paraskeva 30 Posted August 5, 2013 Report Share Posted August 5, 2013 "Женщины умирают позже мужчин, потому что вечно опаздывают". Фаина Раневская ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 6, 2013 Report Share Posted August 6, 2013 ნუ მიდიხარ გარეთ, წადი შენს შიგნით და თუ საკუთარი მე შეგზღუდავს, გადააბიჯე მას. /ნეტარი ავგუსტინე./ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 6, 2013 Report Share Posted August 6, 2013 ,,ტყუილად რეცხავ,ჯალათის ცოლო! არ მოშორდება შენს ღარიბ ჭურჭელს სისხლის ლაქები. მე მეცოდება შენი ქალობა,შენი სხეულიც და შენი სულიც-თავშესაფარი ლაჩრის და მონის. შესაცოდია,რა თქმა უნდა,თუკი არ იცი,ვის ვნებას აცხრობ... ...თუკი არ იცი,რომ ყოველ ღამე გველი გეხვევა და არა მკლავი. თოკი გეხვევა სახრჩობელების-ადამიანის ცრემლით და სისხლით... დამძიმებული!” ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 6, 2013 Report Share Posted August 6, 2013 პარასკევა, ქალოო, არ მომწონს ამ ბოლო დროს შენი ხველება... დროზე მიდი ექიმთან,რამე ცუდი არა გჭირდეს... ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted August 6, 2013 Report Share Posted August 6, 2013 მიდი ეკა დაიკო, ცუდისგან დაგიფაროს უფალმა. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 7, 2013 Report Share Posted August 7, 2013 რაო ეკა,ხო მშვიდობით ხარ დაიკო??!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 7, 2013 Report Share Posted August 7, 2013 მიდი ეკა დაიკო, ცუდისგან დაგიფაროს უფალმა. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 7, 2013 Report Share Posted August 7, 2013 რაო ეკა,ხო მშვიდობით ხარ დაიკო??!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 7, 2013 Report Share Posted August 7, 2013 რა ვიცი, ვარ მგონი... მოვიცლი და მივალ ექიმთან. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 9, 2013 Report Share Posted August 9, 2013 მდინარის პირას ჩამომჯდარ მოხუცს მიუახლოვდა ახალგაზრდა და უთხრა: – როგორც ამბობენ, თქვენ ყველაზე ბრძენი ადამიანი ხართ ამ მხარეში და იქნებ დამეხმაროთ… – რა შემიძლია შენთვის გავაკეთო? – მითხარით, სად შეიძლება ვიპოვო ღმერთი? მოხუცმა დაკვირვებით შეხედა ახალგაზრდას, შემდეგ წამოდგა, მდინარისკენ წავიდა და უთხრა: – გამომყევი! ახალგაზრდა მიჰყვა. როცა წელამდე წყალში შევიდნენ, მოხუცი გაჩერდა და ეუბნება: – ჩაიხედე წყალში და კარგად დააკვირდი რასაც დაინახავ! ახალგაზრდა წინ გადაიხარა და ჩააშტერდა მდინარის წყალს. მოულოდნელად მოხუცმა კისერში ჩაავლო ხელი და სანამ ის გონზე მოასწრებდა მოსვლას, წყლის ქვეშ ამოაყოფინა თავი. ახალგაზრდამ სცადა გასხლტომოდა ხელიდან, მაგრამ მოხუცი მთელი ძალით დააწვა და არ მისცა თავის ამოყოფის საშუალება. ბიჭი იბრძოდა, ცდილობდა წყლიდან ამოსვლას, მაგრამ მოხუცი არ ეშვებოდა …ბოლოს, ახალგაზრდულმა ენერგიამ და თვითგადარჩენის უძლეველმა ინსტიქტმა მაინც იმარჯვა და ბიჭმა თავი დაიხსნა. – თქვენ რა გაგიჟდით?! – უთხრა მან, როცა ცოტათი სული მოითქვა და აზროვნების უნარი დაუბრუნდა. – როცა ღმერთის პოვნა ისევე ძლიერად მოგინდება, როგორც ცოტა ხნის წინ სუნთქვა გინდოდა, მაშინ შენ იპოვი მას! - უპასუხა მოხუცმა. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 9, 2013 Report Share Posted August 9, 2013 "ცით მოსულმა აზრებმა ისე რიგიანად ჩამჩუქრეს,ვითარცა თოვლმა; მერმე ძლივსღა გავთბი და კინაღამ სიცოცხლე მომესწრაფა."--სეფექალი ათელი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 9, 2013 Report Share Posted August 9, 2013 "არ შეიძლება, რომ სახელმწიფო არ დაქვეითდეს და არ დაკნინდეს, უკეთუ იქ კარგად ცხოვრობენ ისინი, ვინც ანგრევს იმ თავის სახელმწიფოს, ხოლო ცუდად ისინი არიან, ვინც ძირს უმაგრებს იგივე ქვეყანა-სახელმწიფოს."-- ხაზარული სიტყვისკონა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 10, 2013 Report Share Posted August 10, 2013 (edited) :( Edited August 10, 2013 by mamuka grigolia ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 12, 2013 Report Share Posted August 12, 2013 :( ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 12, 2013 Report Share Posted August 12, 2013 „- მეზიზღება თვქენი დემოკრატია! -რომელი დემოკრატია? -რომელსაც შენ და შენი მსგავსნი იცავთ. ხომ ხედავ, რა მოჰყვა ამ დემოკრატიას-წინათ დიდი ხალხები ჩაგრავდნენ მცირე ხალხებს.ახლა პირიქით არის. დემოკრატიის სახელით მცირე ხალხებს სულ შიშში ჰყავთ დიდი ხალხები. ხომ ხედავ, რა ხდება დედამიწის ზურგზედ: თეთრ ამერიკას ზანგების ეშინია, ზანგებს--პუერტორიკელების, ებრაელებს - პალესტინელების, არაბთ- ებრაელებისა, სერბებს- ალბანელების, ჩინელებს ვიეტნამელების ეშინიათ, ინგლისელთ- ირლანდიელებისა. პატარა თევზები ყურებს აჭამენ დიდ თევზებს. ახლა ტერორით დაშინებულია არა უმცირესობა, დემოკრატიამ ახალი მოდა შემოიღო და ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა ამ პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა... თქვენი დემოკრატია ცეცხლის ბოლია და მეტი არაფერი.“ ხაზარული სიტყვისკონა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 12, 2013 Report Share Posted August 12, 2013 გენაცვალეთ თქვენაააა!!! გუშინ როგორ გამახარეთ!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 13, 2013 Report Share Posted August 13, 2013 ბრიყვი და აქლემი (სუფისტური იგავი) ერთხელ ერთმა ადამიანმა აქლემი დაინახა და ჰკითხა მას: – რატომ გაქვს შენ ასეთი მახინჯი კუზიანი სხეული? – შეფასებიდან იბადება აზრი, – მიუგო აქლემმა: – შენ უშვებ შეცდომას, როდესაც ასეთად მიმიჩნევ. შენს ჩემს კუზს ნაკლად თვლი, მაშინ როდესაც მე ღმერთმა ასეთად შემქმნა – განსაზღვრული მიზეზით განსაზღვრული მიზნისთვის. მშვილდი მოხრილი უნდა იყოს, ისარი კი სწორი. შენ ბრიყვი ხარ და ყველაფერს ბრიყვულად აღიქვამ. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 13, 2013 Report Share Posted August 13, 2013 სიყვარული და დრო უძველეს დროში არსებობდა ერთი კუნძული, სადაც ყველა გრძნობა ცხოვრობდა ერთად და მათ შორის იყო სიყვარულიც. ერთ დღეს კუნძულმა ჩაძირვა დაიწყო. გრძნობებმა ნავების აგება დაიწყეს, რათა კუნძულიდან გაქცეულიყვნენ, მაგრამ ერთმა მათგანმა ვერ მოასწრო აეგო ნავი და ეს ერთი გრძნობა სიყვარული აღმოჩნდა . . . სიყვარული ერთადერთი იყო, იმ გრძნობებს შორის, რომელიც კუნძულზე დარჩა. მას სურდა, რომ დარჩენილიყო თავის მშობლიურ მიწაზე მანამ სანამ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ . . . მაგრამ როდესაც შეატყო, რომ კუნძული თითქმის უკვე ჩაიძირა სიყვარულმა სხვა გრძნობებს სთხოვა დახმარება. ამ დროს მის გვერდით სიმდიდრემ გაიარა თავისი ნავით. სიყვარულმა მას უთხრა: - სიმდიდრევ, შეგიძლია თან წამიყვანო? სიმდიდრემ უპასუხა: - არ შემიძლია, მეგობარო. იმდენად ბევრი ოქრო-ვერცხლი მაქვს ნავზე, რომ შენს ადგილს ნამდვილად ვერ გამოვნახავ . . . მაშინ სიყვარულმა გადაწყვიტა ქედმაღლობისათვის ეთხოვა დახმარება და უთხრა: - ქედმაღლობავ, გთხოვ დამეხმარე . . . - ვერ დაგეხმარები ჩემო კარგო, სველი ხარ და ჩემს მშვენიერ ნავში ასეთს ვერ ამოგიშვებ - უპასუხა ქედმაღლობამ. სიყვარული იმედს მაინც არ კარგავდა, როცა მის გვერდით სევდამ ჩამოიარა. და სიყვარულმა უთხრა სევდას: - ჩემო მეგობარო, გთხოვ თან გამიყოლე? მაპატიე სიყვარულო, ძალიან დამწუხრებული ვარ და მარტო ყოფნა მსურს - უპასუხა სევდამ მას. შემდეგ ბედნიერებამ ჩამოიარა თავისი ნავით, თუმცა იმდენად ბედნიერი იყო იმ ფაქტით, რომ გადარჩა ვერც კი გაიგონა სიყვარულის ხმა. სიყვარულს უკვე ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა , როდესაც მოულოდნელად სანატრელი ხმა მოესმა : - სიყვარულო, მე შემიძლია წაგიყვანო თან . . . სიყვარული მიტრიალდა მისკენ და მან ერთი უხუცესი დაინახა - წვერებით შემოსილი და მხრებში მოხრილი . . . უხუცესმა სიყვარული თავის ნავზე აიყვანა, სამშვიდობოს მიაცილა, იქ დატოვა და შემდეგ კი თავისი ნავით გაუჩინარდა. სიყვარული ხვდებოდა, თუ როგორი დავალებული იყო იგი მისი გადამრჩენელისაგან , უნდოდა მადლობა მოეხადა, თუმცა არ იცოდა, თუ ვინ იყო უხუცესი სინამდვილეში. მაშინ სიყვარულმა ცოდნას ჰკითხა: - ვინ იყო ის უხუცესი, რომლის წყალობითაც არის ის, რომ მე დღეს ცოცხალი ვარ? - ეს დრო იყო - უპასუხა მას ცოდნამ. - დრო? - გაიკვირვა სიყვარულმა. და მაინც რატომ უნდა დამხმარებოდა იგი? ცოდნა რამოდენიმე წამით დაფიქრდა და წრფელი ღიმილით უპასუხა მას : მხოლოდ დროს შეუძლია დააფასოს სიყვარული . . . ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 13, 2013 Report Share Posted August 13, 2013 სიმართლე ილაპარაკეთ ერთხელ ქალღმერთმა პარვატიმ შივას ჰკითხა: "ბატონო! გამიგია, რომ არსებობს სალოცავი სახელად კაში, სადაც შენ გცემენ თაყვანს, და რომ ისინი, რომლებიც განგაში განბანის შემდეგ წმინდა ადათს, შივაპუჯას, ასრულებენ, უფლებას იმსახურებენ კაილასზე წავიდნენ და მუდმივად იქ დარჩნენ. მართალია ეს?" უფალმა შივამ უპასუხა: "ამ უფლების დამსახურება ყველას არ შეუძლია. მხოლოდ კაშიში მომლოცველობა და ჩემი გამოსახულების წინაშე რიტუალების ჩატარება საკმარისი არ არის. თუმცა, შენთვის რომ ნათელი გახდეს, შეგვიძლია მოხუცი ცოლ-ქმრის სახით ახლავე კაშიში წავიდეთ. სპექტაკლში მონაწილეობის მიღება მოგიწევს". უფალი შივა და პარვატი შივას ტაძრის შესასვლელში გაჩნდნენ, პარვატი – როგორც შესახედავად უგვანო 80 წლის დედაბერი, შივა კი – როგორც 90 წლის დაუძლურებული, ბეჩავი მოხუცი. შივამ თავი პარვატის მუხლებზე ჩამოდო, კვნესა დაიწყო და ტანჯვა გამოსახა. დედაბერი მწარედ ტიროდა და გვერდზე ჩამვლელ ყოველ მომლოცველს თვალცრემლიანი შესთხოვდა: "შივას თაყვანისმცემლებო! დაეხმარეთ ჩემს საწყალ ქმარს! იგი წყურვილით კვდება! ცოტა წყალს ხომ არ მოუტანთ? მე არ შემიძლია მარტო დავტოვო და მდინარეზე წავიდე". მომლოცველები განგაში განბანის ცერემონიის შემდეგ გატებიდან (მდინარეში ჩასასვლელებიდან) მოდიოდნენ. მათი ტანსაცმლიდან წყალი ჩამოედინებოდა. მათ პატარა, ბრჭყვიალა სპილენძის ჭურჭლით წყალი მოჰქონდათ. ყოველი მათგანი ხედავდა მოხუც ქალს და ესმოდა მისი გოდება. ზოგი ამბობდა: "მოიცადე, შენს ქმარს დავეხმარები მას შემდეგ, როგორც კი წმინდა წყალს უფალ ვიშვანათჰას შევთავაზებ". სხვანი წყენით ამბობდნენ: "რა მომაბეზრებლობაა! ამ მათხოვრების გამო წყნარად ვერ შეგვისრულებია რიტუალი!" ზოგიერთები ჩიოდნენ: "მათხოვრები ტაძართან არ უნდა მიუშვა". შესასვლის წინ ბლომად ხალხი იყო შეკრებილი. მათ შორის პროფესიონალი ჯიბის ქურდიც იყო. მასაც ესმოდა მოხუცი ქალის საცოდავი კივილი და არ შეეძლო გულგრილად ეცქირა, თუ მისი ქმარი როგორ იტანჯება. იგი მიუახლოვდა და უთხრა: "დედაო, რა გინდა? ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ?" მოხუცმა ქალმა უპასუხა: "შვილო, ჩვენ იმისათვის მოვედით, რომ უფალ ვიშვეშვარას დარშანი მივიღოთ, მაგრამ ჩემი ქმარი უცებ ცუდად გახდა, და სისუსტის გამო გრძნობა დაკარგა. სიკვდილს გადაურჩება, თუკი ვინმე მის წყურვილისგან გამომშრალ ტუჩებზე ცოტა წყალს დაასხამს. იგი იმდენად ცუდადაა, რომ არ შემიძლია მივატოვო და წყალზე წავიდე. რამდენ ადამიანს ვთხოვე დახმარება, მაგრამ წყალი არავინ მოგვცა, თუმცა ყველას სავსე დოქები მიაქვს". ქურდში თანაგრძნობამ გაიღვიძა. მან გამხმარი გოგრით ცოტა წყალი მოიტანა. მაგრამ სანამ წყალს მიიღებდა, ქალმა თქვა: "შვილო, ჩემი ქმარი ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოკვდეს, და თავის უკანასკნელ ყლუპს მხოლოდ იმ ადამიანისგან მიიღებს, რომელიც მხოლოდ სიმართლეს ამბობს". ჯიბის ქურდმა ვერ გაიგო, რაზე ლაპარაკობს ეს ქალი. მან ჰკითხა: "დედაო, მითხარი, კიდევ რა უნდა ვქნა? – და ცინიკური ჩაცინებით დაამატა: "ცხოვრებაში ერთი კარგი საქმეც კი არ გამიკეთებია. ბავშვობიდანვე ჯიბის ქურდი ვიყავი. ჩემი ერთადერთი კარგი საქმის გაკეთებას ახლა ვაპირებდი - ამ მომაკვდავი ადამიანისთვის წყლის დალევინებას. ეს ნამდვილი სიმართლეა". და მან დაძაბუნებულ მოხუცს პირში ფრთხილად ჩაასხა წყალი. იმავე წამს მათხოვრები გაქრნენ, და მათ მაგიერ უფალი შივა და ქალღმერთი პარვატი გაჩნდნენ მთელი თავისი დიდებულებით. შივამ თქვა: "შვილო, შენს თავზე ჭეშმარიტი კურთხევაა. არ არსებობს გულმართლობაზე უფრო დიდი ზნეობა, და არ არსებობს ახლობლის მსახურებაზე უფრო ნაყოფიერი თაყვანისცემა. შენი ერთი კეთილი საქმე ყველა ცოდვებისგან გათავისუფლებს". ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 13, 2013 Report Share Posted August 13, 2013 ხანმოკლე წუთისოფელი დასძარი კაცო, ეს შენი ურემიო. შევწუხდითო. ნეტავი სად გეჩქარებათ, წუთისოფელი ისედაც მოკლეაო. ვაჰ, ეს რა კარგად თქვაო. აღტაცების ჩქერები დაედინათ სახეებზე. ერთი ვერ მოხიბლულიყო მაინცდამაინც. წუთისოფელი კი მოკლეა, მაგრამ განა ამ ურემში უნდა გავატაროთო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 13, 2013 Report Share Posted August 13, 2013 ხე და ნაცარი ერთმა გლეხმა ნაცარი გამოიტანა ეზოში და ხეებს ძირში ჩაუყარა. ვაჟმა ჰკითხა: მამავ, რად სჭირდებათო ხეებს ნაცარი? გლეხმა მიუგო: შვილო, ხომ გაგიგია, კაცი კაცის წამალიაო, ასევე ხეც ხის წამალია, ნაცრად ქცეული ხე ისევე ხეს გამოადგებაო სასუქად. ცხოვრებაშიც ასეა: კაცმა რომ მეორე კაცს არგოს, აი, ამ ხესავით უნდა დაიწვას მისთვის და დამაცრდესო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 13, 2013 Report Share Posted August 13, 2013 რწმენა ცხენით მიმავალმა ადამიანმა გზაზე დავარნილი კაცი დაინახა.შეჩერდა,საბრალო ააყენა და უნაგირზე შემოსვა, მაგრამ ამ დროს კაცმა ლაგამს ხელი დაავლო, ცხენი შემოაბრუნა და თავის მშველელს შესძახა: --არ განრისხდე, ცხენი მოგპარე, ეს ჩემი პროფესიაა, მე ქურდი ვარ. -- ამას მივხვდი,--უპასუხა კაცმა დანანებით,-მაგრამ გთხოვ, არავის უთხრა ამის შესახებ. --ნუთუ გრცხვენია, რომ გაგქურდეს? --არა, უბრალოდ, ამის გამგონე ადამიანები რწმენას დაკარგავენ და დაცემულს ადგომაში აღარ დაეხმარებიან. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 13, 2013 Report Share Posted August 13, 2013 სისულელე და ყოვლისშემძლეობა ერთხელ როდესაც საი ბაბა ოკეანის ნაპირზე სეირნობდა, მასთან ახალგაზრდა ბიზნესმენი მივიდა და თხოვნით მიმართა: -მეუფევ, შენ ისეთი ძალა გაქვს! რა იქნებოდა, ოკეანის ნაწილი ნავთობად გექცია?! მაშინ ინდოეთში ყველა გამდიდრდება და სიღარიბეს დაივიწყებს! -მე კი შემიძლია, წყალი ნავთობად ვაქციო, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება მეორე სულელი, რომელიც ოკეანეში ანთებულ ასანთს ჩააგდებს! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 13, 2013 Report Share Posted August 13, 2013 სამი რჩევა ერთხელ კაცმა ჩიტი დაიჭირა. -დატყვევებული არაფერში გამოგადგები,-უთხრა ჩიტმა კაცს,-გამიშვი და სამ ისეთ რჩევას მოგცემ, რომლებიც ძალიან გამოგადგება. პირველი რჩევის მიცემას ჩიტი გაშვებამდე დაჰპირდა;მეორეს ხის ტოტზე შემომჯდარი გეტყვი და მესამეს გორაკის წვერიდან გადმოგძახებო. კაცი დათანხმდა და პირველი რჩევა ჰკითხა. -რაც უნდა დაკარგო, თუნდაც მთელ სიცოცხლედ გიღირდეს, არ ინაღვლო. კაცმაგაუშვა ჩიტი და მან, ხის ტოტზე შემომჯდარმა, მეორე რჩევა მისცა: -არასოდეს დაიჯერო ისეთი რამ, რაც საღ აზრს ეწინააღმდეგება და დამამტკიცებელი საბუთი არ მოეპოვება. ჩიტი გორაკის წვერზე მოექცა და კაცს იქიდან გადმოსძახა: -ვაი, შე უბედურო! ორი დიდი ბრილიანტი გადავყლაპე.მე რომ მოგეკალი, ახლა ისინი შენი იქნებოდა. სასოწარკვეთილმა კაცმა თავში ხელი შემოირტყა. -მესამე რჩევა მაინც გაიმეტე ჩემთვის,-გონს რომ მოეგო, უთხრა ჩიტს. -რა სულელი ხარ!-გადმოსძახა ჩიტმა,-მესამე რჩევას მთხოვ მაშინ, როდესაც ჯერ პირველსა და მეორეზე არ გიფიქრია. მე შენ გითხარი, რომ დაკარგულის გამო დარდს არ მისცემოდი და სისულელე არ დაგეჯერებინა, შენ კი პირიქით მოიქეცი. მონაჩმახი დაიჯერე და იმის გამო დანაღვლიანდი, რაც დაკარგე. აბა, დაფიქრდი, ასეთ პატარა სხეულში ორი დიდი ბრილიანტი როგორ ჩამეტეოდა?! სულელი ხარ! ამიტომ იქვე უნდა დარჩე, იმ საზღვრებში, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 13, 2013 Report Share Posted August 13, 2013 ერთხელ, ლომი უდაბნოში შეიპყრეს და ზოოპარკის გალიაში დაამწყვდიეს. უდაბნოში გაზრდილ ლომს თავისუფლება ენატრებოდა. ლომმა მოინდომა ზოოპარკიდან გაქცევა. თავის გეგმა სხვა ნადირებსაც გაანდო. ნადირებმა ვერ გაიგეს რას ამბობდა ლომი. მათ უხალისოდ მოუსმინეს ლომს, დაამთქნარეს და ჩასთვლიმეს. ისინი თურმე გალიებში იყვნენ დაბადებულები და გაზრდილები. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.