Jump to content
Club-Monadire.Ge

ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარი !


Recommended Posts

  • Replies 74
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

  • 1 month later...
  • 3 weeks later...

"ცუგრია"

რა მოხდებოდა რომ სიკვდილი არ იყოს

რა მოხდებოდა რომ ტკივილი არ იყოს

რა მოხდებოდა რომ ამაგს ვიზეც დებ

კუბოს ფიცრამდე სულ შენთან იყოს

 

ნუთუ ყველაფერ რასაც განვიცდი

ამ ცხოვრებაში დასაშვებია?

ნუთუ ყოველი დიდი და მცირე

ამ ცხოვრებისთვის ნაწამებია..

 

არ ვიცი არა რა გზას დავადგე

მე მეცოდება ყველა, ყოველი,

თუნდაც იმიტომ რო მომავლისგან

პატარა სიტკბოს მაინც მოველით..

 

მოველით მაგრამ არა არ მოდის

და თავს გვანატრებს როგორც მზის სხივი

და მეც ამ სითბოს ისე მოველი

ვით ანტარქტიდის უცხო ფრინველი.

 

დღეს მე მივტირი ყველა იმ წასულს

რომელთაც მოგვცეს მარად ტკივილი

აქ დარჩენილებს რომ გვიმახსოვრეს

მოგონებებში მწარე ტირილი,

 

რა ვქნა არ ვიცი ვერ გავექცევით

ეს ხომ ბუნების მკაცრი წესია

ხეს რომ ამოსდის ახალი ყლორტი

იქვე სიკვდილიც გვერდზე თესია,

 

გული გაიყინა ამდენი დარდით

მელანიც გახმა უკვე კალამში

ფურცელსაც სტკივა ალბათ მე რომ ვწერ

ანდა დაილია სიტყვების მარაგში...

 

ნეტავ ვინ გაიგებს ამ ტკივილს დაწერილს

ყოველ ნაბიჯზე უხმოდ რომ მხვდება

თავს რომ მახსენებს ეს ჩემი ნატვრა

ნატვრა რომელიც ცეცხლად მედება

 

დღეს მე დავწერე ეს ლექსი ძაღლზე

ძაღლზე რომელიც ძაღლზე მეტია

მან მიმეგობრა გამათბო მარტომ

არც უსახლკაროს მომრიდებია

 

მან დამავიწყა ამ ქვეყნის ავი,

თავისი გულით მაჩვენა სითბო

არც ცუდათ ქცევა ახსოვდა ჩემი

ბედნიერებას თავლებით მიყოფს

 

მაგრამ გაგვყარა დროის ტკივილმა

დამტოვა ასე ძაღლის გარეშე

კაცს ვერ შევადრი მე მის სიყვარულს

არავინ არ ჰგავს მას ქვეყანაზე

 

პატარაობა უკვე დიდობაც

ცხოველთ სიყვარულით მყარად გამითბია

მე კი მაოცებს იმ კაცთა საუბარი

ერთგულება რომ მარტო მითებია

 

ამიტომ მჯერა და მე ვაფასებ

ძაღლი ამ ქვეყნად ყველა ერთია

რომელთაც უყვართ მუდამ პატრონი

და მათთვის ალბათ კაცი ღმერთია.

 

ჩვენ კი არ გვჯერა ამ სიყვარულს

და ვფიქრობთ ძაღლი მაინც ძაღლია

ვუქრობთ ხანდახან იმ ნაპერწკალსაც

მათ თვალებში რომ საწყლად ანთია

 

ეს იყო ჩემი პატარა ამბავი

მე მენატრება ჩემი ცუგრია,

ისეთი გოდებით ვწერდი მე ამ ლექსს

ცასაც ცრემლები მგონი სწყურია...

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

სიყვარულისთვის ოკეანეც კი არ არის დაბრკოლება

 

1991 წლის ზაფხულში იაპონიის ერთ-ერთი პროვინციის გაზეთში ფოტოესსე გამოქვეყნდა, სადაც ძაღლის სიყვარულის მგრძნობიარე ამბავი იყო მოთხრობილი .

 

მეთევზე ნაკამურას, აკოს კუნძულიდან ჰყავდა ძაღლი სახელად შირო. 1991 წლის იანვარში ნაკამურა სხვა კუნძულზე, სახელად ზამამი, გადავიდა.

 

"ერთ დილიას, - ჰყვება ნაკამურა, - რამოდენიმე დღის მერე, რაც კუნძულ ზამამიზე დავსახლდი, დავინახე, რომ შირო დგას ნაპირზე და თვალმოუშორებლად გაჰყურებს შორს, კუნძულ აკოს კლდის სილუეტებს. მის თვალებში ისეთი სევდა იყო, რომ ძალიან შემეშინდა: მე ძალიან მიყვარდა ჩემი ძაღლი. ვერ გავიგე რა შეიძლება მომხარიყო. შირო ასე გაუნძრევვლად იდგა თითქმის ერთი საათი. შემდეგ დღეს კი გაქრა. ის გამოჩნდა მხოლოდ საღამოსკენ - დაღლილი და სველი".

 

ძაღლი ყოველ დღე ქრებოდა. მაგრამ საღამოს ის ყოველთვის ბრუნდებოდა პატრონთან. მეთევზემ გადაწყვიტა გაჰყოლოდა და გაერკვია, სად ქრებოდა მისი ძაღლი.

 

"მე დავინახე, რომ ადრიან დილით შირო მივიდა პირსზე, რამოდენიმე ხანის თვალმოუშორებლად დააკვირდა შორეულ კუნძულს, უეცრად მოწყდა ადგილს, ყინულოვან წყალში გადახტა და გაცურა. გაოგნებული ვიყავი. კუნძულ აკომდე ორნახევარი მილი იყო. ნუთუ მან კუნძულისკენ გაცურა? და რატომ? რადიოტელეფონით დავურეკე მეგობარს აკოზე და ვთხოვე გაერკვია იქითკენ გაცურა შირომ თუ არა და რისთვის".

 

მეგობარმა გამოიძია ძაღლის გზა და გაირკვა, რომ ყოველ დღე ის თავისი მეგობარ დედალ ძაღლთან მიდიოდა, რომელიც მეთევზის კუნძულიდან გამგზავრებამდე მათ მეზობლად ცხოვრობდა. ძაღლს მერელინი ერქვა. მასთან პაემნის შემდეგ შირო ისევ თავის პატრონთან ბრუნდებოდა, რომელიც ასევე ძალიან უყვარდა.

 

ძაღლების რომანს მთელი იაპონია ადევნებდა თვალყურს. ათასობით ტურისტი ჩამოდიოდა კუნძულ აკოზე სპეციალურად, რომ საკუთარი თვალით ენახათ სახელგანთქმული ძაღლი.

 

შირო 2000 წელს 17 წლის ასაკში დაიღუპა. მისი სიყვარულის ისტორია უკვდავყვეს ძეგლში.

http://www.zooclub.ge/

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • 2 months later...

ეს, არ არის ზღაპარი... ეს, ნამდვილი მეგობრობის ისტორიაა...

ისტორია, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს...

 

მას შემდეგ, შვიდი წელი გავიდა...

უჭკვიანესი ძაღლი იყო ,,ტროი''... ორი კინოლოგიური სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ყველა ბრძანება იცოდა, რამდენიმე გამოფენის გამარჯვებულიც იყო...

მაგრამ, 5 წლის როტვეილერი მობეზრდა პატრონს და თავშესაფარში ჩააბარა...

მის სანახავად მივიდა თავშესაფრის მეპატრონე, თამაზ ელიზბარაშვილი... თვალს არ აშორებდა ძაღლი და შველას სთხოვდა... მის მზერაში, ნამდვილი მეგობრის მზერა დაიჭირა...

,,ეს იქნება, ჩემი ნამდვილი მეგობარი!''– თქვა და იმ დღესვე სახლში წაიყვანა...

პირობაც მისცა–,, არასოდეს მიგატოვებო''...

იმ დღიდან, განუყრელი მეგობრები გახდნენ... სადაც თამაზი იყო, იქ იყო ,,ტროიც''... ზღვაზე, მთაში...

მის კაბინეტში დაიდო ბინა... ის გახდა მისი სახლი...

ბედნიერი იყო ,,ტროი'', ასეთი პატრონი ჰყავდა...პატრონი, რომელსაც მისი მოდგმა ძალიან უყვარდა და ზრუნავდა მათზე...

ამაყი იყო ,,ტროი'', ასეთი მეგობრის გვერდით...

ერთ დღესაც, აღარ გამოჩნდა თამაზი... აღარც, მეორე დღეს... ადგილს ვეღარ პოულობდა, თვალებით ეკითხებოდა ყველას, მის ამბავს..., პირი არ დააკარა საჭმელს და წყალს... ძაღლის საცოდაობით, იწვებოდა ყველა...

თამაზი ამ დროს, გლდანის ციხის უკანონო პატიმარი იყო...

,,ტროის'' დღითი–დღე ემატებოდა დარდი...

თამაზი გრძნობდა, რომ მის მეგობარს ძალიან უჭირდა... როგორმე უნდა მიეწვდინა ხმა, რომ ცოცხალი იყო... მაისური გაიხადა და ადვოკატის ხელით გაუგზავნა ,,ტროის''...

მაისურს ეცა ,,ტროი'' და მეგობრის სუნი იცნო... მიხვდა, რომ ის ცოცხალი იყო... ჭკვიანი იყო ,,ტროი'', ძალიან ჭკვიანი...

იმ დღიდან, წყალიც დალია და საკვებიც მიიღო,მეგობარს ხომ ვერ უღალატებდა, ცოცხალი უნდა დახვედროდა...

ყველა ადარდებდა თამაზს, მაგრამ ყველაზე მეტად, ,,ტროი''...

,,ტროის'' თვალები კარებისკენ იყო მიპყრობილი, ყოველ წამს ელოდებოდა მეგობრის დაბრუნებას...

ერთ დღესაც, გაიღო კარები და შემოვიდა მისი მეგობარი... მათი შეხვედრის ამბავს, თვითმხილველები დიდხანს ჰყვებოდნენ... საბოლოოდ ირწმუნა ყველამ, რომ მათ მეგობრობას ბადალი არ ჰქონდა...

 

კაცივით ესაუბრებოდა თამაზი... ,,ტროიც'' უსმენდა და თვალებით ეუბნებოდა სათქმელს...

ამასობაში კი, მათი მეგობრობის ანგარიშზე წლები გროვდებოდა...

მოულოდნელად, ავად გახდა ,,ტროი'', ყბაზე სიმსიმნური წანაზარდი გაუჩნდა... ავთვისებიანი სიმსიმნის დიაგნოზის დაჯერება, არ უნდოდა მეგობარს...

საუკეთესო ექიმების მკურნალობის კურსმა, შედეგი არ გამოიღო... უშედეგო ოპერაციას, ,,ქიმიის'' კურსის გავლა ამჯობინა... რამდენიმე თვე, ძლიერ პრეპარატებზე იყო ,,ტროი''... მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა, ერთხელაც არ დაუკვნესია...

ექიმებმა ურჩიეს დაძინება, მაგრამ, უარი თქვა თამაზმა...

ჩემთვის, ,,ტროისთან'' გატარებული ერთი წუთიც, ძვირფასიაო... ,,ვერ დაგაძინებ მეგობარო, ვერ გაგიმეტებ სიკვდილისთვის''... უბოდიშებდა თამაზი ,,ტროის''... ისიც თვალებში უყურებდა მეგობარს და დიდი სიყვარულის ხათრით, ენითაუღწერელ ტკივილს უხმოდ იტანდა...

,,ტროის'' პირობა მისცა მეგობარმა, არ მიგატოვებო...

თამაზის კაბინეტში იწვა მომაკვდავი ,,ტროი'' და ბუნდოვანი მზერით ადევნებდა თვალს, საქმეში ჩაფლულ მეგობარს... ოთახში ყველას უჭირდა შესვლა, სიმსიმნით დაავადებულ ძაღლს, საშინელი სუნი ასდიოდა...

კაბინეტიდან, ასიოდე მეტრში, თავშესაფრის ვეტ–კლინიკაშიც არ მოათავსა მომაკვდავი ძაღლი, ჩემს თვალწინ უნდა მყავდეს, მე რომ მხედავს, იმედი აქვსო...

ბოლო წუთამდე ერთად იყვნენ... უკვე, წუთებს ითვლიდა ,,ტროი''... თამაზი უთბილესი სიტყვებით გამოემშვიდობა მეგობარს... ,,არ შეგეშინდეს მეგობარო სიკვდილის... შენ ხომ, ვაჟკაცი ხარო... ჩვენს სიყვარულს, სიკვდილიც ვერაფერს დააკლებსო''...

დილით, სამუდამო ძილით დაიძინა პატრონზე უზომოდ შეყვარებულმა ,,ტროიმ''... მისი ცივი სხეული, ვეღარ გაათბო მეგობრის თბილმა ხელებმა...

თავშესაფრის ეზოში მიაბარა მიწას, უერთგულესი მეგობარი თამაზმა...

შვიდი წლის წინ, სწორედ აქ შეჰფიცა მას, ,,არასოდეს მიგატოვებო''...

ვერც სიკვდილმა დააშორა, ერთგული მეგობრები... -

Edited by ქუთათური
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მამას სამსახურის ეზოში ორი ძაღლი ჰყავს, ორივე დედალი. ერთმა ხუთი ლეკვი გააჩინა, და მეორემ ერთი წაართვა. smile emoticon როგორ უვლის თურმე, ჩახუტებული ჰყავს, ეფერება. ლეკვს მიიყვანენ დედასთან , რომ მიირთვას რძე. ეს "დედინაცვალი" ელოდება. რომ მორჩება ლეკვი ჭამას, სტაცებს პირს და მიარბენინებს მასთან. ოთხივე თათს შორის მოიქცევს და ეფერება..

Link to post
Share on other sites

მამას სამსახურის ეზოში ორი ძაღლი ჰყავს, ორივე დედალი. ერთმა ხუთი ლეკვი გააჩინა, და მეორემ ერთი წაართვა. smile emoticon როგორ უვლის თურმე, ჩახუტებული ჰყავს, ეფერება. ლეკვს მიიყვანენ დედასთან , რომ მიირთვას რძე. ეს "დედინაცვალი" ელოდება. რომ მორჩება ლეკვი ჭამას, სტაცებს პირს და მიარბენინებს მასთან. ოთხივე თათს შორის მოიქცევს და ეფერება..

ეკა თხოვე იქნებ გადაიღონ კამერით. მაგარი სანახაობა იქნება. :yes:

Link to post
Share on other sites

ეკა თხოვე იქნებ გადაიღონ კამერით. მაგარი სანახაობა იქნება. :yes:

მამას სამსახურშია... მე თუ მივალ.. ისიც თუ მოვიცალე,,,,, რა საინტერსოა,არა?

Link to post
Share on other sites

ისეთი დარდი მაქვს გულში, თქვენ თუ არ გითხარით, აბა ვის გავუზიარო წუხილი.

 

ადრეც დავწერე, შტერმა მეზობელმა ჩვენს ძაღლს ესროლა და წელიდან მოწყდა ეს საცოდავი.

 

ერთ წელზე მეტია უვლიან დედაჩემი და რძალი.

 

წინა შაბათს მივუსწარი ლაპარაკს, ჩემი მეუღლე და რძალი საუბრობდნენ.

 

ჩემმა უთხრა გორგოლაჭებიან პროტეზს გამოვიწერ და გამოვაგზავნიო.

 

იმ ცუგრიას ცოდვით აღარა ვარ.

 

მითხრეს სურათებს გადავუღებთ, ვიდეოს და გამოგიგზავნითო.

 

მეთქი არ გააკეთოთ ეგ, მერე ჩამოვალ და ღორივით დავკლავ, ვინც მაგას ესროლათქო.

 

რამდენი გამახსენდება, მართლა ცუდად ვხდები.

 

მე კიდევ ჯანაბას, ჩემები ყოველდღე უყურებენ იმ საცოდავს. :karochera:

Link to post
Share on other sites

ისეთი დარდი მაქვს გულში, თქვენ თუ არ გითხარით, აბა ვის გავუზიარო წუხილი.

 

ადრეც დავწერე, შტერმა მეზობელმა ჩვენს ძაღლს ესროლა და წელიდან მოწყდა ეს საცოდავი.

 

ერთ წელზე მეტია უვლიან დედაჩემი და რძალი.

 

წინა შაბათს მივუსწარი ლაპარაკს, ჩემი მეუღლე და რძალი საუბრობდნენ.

 

ჩემმა უთხრა გორგოლაჭებიან პროტეზს გამოვიწერ და გამოვაგზავნიო.

 

იმ ცუგრიას ცოდვით აღარა ვარ.

 

მითხრეს სურათებს გადავუღებთ, ვიდეოს და გამოგიგზავნითო.

 

მეთქი არ გააკეთოთ ეგ, მერე ჩამოვალ და ღორივით დავკლავ, ვინც მაგას ესროლათქო.

 

რამდენი გამახსენდება, მართლა ცუდად ვხდები.

 

მე კიდევ ჯანაბას, ჩემები ყოველდღე უყურებენ იმ საცოდავს. :karochera:

:(

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

აღზრდილ-მშვიდობიანი ბულტერიერიც კაია და ბასკერვილების ძაღლიც. :alfons:

 

 

ერთი პროვოკაციული კითხვა უნდა შემოვაგდო :) რა აზრის ხართ ბულტერიერზე? :)

Link to post
Share on other sites

გეთანხმები. მეც მაგ აზრზე ვარ. ჩვენთან არ იციან ბულტერიერის ფასი. ძირითAდად საჩხუბრად ყიდულობენ პატარა ბიჭები, მერე მიაგდებენ ხოლმე და ძაღლი ვერ გებულობს რა უნდა ქნას. პატრონის ბრალია პირველ რიგში თორე ბულტერიერი არაჩვეულებრივი ჯიშია. ყველა გამოკითხვით მოწინავე ადგილებშია ათეულში ძაღლის საუკეთესო ჯიშებს შორის. ბავშვებთან ხო საერთოდ ბულბულია. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.

Link to post
Share on other sites

სამწუხაროდ ცხოველთან ურთიერთობის კულტურა დაბალია ჩვენთან. სოფლებში ნახირს რომ გადახედავ, საქონლის მდგომარეობით მიხვდები უკვე რომელს ჰყავს კულტურული პატრონი. მკურნალობაზე აღარაა საუბარი. ძაღლი(ზოგადად ოთხფეხი) დიდი პასუხისმგებლობაა.

Link to post
Share on other sites

ერთი პროვოკაციული კითხვა უნდა შემოვაგდო :) რა აზრის ხართ ბულტერიერზე? :)

 

ტერიერების ყველა წარმომადგენელს უზღვავი ენერგია აქვს,პატრონზეა დამოკიდებული რისკენ მიმართავს ამ ენერგიას. მე მყავდა 2 ჯერ ამერიკული სტაფორდშირ ტერიერი,უჭკვიანესი და უძლიერესი ძაღლები იყო ორივე.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • 2 months later...

უჯამაგირო მწყემსი

 

"საოცრად გონიერი, ჭკვიანი, პატრონის ერთგული" - ასე ახასიათებენ ქართულ ნაგაზს სპეციალისტები, მათ შორის არის ეთნოლოგი, ისტორიის დოქტორი ნანული აზიკური, რომელიც უკვე წლებია, აკვირდება ქართული ნაგაზის ზნეს, მის თავისებურებებს.

 

ჩვენებური ნაგაზი ძალიან ღონიერია, თუ საჭირო გახდა, მგელსაც შეებმება. ნაგაზი მგელს რომ დაახრჩობს, მწყემსმა აუცილებლად ცხვარი უნდა დაუკლას, რადგან თუ ყელში მგლის ბეწვი დარჩება, აუცილებლად დაავადდება და მოკვდება.

 

- კავკასიური ნაგაზის შესწავლა მაშინ დავიწყე, როცა მეცხვარეობის პრობლემებით დავინტერესდი, ჯერ კიდევ 20 წლის წინ. საკითხს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით ვსწავლობდი. მწყემსის ცხოვრება კავკასიური ნაგაზის გარეშე წარმოუდგენელია. ამბობენ - ერთი კარგი ნაგაზი კარგ მეგობარს უდრისო. ჩვენებური ნაგაზი საზრიანი, მოსიყვარულე, ერთგული და უზომოდ შრომისმოყვარეა.

 

- საიდან წარმოიშვა ქართული ნაგაზი?

- მრავალი მოსაზრება არსებობს. ამბობენ, მგლისა და შინაური ძაღლის ნაჯვარიაო, ამ ჯიშის წარმოშობას უკავშირებენ ტორფის ძაღლსაც, არსებობს თეორია, რომ ის წინააზიური საომარი ძაღლის - მოლოსის უშუალო შთამომავალია. მე, მაგალითად, ამ თეორიას ვემხრობი, წინა აზიასთან საქართველოს ბევრი რამ აკავშირებს.

 

- რა განსხვავებაა კავკასიურ ნაგაზსა და ქართულ ნაგაზს შორის?

- ზოგი კინოლოგი მიიჩნევს, რომ ქართული ნაგაზი კავკასიური ნაგაზის­ ცალკე ჯიშია, ზოგის აზრით, ეს ცალკე სახეობაა.

 

კავკასიური ნაგაზი სამი სახისაა: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. ბოლო გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს ცალ-ცალკე ჯიშებია, რადგან სამივეს მკვეთრად განმასხვავებელი ნიშნები და თავისებურებები აქვს. სომხური ნაგაზი უფრო მომცრო ტანისაა და შავ-თეთრი, აზერბაიჯანული შედარებით დაბალბეწვიანია და მოკლე კუდი აქვს, თანაც ძალიან ავია. ქართული ნაგაზი ტანით ძალიან დიდია, პატარა დათვსაც კი მოგაგონებთ, ბანჯგვლიანია და მოყავისფრო-მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. ეს ძაღლი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან კი შემცირება დაიწყო.

 

- რა იყო ამის მიზეზი?

- თუ მე-19 საუკუნის ეთნოგრაფი­ულ ჩანაწერებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ქართველი მწყემსი, თავისი აღჭურვილ­ობით, მეომარს მოგაგონებდათ. ასეთი აღჭურვილობა იმიტომ სჭირდებოდათ, რომ ნადირიც ბევრი იყო, ყაჩაღიც და მტერიც, მერე კი, მშვიდობიანი პერიოდი დაიწყო და ქართულ ნაგაზს თითქოს ფუნქცია ჩამოაკლდა. ამას ისიც დაემატა, რომ 1950-1955 წლებში რუსეთში გაიყვანეს ბევრი ქართული ნაგაზი, როგ­ო­რც საუკეთესო ჯიში. ქართველები­ სტუმრებს იმდენად უხვად "გაუმასპინძლდნენ", რომ რუსებს არც აზერბაი­ჯანში ჩასვლა დასჭირვებიათ და არც სომხეთში, - წერენ მკვლევრები. მერე ქართული ნაგაზი ნებას იყო მიშვებული და სხვა ჯიშებს შეერია. საბედნიეროდ, ბოლო წლებში ისევ დაიწყო ამ ჯიშის აღდგენა და დაწმენ­და-დასუფთავება, ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჩვენმა პატრიარქმა.

 

- ქართული ნაგაზის განმასხვავებელ თვისებებზე მოგვიყევით.

- ქართული ნაგაზის გამოკვეთილი თავისებურება სიდინჯეა. აზერბაიჯანული ნაგ­აზი არც ქალს ერიდება და არც კაცს, ქართული კი, თუ ძალიან არ გამწარდა, ქალს თავს არ ესხმის, თავის არეალს იცავს, თუ საჭირო არ არის, მის მიღმა არ გადადის. ამავე დროს, ქართული ნაგაზი სხვა ჯიშის ძაღლებს თავს არ გაუყადრებს.

ერთხელ მთიდან ორი ლეკვი წამოვიყვანეთ.­ ეზოში უბნის ძაღლები აეკიდნენ, მათ კი ყურიც არ შეუბერტყავთ. დამხვდურების წკავწკავს საოცარი ღირსების შეგრძნებით უსმენდნენ,

 

ბოლოს კი ისეთი არაბუნებრივი ხმით შეუღრინეს, რომ ყველა ძაღლი დაფ­რთხა და გაიკრიფა.

 

რასაც გერმანული ნაგაზი წვრთნით სწავლობს, იმას ქართული ნაგა­ზი დამოუკიდებლადაც ახერხებს. მართ­ალია, წვრთნა ჩვენებურ ნაგაზსაც უნდა, მაგრამ სხვა ძაღლებზე ნაკლები ძალისხმევა სჭირდება.

ქართულ ჯიშში გამოიყოფა ყაზბეგური ძაღლი, რომელიც უფრო დაბალბეწვიანია­ და უკანა ფეხებზე დამატებითი ბრჭყალები აქვს. ამ ბრჭყალებს თუში მწყემსები "საომრებს" ეძახიან. ნაგაზი, რომელსაც ეს "საომრები" დაჰყვება, საუკეთესო ძაღლად არის მიჩნეული. კარგ ლეკვს მწყემსები თვალის ფერის მიხედვითაც არჩევენ.­ გამოცდილმა მწყემსმა ლეკვობიდან იცის, ის როგორი ძაღლი დადგება. ერთ­ხ­ელ მთიდან მოგვყავდა ლეკვი და მწყემს­ებმა თქვეს: რა რუხი თვალები აქვს, ავი იქნებაო.­ მართლაც­, რომ გაიზარდა, საშინლად ავი ძაღლი დადგა.

 

- სად უკეთესია ქართული ნაგაზის ლეკვის გაზრდა?

- მწყემსებს აქვთ გამოთქმა - ბინაში­ გაზრდილი არც ძაღლი ვარგა და არც ბალღიო. ქართული ნაგაზის ლეკვებს მწყემსები თავიანთ ბინაში კი არ ზრდიან, არამედ მთაში, საძოვარზე. ისინი დიდი ძაღლების ცხოვრებას, მათ ჩვევებს აკვირდებიან და თანდათან ითვისებენ, ამიტომ

ნაგაზის გასაწვრთნელად ქართველი მწყემსი დიდ შრომას არ ხარჯავს. ამ ძაღლს თითქოსდა თანდაყოლილი ჩვევები აქვს, რომელიც ცხვარ­ში ყოფნისას უფრო უმძაფრდება.

 

- ქართულ ნაგაზზე მთაში არაერთი ამბავი გაქვთ ჩაწერილი...

- უბრალო რამით დავიწყოთ: მწყემსი­ ნაბადს რომ დაკეცავს და დადებს, ლეკვი იქვე რჩება და დარაჯობს - იცის, რომ ეს ნაბადი მისი პატრონისაა და უნდა დაიცვას. ქართული ნაგაზის გამორჩეული ხასიათი ასეთ წვრილმანებშიც ვლინდება და საერთოდ ყველაფერში. რამდენიმე წლის წინ ერთ დაღესტნელს ძალიან მოეწონა­ თავისი­ თუში მეგობრის ძაღლი. მასპინძელს გაუჭირდა მისი გაჩუქება, მაგ­რამ მთაში მიუღებელია, სტუმარს შენს სახლში რაღაც მოეწონოს და არ აჩუქო. მართლაც, ნაგაზი მეგობარს დაღესტანში გაატანა. ორიოდე თვის შემდეგ ის კაცი დაღესტნიდან დაბრუნდა და სამწუხარო ამბავი უთხრა: - ლადო, შენმა ძაღლმა არც იყეფა, არც ჭამა და მოკვდაო.

სუფთა ჯიშის ქართული ნაგაზი სხვა პატრონს იშვიათად ეგუება. უმეტესობა პატრონის გამოცვლისას კვდ­ება. სუფთა ჯიშის ქართული ნაგაზის მთავარი ღირსება ერთგულებაა. ერთი თვე, ან თუნდაც ერთი კვირა რომ გაატაროთ პატარა ლეკვთან და წლების შემდეგ შეხვდეთ, ის აუცილებლად გიცნობთ, რადგან ქართულ ნაგაზს ძალიან უყვარს თავისი გამზრდელი და მოამაგე.

 

მას არაჩვეულებრივად აქვს განვითარებული ყნოსვა, სმენა და წლების შემდეგაც კი ცნობს თავის კეთილისმყოფელს. ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩვენ ხშირად მოგვყავს მეგობრებისთვის მთიდან ძაღლები, მერე კი, რომ წამოიზრდებიან, გვაინტერესებს, როგორ არიან, მივდივართ და ვნახულობთ. ამას წინათ ერთი წლის წინ ჩამოყვანილი ლეკვი ისეთ დღეში ჩავარდა ჩემი მეუღლის დანახვისას, ისეთი ამბით შეხვდა და ისე მოეხვია, რომ პატრონები გაოგნდნენ. ამბობდნენ, - ძალიან ავია და უცხო ადამიანს ახლოსაც არ იკარებსო. საქმე ის გახლავთ, რომ მას ჩემი მეუღლე სულ პატარას უვლიდა, მხოლოდ ორი კვირა.

 

- თავიდანვე ახსენეთ ქართული ნაგაზის მოსიყვარულე ბუნება...

- დიახ, ასეა და ამის დამადასტურებელი არაერთი ამბავი ვიცი. მწყემსმა ბასიკო რაიანულმა გვიამბო: ერთ ნაგაზს გზაში­ ლეკვი მოუკვდა. მწყემსებმა დამარხეს. დედამ ამოთხარა და მთელი გზა, გურჯაანიდან შირაქის საძოვრებამდე პირით ატარა. მეორედ დამარხეს, მაგრამ კიდევ ამოთხარა და ბინაში რომ ჩავედით, იქ შემოგვიყვანა თავისი ლეკვი და ფეხთქვეშ დაგვიგდო, ჩვენც იძულებული გავხდით, იქვე დაგვემარხაო...

 

ქართული ნაგაზი ძალიან კარგად უვლ­ის პატარა ბავშვებსაც. ვიცნობდი ქალს, რომელსაც ბავშვობაში ნაგაზი ისევე უვლიდა და ეალერსებოდა, როგორც თავის ლეკვებს. ჩაწერილი მაქვს ამბები, როცა აკვნის გვერდზე დაკბენილი ძაღლი და მოკლული გველი უნახავთ, რომელიც ნაგაზმა ბავშვთან არ მიუშვა.

ცხვარს ვერც ერთი მწყემსი ვერ მიხედავს­ და მოუვლის ისე, როგორც ქართული ნაგაზი. ამიტომ, მეცხვარეები მათ უჯამაგირო მწყემსებს ეძახიან. კარგი ნაგაზი ცხვარში კაცისოდენ საქმეს აკეთებს და რაც მთავარია, ფარას მგლებისგან იცავს.

 

- ესე იგი, თუ ფარას ნაგაზი ახლავს, ის მგლისგანაც დაცულია?

- დიახ, რადგან ჩვენებური ნაგაზი ფიზიკურად ძალიან ღონიერია და თუ საჭირო გახდა, მგელსაც შეებმება. ნაგაზი მგელს რომ დაახრჩობს, მწყემსმა აუცილებლად ცხვარი უნდა დაუკლას, რადგან თუ ყელში მგლის ბეწვი დარჩება, აუცილებლად დაავადდება და მოკვდება.

საძოვარს ჩამორჩენილ ცხვარს ან ბატკანს ქართული ნაგაზი არასოდეს მიატოვებს, ამიტომ საღამოს თუ რომელიმე ძაღლი­ ბინაში არ დაბრუნდა, მწყემსმა უკვე იცის, რომ ფარას რომელიღაც ცხვარი აკლია, ძაღლი მასთან დარჩა და დარაჯობს. ხშირად მეცხვარეები ყეფის მიხედვით პოულობენ ძაღლსაც და დაკარგულ ცხვარსაც. ქართული ნაგაზი მწყემსის შეუცვლელი დამხმარეა წვიმასა და ჭექა-ქუხილში. ასეთ დროს რასაც კაცი ვერ შეძლებს, იმას ძაღლი ახერხებს.

 

კიდევ ერთი ამბავი ჩემი მეუღლის მამამ მიამბო: "ცხვარში ვარ, ვწევარ ქოხში, ძაღლი კი ყეფს, არემარეს ედება, გავედი. ვნახე - ცხვარი სადგომში იყო და ირგვ­ლივ საეჭვო არაფერი ჩანდა... ასე რამდენჯ­ერმე გავედი და შემოვბრუნდი, ბოლოს კი, გარეთ რომ ვერ გამიტყუა, ჩემი ნაგაზი­ მოვიდა, ფეხსაცმელზე მომეჭიდა და ლამის გამათრია. ქოხიდან გამოსვლა და მისი დაქცევა ერთი იყოო". თურმე ძლიერი მიწისძვრა მომხდარა. მოგეხსენებათ, ცხოველები მიწისძვრას წინასწარ გრძნობენ, ის ძაღლიც გრძნობდა და ჩემი მამამთილი უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა.

მოკლედ, ქართული ნაგაზი უამრავი ღირსებით დაჯილდოებული ჯიშის ძაღლია, რომელსაც გამრავლება და მოფრთხილება სჭირდება.

 

ხათუნა ჩიგოგიძე

 

http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/25990-ujamagiro-mtsyemsi.html

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...