Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მოგესალმებით.

გიორგის (ელჩი) თხოვნით შემოგთავაზებთ ამ თემას.

 

ჯერ კიდევ სამამულო ომამდე საბჭოთა კავშირში დაისვა საკითხი შექმინილიყო შუალედური ვაზნა, შემდგომ ამ ვაზნაზე უკვე 3- ნაირი ინდივიდუალური ავტომატური იარაღი ( ავტომატური კარაბინი, ავტომატი და ხელის ტყვიამფრქვევი) რომელიც იქნებოდა 7.62X54- ზე( მოსინი, მაქსიმი, დეტქირიოვი) პატარა და 7.62X25 (ტტ.პპშ.) დიდი.

 

მიზეზი იყო ის რომ 7.62X54-ზე წარმოებული იარაღები ვერ იყვნენ სათანადოთ მობილურები და ვაზნა ჯდებოდა ძვირი, ხოლო 7.62X25 ვერ აკმაყოფილებდა შორ დისტანციაზე სროლის ხრისხს.

 

1943 საბჭოთა კავშირში წელს შეიქმნა შუალედური ვაზნა ვაზნა 7.62X39 რომელმაც დასაბამი დაუდო სხვადასხვა ირაღის შექმნას შემდგომში.(სხვათაშორის მაგ დროს ამერიკას და გერმანიას შუალედურ ვაზნაზე უკვე ქონდათ იარაღები შექმნილი)

6481ed26303c.jpg

ეს შედარებისთვის, მარცხნიდან 7.62X54, 7,62X39. 7,62,X25

7cb87b0be0d3.jpg

ამვე წელს გამოცხადა კონკურსი ამ ვაზნაზე ავტომატური იარაღის (ავტომატის) შექმნის (ავტომატი სუფთა რუსული სიტყვაა)

 

8 კონკურსანტში გაიმარჯვა სუდაევის ავტომატმა AS 44

 

ff15171da086.jpg

 

ავღნიშნავ რომ სუდაევის მიერ შექმნილი პისტოლეტტყვამფრქვევი PPS(რომელიც ბლოკადაში მყოფ ლენინგრადში ეწყობოდა) თავის საბრძოლო მახასიათებლით მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე წარმატებულ პიტსტოლეტტყვიამფრქვევათაა მიჩნეული.

 

მაგრამ ამ ავტომატმა ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა კომისიის მოთხოვნა ამიტომ ის შეიარაღებაში არ მიიღეს.

 

1945 წელს მოეწყო ახალი კონკურსი უფრო მკაცრი კრიტერიმებით (სიიაფე წარმოებაში, სიზუსტე და გამძლეობა)

კონკურსი ძალზედ დაძაბული იყო, წაროდგენილი იყო 16 ავტომატის ესკიზი, ერთერთის ავტორი იყო უფროსი სერჟანტი მიხეილ კალაშნიკოვი...

79d115a8df17.jpg

პირველი ტურის შემდეგ დარჩა 10 კონკურსანტი.საბოოლოოდ ფინალში მოხვდა 3. კალაშნიკოვი,ბულკინი და დიმენტივი.

 

ეს კალაშნიკოვის წარმოგდენილი AK 46

 

96d5ee4d789f.jpg

 

კომისიამ გარკვეული დრო კიდევ მისცა მონაწილეებს დაეხვეწათ თავისი იარაღები ოღონც ერთი პირობით, არ უნდა შეცვლილიყო იარაღი რადიაკლურად არამედ უნდა გაუმჯობესებულიყო.

 

კალაშნიკოვი წავიდა წესების წინააღმდეგ (ალბათ იმ პრინციპით რომ გამარჯვებულებეს არ ასამართლებენ) და 1947 წელს წარმოადგინა წინა ავტომატისგან სრულად განსხვავებული AK 47 რომელმაც დამსახურებულად პირველი ადგილი დაიკავა კონკურსში

9d4d3aaa29f3.jpg

704fea369ffc.jpg

ორი წელი იცდებოდა ყველანაირ პირობაში იარაღი და 1949 წელს ის მიიღეს შეიარაღებაში

 

გამოდიოდა 2 მოდიფიკაციით

 

AK. ხის კონდახით (ქვეითებისთვის) და AKS. რკინის საკეცი კონდახით დესანტისთვის და ჯავშანმანქანების ეკიპაებისთვის

 

74e353634556.jpg

 

AK47. არასრული დაშლა

e09a68670eb9.jpg

 

სრული დაშლის სქემა

07053fef49fe.jpg

ტექნიკურ ტაქტიკური მახასიაებელი

კალიბრი - 7.62X39მმ.

 

მჭიდის ტევადობა - 30 ვაზნა.

 

მასა სავსე მჭიდით - 4,86კგ.

 

სროლის ტემპი - 600 გასროლა წუთში.

 

ტყვიის საწყისი სიჩქარე - 700მ/წ.

 

დამიზნებით სროლის მანძილი - 800მ (რალურად 300).

 

დღემდე მიდის კამათი ამ ლეგენდარულ იარაღზე, ერთნი ამტკიცებენ იმას რომ AK47 იჟევსკში გამოკეტილი გერმანელი მეიარაღის ჰუგო შმაისერის ქმინელაბაა, ზოგიც ამტკიცებს რომ AK მოპარულია გერმანული ავტომატის MP44-გან.

73d14212d17f.jpg

 

AK 46 მართაც გავს MP 44 მაგრამ AK 47 სრულიად განსხვავებულია მისგან. ყოველშემთხევისთვის მე ვერ ვატყობ დიდ მსგავსებას..

7e23dabf5956.jpg

 

მე როგორ პროფესიონალმა სამხედრომ კალაშნიკოვის ავტომატებზე კომენტარი რომ გავაკეთო 2 სიტყვით, მიხეილ კალაშნიკოვის რამოდენიმე წლის წინ მიცემულ ინტრევიუს მოვიშველიებ (ტექსტი დაცულია)

6220e10843b0.jpg

ყოველ წელს დავდივარ იარაღების გამოფენაზე, ხელი გაწვდილი მაქვს , მინდა ჩამოვართვა იმ მეიარაღეს რომელიც შეძლებს და შექმნის ჩემ AK-ზე უფრო საიმედო და მარტივ იარაღს.. დავდივარ, ვეძებ, ვათვალიერებ და... ასე ვდგავარ ხელგაწვდილი უკვე 50წელი..

 

პს.

თემა მომზადებულია ჩემს მიერ, ჩემს ხელს არსებულ ლიტერატურაზე დაყრდნობით.

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

მადლობა ნიკა. :friends:

 

კაია და სასარგებლო ამ ყველაფრის წაკითხვა ქართულ ენაზე.

 

AK-47-ის სამიზნის გასწორება დაყენებაზე რას გვეტყვი?

 

რამდენად სტაბილურია და მერე დავაჯახოთ სხვა მის შესაფერის "ნაჯახებს", მგონი საინტერესო იქნება.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ელჩი

რომელი ვარიანტი გაინტრესებს?

არის ორნაირი ერთი ე.წ ობში ვაისკავოი ( თავისივე სამიზნე ცხრილით) და მეორე უბრალო 100 მეტრზე

თვითონ გასწორების პრინციპი უბრალოა სწორდება მხოლოდ წინა კორით ვერტიკალზეც და ჰორიზონტალზეც

ამ დგებში ზუსტად დავწერ რამდენი მილიმეტრი რამდენი სანტიმეტრია 100მეტზე

ერთია სამახსოვრო ყველა რუსული იარაღის გასწორებისას, საითაც მიდის ტყვია იმ მხარეს უნდა გადაიწიოს კორა ვერტიკალზეც და ჰორიზონტალზეც

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

სახელი შემეშალა, ბოდიში ნიკა. შევასწორე ჩემი შეცდომა. :hi::friends:

 

რაც შეეხება სამიზნეს, სტანდარტულზე მაინტერესებს შენი აზრი.

 

გადავუღებ ჩემსას სურათს, თვალსაჩინოც იქნება, მერე განვიხილოთ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...