭრილი ლომი შეტევაზე უნდა გადმოსულიყო და მზად ვიყავით სულ სხვა განცდებისათვის, მან კი გაქცევა დაიწყო_ სულ სხვას ველოდით".

ნადირის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ მას მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა. ე.ი. პოლინმა დააცილა.

 

 

1934წ აფრიკა_ერნესტ ჰემინგუეი

209cb7e215d4.jpg

 

 

აფრიკასთან შეხვედრის სიხარული ავადმყოფობამ შეცვალა. გემზე მწერალი ამების დიზინტერიით დაავადდა და რამდენიმე თვეში ისე შეაწუხა, რომ იძულებული გახდა ნაირობიში დაბრუნებულიყო და საავადმყოიფოში დაწოლილიყო.

1934 წლის იანვრის ბოლოს ავადმყოფი გამოჯანმრთელდა და თავისი კომპანიონებისაკენ გაეშურა(ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ნადირობის ეპოპეას აგრძელებდნენ).

სანამ თავის სანადირო შემადგენლობას შეუერთდებოდა, გზად ანტილოპებსა და კამეჩებზე ნადირობდა.

ზებრებზე ნადირობა, ვისი ტყავიც თავისი მეგობრებისათვის საჩუქრად უნდოდათ, ცოტა მოსაწყენად ეჩვენებოდა. სანადირო ექსპედიციასთან შეერთების შემდეგ, მათ ისევ ერთად გააგრძელეს გზა, რომელიც ჭაობზე(!!!) გადიოდა. აქ მათ შეხვდათ უამრავი იხვი, სადაც მწერალმა კარგად მოიოხა გული ფრინველზე.

მწერალი ოცნებობდა ანტილოპა კუდუს მოკვლას, რომელიც ძალიან ფრთხილი ცხოველია. ათდღიანი ლოდინის შემდეგ ერნესტმა ნახევარი საათის შუალედში 2 ბრწყინვალე ეგზემპლიარი დააგდო...

წვიმების სეზონი ახლოვდებოდა, ტრანსპორტით გადაადგილება მალე შეუძლებელი გახდებოდა და მონადირეებს აფრიკის ეს ნაწილი უნდა დაეტოვებინათ...

 

 

1934 წელი(თებერვალი). ფილიპ პერსივალი და ჰემინგუეი აღმოსავლეთ აფრიკაში

8c744660c586.jpg

 

 

გავიდა ორი ათეული წელი. მწერალმა კიდევ ორჯერ შეიცვალა მეუღლე, მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში, გახდა ძალიან ცნობილი... გადაწყვიტა დაესვენა და ამისათვის საუკეთესო ადგილი აფრიკა აირჩია. ერნესტს ენატრებოდა იქაური ჰაერის ჩასუნთქვა. ამჯერად მეოთხე მეუღლის თანხლებით(მერი ერქვა) გაეშურა შავ კონტინენტზე და იქ კვლავ გამცილებლად ფილიპ პერსივალი დახვდა.

 

4283086630c8.jpg

 

ნადირობაში გზად გაიცნო ეგერი დენის ზაფირო, რომელთანაც ისე დამეგობრდა, რომ ერთად დაიწყეს ნადირობა მარტორქებზე, ლომებზე, ანტილოპა-გნუებზე. უფრო მეტიც, როცა დენისს სასწრაფოდ დაჭირდა ცოტა ხნით სხვა ადგილზე წასვლა, ჰემინგუეიმ შეცვალა პოსტზე ეგერი! მწერალი სიამოვნებით არჩევდა ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა საჩივრებს(ჩივლობდნენ სპილოებს), კლავდა შინაურ თხებზე მონადირე ლეოპარდებს და ა.შ.

 

1954 წელი_ ერნესტ ჰემინგუეი საფარიზე

e134408657e6.jpg

 

90f98a431385.jpg

 

აფრიკის თავზე ერთ-ერთი გადაფრენის დროს მწერლის პატარა თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა უკაცრიელ ადგილზე. ერნესტს ხელი ჰქონდა ამოვარდნილი, ხოლო მის მეუღლეს რამდენიმე ნეკნი ჩამტვრეული... რადიოკავშირი ვერ მყარდებოდა, ხოლო სურსათი სულ რამდენიმე დღეს ეყოფოდათ... მცირე თვითმფრინავთა ავიაკატასტროფებში მწერალი და მისი მეუღლე რამდენჯერმე მოხვდნენ, თუმცა უვნებელი რჩებოდნენ. მწერალს უყვარდა ამ კატასტროფათა შემდეგ გამოქვეყნებული თავისივე ნეკროლოგების კითხვა. ამ დროს ყოველთვის ირონიით ამბობდა: ასე კარგად ჩემს თავზე მეც ვერ დავწერდიო...

მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ. მისი კალმით აღწერილი ნაწარმოებები ასე თუ ისე აფრიკული საფარის განცდებითა და ემოციებით იყო ყოველთვის დატვირთული. როცა მწერალი პირველად მოხვდა შავ კონტინენტზე ის წერდა: ,, მე ისევ მოვალ აფრიკაში... იმიტომ რომ მე მომწონს აქ ცხოვრება_ ნამდვილი ცხოვრება და არა მხოლოდ არსებობა"

 

 

 

ffa29971d463.jpg

Link to post
Share on other sites

მგონი ჰანტერის წიგნში საკუთარ ვინჩესტერზეც არის ბევრი დაწერილი, რომელიც ძალიან ბევრ თოფში ამოარჩია და რომელიც ამ თოფებში ყველაზე მჩატე იყო... საკმაოდ ბევრი აქვს დაწერილი ამ იარაღის და თავის განსაკუთრებულ "სიყვარულზე". მგონი სწორედ ეს ჰანტერი იყო ძალიან ღრმა ბავშვობაში წავიკითხე და ძალიან მივამგვანე იმ შინაარსს ზემOთ რომ ეწერა...

Link to post
Share on other sites

მგონი ჰანტერის წიგნში საკუთარ ვინჩესტერზეც არის ბევრი დაწერილი, რომელიც ძალიან ბევრ თოფში ამოარჩია და რომელიც ამ თოფებში ყველაზე მჩატე იყო... საკმაოდ ბევრი აქვს დაწერილი ამ იარაღის და თავის განსაკუთრებულ "სიყვარულზე". მგონი სწორედ ეს ჰანტერი იყო ძალიან ღრმა ბავშვობაში წავიკითხე და ძალიან მივამგვანე იმ შინაარსს ზემOთ რომ ეწერა...

უკაცრავად, ,,ძალიან ღრმა ბავშვობა,, ეს რომელია??!! :haha:

Link to post
Share on other sites

ჰანტერისთვის აზარი მინიმუმ 2 ნულით უნდა გაიზარდოს :)

 

ჩვენს მხარეში დღესაც ბევრს აქევს შესრულებული;

 

ვინც მიდიოდა ფქვავდაოოოო . . . .

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

გამარჯობათ,საქართველოში თუ ნადირობს ვინმე ე.წ კომპაუნდ-მშვილდით??

5eaea735aa71.jpg

 

ამით

 

ბევრ ქართულ ჩვენნაირ ფორუმს ვკითხულობ, მაგრამ ჯერ არ შემხვედრია ვინმე, ვინც ამ იარაღს იყენებდეს.

 

აქ კი, ძალიან პოპულარულია, ELK-ზე და დათვზეც კი რისკავენ, თევზზეც ნადირობენ მაგით.

ნანახი მაქვს დოკუმენტური ფილმები, სადაც ტიპმა იხვი მოხსნა ჰაერში და არა ერთი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...