Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

იჟ-27 და ტოზ-34

 

 

პმ-ში რამდენიმე წერილი მივიღე თხოვნით, რომ შემედარებინა უფროსი თაობის მონადირეების არსენალში არსებული ყველაზე გავრცელებული ორი ვერტიკალური მოდელი, ესენია იჟ-27 და ტოზ-34.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვემოთ მოტანილი შედარება მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებაა(თითოეულის დახასიათება არის ამ განყოფილებაში).

 

 

 

 

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ თითოეულ ამ მოდელს აქვს სხვადასხავა მოდიფიკაციები. ამიტომ მოდელის ფარგლებშიც კი არის განსხვავებანი.

ტესტი-შედარებისათვის მათ დამახასიათებელ ,,ავადმყოფობებსა" და დადებით მხარეებს მოგახსენებთ:

 

ლულა

 

ლულის ფოლადის მარკა ორთავე მოდელზე იდენტურია, თუმცა საყრდენი ბლოკი უფრო ხშირად იჟ-27-ზე ცვდება. ამასთან შემაერთებელი და სამიზნე თამასის დეფექტებიც(არასრულფასოვანი შედუღება) იჟ-ს მეტად ახასიათებს.

ბალისტიკური მაჩვენებლები დამოკიდებულია აბსოლიტურად ლულის სიგრძისა და გაბურღვის დიამეტრზე.

 

კონდახი და ტიბჟირი

 

როგორც მოგეხსენებათ ტოზს ტიბჟირი ფიქსირებული აქვს, ხოლო იჟ-ს სახსნელი. ამ მიზეზის გამო მისი რყევა და გაბზარვა იჟ-ის მოდელზე უფრო გავრცელებულია.

კონახის შეერთება კალაპოტთან ორთავე მოდელზე დაახლოებით ერთნაირია. ტარის პერიოდული გადაჭერა ორთავე მოდელზე გარდაუვალია, თუმცა ფიქსაციის სიმყარე იჟ-27-ს უკეთესი აქვს(ამას განაპირობებს გრძელი ჭანჭიკი კონდახის მთელ სიგრძეზე). ტოზ-ის კონდახი უფრო კარგადაა მორგებული(ბრენდებს არ ვადარებ), თუმცა იჟ-ის ტიუნინგიც არაა ძნელი.

 

 

საკეტი და მექანიზმი

 

ჩაკეტვის სიმყარით ორთავე მოდელი დაახოებით ერთნაირია. რაც შეეხება საბრძოლო ზამბარებსა და ჩაქუჩებს, აქ იჟ-27 საგრძნობლად ჯაბნის ტოზის მოდელს.

იჟ-ის ჩაქუჩები და ზამბარა ძალიან იშვიათად ყტდება(ისე ემსახურება რამდენიმე თაობას, რომ მონადირემ შეიძლება ვერც გაიგოს სად აქვს განლაგებული). თუ მაიც გატყდა ზამბარა, ნუ იჩქარებთ ახლის შეძენას, რადგან მის ნატეხსაც შეუძლია არაერთი წელი გემსახუროთ. ამისათვის დაშალეთ მექანიზმი და ზამბარის დამჭერი შპონკა(ბოდიში, არ ვიცი რა ქვია ამ დეტალს ქართულად) გადაანაცვლეთ შიდა მხარეს, ისე, რომ ზამბარა კვლავ დაძაბული დარჩეს.

ტოზ-34-ის მფლობელები ძალიან ხშირად ცვლიან თავიანთ თოფებში მშვილდისებურ ზამბარებსა და ჩაქუჩებს(მიზეზი არასრულყოფილ კონსტრუქციასა და ცუდ დამუშავებაში უნდა ვეძიოთ).

 

იჟ-27-ის დაშლა აწყობა გაცილებით ადვილად და სწრაფად ხდება, ვიდრე ტოზ-34-ის(ერთ-ერთ ჩვენს ფორუმელსაც ჰქონდა ანალოგიური პრობლემა). სამაგიეროდ ტოზ-34 უფრო მსუბუქი და დაბალანსებულია.

Link to post
Share on other sites

Mossberg 500 და Winchester 1300

 

ბალანსი

---------

 

ვინჩესტერ 1300:სიმძიმის ცენტრი გაწეულია წინ კალაპოტის წინა უკიდირესი წერტილიდან 1 სმ-ში( ლულის კედელი ზომიერად სქელია).

 

Mossberg 500: სიმძიმის ცენტრი გაწეულია წინ, კალაპოტის წინა უკიდირესი წერტილიდან 2 სმ-ში( ლულის კედელი უფრო თხელია ნიდრე ვინჩესტერის).

საზოგადოდ სიმძიმის ცენტრი უმჯობესია ,,იჯდეს” კალაპოტში. ამ პატარა ნაკლის გამოსწორება შესაძლებელია კონდახზე ვაზნების განლაგებით( ალბათ იცით, რომ ამისათვის არსებობს სპეციალური პატარა შალითები, რომლებიც ემაგრება კონდახს )

 

 

წონა

------

 

ვინჩესტერი 1300 დაახლოებით 3,35 კგ

Mossberg 500 იგივე წონისაა

 

როგორ ზის ხელში?

----------------------

 

ვინჩესტერ 1300_კარგად . კონდახის ყელი შედარებით ვიწროა და კარგად იჭერ. უკუცემა საგრძნობია

Mossberg 500_ კარგად, მაგრამ კონდახი ცოტათი ნაკლებკომფორტულია ვიდრე ვინჩესტერის.

 

დამიზნება

-------------

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე იგივეა დავა, რაც გემოვნებაზე, მაინც აღვნიშნავ: მოსბერგს აქვს ორი სამიზნური_დიდი და პატარა(მუშკა) და ეს კაია

 

 

მცველი

-----------

 

ვინჩესტერ 1300: მცველი განლაგებულია სასხლეტთან წინ.

Mossberg 500: მცველი განლაგებულია კალაპორის თავზე უკან მხარეს. უპირატესობას პირადად მე ვანიჭებ სასხლეტთან მდებარეობას.

 

კალაპოტი ორთავე მოდელს აქვს ალუმინის შენადნობის(წონის შესამცირებლად). ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა ფოლადის ყოფილიყო. ნასროლ ვაზნას ორთავე აგდებს მარჯვნივ. ახალი ვაზნის მიმწოდებელი, ე.წ თათი აქვთ პლასტმასის, ესეც ჩემი აზრით ნაკლია. ვაზნის ამომღები კაუჭი ვინჩესტერს აქვს ერთი, მოსბერგს კი 2(კარგად ხვდებით რომელია უკეთესი).

ვინჩესტერს შეიძლება დაუყენდეს მჭიდის დამაგრძელებელი, მოსბერგს კი არა.

 

ტიბჟირით გადატენვა ვინჩესტერის შემთხვევაში უფრო ადვილია. ვინჩესტერი 3კგ, მოსბერგს 4,5კგ. სვლის სიგრძე ერთნაირი აქვთ.

 

ჭრა, დაჯგუფება და სიბურჯღლე ერთნაირია, რადგან სახსნელი ჩოკები უნდა შეურჩიოთ შესაბამისი.

 

რესურსი

----------

უფრო მეტი აქვს ვინჩესტერს.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო! :hi3:

 

 

არდადეგების ანუ მოწყენილობის(არასანადირო სეზონს ვგულისხმობ) თვეები ერთით შემცირდა. რაღა დარჩა სეზონის მოსვლამდე_სულ რაღაც 5 თვე... :haha:

მონატრებული მაქვს გასროლა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი რკინები გამეტანა და გამეტესტა. ერთი ჩემნაირი რეკაშეტი მყავს საახლობლოში, რომელსაც ახალი რუსული წარმოების იჟაკი და ბლომად ქარხნული ვაზნები აქვს.

ტესტირებაში მონაწილეობდნენ(ყველა 12 ყალიბი):

 

1)იჟ-54_ ლულის სიგრძე 72,5სმ, არხის დიამეტრი 18,2მმ, ფიქსირებული ჩოკები 0,5/1,0

2)იჟ-27(საბჭოთა წარმოების)_ლულის სიგრძე 72,5 არხის დიამეტრი 18,2მმ, ფიქსირებული ჩოკები 0,5/1,0

3)იჟ-27 76მმ-იანი სავაზნითა და სახსნელი ჩოკებით(რუსული წარმოების)_ლულის სიგრძე 72,3სმ, არხის დიამეტრი 18,4მმ, ჩავახრახნეთ 0,5 და 1,0 ჩოკები.

 

ძალიან ზუსტი ხელსაწყოები არა მაქვს, ამიტომ ვენდე დეკლარირებულ მაჩვენებლებს(ჩოკური შევიწროება, არხის დიამეტრი).

 

ტესტირების მიზანი: სიბურჯღლისა და დაჯგუფების შედარება... რადგან მშრალი ფიჭვის ფიცარი ძვირია ჭრაზე ტესტირება ამოვაგდეთ აზრებიდან(მინიმუმ 45 ცალი გვჭირდებოდა) და მხოლოდ ამ 2 მაჩვენებლით დავკმაყოფილდით.

 

 

ტესტირებაში მონაწილეობდა სულ 90 ცალი ვაზნა N9, მათ შორის

 

ა) 30 ცალი ლატუნის ვაზნა კომპონენტებით_ დეტონატორი ღია ფისტონი, დენთი რექსი, ჩემი ჩამოსხმული საფანტი(რბილი და მაგარი ტყვიის შეფარდებით 1-1-ზე). ლატუნის ვაზნის საფენები გამოჭრილია 10 ყალიბის საჭრელით, კარაქის ყუთის დაპრესილი მუყაოსაგან. დენთზე დადებულია 2 ცალი აღნიშნული საფენი, შემდეგ არანაირი ამორტიზატორი, შემდეგ საფანტი 31გრამი და თავზე თხელი(1,5მმ სისქის) საფენი.

ბ) 30 ცალი პლასტმასის ვაზნა კომპონენტებით_ კაფსული, დენთი რექსი, ჩემი ჩამოსხმული საფანტი(რბილი და მაგარი ტყვიის შეფარდებით 1-1-ზე). ამ ვაზნის საფენები გამოჭრილია დაპრესილი მუყაოსაგან 12 ყალიბის ქარხნული საჭრელით. დენთზე დადებულია 1 ცალი აღნიშნული საფენი, შემდეგ თექის საფენები, შემდეგ თხელი საფენი, შემდეგ საფანტი 31 გრამი და მოხვეულია ვარსკვლავათი.

გ) 30 ცალი ქარხნული(RC Titano) უკონტეინერო ვაზნა 31 გრამი საფანტით, მოხვეულია ვარსკვლავათი;

 

 

მისროლა ხორციელდებოდა 40 ნაბიჯზე(დაახლოებით 35 მეტრია), საყრდენიდან. სამიზნედ გავაკარით 55-55-ზე ქაღალდი(ბლომად გადვჭირდა-90 შტუკ :pardon: ), რომელშიც 50სმ დიამეტრის გარე წრე და 25სმ დიამეტრის შავი წრე(ცენტრი), ჰქონდა შემოხაზული.

ტესტირების დროს ამინდი საკმაოდ თბილი იყო, უქარო...

 

თითო ლულიდან გავისროლეთ თითო სახის 5 ვაზნა(ჯამში 3 სხვადასხვა ტიპის 15 ვაზნა)_ სამიზნე ქაღალდზე დავაწერეთ ვაზნის ტიპი, თოფი და ლულის შევიწროება. თითო ტიპის ვაზნისა და ლულის ნაკვალევი გვქონდა 5-5 ცალი. დატოვებული ღია ,,ფანჯრების" რაოდენობას ვაჯამებდით და გამოგვყავდა საშუალო... სწორედ ამ ნაკლით მოვახდინეთ შეფასება.

მისროლის დასრულების შემდეგ გავაანალიზეთ შედეგები:

 

 

1) სამთავე თოფში ნახევარჩოკს უფრო დიდი დიამეტრის გაშლა აქვს ვიდრე ჩოკს(სხვას არც ველოდით ;) );

 

2) ლატუნის ვაზნა ყველაზე კარგად დააჯგუფა და ყველაზე ნაკლედი ,,ფანჯარა" დატოვა საბჭოთა წარმოების იჟ-27-მა; მეორეზე გავიდა იჟ-54, ხოლო მესამეზე რუსული იჟ-27(მაგნუმი);

 

3) სახლის პირობებში დატენილი პლასტმასის ვაზნა ყველაზე კარგად დააჯგუფა და ყველაზე ნაკლები ,,ფანჯარა" დატოვა იჟ-54-მა; მეორეზე გავიდა საბჭოთა იჟ-27, ხოლო მესამეზე რუსული იჟ-27(მაგნუმი);

 

4)ქარხნული ვაზნა რუსულმა(მაგნუმის სავაზნით) იჟ-27-მა და იჟ-54-მა ერთნაირად კარგად დააჯგუფეს და თანაბარი რაოდენობის ღია ,,ფანჯრები" დატოვეს, ხოლო საბჭოთა იჟ-27-მა აშკარად წააგო ამ სახის ვაზნაში დანარჩენ 2 თოფთან.

 

 

 

სუბიექტური აზრი(ტესტირებაში მონაწილე 2 კაცისა): რუსული წარმოების იჟ-27-ს აქვს უფრო დიდი არხის დიამეტრი. გამომდინარე აქედან სახლის პირობებში გამოჭრილი(10 ყალიბის იყოს და გინდა 12 ყალიბისა) საფენები ვერ უზრუნველყოფენ სრულყოფილ ობტურაციას(თუ გინდა ტერმინი კომპრესია გამოვიყენოთ), ამიტომაც აჯობეს 18,2 არხიანებმა...

რაც შეეხებათ ქარხნულ ვაზნებს, მათში გამოყენებულია ე.წ. ჩაშკები(არ აგერიოთ პიჟ-კონტეინერებში... თუმცა პიჟ-კონტეინერების ძირები სწორედ ეს ჩაშკებია ;) ), რომლებსაც წნევის ზემოქმედებისას ძირი უფართოვდებათ დიამეტრში, ამიტომ კარგად უშლიან ხელს წნევის საფანტში შეღწევას. შედეგად_ კარგი კომპრესია_კარგი სიბურჯღლე და დაჯგუფება!

 

 

 

დასკვნა: სამთავე თოფით მშვენივრად ინადირება!!! 18,4მმ არხიან თოფებში გამოიყენეთ პკასტმასის ქარხნული პიჟები!

ოხ როდის მოვა სეზონი?! :nyam:

 

 

 

სურათზე ე.წ. ჩაშკა არის მესამე(БИО)

 

 

4bcc6a39b06a.jpg

Link to post
Share on other sites

მადლობ გურულო საინტერესო რეპორტისთვის !

 

კარგი იქნება თუ იჟ-54 ის და საბჭოთა იჟ-27 ის ლულის არხის დიამეტრებს თუ ვერა, ჩოკურ შევიწროვებებს თუ შევადერებთ, ანუ ზუსტად ერთნაირი შევიწროვების თუა ორივეზე.

ეს საშუალებას მოგვცემდა გაგვერკვია იმ მცირედი განსხვავებების მიზეზი.

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

ბრაუნინგი- ბენელი

 

 

 

 

პ.ს. ამ ტესტებში მცირე დაზუსტება არ იქნებოდა ურიგო: თითოეული თოფის არხის დიამეტრი და ლულის შევიწროება :scratchchin:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ეს ტესტი მე და მეგობარმა ჩავატარეთ რემინქტონი 887 და მპ-153 ვისროლეთ 35-25 მეტრზე ბორნაჩის 36 გრამიანი #6 ვაზნები

(1050 ბარიანი) ფიცარში ორივემ ერთნაირად შეაღწია 2-3 მარცვლის სიღრმეზე.

ესეც ფოტოები:

post-145-0-20343100-1362073545_thumb.jpg

post-145-0-11510400-1362073580_thumb.jpg

post-145-0-21400500-1362073630_thumb.jpg

post-145-0-80804000-1362073729_thumb.jpg

post-145-0-65636300-1362073745_thumb.jpg

post-145-0-33625000-1362073767_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ელჩი

მეგობრის მიწერილებია ბოდიშს მოვიხდი

ალიკ ტოფებინ ჩამოდებით ისროლეთ???ანუ ზევით ქვევით ხომ არ ამოძრავებდით??რემინგტონის შემთხვევაში ყველა სურათზე დაბლითა მარჯვენა კუთხეშია მოხვედრილი

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ეს ტესტი მე და მეგობარმა ჩავატარეთ რემინქტონი 887 და მპ-153 ვისროლეთ 35-25 მეტრზე ბორნაჩის 36 გრამიანი #6 ვაზნები

(1050 ბარიანი) ფიცარში ორივემ ერთნაირად შეაღწია 2-3 მარცვლის სიღრმეზე.

ესეც ფოტოები:

სამიზნეები მომწონს ალიკ :alfons: ეტყობა სროლისას გაექცა თოფი კუთხეებშია მოხედრილი

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...