Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

გურიაში გაგონილი:

--ცა, გეიგე ნანულიას ბადიში რომ გათხოვილა?

--უი, რას ამბობ? მაი კაი გოგო იყო. ვის გაყვა?

--- კაი ბიჭიაო, რაცხა კურსები დოუმთავრებია, ახლა არ მუშაობსო, მარა, ბიძა ყოლია პროფესორი თბილისშიო.

--რას ჩივი, ნენააა რა კარგი ამბავი გევიგეე,...ანეტა, მოი დია აგერ... გეიგე, ნანულიას ბადიში რომ პროფესორის ოჯახში შესულა?...

Link to post
Share on other sites

ჰკითხეთ უზნეოს თუ რამდენი სიკეთე გააკეთა და ის გაბრწყინებული სახით ჩამოგითვლით რამდენჯერ აჩუქა მათხოვარს ოცი თეთრი, გადაიყვანა მოხუცი ქუჩის მეორე მხარეს, დააფინანსა ეკლესიის მშენებლობა...

და თუ მას ჰკითხავთ დამკვიდრებული ბოროტების იოტისოდენად შემცირებისათვის რა მოიმოქმედა , გარწმუნებთ , ლოგიკურ პასუხს ვერ მიიღებთ.

Link to post
Share on other sites

--მამიიი,ხომ გამიშვებ ევროკავშირში, მამიი...

-- გაგიგეშვებ, მაა, განა არ გაგიგშვებ

-- ეე მამიიი, შენა 5 კაპიკიან ბლუკს არ ყიდულობ და იქაი გამიშვებ?

-- მაიცა, ჯოო, ჯერ ხელ-პირი დაიბანე, მაგ წვინტლები მაიწმინდე შე შობელძაღლო,კულტურულად ჭამაი ისწავლე , მერე ლაპარაკი ისწავლე, მაროი ვირივითა რო ყროყინებ და მემრე გაგიშვებ, შემოგევლოს მამაი..

Link to post
Share on other sites

--რა განსხვავებაა ჩვენს დროსა და სულხან-საბას დროს შორის?

 

პასუხი:-- საბამ რაც შეიტანა იგივე მაინც გამოიტანა, ჩვენ რაც შეგვაქვს იქვე ვტოვებთ და ცარიელები გამოვდივართ.

Link to post
Share on other sites

რა ხდება ეკა? არ გამოჩდა დედამისი?

არა, ავთო, არ გამოჩნდა.. და ბარტყებიც აღარ დამხვდნენ ბუდეში... ლამის არის გული გამისკდეს.. ძალიან ვინერვიულე...

დედა მერცხალს კატა ხომ არ შეჭამდა. ან იქნებ თვითონაც შიმშილით მოკვდა სადმე ,ასეთ სიცივეში მწერები ხომ არ არიანნნ...

არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ავთო... :*

 

ერთი პარტია ფგამოზარდა, ეს მეორე იყო.. გაისად ხომ დაბრუნდებიან.. გახედვაც აღარ მინდა ბუდისკენ..

 

ავთო, საერთოდ ადრე რომ იყო ბევრი მერცხალი, ახლა აღარ არიან. ნეტა რა ხდება? :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ჩემთანაც გააკეთეს ბუდე,ერთი პარტია დაზარდეს,ახლა მეორეს ველოდებით,თავიდან ძაღლებს უშლიდნენ ნერვებს,მერე შეეჩვივნენ ერთმანეთს და სრულ კოჰაბიტაციაში ცხოვრობენ!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

ერთხელ, ავლაბარში ერთი დიდი ძაღლი ქუჩის მეორე მხარეს ვერ გადადიოდა დიდი მოძრაობის გამო. ხან მე შემომხედავდა , ხან მანქანებს გახედავდა. ქეჩოში მოვკიდე ხელი და გადავიყვანე მეორე მხარეს. რამდენიმე მეტრი რომ გაირბინა, უცებ მოტრიალდა და უკან გამოიქცა ჩემსკენ, ორ ფეხზე დადგა და ორით დამეყრდნო, შემომხედა და ისევ გაიქცა. არასოდეს დამავიწყდება ეს ამბავი.

Link to post
Share on other sites

ერთი ნაცნობი მყავდა: უწიგნური, უტიფარი და მინდა გაგჟიმოს სიფათით. ერთ მშვენიერ დღეს რაღაც-რაღაც მანქანებით დასვეს რაღაც-რაღაც თანამდებობაზე და ასწავლეს ერთი სიტყვა-გლობალური. გლობალური მისთვის გახდა -გლიობალიური, თუმცა ამ სიტყვის მნიშვნელობა, მერწმუნეთ, ნამდვილად არ იცოდა, და ალბათ, არც დღეს არ იცის. დაიწყო გლიობალიურად სიტყვაში გამოსვლა და მისი მსმენელი აღფრთოვანებული იყო მისი გლიობალიური მჭერმეტყველებით. -დედა, რა განათლებულია ყმაწვილია!-გაოცებას ვერ მალავდნენ. -ნეტა, ეს გლიობალიური რაღაა, ერთმანეთს ჩუმად კი ეკითხებოდნენ, მაგრამ აზრადაც არ მოსვლიათ ვინმესთვის მაინც ეკითხათ სიტყვის მნიშვნელობა.

ხოდა, ამ ყმაწვილმა გლიობალიურად დაიწყო მეწარმეებისთვის ფული შეწერვა, გლიობალიურად მეუღლის ღალატი. მის მანქანაში მუდმივად ისხდნენ „მამაშას“ გლიობალიური ბოზები. და ერთ მშვენიერ დღესაც გლიობალიურად დაახვია ქვეყნიდან.

ხშირად არა, მაგრამ მაინც შევივლი ხოლმე ბაზარში. ზოგჯერ ჩემი კუთხის ხალხსაც გადავაწყდები ხოლმე დახლებთან. მიყვარს მათთან საუბარი და მონატრებული გურული კილოს მოსმენა.

--ნენა, ძაან მიყვარს ეს პოლიტიკოსი-მითხრა ერთმა ქალბატონმა ერთ-ერთ პოლიტიკოსზე.

ძალიან განათლებულია , მართალია არ მესმის რას ჩივა, მაგრამ ხომ არის განათლებული.-მიმტკიცებს ქალბატონი. ა. ამისთანა პოლიტიკოსები სჭირდება ქვეყანას . მაშინ ეშველება ჩვენს ქვეყანას და ჩვენც.-ნიშნის მოგებით შემომხედა.

ხოდა, რომ არ გესმის რას ჩივა და რას ბჟუტურობს, მიტყუებულ-მოტყუებული რომ ხარ , და მაინც მოგწონს, მაგაშია მთელი უბედურება.

Link to post
Share on other sites

დღეს მოდაშია ეს ორი სიტყვა: რეალურად და მაკროეკონომიკურად. საერთო სურათი კი ასეთი: დაუნიზაცია.

სამწუხაროდ, ასეა... :karochera:

Link to post
Share on other sites

ერთხელ, ავლაბარში ერთი დიდი ძაღლი ქუჩის მეორე მხარეს ვერ გადადიოდა დიდი მოძრაობის გამო. ხან მე შემომხედავდა , ხან მანქანებს გახედავდა. ქეჩოში მოვკიდე ხელი და გადავიყვანე მეორე მხარეს. რამდენიმე მეტრი რომ გაირბინა, უცებ მოტრიალდა და უკან გამოიქცა ჩემსკენ, ორ ფეხზე დადგა და ორით დამეყრდნო, შემომხედა და ისევ გაიქცა. არასოდეს დამავიწყდება ეს ამბავი.

ბევრი ძაღლი ძალიან ბევრ ადამიანს ჯობია(სამწუხაროდ).....

და სამწუხაროდ შენს მომდევნო პოსტსზეც იგივეს ვიტყოდი :karochera: ...

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

ამ ქვეყანაზე ჩემი ყოფნის დრო როცა გავა, მე არ მოვკვდები, მე მოვალ იად. სადმე კუთხეში გამყიდიან და აღფრთოვანებას ვერ დამალავენ:- შენ, გაზაფხულის პაწაწინა მახარობელო, რა ლამაზი ხარ!

ამ ქვეყანაზე ჩემი ყოფნის დრო როცა გავა, მე არ მოვკვდები, მე მოვალ წვიმად.......

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...