Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მაგარი სამოთხის მაგვარი ადგილი ყოფილა !!!! ეგეთ ადგილას მეც ვმუშაობდი,ოღონდ ჩვენთან საქართველოში,გორის რაიონში სოფელ კარალეთში სატბორე მეურნეობაში,წელიწადნახევარი . 6 კარგა მოზრდილი ტბა იყო იქ.უამრავი იხვი და ბატი მოფრინავდა ხოლმე შემოდგომაზე და პირ გაზაფხულზე.თუ კი რამ გადამფრენი ფრინველი გაივლის საქართველოს თითქმის ყველა მყავს ნანახი ვარხვით დაწყილი და წეროთი დამთავრებული....

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • Replies 276
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მაგარი სამოთხის მაგვარი ადგილი ყოფილა !!!! ეგეთ ადგილას მეც ვმუშაობდი,ოღონდ ჩვენთან საქართველოში,გორის რაიონში სოფელ კარალეთში სატბორე მეურნეობაში,წელიწადნახევარი . 6 კარგა მოზრდილი ტბა იყო იქ.უამრავი იხვი და ბატი მოფრინავდა ხოლმე შემოდგომაზე და პირ გაზაფხულზე.თუ კი რამ გადამფრენი ფრინველი გაივლის საქართველოს თითქმის ყველა მყავს ნანახი ვარხვით დაწყილი და წეროთი დამთავრებული....

 

მადლობა salamandra! "რიბხოზი" როგორ გადმომეთარგმნა არ ვიცოდი. ჩემებურად გადმოვთარგმნე :e025: სატბორე მეურნეობა, უფრო ლამაზად და რაც მთავარია, სწორად ჟღერს.

იქაც, იმ ადგილას, თუ რაიმე გადამფრენი ან ადგილზე დამრჩენი წყლის ფრინველი არსებობს ბელორუსეთში, ყველაფერი არის.

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

მაგარი ექსპერიმენტალური სატბორე მეურნეობა იყო თავის დროზე კარალეთში,თავისი ლაბორატორიით და საინკუბაციო ცეხით,მომსახურე პერსონალისათვის კეთილმოწყობილი ოთახებით,მაცივრებით,ტელევიზორებით.2 მოტორიანი ნავი გვყადა,2 ცოცხალი თევზის საზიდი ГАЗ-53,ისე მანქანები და ტრაქტორები.სევანის ხრამულის ქვირითი ჩამოგვქონდა სასომხეთიდან და გამოჩეკილ ლიფსიტს ჩვენ ტბებში უშვებდით.პრაქტიკაც მაგ მეურნეობაში გავიარე და ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ დავრჩი იქტიოლოგათ.6 დიდი ტბა იყო და 48 პატარა.1.500.000 მანეთი დაჯდა მისი მშენებლობა და დაკომპლექტება..სულ რამოდენიმე წელი იარსება კავშირის დაშლამდე.მერე რომ მიდგნენ და მგონი ლურსმანიც არ დატოვეს იმ ადგილას.ძირფესვიანათ მოსპეს ყველაფერი.....

Link to post
Share on other sites

გაიხარე კობა კარგი გასვლები გქონია შედეგიანი რაც მთავარია! :hi:

 

იქ გამორიცხულია, რომ უშედეგოდ დარჩე. იმდენია ფრინველი.

 

Коба

სერიოზული ფართობის ყოფილა ეგ მეურნეობა და წარმოვიდგინე როგორ "დააბნელებს" პერელიოტზე მანდ :yes:

 

კი, დიდი მეურნეობაა. ამარაგებს მაღაზიებს ცოცხალი თევზით. პერელიოტები მართლაც დამამახსოვრებელია. ერთხელ ერთი გასროლით 4 იხვი ჩამოვაგდე.

იქვე ბევრია მეურნეობისთვის მავნებელი ფრინველიც ე.ი. ისეთი ფრინველები, რომლებიც თევზით იკვებებიან და ამით დიდ ზიანს აყენებენ მეურნეობას. მაგალითად ჩვამა (ბაკლანი), სხვა და სხვა სახის კოკონა, გრძელნისკარტა ბატასინი და სხ. ამათი განადგურებისთვის გვაძლევენ პრიზს - დიდი ზომის თევზებს. ერთ დღეს 3 ბაკლანი მოვკალი და 15 კილოიანი "ტოლსტოლობიკი" მაჩუქეს. მართალი გითხრათ, თევზს ისედაც ყოველთვის გვჩუქნიან, "უხის" გასაკეთებლად და თანაც გვაძლევენ თევზაობის უფლებას ტბებს შორის გამდინარე კანალში (იქ კარგა გვარიანი ეგზემპლარები გვყავს დაჭერილი (8-12 კილოიანი ქარიყლაპიები, კობრი და უკვე ნახსენები ტოლსტოლობიკი)).

Link to post
Share on other sites

ჩვენნაირი ხალხი ეგეთ ადგილს სამოთხეს ეძახის. :yes: :yes:

 

ყურადღებით წავიკითხე ბელორუსის სანადირო რეგულაციები და ჩვენ რა მოურჩენელი უბედურება გვჭირს, პასუხი არა მაქვს.

Link to post
Share on other sites

გიო მაგ მეურნეობას საქართველოს ვაკე ფართობების ტოლა ტერიტორია უჭირავს :e025: სამოთხე იქნება ჩვენნაირი ხალხიზა აბა არ იქნება? ჩვენს სათევზე მეურნეობებს როცა პატრონი ყავდა იხვიც ბლომად აფარებდა თავს და ბატიც . კარგად მახსოვს ჯაპანაში,მაღლაკში,ვარციხეში,ნოღელაზე,ბაშში ივსებოდა ბასეინები და დაჩოქილი ვეხვეწებოდით დაცვას შეგვიშვი მარტო გადმოფრენილს ვესვრითთქო.მორიგეების განრიგების სია გვქონდა,რომელ დღეს ვინ იქნებოდა(ზოგი გვიშვებდა) :d030: თან მაშინ მარტო შაბათკვირას იყო ნადირობა. :old:

კაი სურათებია კობა გმადლობთ! :hi3:

Link to post
Share on other sites

......................................................

კაი სურათებია კობა გმადლობთ! :hi3:

 

იმ ადგილის სურათებს მოგვიანებით კიდევ მოგაწვდით.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

...........................................................

ეს მეურნეობაში ბრესტის ოლქშია და ფაქტიურად კუნძულზე იმყოფება. მანდ მოხვედრა მხოლოდ ტივით, საბაგიროსავით ჯაჭვით შეიზლება (მერე დავდებ სურათს). იქ ვერ შეხვდები უცხო მონადირეს, რადგანაც არავის, ახლობელ-ნაცნობების მეტს, არ უშვებენ. ისიც ძაან იშვიათად.

ამ მეურნეობაში სადღაც 20-24 ტბაა, დაახლოებით 800X800 მეტრზე, თევზების მოსაშენებლად. აქვე ცხოვრობს და მრავლდება დიდი რაოდენობით იხვები და სხვა წყალმცურავი ფრინველთები.

 

 

ვაგრძელებ მოყოლას ამ მეურნეობაზე.

 

ეს ის 'პარომია". ჩემი ხელით გადამყავს ჩემი თავი და მანქანა.

 

i-1410.jpg

 

ჩემს უკან ერთ-ერთი ტბა. ტბის ნაპირი და შუაგული არაა ღრმა, ამიტომ ბალახი ხარობს. ეს იმიტომაა გაკეთებული, რომ, თევზს ქონდეს ბუნებრივი საკვები და თავშესაფარი.

 

i-1409.jpg

 

i-1408.jpg

Link to post
Share on other sites

ასეთი ადგილი არა მარტო მონადირისთვის, არამედ ძაღლისთვისაც სამოთხეა. იხვზე დასაგეშად და საწვრთნელად, ხომ საერთოდ უკეტესს ვერ ინატრებ.

დაყვები "დამბას" (გზას ტბებს შორის) და უსვებ ძაღლს ქარის საწინააღმდეგო მხრიდან. ის აკეთებს "ჩელნოკს" 5-10 მეტრის ფრთით (სიგრძით) და ....დგება ნაბულზე, რადგანაც, ძაან ხშირად იხვები იკვებებიან ნაპირთან, ბალახებში (ბალახს ვწერ თორემ, სინამდვილეში "ტრასნიკია". ვერ გავიხსენე მისი ქართული სახელწოდება). ჰოდა, "ტრასნიკიდან" იხვი ძაღლს ვერ ამჩნევს (და თუ ამჩნევს, უცებ მაინც არ ფრინდება. იმალება, რადგანაც, იმედი აქვს, რომ არ შეამჩნევენ) და ეს აძლევს ძაღლს საშუალებას ნაბული გააკეთოს.

ძაღლი დგას ნაბულზე, უახლოვდები, ემზადები სასროლად, აძლევ ბრძანებას მიტანებაზე, ძაღლი ენერგიულად მიეტანება და ფრინველს ამოაფრენს. იმის გამო, რომ ყველაფერი ეს სედარებით ახლო მანძილზე ხდება, თავისუფლად ასწრებ არა მარტო ფრინველის მიზანში აღებას, არამედ, ფრინველის გამორჩევასაც (დედალ-მამალის). "დალშე, დელო ტეხნიკი" :vinsent: ესვრი, ცოტა ხანს ძაღლს აჩერებ, შემდეგ აძლევ ბრძანებას აპორტირებისათვის და ელოდები როდის მოგიტანს ნადავლს. ზღაპარია. შეგიძლია ადვილად დაამუშავო ყველა ის ელემენტი, რაც არა მარტო იხვზე მუშაობას ჭირდება (ძებნა, ნაბული, მიტანება, მოტანა, ცურვა, დაჭრილის ინტენსიურად ძებნა და სხვა).

ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომ, 3 გასვლით (დილი-საღამო-დილა) 49 იხვი, მარტო მამალი, მოვინადირე. ასეთი სულელობა შემდეგში არ ჩამიდენია, რადგანაც, არ ვიცოდი სად წამეღო და ვისთვის მეჩუქნა ამდენი იხვი. სამაგიეროდ, მერი ძან მალე გახდა პროფესიონალი იხვებში.

 

i-1415.jpg

 

i-1424.jpg

Link to post
Share on other sites

აუ რა საიხვე ადგილებია!!!!კობა მე განსაკუთრებით იხვზე ნადირობა მიყვარს და იხვზე ძაღლის კარგ მუშაობას ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას,მანდ დამაგეშინა ძაღლი,რაღა მომკლავს!!!!აუ,ამიწია შაქარმა!!!!! :d030:

Link to post
Share on other sites

იხვებზე ნადირობის შემდეგ, ყველაზე მეტად მეხსიერებაში ჩამრჩა ჩემი პირველი გასვლა მინდორში, მინდვრის ფრინველზე სანადიროდ. კერძოდ გნოლზე.

ალბათ ზუსტად მაშინ დაიბადა ჩემში ნამდვილი მონადირე.

ვნადირობდით მინსკიდან 90 კილომეტრში, ვილეიკის წყალსაცავთან ახლოს. იქ, იმ ოლიმპიურ ჩემპიონს, რომელც მე უკვე ვახსენე, საშა გაზოვს, აგარაკი ქონდა. ჩვენ კი ვიყავით ალბათ ათ კაცამდე, პლიუს არამონადირე ძაღლი(ამხანაგის დობერმანი). ბელორუსიის ვრცელ მინდვრებში გნოლის პოვნა ძაღლით ჭირს, უძაღლოდ კი თითქმის შეუძლებელია. ბოდიალი კი მოგვიწია ბევრი, მაგრამ ეს სასიამოვნო და რაც მთავარია შედეგინი ბოდიალი იყო. რამოდენიმე გუნდი ვიპოვეთ და კარგი რაოდენობის ფრინველიც მოვინადირეთ. ამის გარდა ავიყვანეთ 3 ყურცქვიტა. ჩემი პირადი შედეგი, 3 გნოლი და ერთი გრძელყურა იყო.

რასაკვირველია რომ, ნადირობა კარგი პურმარილით დამთავრდა. ჩემს გაკვირვებას არ ქონდა საზღვარი, როცა კედლებზე ქართულ ენაზე (უფრო სწორედ, ქართულ-რუსულზე), დაბეჭდილი რამოდენიმე დიპლომი ვნახე. გაზოვი თურმე საქართველოში მსახურობდა (არმიის სპორტულ გუნდში)და ეს დიპლომები ჩვენთან ჰქონდა მოპოვებული.

 

აგარაკი, ფრინველით და კურდღლით სავსე მინდვრები, თევზით და წყალმცურავი ფრინველით სავსე წყალსაცავი, ლამაზი ბუნება, ჟანგბადით სავსე სუფთა ჰაერი... და სასიამოვნო გარემოცვა. მეტი რა არის საჭირო გუშინდელი ჭლექიანისთვის, რომ მონადირე გახდე. ჰოდა მეც "დავადმყოფდი" ამ ავადმყოფობით.

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

კარგი რეპორტებია კობა! ყველაზე მაგრად მეც იხვზე ნადირობა მიყვარს :hi: :hi: მაგარი ადგილებია !

 

ა ძმაო, თუ გიყვარს, კიდევ ერთი-ორი ფოტო. უნდა მოვიცილო დროულად, თორემ, მალე ახალი სეზონი იხსნება.

ბოლო წელიწადს, ნადირობისას, სურათები თითქმის აღარ გადამიღია. წელს ისევ დავიწუებ, თქვენს გასახარებლად :drinks:

 

i-1447.jpg

 

i-1449.jpg

 

i-1354.jpg

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

ვახ ვახ მაგარია ე რა ქვემეხი გიკიდია კაცო ბოლო სურათზე ფაბარმია თუ ბენელი :yes: :yes: რაღაც ჩოკი ფაბარმისას გავს

Link to post
Share on other sites

ვახ ვახ მაგარია ე რა ქვემეხი გიკიდია კაცო ბოლო სურათზე ფაბარმია თუ ბენელი :yes: :yes: რაღაც ჩოკი ფაბარმისას გავს

 

არა, ეს რუსული ტოზ-ია (ТОЗ-187-02). ჩოკები იცვლება. კონდახი იკეცება. საომრადთავის დასაცავად და ბატებზე სანადიროდ არის კარგი. 9 მოკლე ზომის ტყვია მიდის და კერთეჩით რომ დატენავ, კარგა ხანს "როტასაც" გაუძლებ :vinsent: რამოდენიჯერმე უაღრესად გამომადგა (ნადირობა არა მაქვს მხედველობაში :alfons: )

Link to post
Share on other sites

არასდროს არ გამჭედვია. ალბათ იმიტომ, რომ მაგ თოფისთვის მხოლოდ ქარხნის ვაზნებს ვიყენებ. ისე ყოფნის სხვა წვრილმანი პრობლემები, როგორც რუსეთის თითქმის ყველა ნაწარმს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოუშვეს.

Link to post
Share on other sites

რუსეთში, გაზაფხულის ნადირობის სეზონი მცირე ხნით იხსნება - სულ ორი კვირით. სამაგიეროდ, სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა დროს. ჯერ უფრო სამხრეთ რეგიონებში (შუა ზოლიდან დაწყებული) და ნელ-ნელა შემდეგ უფრო ჩრდილო რაიონებში. სულ სამხრეთ რეგიონებში (მაგალითად, კრასნოდარის ოლქში) საერთოდ არ იხსნება ნადირობა გაზაფხულზე, რადგანაც, გადამფრენი ფრინველების ნაწილი, ამინდიდან გამომდინარე, ხშირად ნახევარ ზამთარს იქ ატარებს. მაგალითად, წელს, იანვრის ბოლოს, კრასნოდარში და მის ოლქში, სითბო +15 გრადუსს აღემატებოდა. ამიტომაც იყო, რომ, ამ პერიოდიდან დაწყებული, საქართველოში უკვე იგრძნობოდა, მაგალითად, იხვის ნაკლებობა.

ნადირობის სეზონის გახსნის ასეთი განრიგი საშუალებას იძლევა თანმიმდროებით ინადირო სხვადასხვა რეგიონებში და ამნაირად გაინხანგრძლივო სიამოვნება.

მეც ხშირად ასე ვიქცევი. ვიწყებ ბელორუსიაში და მერე ნელ-ნელა მოვყვები აქეთ, ფსკოვის და ნოვგოროდის ოლქები, ლენინგრადის ოლქი, სადაც ჩრდილო და სამხრეთ რაიონებში ერთი კვირის სხვაობით ხსნიან სეზონს. შემდეგ კარელია და ვოლოგდის ოლქი.

წელს ბელორუსიაში წასვლა ჩამეშალა. უკვე ერთი თვეა რაც სეზონი გაიხსნა ბატზე, მაგრამ უამინდობის გამო ბატი ფაქტიურად არა სჩანს. ზუსტად იმ დღეებში, როცა დაგეგმილი მქონდა წასვლა, ჩემს საყვარელ სატბორე მეურნეობაში, ქვეყანა დაიქცა, საშინელი თოვლი და ქარბუქი მოვიდა. ამ უამინდობამ უკრაინაც მოიცვა და მოსკოვამდეც ჩავიდა. ხვალ მანდ იხსნება სეზონი ტყის ქათამზეც, მაგრამ თოვლი ისევ ბევრია და გადავწყვიტე ქათამსაც და ბატსაც აქ სადმე ახლოს დავხვდე. ახლო მიქვია ფსკოვის და ნოვგოროდის ოლქებისთვის, სანამდე ხანდისხან 500 კილომეტრამდე მიწევს წასვლა.

ეს ყველაფერი პირველ რიგში ბატზე ნადირობის სიყვარულის გამოა. მის გამოჩენას გულისფანცქალით ველოდები. წინასწარ ვამზადებ არჭურვილობას, იარაღს, ჩუჩელებს, სატყუარს და ათაცნაირ წვრილმან ნივთებს, რომელიც ამ სახის ნადირობის დროს აუცილებელია (მოგვიანებით, როცა გავხსნი სეზონს, უფრო დაწვრილებით შევჩერდები ან ნიუანსებზე).

 

გაზაფხულში ნადირობა ბატზე უმთავრესად მინდვრებში ხდება, სადაც ბატი მოფრინავს საკვების საძებნად. წინასწარ ვამზადებთ ორმოებს, ან რაიმე შესაფარისს ადგილს, დასამალად. ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, ბატებზე ნადირობის დროს. ირგვლივ ვაწყობთ "ჩუჩელებს" და სატყუარების დახმარებით ვცდილობთ ბატები ახლოს მოვიტყუოთ. თუ გამოვიდა, დანარჩენი "დელო ტეხნიკი"-ო, რომ იტყვიან რუსები.

 

i-697.jpg

 

i-705.jpg

 

i-702.jpg

 

i-1422.jpg

 

i-1420.jpg

 

i-1416.jpg

 

i-1413.jpg

 

i-1386.jpg

 

i-1372.jpg

 

151681999.jpg

 

i-433.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...