Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

FAP F.lli Pietta

 

c844e854ff10.jpg

 

კომპანია დაფუძნებული იყო 1960 წელს ჯუსაგოში(ბრეშია) მეიარაღე ჯუზეპე პიეტას მიერ. საწარმომ სანადირო გლუვლულიანების წარმოებით დაიწყო მოღვაწეობა, თუმცა სახელგანთქმული(და ჩაფულიანებულიც :alfons: ) ძველებური პისტოლეტების წარმოებით გახდა.

პისტოლეტების რეპლიკების წარმოება იმდენად სარფიანი გახლდათ, რომ გლუვლულიანების გამოშვება შეაჩერეს...

აწარმოებდნენ აშშ-ს სამოქალაქო ომისდროინდელ პისტოლეტებს, როგორებიცაა Pietta 1862 New York; 1862 Police ,,pony express"; 1861 Navy.

გლუვლულიანების წარმოება კომპანიამ 1995 წლიდან განაახლა და ეს პროცესი ნახევარავტომატებით დაიწყო. ესენია Pietta Zephyrus 3 და Mistral.

დღევანდელ დღეს ფირმა საშუალო წარმადობის, განვითარებადი საწარმოა, რომელსაც აქვს შეკვეთები ამერიკასა და ევროპაში(სხვა კონტინენტებზეც).

 

 

თქვენს ყურადღებას არც კი შევაჩერებდი ამ ფირმაზე, რომ არა ძალიან საინტერესო დეტალი, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ:

 

იარაღთწარმოებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ ფირმა მიიყვანა ორიგინალურ გადაწყვეტამდე, კერძოდ, მოდელი Mistral-ის მექანიზმი დაფუძნებულია უკუქცეული გაზების მოქმედებაზე, ხოლო მოდელი Zephyrus კი მოქმედებს საკეტის ინერციაზე(,,ინერციული" მექანიზმი მოდერნიზებულია ბენელი M3 Super 90-საგან). გარეგნულად ამ ორი მოდელის გარჩევა საკმაოდ ძნელია.

 

 

ორი ნახევარავტომატი სტანდარტულ შესრულებაში: ზემოთ Mistral 3-R(უკუქცეულ გაზებზე) და ქვემოთ Zephyrus 3-R(საკეტის ინერციაზე)

17c95a436023.jpg

 

 

ყველაზე საინტერესო დეტალი კი არის ის, რომ უკუქცეულ გაზებზე მოქმედი მექანიზმი უპრობლემოდ ეწყობა ინერციული მექანიზმის მქონე თოფის კალაპოტში(რაღათქმაუნდა ლულაც ,,გაზის" მოქმედებისა ჩადგება ამ შემთხვევაში)... ეწყობა და ისვირს უპრობლემოდ :yes:

მყიდველს ინერციული თოფის ყიდვისას შეუძლია დამატებით შეუკვეთოს მექანიზმი გაზზე და ლულა_ ამ შემთხვევაში მისი სურვილისამებრ ერთ კალაპოტსა და კონდახზე შეუძლია ააწყოს ,,ინერციული" ან ,,უკუქცეული გაზის" ნახევარავტომატი. აი ამას ქვია ,,ორი ერთში" :yes:

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პიეტას თოფები 100%-ით იტალიურია.

 

ორთავე თოფი Mistral და Zephyrus, გამოდის 2 კატეგორიაში_ სტანდარტული და ლუქსი; ყალიბი 12/76; ტევადობა 4+1; ლულის სიგრძე 660,710,760მმ; არხის დიამეტრი 18,4მმ; ლულის ფოლადის მარკა SAE 4140; აღჭურვილია სახსნელი ჩოკებით; სამიზნე თამასის სიგანე 7მმ; წონა 2,9-დან 3,05კგ-მდე; კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი;

 

 

 

 

 

 

Zephyrus 3-R-ის ძირითადი დეტალები და კვანძები(ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მარტივი და საიმედოა)

a7dd8e5891df.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...