Jump to content
Club-Monadire.Ge

ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარი !


Recommended Posts

  • Replies 74
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

post-30-0-57223600-1365646456_thumb.jpg

 

 

post-30-0-35386800-1365646476_thumb.jpg

 

 

 

ამ ხიდს ცისარტყელას ხიდს ეძახიან-The Rainbow Bridge

 

ჩვენი ოთხფეხა მეგობრები გარდაცვალების შემდეგ ამ ხიდით გადადიან სხვა სამყაროში.

Link to post
Share on other sites

post-30-0-19767700-1365596031_thumb.jpg

 

 

ჰაჩიკო

 

ჰაჩიკო დაიბადა 10 ნოემბერს 1923 წელს იაპონიაში, პრეფექტურა აკიტაში. ფერმერმა გადაწყვიტა ეჩუქებინა ლეკვი თავის ძველ მასწავლებელს, პროფესორ ჰიდესაბურო უენოსთვის, რომელიც მუშაობდა ტოკიოს უნივერსიტეტში. მას ძალიან უყვარდა ძაღლები, იგი უპირატესობას აძლევდა დიდ ძაღლებს. პროფესორმა ლეკვს დაარქვა სახელი „ჰაჩი” (რაც იაპონურად ნიშნავს რვას), იმიტომ რომ ეს იყო მისი მერვე ძაღლი.

როცა ჰაჩი გაიზარდა, იგი ყველგან და ყოველთვის დაყვებოდა თავის პატრონს. პროფესორი ყოველდღე დადიოდა სამსახურში, ამიტომ ჰაჩი აცილებდა მას სიბუიას სადგურის შესასვლელამდე, ხოლო შემდეგ, დღის 3 საათისათვის ისევ სადგურზე ხვდებოდა.

21 მაისს 1925 წელს პროფესორს უნივერსიტეტში დაემართა ინფარქტი. ექიმებდა ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენა და სახლში ის უკვე აღარ დაბრუნებულა. ჰაჩი ამ მომენტისათვის 18 თვის იყო. იმ დღეს ჰაჩი ტყუილად ელოდებოდა პროფესორს სადგურზე. იმ დღიდან მოყოლებული, ჰაჩი ყოველდღე ელოდებოდა თავის პატრონს სადგურზე გვიან საღამომდე.

მიუხედავად იმისა რომ ცდილობდნენ ჰაჩის მიბარებას პროფესორის ნათესავებზე, ჰაჩი მაინც ბრუნდებოდა სადგურზე. ადგილობრივი მოვაჭრეები და რკინიგზის მუშები აძლევდნენ ჰაჩის საჭმელს, აღფრთოვანებულები მისი სიჯიუტით და უყურებდნენ რომ ძაღლი არავის გაებრაზებინა.

მალე ძაღლმა გაითქვა სახელი მთელ იაპონიაში 1932 წელს, იმის მერე რაც გამოსცეს ერთ–ერთ ცნობილ გაზეთში სტატია „ერთგული ძაღლი ელოდება დაბრუნებას მისი პატრონის, რომელიც გარდაიცვალა 7 წლის წინ“. ამ ამბავმა დაიპყრო იაპონელების გულები და სიბუიას სადგურისაკენ გამოეშურნენ ცნობისმოყვარე ხალხი იმ მიზნით რათა ენახათ ძაღლი.

ჰაჩი დადიოდა სიბუიას სადგურზე კიდევ 9 წელი, თავის სიცოცხლის ბოლომდე (8 მარტი 1935 წელი). გარდაცვლილი ჰაჩი იპოვეს ქუჩაში, სიბუიას სადგურთან. იგი გარდაიცვალა გულის ფილარიისაგან (გულის ჭიები), ხოლო მის კუჭში აღმოჩენილი იყო იაკიტორის რამდენიმე ჯოხი. ჰაჩის გარდაცვალების ამბავი საკმაოდ მალე მოედო იაპონიას და დიდი რეზონანსი გამოიწვია, რის გამოც ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე. ჰაჩის ძვლები დაასაფლავეს ტოკიოს სასაფლაო აოიამაში მისი პატრონის გვერდით. ხოლო ჰაჩის ტყავისაგან დაამზადეს ფიტული რომელიც დღემდე ინახება ნაციონალურ მუსეუმში.

მალე ჰაჩის ამბავზე გამოსცეს მოთხრობები, საუკეთესო მოთხრობა კი შეიტანეს სკოლის ქრესტომატიაში. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ცნობილმა მექანდაკემ ტერუ ანდომ გააკეთა ძაღლის ქანდაკება ბრინჯასგან, ქანდაკება დადგმულ იქნა სიბუიას სადგურთან (21 აპრილი, 1934 წელი) რომლის გახსნისას ჰაჩი თვითონ იღებდა მონაწილეობას. სწორედ მაშინ გაჩნდა პოსტამენტზე წარწერა „ერთგული ძაღლი ჰაჩიკო“. (ჰაჩიკო–მოფერებითი ფორმაა) ქანდაკების ასლი კი ანდომ გადასცა იმპერატორს.

მეორე მსოფლიო ომის დროს ძეგლი განადგურებულ იქნა – მეტალი, რისგანაც ძეგლი შედგებოდა, გამოყენებულ იქნა სამხედროების მიერ. მალევე ამერიკელების მიერ განხორციელებული დაბომბვის დროს დაიღუპა მოქანდაკეც. მაგრამ იაპონამ არ დაივიწყა ჰაჩი – ომის დასრულების შემდეგ კი ძეგლი აღადგინა ტაკესი ანდომ, პირველი ძეგლის მოქანდაკეს შვილმა. თავისივე სიტყვებით, მამის ხელოვნება ზეპირად იცოდა და ქანდაკებას გააკეთებდა დახუჭული თვალებითაც. მაგრამ ახალი ქანდაკება იყო უფრომ პატარა ვიდრე პირვანდელი – 91 სმ. სიმაღლეში 127 სმ.–ს ნაცვლად და 162 სმ. პოსტამენტისათვის 180 სმ–ს ნაცვლად. ქანდაკების გახსნეს 15 აგვისტოს 1948 წელს. დღეს ჰაჩის ძეგლი სადგურ სიბუიასთან, არის შეყვარებულების შეხვედრის ადგილი, ძაღლი იაპონიაში გახდა სიმბოლო უანგარო სიყვარულისა და ერთგულებისა.

„ერთგული ჰაჩი“ს თემას დაუწყეს ექსპლუატირება. უნივერმაგმა „ტოკიუ“ სიბუიას სადგურთან, გახსნა პატარა მაღაზია რომელიც სპეციალიზირდება სუვენირების გაყიდვაზე „ჰაჩიკოსგან“ – რბილი ძაღლი–სათამაშოები და პირსახოცები რომელზეც გამოსახულია ძაღლის თათის ანაბეჭდი.

კიდევ ორი ქანდაკება, ჰაჩიკოს ცხოვრებასთან დაკავშირებული დგას სადგურ ოდატესთან აკიტას პრეფეკტურაში, სადაც დაიბადა ცნობილი ჰაჩი, ხოლო მეორეზე გამოსახულია აკიტა ინუს ლეკვების ჯგუფი და ჰქვია „პატარა ჰაჩიკო და მისი მეგობრები.

 

 

რაც მე ეს თემა ვეძიე :karochera:

 

სად იპოვე ? :e025:

 

სახელი არ ვიცოდი ამ ძაღლის და რა იაპონია და ერთგულება ვწერე გუგლში :d030: :d030: :d030:

 

 

კარგია :yes:

Link to post
Share on other sites

რაც მე ეს თემა ვეძიე :karochera:

 

სად იპოვე ? :e025:

 

სახელი არ ვიცოდი ამ ძაღლის და რა იაპონია და ერთგულება ვწერე გუგლში :d030: :d030: :d030:

 

 

კარგია :yes:

ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა! :91: "შერეკილები"

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • 2 weeks later...
  • 7 months later...

დედაჩემი ორი დღით იყო თბილისში წასული. ჩემი და და სიძე დარჩნენ ტორასთან. ტორას საერთოდ არ უჭამია თურმე, მხოლოდ თვალმოუშორებლად გაჰყურებდა ჭიშკარს მთელი დღეო. კინაღამ ჯაჭვი გაწყვიტა თურმე დედაჩემი რომ დაინახა, კივილი დაიწყოო. მაგრად მიეჩვივნენ ერთმანეთს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...