Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

მოპასანი: თუ ქალი მალე დათანხმდა მამაკაცს, ეს მამაკაცის დამსახურება არ არის, არამედ, იმ ქალების, რომლებიც მანამდე ჰყოლია.

 

 

(რაღაც ვერ გავიგე :scratchchin: )

Link to post
Share on other sites

post-30-0-38305400-1378918210_thumb.jpg

 

ისინი იყვნენ ორნი – ქალი და კაცი. მათ სადღაც იპოვეს ერთმანეთი და ახლა ცხოვრობდნენ ერთად, ერთი ცხოვრებით, ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ მოწყენილი და საერთოდ, ორი ძალიან ბედნიერი ადამიანის ძალზე ჩვეულებრივი ცხოვრებით.

 

ისინი ბედნიერები იყვნენ იმიტომ, რომ იყვნენ ერთად!

 

ქალი ელოდებოდა კაცს, ხვდებოდა და აცილებდა, უვლიდა სახლს, რომ კაცს იქ დახვედროდა სითბო და კომფორტი… სხვები კი ამბობდნენ:

„რატომაც არა! ასეთი ქალი ხელის გულზე უნდა ატარო, აბა რა. ის ხომ ოჯახისთვის არის შექმნილი. რა გასაკვირია, რომ კაცი ასეთი ბედნიერია.“

 

ისინი კი მხოლოდ იცინოდნენ და არავის ეუბნებოდნენ, რომ დიახ, ის შექმნილი იყო ოჯახისთვის, მაგრამ მხოლოდ ამ კაცთან, რომელსაც ბედნიერი შეუძლია იყოს, მხოლოდ ამ ქალის სახლში. ეს იყო მათი პატარა საიდუმლო.

 

 

 

კაცი მიდიოდა, წაიბორძიკებდა, ეცემოდა, იმედი უცრუვდებოდა, იღლებოდა და… სხვები ამბობდნენ:

„რაში სჭირდება ამ ქალს ასეთი დაუძლურებული და დატანჯული კაცი? ირგვლივ ხომ უამრავი ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცია?!“

 

მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ ქალისთვის ამ კაცზე უფრო ძლიერი არავინ იყო ამ ქვეყნად, ისინი ხომ ერთად იყვნენ და ქალს ისეთი თავდავიწყებით უყვარდა ის, რომ სწორედ ეს სიყვარული აძლევდა კაცს უზარმაზარ ძალას. ეს იყო მისი საიდუმლო.

 

ქალი უხვევდა მას ჭრილობებს, ღამეებს უთევდა, თავზე ევლებოდა, მაგრამ ხშირად მოიწყენდა ხოლმე და ტიროდა… და მაშინ სხვები ამბობდნენ:

„რა იპოვამ ამ კაცმა მაგ ქალში? მას ხომ სახე დანაოჭებელი აქვს, ხოლო თვალის უპეები – ჩალურჯებული. ირგვლივ ხომ უამრავი ახალგაზრდა და ლამაზი ქალია.“

 

მაგრამ არავინ იცოდა, რომ მისთვის ეს იყო ყველაზე ლამაზი ქალი მთელს სამყაროში. განა შეიძლება ვინმე შეედაროს სილამაზით იმ ქალს, ვინც უყვართ? მაგრამ ეს იყო მისი საიდუმლო.

 

და ცხოვრობდნენ ისინი ასე, უყვარდათ ერთმანეთი და იყვნენ ბედნიერები! სხვებს უკვირდათ: „როგორ შეიძლება ადამიანებს ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთმანეთი არ მობეზრდეთ?

 

ქალი და კაცი კი ამაზე არაფერს ამბობდნენ….

უბრალოდ, ისინი იყვნენ ორნი, მაგრამ ერთად!

ხოლო სხვები იყვნენ ბევრნი, მაგრამ ცალ–ცალკე…

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

ვაიმეეე, დღეს ჟაკეთით გავედი ქუჩაში და უჟაკეტოთ დავბრუნდი... :scratchchin: სად დავკარგე? დავიარე ხელახლა ქუჩები , ვინ გააჩერებდა, ისეთი უცხო და ლამაზი ჟაკეტი იყო... თავი გამისკდა ფიქრით :karochera:

Link to post
Share on other sites

ვაიმეეე, დღეს ჟაკეთით გავედი ქუჩაში და უჟაკეტოთ დავბრუნდი... :scratchchin: სად დავკარგე? დავიარე ხელახლა ქუჩები , ვინ გააჩერებდა, ისეთი უცხო და ლამაზი ჟაკეტი იყო... თავი გამისკდა ფიქრით :karochera:

ბეწვზე ხარ ეკა გადარჩენილი,კიდევ კარგი რომ არ გეცვა. :old:

Link to post
Share on other sites

მოპასანი: თუ ქალი მალე დათანხმდა მამაკაცს, ეს მამაკაცის დამსახურება არ არის, არამედ, იმ ქალების, რომლებიც მანამდე ჰყოლია.

 

 

(რაღაც ვერ გავიგე :scratchchin: )

 

 

მორალი ასეთია: რაც მეტი ქალი ეყოლება მამაკაცს მით უკეთ ესმის ქალების, რაც უკვე შემდეგი ქალის გულის მოსაგებად ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს.

Link to post
Share on other sites

ბეწვზე ხარ ეკა გადარჩენილი,კიდევ კარგი რომ არ გეცვა. :old:

სწორი ხარ, თორემ მეც დავიკარგებოდი :91: ისე .კი დამწყდა გულიიიიი რომ დავკარგეეე :( მაგრამ, არა უშავს..

:*

Link to post
Share on other sites

მორალი ასეთია: რაც მეტი ქალი ეყოლება მამაკაცს მით უკეთ ესმის ქალების, რაც უკვე შემდეგი ქალის გულის მოსაგებად ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს.

:yes:

Link to post
Share on other sites

 

 

 

მე წავალ შენგან შემოდგომის სევდიან ღამეს,

და დაგიტოვებ ყვითელ ფოთლებს,შემკრთალ იმედებს,

ფიქრებს გაცრეცილს,მოგონებად ქცეულ წამებსაც,

შეველევი და უყოყმანოთ გამოვიმეტებ...

მე წავალ შენგან,გავიყოლებ სევდის ნამსხვრევებს,

გულს გადავუშლი ფურცლებს და ნანატრ სტრიქონებს,

მერე იწვიმებს,ნაცრისფერი იქნება დილა,

ვივლი წვიმაში,ვიოცნებებ და მოგიგონებ...

მოგენატრები,ერთხელ მაინც მოგენატრები,

სიგარეტის კვამლს გააყოლებ მზერას ფიქრებად,

სულ ერთი წამით გაიელვებს ჩემი ხატება

სულ ერთი წამით,ჰოი როგორ გაგიჭირდება...

მე წავალ შენგან შემოდგომის ლამაზ საღამოს,

წავალ ამაყად,არც რამეს გთხოვ,არც დაგპირდები,

მერე იწვიმებს სევდანარევ წვიმიან ღამეს

ქუჩის კუთხეში ჩამოვჯდები და ავტირდები...

Link to post
Share on other sites

შემოდგომის სუნია. მე მიყვარს რუსული შემოდგომა. რაღაც წარმოუდგენლად სევდიანი, მიმზიდველი და

ლამაზი. საშინლად მინდება წეროებთან ერთად სადმე შორს გაფრენა. [ჩეხოვი]

Link to post
Share on other sites

ზამთარი გრავიურაა, გაზაფხული - აკვარელი, ზაფხული - ზეთის საღებავით შესრულებული ტილო, ხოლო შემოდგომა - სამივე მათგანის მოზაიკა.

 

შემოდგომა - წლის უკანაკნელი, ყველაზე შთამბეჭდავი ღიმილია.

 

 

შემოდგომა - მეორე გაზაფხულია, როდესაც თითოეული ფოთოლი - ყვავილია.

 

 

 

 

post-30-0-49818000-1378980764_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მე ვენდობი ბუნებას მისი სილამაზისა და პრაქტიკულობის კანონად ქცეული წესების გამო: კაცობრიობის დასასრულამდე გაზაფხული დათესს და შემოდგომა მომკის.

Link to post
Share on other sites

როდესაც შენს ცხოვრებაში ჩნდება განსაკუთრებული ადამიანი, შემოდგომაც უფრო ლამაზი გეჩვნება...ვეღარ ამჩნევ წვიმას.. მხოლოდ ფერად ქოლგებს!

 

ბედნიერება შეიძლება დადგეს ნებისმიერ სეზონზე. ბედნიერება - ზოგაგად , ასე ვთქვთ, მეხუთე სეზონია, რომელიდ დგება, არ აქცევს ყურადღევას დროს,თარიღს, კალენდარს და მსგავსს. ის ჰგავს მუდმივ გაზაფხულს, რომელიც მუდამ შენთანაა, ორანჟერეის ვიწრო, მინის სარკმელს მიღმა.

Link to post
Share on other sites

მე მინდა დავინახო, როგორ ჩამოვარდება უკანაკნელი ფოთოლი. მე დავიღალე ლოდინით. მე დავიღალე ფიქრით. მე მინდა გავთავისუფლდე ყველალფრისგან, რაც მბოჭავს - გავფრინდე, სულ ქვემოთ და ქვემოთ, როგორც ერთ-ერთი სევდიანი,დაღლილი ფოთოლი. [ო.ჰენრი]

 

ირგვლივ ნესტიანი და ცივი ამინიდა, თითქოს სწორედ დღეს დადგა ზაფხულის აღსასრული. უკვე ჰაერში ტრიალებს ცუდად განათებული ტროტუარების, მობუზული მხრებისა და თავზე კაპიშონის სურნელი.

შემოდგომა - ადამიანის სულშია. როგორც გაზაფხული, ზაფხული, ნებისმიერი სეზონი, ნებიზსმიერი ამინდი. ასე რომ ერთი და იმავე წვიმას ზოგი ხელებგაშლილი, სიხარულით აღსავსე ეგებება, ხოლო მეორე იშმუშნება, სევდით ივსება და უფრო მეტაც იმალება საწვიმარში. ამინდი ჩვენშია, ხოლო წვიმა...უბრალოდ წვიმს. ბოროტებისა და სიკეთის, ბედნიერებისა და სევდის ფერებმოკლებული, წვიმა მოდის ჩვენს სულებში.

Link to post
Share on other sites

შემოდგომა ტოვებს თავის სიმსუბუქეს, ნელ-ნელა გადადის ცივ და სუსხიან სეზონში. არც კი მახოვს, რომ ზაფხულს დამშვიდობება მაინც მოესწროს.

 

როგორც არ უნდა უწევდეს წინააღმდეგობას მეგაპოლისი, შემოდგომის სუფთა და სასიამოვნო არომატს მაინც ვერ დამარხავს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...