Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზაობა კანადაში


Recommended Posts

  • Replies 699
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გავხსენი სეზონი. მაგარი თევზაობა გამოვიდა. ერთი კილოიანი, სამი 800 გრამიანი, ერთი 600-იანი და ერთიც 450გ-იანი. თოვლის საფარი მეტრი მაინც იქნება. ყინულის სისქე 50 სმ. თევზი თუ გინდა ფეხიც უნდა დის

,,ტრესკა,, ძაან მაგარი თევზია. რუსეთში თხლად ვჭრიდით ფილეს ,მოვაყრიდით მარილს სანელებლებს და 1 საათი მაცივარში და მზადაა. უგემრიელესი თევზია.

ესეც ბობოლა ფარგა.    

Posted Images

  • 4 weeks later...

დრეს მეგობარმა მიტხრა რომ სახლი იყიდა ორაგულის მდინარის პირას მეზობელ ქალაქში(სულ სამი-ოტხი ორაგულის მდინარეა რეგიონში), ჰოდა ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. ზღვის კალმახიც შემოდის მანდ. ესაა რომ ორაგულზე მხოლოდ შოლტითაა ნებადართული თევზაობა.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდი ვახტანგ, ვაწვებოდი პატრიოტულ-გურჯულს, კიდევ კარგი კომპში მქონდა შენახული ყველა ფოტო.

 

თავიდან გადმოვიტანე ყველა.

 

ერთი თხოვნა მაქვს შენთან.

 

იმ მერყევების მონტაჟი გვაჩვენე, რომლებიც ჩამომიტანე.

 

ვერ წარმოიდგენ როგორ ვცდილობ მაგ სატყუარებით დავიჭირო, იქნებ ვერ ვაწყობ ისე, როგორც საჭიროა.

 

ყველა ვცადე მრავალჯერ და ვერა რააა.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

გიორგი უმარტივესია. ძირითადზე მიდის კარაბინი, რომელზეც მაგრდება მაგ კოვზი, კოვზზე მიდის 40სმ-იანი სადავე ანკესით, რომელზეც ეგება ჭია. რეკავ და თუ მშიერი კალმახია სადმე, გატარებისას გასკვანჩავ.

 

 

 

 

 

ერთი თხოვნა მაქვს შენთან.

 

იმ მერყევების მონტაჟი გვაჩვენე, რომლებიც ჩამომიტანე.

 

ვერ წარმოიდგენ როგორ ვცდილობ მაგ სატყუარებით დავიჭირო, იქნებ ვერ ვაწყობ ისე, როგორც საჭიროა.

 

ყველა ვცადე მრავალჯერ და ვერა რააა.

Link to post
Share on other sites

რა გითხრა აბა?

მომივიდა შენი ამანათი.

ძალიან გამახარე რომ იცოდე, არ დამავიწყდება არასდროს. :friends:

 

წავედი და სპეციალურად შენი კანადურებისთვის ჯოხი და კოჭა ავიღე დღეს.

დედას ვუტირებთ, უნდა მივანგრევინო ამ მოწყობილობებს ტბა-მდინარეები.

 

ავაწყვე და ხვალვე გამოვცდი.

 

61fc24ff1ba9.jpg

 

5d790373c2cc.jpg

 

29c790bf502a.jpg

Link to post
Share on other sites

ვარიანტი არაა სადმე რომ არ გაარტყას მაგ სატყუარებმა, მით უმეტეს კალმახის და ორაგულის სახეობების მაქაურ სიმდიდრეში. გიორგი, იმ კაშხალზე იმუშავებს ასიანი.

Link to post
Share on other sites

ნელნელა გადავკრიფავ სურატებს პიქსიდან რადიკალზე და ნაწილნაწილ დავდებ ხოლმე.

 

 

 

202e003afe44.jpg

 

a21aa14bcc53.jpg

 

aadf0f2f99be.jpg

 

480936d99bbb.jpg

 

f027b80413d2.jpg

 

3860345b7fd1.jpg

 

6e08ae9df414.jpg

 

72a37394cdd8.jpg

 

7947f3760d46.jpg

 

4a942dc73c38.jpg

Link to post
Share on other sites

ეს ორაგულის მდინარეზე ამ რეგიონში. შოლტით ტევზაობს ტანამშრომლის მეუღლეა

 

 

26ebb10659e7.jpg

 

aff24408cf47.jpg

 

4ea5e852baab.jpg

 

9d6d23673865.jpg

 

b8c6c3d4a06f.jpg

 

8052012725e7.jpg

 

011d446b1610.jpg

 

075dfb2b4f81.jpg

 

a5dc96ae4195.jpg

 

40f6a59665bf.jpg

 

fb84dc9d8e80.jpg

Link to post
Share on other sites

მადლობა ყველას და დიდი მადლობა ვახტანგს. :friends:

 

ბოლო წერილის შემდეგ ორჯერ ვიყავი გასული.

 

პირველად, ერთ საათში მომიწია პერიმეტრის დატოვება, სატელეფონო ზარმა მომისწრაფა თევზაობის მუღამი.

მაშინ ერთიცალი ამოვიყვანე, ოღონდ ფსკერულით, ბერკლის ცომზე.

 

დღესაც ვიყავი გასული.

ახლობელს ლამაზი ბაღი აქვს და ორი რიგი ყურძენი აქვს ასხმული ჩვენებურად, დილითვე გავუსხალი და ვაშლის 6 ხეც ზედ მიჰყვა გალამაზებას.

მერე გავგაზე იქ, ჩვენ რომ ვიცით. :haha:

 

დღეს არაფერს პირს არ აკარებდა.

3 საათი დავხარჯე საღამომდე და მხოლოდ 2 ცალი დავიჭირე.

ჩემს მიერ დადებულ სურათებზე, მეორე სურათზე რომ არის შუაში ვერცხლისფერი მერყევა 1/4 ლურჯით მაგით.

 

BROWNING, ყველა დავასველე ჯიგარო, მაგარ მოძრაობებს აკეთებენ, აი მესის/ბარსელონას ფორვარდია ერთი დაცენტრილი არგენტინელი :haha: / რომ შეშურდება ისეთებს.

წამოვა თევზი მომავალ კვირაში და სურათებსაც დავუშვებ მერე, ეხლა ექსპერიმენტების ეიფორიაში ვარ.

 

კაი კოლექცია დამიგროვე კანადური ხელოვნური სატყუარების, სათითაოდ წამოვაცვამ ჭრელა-ჭრულებს ამ სეზონზეც და მომავალშიც.

 

 

მადლობა ძმაო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. :friends:

Link to post
Share on other sites

კაია გიორგი, უფრო ბობოლებზეც ივარგებენ მაგენი, იმ კაშხალთან ან კოლუმბიაზე(თუ მღვრიე წყალი არ იქნა)

Link to post
Share on other sites

მოკლედ ადრე დავწერე, მეგობარმა სახლი იყიდა ერთერთი ორაგულის მდინარის პირას(სულ ოტხი ასეთი მდინარეა რეგიონში). 15 მაისიდან 15 სექტემბრამდე ლიცენზია ღირს 300$. თევზაობა მხოლოდ შოლტით. შოლტის ანკესი არ მაქვს, 250-300$ უნდა ყველაზე საბაზისო კომპლექტს, თუმცა ტხოვება-ქირაობაც შეიძლება. აქ ყველას აქვთ.

Link to post
Share on other sites

კაია გიორგი, უფრო ბობოლებზეც ივარგებენ მაგენი, იმ კაშხალთან ან კოლუმბიაზე(თუ მღვრიე წყალი არ იქნა)

 

ყველგან მოვსინჯავ ვახტანგ, გამოდის ამინდები უკვე.

ზურგჩანთა დაკომპლექტებულია სრულად. :friends:

 

რაც შეეხება ორაგულის ლიცენზიის ფასს, რა ამბავია 300 მწვანე, თანაც მხოლოდ შოლტით. :karochera:

 

ლიმიტი რამდენი გაქვს და რითი ახსნი ასეთ მაღალ ფასს?

 

ბევრია თევზაობის მსურველი, ცოტაა თევზი და იმიტომ, თუ მაგათაც მაგარი გარეკილი აქვთ?

Link to post
Share on other sites

ცოტაა ორაგული, მხოლოდ ერთი სახეობაა-ატლანტიკის და ჩემს რეგიონში დიდი წნეხია მეტევზეების მხრიდან. მაგ სამას დოლარში გაქვს 10 სრული დღე და ათი ნახევარდღე(ივნისი-სექტემბერი). დღეში ორის დატოვება შეგიძლია. ლიმიტია ზომებშიც: 30სმ-ზე ნაკლებს ან 63სმ-ზე დიდს ვერ დაიტოვებ, უნდა გაუშვა. დღიური ლიცენზია 30$ ღირს. ადგილზე შეგიძლია იქირავო კომბინეზონიც და ანკესიც. დაჭერილ ტევზს ემაგრება ლიცენზია და გამოსვლისას, სარეგისტრაციო პუნქტში(ორაგულის მდინარეებზე ყველგანაა თითო) არეგისტრირებ სახელს, რომელ მორევზე დაიჭირე, რომელ საატზე, რა ხელოვნური ბუზანკალით. ასევე ტოვებ ერთ ქერცლს, რომლიტაც არკვევენ რა ხნის იყო ორაგული, რამდენჯერ იყო ზღვაში განასვლელი, ასევე რამდენჯერ აქვს ქვირითი დანაყრელი. ამ მონაცემებს სტატისტიკურად ამუშავებენ და მდინარის ვებ გვერდზე დებენ.

საერთოდ ჩემს რეგიონში, მდინარეებზე სადაც ორაგული შედის, კალმახიც გვხვდება და ზღვის კალმახიც, მაგრამ მხოლოდ შოლტით თევზაობის უფლება გაქვს ამ უკანასკნელზეც, ბრაკონიერობის ტავიდან ასაცილებლად. ჩრდილოეთ კვებეკში მეტი ორაგული შედის(განსაკუთრებით ოკეანისპირა რეგიონებში)და იქ სპინინგითაც დაშვებულია თევზაობა.

 

ესაა მდინარის ვებგვერდი

 

http://www.riviereamars.qc.ca/

 

აქვეა ინფორმაციები მორევებზე(დანომრილია ყველა), რეგლამენტაციაზე, რა ტიპის ბუზანკალი სეგიძლია გამოიყენო, სტატისტიკა, ტარიფები, მომსახურება.აქვეა ორაგულზე მეტევზის ეთიკური ნორმებიც.

 

 

 

მაგალიტად აქ დაწერილი და გაშვებული ორაგულების სტატისტიკაა(წონა ფუნტებშია), სიგრძე სანტიმეტრებში.

 

http://www.riviereamars.qc.ca/2124_fr.html

 

ესეც დაჭერილი და აღებული ორაგულების სტატისტიკა(სახელი, დაწერის ტარიღი, სექტორი, მორევის ნომერი, სიგრძე, წონა)

 

ამ მდინარეზე 2011-ში , 314 ზრდასრული ორაგული და 160 ახალგაზრდაა დაჭერილი. 1727 ზღვის კალმახი. ამ მონაცემების მიხედვით განსაზრვრავენ 2012-ის კვოტას(ასევე იციან რამდენი ორაგული შემოვიდა მდინარეში, რადგან კაშხალთან გამტარი არხია და იქ ითვლიან).

 

http://www.riviereamars.qc.ca/2123_fr.html

 

 

 

 

 

 

 

რაც შეეხება ორაგულის ლიცენზიის ფასს, რა ამბავია 300 მწვანე, თანაც მხოლოდ შოლტით. :karochera:

 

ლიმიტი რამდენი გაქვს და რითი ახსნი ასეთ მაღალ ფასს?

 

ბევრია თევზაობის მსურველი, ცოტაა თევზი და იმიტომ, თუ მაგათაც მაგარი გარეკილი აქვთ?

Link to post
Share on other sites

ამ ვიდეოში უყურებთ ზღვის კალმახს იგივე მდინარეში. ის კალმახია რომელსაც მე ვიჭერ ტბაში და მდინარეში, მაგრამ ზღვაში გადის(ანადრომია)

 

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...