Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

ყვავილები ამბობენ: -მე შენ მიყვარხარ

 

ასტერი -ნატიფი სიყვარულის სიმბოლო

 

 

post-30-0-83563800-1364350193_thumb.jpg

 

 

აკაცია-ფარული სიყვარული, უბრალოების სიყვარული

 

 

post-30-0-42376100-1364350380_thumb.jpg

 

 

 

წითელი კამელია--შენ ჩემს გულში სიყვარულის ცეცხლი დაანთე

 

post-30-0-13763700-1364350474_thumb.jpg

თეთრი მიხაკი--წმინდა სიყვარული,უმანკოება და წარმატების სურვილი

 

post-30-0-55868700-1364350559_thumb.jpg

 

გლადიოლუსი -მე გულწრფელი ვარ. (ძალიან მიყვარს ეს ყვავილი)

 

post-30-0-84559500-1364350643_thumb.jpg

 

კესანე--ნამდვილი სიყვარული, ტკბილი მოგონებები.

 

post-30-0-60432900-1364350739_thumb.jpg

 

გვირილა-ერთგული სიყვარული

 

post-30-0-69016000-1364350822_thumb.jpg

 

ნარცისი--შემიყვარე

 

 

post-30-0-76991400-1364350904_thumb.jpg

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

post-30-0-46779300-1364351682_thumb.jpg

 

 

ლოტოსი--ქვეყნად ლამაზი ქალის გაჩენის სიმბოლო

 

ერთი აღმოსავლური ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა ცა და დედამიწა, მცენარეები და ცხოველები რომ გააჩინა, მოიფიქრა მათი დამამშვენებელი ადამიანის გაჩენაც. აიღო თიხა, გამოზერწა ფორმა, შტაბერა სული და შექმნა მამაკაცი, რომელსაც ადინა უწოდა. ქვეყნის შემოქმედი მალე მიხვდა, რომ დედამიწაზე ადამიანთა სიცოცხლისა და სიყვარულის დასანერგავად მარტო მამაკაცი არ იყო საკმარისი და ქალის შექმნაც განიზრახა. დიდხანს ფიქრობდა ღმერთი,თუ რა მასალიდან და რა თვისებებით შეექმნა ქვეყნად ახალი ქმნილება -ქალი, ყველა ქმნილებათა შორის ულამაზესი და უმშვენიერესი. ერთხელ ასეთ შემოქმედებით ოცნებაში გართულმა ღმერთმა წყლის ზედაპირზე მოლივლივე ლოტოსი დაინახა . უსაზღვროდ მოიხიბლა თავისივე შემოქმედებით-ლოტოსის ფორმათა ნაირგვარობით, ფერების უსასრულო ნიუანსებით, სითბოთი, სიმსუბუქით და გადაწყვიტა ქალი ლოტოსის მასალითა და თვისებებით შეექმნა და შექმ,ნა კიდეც. --სად ისურვებ ცხოვრებას?-ჰკითხა აღტაცებულმა ღმერთმა თავის ახალ ქმნილებას, ქვეყნის პირველ ქალს. ქალმა ლოტოსის სინაზით ქვეყანა აათვალიერა და ჩაფიქრდა. --მაღალი მთის ლამაზ წალკოტში--შესთავაზა ღმერთმა. --ო, არა, იქ სიცივეა--ნაზად აღმოხდა ქვეყნის პირველ ქალს. -ზღვის ფირუზ ტალღებში აგიშენებ ლამაზ სასახლეს! --არა,არა, იქ ღელვა და ქარიშხალია. --მაშინ უდაბნოში დაგიმკვიდრებ ტკბილ სამყოფელს! --ო, არა, იქ ქარები და გრიგალი იცის. რა არ იფიქრა , რა არ იღონა შემოქმედმა, მაგრამ ქვეყნის პირველ ქალს რთულ და დიდ სამყაროში შესაფერისი ბინა ვერ მიუჩინა. ერთხელ დილით ქვეყნის პირველმა მამაკაცმა ადინამ, დაინახა თუ არა მშვენიერი გევა, უმაღლესი ნეტარება იგრძნო და იგი ძლიერ შეუყვარდა. ქვეყნის პირველი ქალი უმალვე განიმსჭვალა იმავე სიყვარულით და კმაყოფილებით თავი მორცხვად დახარა. შმოქმედმა დალოცა მათი სიყვარული და იმ დღიდან ქვეყნის პირველ ქალს სამუდამო ბინად მამაკაცის გული დაუმკვიდრა. თუმცა მამაკაცის გულში ერთდროულად მაღალი მთის სიცივე, ზღვის ღელვა და უდაბნოს გრიგალი სუფევდა, ამგრმ ქალმა იქ ლოტოსის სინაზე და სათნოება შეიტანა. იმ დღიდან ქალისა და მამაკაცის სიყვარულს ლოტოსის სილამაზე ამშვენებს, ამიტომ იგი სათნო და უკვდავია. დაე ყველა ბაღში, საკარმიდამო ეზოსა და ბინაში ხარობდეს მშვენიერი ლოტოსი.

Link to post
Share on other sites

"...ნარცისის სიკვდილის შემდეგ, ნიმფებმა იპოვეს ტბა. წინათ ანკარა წყალი ახლა უკვე ცრემლების ტბად ქცეულიყო. "რა გატირებს?" ჰკითხეს მათ. "ნარცისის გამო ვტირი" - უპასუხა ტბამ. "ეს ხომ ისედაც ცხადია, რადგან ჩვენ სულ მუდამ დავდევდით მას ტყეში, მხოლოდ შენ შეგეძლო ახლოს გეხილა მისი მშვენიერება". "ნუთუ ლამაზი იყო ნარცისი?" - იკითხა ტბამ. "შენზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს?" - თქვეს გაოცებულმა ნიმფებმა, - "ის ხომ ყოველდღე შენს ნაპირებთან მოდიოდა და ტკბებოდა საკუთარი თავით!" ტბა ერთხანს დუმდა. ბოლოს თქვა: "მე ნარცისისთვის ვტირი, მაგრამ არასდროს შემიმჩნევია, რომ მშვენიერი იყო. ყოველთვის, როცა მუხლს მოიყრიდა ჩემს ნაპირებთან, მისი თვალების სიღრმეში საკუთარ სილამაზეს ვჭვრეტდი".

Link to post
Share on other sites

post-30-0-01061700-1364352136_thumb.jpg

 

 

როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია!

 

 

 

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,

ქარებს აჰყოლია

და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,

მიწას დაჰკონვია,

ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა

უტყვი გამგონეა…

არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,

ჩემო მაგნოლია!

ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა

ტრფობა გაგვყოლია…

მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,

რაღაც არ მგონია…

მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა

უტყვი გამგონეა…

მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,

ჩემო მაგნოლია?

ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,

შენც ხომ არ გქონია?

დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,

შენც ხომ არ გგონია?

მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების

ტრფობა გაგვყოლია…

როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,

ჩემო მაგნოლია!

Link to post
Share on other sites

post-30-0-55506500-1364352352_thumb.jpg

 

 

 

კითხვა არც არის საჭირო,, მათი თვალები პატრონთან შეუთანხმებლად ამხელენ იმ დიდ სევდას, რომელსაც ისე დაატარებენ სულში, თვითონ აზრზედაც არ არიან…

Link to post
Share on other sites

Я снова вижу голубой далекий свет

Прекрасным принцем мне является балет

Он позолоченную туфельку дает

И за собою в мир загадочный ведет

И вот взлетаю я взлетаю высоко

Паря над прожитым свободно и легко

И только звезды кружат в небе надо мной

И только звезды кружат в небе надо мной

И только музыке подвластна я одной

Балет балет балет души призывный звук

Балет балет балет несбыточный мой друг

Мой самый ясный взор мой самый легкий вздох

Балет ты с давних пор мой бог мой бог

Балет балет как хорошо с тобой парить

И все понятно и не надо говорить

Не надо слов пустых не надо лишних фраз

Все объяснит круженье рук движенье глаз

И вот взлетаю я взлетаю высоко

Паря над прожитым свободно и легко

И только звезды кружат в небе надо мной

И только звезды кружат в небе надо мной

И только музыке подвластна я одной

Балет балет балет души призывный звук

Балет балет балет несбыточный мой друг

Мой самый ясный взор мой самый легкий вздох

Балет ты с давних пор мой бог мой бог.

 

 

 

 

 

post-30-0-65087200-1364355982_thumb.jpg post-30-0-63191500-1364356017_thumb.jpg

 

 

 

post-30-0-42743800-1364356041_thumb.jpg post-30-0-80217900-1364356073_thumb.jpg

 

 

post-30-0-53773000-1364356095_thumb.jpg post-30-0-79422500-1364356127_thumb.jpg

 

 

 

post-30-0-02407900-1364356176_thumb.jpg post-30-0-79298600-1364356228_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

post-30-0-53960500-1364357939_thumb.jpg

 

ბათუმში თოვს, თბილისში კი ქარია,

ვერ გავიგე, გულშიც კი ავდარია.

რა მოხდება, ჩვენს შორის რომ

ბროლის ხიდი გაიდოს,

ზედ ფარდაგად ცისარტყელა დაიგოს.

 

 

 

:mad: :mad: :mad: (ცოდა ხმამაღლაა დაწერილი B) )

Link to post
Share on other sites

post-30-0-64650600-1364395255_thumb.jpg

 

 

“…წუხელის გოგოც დაბადებულა,

ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,

ისეთი გოგო დაბადებულა,

დაურქმევიათ თურმე თამარი.“

სვენებ-სვენებით ავუყევით მტკვრის ხეობაში მდებარე ციცაბო კლდის ფერდობს. თანდათან ჩვენ წინ გაიშალა გრანდიოზული ნანგრევების კომპლექსი.„აქ ვარ ძია! აქ ვარ ძია!“-საუკუნეების გადასახედიდან ისმოდა ბავშვის წკრიალა ხმა. „აქ ვარ ძია! აქ ვარ ძია!“--ბანს აძლევდა ბებერი კლდე. დიახ, ეს ვარძიაა-მეფე გიორგი III წამოწყებული და თამარ მეფის მიერ დასრულებული.თურმე, ლეგენდის თანახმად, თამარ მეფეს 366 ოთახი ჰქონია, რათა მტერს არ სცოდნოდა მისი ნამდვილი ადგილსამყოფელი.

მთავარ შესასვლელთან მზისგან გარუჯული გიდი შემოგვეგება.პირველი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, ვარძიის მშვენება-„ღვთისმშობლის მიძინების“ ტაძარი იყო.ეკლესიის ერთ-ერთ კედელზე თამარი მამასთან ერთად იყო გამოსახული.გიდის თანხლებით რამდენიმე დარბაზი დავათვალიერეთ.თითოეულ დარბაზს საოცარი აკუსტიკა ჰქონდა. ჩვენმა მეგზურმა კლდის სიღრმეში შეგვიყვანა, სადაც ბუნებრივი წყარო-„თამარის წყარო“- მოედინებოდა. ამბობენ, ეს წყარო სურვილებს ასრულებსო. ხოდა, ჩვენც ჩავუთქვით სურვილები და ვიგემეთ ეს სასწაულმოქმედი წყალი. რამდენიმე საიდუმლო გვირაბშიც გავძვერით და გამოძვერით და ასე ცოცვა-ცოცვით დავასრულეთ ჩვენი მოგზაურობა თამარის ეპოქაში.

Link to post
Share on other sites

post-30-0-41789600-1364395604_thumb.jpg

 

ვანის ქვაბები. ყოვლად დაუშვებელია ასპინძაში ჩახვიდე და ვანის ქვაბები არ მოინახულო.ხოდა ,ამ საოცრების სანახავად მეგზურობა ერთმა ხანშიშესულმა და თავაზიანმა მამაკაცმა გაგვიწია. ნელ-ნელა ჩვენ წინ წამოიმართა უზარმაზარი კლდე, რომელშიც 16 სართული იყო გამოკვეთილი. ერთ-ერთი გამორჩეული კლდეში ნაგები წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია.ლენამ, ირინამ,ელენემ, ცირამ და ირაკლიმ იმდენი იძრომიალეს გვირაბებში, სანამ მეთექვსმეტე სართულზე არ ამოყვეს თავები.იქ რამდენიმე ასანაც შეასრულეს და მხიარულად დაეშვნენ დაბლა.

Link to post
Share on other sites

ჭულევი.

 

მონასტრის ეზოში შესულებს გერმანული ნაგაზი-სახელად დოდო-შემოგვეგება. ბერების მიერ სათუთად მოვლილი ეზოს გავლით ავუყევით კლდის ფერდობს და ავედით ჭულევის ჩანჩქერთან. ჩვენს წინ საოცრად ლამაზი ხედი გადაიშალა. თავზეხელაღებულივით ეშვებოდა კლდიდან ჩანჩქერი და თან ჩვენი ხმა, სადღაც, შორს, ძალიან შორს მიჰქონდა. რამდენჯერმე,დაუდევრად, წყალიც კი შემოგვაწუწა. თავიდან ალმაცერად გვიყურებდა,მაგრამ ჩვენი ჯგუფის წევრების მიერ შესრულებული ასანების შემდეგ ცოტა მოლბა,გაკეკლუცდა და ახლოს მისვლის უფლებაც მოგვცა.ფოტო-კამერების წინ პოზირების შემდეგ მხიარულად დავეშვით ფერდობიდან და გზა გავაგრძელეთ.

Link to post
Share on other sites

თმოგვი.

 

 

უკვე ბინდდებოდა ,როდესაც სოფელ თმოგვში შევედით.ჭიშკართან საოჯახო სასტუმროს დიასახლისი შემოგვეგება.ჩვენ-ჩვენი ოთახები დავიკავეთ,ხოლო ირინამ, ლენამ და კლდის ვეფხვმა-გიორგი ბერიძემ კარავში გათენება მოისურვეს და დასცეს ბანაკი ჩვენი დიასახლისის მოვლილ და ნალოლიავებ ბოსტანში . იმ დღეს სოფელს სინათლე არ ჰქონდა. თუმცა, ამას ოდნავადაც არ შეუშლია ხელი გიორგი ბერიძესთვის, რომ მწვადები შეეწვა. დისახლისმა აივანზე სანთლები დაანთო და წავიდა ხალისობა-გიტარა და ჩქარი ტაში. ხელიდან ხელში გადადიოდა გიტარა. ხან ელენეს და ცირა ხელში ტკარცალებდა და ხან გიორგი ბერძენიშვილის ხელში იღერებდა გედივით ყელს.ასეთი მხიარული სტუმრები ჯერ არ მყოლიაო-ამბობდა ოჯახის უფროსი და თან ჩვენს სადღეგრძელოს სვამდა.გვიანობამდე ესმოდა სოფელს ჩვენი სიცილ-კისკისი.

დილის ტკბილი ძილი ბოსტანში მძინარე საზოგადოებას ერთმა ცნობისმოყვარე ლეკვმა დაუფრთხო. „ეს არის ალბათ ,ის მფრინავი თეფში ჩემი დიდი ბებია რომ მიყვებოდა“-გაიფიქრა პატარამ და შეძვრა კარავში“ უცხო პლანეტელების“ გასაცნობად.... ასე მხიარულად დაიწყო დილა. ვისაუზმეთ,სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ, დავემშვიდობეთ ჩვენს კეთილ მასპინძლებს და გზა გავაგრძელეთ.

Link to post
Share on other sites

ხერთვისი.

 

ზეპირი გადმოცემის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელს ამოსავლეთში ლაშქრობის დროს საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს.ხოდა, ჩვენც მივბაძეთ დიდ ალექსანდრეს და გავემართედ ძველი დიდების ნაშთების სანახავად. მალე ციხის ეზო ტურისტებით და ძროხებით გაივსო. ეტყობოდა, წარსული ხალხს და საქონელს ერთნაირად ახსენებს თავს.

 

Link to post
Share on other sites

საფარა.

 

 

ჩვენი ჯგუფის რამოდენიმე წევრმა გადაწყვიტა საფარის მონასტრამდე ფეხშიშველი მისულიყო. „ჩათქმული აქვთ და აუცილებლად აუსრულდებათ“-ისმოდა მომლოცველების ჩურჩული. ვის არ ნახავდით ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაში მიმავალს: ახალგაზრდას თუ მოხუცს, ჯანმრთელს თუ ხეიბარს. ვიღაცამ ცხვარიც კი ამოიყვანა შესაწირად. ყველას სურდა მოელოცა ეს წმინდა ადგილი.

ტაძარში შესულებს თვალი მოგვჭრა ღვთისმშობლის ხატმა-„მოულოდნელი სიხარული“. ხატზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი და მის წინ დამხობილი ცოდვილი კაცი. ზეციური დედოფალი მოწყალე თვალებით დაჰყურებდა ცოდვილს.უცბად, მისი მზერა ჩვენსკენ წამოვიდა. შემდეგ ისევ ხატზე გამოსახული ცოდვილისკენ. ეს რამდენჯერმე გამეორდა.ღვთისმშობელი ყველას გვისმენდა და გვეფერებოდა. გაოგნებული შევყურებდით ამ სასწაულს.(გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.)

Link to post
Share on other sites

ზარზმა.

 

როგორც ისტორია მოგვითხრობს,ზარზმის მონასტერი დაუარსებია ერთ-ერთ სასულიერო მოღვაწეს-სერაპიონ ზარზმელს.ზარზმის მონასტრის სამრეკვლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში.მონასტრის ეზოში შესულებს ორი ბერი შემოგვეგება.ბერებმა ეკლესიის კარი გაგვიღეს და გვაჩვენეს ხილული სასწაული-მერვე საუკუნეში გარდაცვლილი ბერის უხრწნელი სხეული.დიდება უფალს! ბერებმა გვაჩვენეს იქ მოღვაწე ბერთა საძვალეც.

მონასტრის ეზოში საოცარი წესრიგი სუფევდა. ბერებს თავიანთი მეურნეობა ჰქონდათ. ეზოს ბოლოში, სკებიდან ფუტკრის ზუზუნი ისმოდა.ამის შემხედვარეს , რატომღაც, შოთა ნიშნიანიძის ლექსი- „ფუტკარი“ -გამახსენდა-„..იმაზე დიდი რა უნდა იყოს, კაცს თაფლი მისცე, ღმერთს კი-სანთელი“.

Link to post
Share on other sites

post-30-0-33677400-1364397733_thumb.jpg

 

 

 

 

კახეთიდან გვიან დავბრუნდი.მგზავრობით დაღლილს , მაგრამ დადებითი ემოციებით დამუხტულს მაშინვე ჩამეძინა. ჩამეძინა და....„ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, ხულო შუახევ ქედიდანა... ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა ხარიტყავის გუდა თანა....“--მესმოდა გიორგი ბერიძის ხმა.

„ ჰოიდა ნანა..., ოჰოი ნანა ....“-- გაჰკიოდა ჩემი ტელეფონი.

---ალო! - ნამძინარევი ხმით ვუპასუხე.

-----!

--ვერ გავიგე, ლამაზ სიზმარს ვხედავდი.--მოვუბოდიშე მეგობარს

------?

---კი, ვიყავით.

------?

---მერე რა, რომ წვიმდა!

---------?

---- არაჩვეულებრივი იყო ბზობა კახეთში; ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები.

--------.

------კარგი, გელოდები. ნიკა და გიორგიც თან წამოიყვანე.

****************

----„ ტაშ-ტაშ, ტარამ-ტარამ, მრავალჟამიერ. ტუშ-ტუშ, ტარამ-ტარამ, მრავალჟამიერ“-

ასე მხიარულად დაიწყო იოგების პატარა მოგზაურობა დიდ კახეთში. რა თქმა უნდა, აპრილის სუსხიანი წვიმაც თან დაგვემგზავრა.

სიღნაღში წვიმამ ჩვენი თავი მზეს გადააბარა და დაგვემშვიდობა.

---რას იცინი, ნიკუშ? --მართლა ასე იყო.

გეზი ტიბაანისკენ ავიღეთ.თურმე ,მისი ძველი სახელწოდება ხირსა ყოფილა.

---იქ რა ნახეთ? --მკითხა ჩემმა მეგობარმა.

--- სტეფანე ხირსელის საფლავი, მისი სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი.

--სტეფანე ხირსელი? ვიცი, ვიცი, ერთ-ერთი ასურელი წმინდა მამაა --წამოიძახა გიორგიმ.

--მართალი ხარ.--დავეთანხმე გიორგის.- სწორედ ცამეტ ასურელ მამას უკავშირდება

საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დაწყება.

--ვირები ნახეთ? --სიცილით შემეკითხა ნიკუშა. გიორგიმ თვალები დაუბრიალა უმცროსს ძმას თითქოს-და უადგილო კითხვაზე.

----რა თქმა უნდა, ვნახეთ. -ვუპასუხე და ინგუსის მიერ გადაღებული ფოტო ვაჩვენე

---ყროყინებდა? -არ იშლიდა ცელქობას ნიკუშა.

--მოვიხიბლეთ მისი „ვონკალით“. --ბავშვებმა გულიანად იცინეს ჩემს პასუხზე.

---ტიბაანიდან გეზი ნეკრესისკენ ავიღეთ.--ვაგრძელებ საუბარს და თან გივის გადაღებულ ფოტოებს ვუჩვენებ. --ნეკრესის ეს ძველთაძველი ტაძარი ნეკრესის მთაზე მდებარეობს და მისი სილამაზე ბევრ მნახველს აოცებს. როგორც ამბობენ,ის IV საუკუნეშია აგებული. მთაზე ფეხით ავედით ჩვენს ახლადშეძენილ მეგობარ ნაგაზთან ერთად. ეს კი -მარანია, საწნახელითა და უამრავი ქვევრით.

--რა მაგარია!-აღრფთოვანებას ვერ მალავენ ბავშვები.-- ღვინო ესხა ქვევრებში?

--აბა რა. დავცალეთ და სულ ბარბაცით წამოვედით. „...თვრებოდა ქარი,ღვინით ნაქებით, გრძნეულ მარანთან....“.

ეს ტაძარი კი -აბიბო ნეკრესელის მიერ იქნა აგებული. ისიც ერთ-ერთი ასურელი წმინდა მამა იყო, რომელიც მაზდეანებმა აწამეს.

---ეს, აი ეს რა არის?--გაოცებით მეკითხება ჩემი მეგობარი, გივის გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე. --ეს მითრას კულტის სალოცავის ნაშთებია, სავარაუდოდ ორი ათასი წლის წინანდელია.--ვპასუხობ ჩემს მეგობარს. საოცარია, არა? --მართლაც რომ საოცარია---მიპასუხა.

--გრემიც მოვინახულეთ. გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს

გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი. ამ

ფოტოზე სამეფო აბანოა, ეს ორი კუდრაჭა გოგო, სამუშაო იარაღებით ხელში ,ირინა და ლენაა--იოგას სახლის ინსტრუქტორები.სხვათაშორის, ტაძრის მიმდებარე

ტერიტორიაზე გიორგის, იოგას ფედერაციის პრეზიდენტის, ინიციატივით პოლიეთილენის აქციაც მოვაწყვეთ.

--თქვენ რა ყოჩაღები ხართ!--აღფრთოვანება ვერ დამალა ჩემმა მეგობარმა.

--ჩვენი მოგზაურობა ახალი შუამთაშის დედათა მონასტერში დასრულდა.მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს - მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუმთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა.ხატი ღამისთევისა ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ, დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.

---ეს რა ფოტოა? თოვლი?

--დიახ, თოვლი. ცივგომბორის მთის კალთაზე ვიგუნდავეთ კიდეც. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ გიორგიმ მთვარე გადაყლაპა.

--როგორ? მთვარე როგორ გადაყლაპა?--გაოცდა ნიკუშა, თან გაფაციცებით აკვირდებოდა ფოტოს, სადაც გიორგი დამაჯერებლად აგემოვნებდა ცივგომბორის მთის წვერზე წამოსკუპულ ულამაზეს მთვარეს.

--რა ლამაზია საქართველო, არა?--თავისთვის ჩაილაპარაკა ჩემმა მეგობარმა და თან იოგა-ტურის ალბომებს ათვალიერებდა.

---ლამაზია, ძალიან ლამაზი.--დავეთანხმე. ჩემი მზერა შორს, ძალიან შორს წავიდა და მომესმა გიორგი ბერიძის გულანთებული ხმით წაკითხული ლექსი: „ ჰოიდა ნანა,ოჰოი ნანა,წარბგახსნილი დავალ განა,საქართველოვ ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა...“.

 

 

 

 

 

 

Link to post
Share on other sites

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში წვიმიანი და სუსხიანი დილა გათენდა, ჩვენ მაინც დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას მოვიყარეთ თავი. მალე ჩვენი მიკროავტობუსიც გამოჩნდა.ტრანსპორტში ჩვენი ადგილები დავიკავეთ და ცამეტკაციანმა ჯგუფმა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ისტორიული კუთხის კლდოვანი მთებისაკენ აიღო კურსი.ეს სწორედ ის ადგილია ,სადაც ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი---ღირსი დავით გარეჯელი---თავის მოწაფესთან წმ. ლუკიანესთან ერთად განმარტოვებულა.

 

ერთსაათიანი, არცთუ ისე სასიამოვნო მგაზვრობის შემდეგ მივადექით ხრიოკ უდაბნოს...აი, მონასტერიც გამოჩნდა.წვიმას გადაეღო და მზესაც ჩვენსკენ ექნა პირი.

 

მოწიწებით გავიარეთ მთავარი კარიბჭე და მონასტრის შიდა ეზოში შევედით.მალე იქაურობა ტურისტებით გაივსო. დაიწყო ფოტოკამერებისა და მობილური ტელეფონების ჩხაკუნი. ყველას სურდა წმ.მამების--დავითისა და ლუკიანეს სენაკებთან სურათის გადაღება, რაც ახალგაზრდა მორჩილის გულისწყრომას იწვევდა. ალბათ, ჩვენ ყველაზე მოწესრიგებული ჯგუფი ვიყავით, რადგან შენიშვნა არ დაგვიმსახურებია.

 

საოცარი იყო მონასტერი წმ. ნიკოლოზის ეკლესიითა თუ მეფე გიორგი Xll-ის სენაკი

თ, ფერისცვალების ეკლესიითა თუ საპატრიარქო რეზიდენციით. მაგრამ ეს არ იყო ყველაფერი: წინ გრძელი და საინტერესო გზა გველოდა.

 

ამბობენ, თუ კლდეში გამოკვეთილი ბერთა სენაკები არ გინახავს, გარეჯი არ გინახავსო. სწორედ ამ საოცრების სანახავად ავუყევით მონასტრის დასავლეთით წამომართულ კლდოვან ფერდობს. ნელ-ნელა ჩვენ წინ იშლებოდა ხახადაღებული ხეობა, მასში ჩაძირული მთაგრეხილით, რომელიც უდაბნოში მიმავალ აქლემების ქარავანს ჰგავდა. კლდის პლატოზე გავედით. ეს ის ადგილია, სადაც მთავრდება საქართველო.

 

არ დავღლილვართ, მაგრამ რელაქსაცია ხომ აუცილებელი იყო?! რა თქმა უნდა, ასანებისა და ფოტოსესიების თანხლებით. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თვით ფრინველთა მრისხანე მბრძანებელიც კი დაინტერესდა ჩვენით, რამდენიმე პირადი მცველის თანხლებით გვეწვია და არც ფოტოკამერების წინ პოზირებაზე უთქვამს უარი.

მეფის საპატივცემულოდ მისი სახელობის ასანა შევასრულეთ. ეამა დიდ მრძანებელს. ვინ ხართო- შეგვეკითხა. იოგები ვართო - იყო პასუხი. ვინ გასწავლათო-დაინტერესდა მეფე.ხელი გიორგისკენ გავიშვირეთ.

- მომიახლოვდი ყმაწვილო!- მეფის მკაცრ და ძლიერ ხმას სითბო შეპარვოდა.

გიორგი თავჩაღუნილი მორცხვად მიუახლოვდა მბრძანებელს. მეფემ გიორგი აათვალიერა-ჩაათვალიერა. კარგი ყმაწვილი სჩანხარო- შეაქო მეფემ. გიორგიმ კიდევ უფრო დაიმორცხვა. რა ხართ ეს იოგები, მიწაზე ლომს ეტოლებით და ცაში მეო ---გაიცინა მან. კარგ საქმეს აკეთებ შვილო, კარგ საქმეს, ჯანმრთელობის ფასი რა არისო--თქვა მეფემ და მისი ძლიერი ფრთა მეგობრულად შემოჰკრა გიორგის მხარზე.

-დიდება მეფეს! -გიორგიმ ჩაიმუხლა და ისე შესძახა. ჩვენც მას მივბაძეთ, მაგრამ მეფეს ჩვენი აღარ ესმოდა. თავის ერთგულ პირებთან ერთად უკვე ცაში აჭრილიყო, კამარა შეეკრა და ცის უსასრულო სითეთრეში თანდათან იკარგებოდა.

 

 

 

გზა გავაგრძელეთ, საცალფეხო ბილიკით გავუყევით საზღვრის ზოლს. ერთი არასწორი სვლა და უკვე მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხარ. გზად მეგობარიც შევიძინეთ---დიდი თეთრი ნაგაზი. მე მას სახელად პაწკუ დავარქვი. პაწკუ მესაზღვრე ყოფილა. პირველად ვნახე სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ძაღლი.

 

აი, მივუახლოვდით ქვაში გარინდულ მარადისობას, რომელიც უფლის სადიდებლად განაწყობს მხილველს. სწორედ აქ მოღვაწეობდნენ საწუთროსგან განდგომილი მამები.

 

 

მე და ალეკომ დროში მოგზაურობა გადავწყვიტეთ, მოვმართეთ ჩვენი დროის მანქანა და რამდენიმე საუკუნით უკან გადავინაცვლეთ... და, ჰოი, საოცრებავ!...ღრმა ძილს მიცემულმა კლდემ გამოიღვიძა. იქვე, ექვსიათასმა მოწამე ბერმა ხელში ანთებული სანთლებით ჩაგვიარა, სენაკებიდან საკმევლის ტკბილი სურნელი იღვრებოდა, ციდან სასწაულებრივი ირმები დაეშვნენ ღირსი მამების დასაპურებლად.... და ამ დროს გამოჩნდა პაწკუ. თურმე გზა აგვრეოდა.

 

ძაღლმა სამშვიდობოს გაგვიყვანა. როგორც იქნა ჯგუფს წამოვეწიეთ. ნელ-ნელა დაბლა დავიწყეთ დაშვება. ისევ გამოჩნდა დიდებული მონასტერი, საიდანაც ზარების რეკვა ისმოდა. ზარების ჯღერას კატების კნავილი შეუერთდა...თავდაპირველად ვერაფერი გავიგეთ, მაგრამ შემდეგ შევიტყვეთ , რომ მომრავლებული უხსენებლების გასანადგურებლად ბერებს კატები მოუშენებიათ.

 

მაღლობიდან დაბლა დავეშვით. პაწკუმ ბოლომდე გვიერთგულა, გამომშვიდობებისას თათიც კი ჩამომართვა.

 

საოცარი ის იყო, რომ გამომგზავრების წინ ზეცაში ცისარტყელა გამოისახა...

 

ჩვენი მიკროავტობუსი დაიძრა. უცებ მე წამოვიყვირე: ” დაგვავიწყდა! დაგვავიწყდა!”---” რა დაგვავიწყდა?” --- იკითხა ყველამ. ” პრადიპიკა, პრადიპიკა დაგვავიწყდა!” --ვიკივლე მე. ” ის თბილისში გველოდება.”---ჩვეული სიმშვიდით მიპასუხა გიორგიმ.

 

ასე დამთავრდა ჩვენი ლაშქრობა.

Link to post
Share on other sites

ლამაზი თემა გამოვა. :old:

 

ეკატერინე :* , იელის სურათი შესასწორებელია, იელს ყვითელი ყვავილები აქვს.

Link to post
Share on other sites

ლამაზი თემა გამოვა. :old:

 

ეკატერინე :* , იელის სურათი შესასწორებელია, იელს ყვითელი ყვავილები აქვს.

:* :*

 

როგორ გავასწორო?

Link to post
Share on other sites

post-30-0-81421400-1364411123_thumb.jpg

 

დღემ ღამეს მოუქსოვა ვარსკვლავებით მოჭედილი ფარდა,

მე კი არავინ, არავინ,არავინ მინდა შენს გარდა!

 

:mad: :mad: :mad: B)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...