nikash4 0 Posted March 10, 2013 Report Share Posted March 10, 2013 (edited) მოგესალმებით. გიორგის (ელჩი) თხოვნით შემოგთავაზებთ ამ თემას. ჯერ კიდევ სამამულო ომამდე საბჭოთა კავშირში დაისვა საკითხი შექმინილიყო შუალედური ვაზნა, შემდგომ ამ ვაზნაზე უკვე 3- ნაირი ინდივიდუალური ავტომატური იარაღი ( ავტომატური კარაბინი, ავტომატი და ხელის ტყვიამფრქვევი) რომელიც იქნებოდა 7.62X54- ზე( მოსინი, მაქსიმი, დეტქირიოვი) პატარა და 7.62X25 (ტტ.პპშ.) დიდი. მიზეზი იყო ის რომ 7.62X54-ზე წარმოებული იარაღები ვერ იყვნენ სათანადოთ მობილურები და ვაზნა ჯდებოდა ძვირი, ხოლო 7.62X25 ვერ აკმაყოფილებდა შორ დისტანციაზე სროლის ხრისხს. 1943 საბჭოთა კავშირში წელს შეიქმნა შუალედური ვაზნა ვაზნა 7.62X39 რომელმაც დასაბამი დაუდო სხვადასხვა ირაღის შექმნას შემდგომში.(სხვათაშორის მაგ დროს ამერიკას და გერმანიას შუალედურ ვაზნაზე უკვე ქონდათ იარაღები შექმნილი) ეს შედარებისთვის, მარცხნიდან 7.62X54, 7,62X39. 7,62,X25 ამვე წელს გამოცხადა კონკურსი ამ ვაზნაზე ავტომატური იარაღის (ავტომატის) შექმნის (ავტომატი სუფთა რუსული სიტყვაა) 8 კონკურსანტში გაიმარჯვა სუდაევის ავტომატმა AS 44 ავღნიშნავ რომ სუდაევის მიერ შექმნილი პისტოლეტტყვამფრქვევი PPS(რომელიც ბლოკადაში მყოფ ლენინგრადში ეწყობოდა) თავის საბრძოლო მახასიათებლით მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე წარმატებულ პიტსტოლეტტყვიამფრქვევათაა მიჩნეული. მაგრამ ამ ავტომატმა ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა კომისიის მოთხოვნა ამიტომ ის შეიარაღებაში არ მიიღეს. 1945 წელს მოეწყო ახალი კონკურსი უფრო მკაცრი კრიტერიმებით (სიიაფე წარმოებაში, სიზუსტე და გამძლეობა) კონკურსი ძალზედ დაძაბული იყო, წაროდგენილი იყო 16 ავტომატის ესკიზი, ერთერთის ავტორი იყო უფროსი სერჟანტი მიხეილ კალაშნიკოვი... პირველი ტურის შემდეგ დარჩა 10 კონკურსანტი.საბოოლოოდ ფინალში მოხვდა 3. კალაშნიკოვი,ბულკინი და დიმენტივი. ეს კალაშნიკოვის წარმოგდენილი AK 46 კომისიამ გარკვეული დრო კიდევ მისცა მონაწილეებს დაეხვეწათ თავისი იარაღები ოღონც ერთი პირობით, არ უნდა შეცვლილიყო იარაღი რადიაკლურად არამედ უნდა გაუმჯობესებულიყო. კალაშნიკოვი წავიდა წესების წინააღმდეგ (ალბათ იმ პრინციპით რომ გამარჯვებულებეს არ ასამართლებენ) და 1947 წელს წარმოადგინა წინა ავტომატისგან სრულად განსხვავებული AK 47 რომელმაც დამსახურებულად პირველი ადგილი დაიკავა კონკურსში ორი წელი იცდებოდა ყველანაირ პირობაში იარაღი და 1949 წელს ის მიიღეს შეიარაღებაში გამოდიოდა 2 მოდიფიკაციით AK. ხის კონდახით (ქვეითებისთვის) და AKS. რკინის საკეცი კონდახით დესანტისთვის და ჯავშანმანქანების ეკიპაებისთვის AK47. არასრული დაშლა სრული დაშლის სქემა ტექნიკურ ტაქტიკური მახასიაებელი კალიბრი - 7.62X39მმ. მჭიდის ტევადობა - 30 ვაზნა. მასა სავსე მჭიდით - 4,86კგ. სროლის ტემპი - 600 გასროლა წუთში. ტყვიის საწყისი სიჩქარე - 700მ/წ. დამიზნებით სროლის მანძილი - 800მ (რალურად 300). დღემდე მიდის კამათი ამ ლეგენდარულ იარაღზე, ერთნი ამტკიცებენ იმას რომ AK47 იჟევსკში გამოკეტილი გერმანელი მეიარაღის ჰუგო შმაისერის ქმინელაბაა, ზოგიც ამტკიცებს რომ AK მოპარულია გერმანული ავტომატის MP44-გან. AK 46 მართაც გავს MP 44 მაგრამ AK 47 სრულიად განსხვავებულია მისგან. ყოველშემთხევისთვის მე ვერ ვატყობ დიდ მსგავსებას.. მე როგორ პროფესიონალმა სამხედრომ კალაშნიკოვის ავტომატებზე კომენტარი რომ გავაკეთო 2 სიტყვით, მიხეილ კალაშნიკოვის რამოდენიმე წლის წინ მიცემულ ინტრევიუს მოვიშველიებ (ტექსტი დაცულია) ყოველ წელს დავდივარ იარაღების გამოფენაზე, ხელი გაწვდილი მაქვს , მინდა ჩამოვართვა იმ მეიარაღეს რომელიც შეძლებს და შექმნის ჩემ AK-ზე უფრო საიმედო და მარტივ იარაღს.. დავდივარ, ვეძებ, ვათვალიერებ და... ასე ვდგავარ ხელგაწვდილი უკვე 50წელი.. პს. თემა მომზადებულია ჩემს მიერ, ჩემს ხელს არსებულ ლიტერატურაზე დაყრდნობით. Edited March 11, 2013 by შუკა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 10, 2013 Report Share Posted March 10, 2013 (edited) მადლობა ნიკა. კაია და სასარგებლო ამ ყველაფრის წაკითხვა ქართულ ენაზე. AK-47-ის სამიზნის გასწორება დაყენებაზე რას გვეტყვი? რამდენად სტაბილურია და მერე დავაჯახოთ სხვა მის შესაფერის "ნაჯახებს", მგონი საინტერესო იქნება. Edited March 11, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
nikash4 0 Posted March 10, 2013 Author Report Share Posted March 10, 2013 (edited) ელჩი რომელი ვარიანტი გაინტრესებს? არის ორნაირი ერთი ე.წ ობში ვაისკავოი ( თავისივე სამიზნე ცხრილით) და მეორე უბრალო 100 მეტრზე თვითონ გასწორების პრინციპი უბრალოა სწორდება მხოლოდ წინა კორით ვერტიკალზეც და ჰორიზონტალზეც ამ დგებში ზუსტად დავწერ რამდენი მილიმეტრი რამდენი სანტიმეტრია 100მეტზე ერთია სამახსოვრო ყველა რუსული იარაღის გასწორებისას, საითაც მიდის ტყვია იმ მხარეს უნდა გადაიწიოს კორა ვერტიკალზეც და ჰორიზონტალზეც Edited March 10, 2013 by შუკა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 11, 2013 Report Share Posted March 11, 2013 სახელი შემეშალა, ბოდიში ნიკა. შევასწორე ჩემი შეცდომა. რაც შეეხება სამიზნეს, სტანდარტულზე მაინტერესებს შენი აზრი. გადავუღებ ჩემსას სურათს, თვალსაჩინოც იქნება, მერე განვიხილოთ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.