BROWNING 349 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 30, 2012 Author Report Share Posted January 30, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted January 30, 2012 Report Share Posted January 30, 2012 ვახო მაგ ტბაზე უკვე შეყვარებული ვარ...ერთ რესტორანში მაქვს ერთი ტბის სურათი ნანახი,ძალიან გავს მაგ ტბას,როცა მოვხდები კიდე გადაუღებ სურათს :hi: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 5, 2012 Author Report Share Posted February 5, 2012 მეგობრის ახლადნაყიდი კატერი გამოცდა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 5, 2012 Author Report Share Posted February 5, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 5, 2012 Author Report Share Posted February 5, 2012 თუ ზოგი განმეორდა მითხარით და წავშლი. ამერია ცოტა არ იყოს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 5, 2012 Author Report Share Posted February 5, 2012 ამ ტბის სიღრმე 30 მეტრამდეა. ამიტომაც ინახავს თავს მსხვილი კალმახი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 6, 2012 Author Report Share Posted February 6, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 6, 2012 Author Report Share Posted February 6, 2012 ზღვის კალმახი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 8, 2012 Author Report Share Posted February 8, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 13, 2012 Author Report Share Posted February 13, 2012 ზოგი ჩემი გადაღებულია, ზოგიც მეგობრის. ძირითადად ჩვენი ბანაკია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 13, 2012 Author Report Share Posted February 13, 2012 კანადაში, კლიმატური მრავალფეროვნების გამო, თევზის სახეობების დიდი სხვაობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, თუნდაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. კალმახი, ორაგული, ფარგა, ქარიყლაპია...ეს ის სახეობებია, რომელბზეც მოდის ყველაზე დიდი წილი აქაურ მეთევზეტა ნადავლში. თითოეულ სახეობაზე დაწესებულია ლიმიტი, რომელსაც ბუნების დაცვა ყოველ წელს ამტკიცებს. სამინისტროს ძალიან მჭიდრო კონტაქტები აქვს მეცნიერებთან და მათ აფინანსებს კიდეც მიზნობრივი პროექტების ფარგლებში. ასევე მირებულია ირიბი დაფინასების სქემაც, როცა თევზაობის ლიცენზიიდან შემოსული თანხების რაღაც პროცენტი ერიცხება იხტიოლოგებს. თევზაობის ლიცენზია სადღაც 15$მდე ღირს სეზონზე. ორაგულს სხვა ლიცენზია სჭირდება. გარკვეულ დიდ ტბებზე შეიძლება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული ლიცენზიაც არსებობდეს(მაგ. 10$-ის ფარგლებში). ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 13, 2012 Report Share Posted February 13, 2012 კარგია!! ლიცენზიებიც არ ყოფილა ძვირი... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 14, 2012 Report Share Posted February 14, 2012 ნაღდად კლიმატური პირობებია გათვალისწინებული და რამდენადაც შენგან ვიცი, მჭიდრო ლიმიტებიც არ გაკლიათ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ორაგულზე თევზაობა ატლანტიკის ორაგული Salmo salar http://img520.imageshack.us/img520/3528/imagefrd.jpg http://img520.imageshack.us/img520/4627/saumonirlandais.gif მაქსიმალური ზომა 1.5 სმ, მაქსიმალური წონა 35კგ. ე.წ. ანადრომი: ცხოვრობს მარილიან წყალში და ქვირიტს ყრის(შემოდგომით) მტკნარ წყალში. აპრილ-მაისში ლიფსიტები იჩეკებიან, რომლებიც ორიდან-ხუტ წლამდე მდინარეში რჩებიან. შემდეგ ეშვებიან ზღვაში სადაც ორ-ოთხ წელს ატარებენ. ზრდას ასრულებენ და უკან მშობლიურ მდინარეში ბრუნდებიან შთამომავლობის გასაგრძელებლად. ორაგული ატასობით კილომეტრს გადის ამ დროს. მდინარეში ჯერ დიდი ეგზემპლარები შემოდიან(ივლისიდან) , შემდეგ კი უფრო მცირე ზომის ორაგულები. ატლანტიკის ორაგული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბინადარია, გვხვდება დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთით, ნორვეგიის წყლებში, აღმოსავლეთ კანადის სანაპიროებთან. მისი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია და ბევრი ქვეყანა მის ხელოვნურ მოშენებას აწარმოებს(ირლანდია, ნორვეგია). ორაგულზე თევზაობის საუკეთესო საშუალებაა შოლტით თევზაობა, ხელოვნური ბუზანკალის გამოყენებით. ყველა ქვეყანას(რეგიონებსაც კი), ორაგულზე ტევზაობის საკუთარი რეგლამენტაცია გააჩნია. კვებეკში ორაგულზე სპორტული თევზაობა, მკაცრად რეგლამენტირებულია. ამიტომაც მისმა რაოდენობამ ბოლო წლებში მკვეთრად მოიმატა(მარტო საზოგადოებრივი თვითშეგნების ევოლუციის იმედზე რომ ყოფილიყვნენ არაფერი გამოვიდოდა აქ მოკლედ მიმოვიხილავ კვებეკში ორაგულზე სპორტული თევზაობის წესებს. ორაგულზე თევაობის უფლება აქვს როგორც კვებეკის რეზიდენტს(6 თვეზე მეტი ხნით მცხოვრები უკვე რეზიდენტად ითვლება) ასევე სტუმარს ანუ არარეზიდენტს. სეზონური ნებართვის ფასი რეზიდენტისთვის 35 დოლარია, სტუმრისთვის 119$, დღიური ნებართვა შესაბამისად 13 და 29$. მხოლოდ მეთევზის დღეს(12, 13 და 14 ივნისი) რეზიდანტებს უფლება აქვთ უნებართვოდ ითევზაონ ორონდ დაჭერილი ორაგული უნდა გაუშვან და ორაგულზე თევზაობის ზოგადი წესები უნდა დაიცვან. ორაგული რომელსაც იტოვებენ, აუცილებლად ეტიკეტირებული უნდა იყოს. ამისათვის ნებართვის ერთი ბოლო, სპეციალური ზონარით ემაგრება დაჭერილი ორაგულის ლაყუჩას ან კუდს. დაჭერიდან 48 საათის განმავლობაში ორაგული რეგისტრირებული უნდა იყოს ბუნების დაცვის შესაბამის სამსახურში. ორგული შეიძლება იყოს გამოშიგნული, მაგრამ არა დანაწევრებული. თუ ორაგული კვებეკის გარეთ გაგვაქვს, ის აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტირებული, დაუნაწევრებელ მდგომარეობაში. აკრძალულია ბუნებრივ გარემოში დაჭერილი ორაგულის გაყიდვა-ყიდვა. სეზონზე სეგვძლია დავიტოვოთ მაქსიმუმ 7 ორაგული. 30სმ-მდე სიგრძის ორაგული აუცილებლად უნდა გავუშვათ. კვებეკში ორაგულზე სპორტული თევზაობა დაშვებულია მხოლოდ შოლტით და ხელოვნური ბუზანკალით. ნემსკავის წვერიდან ღერომდე მანძილი(სიგანე) არ უნდა აღემატებოდეს 13მმ-ს. ხელოვნური ბუზანკალის დასამზადებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი მასალა(აბრეშუმი, ბამბა, შალი, სელი, ბუმბული, ქსოვილი, ბეწვი) მათ შორის თითბერი, ალუმინი ,სპილენძი და პლასტიკური მასალა. ბუზანკალის თავი და თვალები არ უნდა იყოს მეტალის. ნებისმიერი სხვა სახის აღჭურვილობის ქონა აკრხძალულია ორაგულზე სატევზაო ადგილებიდან მინიმუმ ასი მეტრის მოშორებით. აკრზალულია ცანჩქერებიდან ან სხვა წინარობიდან(სამიგრაციო გზაზე) 22.9 მ-ზე ახლოს თევზაობა. აკრძალულია შესართავიდან 500მ-ზე ახლოს თევზაობა. თუ მხოლოდ გადაადგილება ხდება ამ ადგილებში, სატევზაო მოწყობილობა არ უნდა იყოს გამართული და უნდა იყოს დაშლილ მდგომარეობაში. თუ ორაგულის მხოლოდ გაშვებისთვის ვთევზაობთ, ნემსკავს არ უნდა ჰქონდეს შიდა კაუჭი რომ თევზი არ დაზიანდეს. ამ შემთხვევაში ორაგული ძალიან არ უნდა დავღალოთ ამოყვანისას. ნებისმიერი ორაგული რომელიც შემთხვევით მოჰყვება ანკესს, არასათევზაო პერიოდში ან სხვა სათევზაო მოწყობილებაზე გარდა ხელოვნური ბუზანკალისა, მკვდარი იქნება თუ ცოცხალი გაშვებულ უნდა იქნას. ასევე რეგლამენტირებულია მოტორიანი ტრანსპორტით საორაგულე მდინარეების სიახლოვეს გადაადგილება. ორაგულისთვის განკუთვნილი ხელოვნური ბუზანკლები http://img196.imageshack.us/img196/3940/0887153684.jpg http://img78.imageshack.us/img78/4962/227338991395bf11483e.jpg ორაგულზე თევზაობენ მორევებში. ერთ მდინარეს რამდენიმე მორევი აქვს და ყველა ინომრება ან სახელი ერქმევა. არსებობს ორაგულზე თევზაობის დაუწერელი კანონები. როცა სახელმწიფო ტერიტორიაზე, მორევთან რამდენიმე მეთევზე შეგროვდება, რიგი დგება და თითოეული ათ წუთს თევზაობს, მერე რიგის მიხედვით. თუ მდინარის დაყოლებაზე ერთი მორევიდან მეორეზე გადაინაცვლებენ, აქაც რიგია, თითო მორევთან ათი წუთი, მერე დაბლა დაუყვები და შენს ზემოთ და ქვემოთ რიგიც მოძრაობს. თუ ათის წუთის ბოლოს ორაგული შენს ბუზანკალს წაეთამაშა, უფლება გაქვს გამოცვალო ბუზანკალი და ახალი მოსინჯო. ესეც მტკნარი წყლის ორაგული, რომელიც იგივე სახეობაა რაც ატლანტიკის ორაგული, მხოლოდ ზღვაში არ გადის და მტკნარ წყლებში რჩება(მდინარე, ტბა). ამ სახეობაზე სათევზაოდ მივდივარ ხვალ http://img34.imageshack.us/img34/5042/salmosalar.jpg ორაგულის 115 მდინარეა კვებეკში, ძირითადად მის აღმოსავლეთში, წმინდა ლავრენტში ან პირდაპირ ატლანტიკაში ჩამდინარე. http://img198.imageshack.us/img198/9636/tq002980g.jpg http://img21.imageshack.us/img21/7318/tq004348g.jpg http://img219.imageshack.us/img219/8845/tq002841g.jpg ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ასეთ მდინარეებზე თევზაობენ კვებეკში ასეთი მორევებია მდინარეების გასწვრივ, ორაგული ადვილი შესამჩნევია სადაც დგას. შეუძლია მთელი დღე გაუნძრევლად იდგეს მდინარეში და ათეულობით ხელოვნური ბუზანკალის ცხვირთან დავარდნა აიტანოს ისე, რომ არ შეეხოს. http://img509.imageshack.us/img509/5722/imgp0112.jpg http://img697.imageshack.us/img697/710/imgp0121.jpg ესეც ორაგული http://img509.imageshack.us/img509/8045/imgp0125.jpg http://img18.imageshack.us/img18/4475/imgp0113wm.jpg ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ორაგულის წყნარი ოკეანის სახეობები(როგორც ვთქვით ატლანტიკის ოკეანეში მხოლოდ ერთი სახეობა გვხვდება): Cherry salmon (Oncorhynchus masu or O. masou)- იაპონური ორაგული: გავრცელებულია-იაპონია, კორეა, რუსეთი Chinook salmon (Oncorhynchus tshawytscha) - სამეფო ორაგული: დასავლეთ კანადა(ყველაზე დიდი ზომისაა) Chum salmon (Oncorhynchus keta) - ზაღლ-ორაგული, წყნარი ოკეანის ორაგული: ამერიკის და კანადის დასავლეთ სანაპირო, იაპონია, რუსეთი Coho salmon (Oncorhynchus kisutch)- ვერცხლისფერი ორაგული: ბრიტანული კოლუმბია(კანადა), ალიასკა(აშშ) Pink salmon (Oncorhynchus gorbuscha)- ვარდისფერი ორაგული კუზით: რუსეთი, ალიასკა, კანადა Sockeye salmon (Oncorhynchus nerka)- წიტელი ორაგული: რუსეთი, იაპონია, კანადა, აშშ. http://img690.imageshack.us/i/800pxsalmon01alt.jpg/ http://img690.imageshack.us/img690/5894/800pxsalmon01alt.jpg ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 http://img218.imageshack.us/i/g81.jpg/ Cherry salmon http://img32.imageshack.us/i/3616687718a41b8bce7e.jpg/ Chinook salmon http://img85.imageshack.us/i/chinooksalmon.jpg/ Chum salmon http://img694.imageshack.us/i/img0414bab.jpg/ Coho salmon http://img535.imageshack.us/i/coholarge.jpg/ Pink salmon http://img185.imageshack.us/i/ogorbuscha1.jpg/ Sockeye salmon http://img196.imageshack.us/i/39367794261d72313774.jpg/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ორაგულის ცხოვრების ციკლი დედალ ორაგულს(ყოველ კგ წონაზე) 1 800 კვერცხის შემცველი ქვირითის დაყრა შეუძლია. ანუ 4.5 კგ-იანი ორგაული დაახლოებით 8 000 კვერცხიან ქვირითს გამოყოფს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით(მტაცებლები, ბუნებრივი დანაკარგი) ამ რვა ატასი კვერცხიდან მხოლოდ 4 ორაგული აღწევს ზრდასრულ ასაკს. თითოეული კვერცხის ზომა 55 მმ-ია. 3-9 სმ-იანი ლიფსიტების რაოდენობა იმ რვა ათასიდან მხოლოდ 500-ია 9-15 სმ-იანების(პირველი წელი)-300, ხოლო მეორე წელს მხოლოდ 120 რჩება. ახალგაზრდა ორაგულების რიცხვი(15-20 სმ) 50-ზე დადის. ქვირითი შემოდგომით, ქვიშიან და ჯანგბადით გაჯერებულ ფსკერზე იყრება და მთელ ზამთარს ატარებს. დანაკარგი ამ დროს მნიშვნელოვანია(სოკო, ფიზიკური დაზიანება, მტაცებლები). აპრილში ლიფსიტები იცეკებიან, რომლებიც ქვიშაშივე რჩებიან(ოდნავ ღრმადაც იმალებიან და მტაცებლებისგან იცავენ თავს) და ქვირითის პარკში დარცენილი საკვები ჰყოფნით. 5-6 კვირის მერე უკვე ლარვებით იწყებენ კვებას. ამ დროს მრავალი ლიფსიტა მტაცებლის მსხვერპლი ხდება. ზაფხულის ბოლოს 5 სმ სიგრძეს არწევენ და მსხვილ ქვიშაში იზამთრებენ. 2-3 წლის მერე გაზაფხულზე უკვე ახალგაზრდა ორაგულები(რომელთაც უკვე საკუთარი მდინარის ''სურნელს'' იმახსოვრებენ), ამ დროს 15 სმ სიგრძის არიან და კვებეკიდან მაგალიტად შეუძლიათ ლაბრადორ-ნიუფაუნდლენდამდე და გრენლანდიამდეც კი ავიდნენ. ზღვაში წარმოუდგენლად სწრაფად იზრდებიან და 60 სმ-ს არწევენ ერთ წელში. ზღვაში 1-3 წლის ყოფნის მერე მშობლიურ მდინარეებს უბრუნდებიან ქვირითის დასაყრელად. მდინარეში სემოსვლისტანავე კვებას წყვეტენ, ძალიან დასუსტებულები არიან, ტუმცა ატლანტიკის ორაგული წყნარი ოკეანის ორაგულისგან განსხვავებით არ იღუპება და რამდენიმე თაობა შეუძლია შვას. გაზაფხულზე ორაგული ისევ ზღვას უბრუნდება. მდინარეში შემოსული ორაგული დიდ მორევებს აფარებს თავს. ხოლო ოქტობერში უკვე თხელ წყალში გამოდის და ქვიშიან ფსკერზე ქვირითობს(ამ დროს წყლის ტემპერატურა 6 გრადუსია). მამალ ორაგულს ამ დროს ქვედა ყბა წაზრდილი აქვს ზემოტკენ და მდედრის ტერიტორიას იცავს. მდედრი ქვისაში რამდენიმე 10-20 სმ-იან ორმოს აკეთებს. ქვირიტის დაყრისას დედალ-მამალი ორაგული ერთმანეთი გვერდიტაა და მამალი მთელი ტანით ცახცახებს (ამ დროს ხახა დაღებული აქვს). დედალიც მსგავს კანკალს იწყებს და ამ დროს ქვირითობს, მამალი ეგრევე ანაყოფიერებს დაყრილ ქვირითს. ამ დროს სხვა მამალი, ან ჯერ კიდევ ზღვაში გაუსვლელი ახალგაზრდა ორაგული შეიძლება მიუახლოვდეს წყვილს რათა თვითონაც მიიღონ მონაილეობა რეპროდუქციის პროცესში(ყველგან რავა მისწრებაზეა . დაყრილ და განაყოფიერებულ ქვირითს მდედრი სასწრაფოდ აყრის ქვიშას და მალავს, რადგან კალმახები ზუსტად მაგ მომენტს ელოდებიან რათა ქვირითზე ინადირონ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 კანადაში, როცა ორაგულზე ნებართვას ყიდულობ, პატარა ანკეტას და კონვერტსაც იღებ. ყველა დაწერილ ეგზემპლარზე არეგისტრირებ: სიგრძე და წონა(გაუშიგნავად) სქესი დაჭერის რიცხვი და საათი მორევის სახელი, სადაც დაიჭირე რამდენი საათი ითევზავე რა ტიპის ხელოვნური ბუზი გამოიყენე შენი სახელი, მისამართი, ტელეფონი ქერცლის ნიმუში ამას დებ კონვერტში და შესაბამის აგენტს აძლევ ან ორგანიზაციას უგზავნი. ბუნების დაცვა ამ ინფორმაციებს ამუშავებს მთელი კანადის მასშტაბით, ასე რომ ხუთი თითივით იციან რომელ მდინარეში რა ხდება და გაისად რას ელოდონ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 იმ დღეს ვნახე დოკუმენტური ფილმი, გამოძიების ფორმატში, ჩილეში ორაგულის მომრავლების ტემაზე. ცნობილია რომ მსოფლიოში ხელოვნურად გამრავლებული ორაგულის ბაზარზე ჩილე მეორეა ნორვეგიის შემდეგ. უზარმაზარ ტერიტორიებზე აქვთ საშენები ოკეანეში გაკეთებული. უმძიმესი ეკოლოგიური სიტუაცია შეიქმნა მას მერე რაც ორაგულის მოშენება დაიწყეს. გარემო ორაგულის საკვებით და ექსკრემენტებით იმდენად დაბინძურდა რომ მაგ წყლებში ჟანგბადის ნაკლებობაა უკვე და ხელოვნურად ამდიდრებენ წყალს ჯანგბადით. წყალში კატასტროფულად მოიმატა ანტიბიოტიკების და ჰორმონების კონცენტრაციამ(საჭმლით დაბინძურების გამო), რამაც გამოიწვია ისეთი დაავადებების გავრცელება, რაც მანამდე აღნიშნული არ იყო. მეთევზეები ფაქტიურად ვეღარ ტევზაობენ, რადგან მაგ ადგილებში დაჭერილი თევზის ხარისხი დაბალია. საკვებში სპეციალური ვარდისფერი პიგმენტი ერევა, რომელიც ორაგულს ხელოვნურად უცვლის ხორცის ფერს, ეს პიგმენტიც საკმაოდ აბინძურებს გარემოს. ვეშაპები თანდათან ნაკლები რაოდენობით შემოდიან იმ ყურეებში, სადაც ორაგულის საშენებია, მოკლედ ჩილეს ბუნების დაცვა განგაშის ზარებს რეკდა, მაგრამ მაგ ბიზნესში იმდენი მილიარდია ჩადებული, ვეჭვობ რამე გამოუვიდეთ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 ეს მდინარე ერთერთია კანადის აღმოსავლეთ სანაპიროს ორაგულის მდინარეებში. პატარა კაშხალი აქვთ და იქვეა ეს ორაგულზე დაკვირვების^პუნქტიც. გასასვლელია დატოვებული და ყოველდღიურად იტვლიან რამდენი და რა პარამეტრების ორაგული შემოვიდა ოკეანიდან. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 19, 2012 Author Report Share Posted February 19, 2012 მეგობრის მეუღლე ადგილობრივ ინდიელებს ასწავლიდა საკმაოდ შორეულ, ჩრდილო-აღმოსავლეთ კანადურ რეზერვაციაში(ან სოფელში). ხან ავტობუსით გადაჰყავდათ, ხანაც თვითმფრინავით. მოგეხსენებათ როგორ ზრუნავს კანადის მტავობა ადგილობრივ ინდიელებზე და თუნდაც რამდენიმეკაციან სოფელშიც კი სერიოზულ ინვესტიციებს დებს, მათ შორის განათლებაში. ადგილობრივები რა ტქმა უნდა მეთევზეები და მონადირეები არიან, რომელთაც მათთვის განკუთვნილი კანონი(თუ უკანონობა ) ურეგულირებს ნადირობა-თევზაობას. ყველაფერზე ტევზაობენ, ნებისმიერი დაშვებული თუ აკრძალული ხერხით. მათ ბადის გამოყენების უფლებაც აქვთ, თუნდაც ორაგულზე თევზაობისას, მაშინ როცა კვებეკელისთვის მხოლოდ შოლტით ტევზაობაა დაშვებული ორაგულზე. გასაგებია რა ''ნაზ'' გრძნობებს იწვევს მსგავსი დისბალანსი ადგილობრივ თეთრებში, ინდიელთა მიმართ. მოკლედ ივლისში, ჩემი მეგობრის მეუღლე, სხვა მასწავლებლებთან ერთად, იდიელებმა ორაგულზე სატევზაოდ მიიწვიეს, მათდამი კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად. ინდიელებს საკუთარი ბიზნესებიც აქვთ(არ იბეგრებიან) და საკმაოდ ძვირს ახდევინებენ ბობოლა ამერიკელებს ატლანტიკური ორაგულის ჭერაში. გთავაზობთ მეგობრის მეუღლის ფოტორეპორტაჟს. მდინარე რომელზეც ითევზავეს, წმინდა ლავრენტის დელტაში(ანუ თითქმის ატლანტიკის ოკეანეში) ჩაედინება. გადაფრენა, იქაური აეროპორტი და პირველი ხედები ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 19, 2012 Author Report Share Posted February 19, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 19, 2012 Author Report Share Posted February 19, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.