Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

უკვე გათენდა, დღეა მშვიდობის, გარეთ თითქოს- და ცრის. და შენც ხომ გიყვარს ასეთ ამინდში ბუხრის ზღაპრები, შეხე, ჯორკოზე ბახუსის ჭინკა ზის.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

ძალიან მომწონს გელა ჩქვანავას წიგნები. სოხუმელი მწერალია, იბრძოდა, ტყვედაც იყო ჩავარდნილი. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ, არ ინანებთ.

Link to post
Share on other sites

ძალიან მომწონს გელა ჩქვანავას წიგნები. სოხუმელი მწერალია, იბრძოდა, ტყვედაც იყო ჩავარდნილი. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ, არ ინანებთ.

:*

Link to post
Share on other sites

"ერთგულ და მოსიყვარულე ქალზე საიმედო არაფერია დედამიწაზე. ძლიერია ის კაცი, რომელსაც ასეთი ქალი ყავს გვერდში, ქალი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად გაგამხნევებს, გვერდში იქნება ნებისმიერი პრობლემის წინაშე და ყველა გაჭირვებასა თუ სიხარულს გაიზიარებს. ასეთი ქალებისთვის კაცების დიდი უმრავლესობა დაუფიქრებლად გაწირავს თავს. დროის სვლასთან ერთად ასეთი ტიპის ქალბატონების რაოდენობაც კლებულობს, ამის უამრავი მიზეზი და გარემოება არსებობს... პარადოქსი მდგომარეობს იამში, რომ ისეთი კაცების რაოდენობაც კლებულობს, რომლებიც ღირსნი იქნებოდნენ ასეთი ქალების."

 

იულიუს ევოლა.

Link to post
Share on other sites

ეკა მაგი ევოლა თუ არ ვცდები ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო ხო? რომაელი.

მერე რა უჭირს,შე კაცO, მაშინაც კი იყო ჭრაჭუნი!!!! :d030:

Edited by mamuka grigolia
Link to post
Share on other sites

სიყვარულს გურულების კრიმანჭულს ვადარებ: მაღალხმოვანი, მჭექარე, ფერადოვანი, გაზაფხულივით ლაღი. ხელს ჩაგავლებს თუ არა,ზევით და ზევით, უსასრულობაში გაგაქანებს. შენც მორჩილად გაჰყვები , წინააღმდეგობის გაწევის საშუალებასაც კი არ მოგცემს. მთის კორტოხზე წამოგასკუპებს და მთელ სამყაროს ყვავილივით მოხატული ხალიჩასავით გაგიფენს.

Link to post
Share on other sites

ვეღარ გავიგე 8 მარტი უნდა მიულოცო ქალებს თუ არა. მოკლედ პარასკევა, ჩვენ გილოცავთ და ..... B)

Link to post
Share on other sites

post-30-0-58807500-1394422128_thumb.jpg

 

 

 

“ზღვისფერი გაქვს თვალები და…”

 

ამბობენ, XX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც თბილისის საოპერო თეატრში საპრემიერო თუ რიგით

სპექტაკლზე დასასწრებად მისული ეს მშვენიერი ქალბატონი ჩნდებოდა, ირგვლივ განლაგებულ ლოჟებში, პარტერში თუ ქანდარაზე მსხდომი ყველა ასაკის, რანგის და გემოვნების მაყურებელი სპექტაკლს ივიწყებდა და მისი სილამაზით ტკბობას ამჯობინებდა.

 

ამბობენ, მასზე უიმედოდ ბევრი ყოფილა შეყვარებული, მაგრამ მხოლოდ ერთმა შეძლო მისი გულის მოპოვება… ეს იყო ინჟინერი ვლადიმერ ჯიქია.

 

ამბობენ, ბევრმა სცადა მისი მშვენიერების ლექსებით შემკობა, მაგრამ მხოლოდ ერთმა შეძლო იმ უკვდავი სტრიქონების შეთხზვა, თითქმის ყველა შეყვარებულმა ქართველმა რომ იცის…

 

ეს ქალბატონი თინათინ ჯიქიაა, ხოლო ამ არაჩვეულებრივი სტრიქონების ავტორი კონსტანტინე გამსახურდია…

 

ზღვისფერი გაქვს თვალები და

თავად გავხარ ზღვას,

თუ არ შეგებრალები და,

მისთხოვდები სხვას,

მივატოვებ გაზაფხულზე

თესვასა და ხვნას,

გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა

და მტკვარს,

ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს,

შენ სიყვარულს ქარს,

და მოგიკლავ, მოღალატევ,

მაგ ნაფერებ ქმარს

ზღვისფერი გაქვს თვალები

და თავად ჰგავხარ ზღვას…

 

არის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი ამ მშვენიერი ბანოვანის უკვდავყოფის ტრიადისა – გამოჩენილი ქართველი ფერმწერის ქეთევან მაღალაშვილის მიერ შექმნილი ფერწერული პორტრეტი, რომელიც ქალბატონი თინათინის შვილების მარინა და ნანა ჯიქიების ოჯახშია დაცული.

 

თანამედროვეთაგან ცოტა ვინმე დაუტოვებია გულგრილი თინათინ ჯიქიას ბუნებრივი, სინაზით სავსე ხატებას. იგი ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულებს ახალგაზრდობაშიდაც და მაშინაც, როდესაც წლებმა, განვლილმა რთულმა ცხოვრებამ თავისი კვალი დატოვა მის ღვთაებრივი მომხიბვლელობით აღსავსე გარეგნობაზე…

 

მრავალი წლის წინ, ქალბატონი თინას ქალიშვილმა მარინა ჯიქიამ ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოაწყო კონსტანტინე გამსახურდიასადმი მიძღვნილი ლიტერატურულ- მუსიკალური საღამო. მასზე მოხვედრა, ლადო გუდიაშვილის ნახატით დამშვენებული მოსაწვევის მოპოვება ბევრს საოცნებო გაუხდა. საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა მხცოვან მწერალს. როდესაც სცენიდან გაისმა ცნობილი სტრიქონები “ზღვისფერი გაქვს თვალები და”… მთელი დარბაზი შეტრიალდა ბატონ კონსტანტინესკენ.

 

პირველად და უკანასკნელად ქალბატონი თინათინი 2001 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვნახე – ამ დროისთვის იგი ოთხმოცს გადაცილებული იყო, მაგრამ ასეთი ღვთაებრივი სილამაზე იშვიათად თუ შემხვედრია … დახვეწილი, თითქოს ნაქანდაკარი სახის ნაკვთები, სპილოსძვლისფერი, ან უფრო ზუსტად სადაფისფერი, თითქოს გამჭვირვალე სახის კანი, არაჩვეულებრივი ცოცხალი თვალები, ცოტა დაძაბუნებული, მაგრამ საოცრად ნაზი, ნატიფი ხელები. სტუმრებთან გამოსასვლელად იგი ქალიშვილებმა მორთეს-მოკაზმეს.

 

ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა. დროის მსახვრალმა ხელმა ვერაფერი დააკლო მის მშვენიერებას – იჯდა სავარძელში ძველებურად ელეგანტური, დედოფლური ღირსებით აღსავსე და ამავე დროს სადა ქალბატონი და მოწყალედ რეაგირებდა მოსმენილ კომპლიმენტებზე.

 

ბევრს ახსოვს ღრმად მოხუცი, მაგრამ კვლავ მშვენიერი მერი შარვაშიძე რევაზ თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმიდან, ამბობენ ასეთივე მშვენიერები იყვნენ ახალგაზრდობაშიც და ხანდაზმულობაშიც მელიტა ჩოლოყაშვილი, სალომე ანდრონიკაშვილი, თამარ ციციშვილი – მეფური გარეგნობის ქალბატონები|, პოეტთა და მხატვართა მუზები, რომელთაც XX საუკუნის კატაკლიზმებმა არგუნეს ომი, გაჭირვება, ემიგრაცია, აქ დარჩენილთა ნაწილს კი რეპრესიები და სტალინური ბანაკების სიმწარე და ყველაფრის მიუხედავად, მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ სილამაზე, რომელიც ერის საგანძურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

 

თინათინ ჯიქიას ბედმა არგუნა ბედნიერი თუ საბედისწერო შეხვედრა ვლადიმერ ჯიქიასთან, მშვენიერი გარეგნობის, მამაც, რომანტიკული ბიოგრაფიის მქონე ადამიანთან, ხელოვანთა და მწერალთა მეგობართან, რიონჰესის მშენებელთან.

 

თინათინ ჯიქია ლავრენტი ბერიას ჯერ კიდევ გათხოვებამდე იცნობდა. იგი ბიძაშვილის სახლში გაიცნო. რის შემდეგაც ბერია ცდილობდა, დაახლოებოდა თინათინ ჯიქიას. ეპატიჟებოდა კინოში, სთავაზობდა სამსახურებრივი ავტომობილით გასეირნებას. თუმცა თინათინი მუდამ თავს არიდებდა ბერიას, რომელიც უკვე დაოჯახებული იყო ნ. გეგეჭკორზე.

ერთ დღეს თინათინ ჯიქია მეგობართან მიდიოდა, გზად ბერია შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ შესთავაზა, ერთად გასეირნება, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღო. ჯიქია მეგობართან ავიდა. ბერია კი მთელი საღამო ძირს ელოდა, ქალი სახლამდე რომ მიეცილებინა. 1932 წელს თინათინი ვლადიმერ ჯიქიას მიჰყვება ცოლად და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სახლდებიან. ბერიაც მათი მეზობელი ხდება.

მაშინ, როდესაც ვლადიმერ ჯიქია სახლში არ იმყოფებოდა, ბერია მის მეუღლეს ურეკავს და ეკითხება, თუ ვინ იყო მასთან ერთად. თინათინ ჯიქიამ მოატყუა ბერიას, თითქოსდა მეგობარ ქალთან ერთად იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ბერია ჯიქიასთან მიდის წიგნით ხელში და ცდილობს, ძალით შეიჭრას ჯიქიების ბინაში. ამ დროს იგი უკვე ცეკას მდივანია. ბერია, როცა დარწმუნდა, რომ თინათინ ჯიქია სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა, ბინა დატოვა და ქალს სთხოვა, ამ შემთხვევის შესახებ არავისთვის ეამბნა.

ლავრენტი ბერია თინათინის მეუღლის მეგობარ გრიგოლ ელიავაზე ეჭვიანობდა. ვლადიმერ ჯიქიამ ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც მითითებული იყო, თითქოს თინათინი მეუღლეს ელიავასთან ღალატობდა. ამ წერილის წაკითხვისთანავე ჯიქიები მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ბერიას ნამოქმედარი იყო.

ლავრენტი ბერია აღნიშნული შემთხვევის შემდეგაც ხშირად ურეკავდა თინათინ ჯიქიას და სთხოვდა, კრწანისის აგარაკზე ერთად წასულიყვნენ. ბერია პასუხად კვლავ უარს იღებდა. აგარაკზე წასვლაზე რომ ვერ დაითანხმა ქალი, მაშინ სთხოვა, სადილად მაინც წაჰყოლოდა. ტელეფონზე საუბრისას იმაშიც გამოუტყდა, რომ მზად იყო თუნდაც მუხლებზე დაეჩოქა. ქალმა _ სცადეო! _ უპასუხა და ბერიამ, მართლაც, დაუჩოქა. თუმცა ჯიქია ბერიას სადილად მაინც არ წაჰყვა. 1936 წელს ვლადიმერ ჯიქია მივლინებით ეკლესიის ასაშენებლად მოსკოვს მიემგზავრება, სადაც ხვდება სტალინს. სტალინი და ჯიქია ერთმანეთს ჯერ კიდევ რევულუციის პერიოდში იცნობდნენ. მშენებლობის გამო ჯიქიას ლენინის ორდენით აჯილდოებენ, რასაც ბერია არცთუ დიდი სიხარულით ხვდება. ამ შემთხვევის შემდეგ ვლადიმერი მეუღლეს ხშირად ეუბნებოდა, რომ მტერი გაიჩინა ლავრენტი ბერიას სახით. ლავრენტი ბერია საცხოვრებლად მაჩაბლის ქუჩაზე გადადის და არც ისე ხშირად ურეკავს თინათინ ჯიქიას.

ერთ ზაფხულს ჯიქიების ოჯახი კიკეთში ისვენებდა და ცეკას მდივან პეტრე აღნიაშვილთან ერთად სადილობდა. აღნიაშვილმა ბერიას სადღეგრძელო წარმოთქვა. მსუბუქად ნასვამმა ჯიქიამ ეს სადღეგრძელო არ შესვა, რაც აღნიაშვილმა წერილით ბერიას ამცნო. ამ უკანასკნელმა კი ჯიქია დაიბარა და ჰკითხა: _ რა აზრის იყო აღნიაშვილზე. ჟიქიამ აღნიაშვილი დადებითად დაახასიათა. ბერიამ კი ჯიქიას აღნიაშვილის წერილი აჩვენა. ჯიქიამ თავის მართლება სცადა და უთხრა, რომ ნასვამი იყო და მხოლოდ ამიტომ არ დალია სადღეგრძელო. ბერიამ გაუღიმა, წერილი მის თვალწინ გადახია და უთხრა: _ ხომ ხედავ, როგორ გექცევი? _ წასვლის დროს კი ისიც ურჩია: _ სხვებთან ერთად ჩემს ავტორიტეტს ნუ შელახავო!

1936 წლის შემოდგომაზე ვლადიმერ ჯიქია მაინც დააპატიმრეს. რამდენიმე დღეში ცეკადან თინათინ

ჯიქიას ურეკავენ და ბერიასთან იბარებენ. ბერია ცდილობს, თინათინი დაარწმუნოს, რომ მისი მეუღლე სამშობლოს მოღალატე და ხალხის მტერია, რასაც ქალი, რა თქმა უნდა, აპროტესტებს და ბერიას სთხოვს, ქმართან შეხვედრის უფლება მისცეს. თინათინ ჯიქიას მეუღლის ნახვის უფლებას აძლევენ.

ცოლს ვლადიმერ ჯიქია უყვება, რომ დამნაშავე არ არის და არც სამშობლოსთვის უღალატია, არც პარტიისა და არც ოჯახისთვის. ვისი მიზეზითაც დააპატიმრეს, კარგად ხვდება. “ამ ბრალდებით დიდი-დიდი სამი წელი ვიყო დაკავებული და არავითარ შემთხვევაში არაფერი სთხოვო ბერიასო,“ _ ურჩევს მეუღლეს.

თინათინ ჯიქიამ მხოლოდ რამდენჯერმე მოასწრო ციხეში ამანათის შეგზავნა. ივლისში კი შეატყობინეს, ამანათს ნუღარ გზავნით, ჯიქია გადაყვანილიაო. 1937 წელს კი თინათინ ჯიქიასაც აპატიმრებენ, როგორც ვლადიმერ ჯიქიას მეუღლეს, და საქართველოდან ასახლებენ.

სამი წლის შემდეგ თინათინ ჯიქია შეწყალებას ითხოვს და წერილს ბერიას სახელზე აგზავნის, რათა შვილებთან დააბრუნონ. 1940 წელს იგი უკვე სამშობლოში ბრუნდება. ორი წლის თავზე კი თინათინ ჯიქიას მოსკოვში იბარებს ბერია და სურს, როგორც აგენტი, ისე გამოიყენოს გერმანიის წინააღმდეგ და თუ კარგად გაართმევს თავს დავალებას, ჰპირდება, რომ ქმრის შესახებ ყველაფერს უამბობს. თინათინ ჯიქია თანხმდება ბერიას და აგენტურულ საქმიანობაშიც ერთვება. ომის დასრულების შემდეგ კი იგი კვლავ ხვდება ბერიას, რომელიც ხუმრობით იმასაც კი ეუბნება, შენი დახმარებით გერმანიას ომი მოვუგეთო. ხოლო როცა თინათინ ჯიქია მეუღლის ბედით ინტერესდება, ბერია პასუხობს, ვლადიმერ ჯიქია, როგორც სამშობლოს მოღალატე, დახვრიტესო და იქვე სთავაზობს, ცოლად რუს გენერალს გაჰყვეს, რაზეც ბერია კატეგორიულ უარს იღებს. თინათინ ჯიქიამ მოგვიანებით დაკითხვის დროს აღიარა, რომ ლავრენტი ბერიას არაერთხელ უცდია მასთან ინტიმური კავშირის დამყარება, რაზეც ყოველთვის უარს იღებდა. ბერიამ ისიც იცოდა, რომ თინათინ ჯიქია მეუღლეს ყველაფერს უყვებოდა.

ერთხელ, როცა ვლადიმერ ჯიქია ბერიასთან ერთად აგარაკზე ყოფილა, ვლადიმერს ზღაპარი მოუყოლია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა მეფე ვეზირის ცოლთან დაახლოებას. ნადირობის დროს ვეზირს “შემთხვევით“ მოუკლავს მეფე. ამ ზღაპრის მოსმენის შემდეგ ბერიას მიტკლისფერი დასდებია სახეზე.

1937 წელს გიორგი ელიავაც, რომელზეც ბერია ეჭვიანობდა, დააპატიმრეს და დახვრიტეს.

 

თინათინ ჯიქიამაც, როგორც შემდგომში ხალხის მტრის მეუღლემ, გაიარა გზანი წამებისანი და სასწაულებრივად გადარჩა. განვლილი მძიმე ცხოვრების მიუხედავად, ის მაინც მშვენიერი იყო.

 

ქეთევან მაღალაშვილმა იგი ომის შემდგომ 1946 წელს დახატა.

 

არცთუ დიდი ზომის ფერწერული პორტრეტი სავსეა პოეტური განწყობითა და სევდით. ფონი სადაა. მოდელი სამ მეოთხედშია გამოსახული, კაბის ყელზე ლურჯი ფერით შესანიშნავადაა გადმოცემული მისი ინდივიდუალობა. აშკარად ჩანს, რომ პორტრეტის შექმნისას მხატვარი ქალიც ერთგვარად ითვალისწინებდა პოეტის სტრიქონებს და სამოსისა თუ მორთულობის დეტალებში (ცისფერი კაბა, ლურჯი მძივების ასხმა) არჩევდა იმგვარ ტონებს, რომლებიც კიდევ უფრო გაუსვამდნენ ხაზს თვალების ცისფერ ფერს.

 

თინათინ ჯიქიას გამოსახულების შექმნა სცადა ცნობილმა რუსმა მხატვარმა ვასილ შუხაევმაც. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდგომ მაგადანში გადასახლებულმა ხელოვანმა საცხოვრებლად თბილისი აირჩია. აქ აღბეჭდა მან ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწენი, აგრეთვე მშვენიერი ქალბატონები, მათ შორის თინათინ ჯიქია.

 

ქალბატონი თინათინი აღარ არის ამქვეყნად, მაგრამ დარჩა მოგონება მშვენიერ ქალბატონზე, ქეთევან მაღალაშვილისეული პორტრეტი, კონსტანტინე გამსახურდიას სტრიქონები და მისივე ავტოგრაფი – ჯიქიების ოჯახისთვის ნაჩუქარ წიგნზე “ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას”…

Link to post
Share on other sites

დავიღალე.... -- დაიღალე?

იმეორებს ხმა.

-ადექი და შენც დაიწყე

წითელ ღვინის სმა.

მათრობელა სურნელს გაჰყევ

აი, მარნის გზა.

მოიცადე, სად გარბიხარ

გაისწორე თმა.

-ერთი, ორი... ხუთი ჭიქა..

ახლა რაღა ვქნა?

თვალი მიყო ჭინკამ იქვე

-ჩემსკენ იწყე სვლა.

გულში მაგრად ჩამიხუტა

აღარ მახსოვს რა.

Link to post
Share on other sites

საქმე შენს გარშემომყოფებში არაა, - თქვა დონ ხუანმა. - ისინი საკუთარ თავსაც კი ვერ ეხმარებიან. აქ უშვებ შეცდომას - ხომ შეგიძლია დაეხმარო საკუთარ თავს მდუმარების ღრმა დონიდან, მაგრამ ამის ნაცვლად მიდრეკილება გაქვს, რომ განიკითხო ისინი. განკითხვა ნებისმიერ იდიოტს შეუძლია. მათი განსჯით, ყველაზე ცუდს იღებ მათგან. ჩვენ, ადამიანები, ტყვეები ვართ, და სწორედ ეს ტყვეობა გვაიძულებს ასე უბადრუკად მოვიქცეთ. შენი ამოცანა იმაშია, რომ ადამიანები ისეთებად მიიღო, როგორებიც არიან! თავი დაანებე ადამიანებს.

კარლოს კასტანედა - "უსასრულობის აქტიური მხარე".

Link to post
Share on other sites

დედა–შვილი

 

 

აეროპორტში ყოფნისას ჩემი ყურადღება მიიპყრო დედა–შვილი, რომლებიც ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს.

შვილი მიემგზავრებოდა. როცა გადაეხვივნენ ერთმანეთს, დედამ უთხრა:

 

„მიყვარხარ და გისურვებ საკმარის სიყვარულს.“

 

შვილმა უპასუხა: „ დედა ჩვენი ურთიერთობა და შენი სიყვარული ჩემდამი სრულიად საკმარისია ჩემი ბედნიერებისთვის. შენი სიყვარული ყველაფერია ჩემთვის, მხოლოდ ეს მჭირდება და მავსებს. დედა მეც გისურვებ საკმარის სიყვარულს“.

 

მათ გადაკოცნეს ერთმანეთი და დედა დარჩა მარტო.

 

ქალბატონი გამოემართა და დადგა იმ ფანჯარასთან, სადაც ვიჯექი და მე შევნიშნე, რომ მას სჭირდებოდა და უნდოდა ტირილი.

 

მე არ მივეცი თავს უფლება შევჭრილიყავი მის პირად ცხოვრებაში,მის ემოციებში, მაგრამ უცებ მომიბრუნდა და მკითხა:

„ როდესმე დამშვიდობებიხართ ისე, რომ გიგრძვნიათ ეს უკანასკნელად ხდება?“

 

მე დავეთანხმე და თან ვკითხე „ მაპატიეთ ცნობისმოყვარეობისთვის, მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ ეს იყო უკანასკნელი დაემშვიდობება?“

 

„მოხუცი ვარ და ის შორს ცხოვრობს. მაქვს პრობლემები და რეალობა არის ის, რომ ჩემი შვილი უკან დაბრუნდება ჩემი დაკრძალვისათვის“.

 

„როცა თქვენ დაემშვიდობეთ, ყური მოვკარი, რომ უთხარით ეს სიტყვები: „გისურვებ საკმარისს“ და თუ შეგიძლიათ ამიხსენით მისი მნიშვნელობა?“

 

მან გამიღიმა და მითხრა:“ ეს არის სურვილი, რომლის თქმის ტრადიციაც გადადის თაობიდან თაობაზე. ჩემი მშობლები მას ყველას ეუბნებოდნენ“. ის წამით ჩაფიქრდა, თითქოს სურდა დეტალურად მოეგონებიმა...მან ისევ გაიღიმა.

 

„როცა ჩვენ ვეუბნებით ვინმეს „გისურვებ საკმარისს“ ჩვენ მას ვუსრვებთ, რომ მისი ცხოვრება სავსე იყოს იმ რაოდენობის დადებითი მოვლენებით რაც საკმარისი აღმოჩნდება დანაკლისის შესავსებად.“

 

მოგონებებმა შემომინახა ის ფრაზები რაც იმ დღეს, მითხრა ამ უცნობმა ქალბატონმა და დღემდე მახსოვს:

 

„გისურვებთ საკმარისი რაოდენობის წვიმას, რათა შემდეგ უფრო მეტად დააფასოთ მზე.“

„გისურვებთ ბედნიერებას იმ რაოდენობით, რომ საკმარისი აღმოჩნდეს სულისთვის“

„გისურვებთ იმ რაოდენობის ტკივილს, რათა შემდეგ შეძლოთ პატარა დადებითი მოვლენებიც კი დიდ სიხარულად აღიქვათ.“

„გისურვებთ ცხოვრებისგან მიგეღოთ იმდენი, რაც საკმარისი აღმოჩნდება თქვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად“

„დაე, იმდენი დანაკარგი გქონოდეთ, რათა შემდეგ უფრო მეტად დააფასოთ ის რაც არ დაგიკარგავთ“

"გისურვებთ საკმარისი „გამარჯობა“ მიგეღოთ საბოლოო გამომშვიდობებამდე“

 

შემდეგ, მოხუცი ატირდა და გამეცალა.

 

ამბობენ, 1 წუთია საკმარისი განსაკუთრებული პიროვნების შესამჩნევად, 1 საათი–მის დასაფასებლად, 1 დღე–მის შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება– მის დასავიწყებლად!

უცნობი

Link to post
Share on other sites

http://www.mastsavlebeli.ge/?action=news&npid=1685

 

წარმატების საიდუმლო, აკრძალვა, რომელიც გვაძლიერებს

 

 

 

თუკი სურვილი გაქვთ წარმატებას მიაღწიოთ, მნიშვნელობა არ აქვს რა პროფესიის ბრძანდებით. ჯანსაღი ოპტიმიზმი, მიზანდასახულობა, ადექვატურობა, მოთმინების უნარი - ამ საუკეთესო თვისებების ნაზავს ფსიქოლოგიურ მდგრადობას უწოდებენ. ფსიქოთერაპევტ ემი მორენის პრაქტიკაზე დაყრდნობით ჟურნალ „Forbes"-მა გამოაქვეყნა 13 აკრძალვა, რომელსაც ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანები თავიანთ თავს მოთხოვნად უყენებენ:

1. ფსიქოლოგიურად მდგრად ადამიანს არასოდეს ებრალება საკუთარი თავი. ამაზე ის დროს არ კარგავს. თუ რამე არ გამოსდის, მიზეზს საკუთარ თავში ეძებს. მაგალითად, საბჭოთა სისტემაში აღზრდილ ადამიანებს მემკვიდრეობად ცუდი განწყობა დარჩა: ყველაფერზე პასუხს მხოლოდ ხელისუფლებისგან ითხოვენ. სინამდვილეში კი საკუთარ თავს პასუხი უფრო ხშირად უნდა მოვთხოვოთ.

 

2. ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანი ყოველთვის აკონტროლებს თავს. ის არა ვიღაცის ჯინაზე ან პროვოკაციის გამო ისახავს მიზანს, არამედ იმიტომ, რომ ეს მისი სურვილია. ნებისმიერმა მებრძოლმა იცის, რომ ჯერ თავი უნდა მართოს, საკუთარი თავიდან გამომდინარე - მოწინააღმდეგე და მოწინააღმდეგეს ქმედებიდან გამომდინარე - სიტუაცია.

 

3. ფსიქოლოგიურად მდგრად ადამიანს არ აშინებს ცვლილებები. ცვლილება არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ გაურკვევლობასთან, რომელსაც კომფორტის ზონიდან გამოვყავართ. ჩვენი გონება ისეა მოწყობილი, რომ მეტ-ნეკლებად იტანს დიდ სტრესსა და დატვირთვას.

 

4. ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანი არ ხარჯავს საკუთარ რესურს იმაზე, რაც არახელეწიფება. თუ სამსახურში არადექვატური კოლეგა ჰყავს ან გზად ავტოსაცობში მოხვდა, ამას მაინც ვერ მოაგვარებს.

 

5. არ არის აუცილებელი ყველას უყვარდე, ყველასათვის სასარგებლო იყო. უმჯობესია კონკრეტულზე დაფოკუსირდე. ძლიერი პიროვნებამ ისედაც კარგად იცის, ვის, როდის და რატომ უნდა დაუთმოს.

 

6. ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანი გაუთვლელ რისკზე არასოდეს მიდის. დიახ, რისკის უნდა გაითვალოს.

 

7. არ ღირს წარუმატებელ წარსულზე დიდხანს ფიქრი. ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანიც ადამიანია და შეცდომებისგან დაზღვეული არ არის. ის ყოველთვის წინ მიდის, მომავლის იმედი აქვს.

 

8. ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანებისთვის დამახასიათებელი არ არის ერთი და იგივე შეცდომების გამეორება. დადებითი შედეგის იმედით მათი დაშვება ფსიქიკური პრობლემის მანიშნებელია. წარმატებული ადამიანი საკუთარ შეცდომებს ზედმიწევნით შეისწავლის, რათა გაუგებრობის მსხვერპლი აღარ გახდეს.

 

9. ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანებისთვის უჩვეულოა შური. პირიქით, ისინი სიხარულით იზიარებენ სხვის წარმატებას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის მზა რეცეპტად მოინიშნონ ის.

 

10. ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანი არასოდეს ნებდება ბედს. თუ საჭიროა, ნულიდან იწყებს.

 

11. ფსიქოლოგიურად მდგრად ადამიანიანს არ აშინებს მარტოობა. პირიქით, დროდადრო საზოგადოებრივი ხმაურისგან მოწყვეტა სასარგებლოა იმისათვის, რომ გონებამ, რომელიც მუდმივად დატვირთულია, დაისვენოს.

 

12. ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანი არ მიიჩნევს იმას, რომ ვაღაცას „მისი ვალი აქვს". ის უბრალოდ ბევრს მუშაობს და გასცემს.

 

13. ფსიქოლოგიურად მდგრად ადამიანი არასოდეს ელის სწრაფ შედეგს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. სწრაფად ვერც ბავშვს აღზრდი, ვერც ბიზნესს გამართავ, ვერც წონაში დაიკლებ ან უცხო ენას დაეუფლები. მზად უნდა იყო ხანგრძლივი მარათონისთვის. ძლიერი ადამიანი ყოველთვის მიზანდსახულია და სწორედ ეს თვისება ეხმარება მრავალი ცხოვრებისეული ბარიერის გადალახვაში.

Link to post
Share on other sites

იმისათვის რომ მე შევიცვალო

ამისთვის უნდა გარდავიცვალო

ფერი ვიცვალო, გრძნობა ვიცვალო

გული ვიცვალო, სიტყვა ვიცვალო

და მე გავხვდები ცივი და უტყვი

ყველას მოშურნე ,ბოროტი, ფლიდი

მზის ამოსვლისას , მე ,ქალი- გველი

გესლიან ენით მოვრწყავ ყვავილებს.

ბუდეს მოვუნგრევ იმ კუდმაკრატელას

ხარება დღეს რომ მახარებდა:-აი, მოვფრინდი.

შმაგი ქარივით დავიწყებ ხარხარს

ბავშვის ცრემლებზე,

- დიდი ამბავი ის თუ დაეცა.

დიდი ამბავი ვინმეს თუ შია.

დიდი ამბავი ვინმეს თუ სცივა.

მე ბოროტი ვარ, ფერი ვიცვალე

ამისთვის მე ხომ გარდავიცვალე.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...