Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზაობა კანადაში


Recommended Posts

როგორ მესიამოვნა ეს ვიდეოები ვერ წარმოიდგენთ! კანადაშიც ყოფილან ჩემნაირი ,,გადარეულები,, :e025:

Link to post
Share on other sites
  • Replies 699
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გავხსენი სეზონი. მაგარი თევზაობა გამოვიდა. ერთი კილოიანი, სამი 800 გრამიანი, ერთი 600-იანი და ერთიც 450გ-იანი. თოვლის საფარი მეტრი მაინც იქნება. ყინულის სისქე 50 სმ. თევზი თუ გინდა ფეხიც უნდა დის

,,ტრესკა,, ძაან მაგარი თევზია. რუსეთში თხლად ვჭრიდით ფილეს ,მოვაყრიდით მარილს სანელებლებს და 1 საათი მაცივარში და მზადაა. უგემრიელესი თევზია.

ესეც ბობოლა ფარგა.    

Posted Images

კვირას მივდივარ, ვნახოთ რას ვიზამ

წარმატებები!

 

ბლომად ფოტოები წამოგვიღე.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

ეს რამდენი გიწვალიათ კაცო. :karochera:

 

მოასწრებს კვირისთვის გადნობას?

 

ნახე აბა კვირამდე ამინდის პროგნოზი მაინც.

Link to post
Share on other sites

მაგრად უწვალიათ.....აქ დღეს ბალი მოვწყვიტე ხეზე და მანდ რა გახდა ეს სითბო რომ არ დადგა... წარმატებებს გისურვებთ კვირას!!!

Link to post
Share on other sites

წესით სათევზაოდ საკმარისი ფართობი გამდნარი უნდა დამხვდეს, გუშინ ღამე იწვიმა. ხვალ მზიანს აცხადებენ, მინიმალური -2, მაქსიმალური +12. მხეცი ამინდია.

Link to post
Share on other sites

კვირას მე და ჰასანმა(დოქტორანტია ჩვენთან), მისი მაზდა სამით შევუბერეთ ბანაკისკენ. ჰასანას მთელი რამე უქექია ინტერნეტი და ქართული სიმღერების ნაკრები ატრიალა მთელი გზა. თოვლი ტყეში თითქმის დამდნარია. შეგვხვდა ორი როჭო(დედალ-მამალი), ერთი მამალი ჟრუნი, უზარმაზარი ცხენირემის კვალიც ვნახეთ ჩვენს ბილიკზე და დიდ ტბაზე ერთი კინკილა კანადური ბატიც იჯდა. დავარეგისტრირე ეს ყველაფერი. პირველივე გადასასვლელზე ჰასანა მდინარეში ჩამივარდა. მოუწია სველს სიარული. მერე ღუმელი დავანთე ბანაკში და შეშრა თორემ კბილს კბილზე აცემინებდა ისეთი ცივი იყო წყალი. მაგარი ქარი დაგვხვდა. ტბაზე მხოლოდ ჩედილოეთის მხარეს იყო პატარა ყინულის ნაფლეთები შემორჩენილი. შევაცურეთ ნავი და ჩავყარეთ სპინინგები ტბაში...

დილით ავიყვანე ერთადერთი 12 ინჩიანი კალმახი(სურათზე ცოტა გაღუნულია 11-ს აჩვენებს)ტორონტოს კოვზზე და ჭიაზე. მეტი ვერაფერი, უბრალოდ სეზონი გავხსენი სიმბოლურად. მაგარი ქარი იყო და წყალიც ძალიან ცივი, წესით აწი უნდა დაიძრას.

 

ესეც ფოტოები

 

სამზადისი

 

d4f72f5f6862.jpg

 

აქ ვტოვებთ მანქანას

 

09ecfdd81b62.jpg

 

ეს კანადური ბატი პერისკოპიანი წყალქვეშა ნავივით მიცურავდა ტბაზე

 

6e58348bac4d.jpg

 

1a59b786a257.jpg

 

 

41de59e70383.jpg

 

ჰასანა ყინულიან წყალში ფეხების ჩაციების შემდეგ

 

7785822cb6ea.jpg

 

ცხენირემის კვალი

 

7698350cc196.jpg

 

როჭო და ჟრუნი

 

3f8dd4ad560c.jpg

 

368272e3ee6d.jpg

 

b46a3e30fe2f.jpg

 

 

ასეთი იყო ტყე ალაგალაგ

 

4eee4a7fa05e.jpg

Link to post
Share on other sites

ასეთი დაგვხვდა ტბა

 

4d2c1b89c5e8.jpg

 

 

შევაცურეთ ნავი

 

8fe4a21b82f9.jpg

 

a3aa47196c3a.jpg

 

b82e382933b7.jpg

 

eb54e59ec3fa.jpg

 

a86942d8c295.jpg

 

e300dd8f8100.jpg

 

a772fb7c349b.jpg

 

 

ასეთი ჩანდა ბანაკი საქართველო ტბის შუაგულიდან

 

7b85b9d1ff2c.jpg

 

9aca7ee78c7f.jpg

 

b8c7f1b9097a.jpg

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი გასვლა მოგიწყვიათ :yes: კატრგი სურათებია :yes: რამხელა მდინარე ყოფილა შენს კალაქში და არ თევზაობს არავინ შიგ? რა ქვია მაგ მდინარეს? ან რა თევზი ყავს?

Link to post
Share on other sites

:yes:

 

მშვენიერებაა!!! სიტყვები არ მყოფნის.

 

ყოჩაღ ვახო!!!

 

ვიდეოც დავდე ფეისბუკზე.

 

P.S. ამას წინათ ვკითხულობდი, რომ brok trout-ი ყოფილა იგივე ჯიში რასაც რუსები Голец-ს ეძახიან.

Link to post
Share on other sites

სახლში წასვლის წინ, მაინც მოასწრო სეზონი გაეხსნა კანადაში.

 

მაგარი ჯინიანი და ჯიგრიანი ხარ ვახტანგ და მაგას ვაფასებ შენში ყველაზე მეტად.

 

 

წაი ახლა ძამია ჩვენს დახატულ საქართველოში, მშვიდობით გევლოს. :friends:

Link to post
Share on other sites

ბრავო ვახო! :yes:

 

გილოცავ სეზონის გახსნას! B)

 

რაც მე ნერწყვები ვყლაპე როჭოს სურათის დანახვაზე... :l_ice:

Link to post
Share on other sites

უმაგრესი ვიდეო-კამერა გაქვს ვახტანგ, რა არის ეს ნახევარ წუთიანი ვიდეოები ჰა?

 

დაუშვი რა 2-3 წუთიანი მაინც, რომ საყურებლად სახალისო იყვეს.

 

მე მაინც არ გეცოდები???

 

დაწყებული არ არის, თავდება კაცო.

 

შავღონდი ბიჯო. :d030: /თანაც რა ჭირი სჭირს youtube-ს, ნამდვილად არ ვიცი, ძალიან გვიან ტვირთავს, ჰოდა ვზივარ ბუსავით და გაიხსნება შენი ვიდეო და "ინსაათშივე" მთავრდება./

 

გამიგე რა ძმურად, ცოტა ხანგრძლივები გადაიღე, თანაც სად მიდიხარ ჯიგრი ერთ კვირაში?. :friends:

 

ვაიიიიიიიიიი, იქიდან არ ჩამოგიტანია სრული "ანშლაგი" ჩვენი მეგობრების შეხვედრების ამსახველი სურათებისა და ვრცელი ვიდეოებისა, ე მერე ნახამ შენა.

Link to post
Share on other sites

ელჩი მქონდა ამოყვანის ვიდეო და წამეშალა.

 

კამერა დეფექტიანი გამომადგა, სამჯერ გავარემონტე. კიდევ თუ რამე მოუვა9სამი თვე მაქვს კიდევ გარანტია) უკვე შემიცვლიან. ისე კაი მოდელია აშდეს იღებს.

Link to post
Share on other sites

ვაა, ეს არ ვიცოდი, არადა გოლეცი სულ მაინტერესებდა. სალამანდრა საითაა რუსეთში ამჟამად გოლეცი?

 

 

:yes:

ამას წინათ ვკითხულობდი, რომ brok trout-ი ყოფილა იგივე ჯიში რასაც რუსები Голец-ს ეძახიან.

Link to post
Share on other sites

ვაა, ეს არ ვიცოდი, არადა გოლეცი სულ მაინტერესებდა. სალამანდრა საითაა რუსეთში ამჟამად გოლეცი?

 

 

 

 

ნახე საინტერესოა! წითელი ხიზილალის არომატიზატორით დაკვების შემთხვევაში მოზიდვაც შესაძლებელიაო. აქაც ქართველი ტეევზაობს - გია სალარიძე.

 

:hi:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

მამალსა ჰგავს, ეგ რომ ქვირითობისას დაეჭირათ იგივე ზომა, 2 კგ-ს არაფერი დააკლდებოდა, დედალი მეტიც იქნებოდა.

 

მიულოცე ბიჭებს ჩემგან.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...