Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

post-30-0-78327800-1377057933_thumb.jpg

 

 

მერანი მყავს მტრედისფერი

იცი, ყველა დილა მიყვარს,

მერანი მყავს მტრედისფერი,

ცხრა მთას ციმციმ გადამიყვანს,

ლურჯა ჩემი ნატვრის ცხენი...

უკან კი შენ შემოგისვამ,

შემომხვიო ორივ ხელი,

მწვერვალებზე შევხვდეთ ცისკარს,

მე, შენა და ჩვენი ცხენი...

ქვემოთ დარჩეს ეს სამყარო,

თავის მიეთ–მოეთებით,

რომ ვერავინ ვერ გაგვყაროს

ვერც ჭორებით, ვერც ეჭვებით..

მიყვარს ჩემი ლურჯა ცხენი

როცა თრთის და იწყებს ჭიხვინს,

იცი, ნაღდად ესმის ჩემი,

როდის მილხინს, ანდა მიჭირს...

შემომიჯექ, ვერცხლის მთები,

ერთხელ კიდევ დავიაროთ,

დაგვხაროდნენ ვარსკვლავები,

მზემ თვალები აბრიალოს...

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

ქურდებისგან შეწუხებულმა პარიზის მოსახლეობამ მეფე "მზეს", ლუის XIV თხოვნით მიმართა მათ მოსაშორებლად. მეფემ წამში მიიღო კანონი -" ჩამოხრჩობა." როდესაც პირველი ქურდი ჩამოახრჩვეს პარიზის მოსახლეობა მოედანზე იყო შეკრებილი. სანამ ხალხი ან სანახაობით ერთობოდა ქურდული სამყარო მათ ბინებს ასუფთავებდა.

კომუნისტების დროს ასეთი რამ მოხდა თბილისში; ერთ-ერთ ცნობილ "დელეცს" მოპარეს მანქანა. მან მილიციაში არ განაცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ ქურდებისგან მიიღო მადლობის წერილი და თეატრის ბილეთები მთელი ოჯახისთვის. სახლში თეატრიდან მობრუნებულ "დელეცს" ბინა "გატანილი" დახვდა.

ჩემს ოჯახს კი დიდი დახმარება გაუწია ქურდულმა სამყარომ და მადლობის მეტი არა ეთქმით. წლების წინ მე და ჩემი ნაცნობი წავედით ტალინში , სადაც ერთ-ერთ სასტუმროში დაბრონილი ნომერი გველოდებოდა. რატომღაც მოხდა გაუგებრობა და ნომერი არ დაგვხვდა. გადავრეკეთ მოსკოვში ერთ-ერთ ნაცნობთან რომელმაც წამში დაგვიბრონა ნომერი "რასიაში" ჩვენ ავიღეთ მატარებლის ბილეთი და გამგავრებამდე ვიარეთ ტალინის ქუჩებში, რესტორნებში .... სახლში დარეკვა არც კი გამხენებია. ჩავედით მოსკოვში და ორი დღის მერე დავრეკე სახლში და ოჯახმა მშვიდად მიპასუხა.. გამიკვირდა მათი ასეთი სიმშვიდე...

მოკლედ, ჩემს სახლში იყო თურმე პანაშვიდები :))) ჩემს საძებნელად ჩაერთო საქართველოს და ტალინის გამოძიება. ტალინი ამბობს:- ვერ ვპოულობთ, ჩამოსვლით მართლა ჩამოვიდა, საავადმყოფოები, მორგები დავუარეთ არსად არ არისო. ჩემებიდან ერთს უთქვამს ქურდული სამყარო ჩავრთოთო... ჩემი მშობლები ისე ვერ ამღწერენ , როგორც ტალინელმა ქურდებმა აღმწერეს თურმე: რა მეცვა, რა მეხურა, სად წავედი, სად წამოვედი, მოსკოვში რომ წავედი , ისიც კი უთქვამთ. ნუ გეშინიათ , ცოცხალი და უვნებელიაო. ასე იყო ეს ამბავი.

Link to post
Share on other sites

paraskeva

 

იყო მათში ადრე რაღაც რომანტიული და მიმზიდველი, მანამ, სანამ ისინი პოლიტიკაში ჩაერთვებოდნენ და ბიზნესმენები გახდებოდნენ.

 

"Не списывайте все преступления на воров и не делайте из них козлов отпущения. Мы несем свой крест чистоты воровской жизни. Она чище, чем вся ваша государственная конюшня"

 

вася бриллиант

Link to post
Share on other sites

paraskeva

 

იყო მათში ადრე რაღაც რომანტიული და მიმზიდველი, მანამ, სანამ ისინი პოლიტიკაში ჩაერთვებოდნენ და ბიზნესმენები გახდებოდნენ.

 

"Не списывайте все преступления на воров и не делайте из них козлов отпущения. Мы несем свой крест чистоты воровской жизни. Она чище, чем вся ваша государственная конюшня"

 

вася бриллиант

მაგას ამბობს დიდი ვიტო კორლეონეც

Link to post
Share on other sites

მაგას ამბობს დიდი ვიტო კორლეონეც

 

ეს ორი ადამინი ერთმანეთს ვერასდროს გაუგებდნენ ალბათ.

სულ სხვა ღირებულებების მატარებლები იყვნენ...

Link to post
Share on other sites

ეს ორი ადამინი ერთმანეთს ვერასდროს გაუგებდნენ ალბათ.

სულ სხვა ღირებულებების მატარებლები იყვნენ...

გეთანხმები, მაგრამ მთავრობაზე ვიტოც მასე ამბობდა

Link to post
Share on other sites

ჯოჯოხეთი ეს სინდისის ქეჯნაა, მეტი არაფერი.. სწორედ ჯოჯოხეთში გაძლევენ შენს სინდისს ,რაზეც ამქვეყნად უარი თქვი, ხოდა მაშინ იწყება წამება თუ იწყება...თორემ ცეცხლის და კბილთა ღრჭიალის ნამდვილად არ მჯერა, მომკალით.

Link to post
Share on other sites

,,ვისაც არ ჰყავს გულის ვარდი,

ღვინო შესვას ფერად ლალი,

დაიჯერებს, რომ ნამდვილად

მისთვის კვდება ყველა ქალი...

...სატრფო არ მყავს, ფული არ მაქვს,

დარდი მაქვს და რაც ვარ, ეს ვარ.

ამიტომაც სხვაზე მეტი,

სამჯერ მეტი უნდა შევსვა"

Link to post
Share on other sites

„...რა ვქნა, ძალიან მიჭირს უშენობა, შენს სითბოს, შენს სუნთქვას ვერ ველევი,რაღაცა საოცრებას წარმოადგენ და თვითონაც არ იცი რამხელა სიხარული და სიყვარული ხარ, რამხელა სიმამაცე და შიშია შენში შერწყმული და ყველაფერს ამას ერთად აღებულს წარმოადგენ შენ, მხოლოდ შენ ...“-მწერდი.

Link to post
Share on other sites

post-30-0-13150100-1377178052_thumb.jpg

 

 

Singing song from the heart

 

As never been before

 

 

 

You’re my lady love

 

As far as I could see

 

You’re my brightest star

 

Who always twinkled in my heart

 

 

 

Singing from the heart

 

As never been before

 

 

 

You are my soul and dream

 

As I could have never seen

 

 

 

You are my morning hope

 

You are my journey for the day

 

You are my dream of sleep

 

 

 

Singing from heart

 

As I could have never been

 

 

 

You are my seasons of life

 

My every rain, to drench my thirst of love

 

My every ray of hope, bringing brightness into life

 

My every cold and warmth, making us closer together

 

 

 

Singing from my heart

 

As I could have been

 

 

 

My every flower indeed

 

My queen of bee

 

My sweetness of honey meant to be

 

 

 

As singing again from my heart

 

As we could never have thought

 

 

 

This being the happiest moment

 

Glaring and staring each other

 

With every ambush

 

Shying each other away

 

 

 

Singing from the heart

 

Moving far from fear

 

Approaching each other

 

Holding hand in hand

 

And making every promise

 

So that we will be together always

 

 

 

As singing from the heart again

 

Never meant to depart ever

 

For the years mean to come again

 

 

 

As this song of love

 

Was meant for two hearts

 

Residing and nurturing each other

 

 

 

As love amongst us

 

Would never end

 

 

 

As singing from the heart

 

Would never end

 

And was not to mean to end again……!!

Link to post
Share on other sites

Pouring

 

Love

 

 

 

When I ought

 

To see through window

 

 

 

Dribble

 

Dazzle

 

Dwelling thoughts

 

 

 

With every moistened

 

Earth and heart

 

Making drenched

 

Every Moment

 

 

 

Unclear Image

 

Of you

 

 

 

Realistic

 

When you waked me up

 

 

 

Dreaming

 

Coziness beneath surface

 

Laid by you

 

 

 

None out there

 

Clearing dizziness inside

 

 

 

Saw you

 

Smiling at far

 

 

 

Went out

 

Trying to Capture

 

 

 

Every droplet of tear

 

That was raining

 

Through your heart

 

 

 

I saw none

 

Drenching in

 

Making me far aside

 

 

 

Looking far end

 

Many closer to my heart

 

Saw spreading my love

 

As running away for me

 

 

 

Spreading my arms

 

For the forgiveness

 

For the Loveliness

 

You had

 

As Rain too

 

Bought in happiness within.

Link to post
Share on other sites

Now and Then

 

Penning down

 

 

 

Invariably never thought

 

After math of it

 

 

 

Passerby coming in

 

Asking many

 

 

 

Thinking this heart never shared

 

Or was in a sorrow of be wilderness

 

At times touching everyone’s heart

 

Some answered and some left questioned

 

And at times boring in fact

 

 

 

Flow of words meant from heart

 

Some felt, learnt and many dreamt

 

Some lost, gained and many never understood

 

 

 

Stream of thoughts coming in

 

Bundled, misshaped and tied

 

Releasing only those

 

That was easy to untie from many

 

 

 

Nurturing beliefs of many

 

Through every scribble

 

Happened on to your heart

 

 

 

As always this heart

 

Meant to trouble you

 

Feelings, emotions and love of words

 

Attaching ever then before

 

 

 

Knitting every dreams

 

Of seeing this world differently

 

Which in common forgotten

 

 

 

Remembering, realizing

 

Every other moment

 

Passed on and coming by

 

To every heart and soul attached

 

 

 

Hope this heart

 

Brings love and affection

 

Hope this soul

 

Remains the shadow of you

 

 

 

Hope these mere words

 

Brings a smile onto you

 

At every moment of life

 

Ever and ever again

Link to post
Share on other sites

ჩემი სახლის წინ ვითომ გაფუჭებული მანქანა, მთელი ღამე რომ აკეთებდით შენ და შენი მეგობრები...

უამრავი, უამრავი, უამრავი მინდვრის ყვავილი... ძვლივს ავიტანე სახლში....

ხევში გადასროლილი ჩემი ფეხსაცმელები.. ნუ დარდობ, მანქანაში ახლები გელოდებაო...

სათევზაოდ , მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლისას , ქვებზე ზურგზე მოკიდებული დამატარებდი , წყალში ფეხი არ დაგისველდესო...

მძინარეს მესმოდა ყურში ჩუმად ნათქვამი:- ჩემო ხატო, ჩემო...

დაღლილს ,ჭურჭლის დარეცხვა მეზარებოდა:-მოდი კამათელი გავაგოროთ, ვინც წააგებს იმან გარეცხოს-მეთქი... შენ კი ვითომ წააგე....

ლაღი და დარდიანიიი...

ცხვირს ცხვირზე გიჭახუნებ და ასე გემშვიდობებიიიი... :karochera:

დღეს უკვე ცაში ხარ!!!

ოდესღაც ისევ შევხვდებით!!!

 

( გუშინ მთელი დღე ცუდად ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რატომ .. ... აი, თურმე ამიტომ) :karochera:

Link to post
Share on other sites

რაც არ უნდა მისცე ქალს, ის აბრუნებს უფრო მეტს...აჩუქებ ოჯახს, ის გჩუქნის შვილს.... აჩუქებ სახლს, ის გიქმნის სიმყუდროვეს ამ სახლში...აჩუქებ ღიმილს, ის თავის გულს გჩუქნის....ქალი ყველაფერს ამრავლებს და აორმაგებს.....ასე რომ, თუ ცუდს გაუკეთებ, მზად იყავი უფრო მეტისთვის !!!

Link to post
Share on other sites

“სანამ კვდება ადამიანი, იგი შეიძლება უყვარდეთ, სძულდეთ, ენატრებოდეთ, დასტიროდნენ კიდეც, მაგრამ რაკი მოკვდება, ხელად საზოგადოებრივი ზეიმის რთულ ფორმალობათა მთავარ სამკაულად გადაიქცევა.”

Link to post
Share on other sites

“როცა კაცი ღარიბია, მუდამ ასე ფიქრობს ხოლმე – “ფული რომ მომცა, ჩემს კეთილ მეგობრებსაც გავუნაწილებო.” მაგრამ, გაჩნდება თუ არა ფული, გულმოწყალებაც ხელადვე ქრება.”

Link to post
Share on other sites

სულიერი განწყობილების მიხედვით ღვინის ბოთლები ასე შეიძლება დახასიათდეს: პირველი ბოთლის ყელს რომ ჩაცდება ღვინო --სერიოზული და გულითადი საუბარი; კიდევ ორი გოჯით დაბლა -სევდაგარეული ტკბილი მოგონებანი; სამი გოჯით უფრო დაბლა--ძველი ,ტკბილი სიყვარულის გახსენება; ერთი გოჯიც და--ძველი , მწარე სიყვარულის გახსენება; პირველი ბოთლის ფსკერზე --საერთო, გაურკვეველი ნაღველი; მეორე ბოთლის ყელამდე--შავი,საშინელი სასოწარკვეთილება; ორი თითის დადებით დაბლა--სიკვდილის ან აუხდენელი ოცნების სიმღერა; კიდევ ერთი გოჯით დაბლა--სხვა დანარჩენი სიმღერები, ვისაც რა ეხერხება. აქ უკვე წყდება ყოველგვარი დაყოფის ხაზები, გზები ირევა და თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ, ვინ საით მიდის. ამის შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

Link to post
Share on other sites

"შემთხვევა" ირაკლი ლომოური

 

ეს მოხდა 1982 წლის 21 მარტს, კვირას, დღის 3 საათზე მეტროში, გაჩერებაზე „პოლიტექნიკური ინსტიტუტი“. ბაქანზე ოც კაცამდე თუ იქნებოდა (სამწუხაროდ, ზუსტი რაოდენობა შემდგომმა კვლევა-ძიებამ ვერ დაადგინა, ამ ამბის თვითმხილველთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ თავიდანვე ცხრამეტნი იყვნენ, მაგრამ, ზოგიერთი ცნობით, თავდაპირველად ოცი კაცი იყო და მერე ერთი უკვალოდ გაქრა. ასეა თუ ისე, ჩვენ ხელთა გვაქვს ჩვიდმეტი მგზავრის და მეტროპოლიტენის ორი მუშაკის ჩვენებები).

 

3 საათსა და 1 წუთზე მატარებელი გავიდა სადგურ „წერეთლის მოედნისაკენ“.

 

3 საათსა და 2 წუთზე იმავე ხაზზე გვირაბიდან გამოჩნდა მატარებლის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი პროცესია.

 

ლიანდაგზე აქლემების ქარავანი მოდიოდა.

 

წინ მედიდურად და ამაყად მოაბიჯებდა ლამაზად მორთული ერთკუზიანი თეთრი აქლემი. თეთრ ხილაბანდში გახვეულ მხედარს მაღლა აწვდილ, თითქოს გაშეშებულ ხელში ნახევარმთვარის მოყვანილობის მბზინავი ხმალი ეჭირა. შავგვრემან სახეს პირბადე უფარავდა. იერი მშვიდი და მკაცრი ჰქონდა. მას მოჰყვებოდნენ მძიმედ დატვირთული ჩვეულებრივი ორკუზიანი აქლემები, რომლებსაც, როგორც ჩანს, რიგითი ბედუინები მართავდნენ, სახეებზე გულგრილ, გაყინულ თავდარწმუნებასთან ერთად დაღლაც ეტყობოდათ.

 

მძლავრად და სწრაფად მოდიოდნენ.

 

სულ ათიდან ოცდაათამდე აქლემი იყო (ამ საკითხში ჩვენებები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ერთმანეთს).

 

უკანასკნელ აქლემს თავიდან მხედარი თითქოს არ ჰყოლია, შემდეგ კი გაუჩნდა (?! — ესეც გაურკვეველი მომენტია).

 

ქარავნის ფეხის ხმა ყრუ დგაფუნივით ისმოდა, დადგა ზოოპარკის, ოფლის მძაფრი და მჟავე სუნი.

 

3 საათსა და 4 წუთზე ქარავანი გვირაბში გაუჩინარდა.

 

3 საათსა და 5 წუთზე ჩამოდგა მატარებელი, რომელიც, რასაკვირველია, არავის არ დასჯახებია და რომლის მემანქანეს და მგზავრებს არაჩვეულებრივი არაფერი შეუმჩნევიათ.

 

ბაქანზე მყოფი ცხრამეტი ადამიანი მარმარილოს ქანდაკებების სკულპტურული ჯგუფის შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორც ფერით, ასევე გახევებულობით.

 

სიცოცხლის ნიშანწყალი პირველს დაეტყო ვინმე გაიოზ გობრონის ძე გიგაურს (34 წლის, უმუშევარი, გამოუსწორებელი ლოთი და მუქთახორა, ნასამართლევი წვრილმანი ხულიგნობისთვის), რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. 3 საათსა და 6 წუთზე მან აუტანელი ხარხარი ატეხა, ნანახი ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაცია ეგონა. იცინოდა გაუჩერებლად 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გული შეუწუხდა.

 

ამ საზარელი ხმის გაგონებაზე მოქალაქე ზინაიდა ტერენტის ასულ ჯანიაშვილს (37 წლის, ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ლაბორანტი, გაუთხოვარი) დაეწყო ისტერიული კრუნჩხვები და მშობიარობა (უნდა აღინიშნოს, ჯანიაშვილი ამტკიცებს, თითქოს იგი არამცთუ ფეხმძიმედ არ ყოფილა, არამედ ქალწული იყო).

 

ამ დროს მოქალაქე როზა რობერტის ასული გაგლოევა (51 წლის, დიასახლისი) გონებამიხდილი ძირს დაენარცხა და თავი გაიტეხა (ახლა გაგლოევა უჩივის მეტროპოლიტენის სამმართველოს, მოითხოვს ფულად კომპენსაციას 500 მან. ოდენობით, თუმცა კომოციო* სუსტი ფორმისა მიიღო).

 

მატარებლიდან გადმოსული მგზავრები დაუყოვნებლივ მისცვივდნენ ჯანიაშვილსა და გაგლოევას კეთილშობილური სურვილით, აღმოეჩინათ პირველადი დახმარება, მაგრამ აქ მათი ყურადღება მიიპყრო და შეაფერხა შემდეგმა ფაქტმა, ერთდროულად კიდევ თოთხმეტ მოქალაქეს წაუვიდა გული (რვა ქალსა და ექვს მამაკაცს), ხოლო ვინმე პავლე მიტროფანეს-ძე პეტროვი (67 წლის, პენსიონერი) მუხლებზე დაემხო და მხურვალე ლოცვა და ქვითინი მორთო, თან მკერდში გამეტებით იცემდა მჯიღს.

 

ჯუმბერ მარლენის-ძე ქობულაშვილს (42 წლის, პარტიული, თბილკოოპვაჭრობის #20 მაღაზიის გამგე),

 

ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ დაიბნა მოქალაქე მერაბ ზურაბის ძე ზურიკაშვილი (26 წლის, კომკავშირელი, სპი-ს სტუდენტი), რომელიც ის იყო ბაქანზე შემოვიდა და რომელიც მართლაც რომ ქების ღირსია. მან მსწრაფლ გამოიძახა მილიციაცა და სასწრაფო დახმარებაც, შემდეგ შეძლებისდაგვარად მიეხმარა ჯანიაშვილს.

 

ნახევარ საათში ცხრამეტივე დაზარალებული და ახალშობილი (ბიჭი, 4 კგ) მორიგე საავადმყოფოში მოათავსეს.

 

აღიძრა საქმე, დაიწყო ძიება.

 

ოპერატიულმა ჯგუფმა კაპიტან ამირან ტოროშელიძის მეთაურობით შეისწავლა შემთხვევის ადგილი და აღმოაჩინა პირველი, და როგორც რამდენიმე დღეში გახდა ცხადი, ერთადერთი მატერიალური საბუთი, რომელიც გარკვეულწილად ადასტურებდა ცხრამეტი მოქალაქის მონათხრობს, - მოშავო-მოყავისფრო ფერის, მძაფრი არასასიამოვნო სუნის მქონე მკვრივი კონსისტენციის ნივთიერება (500 გრ).

 

საგანგებო კომისიამ, რომელშიც შევიდნენ სპეციალისტები სხვადასხვა კომპეტენტური უწყებებიდან, გულმოდგინე ანალიზის შემდეგ დაასკვნა, რომ ეს იყო საქონლის ჩვეულებრივი ექსკრემენტი, ანუ ნეხვი (სავსებით დასაშვებია, აქლემისაც).

 

დეტალური და ჯვარედინი დაკითხვის შედეგად აღდგა, უფრო ზუსტად, რეკონსტრუირებულ იქნა შემთხვევის სურათი, მისი თანამიმდევრობა და ხანგრძლივობა, მაგრამ ამან, სამწუხაროდ, ნათელი ვერ მოჰფინა უჩვეულო ინციდენტს.

 

გამოძიების მსვლელობისას ბევრი საინტერესო ფაქტი ამოტივტივდა, თუმცა არცერთი მათგანი 21 მარტს მომხდარ შემთხვევას უშუალოდ არ ეხებოდა (ასე მაგალითად, ჯ. მ. ქობულაშვილმა გულახდილად აღიარა სამრეწველო საქონლის დატაცების მრავალრიცხოვანი შემთხვევები, გ. გ. გიგაური გამოტყდა ფულის გამოძალვის მცდელობაში, ს.ჯ. ყარალაშვილმა აღიარა სისტემატური მექრთამეობა, ა. ტ. ლაბაძეს ჰყოლია ოთხი ცოლი რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებში და ა.შ. თითქმის ყველას აღმოაჩნდა სათქმელი და მოსანანიებელი. უნდა ვივარაუდოთ, ასეთი უპრეცედენტო გულახდილობა გამოიწვია ნერვულმა შოკმა).

 

ვერაფრით ვერ გაირკვა, ყველა მცდელობის მიუხედავად, არსებობდა თუ არა ამ ამბის მეოცე მონაწილე და თუ არსებობდა, სად გაქრა. მოქალაქე ირინე გრიგოლის ასული დვალიშვილი (19 წლის, კომკავშირელი, თსუ-ს სტუდენტი), რომელმაც ყველაზე სრულად აღწერა მისი გარეგნობა (მაღალი, გამხდარი, გაბურძგნული შავი თმებით, გაუპარსავი, ჯინსებიან-ტყავისქურთუკიანი, 20-22 წლის), ამტკიცებს, რომ უცნობი ქარავანს გაჰყვა, მაგრამ დანარჩენი ჩვენებები ამას უარყოფენ.

 

კომისიამ და სპეციალურმა ჯგუფმა 3 თვის მუშაობის შემდეგ ფენომენი მასობრივი ჰიპნოზით ახსნა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ვერ მიუთითებს გვირაბში ექსკრემენტის გაჩენის დამაჯერებელ მიზეზს.

 

საქმე დაიხურა და არქივს გადაეცა.

 

ქალაქში მითქმა-მოთქმა და ჭორები კიდევ დიდხანს ვრცელდებოდა. ზოგიერთი ამ ამბავს პლანეტების აღლუმს აბრალებდა, ზოგი ინფრაბგერებს, და ზოგიც ბერმუდის სამკუთხედს ან მფრინავ თეფშებს.

 

ნელ-ნელა ცხრამეტივე მოქალაქე დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას, დრომ და განსაკუთრებულმა მკურნალობამ თავისი გაიტანა (დანაშაულებანი აპატიეს, გაითვალისწინეს რა დაზარალებულთა მძიმე სულიერი მდგომარეობა). გიგაური გამოსწორდა, ქობულაშვილიც, ყარალაშვილიც, ლაბაძეც და სხვებიც, მხოლოდ გაგლოევას არ ეშველა არაფერი, კვლავაც ჩივის და მოითხოვს ფულად კომპენსაციას 500 მან. ოდენობით. ჯანიაშვილის ბავშვი (რომელსაც რატომღაც მაჰმუდი დაარქვა), მშვენივრად გრძნობს თავს, თუმცა უმამოდ კი იზრდება. ყველანი კარგად არიან, მხოლოდ მეტროს ერიდებიან და აღარ სარგებლობენ მიმოსვლის ამ სწრაფი, იაფი და მოსახერხებელი საშუალებით, თუმცა ეს არცაა ალბათ გასაკვირი.

 

არის გამონაკლისიც. დვალიშვილი ყოველ დღე ჩადის „პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ ბაქანზე და დიდხანს რჩება იქ უსაქმოდ, თითქოს ვიღაცას ელოდება. ვის ელოდება?! ან რას ელოდება?!

 

1981

 

-----

 

კომოციო - ტვინის შერყევა

Link to post
Share on other sites

ჩვენი სისხლი დევის სისხლია. ზეკაცების მოდგმას ჩიაკაცები ნამუსს ვერ ახდიან. ვერც მოტყუებით, ვერც მზაკვრობით და ვერც ღალატით. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ გაგვყიდეს.

Link to post
Share on other sites

რაც არ უნდა მისცე ქალს, ის აბრუნებს უფრო მეტს...აჩუქებ ოჯახს, ის გჩუქნის შვილს.... აჩუქებ სახლს, ის გიქმნის სიმყუდროვეს ამ სახლში...აჩუქებ ღიმილს, ის თავის გულს გჩუქნის....ქალი ყველაფერს ამრავლებს და აორმაგებს.....ასე რომ, თუ ცუდს გაუკეთებ, მზად იყავი უფრო მეტისთვის !!!

 

ეს ნაღდია, მართალი უთქვავს ვინცხას. :yes:

Link to post
Share on other sites

განათლებას თუ მისცემ კაცს, მიიღებ განათლებულ კაცს. თუ განათლებას მისცემ ქალს, მიიღებ განათლებულ მომავალ თაობას.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...