paraskeva 30 Posted August 6, 2014 Report Share Posted August 6, 2014 https://www.youtube.com/watch?v=1nXkYnkU1gY https://www.youtube.com/watch?v=gqCVBNdQQNg ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 7, 2014 Report Share Posted August 7, 2014 ჰიტლერის ორმაგი სახე http://dudana.kvirispalitra.ge/?p=7966 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 7, 2014 Report Share Posted August 7, 2014 მგლებთან http://dudana.kvirispalitra.ge/?p=8665 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 7, 2014 Report Share Posted August 7, 2014 — Каждый человек, сотворённый Богом, является решением чьей-то проблемы, — сказала как-то моя мудрая бабушка. Я очень удивилась ее словам. — Ты — решение чьей-то проблемы, — повторила она. И пояснила: — Дар, который дал тебе Бог, может быть не нужен всем, но он, безусловно, необходим кому-то — твоя улыбка, твоя любовь, твоя сила! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 13, 2014 Report Share Posted August 13, 2014 სიყვარული პოეზიის პირველმიზეზია. კაცობრიობას ის ბავშვობის სიზმრებიდან მოსდევს. ვიდრე ერის გული მისი პირველგამომხატველის – ეროვნული პოეზიის – სახით სიყვარულის უნარს ინარჩუნებს, მისი დაბერება არ იქნება. ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს. ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სიავემ. ათასი გოროზი გულის ძახილი შეეწირა დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას. უდაბურდებიან სემირამიდას ბაღებიც… ვინ იცის, რამდენი ამპარტავანი სულის ზვაობას მოეღო ბოლო, რამდენი ამაო ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზე ხელაღებულ მაძიებლებს? „და გამწარებით ხრავენ ქვიშასა“. ინავლება სიყვარულიც. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვანი სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება „ვით ბაზმა გაუქრობელი“ – ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა: ძევახ, სიცოცხლეო ჩემო! /გურამ ასათიანი/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 16, 2014 Report Share Posted August 16, 2014 მიშიკო :( კაცი მოკვდა...დაიხურა ქუდი და საუკუნო გზას გაუყვა ნაბიჯით!... მწარედ ტირის დედა გულმოკლული და გაიძახის-მეც ჩემს შვილთან გამიშვით!!!.... კაცი მოკვდა, დაიხურა ქუდი და მშვიდობითო- არც კი გვითხრა , წავიდა... ნაღველი სდის ბედკრულ დედას გულიდან, ის კი.... იქნებ დაიბადა თავიდან?!... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 22, 2014 Report Share Posted August 22, 2014 "რეზო თაბუკაშვილმა შესანიშნავად ახსნა, რას ნიშნავს პროვინციალიზმი. პროვინციალიზმი განყენებული ცნებაა და არა სოფელი და ქალაქი. როდესაც წყალში მოცურავე გედს უყურებ, უდიდესი სილამაზეა. ისე ლამაზად დაცურავს, ისე უჭირავს თავი, ისე ლამაზად ყვინთავს, გასრიალდება... მაგრამ როგორც კი წყლიდან ამოვა და ნაპირზე ბაჯბაჯს დაიწყებს, მსგავსი სიმახინჯე არ არსებობსო. ადამიანი იმ გარემოში, სადაც ნამდვილად ცხოვრობს და არსებობს, პროვინციელი არასოდეს არ არის. " ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 1, 2014 Author Report Share Posted September 1, 2014 პარასკევა, ვინ იყო? უფალმა გაანათლოს. მიშიკო :( ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 2, 2014 Report Share Posted September 2, 2014 პარასკევა, ვინ იყო? უფალმა გაანათლოს. ჩემი მოსწავლე იყო.. ავარიაში დაიღუპა.. :( ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 12, 2014 Report Share Posted September 12, 2014 ''ისინი ამბობენ,რომ თუ ბისექსუალი ხარ, თავგზა აგებნა; თუ გეი ხარ, ცოდვას ჩადიხარ. თუ გამხდარი ხარ, ნიშნავს, რომ ნარკომანი ხარ. თუ მსუქანი ხარ, საზიზღრად გამოიყურები. თუ კარგად გაცვია-პატივმოყვარე და თვითკმაყოილი. თუ კომფორტისთვის გაცვია-უგემოვნო. თუ ლაპარაკობ იმას, რასაც ფიქრობ–იდიოტი. თუ საერთოდ არ ლაპარკობ–გაუთლელი. თუ თავაზიანი ხარ–მატყუარა და პირფერი. თუ ტირი– ხარ DRAMA QUEEN. თუ მამაკაცი მეგობრები გყავს–გარყვნილი. შენ ვერაფერს გააკეთებ ისეთს, რომ საზოგადოებამ არ გაგკიცხოს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ვერ ცოცხლობენ, თუ არ კიცხავენ სხვებს. იყავი ამაყი საკუთარი თავით. ეს შენი ცხოვრებაა და ჩვენ, ყველანი მშვენიერები ვართ.'' - ნაომი კემპბელი. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 15, 2014 Report Share Posted September 15, 2014 ჩემო ტკბილად საკოცნელო ჩემო გულის ხვაშიადო ზამთრის პირას ფიფქად მოსვლა, გაზაფხულის ია ხარო. ჩემო თვალის მარგალიტო, ჩემი ღაწვის ნამი ხარო. ნაძვის ტოტზე ჩამომჯდარი ჩემი სევდა, დარდი ხარო. იასამნის ცისფერ ბაღში მეჯლისების ვარდი ხარო, მინდა გულში ჩაგიკრა და ჩუმად გითხრა- ჩემი ხარო. /მე/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 15, 2014 Author Report Share Posted September 15, 2014 ვაა, მაგარია პარასკევა. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 16, 2014 Report Share Posted September 16, 2014 ვაა, მაგარია პარასკევა. გიჟ-ვპოეტობ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 21, 2014 Report Share Posted September 21, 2014 "ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის.. ჩვენ მისგან უფრო მეტს მოვითხოვთ, ვიდრე შეუძლია, ამიტომაა, რომ ადამიანები ცდილობენ, ისეთები გახდნენ, როგორიც სინამდვილეში არ არიან. ჩნდება ნიღაბი, გრიმი, პოზა.. ალბათ, რამდენად მშვენიერია ადამიანი თავისი ნამდვილი სახით.. და როცა ასეთ ადამიანს ვხვდებით, არ ვუჯერებთ, გვგონია, ისიც გვატყუებს.." თამაზ ჭილაძე ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 21, 2014 Report Share Posted September 21, 2014 "ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის.. ჩვენ მისგან უფრო მეტს მოვითხოვთ, ვიდრე შეუძლია, ამიტომაა, რომ ადამიანები ცდილობენ, ისეთები გახდნენ, როგორიც სინამდვილეში არ არიან. ჩნდება ნიღაბი, გრიმი, პოზა.. ალბათ, რამდენად მშვენიერია ადამიანი თავისი ნამდვილი სახით.. და როცა ასეთ ადამიანს ვხვდებით, არ ვუჯერებთ, გვგონია, ისიც გვატყუებს.." თამაზ ჭილაძე მომიტევე და ვერ დავეთანხმები, მიუხედავად მისდამი პატივისცემისა, არასწორად აქვს გადმოცემული, რასაც ჰფიქრობდა. მომეცი "წყარო" სადაც ეგ დასწერა, წავიკითხავ ბოლომდე და მერე, არ არის გამორიცხული, ბოდიშიც მოვუხადო. ნებისმიერ შეუხადავ ქალში შემიძლია ვიპოვო ქალური სილამაზე. მომეცით ყველაზე ხელიდან წასული "არაკაცი" ჩემს ნებაზე და ადამიანად ვაქცევ. პ.ს. არადა მართალს ვწერ. მართლა შემიძლია მსგავსი რამის გაკეთება, თან ძალიან ადვილად. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 22, 2014 Report Share Posted September 22, 2014 მომიტევე და ვერ დავეთანხმები, მიუხედავად მისდამი პატივისცემისა, არასწორად აქვს გადმოცემული, რასაც ჰფიქრობდა. მომეცი "წყარო" სადაც ეგ დასწერა, წავიკითხავ ბოლომდე და მერე, არ არის გამორიცხული, ბოდიშიც მოვუხადო. ნებისმიერ შეუხადავ ქალში შემიძლია ვიპოვო ქალური სილამაზე. მომეცით ყველაზე ხელიდან წასული "არაკაცი" ჩემს ნებაზე და ადამიანად ვაქცევ. პ.ს. არადა მართალს ვწერ. მართლა შემიძლია მსგავსი რამის გაკეთება, თან ძალიან ადვილად. წყარო არ ვიცი.. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 23, 2014 Report Share Posted September 23, 2014 მეორე ბავშვობას გავდივარ.საღამოს ვსეირნობ ველოსიპედით. როგორც ბავშვობაში, მამა ახლაც თან მომყვება. ეზოში მელოდება. თუ ცოტა შორს გავედი აუცილებლად გზას გამოჰყვება. მოთმინებით მელოდება როდის ვიჯერებ გულს. შემდეგ ჩაიყვანს ველოსიპედს სარდაფში და ერთად ამოვდივართ. მე როგორც მაშინ, ბავშვობაში, ორ-ორი კიბით ავირბენ მესამე სართულამდე და პირველი შევვარდები სახლში.დედა ,როგორც ყოველთვის ,სამზარეულოში ფუსფუსებს.საოცრად თბილი გრძნობაა. <3 ამ საღამოსაც ვიყავი ეზოში. ჩამოვუქროლე ჩემს მეზობლებს. სუნით მივხვდი რომელი მეზობელი რას აკეთებდა.. ერთი ტყემალს ხარშავდა, მეორე ბადრიჯანს წვავდა. მეზობლებოო!!!-გავძახე და ჩავიქროლე. ერთს აივანზე სუფრა გაეშალა და მეგობრეთან ერთად სვამდა. იმ დროს ჩავუქროლე წინაპრების სადღეგრძელოს რომ სვამდნენ. ქვემოდან ავძახე:-ამინ!ამინ!-მეთქი. -ვა, ეკა!-ჩამომძახეს. -ამო, ერთი ჭიქა დაგვიცალეო.. -არა, ბიჭებო,რას ამბობთ, საჭესთან ვარ და სადმე არ გამაჩერონ-მეთქი. <3 მშობლებზე და თბილ გრძნობებზე ვყვებოდი. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ რაიონში ვიყავი წასული. ასეთი სიზმარი ვნახე: ვითომ ჩემმა მშობლებმა თვითმფრინავის ბილეთები მაჩვენეს და მითხრეს-ჩვენ მივფრინავთ და სახლს მიხედეო. ვხედავ როგორ აფეთქდა მათი თვითმფრინავი. დილით ვერაფრით დავუკავშირდი მათ, მანქანა დავიქირავე და არ ვიცი, რა სისწრაფით მოდიოდა მძღოლი. სახლში შევედი და რას ვხედავ, თვითმფრინავის ბილეთებს. ბათუმში აპირებდნენ წასვლას, მამას სამსახურის საქმის გამო. არ მოვყვები თუ რა კონცერტები გავმართე სახლში, თავადაც მიხვდებით. ვერ გადავარწმუნე მამა, ვერც მანქანით წასვლაზე და ვერც მატარებლით წასვლაზე დავითანხმე. გავყევი აეროპორტში და ჩემთვისაც ავიღე ბილეთი, მე რომ წამოვალ არაფერი არ მოხდება ცუდი-მეთქი. ასე ბუზღუნ-ბუზღუნით ავედით და მოვთავსდით ჩვენ-ჩვენ ადგილებზე. შევიკარით უსაფრთხოების ღვედები, მფრინავებიც ამოვიდნენ, თვითმფრინავი გავიდა სასტარტო ადგილას და გაჩერდა. გაჩერდა და გაჩერდა. სალონში პირმცინარი სტიუარდესა შემოვიდა და გვითხრა: თვითმფრინავი ვერ გაფრინდება, დაზიანებულიაო. წარმოიდგინეთ ჩემი მშობლების შეშფოთებული სახეები და ჩემი ბედნიერებისგან გაბადრული „სიფათი“. ორი-სამი საათის შემდეგ იმავე თვითმფრინავით გავემგზავრეთ. მთელი გზა მამას სახეზე ფერი არ ედო. დედას ჩემი ხელი ეჭირა და ხშირად მეკითხებოდა : ჩავფრინდებით? დღეს სულ მიკვირს, ყველა ადამიანს აქვს თვითგადარჩენის ინსტიქტი, როგორ წავედი, რა ძალამ წამიყვანა. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted September 23, 2014 Report Share Posted September 23, 2014 კარგია ეკა,ოქროს პარასკევა გვყავხარ!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 24, 2014 Report Share Posted September 24, 2014 კარგია ეკა,ოქროს პარასკევა გვყავხარ!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 24, 2014 Report Share Posted September 24, 2014 სიკეთის ანტითეზა! არიან ადამიანები, რომლებიც ერთი შეხედვით საცოდავნი არიან, დახმარებას საჭიროებენ და ითხოვენ, მუდამ მდიდართა უსამართლობასა და ღარიბთა ჩაგრულობაზე მოთქვამენ, ზნეობრივი მენტორების და პროტოგონების როლს ისე ტექნიკურად თამაშობენ სახალხო არტისტებს გაახუნებენ, მაგრამ.........მაგრამ, საკმარისია ვიღაცამ დახმარების ხელი უანგაროდ გაუწოდოთ და ფეხზე წამოდგნენ უმალ სისხლისმსმელ, მომხვეჭელ, მონსტრებად გადაიქცევიან ხოლმე და თითქმის ყოველთვის საკუთარ უანგარო კეთილისმყოფლებს ისე ჩაწიხლავენ და გაანადგურებენ მათდამი გაკეთებული სიკეთისათვის ხელიც არ აუკანკალდებათ. მორალი–ძალიან ძნელია ჩამოძონძილ, დაფლეთილ ღატაკში ამოიცნო დემონებისგან სულდახრული არსება, შურისა და ბოღმისგან გასიებული საკუთარი სიდუხჭირის გამო, რომელიც მომაგრდება თუ არა ამ ჩაბუდებულ დემონებს გარეთ გამოუშვებს და ბევრად უფრო საშიში "სოციალური მოვლენა" ხდება ვიდრე სიღატაკის დროს იყო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 26, 2014 Report Share Posted September 26, 2014 "თორმეტი ნაბიჯი რომ გადავდგით, ორივე მოვტრიალდით, სიყვარული ხომ დუელია და ბოლოჯერ შევხედეთ ერთმანეთს". ჯეკ კერუაკი "გზაზე" ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 30, 2014 Report Share Posted September 30, 2014 ლეგენდები ღვინოზე - ღვინო უფრო ძველია თუ საქართველო? ლევან სეფისკვერაძე საქართველო ლეგენდების ქვეყანაა და ალბათ არსად ისე არ უყვართ ძველი, მეხსიერებაში მიმქრალი ამბები, როგორც ჩვენს ქვეყანაში. ძალიან იშვიათია ქართული ლეგენდა, რომელიც ღვინოს, სუფრასა და ზოგადად ბახუსის ტრფიალებას არ უკავშირდებოდეს. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში, უმეტესად კი ზეპირ გადმოცემებში, ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდადქცეული ამბები უხვად გვხვდება. ამ მასალის საერთო ანალიზით და სათანადო კვლევითაც ადვილად მივდივართ დასკვნამდე, რომ საქართველო მართლაც ღვინის სამშობლოა. მეოთხე ჭიქა - "საეშმაკო" ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია შემორჩენილი. მათ შორის - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც კი, სადაც ღვინის დაყენების კულტურა თითქმის არასოდეს არსებულა. თუმცა, ღვინის ნამდვილ ქართულ ფენომენს ფშაველები თუ ხევსურები ბარის ქართველებზე არანაკლებად აღიქვამდნენ. თიანეთში დღესაც შემორჩენილია გამოთქმა: "ჩვენებურს თუ ღვინო მასწყურდა, ვერა კახელი თამადა ვერ გაუძლებსო". გიორგი იორამაშვილი, თიანეთის რაიონის სოფელი ზარიძეები: "ჩვენთან ერთი ძალიან ძველი ლეგენდაა შემორჩენილი, რომელიც დღეს ახალგაზრდებიდან ცოტას თუ ახსოვს: უხსოვარ დროს, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ცხოვრობდა, გადაწყვიტა, საიქიოდან გამოძევებული და შრომისაგან დაქანცული ადამიანების ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადა. დაჯდა, იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა, ისეთი სასმელი შეექმნა, რომელიც კაცს მცირე ხნით, მაგრამ მაინც დააბრუნებდა სამოთხეში. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ღმერთმა ღვინო სამოთხის რამდენიმესაათიანი ილუზიის შემქმნელად გააკეთა. გააკეთა და ღვინის გასასინჯად ყველა ანგელოზი და ეშმაკიც მიიწვია. ღვინო ყველას მოეწონა. მათ შორის ეშმაკსაც. მაგრამ ეშმაკი რისი ეშმაკი იქნებოდა, ღმერთს რომ არ გაჯიბრებოდა. მანაც ბევრი იფიქრა და რაკი სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და ღმერთის მიერ გაკეთებული ღვინის ნარჩენებით, ანუ ჭაჭით, სხვა, უფრო მათრობელა და ძლიერი სასმელი - არაყი გააკეთა. მერე ამ სასმელის გასასინჯად ღმერთი მიიწვია. მივიდა ღმერთი, დალია ერთი ჭიქა, მეორე, მესამე და მეოთხეც რომ დალია, ეშმაკს უთხრა: "ვინც არაყი დალიოს, სამ ჭიქამდე ჩემსკენ იყოს, სამი ჭიქის მერე კი შენთვის დამითმიაო. თიანეთში მოხუცები ახლა როცა არაყს სვამენ, მეოთხე ჭიქას "საეშმაკოს" ეძახიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გადავიდნენ მეხუთე ჭიქაზე. ბევრმა არც კი იცის, რატომ ეძახის მეოთხე ჭიქას "საეშმაკოს". არადა, ეს გამოთქმა და საერთოდ, ეს ტრადიცია სწორედ იმ ძველი ლეგენდიდან მოდის" ბულბული, ლომი და ღორი საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ღმერთი ღვინოსთან დაკავშირებული ქართული ლეგენდების დიდ ნაწილში ფიგურირებს. უმეტესწილად, ეს არის მამა ღმერთი. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ქართველების ფსიქოლოგიაში ღვინის სიძველედ აღქმას უკავშირდება. სხვადასხვა რელიგიური ფაქტორები რომ გამოვრიცხოთ, მამა ღმერთი პირველ რიგში ძველის, უხსოვარის, პირველარსის გამომხატველია. ზოგადად მის სახელთან დაკავშირებული ნებისმიერი ამბავი, ამბის უძველესობას უსვამს ხაზს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ლეგენდების დიდ ნაწილში ღვინის შექმნას ქართველები სწორედ მამა ღმერთს უკავშირებენ. მაგალითისთვის მოვიხმოთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საინტერესო ქართული ლეგენდა: ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. მრავალი ადგილი შეარჩია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა, სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები. ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა (არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ევრაზიის აფრიკასთან მატერიკულად ერთიანობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ლომები მართლაც სახლობდნენ). როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა. როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით საამო მოსასმენია. როდესაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება. უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი, ადამიანი ემსგავსება ღორს, თუ რატომ, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს. პრომეთე და ჭური-მთა ქართველი ისტორიკოსები და ეთნოგრაფები, რომელთაც სხვადასხვა წერილობით წყაროებზე უწევთ მუშაობა, ამბობენ, რომ საქართველოს ისტორია ღვინის ისტორიის პარალელურია და ღვინის, პურადობისა თუ, ქართული ნადიმების თემას ვერც ერთი მკვლევარი ვერ უვლის გვერდს. გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: "სხვადასხვა წყაროებში გაფანტული ღვინოსთან დაკავშირებული ბევრი ძველი ამბავი, უმეტეს შემთხვევაში, ლეგენდა უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, თითქმის ყველა ძველი ისტორიკოსი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ამა თუ იმ მეფის ცხოვრების აღწერისა და საერთოდ მათ ეპოქაზე საუბრისას, იმდროინდელი ნადიმის სცენებიც აღეწერათ და თითქმის ყველგან ჩანს, რომ მემატიანის მიერ ამ ამბების თხრობის მთავარი მიზანი, ნადიმებზე არსებული ღვინის ქებათა-ქებაა. რა გასაკვირია, რომ ღვინის განსაკუთრებული სიყვარულით კახეთის მეფეები და თავადები გამოირჩეოდნენ. ზოგიერთზე არსებობს დაუჯერებელი ლეგენდები, რომ თითქოს, 30 და მეტ ლიტრ ღვინოს სვამდნენ, რაც ნაკლებად სარწმუნოა. ერთი ლეგენდის თანახმად, კახეთის პირველ მეფეს, გიორგი მერვეს, სატახტო ქალაქიდან ახლოს მდებარე სოფლამდე თიხის მილი გაუყვანია, საიდანაც ნადიმების დროს ღვინო მოედინებოდა და მოქეიფეები ეგრევე მილიდან ივსებდნენ ჭიქებს. ეს ყველაფერი დაუჯერებელია, მაგრამ თუკი ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, ღვინოსთან დაკავშირებულ ამაზე ბევრად საინტერესო ლეგენდებსაც წავაწყდებით. ყველამ კარგად იცით ლეგენდა კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანზე. ამ ლეგენდას მთელს მსოფლიოში მრავალი ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ მე სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერპრეტაცია მოვისმინე. სვანეთში არსებობს ერთი ძალიან პატარა მთა, რომელიც მეტად უცნაური ფორმისაა და იმერულ მოგრძო ჭურს ჰგავს. სვანური ლეგენდის მიხედვით, ზევსმა ამირანი (პრომეთე) როდესაც დასაჯა, ბოლომდე მაინც არ გასწირა და სწორედ ამ კლდეზე მიაჯაჭვა. ეს კლდე იყო ღვინით სავსე უზარმაზარი ჭური, რომელიც მუდამჟამს ღვინით იყო სავსე და ამირანი ასწლეულების მანძილზე ამ უზარმაზარი ქვევრიდან მწვეთავი ღვინის წვეთებით საზრდოობდა. ამირანის შესახებ არსებულ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ლეგენდებს შორის, ეს მთა-ჭურის ლეგენდა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია მართლაც უძველესია". კლდეზე მიჯაჭვულ ამირანზე შექმნილი ლეგენდის სვანური ინტერპრეტაციით, ადამიანს საზრდოდ მხოლოდ ღვინის წვეთების მიღებამაც კი შეიძლება შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება. თუმცა, ღვინის საოცარი ძალის შესახებ არსებობს კიდევ ერთი, ამჯერად უფრო დამაჯერებელი ამბავი-ლეგენდა, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ წმინდანს, სვიმეონ მესვეტეს უკავშირდება. სვიმეონ მესვეტემ ამა ქვეყნიდან განდგომის შემდეგ, ათეულობით წელიწადი ქვის სვეტზე, ფეხზე მდგომმა გაატარა. მის საკვებს მხოლოდ პურის მცირეოდენი ნამცეცები შეადგენდა, რომელსაც წმინდა სვიმონი ღვინოში ასველებდა და ისე ჭამდა. სვიმონ მესვეტის უდავოდ საოცარი გამძლეობის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, რწმენაა. მაგრამ, ნუ დავივიწყებთ ღვინის საოცარ თვისებებსაც, რომელმაც წმინდანს სიცოცხლე ათწლეულების მანძილზე შეუნარჩუნა. მითიური "დამღვინებლები" ახალგაზრდა, გამოუცდელ ადამიანებზე ჩვენში ამბობენ, "ეს ჯერ დაუღვინებელიაო". საქართველოში, კერძოდ კი იმერეთში, არსებობდა გამოთქმა - "დამღვინებელი კაცი". ახლა ამ გამოთქმას თითქმის აღარავინ ხმარობს და არც მისი მნიშვნელობა იციან. ამ ფენომენთან დაკავშირებით, ზესტაფონელი გლეხი კობა ტაბატაძე, ჩვენთან საუბარში იხსენებს მოხუცებისაგან მოსმენილ ძალიან საინტერესო ამბავს. მისი თქმით, არსებობდა ლეგენდა "დამღვინებელ კაცებზე". ეს მითიური ადამიანები თეთრწვერა მოხუცებად აღიქმებოდნენ, რომლებიც გზიდან აცდენილ, არასწორად მცხოვრებ ადამიანებს სიზმარში ეცხადებოდნენ და ასწავლიდნენ (ხშირად მუქარის ხერხსაც მიმართავდნენ), როგორ უნდა ეცხოვრათ. კობა ტაბატაძე: "ჩემს სოფელში, ბავშვობაში ერთხელ ერთი ახალგაზრდა ბიჭი ძალიან დათვრა და ლამის მთელი თავისი ოჯახი გალახა. ჩემმა დიდმა ბაბუამ ეს ამბავი როცა გაიგო, თქვა: მაგისთვის მართლა ალალია დამღვინებლის გამოცხადებაო. მე ვერ გავიგე, ვინ იყვნენ "დამღვინებლები" და მაშინ მიამბო ბაბუამ ეს ლეგენდა: დამღვინებლები ბრძენი, მოხუცი, თეთრწვერა კაცები იყვნენ, რომლებიც ადამიანებს მხოლოდ მაშინ ეცხადებოდნენ, როდესაც ისინი ძალიან ცუდ საქმეს ჩაიდენდნენ და ისე აშინებდნენ, ვისაც დამღვინებელი გამოეცხადებოდა, მეორედ ცუდად მოქცევას ვეღარ გაბედავდა. ხოლო იგივე უმსგავსობის განმეორებას თუ მაინც გაბედავდა, მისი საქმეები სულ უკან-უკან წავიდოდა და შეიძლება, მომკვდარიყო კიდეც. დამღვინებლის დასიზმრება უკვე იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი ძალიან ცუდად მოიქცა. როგორც ბაბუაჩემი ამბობდა, ვისაც დამღვინებელი კაცი დაესიზმრებოდა, უმეტესად რცხვენოდათ ამის სახალხოდ აღიარება, რადგან ეს ნიშნავდა, რომ ცუდი საქმე ჰქონდათ გაკეთებული. ამ დროს ცდილობდნენ, ყველაფერი ჩუმად გამოესწორებინათ. ხალხი ერთმანეთს თურმე ხუმრობითაც ეუბნებოდა: "დამღვინებლისგან შეშინებული ხომ არა ხარო?" ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდები, შეიძლება ითქვას, საუკუნეების მანძილზე ქართველების ცხოვრებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის თანმდევი იყო. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ისტორია უმეტესწილად ლეგენდების ისტორიაა. ალბათ, გასაკვირიც იქნებოდა, ამ ლეგენდებში თავისი განსაკუთრებული ადგილი ღვინოს არ დაეჭირა. სადავო მხოლოდ ისაა, ღვინო უფრო ძველია თუ საქართველო. მარანი ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted September 30, 2014 Report Share Posted September 30, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 3, 2014 Report Share Posted October 3, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted October 3, 2014 Report Share Posted October 3, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.