Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ამ თემას ვხსნი ჩვენი ახალი ფორუმელის, ბატონ კობა თოდუასთან შეთანხმებით.

რამოდენიმე კვირის წინ შემოგვიერთდა და მის მიერ ნაჩვენებმა ფოტოებმა და წერილებმა გადამაწყვეტინა, ერთად ყოფილიყო ეს ყველაფერი.

ყველამ ვნახეთ, თუ რა მდიდარი გამოცდილება აქვს ნადირობაში, მისმა ოთხფეხა მეგობრებმა კიდევ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ფორუმზე.

ვფიქრობ ძალიან საინტერესო საკითხავი და სანახავი იქნება მისი ისტორიების წაკითხვა და ნადავლის სურათების დათვალიერება.

ასევე, მისგან გავიგებთ სანადირო რეგულაციებს. /ლიმიტებს, სეზონის ვადებს, სანადირო ობიექტების მრავალფეროვნებას და ა.შ./

 

მოკლედ, ბატონო კობა, ჰა ბურთი და ჰა მოედანი.

Link to post
Share on other sites
  • Replies 276
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მადლობა გიორგი ამ თემის გახსნისათვის. ნელ-ნელა ვეცდები მოგიყვეთ რუსეთში და ბელორუსიაში არსებული ნადირობის კანონების შინაარსზე, მთავარი სანადირო ობიექტების ნაირსახეობებზე, მათზე ნადირობის ვადებზე და მეთოდებზე... და რასაკვირველია ნადირობის ისტორიებს, ჩემი პირადი ბიოგრაფიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.

Link to post
Share on other sites

ჩემი პირველი სერიოზული ნადირობა ჩატარდა ბელორუსიაში, სადაც ფილტვების დაავადების შემდეგ იძულებული გავხდი დავრჩენილიყავი. ექიმებმა ამიკრძალეს პეტერბურგში, სადაც ვცხოვრობდი და საქართველოში, საითკენაც გული მიმიწევდა, დაბრუნება. პეტერბურგში იმიტომ, რომ, ნესტიანი და ე.ი. ჩემი ფილტვებისთვის მავნებელი ჰაერი იყო, საქართველოში კი იმიტომ, რომ, წლის დიდი ხნის განმავლობაში ჰაერის მაღალი ტემპერატურა აღინიშნება, რასაც შეიძლო გამოეწვია ფილტვებში სისხლ-ძარღვების გაფართოება და მათი გაწყვეტა (მე 2 კავერნა მქონდა ფილტვებში) ლეტალერი შედეგით.

ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მუდმივი შიშის ქვეშ ყოფნას ვარჩიე ორგანიზმის გაკაჟებაზე მეზრუნა. ამ საკითხში დიდი დახმარება გამიწიეს ჩემთვის ფაქტიურად უცნობმა ხალხმა, ყოფილმა სამხედროებმა. ერთ-ერთი მათგანი, პოლკოვნიკი ევგენი (ჟენია) ბაბჩუკი პენსიაზე გასვლამდე მსახურობდა გერმანეთში, საბჭოთა ჯარების დასავლეთის დაჯგუფების ხელმძღვანელის, გენერალ ზაიცევის ადიუტანტად. მის სამსახურეობლივ დანიშნულებაში, სხვა და სხვა ფუნქციებთან ერთად, შედიოდა გენერლის და მისი ახლობლების დასვენების ორგანიზაციაც. თუ როგორ "ისვენებდნენ" საბჟოთა გენერლები ალბათ ბევრ თქვენთაგანს გაუგონია, მე კი ნანახი მაქვს ამ პროცესების ნაწილის ამსახველი სურათები. მათი ნადირობები უფრო ფრონტის ქრონიკას გავდა - იჟლეტებოდა ასობით!!!!!! შველი, ტახი, ირემი (ცოტა ნაკლებად), ბატი. მიუხედავად ამისა, თვითონ ევგენი "მართალი" მონადირე იყო და მეც "სწორ" მონადირე მზრდიდა.

ჩვენი ნაცნობობის პირველსავე დღეს, ჟენიამ გამიკეთა მონკავშირის წევრის ბილეთი. შემდეგ წამიყვანა რომელიღაც სამხედრო ნაწილში და მისი თხოვნით მე "შემფუთეს" როგორც ჯარისკაცი ე.ი. მომცეს საზამთრო-საზაფხულო მთელი ამუნიცია. სხვებიც არ დარჩნენ განზე - ერთმა თავისი სარტყელი მაჩუქა, მეორემ ნორვეგიული ტიპის ხისტარიანი დანა, მესამემ სამხედრო ბინოკლი და კომპასი და ა.შ. სხვა შორის ბელორუსები თავიანთი ადამიანობით და სითფოთი ძალიან განსხვავდებიან რუსებისაგან. იმდენად, რომ გასაკვირვია ამ ორი ერის ასე ახლო ნათესაური კავშირი. მათ შორის, ვინც მე იმ პერიოდში ჟენია გამაცნო და ვინც დიდი წილი შეიტანა ჩემს მონადირედ ჩამოყალიბებაში, იყო ალექსანდრე გაზოვი - ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი სროლაში, გაქცეულ ტახზე.

 

მე ბოდაშს ვიხდი, რომ, ასეთ, შეიძლება უმრავლესობისათვის არასაინტერესო ფაქტებზე ვამახვილებ ყურადღებას, მაგრამ იმედი მაქვს გამიგებთ, რადგანაც მე ამ თემაში პირველ რიგში ვეცდები აქცენტი გავამახვილო იმაზე, რაც უმთავრესად ვთვლი მონადირისათვის - ეს არას ბუნების და მის შიგ არსებული ფლორა და ფაუნის სიყვარული, მონადირის ეთიკის და ტრადიციების დაცვა. ეს ყველაფერი შეუძლებელია, თუ ჩვენ დავივიწყებთ იმ ხალხს ვინც ჩვენ შემოგვინახა და გადმოგვცა ყოველივე ეს.

 

პირველი ჩემი ნანადირევი ტყის ქათამი იყო.

მიმიყვანეს მინსკიდან 280 კმ მანძილზე დაშორებით მინდორში, დამაკავეს თოფი და ამიხსნეს, რომ, რაღაც, გრძელცხვირა ფრინველი გამოფრინდებაო ხროკინ- ხროკინით, ცოტა წინ დაუმიზნეო და კიდევ ათასი რამ. რაღაცა დროის შემდეგ მართლაც ტყიდან გამოფრინდა რაღაცა ფრინველი, თანაც გამოსცემდა ჩემთვის უცხო ხმას. რაღაცა დროის განმავლობაში კი ვფიქრობდი, ეს ის ფრინველია თუ სხვა(იმ მომენტში დაჟე მის საშინელ სახელს - ვალდშნეპს, ვერ ვიხსენებდი). მაგრამ მალე გადავწყვიტე, გერ მესროლა და მერე გამერკვია შევცდი თუ არა.

პირველივე ნასროლით ჩამოვაგდე. ჟენია მინდვრის მეორე კუთხეში იდგა და ყველაფერს ხედავდა.

იმის გამო, რომ ეს ყველაფერი დილით ხდებოდა, დილით კი ტყის ქათმის გადმოფრენა (тяга) ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე საღამოს, მე ერთადერთი აღმოვჩნდი, ვანც რაღაცა მოინადირა (8 კაცში). რასაკვირველია, დილის სუფრაზე სუკ ჩემს სადღეგრძელოს სვამდნენ. ჟენიმ თქვა - ამისგან მონადირე დადგებაო და შემდგომში სულ იმას ვცდილობდი არ შემერცხვინა :blush2:

სანამ ბიჭები ნადირობის გახსნას და ჩემს წარმატებას აღნიშნავდნენ, მე დავყევი მდინარეს და კიდევ 2 მამალი იხვი მოვინადირე. ეს ადგილები (რასსონის რაიონი) და ეს მდინარე (დრისა), როგორც პირველი სიყვარული დღემდე ჩამრჩა გულში. შემდგომში ხშირად ჩამოვსულვარ ამ ნადირ-ფრინველით მდიდარ ადგილებში სანადიროდ და უბრალოდ დასასვენებლადაც.

Link to post
Share on other sites

აბა ველოდებით კობა, ამ ჩვენს პოსტებს წავშლით ყველას.

 

როგორც გინდათ ვახო, მე ხელს არ მიშლის. პირიქით - როცა ვხედავ რომ ვიღაცას აინტერესებს ის რასაც მე ვწერ, უფრო მონდომებით ვწერ :alfons:

Link to post
Share on other sites

კარგი დასაწყისია და კარგი მთხრობელი იქნები. შენ დაუშვი, ჩვენ წავიკითხავთ ;) . ყველაფერი გვაინტერესებს.

Link to post
Share on other sites

როგორც გინდათ ვახო, მე ხელს არ მიშლის. პირიქით - როცა ვხედავ რომ ვიღაცას აინტერესებს ის რასაც მე ვწერ, უფრო მონდომებით ვწერ :alfons:

კობა შიგადაშიგ ნადირობის ამსახველი ფოტო მასალაც გაურიეთ გაცილებით საინტერესო და სანახაობრივი იქნება :Laie_99:

Link to post
Share on other sites

Коба

 

კარგი დასაწყისია,დარწმუნებული ვარ უამრავი რამ გექნებათ მოსაყოლი ნადირობაზე და ბუნებაზე,გთხოვთ გააგრძელოთ :yes:

Link to post
Share on other sites

კობა შიგადაშიგ ნადირობის ამსახველი ფოტო მასალაც გაურიეთ გაცილებით საინტერესო და სანახაობრივი იქნება :Laie_99:

 

აუცილებლად, მაგრამ იმ დროინდელი სურათები გაცილებით ცუდი ხარისხისაა (ციფროვანი ფოტოაპარატები იმ დროს არ იყო) და სკანირების შემდეგ კიდევ უფრო კარგავს ხარისხს.

Link to post
Share on other sites

გაიხარე კობა,ბუნებისა და ნადირ-ფრინველის მოყვარული აუდიტორია გყავს და სიამოვნებით ვკითხულობთ თქვენს ყველა პოსტს!!!! :yes:

Link to post
Share on other sites

პირადად ჩემთვის დიდი სტიმული იქნება თქვენი ცხოველზე ნადირობის ფოტოების ნახვა.

 

მერე მეც დავაყრი.

 

ჯერჯერობით თავს ვიკავებ, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე მოკრძალებულ ფოტოს.

 

თევზაობაშიც მეყოფა ბაქი-ბუქი. :haha:

Link to post
Share on other sites

აუცილებლად, მაგრამ იმ დროინდელი სურათები გაცილებით ცუდი ხარისხისაა (ციფროვანი ფოტოაპარატები იმ დროს არ იყო) და სკანირების შემდეგ კიდევ უფრო კარგავს ხარისხს.

 

 

სურათების ხარისხი მეორე პლანზე გადადის, როცა ასე საინტერესოდ წერთ.

დამერწმუნეთ, რომ ამ ფორუმზე ბევრია ჩემსავით მონატრებული რუსული ნადირობის სცენებს(ბელორუსულიც იგივეა ჩემი აზრით) ... :hi:

Link to post
Share on other sites

ფოტოების გარეშე ნებისმიერი ისტორია რაღაც ცალმხრივი გამოდის. ეს მე თვითონაც არ მსიამოვნებს, მაგრამ რადგანაც ბატონმა გიორგიმ ეს თემა გახსნა, რაღაცა მაინც უნდა დამეწერა. ყურადღება გაამახვილეთ დროზეც, რა დროს ვწერდი იმ პოსტს (დილის 4 -5 საათამდე) :e025:

ძველ სურათებს ყველას სკანირება ჭირდება და როგორც კი ამ საკითხს გადავჭრი, ნელ-ნელა ჩავურთავ მონაყოლს.

 

აბა დროებით :hi:

Link to post
Share on other sites

კობა :hi: , ასეთი შეკითხვა მაქვს.

რამდენადაც მე ვიცი ევროპის ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა მონადირის ჩაცმულობას.

კომუფლაჟები, სამხედრო ტანსაცმელი და ასეთი რამეები გამორიცხული აქვთ, მიჰყვებიან ძველ ტრადიციულ წესს.

ამ მხრივ რა ხდება რუსეთის ელიტარულ კლუბებში?

უამრავი ვიდეო მაქვს ნანახი, სადაც ჩვენსავით სამხედრო-საველე უნიფორმას ხმარობენ, აქაც შტატებშიც არ აქცევენ ყურადღებას, მანდ როგორაა ეგ საქმე, მხედველობაში მაქვს მაღალი რანგის სამონადირეო კლუბები?

Link to post
Share on other sites

რუსეთში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის ის დონე ამ საკითხში, როგორც ევროპაშია. ტენდენცია კი მიდის უკეთესობისკენ, მაგრამ ძაან ნელად. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ, რევოლუციის შემდეგ, თითქმის 100 წელიწადი, მონადირეების უმრავლესობას არ ქონდა და არა აქვს დღესაც, მონადირის ნორმალური ჩაცმულობის შესაძენი საშუალება და კულტურა. ყველაფერი ეს აქ ძვირი ღირს და ამიტომ ხალხი იცვამს იმას, რაც გააჩნია ან რაც უფრო იაფია.

ეს არ ეხება ახალგაზრდა და შეძლებულ მონადირეთა ფენას, მათ ბრწყინვალედ ესმით სხვაობა რუსულ (საბჭოთა) და ევროპულ (საერთოდ იმპორტიულ) როგორც სამოძრაო ტეხნიკის, ასევე ამუნიციას შორის. ეს ფენა შესაბამისად არის ჩაცმულ-აღჭურვილი. მაგრამ ეს უმცირესობაა, ზესტად ის ფენა, რომელსაც თქვენ "მაღალი რანგის სამონადირეო კლუბები" უწოდეთ.

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

კობა, სურათები მერე იყოს, ისე გააგრძელე, კარგად გაქვს დაწყებული...

 

კარგი, მასე იყოს. მართლაც გამიჭიანურდა პერერივი, მითუმეტეს, რომ როგორც აღმოჩნდა ძველი სურათები მაინცდამაინც ბევრი არ შემრჩენია. ფოტოლენტებზე კი არის ალბათ შემორჩენილი და შემდეგში მაგათაც აღვადგენ. ისე სურათების გარკვეული რაოდენობა მივეცი სკანირებისთვის და ალბათ ორშაბათს წამოვიღებ.

 

ბელორუსეთი, სადაც მე ფაქტიურად დავიწყე ნადირობა, ძან მდიდარია ფრინველ-ნადირით. ამას ხელს უწყობს როგორც გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, შედარებით მსუბუქი კლიმატით, ასევე ის, რომ, იქ სოფლის მეურნეობა იყო და დღესაც ძაან არის განვითარებული. რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც სოფლის მეურნეობიდან მივიდა პოლიტიკაში, დიდ ყურადღებას უთმობს ამ დარგს და შედეგიც არის. იქ ვერ ნახავთ, როგორც რუსეთში, დაუმუშავებელ და მიგდებულ მინდორ-ველებს. ყოველი მიწის ნაკვეთი დამუშავებულია და რაღაცა ხარობს. ეს კი საკვები ბაზაა ფრინველ-ცხოველებისთვის. ბოლო წლებში იქ იმდენად მომრავლდა გარეული ღორი, რომ ნადირობა მასზე თითქმის მთელი წლის განმავლობაშია გახსნილი (1 თვის გარდა). ბევრია შველი. არის ირემი და ლოსი. ძან მდიდრებისთვის იძლევიან ზუბრის ლიცენზიასაც. არის მგელი და ცოტა დათვიც. ფრინველთა სამყაროც ძან მდიდარია. ბევრია თევზიც.

 

მე ბელორუსეთში ნანადირევი ვარ, თითქმის ყველაფერზე, დათვის გარდა.

ჩემმა პირველმა ნადირობამ ტყის ქათამზე და იხვზე, იმდენად დიდი დადებითი შთაბეჭდილობა დატოვა ჩემზე, რომ გადავწყვიტე ამაზე არ შევჩერებულიყავი. მითუმერეს, რომ ჩემი ახლობლები თვითონ იყვნენ "ავადმყოფი" მონადირეები და მით დიდი ხნის თხოვნა არ ჭირდებოდათ. იმავე გაზაფხულზე მოვინადირე ყრუალა (მიპარვით, სიმღერის ქვეშ), როჭო (საფარიდან), ბატები (ორმოებიდან). ტყის ქათამზე და იხვზე არაფერს ვამბობ, რადგანაც ამ სახეობებზე ვნადირობდით ფაქტიურად ყოველ დღე (ნადირობის დღეები მაქვს მხედველობაში).

ამ ნადირობებზე შემდეგში (როცა სურათები მექნება) უფრო დაწვრილებით შევჩერდები, ახლა კი მინდა გავჩერდე იმ სახეობებზე, რასაც მაშინ სულმოუთქმენლად ველოდი. ეს იყო ზაფხულ-შემოდგომის სეზონის დადგომა და მასთან დაკავშირებული ნადირობები.

 

ნადირობის სეზონი ბელორუსეთში გაზაფხულზე იხსნება მარტის მეორე გამოსაშვებ დღეს (ე.ი. დღეს :pardon: ) და გრძელდება 2 თვე, მაისის შუა რიცხვებამდე. რუსეთთან შედარებით, ცადაც გაზაფხულზე ნადირობის სეზონი იხსნება 2 კვირით, ეს ძალიან ხელსაყრელია. თავისუფლად პოულობ დროს, რომ ყველაფერზე ინადირო. 1 აპრილამდე მარტო ბატზე, 1 აპრილის შემდეგ, ყველაფერზე, რაზეც გაზაფხელს აღებენ ნადირობას (მამალ იხვებზე, ტყის ქათამზე, ყრუალა და როჭოზე).

ზაფხულ-შემოდგომის სეზონი იხსნება ივლისის მეორე გამოსაშვებ დღეს (მეძებრებით და სპანიელებით მონადირეებისათვის) ჭაობის ფრინველზე - ბეკასზე (ჩიბუხა) და გარშნეპზე (ჩიბუხელა). დუპელი, მიუხედავად დიდი რაოდენობისა, სამწუხაროდ, "წითელ წიგნშია", რაც ბოლო რამოდენიმე წელიწადია იწვევს მონადირეების დიდ უკმაყოფილებას. ნადირობა შეიძლება მხოლოდ იმ ძაღლების მფლობელებისთვის, ვისაც საველე დიპლომები აქვს.

2 კვირის მერე სეზონი იხსნება ყველა მსურველისთვის - იხვზე, ჭაობის და მინდვრის ფრინველზე (მწყერი, ღალღა), ტყის ქათამზე, მტრედზე და ქედანზე. სექტემბრის პირველ გამოსაშვებ დღეს სეზონი იხსნება ჟრუნზე და გნოლზე.

სეზონი ფრინველებზე იხურება დეკემბრის მეორე გამოსაშვებ დღეებში. ნადირობა შეიძლება მხოლოდ 4 დღეს (შაბათი, კვირა, ორშაბათი, სამშაბათი), მაგრამ, საზღვართგარეთელებისთვის უშვებენ გამონაკლისს, აძლევენ უფლებას ინადირონ ყოველ დღე.

ხანდისხან სეზონია გახსნის თარიღებში ხდება შეცვლები, ამინდიდან და ცეცხლსაფრტხე სიტუაციიდან გამომდინარე. მაგალითად, შარშან ყველა მსურველისთვის სეზონია გაიხსნა 13 აგვისტოს ე.ი. 1 თვის შემდეგ, რაც გაიხსნა სეზონი მეძებრებით და სპანიელებით მონადირეებისათვის (9 ივლისს).

ნოემბრის პირველ გამოსაშვებ დღეს იხსნება სეზონი კურდღელზე და სხვა სახის ბეწვეულზე (თახვი, ანდატრა, მელა, კვერნა, ნორკა და ა.შ.). კურდღელზე ნადირობა იხურება იანვრის ბოლო დღეებში, მელაზე და სხვა ბეწვეულზე თებერვლის ბოლოს.

 

Link to post
Share on other sites

 

 

ნადირობა შეიძლება მხოლოდ იმ ძაღლების მფლობელებისთვის, ვისაც საველე დიპლომები აქვს.

 

ძალიან კაგია,ნეტა აქაც მასე იყოს.მეძაღლეობაც განვითარედება და ნადირობის კულტურაც

Link to post
Share on other sites

ზაფხულ-შემოდგომის სეზონის გახსნა რუსეთ- ბელორუსეთში, მონადირეების უმრავლესობისთვის (ვისაც მეძებარი ან სპანიელი არა ყავს), იხვზე ნადირობას წარმოადგენს. მეც გულმოუთქმელად ველოდი სეზონის გახსნას და სათანადოდ ვემზადებოდი. ვიცოდი, ჩემი ახლობლები, რომლების უმრავლესობამაც ამ პერიოდში ჩემთან დაიწყო მუშაობა, ცუდ ადგილას არ წამიყვანდნენ დღესასწაულის დღეს (სეზონის გახსნა ყველა მონადირისთვის დღესასწაულია), მაგრამ სინამდვილემ გადააჭარბა ყოველივე მოლოდინს. მოვხვდი წყალმცურავ ფრინველთა სამოთხეში, უფრო კონკრეტულად - თევზსაზრდელ მეურნეობაში. ეს მეურნეობაში ბრესტის ოლქშია და ფაქტიურად კუნძულზე იმყოფება. მანდ მოხვედრა მხოლოდ ტივით, საბაგიროსავით ჯაჭვით შეიზლება (მერე დავდებ სურათს). იქ ვერ შეხვდები უცხო მონადირეს, რადგანაც არავის, ახლობელ-ნაცნობების მეტს, არ უშვებენ. ისიც ძაან იშვიათად.

ამ მეურნეობაში სადღაც 20-24 ტბაა, დაახლოებით 800X800 მეტრზე, თევზების მოსაშენებლად. აქვე ცხოვრობს და მრავლდება დიდი რაოდენობით იხვები და სხვა წყალმცურავი ფრინველთები.

 

ეს სურატები იმ დროს არაა გადაღებული (მაშინ ძაღლი არ მყავდა), მაგრამ, იმ ადგილებშია.

 

i-404.jpg

 

i-440.jpg

 

i-442.jpg

 

i-433.jpg

 

i-437.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...