BROWNING 349 Posted April 7, 2013 Author Report Share Posted April 7, 2013 ესეც სარეკლამო კლიპი ამ მდინარეზე. ადგილზე გიდიცაა ვინც გაშოლტვის გაკვეთილებს იძლევა და აღჭურვილობის ქირავნობაც შეიძლება http://peche.riviereamars.com/media-gallery/mediaitem/44-passe-a-saumon ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 მაგარია !!!! დაილოცოს კანადა !!! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 მართლა მაგარი ლამაზი ადგილებია!! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 კანადა მგონი მთლიანად დაცული ტერიტორიაა ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 კანადა მგონი მთლიანად დაცული ტერიტორიაა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 8, 2013 Author Report Share Posted April 8, 2013 კანადა ერთი დიდი ტყეა . ერთი სული მაქვს ანკესს როდის ჩავაგდებ ტბაში, ყინულქვეშ მაინც :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 BROWNING შენთვის გადავიღებ ერთ ვიდეოს და მოგაწვდი, იმას YOUTUBE-ზე არ ავტვირთავ, ბოლომდე ხეზე ასვლას ჯერ არ ვასწავლი ყველას. ჩავატაროთ ექსპერიმენტი. ძალიან მოვტყუვდი სურათები რომ არ გადავიღე, წელს 45სმ-იანი ბრუკები დავიჭირე და ვიფიქრე კიდევ წამოვაგებ და მერე გადავიღებთქო. გაგაზეს მდინარეში, აღარ არიან ტბაში. იგივე მონტაჟით, რასაც შემოგთავაზებ, სინჯე ძმურად, ძალიან მაინტერესებს რა შედეგს დასვავ. ერთია კიდევ, რა კაბალური კანონები გქონიათ კაცო? წეღან წავიკითხე შოლტით თევზაობის თემაში შენი დაწერილი. აქ რომ მსგავსი რამ მთავრობიდან ვინმეს წამოსცდეს, სახლკარს გადაუწვავენ და სარზე წამოაცვავენ. მკაცრი და შეზღუდული კანონები გქონიათ თევზაობაში. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 ვახო რომელი თვიდან დნება მანდ ტბები? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 9, 2013 Author Report Share Posted April 9, 2013 ავთო, მაისიდან იწყებენ ნელნელა. ეს ჩვენი ტბა სრულად ასე 15 მაისისთვის დნება. რეგიონში რჩება ტბები, რომელბიც ივნისში დნებიან. კვირას ასულა მეგობარი ბანაკში და პირველი ''ლუნკა'' დაურტყამს. 70სმ ყინული დევს ტბაზე, თან ეს კვირა სულ ყინვა იყო. მირჩევნია ასე გაგრძელდეს, სეზონი 26-ში იხსნება და ყინულიდან ვითევზავებ, თორემ ხანდახან ვერც ყინულზე ადიხარ და ვერც ნავი შეგყავს. ვახო რომელი თვიდან დნება მანდ ტბები? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 ვახო რომელი თვიდან დნება მანდ ტბები? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 24, 2013 Author Report Share Posted April 24, 2013 ხვალ სარამოს სევდივართ ერთი ჯგუფი. პარასკევს ვაცდენ . პარასკევს იხსნება სეზონი. შაბათს მეორე ჯგუფი შემოგვემატება. ჩვენს და გიომის ბანაკს შორის დავტესტავთ ყველა ტბას. მთავარია ყინული იყოს საკმარისი სისქის. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2013 Author Report Share Posted April 29, 2013 გამოვედით....კაი დაღლილი ვარ მაგრამ ნასიამოვნები დაღლილი. ხუთშაბათ საღამოს შევედით ორი კაცი, პარასკევს გაიხსნა სეზონი და ორიც შემოგვემატა, შაბათს კიდევ ორნი. გაზაფხულდა. ბატების ყიყინს მიაქვს აქაურობა. ტყეში საშუალოდ ნახევარ მეტრამდე თოვლია. ტბაზე 50-70 სმ ყინული დევს, მაგრამ ინტენსიურად დნება. მდინარეები მოარღვევენ ყველაფერს. იხვიც კი ვნახე გაყინულ ტბაზე, ერთი ციცქნა გამდნარი ზედაპირი უნახავს და იქ იჯდა. სამ სხვადასხვა ტბაზე ვცადეთ ბედი. აქტიურობა არ იყო, მხოლოდ ჩვენს ტბაზე ავიყვანეთ 7 კალმახი და იცის პატარები, 20-25სმ. ასეთებს არ ვიტოვებთ წესით, მაგრამ გახსნის ვახშამზე უკალმახობა არ გამოვიდოდა. ერთი პატარა მაღაზიაა ტრასაზე, ჩვენს სექტორამდე არმისული. მაარი მეთევზეა მეპატრონე, ჭიას მანდ ვყიდულობთ. წელს 15 კილოიანი ვირთევზა დაუჭერია და სურათებიც გვაჩვენა(გადავიღე). კაი ფიზიკური დატვირთვაც გამოგვივდა, პეიზაჟები ზღაპრული. მომავალ კვირას ასვლა არ ღირს, ვერ გავრისკავთ ყინულზე შესვლას. ორ კვირაში ნავი და მისი ჯანი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2013 Author Report Share Posted April 29, 2013 ღამის სამისნახევარზე ჩავკიდეთ ანკესები. კაცზე ერთი ანკესია ნებადართული, სამი ნემსკავით. დავაგეთ: ელჩის პასტა, ჭია, ორაგულის ხიზილალა, სოსისი და ხელოვნური სატყუარებიც(ბუზანკალი მათ შორის). ღამე იყო ულამაზესი. სავსე მთვარე შავი ტაიგის თავზე, აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისი და შენ ამ დროს 50 სმ-იან ყინულზე დგახარ და ბურღავ. 7 ''ლუნკა'' გავაკეთეთ. წავიტევზავეთ ასე საათი და არაფერი არ მოვიდა. მეც კარგად გამთოშა(ღამე ყინავდა, დღე მზე იყო) და წავუპლაცკარტე. დილის ხუთზე შევამოწმეთ და არაფერი. მერე რვის ნახევარზე გავედით და ორი ავიყვანეთ. საღამომდე არაფერი ისევ და ერთიც გვიან საღამოს წამოეგო. 4 ცალი ავიღეთ შაბათს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2013 Author Report Share Posted April 29, 2013 სიღრმე მერყეობდა 2-10 მეტრში. სულ ახალი ბურღი გვქონდა, მორას ფოლადის პირით. კარგად იმუშავა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2013 Author Report Share Posted April 29, 2013 მერე შემოგვემატნენ. ყველამ რაღაც სასმელი ამოიტანა. შაბათს მეგობარმა ერთი ბოთლი ღვინოც მოაყოლა და ჩემი მადლი მოისხა . სურათზე კარგად ჩანს რომ ყინულს უკვე ნაპრალები აქვს გაჩენილი. ჩამოვლისას ცუდი ამბავი დაგვხვდა. მამა-შვილს თევზაობისას მდინარეში ნავი გადაუბრუნდათ, მამა დაიღუპა, შვილმა შეძლო გამოცურვა. წყალი ალბათ 1-2 გრადუსზე თბილი არ იქნება. ჭიის დაგების მერე ჭრილში ხელს ვიბანდი და იქვე მაყინავდა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2013 Author Report Share Posted April 29, 2013 მერე სხვა ტბებზე გადავედით უკვე გიომის ბანაკის ტერიტორიაზე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2013 Author Report Share Posted April 29, 2013 იხვი აქ ვნახე. სურათის გადაღებაც მოვასწარი აფრენილზე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2013 Author Report Share Posted April 29, 2013 ესეც ვიდეო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 29, 2013 Report Share Posted April 29, 2013 თუ კაი ამინდები გაგრძელდა, ორ კვირაში კი უნდა გასძვრეს ბუნდღა მაგ ყინულს. ყველა სეზონს თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ მომკალი და არ მიყვარს ეს ზამთარი. შენ მაგივრად მე მცივა ხოლმე მაგ სურათებს რომ ვათვალიერებ. ისე, შენც კაი ბრადიაგების აკრუჟენიაში ხარ ზურიასი და კობასი არ იყვეს. ნამეტანი ბლომად "საწვავს" ხმარობენ ბუჯო. :d030: პ.ს. წეღან ვათვალიერებდი შენს ბოლო სურათებს და ლიკა წამომადგა. ეგე რა სიცივეშია ვახო, კონიაკის ბოთლი დაუტოვიათ ბანაკში და ყინვამ როგორ დაბრიცათქო. ცოტა ეჭვით შემომხედა, მაგრამ რას მოატყუებ კახელს. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted April 29, 2013 Report Share Posted April 29, 2013 ძალიან მაგარი ბუნებაა ვახო,უღრმესი მადლობა საინტერესო რეპორტისათვის ! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted April 29, 2013 Report Share Posted April 29, 2013 მშვენიერი გასვლა მოგიწყვიათ კარგია :yes:/ ყველა გასვლას თავის დატვირთვა აქვს მითუმეტეს ასეთ ბუნებაში ერთგულ მეგობრებთან ერთად! :hi: ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 29, 2013 Report Share Posted April 29, 2013 მაგარია ვახო !!!! ოხ ერთი მად მქნა,გასწავლიდით კალმახის ყინულქვეშ ჭერას ! შვიდი ლუნკა რაა მაგხელა ტბაზე ??? თან თუ სიღრმეები სხვა და სხვაა თევზს ძებნა უნდა.სულ მცირე 15-20 ლუნკა უნდა გაჭრა,მერე კიდე ბური 150-ანი ჩანს და ეგ ზომა უფრო დიდ თევზზეა გათვლილი.მაგ ბურით ბევრი ლუნკის გაჭრა დამღლელია.130-ანიც იკმარებს.მაგრამ მაინც პროგრესი სახეზეა ! შარშან ლუნკებს ნაჯახით ჭრიდით ! არ მიწყინო ვახო შემოგევლე,ვხუმრობ :* მოკითხვა გადაეცი შენ მეგობრებს ! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 29, 2013 Report Share Posted April 29, 2013 საღოლ ვახო! მაგარი გასვლა მოგიწვიათ :yes: ყველანაირ დასვენებაზე მაგარი არის ეგეთი გასვლა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2013 Author Report Share Posted April 29, 2013 ასიანი ხარ სალამანდრა. ესენი არ არიან ტონკი რიბაკები. აქაურ სათევზაო მაღაზიებსაც ეტყობა ეს. კოვზი, სადავე და ანკესი ჭიით. ესაა ამათი თევზაობა კალმახზე. ისე ადრე სულ კარგად მოდიოდა დაბალ სიღრმეზე ამ დროს, მაგრამ წელს არ ვიცი რა მოხდა. ლუნკის ჭრა დამღლელიაო? აბა რისთვის მყავს 120 კილოიანი ხალხი გვერდით . მაგარია ვახო !!!! ოხ ერთი მად მქნა,გასწავლიდით კალმახის ყინულქვეშ ჭერას ! შვიდი ლუნკა რაა მაგხელა ტბაზე ??? თან თუ სიღრმეები სხვა და სხვაა თევზს ძებნა უნდა.სულ მცირე 15-20 ლუნკა უნდა გაჭრა,მერე კიდე ბური 150-ანი ჩანს და ეგ ზომა უფრო დიდ თევზზეა გათვლილი.მაგ ბურით ბევრი ლუნკის გაჭრა დამღლელია.130-ანიც იკმარებს.მაგრამ მაინც პროგრესი სახეზეა ! შარშან ლუნკებს ნაჯახით ჭრიდით ! არ მიწყინო ვახო შემოგევლე,ვხუმრობ :* მოკითხვა გადაეცი შენ მეგობრებს ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2013 Author Report Share Posted April 29, 2013 ვახშამი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.