Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ, მე მგლებს, როგორც ფაუნის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვინ და მკაფიო წარმომადგენლებს,უაღრესად დიდ პატივს ვცემ. უფრო მეტიც,იმის გამო, რომ მე, ჩემს სანადირო პრაქტიკაში არ მქონია ხშირი შეხება მგელზე უფრო დიდ მტაცებელ ცხოველებთან (ეპიზოდიური ნადირობები დათვზე მხედველობაში არა მაქვს), ვთვლი მგელს ყველაზე ორგანიზებულ და ღირსეულ მეტოქედ.

მეტოქედ იმიტომ, რომ, მგელი ნადირობს თითქმის ყველაფერ იმაზე, რაზეც ჩვენ ვნადირობთ...დაწყებული ფრინველებით და დამთავრებული ჩლიქოსანი ცხოველებით.

ფრინველები შემთხვევით არ მიხსენებია. მგლები ადვილად პოულობენ და ანადგურებენ ყველა იმ სახეობის ფრინველების ბარტყებს, რომლებიც მიწაზე ბუდობენ. ასათები კი სანადირო ობიექტების უმრავლესობაა - ყრუალა, როჭო, გნოლი, ტყის ქათამი. საქართველოს პირობებში კი ალბათ ხოხობიც. არაფერს ვამბობ კურდღელზე - ის მგლის ნადირობის ერთ-ერთი უმთავრესი ობიექტია (პატარა ყურცქვიტები).

ყველასათვის ცნობილია, რომ, მგელს ყოველდღიურად 10 კილოგრამამდე ხორცი ჭირდება გამოსაკვებად. ფაქტია, რომ, ყოველდღიურად მგელი ვერ შოულობს ამ რაოდენობის საკვებს, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საშუალოდ ყოველ მესამე-მეოთხე დღეს მგელი თავის რაციონს ისრულებს. აქედან გამომდინარე ადვილად შეგვიძლია დავთვალოთ, რომ, ყოველწლიურად ერთ მგელს ჭირდება მინიმუმ ერთ ტონამდე ხორცი. მიუხედავად იმისა, რომ, მგელი ლეშითაც იკვებება და მცენარეულ საკვებზეც არ ამბობს უარს, მისი რაციონის მთავარ ნაწილს ახლად მოპოვებული ხორცი შეადგენს.

Edited by კობა
Link to post
Share on other sites
  • Replies 276
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ, მგლები ანადგურებენ ბებერ და ავადმყოფ ცხოველებს, სწორია, და ამით მათ სინამდვილეში სარგებლობა მოაქვთ, როგორც ცხოველთა სამყაროსთვის (ხელს უშლიან ავადმყოფობის გამრავლებას, საშუალებას უქმნიან უფრო ჯანსაღ ცხოველებ უკეთესად იკვებონ), ასევე ფაუნისთვის. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მგლები მარტო "სანიტარულ" ფუნქციებს ასრულებენ ბუნებაში. ავადმყოფ და ბებერ ცხოველებთან ერთად, მგლების თავდასხმის უპირველესი ობიექტები ახალგაზრდა ცხოველებია (უმთავრესად ახლად დაბადებულები), რომლებიც უფრო ნაკლებ საშიშროებას უქმნან თავდამსხმელებს, თავიანთი გამოუცდელობის და ფიზიკური სასუსტის გამო.გარდა ამისა, მგლები, ლეკვების აღრზდა-გაწვრთნის პერიოდში ანადგურებენ გაცილებით დიდი რაოდენობით ცხოველებს, ვიდრე მათ გამოსაკვებად ჭირდებათ. ეს უმთავრესად ეხება შინაურ ცხოველებს, რომლებზეც გაწვრთნის პროცესის ჩატარება გაცილებით იოლია, ვიდრე გარეულ ცხოველებზე.

ამის ძაან ბევრი ფაქტია მოყვანილი ინტერნეტში. ეხლახან წავიკითხე, რომ, საქართველოში, ერთ ღამეს, მგლებს 150 ცხვარი დაუბრიდიათ.

მე მქონდა შემთხვევა, როცა, ჩვენთან ახლოს, მგლებმა ფარეხში 2 ღამის განმავლობაში 27 ხბო მოკლეს. ხორცისთვის პირი არ დაუკარებიათ, უბრალოდ "სპორტიული ინტერესისთვის", უფრო სწორედ, ლეკვების გასაწვრთნელად. მესამე ღამეს, მე და ჩემი ორი ახლობელი ჩავუსაფრთიდ ფერმის თავზე. მთვარიანი ღამე იყო და დიდხანს არავინ გამოსულა. დაახლოებით ღამის 2 საათზე გამოჩნდა დედა მგელი, მაგრამ, ეტყობა რაღაცა იგრძნო და ლეკვები არ გამოაჩინა. დიდხანს იტრიალა ფერმის ირგვლივ და როცა გათენება დაიწყო, გადავწყვიტეთ გვესროლა. 2 კვირის შემდეგ შემთხვევით ვიპოვეთ ტრიალ მინდორში, დაახლოებით 500 მეტრში ფერმიდან.

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

საკვების ნაკლებობის პერიოდში, განსაკუთრებით ზამთარში, მგლები ხშირად შედიან სოფლებში და იტაცებენ ძაღლებს. ძაღლი მგლებისთვის დელიკატესია და მათ მოსაპოვლებლად ხშირად რისკულობენ. ბევრი ფაქტია იმისა, როცა, მგლებს ძაღლები ჯაჭვებიანად ყავთ წათრეული. ცნობილია ფაქტები, როცა ატეხილ დედალ მგელს, თამაშ-თამაშით გატყუებული ყავს სოფლიდან ხვადი ძაღლები, იქ კი ჩასაფრებული ოჯახის წევრები ელოდებოდნენ.

 

ხშირად მქონია შემთხვევები, როცა დავრწმუნებულვარ მგლების "ვაჟკაცობაში", ჭკუასა და ორგანიზებულობაში.

 

რუსეთში მგელი მავნებელ მტაცებლად ითვლება და მასზე ნადირობა ნებადართულია მთელი წლის განმავლობაში. ნადირობის სეზონის პერიოდში ყოველგარი დამატებითი ნებართვის გარეშე, არასანადირო პერიოდში კი აუცილებელი ლიცენზიით (რადგანაც ამ დროს იარაღით სანადირო სავარგულში ყოფნა აკრძალულია).

ნადირობა მგლებზე უმთავრესად ზამთარში ხდება, როცა შესაძლებელია თოვლში დატოვებული ნაკვალებით მათი ადგილმდებარეობის დადგენა. ცნობილია, რომ, თუ მგლებმა რაინე დიდი ცხოველი მოინადირეს (ლოსი, ირემი და ა.შ.), ისინი ან ცხოველის ლეშს შორს არ შორდებიან, სანამ ბოლომდე არ გაანადგურებენ. ამ პერიოდში შედარებით ადვილია მიაგნო მგლების ადგილსამყოფს (ისე შეუძლიათ ყოველდღე 50-60 კმ გადაადგილდნენ (უფრო მეტიც) საკვების საძებნად).

ნადირობა უმთავრესად ბაწარზე მიბმული წითელი ფერის პატარა ბაირაღებით ხდება ("ფლაჟოკებით"). ბაირაღებს რაიმე ისეთი ხსნარით ამუშავებენ, რომ, საშინელი სუნი ქონდეს (მაგალითად "დიხლაფოსით"). მგლები უფრთხიან ამ სუნს და ცდილობენ ახლოს არ მივიდნენ ამ "ფლაჟოკებთან". ამ ბაწრით, რომელიც დახვეულია "კატუშკაზე" (ქართულად ვერ ვიხსენებ რა ქვია :karochera: ), შემოიღობება წრიულად დიდი მონაკვეთი, იმ ადგილის ირგვლივ, სადაც სავარაუდოდ მგლები არიან. ერთხელ თითქმის 9 კილომეტრი შემოვღობეთ და როცა 300 მეტრამდე გვქონდა დარჩენილი, მგლები გამოვიდნენ წრიდან (ჩვენს თვალწინ). ჩვენ ზუსტად არ ვიცოდით სად იყვნენ და ეტყობა ახლოს იწვნემ იმ ადგილთან, სადაც უნდა გაგვევლო (ზედმეტად ვიხმაურეთ ალბათ).

ეს ძალიან ზნელი პროცესია, რადგანაც , უმთავრესად ღრმა თოვლში, თხილამურებით, მძიმე "კატუშკით", თანაც თოფით, გიწევს დიდ მანძილზე გადაადგილება და თანაც ამ ბაწრის მიმაგრება რამეზე (უმთავრესად ბუჩქებზე, ან ტოტებზე). ბაწარს ამაგრებენ იმ სიმაღლეზე, მგელს მკერდამდე რომ წვდებოდეს. მონადირეებს აყენებებ ნომრებზე და წრეში უშვებენ გამომრეკს. ხშირად, დიდ წრეს შეაზეც ყოფენ, რომ შედარებით გააადვილონ მგლების ნომერზე გამოდევნა.

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

ნაწილ-მაწილ ვუშვებ, რადგან, რამოდენიმეჯერ უკვე დაწერილი ტექსტი გამიქრო. უკვე 3 საათია ვწერ ამ რამოდენიმე წინადადებას :karochera:

 

ერთხელ 6 მგელი შემოვიმწყვდიეთ, 4 ავიყვანეთ, 2 გაგვექცა. თანაც როგორ? გამოცდილი ხვადი გამოვიდა წრიდან (ასეთი ხდება, თუ რაიმე მიზეზის გამო მგელი უკვე მანამდე არის გამოსული წრიდან და იცის, რომ, თვითონ ბაირაღებში და ბაწარში არავითარი საშიშროება არ არის), ძუ შიშისაგან 10-15 მეტრში გაჩერდა ბაწრისდან. ხვადი დაბრუნდა და ისევ გავიდა წრიდან, რომ ძუს ენახა საშიშროების არყოფნა, მაგრამ ძუ არ გაყვა. მაშინ, ხვადი მეორედ დაბრუნდა, უკნიდან მიაწვა ძუს და სულ ძალით გაათრია წრიდან. თოვლზე აშკარად ჩანდა, თუ როგორ ამუხრუჭებდა ძუ ფლაჟოკების წინ და როგორ ჩაიფსა კიდევაც შიშით, მაგრამ როგორც კი გააძვრინეს მის ქვეშ, იმწუთასვე მოვიდა აზრზე და მოუსვა თავის გადამრჩენთან ერთად

 

h-1401.jpg

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

ისევ წამიშალა დაწერილი. გათენდა, დილის ექვსის ნახევარია და ნახევარიც ვერ დავდევი, რაც დავწერე.

მეტი ძალა არა მაქვს, დავდებ რამოდენიმე სურათს და მერე ვეცდები დამთავრებას.

 

h-1360.jpg

 

h-1383.jpg

 

h-1399.jpg

 

h-1403.jpg

 

h-1398.jpg

 

h-1393.jpg

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

კობა მშვენიერი ნამუშევარი ძმაო ! დიდი სიამოვნებით წავიკითხე ! ტეკსტი რომ არ გაგიქროს და დაგიკარგოს წინასწარ დააკოპირე ხოლმე შენი დაწერილი ტეკსტი და მერე დაამატე .მე ასე ვაკეთებ ხოლმე

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

კობა მშვენიერი ნამუშევარი ძმაო ! დიდი სიამოვნებით წავიკითხე ! ტეკსტი რომ არ გაგიქროს და დაგიკარგოს წინასწარ დააკოპირე ხოლმე შენი დაწერილი ტეკსტი და მერე დაამატე .მე ასე ვაკეთებ ხოლმე

 

მადლობა, ზურა! აწი მეც მასე ვაპირებ!

Link to post
Share on other sites

გაიხარე კობა,ძალიან სასარგებლო პოსტებია,სიამოვნებით წავიკითხე!!! :yes:

 

გაიხარე მამუ! შენსავით ლამაზად ვერ ვწერ მარა, შინაარსმა შეიძლება მართლა რაიმე სასარგებლო მისცეს ყველას, ვისაც ნადირობა აინტერესებს, განსაკუთრებით კი დამწყებ მონადირეებს.

Link to post
Share on other sites

რაც კობამ დაწერა, დღეში სამჯერ იძულებითი წესით უნდა აკითხო არასამთავროებებს და გარემოს დაცვის სამინისტროს მესვეურებს.

 

იიიიი, მგელი სანიტარია, ხელი არ ახლოთ. ხთფუი ბლიად.

 

ჩემთანაც განადგურებას ექვემდებარება და არა მარტო ეგ.

 

პუმა, კოიოტი, მელია, გარეული ღორი, თახვი, ნუტრია, ენოტი, მაჩვი და ათასი ხარახურა მავნებელი კიდევ.

Link to post
Share on other sites

თორNიკე

 

დავამატო კიდევ?

 

ფოცხვერი, სამურავი, ოპოსუმი და თქვენ წარმოიდგინეთ კურდღელიც.

 

არავითარი ლიმიტი, დაუშვი რამდენიც გაგიხარდება.

 

 

ნადირობის ლიცენზიის გარდა სხვა არაფერი არ არის საჭირო.

 

ე, ნახეთ სად მივედით?

 

ამიტომაა გადატენილი რომ არის ტყეები შველით და ირემით. :old:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

კარგი პოსტია კობა და კარგი გამოცდილებაც გქონია. :hi: :hi: ასე უნდა აკითხო ყველა მონადირის გამოცდილება ამ უტვინო ვითომ ფლორა ფაუნის დამცველებს სანამ ტვინი არ გამოჯონავთ ყურებიდან!

Link to post
Share on other sites

კობა

 

ვახ რა საინტერესო სტატია დაგვიწერე თავისი სურათებით :yes:

 

ჩემთვის აღმოჩენა იყო მგლებზე მასე ნადირობა. დისკავერიზეც არ მინახავს. ხაფანგებით ნადირობა მაქვს ისიც ტვ-ში ნანახი.

Link to post
Share on other sites

ახოტა ი ახოტნიჩიე ხაზიაისტვო იყო ჟურნალი კომუნისტების დროს. მანდ ხშირად იყო აღწერილი ',ფლაჟოკებით'' ნადირობა მგლებზე. ერთხელ თუ გაბედა და აგდახტა მერე სულ გავა ალყიდან. შიში უქრება დროშიანი თოკის.

Link to post
Share on other sites

ზუსტად მასეა, ავთო. ძაააან ჭკვიანი ცხოველია და უცებ უკეთებს გაშიფვრას, რომ, "ფლაჟოკებში" არაფერი საფრთხო არ არის.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

აწი ნელ-ნელა მოვყვები იმ ცხოველებზე ნადირობის აღწერას, რაზეც ჩვენ და მგლები ვნადირობთ :)

 

სინამდვილეში დიდი კონკურენტები ვართ ერთმანეთის ამ საკითხში. ტახი, შველი, ირემი, ცხენირემი, კურდღელი, თახვი.....კიდევ რა ჩამოვთვალო არ ვიცი. ყველა ამ სახეობაზე ჩვენ ერთმანეთს მეტოქეობას ვუწევთ.

 

დავიწყებ ცხენირმებით, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი პირველი დიდი ნადავლი ცხოველებიდან, ტახი იყო (მაგათზე მოგვიანებით დავწერ).

 

ცხენირემი (ლოსი) ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველია,რომელიც გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (განსაკუთრებით ჩრდილოეთში) და რუსეთში. სიგრძეში 3 მეტრამდე აღწევს, სიმაღლეში 2 მეტრამდე (მხრების დონეზე). წონა საშუალოდ 300-400 კილოგრამია, თუმცა ბევრი მათგანი 500 კილოგრამსაც აჭარბებს. ზოგიერთი ეგზემპლიარის წონა 700 კილოგრამსაც ცდება, როგორც მე მაქვს წაკითხული. ეს განსაკუთრებით ჩრდილოამერიკულ ეგზემპლიარებს ეხება, რომლებიც თავიანთ ევროპელ ნათესავებზე გაცილებით დიდები არიან, როგორც ზომა-წონით, ასევე რქების ზომითაც. ამირიკული ცხენირმების რქები წონით აღწევს 30-40 კილოგრამს, ევროპულის კი საშუალოდ 20-ს. ამის გარდა რქების კბილების რაოდენობა ამერიკულ ლოსს გაცილებით უფრო მეტი აქვს, ვიდრე ევროპა-აზიულს (28 და 20 შესაბამისად).

 

ჩვენს საიტზე ვერ ვნახე ინფორმაცია ცხენირემზე და ამიტომ მოკლედ ავღწერე ლოსზე ის ინფორმაცია, რაც ვიცი. იმედია დამეხმარებით და დადებთ აქ (და "ცხოველების" თემაშიც) ცხენირემზე უფრო დიდ ინფორმაციას, ქართულ წყაროებზე დაყრდნობით.

BROWNING-ს კი პერსონალურად ვთხოვ, ხელი შემომაშველოს და ჩრდილოამერიკულ ცხენირმებზე უფრო ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდოს :hi3:

 

i-2183.jpg

Link to post
Share on other sites

კობა

 

ამის დამწერი რისი ღირსია მითხარი ძმაო.

 

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98

 

ე დედა ნატირები, გადაშალონ რა წიგნი, ბოლობოლო კომპთან ზიან დღე და ღამე.

 

რაის ლოსი? :vinsent:

Link to post
Share on other sites

მე წაკითხული მაქვს და სურათიც ნანახი, რომ შვედეთში 720 კილოიანი ლოსი გააგორეს. დარწმუნებული ვარ, რომ კანადაში და ციმბირში უფრო დიდი ეგზემპლიარებიც არსებობენ.

 

ჩემს პრაქტიკაში ყველაზე დიდი 430 კილოს იწონიდა (სუფთა წონა). სამწუხაროდ რქები უკვე დაყრილი ქონდა, მაგრამ "იასნია" რომ ცოცხალი 570 კილოზე მეტი იქნებოდა

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

თემა გავაოფედ ამიტომ ბოლო პოსტები "სანადირო ობიექტებში" გადავიტანე.ძალიან საინტერესო და პერსპექტიული თემაა...

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გავაგრძელებ...

 

რუსეთში ცხენირემზე ნადირობის სეზონი იხსნება აგვისტოს ბოლოს. ამ დროს ცხენირმებს დაჯვარების (მყვირალობის) პერიოდი უდგებათ (ეგრეთ წოდებული "гон") და ნადირობა ნებადართულია მხოლოდ მამრ ცხენირემზე. რასაკვირველია, ასეთი ნადირობისთვის სპეციალური ლიცენზიაა საჭირო, რომელიც უმრავლესობა მონადირისთვის მიუწვდომელი სურვილია.

საქმე იმაშია, რომ, ცხოველებზე ნადირობის ლიცენზიები (ლოსზე, ტახზე, ირემზე, შველზე, დათვზე და ა.შ.) პირველ რიგში გაიცემა სანადირო მეურნეობებზე, ორგანიზაციებზე, კერძო სავარგულებზე და ისიც მცირე რაოდენობით. ლიცენზიის რაოდენობა დამოკიდებულია სანადირო ტერიტორიაზე ჩატარებული ცხოველთა რაოდენობის აღრიცხვის საფუძველზე, რომელიც ყოველწლიურად ბარდება ნადირობის სამმართველოს და არ აღემატება დაფიქსირებული ცხოველების რაოდენობის 10 პროცენტს. ადვილი მისახვდრია, რომ, მეურნეობების უმრავლესობა ცდილობს აღრიცხვის ნუსხაში უფრო მეტი რაოდენობა ჩაწერონ, ვიდრე სინამდვილეშია. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ აღრიცხვას, რომელიც უმთავრესად ზამთარში, თოვლიანობის დროს ნაკვალევების საფუძველზე ტარდება, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები ფაქტიურად არ ესწრებიან (ჩაწერე რაც გინდა). ეს ლიცენზიები არის ყველა მეურნეობის შემოსავლის უმთავრესი წყარო და ამიტომ უბრალო მონადირემდე ფაქტიურად ვერ აღწევს. ხმარდება უმთავრესად ე.წ. კომერციულ ნადირობას, გაცილებით მაღალ ფასში. მაგალითად, რუსეთის უმრავლეს რაიონებში (სხვა და სხვა რაიონებში სხვა და სხვა ფასებია), ლოსზე ოფიციალური ლიცენზია არ არემატება 7500 მანეთს (კამჩატკაში 12000 ღირს), კომერციული კი არანაკლებ 40000 (ისიც დიდი ქალაქებიდან გაცილებით შორს), დათვი 9000-12000 (დაახლოებით 150-200 დოლარი), კომერციული მინიმუმ 1000 დოლარი და ა.შ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...