paraskeva 30 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 F&A ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 10, 2013 Author Report Share Posted April 10, 2013 დედა რაები დევს ამ თემაში, სულგუნმა დამადუმა პარასკევა, ბაბუის წერილი მონადირეთა მოგონებებშია გადასატანი, ახლა მაუსი არ მაქვს და ვერ ვიჯახირებ, ხვალ გადავიტან ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 10, 2013 Author Report Share Posted April 10, 2013 სულ ომი ჰქონდა მხატვრულ ოლიმპიადებზე ქუთაისის პირველ და მეორე სკოლას. მე მეორე სკოლის ანსამბლში ვცეკვავდი. ბაბუაჩემის შეკერილი უძირო მეცვა მესხიშვილის თეატრში, ფინალში(მისივე ხანჯალიც მინდოდა წელზე დამეკიდა მაგრამ ვინ გაგიშვა ). ბაბუაჩემს თურმე დააგვიანა ბაღდათიდან ჩამოსვლა და არ უშვებდნენ, ჩემი შვილიშვილი, კანჭოია ცეკვავს და უნდა შემიშვაო, ბოლოს უთხოვია კონტროლიორისთვის. ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები თეთრ წვერ-ულვაშზეო, დედაჩემმა. ტიპიური იმერელის განსახიერება იყო, დინჯი, დარბაისელი და ტკბილადმოუბარი. შინაგანი კულტურის და სიბრძნის გაკვეთილს მისცემდა ნებისმიერ სწავლულს. ასეთი ხალხი სამწუხაროდ აღარ მხვდება იმერულ სოფლებში. ამდენი წლის მერე მისი სახელი გვიძღვის კიდევ ბაღდათში. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 დედა რაები დევს ამ თემაში, სულგუნმა დამადუმა პარასკევა, ბაბუის წერილი მონადირეთა მოგონებებშია გადასატანი, ახლა მაუსი არ მაქვს და ვერ ვიჯახირებ, ხვალ გადავიტან ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 სულ ომი ჰქონდა მხატვრულ ოლიმპიადებზე ქუთაისის პირველ და მეორე სკოლას. მე მეორე სკოლის ანსამბლში ვცეკვავდი. ბაბუაჩემის შეკერილი უძირო მეცვა მესხიშვილის თეატრში, ფინალში(მისივე ხანჯალიც მინდოდა წელზე დამეკიდა მაგრამ ვინ გაგიშვა ). ბაბუაჩემს თურმე დააგვიანა ბაღდათიდან ჩამოსვლა და არ უშვებდნენ, ჩემი შვილიშვილი, კანჭოია ცეკვავს და უნდა შემიშვაო, ბოლოს უთხოვია კონტროლიორისთვის. ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები თეთრ წვერ-ულვაშზეო, დედაჩემმა. ტიპიური იმერელის განსახიერება იყო, დინჯი, დარბაისელი და ტკბილადმოუბარი. შინაგანი კულტურის და სიბრძნის გაკვეთილს მისცემდა ნებისმიერ სწავლულს. ასეთი ხალხი სამწუხაროდ აღარ მხვდება იმერულ სოფლებში. ამდენი წლის მერე მისი სახელი გვიძღვის კიდევ ბაღდათში. სითბოსა და სიყვარულში ვარ გაზრდილი. მენატრება ის დრო. მენატრება ბებია და ბაბუა,ყველა მენატრება. ისინი აღარ არიან, მაგრამ ფიქრებში და სიზმრებში სულ ერთად ვართ. ბებია რომ რამეს გამოაგზავნიდა ჯერ ვეფერებოდი და მერე მივირთმევდი. მეგონა მარადიულად იქნებოდნენ. ღამე ძილში, სიზმარში რომ ვნახავ მათ გული ბაგაბუგს იწყებს და მეღვიძება. ამ ზაფხულს ვიყავი სოფელში. ჩვენი ეზოს ყველა კუთხე-კუნჭული მოვიარე. ყოველ ხეს ვეფერებოდი და ვტიროდი. ნეტავი, გული არ მქონოდა და სიყვარული არ შემძლებოდა! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 მზევინარ ტერეშკოვა ამდენ თოჯინაში მხოლოდ შენ გამოგარჩიე ჩემო მზევინარ, ასე დაგარქვი როცა სახლში მიგიყვანე. თითქმის მხრებამდე მწვდებოდი. ჩემად მეგულებოდი, მაგრამ ჩემი არ იყავი. ნელი ბებიას საბავშვო ბაღში შენი პირადი ნომერიც კი გქონდა მიკრული. სახლში წაყვანა არ შეიძლებაო-მითხრეს. მაგრამ , მე ვინ მაჯობებდა სიჯიუტესა და ფეხების ბაკუნში:-მინდა, მინდა , მინდაააა. ..ვქნა, უნდა ვქნააა....! ბებიას ნებიერა ვიყავი და ჩემს სიტყავს ფასი ჰქონდა. ხოდა, წამოგიყვანე ჩემთან ჩემო მზევინარ. ჯერ კარგად ვითამაშეთ, მერე გასადილე, გასეირნე. საღამოს ტანსაცმელი გაგხადე,ვითომ-ვითომ გავრეცხე და სკამზე შემდგარმა თოკზე დავკიდე გასაშრობად.ვითომ-ვითომ გაბანავე და შეგფუთე. თავად მე დაბანის დიდი მოყვარული არ ვიყავი, მაგრამ დიდი ჭიდაობის შემდეგ ბებიასთან და ჩემს ძიძასთან ( ამ დროს ბაბუაც ჩაერთო და იყვირა -გააჩუმეთ აი ბაღანა ან გადაიყვანეთ გადაღმა) ძალ-ღონე გამოლეული დამბანეს და კარგად გაღუღუნებულ საწოლში ერთად ჩაგვაწვინეს , ჩემო მზევინარ. გულში ჩაგიხუტე და ასე ტკბილად დავიძინეთ. დილით საწოლში არ დამხვდი. გულგახეთქილი წამოვხტი და ქვევით, ქუხნა სახლისკენ დავეშვი სადაც შენი ტანსაცმელი მეგულებოდა. იქ არაფერი დამხვდა. ის ტკივილი ახლაც მახსოვს. თვალებზე კურცხლები ჩამომეკიდა, ნიკაპი და ტუჩები მიკანკალებდა. ამ დროს ჩემი ძიძა გამოჩნდა, ბებია უკვე სამსახურში იყო, მუხლებში ჩამისვა,მეფერა, მეფერა და საოცარი ამბავი მომიყვა კოსმონავტ ქალ ტერეშკოვაზე. თურმე მზევინარ, შენ ტერეშკოვა ყოფილხარ და ეს არავინ იცოდა. მხოლოდ ბებიას და ძიძას გაენდე. და იმ ღამით, მე რომ ტკბილად მეძინა, ჩუმად წასულხარ კოსმოსში. გული დამწყდა რომ არ დამემშვიდობე, მაგრამ ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ დადიოდა, ჩემთან ხომ შენ იყავი სტუმრად-მზევინარ ტერეშკოვა. აი, ასე მატყუებდნენ. ის უწყინარი ტყუილები ქვეყანას მირჩევნია. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 მამაკაცის 10 ყველაზე გავრცელებული შიში ითვლება, რომ ნამდვილ მამაკაცს არაფრის ეშინია. ნამდვილი მამაკაცი ქალში პატივისცემას, ნდობასა და საიმედოობის გრძნობას აღძრავს. ერთი სიტყვით, მას შეგიძლიათ ყოველთვის დაეყრდნოთ. თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის მისი დაფარული შიშების შესახებ, რომლებიც გარეგნული სიმშვიდის მიღმა იმალება. მაშ ასე, რისი ეშინია თქვენს მამაკაცს? 1. "არ ჩაიჭრას" ნებისმიერი მამაკაცისთვის დამახასიათებელია შიში, რაიმე ისეთი არ გააკეთოს, რომ "კაი ბიჭობაში ჩაიჭრას": დაწყებული ქალით, მეგობრებთან ურთიერთობით დამთავრებული. ამგვარად, იმისგან, რამდენად მწვავე რეაქცია ჰქონდა ძმაკაცების რეპლიკებზე ფეხბურთის ყურებისას თუ ლუდის სმისას, დამოკიდებულია მისი გუნება-განწყობილება და თვითშეფასება იმ კონკრეტულ დღეს. 2. შეყვარებული/ცოლი დაიწუნონ მისმა მეგობრებმა ძალიან ხშირად მამაკაცებს ეშინიათ, რომ საყვარელი ქალი მის მეგობრებს არ მოეწონებათ და მას მოუწევს, როგორმე გაამართლოს საკუთარი არჩევანი. მამაკაცს იმდენად არ აღელვებს ნათესავების აზრი, როგორც მეგობრების. 3. კრიტიკის მამაკაცები ზედმეტად დამოკიდებულები არიან სხვის აზრზე. მხოლოდ ერთი დამცინავი გამოხედვაც საკმარისი შეიძლება გახდეს, რომ დააქვეითოს მამაკაცის საკუთარი თავის რწმენა დიდი ხნით. 4 იმპოტენციის მამაკაცისთვის იმაზე კოშმარი სიზმარი არ არსებობს, რომელშიც ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში მას საკუთარი "უმცროსი ძმა" ღალატობს. მას სიკვდილივით ეშინია, არ გამოჩნდეს ქალთან უძლური. 5. ქორწინების ბევრი მამაკაცი გაურბის ქორწინებას. ყოფითი ცხოვრების სიმძიმე, შესაძლო განქორწინება, ღალატი, თავისუფლების აღკვეთა, ეკონომიური სიდუხჭირე – ყველაფერი ეს გარკვეულად ასოცირდება ცნებასთან "ქორწინება" და ამიტომაც ის, მამაკაცი, ყველანაირად ცდილობს, გადასწიოს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. 6. ცვლილებების ბევრი მამაკაცისთვის ცხოვრების ჩვეულ რიტმში ან საკუთარ თავში რაიმე ცვლილების შეტანა შიშის მომგვრელია, თუნდაც ეს ცვლილება მისთვის სიკეთის, ბედნიერების მომტანი იყოს. 7. არ მოექცეს ქალის ქუსლის ქვეშ მოექცეს ქალის გავლენის ქვეშ და შეასრულოს მისი ყველა სურვილი – მამაკაცის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შიშია. მას ურჩევნია, ყოველთვის თავად იყოს წამყვანი ურთიერთობებში და არა პირიქით. ამისთვის კი ის ყველაფერს გააკეთებს. 8. დაკარგონ რეპუტაცია, ფინანსური სტაბილურობა მამაკაცების უმეტესობას პანიკურად ეშინია და დაუფიქრებლად იქცევა მაშინ, როცა რაიმე მათ მატერიალურ მდგომარეობას ან რეპუტაციის შელახვას ემუქრება. ყველაფერ იმას, რაც შრომითა და ჯაფით მოიპოვა, ნებისმიერი მამაკაცი კბილებით დაიცავს. 9. ღალატის მხოლოდ იმის წარმოდგენა, რომ საყვარელი ქალი შეიძლება სხვის მკლავებში აღმოჩნდეს, მამაკაცს არაადეკვატურ მდგომარეობაში აგდებს. ასეთ შემთხვევაში ეს მხოლოდ ეჭვიანობა არ არის, არამედ საშინელი მრისხანებაც. როგორც იმპოტენციამ, ასევე ქალის ღალატმაც შეიძლება გატეხოს მამაკაცი საკმაოდ დიდი ხნით. 10. ქალის ისტერიკებისა და ცრემლების ნებისმიერ შემთხვევაში ქალის მძაფრი ემოციის ნებისმიერი გამოვლინება ცუდად მოქმედებს მამაკაცზე. ზოგი საყვარელ ქალთან ერთად აქვითინდება, ზოგი საშინლად გაბრაზდება... მაგრამ არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ყველაფერზე წავლენ, ოღონდ საყვარელი ქალის გულისტკენა გააქარწყლონ. ასეთ შემთხვევაში საქმე ეხება როგორც ქუსლის ქვეშ მოქცევას, ასევე ქალის მანიპულაციებს. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 დაიცავით თავი ავი თვალისგან სწორად შერჩეული ძვირფასი ქვა ავი თვალისგან დაგიცავთ, ჯანმრთელობას გაგიმყარებთ და წარმატებას მოგიტანთ. ფირუზი ითვლება, რომ ამ ქვაში ულევი ენერგიაა თავმოყრილი. მისი წყალობით, არასოდეს გეყოლებათ მტრები და მისი მფლობელი მუდმივად დაცული იქნება. შეეფერება: მშვილდოსანს, თხის რქას, თევზებსა და მერწყულს. ქარვა ქვა-წამალი. მის ტარებას ყელის ტკივილის დროს გვირჩევენ. ხშირად ქარვას ტანსაცმელზე იმაგრებენ გათვალვისგან დასაცავად. შეეფერება: ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს. ამეთვისტო სასურველია ატარონ მათ, ვინც ვაჭრობასთანაა დაკავშირებული. ითვლება, რომ ამეთვისტო ფულს იზიდავს და ფინანსური მაქინაციებისგანაც დაგიცავთ. შეეფერება: ქალწულს, ღრიანკალს. მისი ტარება სასურველი არ არის ლომებისთვის. ნეფრიტი ჩინეთში ნეფრიტი შეყვარებულთა ქვად ითვლება. ჩინელები ხშირად ჩუქნიან ერთმანეთს ნეფრიტის პეპლებს - სიყვარულისა და კეთილგანწყობის სიმბოლოდ. შეეფერება: ვერძს, სასწორსა და მერწყულს. აქატი მექსიკაში აქატს გველის კბენისგან დასაცავად იკეთებენ. საქართველოში კი ხშირად ახალშობილს სასთუმალთან უმაგრებენ, რათა ჩვილი ჯანმრთელი გაიზარდოს. შეეფერება: მორიელსა და ტყუპს. სერდოლიკი ლითონთერაპიაში (ქვებით მკურნალობა) მიიჩნევა, რომ სერდოლიკი შესანიშნავი საშუალებაა ტვინში სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. შეეფერება: მშვილდოსანს, თევზებს, კირჩხიბს. აკვამარინი ტიბეტურ მედიცინაში აკვამარინი გამოიყენება, როგორც ბიოსტიმულატორი. ითვლება, რომ ეს ქვა მფლობელს ტყუილისგან იცავს. შეეფერება: მერწყულს, კირჩხიბს, ქალწულს. ძოწი ინდუსებს სჯერათ, რომ ძოწი დეპრესიასა და უძილობას არაჩვეულებრივად ებრძვის, თუმცა მისი ტარება მიზანშეწონილი არ არის ჰიპერტონიკებისთვის. შეეფერება: ტყუპსა და თხის რქას. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 ყველაზე გამაღიზიანებელი რჩევები ბავშვის აღზრდისას სოციოლოგებმა შვიდ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს შორის გამოკვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომელი რჩევები აღიზიანებთ ამ პროცესში ყველაზე მეტად. ბავშვის აღზრდა იოლი საქმე არ არის. ამიტომ გარშემო მყოფები მუდმივად ცდილობენ, საკუთარი რჩევებით დედებს ამოცანა შეუმსუბუქონ ან ამ საკითხში "პროფესორობა" გამოავლინონ. სამწუხაროდ, ამ რჩევების უმრავლესობა ხშირად გამაღიზიანებლად მოქმედებს. მაშ ასე, რომელი რჩევები აღიზიანებთ მშობლებს ბავშვის აღზრდისას ყველაზე მეტად. ამ სიაში პირველ ადგილზეა რჩევა, მისცენ ბავშვს საშუალება, ბოლომდე "დაიხარჯოს" ისტერიკის დროს. თანამედროვე დედებისთვის ეს მეთოდი სრულიად მიუღებელია. ამიტომ რჩევას "გაუშვი, იტიროს, რამდენიც უნდა", ისინი ნეგატიურად აღიქვამენ. მეორე ადგილზე გავიდა რჩევა - "მოსცხე ერთი კარგად!" უფროსი თაობის წარმომადგენლები ახალგაზრდა დედებს ხშირად ურჩევენ "ზედმეტად განებივრებული" ბავშვის ფიზიკურ დასჯას, რაც მშობელს ძალიან აღიზიანებს. ახალგაზრდა დედებს ხშირად აღიზიანებთ რჩევა, დაისვენონ და თვითონაც დაიძინონ მაშინ, როცა ბავშვს დააძინებენ. ბევრისთვის ბავშვის ძილის დრო სწორედ ის პერიოდია, როცა საოჯახო საქმეების გაკეთებაც უნდა მოასწროს. ამიტომ ამ დროს დასვენება მისთვის შეუძლებელია და ამაზე ლაპარაკი კიდევ უფრო აღიზიანებს. კვებასთან დაკავშირებული რჩევებიც არანაკლებ გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ამ საკითხში რჩევა განსაკუთრებით აღიზიანებს დედებს, რომლებიც ახალშობილს ბოთლიდან კვებავენ ან, პირიქით, მოზრდილი ბავშვი ისევ ძუძუზე ჰყავთ. დედებს აღიზიანებთ, აგრეთვე, ნებისმიერი რჩევა, საჭიროა თუ არა, მისცენ ბავშვს ტკბილეული, მარილიანი, ცხიმიანი საკვები და სხვა. გამაღიზიანებელია დედებისთვის ბავშვის ჩაცმასთან დაკავშირებული შენიშვნებიც. გარეშე პირის მიერ ნათქვამმა "ამ სვიტერში ძალიან ხომ არ დასცხება" ან "ეს ქუდი ძალიან თხელია და შესცივდება" შეიძლება ყველაზე მშვიდ დედასაც კი დააკარგვინოს წონასწორობა. ასევე აღიზიანებს დედებს, როცა ურჩევენ, როგორ გადაადგილდეს ბავშვთან ერთად - ზოგს ხელში უჭირავს ბავშვი, ზოგსაც "კენგურუში" უზის. ამ დროს ვინმეს ნათქვამმა - "უკვე დიდია, ხელში აყვანილი რატომ დაგყავს, თავისით იაროს" ან "ამ "კენგურუში" ბავშვს სქოლიოზი განუვითარდება", შეიძლება, დედა წყობიდან გამოიყვანოს. მორიგი რჩევა, რაც დედების გაღიზიანებას იწვევს, საზოგადოებრივ ადგილებში გაჭირვეულებული ბავშვის დამშვიდებას შეეხება. პატარებს ხომ არ შეუძლიათ საკუთარი ემოციების კონტროლი, მშობლები კი ყოველთვის ვერ ახერხებენ მათ დამშვიდებას. დედა ამ დროს ისედაც ნერვიულობს და გარეშესგან კიდევ მითითება იმისა, რომ ბავშვი როგორმე დაამშვიდოს, რა თქმა უნდა, გააღიზიანებს. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 როგორ გავალამაზოთ სახლი მინიმალური დანახარჯით - დიზაინერის რჩევები ვინ არ ოცნებობს ლამაზ და კომფორტულ სახლზე, თუმცა ხშირად ფინანსური მდგომარება საშუალებას არ გვაძლევს საცხოვრებელი ფართი გავარემონტოთ. როგორ გავალამაზოთ სახლი მინიმალური დანახარჯით და როგორ მოვახერხოთ, რომ პატარა ბინა ვრცელი გამოჩნდეს, ამაში დიზაინერი სოფო პაქსაშვილი დაგეხმარებათ. მკითხველი ნანა: შევიძინე მშენებარე ბინა, (58კვ) ძალიან მინდა ამ ბინაში სამზარეულო, მისაღები და ორი საძინებელი მქონდეს. რას მირჩევთ? -ჩემი აზრით 58 კვადრატულში, შგიძლიათ სურვილისამებრ მოაწყოთ სამზარეულო, მისაღები და ორი საძინებელი. სახლის კომფიგურაცია თუ მოგვცემს საშუალებას შეიძლება სახლი გაიყოს ორ ზონად: დღის და ღამის ზონად. ღამის ზონაში განათავსებთ საძინებლებს, ხოლო დღის ზონაში მისაღებს და სამზარეულოს. რადგანაც ფართი არ გვაძლევს საშუალებას, ვფიქრობ რომ არ გამოვა იზოლირებული სამზარეულო. გირჩევდით, რომ გააერთიანოთ სამზარეულო და მისაღები. მხოლოდ დეკორაციულად გაყოთ ისენი ერთმანეთისაგან. შეიძლება მოხდეს ბარით ან დეკორატიული ტიხრით გამოყოფა. ასევე მნიშვნელობა მიაქციეთ ფანჯრების განლაგებას, რადგანაც საძინებელი უნდა იყოს ნათელი და მისი განიავება უნდა ხდებოდეს. საძინებლის უღიობოდ გაკეთებას არ გიჩევთ. ნათია ანანიძე: ვცხოვრობ ქლაქური ტიპის ბინაში (ერთი ოთახი, 18კვ). როგორ მოვაწყოთ ეს ოთახი, რომ სივრცე უფრო დიდი და კომფორტული გამოჩნდეს. -18 კვ საერთო ოთახისთვის მიმაჩნია ნორმალურ ფართად. თუ შესაძლებელი იქნება იხმარეთ ღია ფერის ტონები - ჩალისფერი, ღიასტაფილოს ფერი, ღია ყავისფერი. დეკორაციულად იხმარეთ მხოლოდ მუქი ფერები, დეკორაციული შპალიერის სახით ან მუქი ავეჯი. თუ გააკეთებთ ღია ფერის ლამინირებულ იატაკს შეგიძლიათ იხმაროთ მუქი ფერის ავეჯი. კონტრასტში როდესაც მოდის იატაკი და ავეჯი ერთმანეთთან მიმზიდველი გამოდის. ასევე შეიძლება სარკის გამოყენება ინტერიერში. სარკეს აქვს ძალიან კარგი ფუნქცია. მისი ანარეკლი ადიდებს ოთახს და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ თუ გამოიყენებთ სარკეს უფრო ლამაზი და მიმზიდველი გამოვა თქვენი ოთახი. კომფორტი კი ალბათ ავეჯის განლაგებაზე არის დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რომელ კედელზე დაკიდებთ ტელევიზორს და როგორ შეუთავსებთ რბილ ავეჯს მას. ეცდეთ რომ დიდ კედელზე დადგათ სამეული და მის პირდაპი კომფორტულად განალაგოთ ტელევიზორის კუთხე. ასეთი სახით კომფორტს მიაღწევთ თქვენს კუთხეში. ნონა წიკლაური: მაქვს პატარა ზომის სამზარეულო, ვერ მომიფიქრებია როგორი ტიპის ავეჯი დავდგა, რომ სათავსოც საკმაოდ მქონდეს და დიდი ფართიც არ წამართვას. სამზარეულოში მინდა თანამედროვე დიზაინის შტრიხით კომფორტული გარემო შემექმნას, მოგეხსენებათ ქალისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სამზარეულოში პირობების შექმნა. რა რჩევას მომცემდით? -სამზარეულოში ავეჯის დაგეგმარების დროს სტანდარტულ ავეჯს ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ თქვენ თუ შეკვეთას მისცემთ ავეჯის დამზადების დროს და დაამზადებთ თქვენი სურვილისამებრ, შეგვიძლია ეს სტანდარტები არ დავიცვათ და დავარღვიოთ. საერთოდ სამუშაო მაგიდის სიღრმე გამომდინარე ნიჟარიდან და გაზიდან კეთდება 60 სმ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევიძინოთ არასტანდარტული გაზი ან ნიჟარა, და 50 სმ-ზე დავიყვანოთ. ამით 10 სმ-ს მოვიგებთ და ფართი მეტი დაგვრჩება. ასევე გირჩევდით, რომ არ გამოიყენოთ ხის ტექსტურით კარადები, გააკეთეთ ბევრი ღია თარო, რაც უფრო კომფორტულს და მიმზიდველს გახდის სამზარეულოს. შეიძლება გამოვიყენოთ პრიალა ზედაპირის დამუშავებით <a href='http://b1.ambebi.ge/www/delivery/ck.php?n=a6bd48f8&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE' target='_blank'><img src='http://b1.ambebi.ge/www/delivery/avw.php?zoneid=307&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE&n=a6bd48f8' border='0' alt='' /></a> კარები და ამასთან ერთად არ იყოს ხის ფერის- ეს სიხალისეს შემოიტანს თქვენს ინტერიერში. დეკორაციულად გირჩევთ, რომ გამოიყენოთ კაფელი და მასში ჩანართები. ძალიან კარგი არჩევანი გვაქვს ქალაქში დეკორაციული კაფელების და შეგვიძლია პატარა მოზაიკები ან დეკორაციული კაფელები ჩავსვათ კედელზე და უფრო ლამაზი გამოჩნდება თქვენი სამზარეულო. თუ ფართი გაძლევთ საშუალებას შეიძლება კომფორტულ სამზარეულოში განათავსოთ კომფორტული მაგიდა და სკამები, სადაც შეიძლება რბილი ავეჯიც დაიდგეს და შეიძლება ტელევიზორის კუთხეც მოაწყოთ. გააჩნია რის საშუალებას მოგვცემს თქვენი სამზარეულოს ფართი. ლია ძირკვაძე: მაქვს 18 კვ. ოთახი სადაც მინდა მოვაწყო ორი საძინებელი, ერთი ბავშვებისათვის და ერთი უფროსებისათვის. როგორ მოვახერხებთ ამას? -შეუძლებელი საერთოდ არაფერი არ არსებობს, აქედან გამომდინარე ეს მაინც თქვენი ფანჯრის ღიობზე არის დამოკიდებული. თუ ფანჯრის ღიობი გაძლევთ საშუალებას რომ გადაიტიხროს ორ სივრცეთ მაშინ შესაძლებელი იქნება ორი საძინებელი გაკეთდეს. როგორც წესი მინიმალური საძინებლის ზომა 8-10 კვ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ თუ თქვენთან იქნება საშუალება რომ ფანჯრის ღიობი გაიტიხროს მაშინ შესაძლებელი იქნება პატარა საძინებელი თქვენ გქონდეთ და აჯობებს დიდი ფართი ბავშვებს დაუთმოთ. მე გირჩევდით, რომ რადგანაც ბავშვები უფრო დიდ დროს ატარებან საძინებელში არჩევანის საშუალება როცა გექნებათ ბავშვებს მეტი სივრცე დაუთმეთ. თუ ორი ბავშვი გყავთ მაშინ შეგიძლიათ ორსართულიანი საწოლის დადგმა, ხოლო თუ ერთი ბავშვი გყავთ საწოლი შგიძლიათ მაღალზე გააკეთოთ და ქვემოთ მოუწყოთ სათამაშო კუთხე ან სამეცადინო კუთხე. ამითი ფართს ძალიან კარგად დაზოგავთ. შეუძლია ბავშვს ზედა სართულზე კიბით ავიდეს და დაიძინოს, ხოლო ქვემოთ დაჯდეს და იმეცადინოს. გირჩევთ, რომ ფანჯარასთან ახლოს დადგათ, რადგან მეცადინეობის დროს სინათლე ადვილად მიეწოდებოდეს, როცა საწოლის ქვეშ არის სამეცადინო კუთხე გამოდის რომ ბნელი კუთხეა, ამიტომ იზრუნეთ ამაზე. მაკა-მაკა: ძალიან მიყვარს მუქი ფერები, მაქვს ერთი ოთახი გაერთიანებული სამზარეულო და მისაღები, დიდი ფანჯრებით და შუშის კარებით, რომელიც გადის აივანზე. როგორი კედლები, იატაკი და ავეჯი შევარჩიო, რომ მუქ ფერებშიც მქონდესგადაწყვეტილი ოტახის ინტერიერი და სივრცე არ დაიკარგოს. -მე გირჩევთ, რომ დეტალებში ღია ფერებიც გამოყენოთ და არ იყოს სულ მუქი. შეიძლება საერთოდ შავი იატაკიც გაკეთდეს, თუ ამდენად გიყვართ მუქი ფერები, მაგრამ დეტალები- ბალიშის ტექსტურა, სურათის ჩარჩო იყოს სხვა ფერი. ამით გაახალისებთ თქვენს ინტერიერს. შეიძლება კედლებზე გაკეთდეს დეკორაციული თაროები მუყაო-თაბაშირისგან და შეიღებოს უფრო ღია ფერად, რადგანაც მუქ ფერს ახასიათებს ის რომ სივრცეს აპატარავებს. ყურადღება მიაქციეთ განათებასაც. წერტილოვან განათებას თუ იხმართ ჭერში შეიძლება სამეულის კუთხე ისე კარგად გაანათოთ, რომ მუქი ფერები საერთოდ აღარ გამოჩნდეს. მუქი კედელი თუ ლამაზად იქნება განათებული აუცილებლად მოგეწონებათ და ნამდვილად არ იქნება თქვენი ინტერიერი მუქ ფერებში და სივრცე ნამდვილად არ დაიკარგება. ნათია: მისაღები და სამზარეულო მაქვს გაერთიანებული, ბარის სტილით და კედლით გაყოფა არ მინდა, მაგრამ მინდა, რომ სამზარეულო ორიგინალურად ყოფდეს მისაღებს. მირჩიეთ დიზაინი. -როდესაც სამზარეულო და მისაღები ოთახი გამოყოფილია ბარით, ბარის დიზაინს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბევრი საშუალება გვაქვს რომ ბარი სხვადასხვანაირი კონსტრუქციით სხვადასხვანაირ მასალაში იყოს გადაწყვეტილი. ბარს მეორადი ფუნქციაც შეიძლება ქონდეს და მასთან ერთად იყოს კარადები. სადაც სუვენირები, სასმელის ბოთლები და ჭიქები განლაგდება. თუ სამზარეულოს სივრცე ერთი საფეხურით მაღლა იქნება განთავსებული, ვფიქრობ უფრო ლამაზად გამოჩნდება თქვენი სამზარეულო და თქვენ როცა სამზარეულოში იქნებით უფრო ლამაზად გამოჩნდება საერთო ოთახის ხედი.შიგიძლიათ ამ საფეხურში განათება ჩაამაგროთ და როდესაც საერთო ოთახში ტელევიზორს უყურებთ მხოლოდ ეს ნათურა იმდენად კარგ სიმყუდროვეს შემოიტანს, რომ ძალიან გესიამოვნებათ. როდესაც სურვილი არ გაქვთ, რომ ბარით ან კედლით გამოყოთ სამზარეულო, მაშინ ან ავეჯით უნდა გადაიტიხროს ეს სივრცე, ან კომოდით, ან შეიძლება საფეხური გაკეთდეს. საფეხურის შედეგად მაღალ დონეზე იქნება სამზარეულო და დაბლა იქნება მისაღები ოთახი. ქეთევანი: რამდენად გამართლებულია სამზარეულოში შავი ფერის მეტლახი, ან თქვენ რომელ ფერს ანიჭებთ უპირატესობას, (წითელი აგურის იმიტაციის ფონზე). -შავი ფერის მეტლახი მუქია თავისთავად და სივრცეს აპატარავებს, მაგრამ მოვლის თვალსაზრისით გირჩევთ, რომ არ იხმაროთ პრიალა ზედაპირის მეტლახი, იხმარეთ გლუვი არეკვლით, რადგანაც მასზე მტვერი და ლაქები ნაკლებად ემჩნევა. ფერიდან გამომდინარე წითელი აგურის იმიტაციას შავი ფერი მოუხდება, მაგრამ მუქი ყავისფერი, წაბლისფერი ძალიან მოუხდება, ასევე მოუხდება მუქი თამბაქოს ფერი.არჩევანის საშუალება ბევრია ქალაქის მაღაზიებში, მაინც დაათვალიერეთ და ნახეთ იქნებ თქვენს ინტერიერში სხვა მეტლახი უფრო მოგეწონოთ. გია-თეკო: როგორი ინტერიერი შეესაბამება საძინელებელს, მარტივი და კომფორტული რომ იყოს, მაგრამ მის მოსაწყობად მინიმალური დანახარჯი რომ გვქონდეს. -თუ თქვენ გეხერხებათ თქვენით რაღაცეების კეთება ინტერიერში, შეგიძლიათ თქვენივე ძველი ავეჯი განაახლოთ, თუნდაც ფერი შეუცვალოთ. ძალიან მარტივად შგიძლიათ დაამზადოთ სანათი, ბევრი დეკორაციული ელემენტი შეიტანოთ, მარტივად შეგიძლიათ შეღებოთ კედლები და არ გააკრათ შპალერი, რაც ფასს გაგიზრდიდათ. თუ გექნებათ საშუალება წერტილოვანი განათება გააკეთოთ და შეკიდული ჭერი, ესეც ძალიან მოუხდება თქვენს საძინებელს. ძალიან არ გადატვირთოთ ოთახი და შეეცადეთ თქვენთვითონ გააკეთოთ რაღეცეები, ან განაახლოთ. ეს სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და თან თქვენს მიერ განახლებული ავეჯი ბევრად კარგად იქნება გაკეთებული. მაია: მაქვს მაღალჭერიანი ბინა, მინდა რომ წიგნის სათავსოები და დეკორაციების მქონდეს განთავსებული მაღალზე, რას მირჩევთ, როგორ დიზაინს შემირჩევთ? (ოთახი არის ძალიან ნათელი) -ძალიან კარგი ოთახი გქონიათ. ნათელი და მაღალი ჭერის ოთახში ბევრი კარგი რაღაცეების გაკეთება შეიძლება. გირჩევთ, რომ ძალიან მარტივად დაამზადოთ მილკვადრატის კარკასი და შეკიდოთ ჭერთან, ისეთი სიმაღლის დონეზე, რომ თაროების მოწყობა შესაძლებელი გახდეს. ამ მილკვადრატის კონსტრუქციაზე შეიძლება ძალიან მარტივად ხის ფიცრებით მოეწყოს თარო და დაალაგოთ თქვენი წიგნები და საყვარელი ნივთები. მასზე შესაძლებელია განთავსდეს ჩამოსაშლელი კიბე ან თუ ინტერიერს მოუხდება სტატიური კიბეც. ასევე დიზაინში ტრანსფორმირებადი კიდეებიც არსებობს, ეს სილამაზეს შესძენს თქვენს ოთახს. შესაძლებელია ამ თაროებში განათების ელემენტებიც განათავსოთ. და ეს თაროები თაროს ფუნქციასაც შეასრულებს და განათების ობიექტიც იქნება. ძალიან სასიამოვნო ოთახი გამოგივათ. იამზე: ბინა, რომელიც შევიძინეთ, უცნაურია, იმ მხრივ, რომ სამზარეულოს ფანჯარა არ აქვს, გამწოვი არის მხოლოდ. ფართი 8კვ. როგორ მოვაწყო ისე, რომ კომფორტული გახდეს. -როდესაც სამზარეულო ექცევა შუაში და ფანჯრის ღიობი არ გვაქვს, ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ მის ვენტილაციას, რომ მავნე ნივთიერებების გაწოვა მოხდეს ადვილად. ძალიან კარგად უნდა იზრუნოთ ამაზე, რომ რადგანაც ფანჯარა არ არის გამწოვი სისტემა ძალიან კარგად უნდა იყოს მოწყობილი. 8კვ სამზარეულოში შესაძლებლად მიმაჩნია პატარა ტრანსფორმირებადი მაგიდაც კი გქონდეთ. თუ გექნებათ სურვილი რომ არ გქონდეთ ღუმელი, მხოლოდ გაზის ზედაპირი შეიძლება გქონდეთ და ქვედა სივრცში კარადა შეგიძლიათ გააკეთოთ და სათავსოც გაგიჩნდებათ. რადგანაც პატარა სივრცეა ზედა თაროები ძალიან არ დახუროთ, შეგიძლიათ იხმაროთ მინა ან გახსნილი იყოს, რომ ავეჯმა არ დაამძიმოს ჩვენი პატარა სივრცე . აქედან გამომდინარე დიზაინი შესაძლებელია ლამაზი გამოვიდეს, თუ ვიხმართ ღია ფერის კარადებს, რომელიც შეიძლება იყოს არაგეომეტრიული ფორმებით ეს კარადები, რკალური ფორმები ან ის ფორმები თქვენ რომელიც გიყვართ. წყარო: abezara.com ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 (edited) ჭაღარა თმების დასამარცხებლად - შეიქმნა აბები სიახლის ავტორები ფრანგი სპეციალისტები არიან, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ, ჭაღარა თმებს სწორედ აბების დახმარებით გაუმკლავდნენ.მიიჩნევა, რომ გაჭაღარავებას ოთხი ფაქტორი იწვევს: მემკვიდრეობა, სტრესი, ასაკი და ქრონიკული დაავადებები. ნაადრევი გაჭაღარავების ზუსტი მიზეზი და მექანიზმი უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ჭაღარის მომრავლებას. დადგენილია, რომ ნივთიერება თიროზინის დეფიციტი ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი გახლავთ. თიროზინი შედის ცილოვანი პროდუქტების შემადგენლობაში და მისი დეფიციტი ხშირად დიეტების მოყვარულებს უვითარდებათ ხოლმე. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვიტამინ B12-ის დეფიციტიც. ეს ვიტამინიც ცხოველურ პროდუქტებში შედის და მათი ამოღება რაციონიდან ხანგრძლივი დროით აუცილებლად გამოიწვევს გაჭაღარავებას. მაგრამ უშუალო მიზეზი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია - პიგმენტ მელანინის გაქრობა, რომელიც თმის ფოლიკულში გამომუშავდება, როდესაც ამ ფერმენტის გამომუშავება წყდება, თმა ჭაღარავდება. ნაადრევი გაჭაღარავება სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ბრონქულ ასთმა, ანემია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. თმის გათეთრება შესაძლოა მძიმე ინფექციურმა დაავადებამაც გამოიწვიოს. ფრანგების მიერ გამოგონილი აბების ყოველდღიური მიღება, ადამიანის თმას ბუნებრივ ფერს უნარჩუნებს. თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ მისი დალევა პირველი ჭაღარის გაჩენიდადან უნდა დაიწყოს. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ახალი აბები ხილის ექსტრაქტზეა დამზადებული და არავითარი უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. პრეპარატის გაყიდვის თარიღად 2015 წელი სახელდება და მის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ პრეპარატი ერთიანად მოთხოვნადი იქნება როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში. Edited April 10, 2013 by დავითი ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 ცოლიანი კაცის ნიშნები სამწუხაროდ, ცოლის მოყვანის შემდეგ მამაკაცები უხილავები არ ხდებიან გასათხოვარი ქალებისთვის და დიდი ეჭვია, რომ ცხოვრების მეგზურის ძიების დროს სწორედ დაკავებული კაცის მახეში აღმოჩნდეთ. როგორ გავარჩიოთ ცოლიანი კაცი უცოლოსგან? ცოლიანი კაცი ქალებს შემფასებლის თვალით და ინტერესით არ უყურებს. ის არ ცდილობს გააბას ნაცნობობა იმისათვის, რომ შეგიცნოთ: ეს მას არ სჭირდება. ჩართეთ ინტუიცია და ყურადღებით დააკვირდით. ცოლიანი კაცი მსახიობივით არის: თქვენ ხედავთ, ის – ვერ. ცოლიანი მამაკაცის 7 ნიშანი 1. ის არ ატარებს თქვენთან შაბათ-კვირას არადა, თავისუფალი ადამიანისთვის დასვენების დღეები საუკეთესო დროა – შეხვდეს სასურველ ქალს. ეს, ალბათ, ყველაზე აშკარა ნიშანია, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ ცოლიანი მამაკაცი უცოლოსგან განასხვავოთ. თუ მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ მოახერხა და გამოძვრა რომელიმე დღესასწაულზე, დიდი ტანჯვის ფასად, არანაირი მიმოსვლა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, უცნაური საუბრები ტელეფონზე (ხომ შეიძლება, ცოლმა დარეკოს და გაიგოს, სად არის. ასე რომ, მოუწევს დაბნეული ახსნა-განმარტებები) – ეს ყველაფერი მის ცოლიანის სტატუსზე მეტყველებს. 2. ის გაურბის საზოგადოებას ის გაურბის თქვენთან ერთად ყველა ცნობილ საზოგადოებრივ ადგილს (პოპულარულ კაფეებს, სავაჭრო ცენტრებს), არ იღებს ერთობლივ ფოტოებს. 3. ის ხშირად მიუწვდომელია ტელეფონზე თქვენი რჩეული საღამოობით არ პასუხობს ტელეფონს ან თუ პასუხობს, უცნაურად გესაუბრებათ (ძალიან ხმადაბლა, მინიშნებებით) ან საერთოდ გამორთული აქვს ტელეფონი. ან საერთოდ, სამსახურის ტელეფონიდან გეკონტაქტებათ, ან სულაც ორი ტელეფონი აქვს. საღამოს ან სხვა თავისუფალ დროს არ გპასუხობთ სმს-ებზე ან ცდილობს, უცებ დაასრულოს მიმოწერა. დასკვნები ადვილი გამოსატანია, ეს იმას ნიშნავს, რომ მალავს საუბრებს... იმაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რომ სახლის ტელეფონის ნომერს საიდუმლოდ ინახავს. 4. იდუმალებით მოცულია შეამჩნიეთ, რომ დრო გადის, თქვენ კი მის შესახებ ელემენტარული რაღაცებიც არ იცით – გვარი, მისამართი, სამსახურის ზუსტი მისამართი და ა.შ. თქვენს შეკითხვებს ის ოსტატურად იცილებს თავიდან. ნებისმიერი კონკრეტიკა მისთვის საშიშია: მოულოდნელად მის სამსახურში მისვლა რომ მოგინდეთ და იქ მის ცოლს გადაეყაროთ? სცენა, რა თქმა უნდა, სერიალს მოგაგონებთ, მაგრამ ორ ფრონტზე გართობისას მამაკაცი ყველანაირად უნდა დაეზღვიოს. 5. ის იტყუება მის საქციელში უცნაურობების შემჩნევის შემდეგ თქვენ, რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ კითხვები. ადამიანისთვის კი, რომელსაც დასამალი ბევრი აქვს, პრობლემას არ წარმოადგენს ზღაპრების დაწერა. მალე შენიშნავთ, რომ ის საკუთარ ტყუილებში გაიხლართება. თანაც, წარმოიდგინეთ, იგივე ხდება ცოლის მხარესაც – იქაც უწევს ტყუილების თქმა. ამიტომაც მსგავსი ურთიერთობები დიდხანს საიდუმლოდ ვერ რჩება. 6. ის ეკონომიურად ხარჯავს პრაქტიკულად, ყველა ცოლმა იცის ქმრის ბიუჯეტის დეტალები და ადვილად გრძნობს ზედმეტ ხარჯს. ამიტომაც "დამატებითი" ურთიერთობისთვის ფული ნაკლები იხარჯება და ზედმიწევნით კონტროლდება. ასეთი მამაკაცისგან არ ელოდეთ ძვირფას საჩუქრებს და ხელგაშლილ ჟესტებს (მაგალითად, ძვირფას ვახშამს რესტორანში). 7. მის გარეგნობას აშკარად ეტყობა ქალის ხელი ეს სიმპტომი თითქოს არაფერ საეჭვოს არ იწვევს, მაგრამ სხვა ნიშნებთან ერთად, მას წონა უკვე აქვს. მამაკაცის გარეგნობის შეფასება, როგორც წესი, პატარ-პატარა დეტალებით ხდება, რომლის დაჭერაც მხოლოდ ყურადღებიან, დაკვირვებულ ქალს შეუძლია. არსებობს ისეთი დეტალები მამაკაცის გარდერობიდან, რომლის ყიდვაც მხოლოდ ქალს შეუძლია მამაკაცისთვის. ასე რომ, თუ თქვენი რჩეული ზედმიწევნით მოვლილია, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენს წინაშე ან ცოლიანი მამაკაცია, ან... ასაკიანი ბერბიჭა, რომელიც წლების განმავლობაში მიეჩვია დამოუკიდებელ ცხოვრებას და საკუთარი თავის მოვლას. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 10 ყველაზე უცნაური ფობია 10. ნომოფობია – მობილურის არქონის შიში ერთი შეხედვით შეიძლება ეს სისულელედ მოგვეჩვენოს, მაგრამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო რომ 53 % მოსახლეობისა, რომელიც მობილურით სარგებლობს, უცნაურ არასასიამოვნო გრძობას განიცდის ასე ვთქვათ “შიშს”, როდესაც ისინი მომსახურების ზონიდან გადიან. 9. ემეტოფობია – გულისრევის შიში ეს უფრო მეტ ადამიანს ეხება ვიდრე წარმოგიდგენიათ და ხშირად მათ ამის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშინელი პრობლემები ექმნებათ, ზოგიერთი მათგანი ხანდახან საკვების მიღებაზეც კი ამბობს უარს. 8. ალბუტოფობია – აბაზანის მიღების შიში ბანაობის შიში უმეტესად ბავშვობის დროინდელ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან არის დაკავშირებული, მაგალითად ნათესავის ან მეგობრის დახჩობამ შეიძლება ბანაობის ან საერთოდ წყლის შიში გამოიწვიოს. 7. გეფიროფობია – ხიდების შიში “ფობიების” უმეტესობა ხშირად სხვა უფრო ჩვეულებრივ “შიშებს” უკავშირდება, აი მაგალითად გეფიროფობია ანუ ხიდების შიში მიუთითებს, რომ ადამიანს სიმაღლის და გახსნილი სივრცის შიში აქვს. 6. გინოფობია – ქალების შიში ეს შიში გამოწვეულია მითიური მებრძოლი ქალების და ალქაჯების მიერ. 5. ფაგოფობია – გადაყლაპვის შიში ხალხს რომელთაც ფაგოფობია სჭირთ ხშირათ უბრალოდ წყლის დალევის შემდეგაც შეიძლება შეტევა დაემართოთ ან თუნდაც “დაიხჩონ”, თუმცა ამის მიზეზი სულაც არ იქნება ფიზიკური, მათი გონება აიძულებს მათ წყლის დალევა დახჩობათ აქციონ. 4. ტეტრაფობია – 4-ის შიში ეს შიში გავრცელებულია აღმოსავლურ ქვეყნებში, მიზეზი კი ამისა გახლავთ ის რომ სიტყვა ”სიკვდილი” და ”4” ომონიმებია (ანუ ერთნაირად იწერება) ჩინურსა და კიდევ რამდენიმე აზიურ ენაში. 3. ქოულროფობია – კლოუნების შიში საკმაოდ გავრცელებული ფობია აშშ-ში. 2. ფობოფობია – შიშის შიში ამ ფობიის ახსნა ვერც კი ხერხდება 1. აუტოფობია (ან მონოფობია) – საკუთარი თავის შიში ეს ალბათ ყველაზე უარესია ფობიებს შორის, ამის სახესხვაობად შეიძლება ჩაითვალოს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიში, თუმცა ამ ფობიის სპექტრი გაცილებით ფართოა, ამ ფობიის ყველაზე ცუდი სიმპტომი ისაა, რომ ვისაც ეს ფობია სჭირს კარგავს საკუთარი თავის ნდობას. მისთვის ძნელია გაერკვეს სადა არის რელობა, რადგან ფიქრობს, რომ საკუთარი სხეული შეიძლება მას ატყუებდეს. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 რომელ ასაკშია გათხოვება იდეალური? ყველაასაკშიგათხოვებასთავისიპლუსებიდამინუსებიაქვს. მოდი, ვნახოთდაშემდეგგანვსაჯოთ, მაინცრაასაკშისჯობს, შევქმნათოჯახი. 18 წელი პლუსები: ამ ასაკში მარტივია საქმროდ ისეთი შესაფერისი კანდიდატურის მონახვა, რომელსაც ანამნეზში არ ჰყავს არც შვილები პირველი ქორწინებიდან და მით უმეტეს, არც ყოფილი ცოლი. თავისთავად, არ არსებობს ეჭვიანობის საბაბიც: "რატომ მივიდა ისევ მასთან, ნუთუ თავად ვერ შეაკეთებს ონკანს, ჩამოკიდებს თაროს ან გამოცვლის წყლის მილს"; გაბრაზდე ქმრის ზედმეტი ხარჯის გამო: "ჯერ ჩვენი შვილია ფეხზე დასაყენებელი, იმ ქალბატონს კი თავადაც კარგი ხელფასი აქვს, რაში სჭირდება ამის ალიმენტები". ერთი სიტყვით, ადრე დაქორწინების პლუსი იმაშია, რომ შენ ქმრის ცხოვრებაში ერთადერთი და პირველი ხარ. მინუსები: საკმარისია, აურიო ჰორმონების მოზღვავება და ვნება სიყვარულში, რომ რისკი იმისა, რომ ყოფილი ცოლი თავად გახდე, დიდია. ბავშვი: იმ დროს, როცა შენი დაქალები დროს ატარებენ, შენ ბავშვის აღზრდითა და ღამეების თენებით ხარ დაკავებული, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საოცრება მოხდება - გვერდით თანატოლივით გიდგას საკუთარი შვილი. 25 წელი პლუსები: ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ყველაზე მყარი ოჯახები 23-27 წლის ასაკში იქმნება. ალბათ, მათ აზრში მართლაც არის სიმართლის მარცვალი. ამ დროისთვის აღარ გიქრის, თანაც, 3-4 წელში აღმოჩნდება, რომ ყველა წესიერი მამაკაცი უკვე დაკავებულია. მინუსები: მოულოდნელად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ 25 - ჯერ კიდევ არ არის სრულწლოვანება და რომელიმე თქვენგანმა ვერ მოილია დროსტარება. ინტერესების არათანხვედრა, როცა ერთი ოჯახის ბიუჯეტს უფრთხილდება, მეორეს კი შეუძლია ღამის კლუბებში გაანიავოს მთელი ქონება - ყველაზე სათუთ გრძნობასაც ბზარს გაუჩენს. ბავშვი: ბავშვი ბედნიერი იქნება, რადგან დედამისს მასთან ერთად შეეძლება იხტუნოს, ირბინოს და ეთამაშოს დამალობანა და ისე მოიქცეს, თითქოს დედა კი არა, მისი უფროსი დაა. 30 წელი მინუსები:"დემოგრაფიული ხვრელი! ყველა მამაკაცი დაკავებულია!" - მართლაც, ამ ასაკში მამაკაცების უმეტესობა ჰიმენეს ბორკილებქვეშ იმყოფება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვის მინდორზე თამაშიც და სხვისი ქმრის წაყვანა, მაგრამ რატომ, როცა შეგიძლია, მაგალითად, უცხოელს გაჰყვე ცოლად, რომელსაც შენი 30 წლით ვერ გააკვირვებ? პლუსები: შედარებისთვის: გერმანიაში დასაქორწინებელი მამაკაცის საშუალო ასაკი - 33 წელია, ავსტრიაში - 31, შვეიცარიაში - 35. სამაგიეროდ, თუ შესაფერისი მამაკაცი ნაპოვნია, შესაძლებელია ისეთი დღესასწაულის მოწყობა, როგორიც მხოლოდ თქვენ გინდათ და არა ქმრის ნათესავებსა და ახლობლებს (როგორც ცნობილია, ვინც ქორწილს იხდის, სტუმრებსაც ის და მხოლოდ თავისი გემოვნებით ეპატიჟება). ბავშვი: ამ ასაკში ბავშვის გასაზრდელად გაქვს როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე, ასევე ჯანმრთელობა. 35 წელი პლუსები: არაჩვეულებრივი ასაკია დაქორწინებისთვის, რადგან თუკი ირგვლივ მიმოიხედავ, მიხვდები, რომ დროა, ბედზე აღარ იწუწუნო და აღარც დაიწუნო. თანაც, თუ კარგად დააკვირდები, ისინი, ვინც 18 წლის ასაკში დაქორწინდნენ, უკვე განქორწინდნენ. მთავარია, არ ჩათვალო შენი ასაკი ახალი ნაცნობობისთვის უვარგისად. პირიქით, სწორედ ამ ასაკშია ყველაზე მომხიბვლელი ქალი. ასე რომ, ამაყად წინ გასწი! მინუსები: მოგიწევს ააწყო ურთიერთობა არა მხოლოდ შენს ახალ ქმართან, არამედ მის "ძველ" ცოლთან და მის შვილებთანაც. ბავშვი:ზუსტად ის დროა, რომ დაორსულდე და გააჩინო, თუ აქამდე ეს არ გაგიკეთებია. 35 წლის ზევით ციკლი ნელ-ნელა (ხან კი სწრაფადაც) უკუსვლას იწყებს, ხშირად კი ქალის ჯანმრთელობაც მას მიჰყვება. მშობიარობა და ბავშვი კი ორგანიზმს გაგიახალგაზრდავებს. 45 წელი პლუსები: ამ ასაკში გამოცდილება უკვე მოჭარბებულია, ხოლო ვარდისფერი სათვალე მეორე ცხოვრებისთვის არის გადადებული. თუ შენ შეძლებ დააბალანსო კომპრომისები სიყვარულის გამო და საკუთარი ინტერესები, მაშინ ქორწინება შენს ცხოვრებაში საუკეთესო იქნება, რაც ოდესმე მომხდარა (თუნდაც ის რიგით პირველი ან მეორეც არ იყოს). ბედნიერებისგან ბრწყინვასაც ვერავინ დაგიშლის. მინუსები: კარგი იქნება, თუ რჩეული შენზე ახალგაზრდა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიჭირდებათ სექსში ჰარმონიის მიღწევა. ყველამ იცის, რომ 45 წლის ქალი ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ასაკშია, მაგრამ ვინმეს გაუგია მამაკაცზე მსგავსი რამ? მართალია, არავის, რადგან ამ ასაკიდან მოყოლებული მამაკაცის სექსუალური აქტივობა ჩაქრობას იწყებს. ბავშვი: ზოგიერთი, განსაკუთრებით გაბედული ქალი 50 წლის ასაკშიც აჩენს შვილს, მაგრამ ალბათ ასაკობრივი ცენზი - 43 წელი - ეკო-კლინიკებში ტყუილად არ მოუგონიათ. ასე რომ, სჯობს, ენერგია სხვა პროექტებზე დახარჯოთ. 50+ პლუსები:არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რაიმე დაუმტკიცო ოჯახს და დაასაბუთო შენი არჩევანი: "ნეტავ მოეწონება დედას ჩემი არჩევანი?" (სხვათა შორის, თუ ჯერ კიდევ აკეთებ ამას, შენი ფსიქოლოგიური ასაკი ბევრად პატარაა ბიოლოგიურისაზე - პირველ რიგში, ეს არის მიზეზი, რომ გიხაროდეს; მეორეც - სჯობს, გადახედო წინა სამ პუნქტს და იმით იხელმძღვანელო). ასე რომ, ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას უნდა იხელმძღვანელო მხოლოდ კრიტერიუმით "ჩემია თუ არა", არ იფიქრო სხვების აზრზე და იცხოვრო მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. მინუსები:ადაპტაციის პროცესი "მარტოობიდან სხვასთან ერთად ცხოვრებამდე" ამ ასაკში ბევრად რთულად მიმდინარეობს - ეს არა მხოლოდ დაგროვილი გამოცდილებაა, არამედ წლებით გამომუშავებული ჩვევები და დადგენილი წესები, რომლის დათმობაც გაგიჭირდება საყვარელი ადამიანის გამო. მსგავსმა წვრილმანებმა: "სამზარეულოს ჩვარი უნდა ეკიდოს ონკანზე და არ უნდა ეგდოს ნიჟარაში!" ან "რა საჭიროა ამხელა ხმაზე უგულშემატკივრო საფეხბურთო გუნდს" შეიძლება მოწამლოს ოჯახური ცხოვრება. ბავშვი: გადაერთე შვილიშვილებზე. თუმცა ეს პროგრამის აუცილებელი პუნქტი არ არის, თუნდაც გაზრდილი შვილები სულ სხვაგვარად ფიქრობდნენ და შვილს გასაზრდელად გაჩეჩებდნენ. ვფიქრობთ, ნებისმიერ ასაკში ქორწინებას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. გასაგებია, რომ პასპორტში ჩაწერილ ციფრებში კი არ არის საქმე, არამედ ადამიანში, რომელმაც გული და ხელი გთხოვათ. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 რამდენიმე წესი იმისათვის, რომ პარტნიორს თავი არ მოაბეზროთ მამაკაცმა თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს, სასურველია, მასთან გარკვეული დისტანცია შეინარჩუნოთ და თავი არ მოაბეზროთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ საიდუმლოებები გქონდეთ და ყველაზე ახლობელ ადამიანს გული არ გადაუშალოთ; უბრალოდ, შეეცადეთ, ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ. დაიცავით დისტანცია რა თქმა უნდა, ძნელია თავი შეიკავოთ და არაფერი ჰკითხოთ, როცა ქმარი შინ გვიან და შეფიქრიანებული ბრუნდება, მაგრამ ყოველთვის სურს, რომ მიზეზი გაიგოთ? თუ გაღიზიანებული გიპასუხებთ, ეს საკმარისი ნიშანია, რომ უკან დაიხიოთ. ბევრი ქალი, განსაკუთრებით ის, ვისაც შვილი არ ჰყავს, უბრალოდ, როლებს ურევს - დედობრივი ინსტინქტებით ხელმძღვანელობს და მამაკაცს ბავშვივით ექცევა. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს აღიზიანებს. სამსახურზე, წარსულსა და ნათესავებზე კითხვებით ნუ შეაღონებთ, ფრთხილად იყავით, არ გადაამეტოთ. ნაკლები იწუწუნეთ სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი მტერი ყოფით პრობლემებზე წუწუნია. მართალია, მათ გვერდს ვერ აუვლით, მაგრამ მუდმივად წუწუნი პრობლემების გადაჭრაში ვერ დაგეხმარებათ. ყველაფერი ეს გრძნობებს ღუპავს. თუ ყოფითი პრობლემები გულს გიმძიმებთ და გტანჯავთ, მათზე სასაუბროდ შესაფერისი დრო შეარჩიეთ და არ გადაამლაშოთ. ცოტა ხნით ერთმანეთს დაშორდით რაც უნდა ძლიერ უყვარდეთ მამაკაცს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მისი ფსიქიკის შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. მას თქვენგან დასვენება ესაჭიროება. ქალის მიმართ რომანტიკულმა დამოკიდებულებამ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პროცესში, შესაძლოა, უკანა პლანზე გადაიწიოს. მის შესანარჩუნებლად დროებითი განშორება, უბრალოდ, აუცილებელია. გავრცელებული აზრის თანახმად, განშორება სიყვარულს ამძაფრებს და აწრთობს. თუ გაწყენინებთ, გაებუტეთ ნუ გაგიკვირდებათ, წვრილმანი უთანხმოება დამადასტურებელია იმისა, რომ თქვენ ისევ სხვადასხვა ხართ, ე.ი. თქვენ შორის ჯერ კიდევ დისტანციაა. ამ დისტანციაში კი ერთმანეთს რომანტიკული შარავანდედით მოსილს ხედავთ. თუ ვინმე გიყვართ, შეყვარებული საკუთარი თავიც გიყვართ. თუ მეგობარი მამაკაცი გაწყენინებთ (საუბარია ისეთ წყენაზე, რომლის მიტევებაც შესაძლებელია), რამდენიმე ხნით გაებუტეთ - ეს მას თქვენს მონატრებას გაუძლიერებს. ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას საგნები თავისთავად გრძნობას არ ბადებს, მაგრამ არც მხოლოდ შიშველი სული უყვართ. რაც უნდა ამაღლებული შეხედულებების იყოს, მამაკაცზე ზემოქმედებას სამოსი და წუნდაუდებელი ფორმებიც ახდენს. ალბათ ხშირად გსმენიათ ქალებისაგან: "მამაკაცს მე ვუყვარვარ და არა ჩემი ჩვრები", ან კიდევ: "ისეთ მამაკაცს დაველოდები, რომელსაც მე თვითონ დავჭირდები". ასეთ ქალებს არ ესმით სიყვარულის ფსიქოლოგია - მამაკაცში გრძნობების აღმოსაცენებლად გარეგნობა გადამწყვეტ როლს ასრულებს. ყველაფერი სწორედ აქედან იწყება. ქალი გათხოვების შემდეგ თუ თავის გარეგნობაზე არ იზრუნებს, მამაკაცის თვალში თანდათან დაკარგავს იმ მიმზიდველობას, რითაც ის მოხიბლა. ჟურნალი "რეიტინგი" ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 (edited) სასარგებლო რჩევები ქალბატონებს 1. გაუხეშებულ ხელებს არბილებს თბილი,არარაფინირებული მცენარეული ზეთი:წაისვით და გაიჩერეთ 5 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ კი დაიშრეთ. 2.თუ ფეხის ფრჩხილები გიყვითლდებათ და შრეებად გეყოფათ,მოხარშეთ კაკლის ხის 10 ფოთოლი და ორი კვირის განმავლობაში ათწუთიანი აბაზანები გაიკეთეთ. 3.თუ სახე ჭორფლიანი გაქვთ, ყოველდღე წაისვით ლიმონის წვენისა და 3% წყალბადის ზეჟანგის ნარევი. 4.ფრჩხილების გასამაგრელბლად საჭიროა ათწუთიანი მარილის აბაზანების გაკეთება,შემდეგ კი ფრჩხილების იოდი წაუსვით. 5.მუცელზე ზედმეტი ცხიმი არ მოგეკიდებათ,თუკი ყოველი 2 სთ-ის განმავლობაში, ფეხზე მდგომი თუ დამჯდარი, 8-10 ჯერ ამოისუნთქავთ და შეისუნთქავთ მუცლით. 6.ორგანიზმში რკინის ნაკლებობა თმის სიმშრალესა და ფრჩხილების ხშირ მტრევას იწვევს.მიიღეთ ვიტამინი B12. ჭამეთ ხორცი,ღვიძლი,წიწიბურა, ვაშლი , სასურველია ''ანტონოვკა'' , ჭერმის ჩირი,ქიშმიში და კვერცხის გული ნებისმიერი სახით. 7.ცხიმიანი თმის ძირების გასამაგრებლად გააკეთეთ შემდეგი სახის ნაყენი:3 სუფ.კ მუხის ქერქს დაასხით 1 ლ.წყალი.ხარშეთ 15 წუთი, შემდეგ დაუმატეთ 20 გრ. ჭინჭრის და ორავანდის წვენი.შეიზილეთ თმის ძირებში კვირაში 2-3 ჯერ. 8.თუ თმები გცვივათ,მოხარშეთ დაფნის ფურცელი და ნაყენი თმის ძირებში შეიზილეთ. 9.ჭორფლი თითქმის გაგიქრებათ,თუ ხშირად გაიწმენდთ სახეს შემდეგი ხსნარით:20 გრ ძმარი,15 გრ ლიმნის წვენი,10 გრ ადუღებული წყალი. 10.ყელზე გამუდმებით უნდა იხმაროთ მკვებავი კრემები, რადგან სახის კანისგან განსხვავებით აქ ცხიმოვანი ჯირკვლები არ არის. 11.ფრჩხილების ლაქი გაშრება და დიდხანს არ მოგცილდებათ,თუ თითებს მაშინვე ჩაჰყოფთ ცივ წყალში 1-2 წუთით. 12.თუ გსურთ მეჭეჭი მოიცილოთ,ხშირად წაისვით ქონდარი. ეს ამ ეტაპზე გეყოფა და შენი ბუსუნი არ გავიგონო საღამომდე. თუ მოგეწონება დავდებ კიდევ დავრჩით დღეს მშიერი ეს მოიცლის დღეს კუხნიზა? ეხლა ვეღარ გეტყვიან შედი კუხნაშიო კუხნიდან კარგა ხანს ვერ გამოხვალ :d030: Edited April 10, 2013 by დავითი ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 სულ მამაკაცებზე დავდე და მომკლავენ ბიჭები ესეც ქალი ქალის ყველაზე ცუდი ჩვევები ყველა ქალში არის, ისეთი თვისებები და ჩვევები, რაც მამაკაცებს აღიზიანებთ. ზოგჯერ წყობილებიდანაც კი გამოყავხართ. მაგრამ თვითონ, ქალები ამ ფაქტს სრულიადაც არ უკვირდებიან და მთთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. -“ეს ხომ ჩვევაა''- უყურებს სერიალს თან იძინებს, როგორც კი გადართავ ფეხბურთზე წამოვარდბეა ყვირილით “მეც ხო ვუყურებო'' - კალგოტკების ჩაცმისას, ხტუნაობს და ცდილობს თვითონაც ამოძვრეს თან, როგორც, ბარონი მიუნგაუხზენი. -შეუძლია უამრავი თანხა და დრო, დახარჯოს ფრჩხილების გაზრდაზე ძემდეგ, მოიტხეხოს ერთი ფრჩხილი და მთელი ღამე ამაზე ტირილში გაატაროს. -გამუდმებით ჭორაობენ ტელეფონზე, ტელეფონი ჩასართველიდან რო გათიშო ისე არიან გართულნი ალბათ 30 წუტი კიდე ისაუბრებენ. -გამოიცვლის კიდე რამოდენიმეჯერ ამ სიტყვების წარმოთქმისას “უკვე მზად ვარ საყვარელო'' -მისი გეგმები უქმე დღეებთან დაკავშირებით ზუსტად 15 წუთით არდე იბადება, სანამ თქვენ მეგობრებთან წასვლას გადაწყვეტთ. -გამუდმებით მალავენ მამაკაცის ნასკებს სარეცხ მანქანაში -ფეხბურთის თამაშის ყურების დროს მოგიჯდებათ, ათასი სულელური კითხვით და მაშინ გაახსენდებათ რო.. სერიალი იწება -ფეხბურთის ყურებისას გამუდმებით გთხოვთ რო ჩაუწიოთ ხმას, თითქოს სამზარეულოში ონკანის წვეთების ხმა აინტერესებდეს :d030: -ხვრინვა, კრიტიკული დღეები, ფეხსაცმელი -გარეცხვისას არასოდეს ამოწმებს ჯიბეებს, აი გარდერობში ჩამოკიდებულ შარვლის ჯიბეებში გამუდმებით იქექება :d030: -გამუდმებით ავიწყება რომ მეუღლეს ის უყვარს, სულ ამას გეკითხება “გიყვარვარ ძვირფასო?“ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 (edited) სასარგებლო რჩევები ქალბატონებს 1. გაუხეშებულ ხელებს არბილებს თბილი,არარაფინირებული მცენარეული ზეთი:წაისვით და გაიჩერეთ 5 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ კი დაიშრეთ. 2.თუ ფეხის ფრჩხილები გიყვითლდებათ და შრეებად გეყოფათ,მოხარშეთ კაკლის ხის 10 ფოთოლი და ორი კვირის განმავლობაში ათწუთიანი აბაზანები გაიკეთეთ. 3.თუ სახე ჭორფლიანი გაქვთ, ყოველდღე წაისვით ლიმონის წვენისა და 3% წყალბადის ზეჟანგის ნარევი. 4.ფრჩხილების გასამაგრელბლად საჭიროა ათწუთიანი მარილის აბაზანების გაკეთება,შემდეგ კი ფრჩხილების იოდი წაუსვით. 5.მუცელზე ზედმეტი ცხიმი არ მოგეკიდებათ,თუკი ყოველი 2 სთ-ის განმავლობაში, ფეხზე მდგომი თუ დამჯდარი, 8-10 ჯერ ამოისუნთქავთ და შეისუნთქავთ მუცლით. 6.ორგანიზმში რკინის ნაკლებობა თმის სიმშრალესა და ფრჩხილების ხშირ მტრევას იწვევს.მიიღეთ ვიტამინი B12. ჭამეთ ხორცი,ღვიძლი,წიწიბურა, ვაშლი , სასურველია ''ანტონოვკა'' , ჭერმის ჩირი,ქიშმიში და კვერცხის გული ნებისმიერი სახით. 7.ცხიმიანი თმის ძირების გასამაგრებლად გააკეთეთ შემდეგი სახის ნაყენი:3 სუფ.კ მუხის ქერქს დაასხით 1 ლ.წყალი.ხარშეთ 15 წუთი, შემდეგ დაუმატეთ 20 გრ. ჭინჭრის და ორავანდის წვენი.შეიზილეთ თმის ძირებში კვირაში 2-3 ჯერ. 8.თუ თმები გცვივათ,მოხარშეთ დაფნის ფურცელი და ნაყენი თმის ძირებში შეიზილეთ. 9.ჭორფლი თითქმის გაგიქრებათ,თუ ხშირად გაიწმენდთ სახეს შემდეგი ხსნარით:20 გრ ძმარი,15 გრ ლიმნის წვენი,10 გრ ადუღებული წყალი. 10.ყელზე გამუდმებით უნდა იხმაროთ მკვებავი კრემები, რადგან სახის კანისგან განსხვავებით აქ ცხიმოვანი ჯირკვლები არ არის. 11.ფრჩხილების ლაქი გაშრება და დიდხანს არ მოგცილდებათ,თუ თითებს მაშინვე ჩაჰყოფთ ცივ წყალში 1-2 წუთით. 12.თუ გსურთ მეჭეჭი მოიცილოთ,ხშირად წაისვით ქონდარი. ეს ამ ეტაპზე გეყოფა და შენი ბუსუნი არ გავიგონო საღამომდე. თუ მოგეწონება დავდებ კიდევ დავრჩით დღეს მშიერი ეს მოიცლის დღეს კუხნიზა? ეხლა ვეღარ გეტყვიან შედი კუხნაშიო კუხნიდან კარგა ხანს ვერ გამოხვალ :d030: 1.ეს ამ ეტაპზე გეყოფა და შენი ბუსუნი არ გავიგონო საღამომდე. 2.დავრჩით დღეს მშიერი. ეს მოიცლის დღეს კუხნიზა? 3.ეხლა ვეღარ გეტყვიან შედი კუხნაშიო.კუხნიდან კარგა ხანს ვერ გამოხვალ. უხ, დავით, დავით! ნამეტანი ფინთ ხასიათზე ვიყავი და კი გამამხიარულე. Edited April 10, 2013 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით ერთაოზ! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 არ მინდა ბატონო ეგ თქვენი ღლაბუცი.. წადით და სხვა ვინმეს შეაბით მძივებად წადით ..მას აჩუქეთ თქვენი სიყვარული და მერე ,ლექსები უწერეთ რითმებად. არ მინდა ბატონო ყურება თვალებში უაზრო ფიცი და დიდი ამბიცია.. წადით სხვას უნიშნეთ პაემნის ვადები, წადით ხომ იცით რომ წლები არ იცდიან. არ მინდა ბატონო , მე ჩემთვის ვიქნები, რა ვქნა თქვენს ტყუილებს ასე მირჩევნია, თქვენ სხვას მიუტანეთ გული და იები ჩვენს დედამიწაზე ქალი იმდენია. არ მინდა ბატონო , ჩემი სამყაროა ზღურბლს არ გადმოსცილდეთ თქვენ იქით დადექით.. თქვენი სიყვარული ჩემთვის ამაოა . ხოდა, მომიტევეთ მოხურეთ კარები. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.