Jump to content
Club-Monadire.Ge

ზოგადი საუბრები ნადირობაზე


Recommended Posts

  • Replies 282
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მწყერის მიგრაციის კვლევები (საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო).    

Posted Images

აბა სად ვინადირო :( თბილისთან ახლოს?

 

იკა, ოქტომბერი იწყება ზეგ. :old:

 

კიდევ მიკვირს ამდენხანს რომ გაჩერდა მწყერი აღმოსავლეთში.

 

ისევ თქვენი რეპორტების შემდეგ ვფიქრობ ამგვარად.

 

ყველა სწუხდით, რომ მწყერი იყო, მაგრამ სუსტი და გამხდარი.

 

უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის კლიმატური "რისხვა", რაც თავს დაატყდა აღმოსავლეთ საქართველოს, ამას დავუმატოთ ნაგვიანები წელი და მაინც ბევრი მონადირე დარჩა კმაყოფილი.

 

რომ არა კლიმატური პრობლემები, ხორბალს ვერ აიღებდა გლეხი, იმდენი მწყერი და ღალღა იქნებოდა, თავის ტოროლებიანად.

 

მოასწარით და გადადით დასავლეთში.

 

მაქსიმუმ 2 კვირას გაძლევთ, რომ ბარაქიანი ნადირობა გქონდეთ.

 

მერე დაახვევენ ბათუმის "ძაბრში" და ელოდეთ მაგათ მომავალ წლამდე.

 

არა უშავს, აცივდება ეხლა და დაეშვება ტყის ქათამი დაბლობისკენ, მერე წყალმცურავი და ა.შ.

Link to post
Share on other sites

გასაგებია. დავურეკე დასავლეთში ჩემს მეგობრებს და თქვეს რო, მწყერი რო იყო ისე არ არისო მაგრამ მაგარი მსუქანიაო. დღეში საშუალოდ 10-15 ცალს კლავენ, მე აქეთ ვარ ვერ ვახერხებ იქეთ წასვლას და ყველაზე კარგი ვარიანტი აქეთ სად არის :scratchchin:

Link to post
Share on other sites

მეგობარმა დაიწყო ბატის და იხვის სასტვენების კეთება. იყენებს როგორც კანადურ ასევე აფრიკულ ხის მასალებს. შევუკვეთე ე.წ. ხარაზული იხვის სასტვენი. მიმზადებს სამ ვერსიას:პატარა გუბურებზე გამოსაყენებლად(მოკლე მანძილზე ისმის), საშუალო და გაშლილ წყლის ზედაპირზე გამოსაყენებლად. გამოიყენებს კანადურ ნეკერჩხალს, კანადურ ველურ ბალს და აფრიკულ ხეს. ამ ეტაპზე ეს სურათი გადმომიგზავნეს. რამდენიმე დღეში მექნება დასრულებულების სურათებიც.

გუშინ ვახომ (ბრაუნინგმა)კანადიდან ჩამომიტანა საჩუქრად ეს იხვის საძახებელი,რითაც უზომოდ გამახარა,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ საოცარი გულის ადამიანს,უფალმა ამრავლოს შენისთანა ხალხი ძამია!!!!!! :* :* :*

Link to post
Share on other sites

ყველაზე კარგი ვარიანტი აქეთ სად არის :scratchchin:

 

მეც ეგ მაინტერესებს.

ხვალე ვაპირებთ სადღაც გასვლას ბიჭები მარა არ ვიცით სად წავიდეთ :crazy: სადმე ვნახავთ მწყეერს ? :karochera: ნეტა ბაზალეტიშკენ რახდება? ხო არ ყოფილხართ ვინმე ?

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ამ შაბათს ან კვირას(ამინდის მიხედვით) ერთი აქაური მასწავლის კურდღლის მარყუჟების დაგებას ტყეში. მერე როცა სექტორში ავალთ, დავაგებ, ჩამოსვლისას კურდღელს წამოვიღებ თუ იქნა და მარყუჭებს განვააქტიურებ.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

კი დავით, კურდღელის კვალია.

 

დღეს გამთენიისას მეც ვიყავი გასული 2 საათით, კაი ხოშიანი "მარშ-ბრასოკი" მოვარტყი.

 

მერეა და ისეთი პატარა კურდღელი შემხვდა, იმის ცოდვით დავიწვი. :d030:

 

არ ვესროლე. :karochera:

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ, დიდი ხანია არ შემოვსულვარ, ამ ფორუმზე, მომენატრა აქაურობა რაღა დაგიმალოთდა. სადმე სანადიროდ წასვლას ვგეგმავთ ამ შაბათ-კვირას მე და მამაჩემი, არ ვიცი როგორ გამოვა, სად მირჩევთ რომ წავიდე, ან ჯანდარაზე ან კუმისზე ვვარაუდობთ. თქვენი რჩევა მინდა ამ საქმეში გარკვეულები ხართ და უკეთესად იცით აღმოსავლეთი. დასავლეთზე თუ ჩამოვარდება ლაპარაკი შემოგევლოთ ჩემი თავი, თუ რამე ვიცი შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით :flirt: :flirt: :flirt:

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • 2 months later...

3d28d9c2c471.jpg

 

 

ამ ორი კაცის აქტიური მოღვაწეობისას, მოკლული გრიზლების 40% მათ ანგარიშზე ირიცხებოდა. გრიზლის მოსანადირებლად ისინი გამცილებლებად დაყვებოდნენ ბევრ, ცნობილ მონადირეს(ჯამში 784 გასვლა და დაახლოებით 700-დან 800 ცალამდე გაგორებული დათვი!!!).

თუმცა ბილ პინელისა და მორის ტალიფსონისათვის მხოლოდ გამცილებლის ეპითეტის მინიჭება ძალიან ცოტაა. ისინი პარტნიორები გახდნენ 1927 წელს(თავიდან ფერმერობით ირჩენდნენ თავს).

პინელიმ პირველი დათვი 1942 წლის ზამთარში მოკლა, რომლის ტყავი 343 სმ სიგრძის გახლდათ(!!!)

1949 წლის მარტში ადგილობრივმა მონადირეებმა(ეს ამბები ალიასკაზე ხდება) ტალიფსონს სთხოვეს დამრბევი დათვის მოკვლა, რასაც ცნობილმა მონადირემ წარმატებით გაართვა თავი .375 H&H Magnum-ით. ამ დათვის ტყავის სიგრძე 348სმ, ხოლო სიგანე 335 სმ გახლდათ.

ამავე პერიოდიდან პინელი და ტალიფსონი იწყებენ სანადირო გამცილებლობას. 1960-იანი წლების ბოლოს ამ დუეტის ანგარიშზე(გამცილებლობითა და პირადი მრიცხველით :alfons: ) მთელი მონადირებული გრიზლების მესამედი ირიცხებოდა, მოგვიანებით კი კიდევ უფრო მეტი...

Link to post
Share on other sites

ნადირობა, გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთან, მიწათმოქმედებასთან, მეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. სახოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, რომელიც თანდათანობით (განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედში) გადაიზარდა რეწვაში.

 

ნადირობის უძველესი იარაღი იყო ქვა, ქვის ნაჯახი, კომბალი, ხელშუბი, შორსსატყორცნი შუბი და სხვა, მოგვიანებით — ოროლი, სატევარი, დანა, ბადე, თვითდამჭერი, საჭერი ორმოები. ნადირობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მშვილდის გამოგონებამ (მეზოლითის ეპოქა), რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამდე ხალხთა უმრავლესობაში ნადირობის ძირითად იარაღად დარჩა. ნეოლითიდან ნადირობისთვის იყენებდნენ ძაღლს, ცხენს, დამჭერ ფრინველს (ბაზს). სანადირო იარაღი, რომელიც დაკავშირებული იყო მეურნეობის ხასიათთან, ძალიან ნელა იცვლებოდა, ნადირობის ტრადიციები კი უცვლელად გადაეცემოდა თაობებს. მაგ., ტუნდრასა და ტაიგაში გავრცელებული იყო ნადირობა ძაღლით აბ ბაზით; აზიის მომთაბარე ტომებისათვის დამახასიათებელია ცხენით, მწერებით, ბაზით; ნადირობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (მას შემდეგ, რაც XV საუკუნეში ევროპელებმა ცხენი შეიყვანეს) — ცხენით; ამერიკის ტრამალებზე, აზიასა და ევროპის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებული იყო ნადირობა ქამანდით (საგდებლის ჩამოცმა) და სატყორცნი იარაღით; ტროპიკულ ტყეების ზონაში სანადიროდ იყენებდნენ მშვილდს, შუბებსა და სხვა იარაღებს.

 

ცეცხლმსროლელ იარაღის შექმნასთან დაკავშირებით სანადირო თოფი თანდათან ნადირობის ძირითად იარაღად იქცა. ამჟამად ნადირობისთვის იყენებენ სანადირო თოფს, ძაღლებს, თვითმჭერ იარაღს (ხაფანგენს, საჭერ ბადეებს), იშვიათად — დამჭერ ცხოველებს (მწევარი და სოროს ძაღლები), სანადირო უბნებზე ნადირ-ფრინველის მისაზიდად იყენებენ მისატყუარებს (ხორცი, თევზი, ნიგოზი, არომატიული ნივთიერებები და სხვა). თოფით ნადირობისთვის იყენებენ შემდეგ საშუალებებს: ნადირ-ფრინველთა დაფრთხობას მონადირე ძაღლის საშუალებით, კვალის აღებას თოვლის საფარზე, საკვებ მოედნებთან და წყლის სასმელ ადგილებთან ჩასაფრებას, დედლის ან მამლის ხმის მიბაძვას, ცოცხალი ცხოველით მიტყუებას (აპელენტი), სოროში შებოლებას ან წყლის მიშვებას და სხვა.

 

———————————————

ნადირობა საქართველოში

როსტევანისა და ავთანდილის ნადირობის სცენა „ვეფხისტყაოსნიდან“. XVII ს. მინიატურა

 

განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.

 

ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).

 

აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.

 

ნადირობის მიზნის მიხედვით განარჩევენ სარეწაო, სპორტისა და სამეცნიერო ნადირობას.

 

* სარეწაო ნადირობის მიზანია ბეწვის, ხორცისა და სხვა პროდუქციის მოპოვება მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ექსპორტისათვის.

* სპორტული ნადირობა, გარდა აღნიშნულისა, ითვალისწინებს აგრეთვე მონადირის ფიზიკურ მომზადებას, გამბედაობის და სწრაფი ორიენტირების უნარის გამომუშავებას. ნადირობა დასვენების სპეციფიკური ფორმაცაა. სპორტული ნადირობის საფუძველზე ვითარდება სამონადირეო ტურიზმი როგორც ცალკე ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის.

* სამეცნიერო ნადირობა ტარდება სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებების დავალებით, რომლის მიზანია სანადირო ფაუნისა და ნადირის დაავადებების შესწავლა, სამხარეთმცოდნეო მუზეუმების შევსება, სამეცნიერო კოლექციების შედგება და სხვა.

 

საქართველოში ძირითადად განვითარებულია სპორტული ნადირობა, სარეწაო მნიშვნელობა აქვს ბეწვეულის დამზადებასაც (კვერნა, მელა და სხვა). საქართველოს სსრ-ში მოქმედებდა „დებულება ნადირობისა და სანადირო მეურნეობის შესახებ“ (საქ. სსრ მინისტრთა აბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს დადგენილება; მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1963, 4, მ. 139). ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობის უფლება ეძლევათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომელთაც სანადირო ბილეთი აქვთ და მონადირეთა საზოგადოების წევრები არიან. ნადირობის წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (უკანონო ნადირობა, ბრაკონიერობა). 1977 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ გამოსცა დადგენილება „რესპუბლიკაში სასარგებლო ფაუნის კვლავწარმოებისა და სამონადირეო მეურნეობის შემდგომი განვიტარების ღონისძიებათა შესახებ“. 1981 წლის 19 ივნისს მიღებულია „საქართველოს სსრ კანონი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ“.

 

ნადირობის განვითარების თანამედროვე პრობლემები ბუნების დაცვის საერთო ამოხანების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მომრავლებას და მის რაციონალურ გამოყენებას. ეს ხდება როგორც სახელმწიფოებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

 

წყარო:www.icode.ge

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

Gurulo

 

კაი ინფო მაქვს დათვზე, კერძოდ მსოფლიოში ჯერჯერობით ყველაზე დიდ გრიზლიზე, "დათვის" თემაში დავუშვებ როცა თარგმანს გავაკეთებ, სურათებიც არის.

Link to post
Share on other sites

რა დროს მწყერია ხალხო???

 

შარშან აგვაყირავა ფუკუშიმამ და აქამდე არ გვეუბნებიან სიმართლეს???

Link to post
Share on other sites

რა დროს მწყერია ხალხო???

 

შარშან აგვაყირავა ფუკუშიმამ და აქამდე არ გვეუბნებიან სიმართლეს???

 

 

უკან მიმავალი, ე.წ. აბრატნი მწყერია გიო, რომელზედაც არ ვნადირობთ(კანონითაც არ შეიძლება) :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...