Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

ეს სურათია და ცოცხლად უნდა ნახო....თვალის მოწყვეტა არ მოგინდება. დაბნელებამდე ვუყურებ ხოლმე.

 

 

რა სილამაზეაააა!!! :*

Link to post
Share on other sites

paraskeva

 

 

ცოტა შეანელე გოგო, ვერ გეწევი წაკითხვაში.

 

შენ ქუხნა დაუძახე და რამხელა ფილოსოფია გიდევს აქანე.

 

მართლა გაქანებული გურული ხარ. :*

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

paraskeva

 

 

ცოტა შეანელე გოგო, ვერ გეწევი წაკითხვაში.

 

შენ ქუხნა დაუძახე და რამხელა ფილოსოფია გიდევს აქანე.

 

მართლა გაქანებული გურული ხარ. :*

 

შემოგევლეეე :*

Link to post
Share on other sites

შემოდგომა

 

მე ვარ შემოდგომა

მე ვარ შემოდგომა ჭრელი მოზაიკა . . . . ელვად მოხატული ფერთა გალერეა

ღრუბელთ სინოტივე, სულში ლოცვად მიკრავს , თუკი რა თქმა უნდა გზა არ ამერია;

მე ვარ შემოდგომა მტევნის გაფიცხება, სისხლის ადუღება ბადაგ - შარბათებით;

ვიწყებ ენკენის თვით , მერე სიცივით და მერე წვიმებით და . . . .ზამთრით გავთავდები;

მე ვარ შემოდგომა, უხმო გაშიშვლება, უხმო დაჭკნობა და ფოთოლთ სინანული.

ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება, ბოლო სიმძაფრით და ბოლო სიყვარულით.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ფოთოლცვენა, შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების,

ერთ დროს დამდაგველი მწველი მხურვალება, ბოლოს ფიქრებით და სევდით ვიმალები,

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ განშორება, მე ვარ მონატრება, მე ვარ სიმარტოვე

ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს – მერცხლები და მე შენ მიგატოვებ.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გარინდება, მე ვარ ჩავლილი და მე ვარ წარსული,

მე ვარ მოფერება, მე ვარ დაბინდება, მე ვარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის,

მე ვარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა, კვნესა გარეული ხიბლი ამინდების

მე ვარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება, მე ვერ დავდუმდები, მე ვერ დავმშვიდდები

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაღლილი, მზერაგადამწვდარი და თრობამორეული,

მე ვარ აუხსნელი, მე ვარ ასახსნელი, მე ვარ ახლობელი მე ვარ შორეული.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გაფითრება, მე ვარ სასწაულის მკვეთრი ნაბიჯები,

მე ის სიკეთე ვარ რომ არ გაითვლება მე ის ბავშვობა ვარ რომ არ დავდინჯდები

მე ვარ დასასრული არსის გამართლება , თუმცა ულაზათოდ მე არ დავსრულდები.

მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაბნევა, მე ვარ გადანგრევა უცხო პალიტრების

მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ სიკვდილი და მე ვარ მოლოდინი დიდი დაფიქრების,

მე ვარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა, ფერთა ჯადოსნური ხილვის გალერეა,

თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან და ამ სამყაროში გზები ამერია.

Link to post
Share on other sites

როგორ წაიყვანეს ბაჭიკელა ქალბატონი ფისუნიას საბავშვო ბაღში

ზღაპარი ლევანოსთვის

 

იყო და არა იყო რა იყო ერთი კურდღლების ოჯახი. მამა კურდღელი, დედა კურდღელი და შვილი ბაჭიკელა. ეს ბაჭიკელა ერთი ცელქი და მოუსვენარი ვინმე იყო. მშობლებს ძალიან უყვარდათ , ანებივრებდნენ და ამიტომ მის ყველა ახირებას მოთმინებით იტანდნენ. ერთი პატარა ლექსიც კი არ იცოდა. ხუთოს ფარგლებში მიმატება-გამოკლებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. მეზობლები ეუბნებოდნე მის მშობლებს: მიიყვანეთ თქვენი შვილი რომელიმე საბავშვო ბაღში, იქნებ რამე ისწავლოსო. -- არაო, ჩვენს შვილიკოს ბაღისთვის როგორ გავიმეტებთო.-პასუხობდნენ ბაჭიკელას მშობლები.

იქვე მეზობლად ცხოვრობდა ერთი კეთილი მეზობელი დათუნია-დრუნჩა. ლამაზი და მოვლილი ბაღ-ბოსტანი ჰქონდა .კვირაში ერთხელ ცოტა ხილს ან ბოსტნეულს მიუკითხავდა მეზობლებს და მათ შორის ჩვენს კურდღლების ოჯახსაც.

ერთ დილით დათუნია-დრუნჩამ შეამჩნია, რომ მის ბოსტანში ღამით ვიღაც გადაპარულიყო და კომბოსტო მოეპარა. ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე. ერთ ღამეს დათუნიამ არ დაიძინა, იქვე კიბეზე ჩამოჯდა, თოფით ხელში, რომ არ ჩასძინებოდა ჩიბუხს აბოლებდა. გვიან ღამით ხრაშა-ხრუში მოესმა ბოსტნიდან. დათუნია ფრთხილად წამოდგა და დაუპატიჟებელ სტუმარს თავზე წამოადგა. და ვინ შერჩა ხელში? ჩვენი ცელქი ბაჭია. სტაცა ყურებში ხელი, საცოდავად აფართხალებდა ბაჭია უკანა თათებს.

დედა კურდღელს და მამა კურდღელს გემრიელად ეძინათ, რომ უცბად ტელეფონის ზარი გაისმა. მამა კურდღელმა ზანტად და მთქნარებით უპასუხა:- გისმენთ!

დედა კურდღელმა ყურები ცქვიტა , მაგრამ არ შეიმჩნია თითქოს არ ესმოდა.

-გისმენთ!

-გამარჯობათ ბატონო კურდღელო.- გაისმა ბოხი ხმა. თქვენი მეზობელი დათუჩა ვარ.

- რაშია საქმე, ბატონო დათუჩა, ამ შუაღამისას რამ შეგაწუხათ?- მთქნარებით შეეკითხა მაამ კურდღელი.

- იცით, თქვენი ბაჭიკელა... და მამა კურდღელმა სიტყვაის დასრულება არ აცალა.

- რას სჭირს ჩემს შვილს ?

- არაფერი, აქ არის ჩემთან.

- თქვენთან რა უნდა, ამ დროს ბაჭიებს სძინავთ ხოლმე, რამე ხომ არ გეშლებათ.- თქვა მაამ კურდღელმა გა გადახედა დედა კურდღელს რომელიც საწოლზე წამომჯდარიყო.

-რა მოხდა?- შეშინებული ხმით იკითხა დედამ

- წადი, ბაჭიკელა ნახე , მის ოთახში თუ არის.- უთხრა მეუღლემ

--აბა სად უნდა იყოს, ხომ არ გაგიჟდით ორივე?- თქვა დედამ და ფლოსტების ფრატუნით წავიდა შვილის ოთახისკენ .. შეაღო კარები და რას ხედავს? საწოლი ცარიელია და ფანჯარა კი მოღიადებული.

-ვაიმე , შვილო!- იკივლა დედამ

მშობლებამ წავიდნენ ბატონ დათუჩასთან. ბაჭიას ცრემლები ღაპაღუპით მოდიოდა. მამამ დააპირა ყურზე ეტაცა მისთვის ხელი, მაგრამ კეთილი მეზობელი გადაეღობა და შეაჩერა.

-რა ვქნათ , ეს როგორ შეგვარცხვინა, როგორ.- ვიშვიშებდა დედა კურდღელი.

- სულ შენი ბრალია!- კბილებიდან სცრიდა სიტყვებს მამა კურდღელი. -აი, შენი ნაქები შვილი.

- ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოთ,- დაიწყო საუბარი დათუჩამ. -აუცილებელია.

- კი მარა, ჩვენს ქალაქში რომელია კარგი ბაღი?- თითქმის ერთად იკითხეს მშობლებმა.

- ეტყობა არ იცით. ეს ქალბატონი ფისუნიას ცნობილი ბაღია.

მეორე დილით როცა მამა კურდღელი სამსახურში წავიდა,დედა კურდღელმა , რომელიც დილიდანვე გამოპრანჭული იყო საუზმის შემდეგ ბაჭიკელა წაიყვანა ქალბატონი ფისუნიას ბაღისკენ.

გზად მგელი შემოხვდათ, გაპრიალებულ მანქანაში იჯდა და მისი ლეკვები ბაღისკენ მიყავდა.

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

როგორ წაიყვანეს ბაჭიკელა ქალბატონი ფისუნიას საბავშვო ბაღში

ზღაპარი ლევანოსთვის

 

იყო და არა იყო რა იყო ერთი კურდღლების ოჯახი. მამა კურდღელი, დედა კურდღელი და შვილი ბაჭიკელა. ეს ბაჭიკელა ერთი ცელქი და მოუსვენარი ვინმე იყო. მშობლებს ძალიან უყვარდათ , ანებივრებდნენ და ამიტომ მის ყველა ახირებას მოთმინებით იტანდნენ. ერთი პატარა ლექსიც კი არ იცოდა. ხუთოს ფარგლებში მიმატება-გამოკლებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. მეზობლები ეუბნებოდნე მის მშობლებს: მიიყვანეთ თქვენი შვილი რომელიმე საბავშვო ბაღში, იქნებ რამე ისწავლოსო. -- არაო, ჩვენს შვილიკოს ბაღისთვის როგორ გავიმეტებთო.-პასუხობდნენ ბაჭიკელას მშობლები.

იქვე მეზობლად ცხოვრობდა ერთი კეთილი მეზობელი დათუნია-დრუნჩა. ლამაზი და მოვლილი ბაღ-ბოსტანი ჰქონდა .კვირაში ერთხელ ცოტა ხილს ან ბოსტნეულს მიუკითხავდა მეზობლებს და მათ შორის ჩვენს კურდღლების ოჯახსაც.

ერთ დილით დათუნია-დრუნჩამ შეამჩნია, რომ მის ბოსტანში ღამით ვიღაც გადაპარულიყო და კომბოსტო მოეპარა. ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე. ერთ ღამეს დათუნიამ არ დაიძინა, იქვე კიბეზე ჩამოჯდა, თოფით ხელში, რომ არ ჩასძინებოდა ჩიბუხს აბოლებდა. გვიან ღამით ხრაშა-ხრუში მოესმა ბოსტნიდან. დათუნია ფრთხილად წამოდგა და დაუპატიჟებელ სტუმარს თავზე წამოადგა. და ვინ შერჩა ხელში? ჩვენი ცელქი ბაჭია. სტაცა ყურებში ხელი, საცოდავად აფართხალებდა ბაჭია უკანა თათებს.

დედა კურდღელს და მამა კურდღელს გემრიელად ეძინათ, რომ უცბად ტელეფონის ზარი გაისმა. მამა კურდღელმა ზანტად და მთქნარებით უპასუხა:- გისმენთ!

დედა კურდღელმა ყურები ცქვიტა , მაგრამ არ შეიმჩნია თითქოს არ ესმოდა.

-გისმენთ!

-გამარჯობათ ბატონო კურდღელო.- გაისმა ბოხი ხმა. თქვენი მეზობელი დათუჩა ვარ.

- რაშია საქმე, ბატონო დათუჩა, ამ შუაღამისას რამ შეგაწუხათ?- მთქნარებით შეეკითხა მაამ კურდღელი.

- იცით, თქვენი ბაჭიკელა... და მამა კურდღელმა სიტყვაის დასრულება არ აცალა.

- რას სჭირს ჩემს შვილს ?

- არაფერი, აქ არის ჩემთან.

- თქვენთან რა უნდა, ამ დროს ბაჭიებს სძინავთ ხოლმე, რამე ხომ არ გეშლებათ.- თქვა მაამ კურდღელმა გა გადახედა დედა კურდღელს რომელიც საწოლზე წამომჯდარიყო.

-რა მოხდა?- შეშინებული ხმით იკითხა დედამ

- წადი, ბაჭიკელა ნახე , მის ოთახში თუ არის.- უთხრა მეუღლემ

--აბა სად უნდა იყოს, ხომ არ გაგიჟდით ორივე?- თქვა დედამ და ფლოსტების ფრატუნით წავიდა შვილის ოთახისკენ .. შეაღო კარები და რას ხედავს? საწოლი ცარიელია და ფანჯარა კი მოღიადებული.

-ვაიმე , შვილო!- იკივლა დედამ

მშობლებამ წავიდნენ ბატონ დათუჩასთან. ბაჭიას ცრემლები ღაპაღუპით მოდიოდა. მამამ დააპირა ყურზე ეტაცა მისთვის ხელი, მაგრამ კეთილი მეზობელი გადაეღობა და შეაჩერა.

-რა ვქნათ , ეს როგორ შეგვარცხვინა, როგორ.- ვიშვიშებდა დედა კურდღელი.

- სულ შენი ბრალია!- კბილებიდან სცრიდა სიტყვებს მამა კურდღელი. -აი, შენი ნაქები შვილი.

- ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოთ,- დაიწყო საუბარი დათუჩამ. -აუცილებელია.

- კი მარა, ჩვენს ქალაქში რომელია კარგი ბაღი?- თითქმის ერთად იკითხეს მშობლებმა.

- ეტყობა არ იცით. ეს ქალბატონი ფისუნიას ცნობილი ბაღია.

მეორე დილით როცა მამა კურდღელი სამსახურში წავიდა,დედა კურდღელმა , რომელიც დილიდანვე გამოპრანჭული იყო საუზმის შემდეგ ბაჭიკელა წაიყვანა ქალბატონი ფისუნიას ბაღისკენ.

გზად მგელი შემოხვდათ, გაპრიალებულ მანქანაში იჯდა და მისი ლეკვები ბაღისკენ მიყავდა.

გაგრძელება იქნება... გახსენება მჭირდება.. :scratchchin: აუ, რაების ვიგონებდიიიი.... :91:

Link to post
Share on other sites

ასეთია ზუსტად, ერთლულიანი... ამაზე უნდა ვიმეცადინო დამიზნება :) გაკვეთილი მექნება ჩასაბარებელი ჯაბასთან... :)

 

 

 

post-30-0-99160300-1381254348_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მომიყვანეს, გადაიხადეს პატარა რაღაც ქორწილივით, შემაბეს და შევები მეც საქმეში კალოს ცხენივით, ვაბივარ და ვტრიალებ თვალებახვეული. მეტი რა გზა მაქვს, ქართველი ქალი ვარ, დედ-მამის შვილი, ნათესავების პატრონი, ვაბივარ და ვტრიალებ, მაგრამ გული ხომ მაინც გულია, გული მაინც თავისას შვრება: საკენკს რომ გამოვიტან ხონჩით, გავიქნევ ხელს აესე, თვალს გავაყოლებ ჩემს მკლავს, ვიგრძნობ, რომ ისევ ფეხის წვერებზე ვდგევარ, ისევ მიბიბინებს ნიავი თმასა და წამწამებს, ისევ ლამაზი ვარ დედოფალივით, ამომიჯდება გული, შევალ საქათმეში, ვითომ საბუდრების ამოსალაგებლად, ვიტირებ, ვიტირებ და გამოვალ.

 

ოთხი შვილი გავაჩინე და გავზარდე, ტანი არ დამიკლია არც ერთისთვის და ფეხი. სულ მალე ხომ აღარც სატირალი მქონდა რამე, მიწამ ჩაიტანა, კალომ ჩაფშვნიტა ჩემი სილამაზე.

განა მარტო მე? რამდენი ჩემისთანა სილამაზე განიავდა კალოს ბზესთან ერთად!

 

გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმისი მაქებარიც, ერთ ისეთ კოცნად არა ღირდა, ეხლა კინოში რომ ჰკოცნიან ქალი და კაცი ერთმანეთს!

 

რევაზ ინანიშვილი

მოთხრობიდან "ძველი ქართველი ქალი"

Link to post
Share on other sites

დათო ქარდავა – წვერა, მურწა, ჭანარი…

 

 

ყველა დიდი ქალაქი დიდი მდინარის პირასაა გაშენებული. შესაბამისად, გადახლართულია ქალაქისა და მდინარის თავგადასავლებიც. ცხადია, ამ მხრივ გამონაკლისი არც მტკვარ-თბილისის წყვილია, თუმცა ამის მიუხედავად მტკვარს – საქართველოს უპირველეს მდინარეს, სხვა დიდი მდინარეებისგან განსხვავევბით, დღემდე არ ღირსებია მეტ-ნაკლებად სრულყოფილი აღწერა, გამოკვლევა და, თუ გნებავთ, ბიოგრაფია. დათო ქარდავას წიგნი “მტკვარი და მისი ორი ნაპირი”, რომელსაც სულ მალე ბაკურ სულაკაური გამოსცემს, ამ ხარვეზის გამოსწორების მცდელობაა. ეს არის მტკვრის ერთგვარი ილუსტრირებული ბიოგრაფია, მდინარის კულტურული თავგადასავალი თბილისის ფარგლებში: ავჭალიდან ორთაჭალამდე, დაარსებიდან დღემდე.

 

მრავალი საუკუნის განმავლობაში მტკვარი იყო თბილისის (მისი ყოფისა და კულტურის) ნაწილი, მისი სასიცოცხლო ძარღვი. მტკვრის წყლით იკლავდნენ წყურვილს, რწყავდნენ თბილისის სახელგანთქმულ ბაღებს. მტკვარში იჭერდნენ თევზს, გრილდებოდნენ ზაფხულის ხვატში; მტკვარი და მისი ორივე ნაპირი შეუცვლელი ადგილი იყო ქეიფისა და დროსტარებისთვის, ანუ როგორც გრ. ორბელიანი იტყოდა „ლაზათიანი ჩასხდომისათვის“. გარდა ამისა, მტკვარზე გამართული წისქვილებით ფქვავდნენ ხორბალსა და სხვა მარცვლეულს. მტკვრის კალაპოტში მოპოვებული რიყის ქვით იკირწყლებოდა ქუჩები და შენდებოდა სახლები. მტკვრის საშუალებით გადაჰქონდათ ტვირთი და მტკვარზე (როგორც ქართველთა იორდანეზე) სრულდება მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალები, თუმცა ასეთი ვითარება იყო მანამ, ვიდრე კომუნისტებმა მტკვარი „გრანიტის აკავნში“ არ ჩააწვინეს და საავტომობილო მაგისტრალებით არ ჩახერგეს მდინარემდე მისასვლელი გზები. შედეგად მტკვარი დაიკარგა, გაქრა თბილისელთა ყოფიდან, რასაც ხელი შეუწყო წყლის დაბინძურებამ. მასში ჩაღვრილი საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. “მტკვარი და მისი ორი ნაპირი” – ეს არის მცდელობა, დაუბრუნოს თბილისელებს „დედა მდინარე“, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი უწოდებდა მტკვარს.

 

გთავაზობთ მეთევზეებისადმი მიძღვნილ თავს დათო ქარდავას წიგნიდან.

 

 

 

„ზის მტკვარსა შინა თევზნი მრავალნი და გემოიანნი, რომელსა იპყრობენ ბადით, კონით, ფაცრით, ნევს-კავითა, საფიჩხულითა და ოჩხითა; ჟამად იპყრობისცა ზუთხი“.

 

ვახუშტი ბაგრატიონი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“

 

 

 

„წინ შეეგებეთ, წვიმაში გადით,

 

შფოთიან მტკვარში ჩასძახეთ თევზებს,

 

მებადურები მოდიან ბადით

 

და კალმახები უსხედან მხრებზე!“

 

ილო მოსაშვილი, „თბილისის წვიმა“

 

 

 

„თუ შენ, ჩემო ძმაო და ტოლო, ტყეში გიყვარს ნადირობა შველებზედ და ხოხბებზე, – თბილელი ყარაჩოღელი მტკვარში ნადირობს! თუ შენ, თავიდან ფეხებამდე იარაღში ჩამჯდარს, მაინც გეშინიან გაუდაბნოვებულ ნადირისა და ყოველი ხის ჭახაჭუხი ქაღალდის ფერს გაძლევს, თბილელის კარაბადინში შიში არ არსებობს. იგი თამამად გადაისვრის ხოლმე ტყვიებით შემძიმებულ ბადეს წყალში, ხოლო თუ ამას საჭიროება მოითხოვს, – თითონაც ზედ გადაჰყვება და უვნებლად ჩაიყურყუმალავებს შიგ“.

 

იოსებ გრიშაშვილი, „საიათნოვა“

 

 

 

„მიღელავს მტკვარი, ძლიერი დევზე,

 

გაურკვეველი საყვედურებით

 

და გამალებით იჭერენ თევზებს

 

ორთაჭალელი მებადურები“.

 

ხარიტონ ვარდოშვილი, „მუხრანის ხიდი“

 

 

 

ძველი ტფილისისა და მისი ყოველდღიური ყოფის ნაწილი იყო მებადურთა საძმო – გაბერილ ტიკებზე შემდგარი გაწუწული მეთევზეები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთისა და მტკვრის იმედად იყვნენ. ტფილისელ მებადურთა ღირსეული წარმოადგენელია არჩილ სულაკაურის მოთხრობის („წყალდიდობა“) პერსონაჟი – მეთევზე ლადო, რომელიც „მიწაზე თითქოს გაუბედავად დადიოდა, თითქოს რაღაცას ეკრძალებოდა, ხოლო როდესაც ნავში იდგა… აქ ვერაფერი შეედრებოდა. ნავი თითქოს განუყოფელი ნაწილი იყო მეთევზის სხეულისა. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ. თავისი ბრტყელძირიანი ნავით ლადო ყოველთვის ჩაგრავდა მტკვარს, როგორი მშფოთვარე და გახელებულიც უნდა ყოფილიყო მდინარე.“

 

ტფილისელ მეთევზეებზე საუბრისას ძნელია ფიროსმანისათვის გვერდის აქცევა. ალბათ, ხატვისას ფიროსმანასაც სცემდა თევზისა და მდინარის სუნი, რომელიც ნადავლით ხელდამშვენებულ წითელპერანგა მებადურს ასდიოდა. პოზირებისას ჯერ კიდევ წყალში მდგომი მებადური, ალბათ ცოტა ხნის წინ მთვარის შუქით აელვარებულ მდინარეს მიუყვებოდა ნავით და სწრაფად აკეცილ ბადეს მარჯვედ აფენდა მტკვრის მოვერცხლილ ტალღებს. ვინ იცის, ეგება ფიროსმანის ეს მებადური ირჯებოდა ოვანეს თუმანიანიანის ერთ–ერთ მოთხრობაშიც?

 

„ხიდქვეშ მტკვარი ემსხვრევა ქარვასლის კედლებს. მორევთან ტალღა ტალღას ატრიალებს და ყრუ ხმაურობით იწევს მეორე ხიდისკენ. ნაპირთან შორიახლოს ტორტმანობს მწვანე ნავი, რომელშიც მოჩანს ორი კაცი. ერთი ბადეს ეწევა. ხოლო მეორე დგას ნიჩბით ხელში და ნავს ყარაულობს.“ (ო. თუმანიანი, „გიქორ“)

 

მეთევზე (მებადური) იყო გაბრიელ სუნდუკიანცის ყველაზე ცნობილი პიესის „პეპოს“ მთავარი პერსონაჟი, რომლის შესახებაც იოსებ გრიშაშვილი („გაბრიელ სუნდუკიანცი და ქართველი საზოგადოებრიობა“) წერდა:

 

„პეპო ქალაქის ტიპია, პეპო ალალმართალი ადამიანია თავისი შრომით მცხოვრები, პეპო მეთევზეა, მებადური, მისი ქონება – ბადეა, მისი შემნახავი – მტკვარი. მართალია, პეპოს მამას თავის კვალობაზე ცოტაოდენი თანხაც ჰქონია ზიმზიმოვზე გასესხებული (კეკეს მზითევი), მაგრამ თვითონ პეპო ყოველდღიურად გამოსული მუშაკია: სწორედ პეპოს ასეთმა მდგომარეობამ მიკარნახა მეთქვა შემდეგი სტრიქონები:

 

 

 

„სისხამ დილით თევზებს ვიჭერ,

 

ბადით ხელში მივალ წყალზე,

 

ვენაცვალე ჩემ ძმა–ბიჭებს –

 

არ ფიქრობენ მომავალზე.

 

დღეს მოგებულს, დღესვე ვხარჯავ,

 

შესანახად ვის აქვს თავი?

 

ბადე – ჩემი ქონებაა,

 

მტკვარი ჩემი შემნახავი.

 

გაიშალე,

 

ბადევ, მალე,

 

გენაცვალე!

 

როცა წყალში ვისვრი ბადეს, –

 

თითქოს ახლად დავიბადე.

 

მთვარე მტკვარზე აფენს სხივებს

 

და თევზებიც – ჯან – ლივლივებს.

 

მდიდრებივით არ ვარ უქმად,

 

მე ღია მაქვს ყველგან კარი.

 

ვენაცვალე ალალ ლუკმას,

 

ტკბილია და უწყინარი!

 

 

 

ღამით დაჭერილი თევზი დილით ბაზარში ხვდებოდა, სადაც თევზის დიდი რიგი იდგა, რადგან თბილისი უთევზოდ ვერ ძლებდა:

 

„ქალაქ თბილისში ძველ დროიდანვე სანოვაგის უმთავრეს ბაზარად ითვლებოდა რიყე. მხოლოდ 1880 წლიდან თევზის ბაზარი გადმოიტანეს პუშკინის ბაღის ადგილას, სადაც ურმებით იდგნენ და აუწონრათ იაფ თევზს ყიდდნენ. თევზს მაღალ თვლებიან თათრის ურმებით შეუწყვეტლათ სალიანიდან მოეზიდებოდნენ, თევზეულში მარტო ორაგული იყიდებოდა წონით, რადგანაც მეტათ დიდია და ერთი ადამიანი ვერ იყიდის. ახალი თევზი, სუდაკა, საზანი, კუტუმი ზუთხი, იშხანი, შამაია და სხვა ესენი სულ იყიდებოდა აუწონრათ. ორაგულის თავი ღირდა ორი შაური, კარგი ადგილი გირვანქა სამი შაური, კუტუმი მთელი სამი შაური, საზანი ერთი აბაზი, იშხანი და გელაქნური წყვილი ერთი აბაზი, შამაია წყვილი სამი შაური, ზურგიელი და დოში გირვანქა ორი შაური, ხიზილალა ათი შაური.“ (კარაპეტ გრიგორიანცი, „ძველი თბილისის დაუჯერებელი ამბები“)

 

გიორგი კაკაბაძეც, ფიროსმანის ცხოვრებაზე დაწერილი წიგნის ავტორი ამბობს, რომ ზოგ ქალაქში იმდენ პურს არ ჭამდნენ, რამდენსაც თბილისში თევზს გეახლებოდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტფილისის ბაზრებში მხოლოდ მტკვარზე დაჭერილი თევზი იყიდებოდაო:

 

„კასპიის ზღვიდან, ალაზნიდან, სევანიდან, მტკვრიდან და არაქსიდან შემოჰქონდათ. სავაჭროებში როფები იდგა, რომელშიც კალმახი ცურავდა, ირგვლივ ჭილობებზე ლოქო, მურწა, ქორჭილა, სვია, ჭანარი, შამაია, ტარაღანა და ხრამული ეწყო. კასრებში დამარილებულ ქაშაყს ინახავდნენ. დუქნის ყველაზე მშრალ ადგილას კი ჭერში ზუთხის, ორაგულისა და თართის დოშები ეკიდა. მათ ქვემოთ პატარა ლამბაქები ჩაემწკრივებინათ, რომ ჩამოწვეთებული ცხიმი არ დაღვრილიყო. ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, რა თქმა უნდა, რამდენიმე სახეობის ხიზილალა ეწყო, რომელიც მაშინ ერთი გირვანქა აბაზი ღირდა.“

 

„სახალხო ფურცლის“ 1915 წლის №211-ში განთავსებულია თევზის მრეწველი ძმ. ძეგველოვების (პუშკინის ქუჩა, საკუთ. სახლი №7 ტელეფ. №712, განყოფილება ავლაბარში კახეთის ქუჩა, საკუთ. სახლი №7 ტელ. 712) სარეკლამო განცხადება:

 

„ყოველდღე მოგვდის საკუთარ და სავაჭრო სახლ „ლ. მაილოვ-შვილებით“ სრულებით ცოტა მარილიანი, შავი მეშოჩნი ხიზილალა. აგრედვე ახალ-ახალი მტკვრის ზუთხი, თართი, ფარგა და ლოქო. გვაქვს აგრედვე მიღებული ყოველგვარი კონსერვები და სარდინკები რუსეთისა საზღვარგარეთის ფორმებისა. ხანგრძლივ ინახება.“

 

თუ მწერალ კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ვერწმუნებით, ყველა თბილისელმა იცოდა ზნე-ჩვეულება ორთაჭალელი მეთევზეებისა, რომლებიც მთელი დღე მტკვარში ბადესა შლიდნენ, საღამოს კი თევზით სავსე ვედროს ხელში დაიჭერდნენ და თბილისის ქუჩებს მოედებოდნენ.

 

„ისინი ყველგან თამამად შედიოდნენ, სადაც კი დაფა-ზურნის ხმას გაიგონებდნენ. სუფრას მტკვრის ცოცხალით დალოცავდნენ, ოჯახს გაახარებდნენ და ისევ თავის გზას გაუდგებოდნენ.“ („ორთაჭალელი მეთევზეები“)

 

მეთევზეთა შრომას დიდად აფასებდა ძველი თბილისის არისტოკრატია, რომელსაც თევზის საჭერად საგანგებო კაცები ჰყოლია. მეთევზენი ბადით, კონით, ფაცრით, ნემსკავით, საფიჩხურითა და ოჩხით იჭერდნენ სხვადასხვა სახის თევზეულს და პატრონებთან მიჰქონდათ.

 

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით ნიკოლოზ ბარათაშვილის მამას – მელიტონს „ორი ყმა კაცი გლეხი მიჩენილი ყავდა ყოველდღე ზამთარ-ზაფხულს თევზი ეჭირნათ მტკვარში“ (ზ. ჭიჭინაძე „სოლომონ დოდაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი“).

 

ცნობილია, რომ გრიგოლ ორბელიანს თევზით ამარაგებდა ორთაჭალელი „მეჩანგლე და მოკრივე“ მიხუა – მეტსახელით ლოპიანა, რომელსაც, როგორც იოსებ გრიშაშვილი ამბობს, ერთი ძველი მოქალაქის, გრიგოლ მამრაძის სიტყვით, ყოველდღე მიჰქონდა გრიგოლ ორბელიანთან „ცოცხალი“ (თევზი): „თვითონვე გამოშიგნავდა, შეამზადებდა „ორთაჭალურად“ და მერე ერთად შეექცეოდნენ სადილს საზანდრებითო! წელიწადი-თორმეტი თვე სულ ერთად იყვნენ და, ჩემის თვალით მინახავსო, დასძენს ციხისუბნელი მამრაძე: ორბელიანს „პარადის“ დროსაც კი თან დაჰყავდა ლოპიანა და ეს ვეება ვაჟკაცი ყველას ხიბლავდა თავის სიტყვა-პასუხით, ნაკვთიერობით, ბუდაღი ფერით და ნიკაპზე აყვავებული ცნობილი ხალითო!“ (ი. გრიშაშვილი „საიათნოვა“). აკი, უკვდავყო კიდეც თბლისელი მეჩანგლე პოეტმა-გენერალმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსში, როცა დაწერა:

 

 

„ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის…

 

ვის რათ უნდა ლოპიანა, ვინ არის,

 

მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის…“

 

(გრ. ორბელიანი, „მუხამბაზი“)

 

 

 

იოსებ გრიშაშვილი „საითანოვაში“ იმასაც ამბობს, რომ თბილელებმა იცოდნენ თავის პატივი და „პირის გემო“. მათ უყვარდათ, რომ სუფრაზე ხორაგეული ნაირნაირობდა. აკი, გრიგოლ ორბელიანიც იგონებდა: „მოთალი, თევზი, მწვანილი აგვიჭრელებდნენ წინ სუფრასო…“ თუმცა, იმავე გრიშაშვილის თქმით, თბილელები განსაკუთრებით ეტანებოდნენ ცოცხალ თევზს, რომელშიაც შედიოდა ყველა ჟიჟმატი (წვრილი) თევზი: ფიჩხული, თხუნელა, ლურჯა, მურწა, ჭიჭყინა, ნაფოტა, ღონა და სხვ…

 

თევზის სიმრავლე სათანადოდ აისახებოდა თბილისელთა კულინარიულ მიდრეკილებებზეც. სუფრა წარმოუდგენელი იყო თევზეულის გარეშე, განსაკუთრებულად განთქმული იყო ორთაჭალაში დაჭერილი და „ორთაჭალურად“ მომზადებული თევზი. აკი, ლადო ასათიანიც თბილისის ყველაზე ცნობილი მხატვარის შესახებ წერდა:

 

 

 

„უყვარდა მტკვარი, მტკვარზე ტივი, ტივზე ტიკები,

 

გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!

 

(„ფიროსმანის მეგობრებთან“)

 

 

 

თბილისურ ქეიფსა და დროსტარებაზე ოცნებობენ კახის ბატონის დატყვევებული მოციქული დიაკვნები დავით გურამიშვილის „ქართლის ჭირშიც“:

 

 

 

„ერთმან იხუმრა: ვიბანებ თიფლის აბანოს ნურითა,

 

მეორემ – თევზით გავძღები ზურგიელ გელაქნურითა,

 

მესამემ – მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა“.

 

(“დავითიანი“, „კახის ბატონის მოციქულების დაჭერა ქართველის ბატონისაგან“)

 

 

 

ცხადია, შეძლებულ თბილისელ მოქალაქეებს ზუთხისა და ხიზილალისგან მომზადებულ კერძებზეც მიუწვდებოდათ ხელი, ხელმოკლეებისთვის კი ნოყიერ საზრდოდ თევზის შიგნეულიც გამოდგებოდა. შემთხვევით არაა, რომ ბარბარე ჯორჯაძის “სრულ სამზარეულოში” თევზეული შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი. 1874 წელს გამოცემული ამ წიგნის მიხედვით, შვინდის ჩურჩით გელაქნურის მოსამზადებლად საჭირო იყო ერთი აბაზი (წყვილი გელაქნურის შესაძენად), შვინდის ჩურჩა – ერთი სტაქანი, ხახვი – ორი თავი და დანაყილი ნიგოზი – ორი სტოლის კოვზი.

 

„გელაქნური თუ დიდი არის, სამად გასჭერით და პატარა – ორად; მერმე კარგად გარეცხეთ და თავის შესაფერს ქვაბში აადუღეთ კილოთ მარილ-წყალი, გემოთ გასინჯეთ, როგორც მლაშე არ ვარგა, ისე უმარილოც არ უნდა იყოს და ის გელაქნური ჩაყარეთ; რომ წამოდუღდეს, ქაფი მოხადეთ, ერთი რიგობა ისე ძალიან უნდა აადუღოთ, რომ რძესავით გადმოვიდეს და რაც ჭუჭყი აქვს თან გადმოიტანოს; მოხარშვა რომ შეატყოთ, ბლუდზე ამოაწყეთ და წვენი ამ რიგად მოუმზადეთ: ერთი სტაქანი შვინდის ჩურჩა გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, ორი თავი ხახვი წვრილად დაჭრილი, დანაყილი ნიგოზი, დაასხით ერთი ჯამი წყალი და კარგად მოხარშეთ; მერე გელაქნურს მოასხით ეს წვენი ან მარტო დანაყილი ნიგოზი წყალში გახსნილი.“

 

ტფილისური სამზარეულო თევზეულის სხვა არაერთ კერძს იცნობს, თუმცა მათ შორის ყველაზე ეგზოტიკური ალბათ „ორაგულის შიგანურებია“. მასალად საჭიროა: ორაგულის შიგნეულობა – ერთი, დაფნის ფოთოლი, ქინძი, ძმარი – ერთი სტაქანი, პილპილი – ხუთი მარცვალი, მარილი:

 

„ერთი ორაგულის შიგნეულობა კუჭ-ღვიძლით და ნაწლავებით კარგად გარეცხეთ, ნაწლავები ქინძის თავის წვერით დახიეთ, კიდევ კარგად გარეცხეთ; შიგანურები დასჭერით წვრილად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაჰფაროს; შიგ ჩააყარეთ მარილი, პილპილი, დაფნის-ფოთოლი; დუღილში ქაფი მოხადეთ; როცა მოიხარშოს, ქვაბი გადმოდგით, სიმსუქნე მოხადეთ და ცალკე შეინახეთ; სხვა წვენი გადაწურეთ, ერთი სტაქანი ძმარი დაასხით და თან დაუმატეთ მოწვნეული სიმსუქნე, წვრილად დაჭრილი ქინძი. ასე გაკეთებული სამი დღე შეინახება.“

 

კიდევ უფრო მეტად ეგზოტიკურ კერძებს ამზადებდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისში ჩამოყვანილი ტყვეები, რომელთა შრომას, როგორც საქართველოს მაშინდელი პირველი კომუნისტი კანდიდ ჩარკვიანი იხსენებს, თბილისის საქალაქო მშენებლობებზე იყენებდნენ:

 

„ტყვეთა დიდი უმრავლესობა გერმანელი იყო, მაგრამ მათში საკმაოდ ერივნენ რუმინელები და უნგრელებიც… ორთაჭალაში სამუშაოზე მყოფმა რუმინელმა ტყვეებმა კრწანისის მიდამოებში კუ სულ გაწყვიტეს. ისინი კუს კვერცხის ერობო-კვერცხსაც ამზადებდნენ და მადიანად შეექცეოდნენ. ვაკეში მომუშავე იაპონელმა ტყვეებმა კი კუს ტბის გზა ისწავლეს, წყლის კუს მოხერხებულად იჭერდნენ და მისგან საყვარელ კერძს იმზადებდნენ. სხვათაშორის, იაპონელები კუს ტბაში მალარიის კოღოს კვერცხების მშთანთქავ პატარა თევზ გამბუზიასაც დახვრეტილი ვედროებით იჭერდნენ.“

 

სხვათა შორის, კანდიდ ჩარკვიანის გადმოცემით, იყო დრო (1951 წ.), როცა კუს ტბა მტკვრის წყალით ივსებოდა. ფრაგმენტი კ. ჩარკვიანის წიგნიდან “განცდილი და ნააზრევი“:

 

„ვაკის პარკს, ტყეპარკთან ერთად, 120 ჰა ფართობი უნდა დაეკავებინა, თუმცა მცირეკვეთიანი გვირაბით ვარაზის ხევის ჩამონადენი კუს ტბაში ჩავუშვით, აქ იმდენი წყალი არ გროვდებოდა, რომ ასეთი ფართობი მოერწყო. გადავწყვიტეთ წყალი ისევ მტკვრიდან მოგვეყვანა. იყო ვერეს ჩამონადენის გამოყენების წინადადებაც, მაგრამ ის უარვყავით, რადგან ვფიქრობდით, რომ ეს მდინარე პარკის საიმედო წყალმომარაგებას ვერ უზრუნველყოფდა. მაშინდელი ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ახლოს, მტკვართან, დაიდგა სატუმბავი სადგური, რომელიც მილსადენით წყალს კუსტბამდე აწვდიდა. ტბის დონე ამაღლდა, მისი სარკე რამდენჯერმე გადიდდა. ამით პარკი უფრო დამშვენდა და ტბაც სარწყავი წყლის საკმაოდ ტევად რეზერვუარად იქცა. რაკი მტკვრის წყალი მოხვდა, ნარგაობამ თითქმის უკლებლივ გაიხარა.“

 

თუმცა, მტკვრით ნასაზრდოები კუს ტბა და მისი ბინადარი კუ და გამბუზიები იქით იყოს. უშუალოდ მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემი ყოფილა 9 სახეობა. მათ შორის აღსანიშნავია მტკვრის წვერა (Barbus lacerta), მურწა (Barbus mursa), ჭანარი (Barbus capito) და სხვ. გარდა ამისა, იხტიოლოგების თქმით, მტკვრის აუზში ასევე გვხვდება: მტკვრის ციმორი და ტობი, ნაფოტა, შამაია, ქაშაყი, ხრამული, მტკვრის გოჭალა, ღორჯო, კობრი, კაპარჭინა და სხვა („მდინარე მტკვრის ჰიდრობიოლოგიური რეჟიმი და იხტიოფაუნა“. ავტ. ცისკარიშვილი, სუპატაშვილი, მგელაძე, 1980.)

 

ცხადია, იხტიოფაუნის ასეთი მრავალფეროვნება მანამდე იყო, ვიდრე ბრაკონიერობისა და კაშხლების აშენების გამო თევზაობის ალო წავიდოდა. საქმე ის არის, რომ მტკვარსა და სხვა მდინარეებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობები სპეციალური თევზსასვლელების გარეშე აშენდა. ამ პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ წერდა გაზეთი „თბილისი“ სტატიაში „თევზს გზა უნდა“:

 

„…აი, რას ამბობს საქართველოს თევზდაცვის სამმართველოს უფროსი მიხეილ თოდრაძე: „განცვიფრებული დარჩებით იმ გულმავიწყობით, რომელსაც ვიჩენდით ჩვენს რესპუბლიკაში მდინარეებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების, განსაკუთრებით კაშხლების მშენებლობისას. ჩვენი მდინარეები „თეთრი ნახშირის“ უამრავი ენერგიის გარდა, მეტად მნიშვნელოვან და საჭირო სხვა დოვლათსაც გვინახავენ თევზის მდიდარ მარაგის სახით. მურწა, ჭანარი, ხრამული, თევზების დედოფალი – კალმახი, შამაია, სვია, რიპუსი, კობრი, ზუთხი, ლოქო და სხვა, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოს მდინარეებსა და წყალსაცავებში თევზის მარაგს აშკარად დაეტყო კლების ტენდენცია. მაგალითად: 1946-1950 წწ.-ში ჩვენი მეთევზეობის მეურნეობები რესპუბლიკის მდინარეებში საშუალოდ ყოველწლიურად იჭერდნენ 1 800 ცენტნერ თევზს, 1958 წელს მხოლოდ 873 ცენტნერი ამოიყვანეს წყლიდან, ხოლო შარშან თითქმის იმდენივე. საქართველოს მდინარეებში გაიშვიათდნენ ისეთი ძვირფასი თევზები, როგორიც არის ორაგული და ლოქო. რა მოხდა, რამ გამოიწვია ჩვენი მდინარეების ტალღებქვეშ ბუნების მიერ შემონახული ამ სახალხო საუნჯის დაკნინება?

 

…კასპიის ლოქოს სახელი აქვს განთქმული. ისიც ქვირითის დასაყრელად მტკვარს გამოჰყვება ხოლმე სათავისკენ. ეძებს მყუდრო, სუფთა, დაწმენდილ ადგილს. ერთმა იხტიოლოგმა გვირჩია, ორთაჭალჰესის კაშხალთან თევზების ბრძოლის სეირისთვის გვეცქირა. მართლაც განსაცვიფრებელ სურათს წააწყდება ხოლმე ადამიანი აქ ხანდახან, როცა მდინარეში წყალი დაწმენდილია და თევზები ქვემო მხრიდან ზედა მიმართულებით დაიძვრებიან. უამრავი თევზი გროვდება კაშხლის ქვედა ბიეფში. ბადის ნაცვლად თოკმობმული კალათაც რომ ჩაუშვათ წყალში, თევზით სავსეს ამოიღებთ.

 

თევზის დაუსრულებელი ჯოგი სათავის მიმართულებით მიილტვის, კაშხალი ვერ გადაულახავს და უმწეოდ ფართხალებს, ხტება, უნდა ჩანჩქერზე ახტეს, მაგრამ საამისო ძალა ყველას არ შესწევს. მართლაც კარგი სანახაობაა, მაგრამ მარტო ორთაჭალის კაშხალთან როდი იმართება ხოლმე თევზის ასეთი ალიაქოთი. არცერთ მდინარეზე, არცერთ კაშხალთან, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა არცერთ კომპლექსში არ არის გაკეთებული თევზსასვლელი გზა. …ასე იყო დღემდე, მაგრამ აღარ იქნება ამიერიდან. შეუდარებელ ჩვენებურ კალმახს, მურწას, ჭანარს, ხრამულს მალე გაუხსნიან გზას. პირველი ასეთი თევზსასვლელის გაკეთება განზრახულია წლეულს ორთაჭალჰესის კაშხალზე“. („თევზს გზა უნდა“, „თბილისი“, 1960 წ. 12 თებერვალი)

 

ბოლო დროს სანაპიროზე კვლავ მომრავლდნენ თბილისელები, რომლებიც თევზის ჭერით ირჩენენ (თუ იქცევენ) თავს და თბილისსაც, ძველი მებადურების მსგავსად, მტკვრის ნაპირიდან აჰყურებენ. კვლავ არჩილ სულაკაურს დავესესხოთ: „მეთევზეს ქალაქი მხოლოდ მტკვრის ნაპირიდან ჰქონდა დანახული და განცდილი, დაბლიდან შესცქეროდა ხეებს, სახლებს, ხიდებს, მტკვრის ნაპირიდან ყველაფერი მაღალი იყო, დიდი…“

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...