paraskeva 30 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 მერანი მყავს მტრედისფერი იცი, ყველა დილა მიყვარს, მერანი მყავს მტრედისფერი, ცხრა მთას ციმციმ გადამიყვანს, ლურჯა ჩემი ნატვრის ცხენი... უკან კი შენ შემოგისვამ, შემომხვიო ორივ ხელი, მწვერვალებზე შევხვდეთ ცისკარს, მე, შენა და ჩვენი ცხენი... ქვემოთ დარჩეს ეს სამყარო, თავის მიეთ–მოეთებით, რომ ვერავინ ვერ გაგვყაროს ვერც ჭორებით, ვერც ეჭვებით.. მიყვარს ჩემი ლურჯა ცხენი როცა თრთის და იწყებს ჭიხვინს, იცი, ნაღდად ესმის ჩემი, როდის მილხინს, ანდა მიჭირს... შემომიჯექ, ვერცხლის მთები, ერთხელ კიდევ დავიაროთ, დაგვხაროდნენ ვარსკვლავები, მზემ თვალები აბრიალოს... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 ქურდებისგან შეწუხებულმა პარიზის მოსახლეობამ მეფე "მზეს", ლუის XIV თხოვნით მიმართა მათ მოსაშორებლად. მეფემ წამში მიიღო კანონი -" ჩამოხრჩობა." როდესაც პირველი ქურდი ჩამოახრჩვეს პარიზის მოსახლეობა მოედანზე იყო შეკრებილი. სანამ ხალხი ან სანახაობით ერთობოდა ქურდული სამყარო მათ ბინებს ასუფთავებდა. კომუნისტების დროს ასეთი რამ მოხდა თბილისში; ერთ-ერთ ცნობილ "დელეცს" მოპარეს მანქანა. მან მილიციაში არ განაცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ ქურდებისგან მიიღო მადლობის წერილი და თეატრის ბილეთები მთელი ოჯახისთვის. სახლში თეატრიდან მობრუნებულ "დელეცს" ბინა "გატანილი" დახვდა. ჩემს ოჯახს კი დიდი დახმარება გაუწია ქურდულმა სამყარომ და მადლობის მეტი არა ეთქმით. წლების წინ მე და ჩემი ნაცნობი წავედით ტალინში , სადაც ერთ-ერთ სასტუმროში დაბრონილი ნომერი გველოდებოდა. რატომღაც მოხდა გაუგებრობა და ნომერი არ დაგვხვდა. გადავრეკეთ მოსკოვში ერთ-ერთ ნაცნობთან რომელმაც წამში დაგვიბრონა ნომერი "რასიაში" ჩვენ ავიღეთ მატარებლის ბილეთი და გამგავრებამდე ვიარეთ ტალინის ქუჩებში, რესტორნებში .... სახლში დარეკვა არც კი გამხენებია. ჩავედით მოსკოვში და ორი დღის მერე დავრეკე სახლში და ოჯახმა მშვიდად მიპასუხა.. გამიკვირდა მათი ასეთი სიმშვიდე... მოკლედ, ჩემს სახლში იყო თურმე პანაშვიდები )) ჩემს საძებნელად ჩაერთო საქართველოს და ტალინის გამოძიება. ტალინი ამბობს:- ვერ ვპოულობთ, ჩამოსვლით მართლა ჩამოვიდა, საავადმყოფოები, მორგები დავუარეთ არსად არ არისო. ჩემებიდან ერთს უთქვამს ქურდული სამყარო ჩავრთოთო... ჩემი მშობლები ისე ვერ ამღწერენ , როგორც ტალინელმა ქურდებმა აღმწერეს თურმე: რა მეცვა, რა მეხურა, სად წავედი, სად წამოვედი, მოსკოვში რომ წავედი , ისიც კი უთქვამთ. ნუ გეშინიათ , ცოცხალი და უვნებელიაო. ასე იყო ეს ამბავი. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 paraskeva იყო მათში ადრე რაღაც რომანტიული და მიმზიდველი, მანამ, სანამ ისინი პოლიტიკაში ჩაერთვებოდნენ და ბიზნესმენები გახდებოდნენ. "Не списывайте все преступления на воров и не делайте из них козлов отпущения. Мы несем свой крест чистоты воровской жизни. Она чище, чем вся ваша государственная конюшня" вася бриллиант ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 paraskeva იყო მათში ადრე რაღაც რომანტიული და მიმზიდველი, მანამ, სანამ ისინი პოლიტიკაში ჩაერთვებოდნენ და ბიზნესმენები გახდებოდნენ. "Не списывайте все преступления на воров и не делайте из них козлов отпущения. Мы несем свой крест чистоты воровской жизни. Она чище, чем вся ваша государственная конюшня" вася бриллиант მაგას ამბობს დიდი ვიტო კორლეონეც ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 მაგას ამბობს დიდი ვიტო კორლეონეც ეს ორი ადამინი ერთმანეთს ვერასდროს გაუგებდნენ ალბათ. სულ სხვა ღირებულებების მატარებლები იყვნენ... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 ეს ორი ადამინი ერთმანეთს ვერასდროს გაუგებდნენ ალბათ. სულ სხვა ღირებულებების მატარებლები იყვნენ... გეთანხმები, მაგრამ მთავრობაზე ვიტოც მასე ამბობდა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 ჯოჯოხეთი ეს სინდისის ქეჯნაა, მეტი არაფერი.. სწორედ ჯოჯოხეთში გაძლევენ შენს სინდისს ,რაზეც ამქვეყნად უარი თქვი, ხოდა მაშინ იწყება წამება თუ იწყება...თორემ ცეცხლის და კბილთა ღრჭიალის ნამდვილად არ მჯერა, მომკალით. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 ,,ვისაც არ ჰყავს გულის ვარდი, ღვინო შესვას ფერად ლალი, დაიჯერებს, რომ ნამდვილად მისთვის კვდება ყველა ქალი... ...სატრფო არ მყავს, ფული არ მაქვს, დარდი მაქვს და რაც ვარ, ეს ვარ. ამიტომაც სხვაზე მეტი, სამჯერ მეტი უნდა შევსვა" ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 „...რა ვქნა, ძალიან მიჭირს უშენობა, შენს სითბოს, შენს სუნთქვას ვერ ველევი,რაღაცა საოცრებას წარმოადგენ და თვითონაც არ იცი რამხელა სიხარული და სიყვარული ხარ, რამხელა სიმამაცე და შიშია შენში შერწყმული და ყველაფერს ამას ერთად აღებულს წარმოადგენ შენ, მხოლოდ შენ ...“-მწერდი. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 22, 2013 Report Share Posted August 22, 2013 Singing song from the heart As never been before You’re my lady love As far as I could see You’re my brightest star Who always twinkled in my heart Singing from the heart As never been before You are my soul and dream As I could have never seen You are my morning hope You are my journey for the day You are my dream of sleep Singing from heart As I could have never been You are my seasons of life My every rain, to drench my thirst of love My every ray of hope, bringing brightness into life My every cold and warmth, making us closer together Singing from my heart As I could have been My every flower indeed My queen of bee My sweetness of honey meant to be As singing again from my heart As we could never have thought This being the happiest moment Glaring and staring each other With every ambush Shying each other away Singing from the heart Moving far from fear Approaching each other Holding hand in hand And making every promise So that we will be together always As singing from the heart again Never meant to depart ever For the years mean to come again As this song of love Was meant for two hearts Residing and nurturing each other As love amongst us Would never end As singing from the heart Would never end And was not to mean to end again……!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 22, 2013 Report Share Posted August 22, 2013 Pouring Love When I ought To see through window Dribble Dazzle Dwelling thoughts With every moistened Earth and heart Making drenched Every Moment Unclear Image Of you Realistic When you waked me up Dreaming Coziness beneath surface Laid by you None out there Clearing dizziness inside Saw you Smiling at far Went out Trying to Capture Every droplet of tear That was raining Through your heart I saw none Drenching in Making me far aside Looking far end Many closer to my heart Saw spreading my love As running away for me Spreading my arms For the forgiveness For the Loveliness You had As Rain too Bought in happiness within. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 22, 2013 Report Share Posted August 22, 2013 Now and Then Penning down Invariably never thought After math of it Passerby coming in Asking many Thinking this heart never shared Or was in a sorrow of be wilderness At times touching everyone’s heart Some answered and some left questioned And at times boring in fact Flow of words meant from heart Some felt, learnt and many dreamt Some lost, gained and many never understood Stream of thoughts coming in Bundled, misshaped and tied Releasing only those That was easy to untie from many Nurturing beliefs of many Through every scribble Happened on to your heart As always this heart Meant to trouble you Feelings, emotions and love of words Attaching ever then before Knitting every dreams Of seeing this world differently Which in common forgotten Remembering, realizing Every other moment Passed on and coming by To every heart and soul attached Hope this heart Brings love and affection Hope this soul Remains the shadow of you Hope these mere words Brings a smile onto you At every moment of life Ever and ever again ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 22, 2013 Report Share Posted August 22, 2013 ჩემი სახლის წინ ვითომ გაფუჭებული მანქანა, მთელი ღამე რომ აკეთებდით შენ და შენი მეგობრები... უამრავი, უამრავი, უამრავი მინდვრის ყვავილი... ძვლივს ავიტანე სახლში.... ხევში გადასროლილი ჩემი ფეხსაცმელები.. ნუ დარდობ, მანქანაში ახლები გელოდებაო... სათევზაოდ , მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლისას , ქვებზე ზურგზე მოკიდებული დამატარებდი , წყალში ფეხი არ დაგისველდესო... მძინარეს მესმოდა ყურში ჩუმად ნათქვამი:- ჩემო ხატო, ჩემო... დაღლილს ,ჭურჭლის დარეცხვა მეზარებოდა:-მოდი კამათელი გავაგოროთ, ვინც წააგებს იმან გარეცხოს-მეთქი... შენ კი ვითომ წააგე.... ლაღი და დარდიანიიი... ცხვირს ცხვირზე გიჭახუნებ და ასე გემშვიდობებიიიი... დღეს უკვე ცაში ხარ!!! ოდესღაც ისევ შევხვდებით!!! ( გუშინ მთელი დღე ცუდად ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რატომ .. ... აი, თურმე ამიტომ) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 22, 2013 Report Share Posted August 22, 2013 რაც არ უნდა მისცე ქალს, ის აბრუნებს უფრო მეტს...აჩუქებ ოჯახს, ის გჩუქნის შვილს.... აჩუქებ სახლს, ის გიქმნის სიმყუდროვეს ამ სახლში...აჩუქებ ღიმილს, ის თავის გულს გჩუქნის....ქალი ყველაფერს ამრავლებს და აორმაგებს.....ასე რომ, თუ ცუდს გაუკეთებ, მზად იყავი უფრო მეტისთვის !!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 “სანამ კვდება ადამიანი, იგი შეიძლება უყვარდეთ, სძულდეთ, ენატრებოდეთ, დასტიროდნენ კიდეც, მაგრამ რაკი მოკვდება, ხელად საზოგადოებრივი ზეიმის რთულ ფორმალობათა მთავარ სამკაულად გადაიქცევა.” ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 “როცა კაცი ღარიბია, მუდამ ასე ფიქრობს ხოლმე – “ფული რომ მომცა, ჩემს კეთილ მეგობრებსაც გავუნაწილებო.” მაგრამ, გაჩნდება თუ არა ფული, გულმოწყალებაც ხელადვე ქრება.” ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 სულიერი განწყობილების მიხედვით ღვინის ბოთლები ასე შეიძლება დახასიათდეს: პირველი ბოთლის ყელს რომ ჩაცდება ღვინო --სერიოზული და გულითადი საუბარი; კიდევ ორი გოჯით დაბლა -სევდაგარეული ტკბილი მოგონებანი; სამი გოჯით უფრო დაბლა--ძველი ,ტკბილი სიყვარულის გახსენება; ერთი გოჯიც და--ძველი , მწარე სიყვარულის გახსენება; პირველი ბოთლის ფსკერზე --საერთო, გაურკვეველი ნაღველი; მეორე ბოთლის ყელამდე--შავი,საშინელი სასოწარკვეთილება; ორი თითის დადებით დაბლა--სიკვდილის ან აუხდენელი ოცნების სიმღერა; კიდევ ერთი გოჯით დაბლა--სხვა დანარჩენი სიმღერები, ვისაც რა ეხერხება. აქ უკვე წყდება ყოველგვარი დაყოფის ხაზები, გზები ირევა და თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ, ვინ საით მიდის. ამის შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 ჩვენ ვაშენებთ ფიქრებში კოშკებს, და ცხადში კი ქოხის კარს ვაღებთ! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 "შემთხვევა" ირაკლი ლომოური ეს მოხდა 1982 წლის 21 მარტს, კვირას, დღის 3 საათზე მეტროში, გაჩერებაზე „პოლიტექნიკური ინსტიტუტი“. ბაქანზე ოც კაცამდე თუ იქნებოდა (სამწუხაროდ, ზუსტი რაოდენობა შემდგომმა კვლევა-ძიებამ ვერ დაადგინა, ამ ამბის თვითმხილველთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ თავიდანვე ცხრამეტნი იყვნენ, მაგრამ, ზოგიერთი ცნობით, თავდაპირველად ოცი კაცი იყო და მერე ერთი უკვალოდ გაქრა. ასეა თუ ისე, ჩვენ ხელთა გვაქვს ჩვიდმეტი მგზავრის და მეტროპოლიტენის ორი მუშაკის ჩვენებები). 3 საათსა და 1 წუთზე მატარებელი გავიდა სადგურ „წერეთლის მოედნისაკენ“. 3 საათსა და 2 წუთზე იმავე ხაზზე გვირაბიდან გამოჩნდა მატარებლის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი პროცესია. ლიანდაგზე აქლემების ქარავანი მოდიოდა. წინ მედიდურად და ამაყად მოაბიჯებდა ლამაზად მორთული ერთკუზიანი თეთრი აქლემი. თეთრ ხილაბანდში გახვეულ მხედარს მაღლა აწვდილ, თითქოს გაშეშებულ ხელში ნახევარმთვარის მოყვანილობის მბზინავი ხმალი ეჭირა. შავგვრემან სახეს პირბადე უფარავდა. იერი მშვიდი და მკაცრი ჰქონდა. მას მოჰყვებოდნენ მძიმედ დატვირთული ჩვეულებრივი ორკუზიანი აქლემები, რომლებსაც, როგორც ჩანს, რიგითი ბედუინები მართავდნენ, სახეებზე გულგრილ, გაყინულ თავდარწმუნებასთან ერთად დაღლაც ეტყობოდათ. მძლავრად და სწრაფად მოდიოდნენ. სულ ათიდან ოცდაათამდე აქლემი იყო (ამ საკითხში ჩვენებები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ერთმანეთს). უკანასკნელ აქლემს თავიდან მხედარი თითქოს არ ჰყოლია, შემდეგ კი გაუჩნდა (?! — ესეც გაურკვეველი მომენტია). ქარავნის ფეხის ხმა ყრუ დგაფუნივით ისმოდა, დადგა ზოოპარკის, ოფლის მძაფრი და მჟავე სუნი. 3 საათსა და 4 წუთზე ქარავანი გვირაბში გაუჩინარდა. 3 საათსა და 5 წუთზე ჩამოდგა მატარებელი, რომელიც, რასაკვირველია, არავის არ დასჯახებია და რომლის მემანქანეს და მგზავრებს არაჩვეულებრივი არაფერი შეუმჩნევიათ. ბაქანზე მყოფი ცხრამეტი ადამიანი მარმარილოს ქანდაკებების სკულპტურული ჯგუფის შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორც ფერით, ასევე გახევებულობით. სიცოცხლის ნიშანწყალი პირველს დაეტყო ვინმე გაიოზ გობრონის ძე გიგაურს (34 წლის, უმუშევარი, გამოუსწორებელი ლოთი და მუქთახორა, ნასამართლევი წვრილმანი ხულიგნობისთვის), რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. 3 საათსა და 6 წუთზე მან აუტანელი ხარხარი ატეხა, ნანახი ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაცია ეგონა. იცინოდა გაუჩერებლად 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გული შეუწუხდა. ამ საზარელი ხმის გაგონებაზე მოქალაქე ზინაიდა ტერენტის ასულ ჯანიაშვილს (37 წლის, ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ლაბორანტი, გაუთხოვარი) დაეწყო ისტერიული კრუნჩხვები და მშობიარობა (უნდა აღინიშნოს, ჯანიაშვილი ამტკიცებს, თითქოს იგი არამცთუ ფეხმძიმედ არ ყოფილა, არამედ ქალწული იყო). ამ დროს მოქალაქე როზა რობერტის ასული გაგლოევა (51 წლის, დიასახლისი) გონებამიხდილი ძირს დაენარცხა და თავი გაიტეხა (ახლა გაგლოევა უჩივის მეტროპოლიტენის სამმართველოს, მოითხოვს ფულად კომპენსაციას 500 მან. ოდენობით, თუმცა კომოციო* სუსტი ფორმისა მიიღო). მატარებლიდან გადმოსული მგზავრები დაუყოვნებლივ მისცვივდნენ ჯანიაშვილსა და გაგლოევას კეთილშობილური სურვილით, აღმოეჩინათ პირველადი დახმარება, მაგრამ აქ მათი ყურადღება მიიპყრო და შეაფერხა შემდეგმა ფაქტმა, ერთდროულად კიდევ თოთხმეტ მოქალაქეს წაუვიდა გული (რვა ქალსა და ექვს მამაკაცს), ხოლო ვინმე პავლე მიტროფანეს-ძე პეტროვი (67 წლის, პენსიონერი) მუხლებზე დაემხო და მხურვალე ლოცვა და ქვითინი მორთო, თან მკერდში გამეტებით იცემდა მჯიღს. ჯუმბერ მარლენის-ძე ქობულაშვილს (42 წლის, პარტიული, თბილკოოპვაჭრობის #20 მაღაზიის გამგე), ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ დაიბნა მოქალაქე მერაბ ზურაბის ძე ზურიკაშვილი (26 წლის, კომკავშირელი, სპი-ს სტუდენტი), რომელიც ის იყო ბაქანზე შემოვიდა და რომელიც მართლაც რომ ქების ღირსია. მან მსწრაფლ გამოიძახა მილიციაცა და სასწრაფო დახმარებაც, შემდეგ შეძლებისდაგვარად მიეხმარა ჯანიაშვილს. ნახევარ საათში ცხრამეტივე დაზარალებული და ახალშობილი (ბიჭი, 4 კგ) მორიგე საავადმყოფოში მოათავსეს. აღიძრა საქმე, დაიწყო ძიება. ოპერატიულმა ჯგუფმა კაპიტან ამირან ტოროშელიძის მეთაურობით შეისწავლა შემთხვევის ადგილი და აღმოაჩინა პირველი, და როგორც რამდენიმე დღეში გახდა ცხადი, ერთადერთი მატერიალური საბუთი, რომელიც გარკვეულწილად ადასტურებდა ცხრამეტი მოქალაქის მონათხრობს, - მოშავო-მოყავისფრო ფერის, მძაფრი არასასიამოვნო სუნის მქონე მკვრივი კონსისტენციის ნივთიერება (500 გრ). საგანგებო კომისიამ, რომელშიც შევიდნენ სპეციალისტები სხვადასხვა კომპეტენტური უწყებებიდან, გულმოდგინე ანალიზის შემდეგ დაასკვნა, რომ ეს იყო საქონლის ჩვეულებრივი ექსკრემენტი, ანუ ნეხვი (სავსებით დასაშვებია, აქლემისაც). დეტალური და ჯვარედინი დაკითხვის შედეგად აღდგა, უფრო ზუსტად, რეკონსტრუირებულ იქნა შემთხვევის სურათი, მისი თანამიმდევრობა და ხანგრძლივობა, მაგრამ ამან, სამწუხაროდ, ნათელი ვერ მოჰფინა უჩვეულო ინციდენტს. გამოძიების მსვლელობისას ბევრი საინტერესო ფაქტი ამოტივტივდა, თუმცა არცერთი მათგანი 21 მარტს მომხდარ შემთხვევას უშუალოდ არ ეხებოდა (ასე მაგალითად, ჯ. მ. ქობულაშვილმა გულახდილად აღიარა სამრეწველო საქონლის დატაცების მრავალრიცხოვანი შემთხვევები, გ. გ. გიგაური გამოტყდა ფულის გამოძალვის მცდელობაში, ს.ჯ. ყარალაშვილმა აღიარა სისტემატური მექრთამეობა, ა. ტ. ლაბაძეს ჰყოლია ოთხი ცოლი რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებში და ა.შ. თითქმის ყველას აღმოაჩნდა სათქმელი და მოსანანიებელი. უნდა ვივარაუდოთ, ასეთი უპრეცედენტო გულახდილობა გამოიწვია ნერვულმა შოკმა). ვერაფრით ვერ გაირკვა, ყველა მცდელობის მიუხედავად, არსებობდა თუ არა ამ ამბის მეოცე მონაწილე და თუ არსებობდა, სად გაქრა. მოქალაქე ირინე გრიგოლის ასული დვალიშვილი (19 წლის, კომკავშირელი, თსუ-ს სტუდენტი), რომელმაც ყველაზე სრულად აღწერა მისი გარეგნობა (მაღალი, გამხდარი, გაბურძგნული შავი თმებით, გაუპარსავი, ჯინსებიან-ტყავისქურთუკიანი, 20-22 წლის), ამტკიცებს, რომ უცნობი ქარავანს გაჰყვა, მაგრამ დანარჩენი ჩვენებები ამას უარყოფენ. კომისიამ და სპეციალურმა ჯგუფმა 3 თვის მუშაობის შემდეგ ფენომენი მასობრივი ჰიპნოზით ახსნა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ვერ მიუთითებს გვირაბში ექსკრემენტის გაჩენის დამაჯერებელ მიზეზს. საქმე დაიხურა და არქივს გადაეცა. ქალაქში მითქმა-მოთქმა და ჭორები კიდევ დიდხანს ვრცელდებოდა. ზოგიერთი ამ ამბავს პლანეტების აღლუმს აბრალებდა, ზოგი ინფრაბგერებს, და ზოგიც ბერმუდის სამკუთხედს ან მფრინავ თეფშებს. ნელ-ნელა ცხრამეტივე მოქალაქე დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას, დრომ და განსაკუთრებულმა მკურნალობამ თავისი გაიტანა (დანაშაულებანი აპატიეს, გაითვალისწინეს რა დაზარალებულთა მძიმე სულიერი მდგომარეობა). გიგაური გამოსწორდა, ქობულაშვილიც, ყარალაშვილიც, ლაბაძეც და სხვებიც, მხოლოდ გაგლოევას არ ეშველა არაფერი, კვლავაც ჩივის და მოითხოვს ფულად კომპენსაციას 500 მან. ოდენობით. ჯანიაშვილის ბავშვი (რომელსაც რატომღაც მაჰმუდი დაარქვა), მშვენივრად გრძნობს თავს, თუმცა უმამოდ კი იზრდება. ყველანი კარგად არიან, მხოლოდ მეტროს ერიდებიან და აღარ სარგებლობენ მიმოსვლის ამ სწრაფი, იაფი და მოსახერხებელი საშუალებით, თუმცა ეს არცაა ალბათ გასაკვირი. არის გამონაკლისიც. დვალიშვილი ყოველ დღე ჩადის „პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ ბაქანზე და დიდხანს რჩება იქ უსაქმოდ, თითქოს ვიღაცას ელოდება. ვის ელოდება?! ან რას ელოდება?! 1981 ----- კომოციო - ტვინის შერყევა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 მითხარი, რას კითხულობ ფეხსალაგში და გეტყვი, რა ხვითოცა ბრძანდები. ძველი ჩინური ანდაზა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 კაცს გველის სიბრძნე თუ არა აქვს, გველივით კანს ვერ გამოიცვლის. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 ჩვენი სისხლი დევის სისხლია. ზეკაცების მოდგმას ჩიაკაცები ნამუსს ვერ ახდიან. ვერც მოტყუებით, ვერც მზაკვრობით და ვერც ღალატით. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ გაგვყიდეს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 საქართველო ჯადოსნური ნოხია და ზედ მუდამ,ფარჩაკების დოღია! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 რაც არ უნდა მისცე ქალს, ის აბრუნებს უფრო მეტს...აჩუქებ ოჯახს, ის გჩუქნის შვილს.... აჩუქებ სახლს, ის გიქმნის სიმყუდროვეს ამ სახლში...აჩუქებ ღიმილს, ის თავის გულს გჩუქნის....ქალი ყველაფერს ამრავლებს და აორმაგებს.....ასე რომ, თუ ცუდს გაუკეთებ, მზად იყავი უფრო მეტისთვის !!! ეს ნაღდია, მართალი უთქვავს ვინცხას. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 განათლებას თუ მისცემ კაცს, მიიღებ განათლებულ კაცს. თუ განათლებას მისცემ ქალს, მიიღებ განათლებულ მომავალ თაობას. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.