Jump to content
Club-Monadire.Ge

ფრინველთა ქართული სახელები


Recommended Posts

  • Replies 197
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ჩიბუხა (ძველი სახელია ასევე - ბღავანა, ეს სახელი ასეა ახსნილი იოანე ბაგრატიონის წიგნში "გაზაფხულზედ ფრინველი ესე ხმოვანებს ცხვრისა ბღავილის მსგავსად".) gallinago gallinago

post-189-0-02647000-1362651022_thumb.jpg

post-189-0-90082400-1362651075_thumb.jpg

Edited by courage
Link to post
Share on other sites

ჭყინპო(გარშნეპი) lymnocryptes minimus

 

 

გარშნეპს ჩიბუხელა ქვია, ხოლო ჩიბუხა-სნაიპს იგივე ბეკასს. ჭყიამპო, ჭინპო კუთხური სახელია ეძახიან როგორც ჩიბუხელას ისე მეტალახეს, როგორც მაგალითად ჩხართვს ეძახიან- ჩიჩხინაკს, ბოლოშავს ეძახიან- ჩხლართვს, იხვინჯას კიდევ ხვირიკას, ჩვეულებრივ გარეულ იხვს ხაზარულას, ზოგი კიდევ ხარაზულას და ასე.. :)

 

მეგობრებო ლიტერატურულად ჩიბუხელა ქვია.

Link to post
Share on other sites

1) ჩიბუხა იგივე бекас, იგივე gallinago gallinago.

2) გოჭა(ჭოვილო შეცდომაა) იგივე дупель, იგივე gallinago media.

3) ჩიბუხელა იგივე гаршнеп, იგივე lymnocryptes minima.

4) მეტალახე, იგივე грязовик, იგივე limicola falcinellus.

5) ჭაობის ჭოვილო, იგივე фифи, იგივე Tringa glareola.

6) შავულა ჭოვილო იგივე черныш, იგივე Tringa ochropus.

 

 

ლათინურად ჭოვილო არის tringa, ზემოთაც კარგად ჩანს Tringa glareola, tringa ochropus, tringa hypoleucos, tringa totanus, tringa erythropus, Tringa nebularia ასე შემდეგ, ესენი ყველა ჭოვილოებია: ჭაობის ჭოვილო, შავულა ჭოვილო, მებორნე ჭოვილო, მსევანი ჭოვილო, პრანჭა ჭოვილო, დიდი ჭოვილო.

 

აქედან ვასკვნით რომ, gallinago და tringa სხვადასხვაა, ესეიგი გოჭა არის ნამდვილი სახელი gallinago media-ს და არა ჭოვილო. gallinago media(დუპელი ქართულად გოჭა) და gallinago gallinago(ბეკასი, ქართულად ჩიბუხა) უფროა ერთმანეთის მონათესავე ვიდრე gallinago media და tringa glareola ან რომელიმე სხვა მათგანი..

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ჭყინპო ენციკლოპედიაში ვნახე

 

წიგნში საქართველოს ფრინველები წერია, ჩიბუხელა. ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბრძანებაში “ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” წერია-ჩიბუხელა. სხვა და სხვა ძველ ლიტერატურაში მოხსენიებულია ჩიბუხელათ. ვიკიპედიაში წერია ჭყინპო, იმდენად არეულია ზოგადად ქართული სახელწოდებები, ეს მარტო ამ სფეროში არ არის კარგად ვიცით ყველამ, სამწუხაროდ ასეა. ეს ჭოვილოს მაგალითზეც კარგად ჩანს.

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ი ლ უ შ ა - დიდი მადლობა. ძაან საინტერესო ინფორმაციაა. რუსები რომ იტყვიან- "Век живи, век учись" - ზუსტად ამაზეა ნათქვამი.

Link to post
Share on other sites

ი ლ უ შ ა - დიდი მადლობა. ძაან საინტერესო ინფორმაციაა. რუსები რომ იტყვიან- "Век живи, век учись" - ზუსტად ამაზეა ნათქვამი.

 

გაიხარე Коба, რის მადლობა. რითაც შემიძლია თქვენს გვერძე ვარ, თქვენგანაც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ვიგებ და ვიძენ ყველასგან, გაიხარეთ, მარადისობის კანონია მოკლედ :)

Link to post
Share on other sites

ჩიბუხელა ძალიან მარტივადაა დარქმეული, რადგან ჩიბუხას გავს და პატარაა შედარებით, ჭყინპო კი უფრო ინდივიდუალურია, მე უფრო ჭყინპო მომწონს, თუმცა ჩიბუხელაცაა. :hi3:

Link to post
Share on other sites

ჩიბუხელა ძალიან მარტივადაა დარქმეული, რადგან ჩიბუხას გავს და პატარაა შედარებით, ჭყინპო კი უფრო ინდივიდუალურია, მე უფრო ჭყინპო მომწონს, თუმცა ჩიბუხელაცაა. :hi3:

 

მაშინ ქათამურაც მარტივადაა დარქმეული:), ქათამი და ქათამურა :).

 

ეს არის საიტი მსოფლიო ფრინველების ჩამონათვალი, ეს არის საერთაშორისო სამეცნიერო საიტი, ამ ლიკში ქვეყნების ჩამონათვალში 38 პოზიციაზეა საქართველო და ქართულ ენაზე დასახელებაა მითითებული. ასეთ მაგალითს მოვიყვან: არჩვს სვანურად და ზოგადად მეორე სახელი ქვია ფსიტი, მეც ვეძახი ხოლმე ფსიტს. მაგრამ ლიტერატურულად და თანამედროვე ქართულად ქვია არჩვი.

ასევე ჭყიამპოს გურიაში ეძახიან მეტალახეს, მიდი და ეკამათე ახლა, ეს სახელი მას იმიტომ ქვია რომ ასეთ ხმას გამოსცემს, იმიტომაც არის ქართულში ამდენი სინონიმები, მაგრამ ლიტერატურულად მიღებულია სახელი ჩიბუხელა.

 

http://avibase.bsc-eoc.org/species.jsp?avibaseid=1A15F0C6B4948C52

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

სამეცნიერო ლიტერატურა სხვა რამაა და ქართული ძირძველი დასახელებები სხვა, ქართული დასახელებები ხომ მათი ქცევიდან, შეფერილობიდან, ცხოვრების წესიდან გამომდინარეა, და არამარტო. მეცნიერულად კი ყველა ენაზე ერთი შესატყვისი აქვს, მაგალითად ტყის ქათამი მეჭვავიასებრთა რიგისაა, და უნდა დავუძახოთ პატარა მეჭვავია, ან დიდი ან საშუალო მეჭვავია? ქათამურას შემთხვევაში სხვა სახელი თუ არ დაურქმევია აქამდე ვინმეს და ყველა ასე ეძახდა რა პრობლემაა? ჩიბუხელას კი ჭყინპო დაარქვეს წინაპრებმა და ეს ძველი სახელები არ უნდა დაიკარგოს, მეცნიერული სახელები კი ადვილად არის შერჩეული ვიდრე საუკენეების განმავლობაში დაკვირვების შემდეგ დარქმეული ინდივიდუალური სახელები. :drinks:

Edited by courage
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...