Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

ყველაფერი არც კარგია, არც ცუდი. ყველაფერში ცოტა კარგია და ცოტა ცუდი. ყველაფერში ჩემი გონება ცოტა ცუდისკენ გარბის და ყველაფერში ყველაფერი ცუდი მგონია. ზოგნი ცოტა კარგს დიდხანს რომ მიაშტერდებიან ფიქრობენ, რომ ყვველაფერში ყველაფერი კარგად არის.ფოკუსი რომ შეგვიცვალოს ვინმემ მე და იმ ზოგიერთებს, შეიძლება გულებიც კი დაგვისკდეს:- მე დიდი ბედნიერებისგან, მათ - უბედურებისგან. :scratchchin::91:

/მე/

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

იაკობ გოგებაშვილი

------ "ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ გრძნობაში თავისთავის მეტი არა ურევია-რა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენის ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო. ერთის სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა. წარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი. ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან”…

Link to post
Share on other sites

ამაზე კარგად როგორ უნდა თქვა რა სჭირდება დღეს ქართველს.

 

 

იაკობ გოგებაშვილი

------ "ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ გრძნობაში თავისთავის მეტი არა ურევია-რა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენის ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო. ერთის სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა. წარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი. ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან”…

Link to post
Share on other sites

ინტერვიუ „ნამდვილი“ ილარიონის ქალიშვილთან

ამ ქვეყნად ოლღა ბებიაც არსებობდა, ილიკოც და ილარიონიც, ეს ამბავი ალბათ ყველას გაუგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცით, როგორები იყვნენ ისინი სინამდვილეში. გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, ერთი ლამაზი სოფელია - ზენობანი. მწვანე ბორცვები, ვაზი, გვიმრები და ჩაის პლანტაციები ისეა ერთმანეთში გადაზრდილი ვერც გაარჩევ რომელი-რომელია. ალბათ ორმოცდაათი წლის წინ ეს სოფელი სულ სხვანაირი იქნებოდა, იმიტომ, რომ ამ სიმწვანიდან ხის ოდების წითელი კრამიტის სახურავები აჭყიტებდნენ და კიდევ იმიტომ, რომ სწორედ აქ ცხოვრობდნენ ნოდარ დუმბაძის ბებია - ოლღა, ილიკო და ილარიონ დუმბაძეები. ილიკოს სახლამდე აღმართი უნდა აიარო, ილარიონის და ოლღა ბებიას სახლებს შორის კი მხოლოდ კოწია ფოსტალიონის („მე ვხედავ მზეს“) სახლი დგას - მოკლედ, სოფელი კი არა, გადაშლილი წიგნია. პირველად ილარიონის სახლთან მივედი, ჭიშკართან პატარა წითელკაბიანი გოგო დავინახე - ილარიონის შვილთაშვილი. მასპინძლობა კი ნამდვილი ილარიონის ქალიშვილმა, ციალა დუმბაძემ გაგვიწია და დაუზარებლად მოგვიყვა ნამდვილი ილარიონის ამბავს, რომელიც სინამდვილეში საკმაოდ ტრაგიკული ადამიანი იყო, თუმცა, ამის მიუხედავად იუმორის გრძნობა არასდროს დაუკარგავს. ქალბატონი ციალას მონათხრობის სტილი შეგნებულად უცვლელი დავტოვე, ალბათ ასე უფრო კარგად გაიცნობთ ნამდვილ ილარიონს.

 

„პოპულარული“ ილარიონი ციალა დუმბაძე:

 

„შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობაში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ 80% რეალური ამბავია მოყოლილი. ნოდარი მესამე კლასში იყო აქ რომ ჩამოვიდა. ათი კლასი იყო მაშინ, ათი კლასი დაამთავრა მან. აი, ილიკო და ილარიონი კი იყვნენ ასაკში. ძალიან დიდი სხვაობა იყო მაგათ შორის, მაგრამ რატომღაც მეგობრობდა ნოდარი მათთან. აგენმა იცოდა ძველი ამბები, აყოლებდა და იმას იწერდა. პატარ-პატარა მოთხრობებს სკოლის ასაკშიც წერდა. საერთოდ ილარიონი ცოტა სიტყვაძუნწი კაცი იყო, მაგრამ რასაც იტყოდა, მართალს იტყოდა. ტყუილს არავის შეარჩენდა. „მე ვიცი მაგი, როგორ იყო სინამდვილეო“ - იტყოდა.

 

თავიდან, როცა ნაწარმოები გამოქვეყნდა, ილარიონი ძალიან საყვედურობდა, მომჭრა თავი ნოდარიამ მთელ სოფელშიო, რა დაწერა აგი ამფერიო. მიტომ რომე, რაიონში ვინც კი სტუმარი ჩამოვიდოდა, კომკავშირის მდივანი იყო თუ რაიკომი იყო თუ რამე, სუყველას აქ მოყავდა სტუმრები, რომე - გვანახეთ ფიზიკურად ილარიონიო. მერე ჩოხატაურში რომ დაიდგა სპექტაკლი, შემდეგ ბათუმმაც დადგა. ბათუმში კარგი დეიდაშვილი ყავდა - ჯაში, გაზეთის რედაქტორი იყო ეს კაცი. იმან წაიყვანა ილარიონი იქინე და რომ დამთავრდა სპექტაკლი, აიყვანა თურმე სცენაზე და გამოაცხადა თურმე - ეს არის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ ნამდვილი ილარიონიო. გაგიჟდა ხალხი თურმე, ტაშით, ოვაციებით შეხვდა და მერე ამასაც უხაროდა... თანდათან მოეწონა, დეიწყო მერე წაკითხვა. თანაც უაჩკოდ კითხულობდა. შეირგო პოპულარობა.

 

მერე ძალიან კმაყოფილი იყო და, თუ ვინმე მოაკითხავდა შეხვედრაზე ან სპექტაკლზე წასაყვანად, სიამოვნებით მიყვებოდა, შეირგო პოპულარობა, უხაროდა....

 

ოლღა ბებია რომ გარდაიცვალა, ნოდარი იშვიათად მოდიოდა მერე აქ. სოხუმში სახლი ჰქონდა და იქ რომ მიდიოდა, მაშინ გამოივლიდა და სამი დღე დარჩებოდა. იმ სამ დღეს არ ეძინათ, მაგიდა იდგა აქანე, დიდ მსხალის ძირში და დღედაღამდე ქეიფობდა დაუძინებლად. იმ ღვინომ მოკლა ნოდარი...

 

„ღვინის ქურდები და მურადა“

 

„ომიანობის პერიოდში სოფელში ქურდობა გახშირდა, ღვინის ქურდობაც დაიწყეს. აგერ ბაღი გვქონდა წინ და ეგერ იქეთ მარანი. ხოდა, ილარიონმა იხმარა ჭკუა, ნოდარიას უთხრა, მოი, ბიჭო, მომეხმარეო, ქურდობააო. ცარიელი ჭურები კარგად დაგოზა და რომელშიც ღვინო იყო, ის მიწასთან ისე გაასწორა, რომ ვერ შეემჩნიათ. გევიდა რამდენი ხანი და ყოველ დილას მირბის ნოდარი და ილარიონი, თუა ჭური მოხდილი? რამდენიმე დღეში მივიდა, ნახა და ცარიელია ჭური, მოხდილია. არ იყო ეგ ილიკოს გაკეთებული, მოთხრობაში რომაა, მაგრამ ისე მოკვდა ილარიონი არ გაუცია, ვინ მოინდომა ღვინის მოპარვა. ისე კი იცოდა ილიკომ თქმა: „გაგიწყრა ღმერთი ილარიონაო, ცარიელი ჭური გაქვს მაგრად დაგოზილი და გადარჩა შენი ღვინოო“.

 

ნადირობა და თევზაობა ნოდარის ძალიან უყვარდა. აქანე რომ ჩამოვიდოდა, თუ ვინმე ბაღნები იყო, მოხიკავდა ყველას და, ღელე ჩამოდის ჩვენს გადაღმა, იქინე ქვების ქვეშ პატარვანი ლიფსიტები იყო. მეიტანდნენ ამ ლიფსიტებს და კეცზე შემწვარი უნდოდენ. ჩემი და კაი ხაზეიკა ქალი იყო -მარგალიტა ქვიოდა. „აბა, მარგალიტა, აბა, ახლა კეცის მჭადი და კეცზე შემწვარი თევზიო“ და მერე მთელი ღამე ქიფობდნენ. აი, ბაღნებს დააპურებდნენ და სხვას რაცხას აჭმევდნენ. აი, მე მინდაო - კეცზე შემწვარი ლიფსიტი.

 

მურადაც მართლა გვყავდა, მაგრამ კურდღელის მაგივრად რომ ძაღლი მოკლა, მაგი არ იყო მართალი. საერთოდ ილიკო და ილარიონი ხშირად ემასხრებოდა ერთმანეთს და ატყვილებდნენ ზოგჯერ ხუმრობით“.

 

 

 

„ილარიოოონ, თვალის ჩადება არ დაგავიწყდეს ჭიქაშიი“

 

ციალა დუმბაძე:

 

„იგი მართალია, რომ ეუბნება თვალის ჩადება არ დაგავიწყდეს ჭიქაში საღამოსო. ცალი თვალი ილიკოსაც აკლდა და ილარიონსაც.

 

აგერ გაღმა ყანა გვქონდა, ძალიან ცუდ ადგილზე იყო და მზის ტოკმა დაარტყა და ცალი თვალი გაუფუჭა. აქანე თბილისელი ექიმი ქალი ისვენებდა, ჩემი დის ნათლია იყო და იმ ქალმა ამ წუთში ახლავე წაიყვანეთ საავადმყოფოშიო. წავიყვანეთ თბილისში, მაშინ ჩოხატაურელი სიხარულიძე იყო თვალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი. იმ დღესვე გაუკეთეს ოპერაცია, ერთი დღე კი გააჩერეს იქინე და მერე გამოუშვეს სახლში, მე მაშინ სტუდენტი ვიყავი, თბილისში ვსწავლობდი, გავძალიანდი ოპერაციაზე, არ მინდოდა რომ ცალთვალა ყოფილიყო, მაგრამ მეორე თვალიც დაევსებაო და ამიტომ გავუკეთეთ ოპერაცია. მარა შუშის თვალი ვერ მოიხმარა და სულ ბამბა ქონდა იმ თვალის მაგივრად ჩადებული. ილიკომ მანამდე დაკარგა თვალი, რაცხა ნალიაში ლურსმანი მოხვდა, სიმინდი რო შექონდა. აშაყირებდნენ ერთმანეთს. აი, ემალებოდა ილიკოს - არ დამცინოს კიდევო. მანამდე ისიც ცინოდა ილიკოს, რამდენჯერ ატყუებდა ჩამოდი ჩემთან ჟურნალისტებია მოსულიო და ტყუილად ჩამოიყვანდა, მაგრამ ერთმანეთი ძმასავით უყვარდათ. ილიკო რომ მოკვდა ტირილში არ წასულა ილარიონი, მე ვერ ვნახავ იმას მკვდარსო. აქანე ეზოში ლეჟანკა გამაშლევინა და იქ იჯდა მთელი დღეები. მერე ჩვენც გავშალეთ სუფრა და ვინც იყო რაიონიდან ჩამოსული დარჩა ქელეხის მერე. ძალიან განიცადა ილიკოს სიკვდილი, „მეც მალე მოვკვდები ახლაო - იძახოდა. ბავშვობიდან ერთად იყვნენ გაზრდილები.

 

ილარიონმა იცოდა თქმა, მამაჩემი ადრე მოკვდა და ჭიშკართან ვიდექი და ვინც ბაღნები მაბრაზებდა არ ვუშობდი ტირილშიო, ისეთი პატარა ვიყავი, მამის სიკვდილის განცდა არ მქონდაო. ვიდექი და ვიძახდი - შენ მე გუშინ რომ გამლახე, შენ მე აგი რომ მითხარი? ვეუბნებოდი და წკეპელი მეკავა ხელში და არ ვუშობდი ბავშვებსო, მარა ილიკოს კი უშობდა ალბათ ...

 

ილიკო და ილარიონი ახალგაზრდობაში ორივენი ფოთში მუშაობდნენ მუშათ, მარგანეცის ვაგონებს ტვირთავდნენ. ცოლ-შვილი აქ ყავდათ დატოვებული. ჩემი და-ძმა ფოთშია დაბადებული და მე დავიბადე აქანა, მერე დაბრუნდა ყველა.

 

მამა ორმოც წელს იყო გადაცილებული ცოლი რომ შეირთო. დედა ბერძენიშვილის ქალი იყო, აგრაფინა ერქვა, ზენობანში მაღაზიაში მუშაობდა. 42 წლის იყო, რომ გარდაიცვალა, ჩემს შემდეგ ბავშვი აყვა კიდო, ჩოხატაურში მოსაცილებლად წავიდა, ღარიბობა იყო მაშინ, კუხნა სახლი გვედგა. დედას სისხლი მოეწამლა და მოკვდა, ჩოხატაურიდან მკვდარი მოასვენენ. ჩემი უფროსი და 12 წლის იყო. ქალები ფუჩუბოდნენ ჩუმად, აგრაფინა მომკვდარაო, ბაღნებს რა ეშველებაო. ბებია არ გვყავდა და არაფერი. მე სამი წლის ვიყავი, მაგრამ დედა არ მახსოვს სრულებით და უდედოდ დევიზარდეთ. მამამ და უფროსმა დამ იკისრა ჩვენი გაზრდა. ილარიონს უთხრა, ოღონდ შენ ქალი არ მოიყვანო და არ აგვაწიოკოს აქანეო და მეათე კლასიდან გამოვიდა, სამივემ რომ სკოლაში ვიაროთ, სამი დავრჩებით უსწავლელიო. უჭკვიანესი ქალი იყო. 12 წლის ბაღანე იყო, რა შეეძლო ამდენი. ზაფხულში ჭა გვიშრებოდა და ღარიდან მოგვქონდა წყალი. დასაბან წყალს ვიხაზირებდით ბევრს და ვუთქიშინებდით ერთმანეთს. სარეცხს სამივე ვწურავდით ერთად და ქი იყო, დაგრეხილი ჩიხოლები. მარგალიტამ მე და ჩემს ძმას დაგვამთავრებინა უმაღლესი, თვითონ კოლმეურნეობაში შევიდა, სულ კონფერენციის და ყრილობის დელეგატი იყო. ჩვენ ბაღნებიანად ჩას ვკრეფდით - მიზომილი ფართობი იყო, თუ რამე იყო. მამაჩემი ყანაში მუშაობდა. ომიანობის პერიოდი იყო და თუკი რამე ფული გვიწევდა ობლიგაციას გვაძლევდნენ მის მაგივრად, საწყლად დევიზარდეთ და რაფერ გევიზარდეთ მიკვირს“.

 

 

 

სამი რვიანი

 

„მამა 85 წლის დაიღუპა, ჩაქცევა მოუვიდა. თქმა იცოდა მამაჩემმა, სამი რვიანი ურევია ჩემს დაბადების წელშიო 1888 წელსაა დაბადებული. 1988 წელს, ასი წლის შემდეგ შვილიშვილი შეეძინა, ორი რვიანი მაინც გამოერია.

 

მამა ყოველ დილა ადგებოდა, ჩაის დალევდა. ჩაიმ აცოცხლა იგი. დეიტენიდა ჯიბეებს ხილით და მიდიოდა ფოსტაში. აჩემებული ქონდა ეს ფოსტა, მთელი დღე იქინე ლაპარაკობდა და გაზეთები მოქონდა. წელი ისე გავიდოდა გაზეთს არ დაგვახევინებდა. ლურსმანი ქონდა მიჭედებული პადვალში, იმაზე იყო ჩამოკიდული მავთულები და რომ მოიტანდა, ამ მავთულებზე დაკიდებდა. რომ დამთავრდებოდა წელიწადი, მერე დევიწყებდით ხარჯვას იმ გაზეთისას.

 

კითხვა უყვარდა ძალიან, არადა ორკლასიანი გიმნაზია ქონდა დამთავრებული, მეტი კი არაფერი.

 

ილიკო ილარიონზე ადრე დაიღუპა, ოთხი შვილი ყავდა, ერთი ომში დაიკარგა, სამი დარჩა. როცა ნაწარმოები დაიწერა ოლღა ბებია ცოცხალი იყო, მაგრამ ღრმად მოხუცებული, ამიტომ არც გაუგია ალბათ რა დაწერა მასზე ნოდარიმ.

 

საერთოდ ნოდარი ნამეტანი ეშმაკი იყო. გასალახათ რას დეიჭერდა ოლღა - სულ გარბოდა და გააგდებდა ნოდარს გარეთ - „ამეღამ სახში ღამეს არ გაგათევიებო“. ნოდარის ერთი სამხედრო შინელი ქონდა, გადიგდებდა იმას ზურგზე. ჭიშკარი სად იყო მაშინ, ალაგები გვქონდა გადასასვლელ-გადმოსასვლელი, რომ გადმეიარდა ჭიშკარზე, ილარიონი კითხავდა, გამოგაგდო ბებიამ? შეეცოდებოდა ილარიონს და აგერ უკანა ოთახი გვაქვს, იქინე წვებოდა, მეორე ცარიელ „კრაოტზე“. რომ დაღამდებოდა და უკვე ძილის დროი მოვიდოდა, ოლღა მერე ყვიროდა: ნოდარიიი, ნოდარიიი, მოდი ბებია სახლშიიი, მოდიიი“. იმას ეძინა უკვე ილარიონთან, მერე გადმოვიდოდა და ილარიონს უძახდა:

 

- გამიღე ილარიონა, კარები, თუ არა, არ ვიცი რას გიზამო.

 

- გამოაგდე გარეთ და ახლა ეძებო? წადი ახლა დეიძინე, ძინავს აგერ ბაღანასო.

 

წევიდოდა და დეიძინებდა“.

http://ptpress.ge/

Link to post
Share on other sites

ტფილისის ვიწრო ქუჩებს არაერთი მოგზაური უნახავს, მაგრამ შინ დაბრუნების დროს, თითქმის ყველას მეტი მოგონება და შთაბეჭდილება რჩება იმ ბნელ ქუჩებიდან, სადაც ქიმ-მომტვრეული სახლის იაქათაღი ირიბადაა გაწოლილი, იმ ფოლორციდან, სადაც „ყარაჩოღელი ბერანჟე“ მღეროდა: „ქალო ხაბარდიანო, გაქვს და გიხარიანო“ და იმ ნარიყალის ძველ ბურჯებიდან, რომელიც უამრავ ლეგენდას ინახავს თავის დახავსებულ ნანგრევებში; ერთი სიტყვით, ეს „Азиатская часть Тифлиса” უფრო მეტ მასალას აძლევს მათ მემუარებს, ვიდრე გაევროპიელებული ფართე ქუჩები და ქვის თეჯირები.

იოსებ გრიშაშვილი - ძველი ტფლისის ლიტერატურული ბოჰემა

Link to post
Share on other sites

სოკოს მარინადი

სოკო, მოკრეფიდან 4-5 საათის განმავლობაში ,უნდა გაარჩიოთ ყურადღებით, გასინჯოთ კიდევ ერთხელ, რომ არ შეგერიოს შხამიანი სოკო, მოაშორეთ ჭუჭყი , ძველი და ჭიანი სოკოები, მოაჭერით შავი ძირები.

მარინადისათვის გადაარჩევთ ახალგაზრდა სოკოს. რამდენჯერმე გარეცხეთ ცივ წყალში და ოდნავ შეაშრეთ. ეცადეთ ეს პროცესი გააკეთოთ ჩქარა,რადგან სოკო გამუქდება , დუღილის დროს დაიშლება და დაკარგავს თავის არომატს.

1) კარგად გარეცხეთ სოკო, ჩადეთ ემალირებულ ქვაბში და დაუმატეთ 1კგ სოკოზე 1/3 ჭიქა წყალი. 1 სუფრის კოვზი მარილი, 2/3 ჭიქა 8%-იანი ძმარი და დაადგით მაღალ ცეცხლზე.წამოდუღების შემდეგ გადმოღვარეთ „დუშლაგზე“ და გაიმეორეთ იგივე თავიდან.გაცხელებისას სოკო თვითონ გამოყოფს წვენს და თანდათანობით დაიფარება. როგორც კი ადუღდება , დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. ფრთხილად ურიეთ ხის კოვზით. ქაფის წარმოქმნისას მოაცილეთ იგი ქაფქირით. როგორც კი ქაფის წარმოქმნა დამთავრდება ,დაუმატეთ 1კგ სოკოზე 1 ჩაის კოვზი შაქარი, 10 მარცვალი შავი წიწაკა, 5 მარცვალი „დუშისტი“ წიწაკა. 2 ცალი „კორიცა“, 2ცალი „გვაზდიკა“(მიხაკი), დაფნის ფოთოლი , დანის წვრეზე ლიმონის მჟავა (სოკოს ფერის შესანარჩუნებლად) და 1 ცალი წითელი წიწაკა.

დუღილი დამთავრებულად შეიძლება ჩაითვალოს, როცა სოკო დაეშვება ქვაბის ძირზე და მარინადი გახდება გამჭირვალე. თუ სოკო გადაგეხარშა ის დაიშლება, ხოლო მოუხარშავი აუცილებლად ამჟავდება.

2) სოკოს წამოადუღებენ ოდნავ მარილიან წყალში, რის შემდეგ გადმოღვრიან „დუშლაგზე“, ჩააწყობენ ქილებში და მოამზადებენ მარინადს - 1 კგ სოკოზე 250-300 გრ მარინადი.

მარინადს ამზადებენ შემდეგნაირად:0,4 ლიტრ წყალში ყრიან 1 ჩაის კოვზ მარილს, 6 მარცვალ წიწაკას, დაფნის ფოთოლს, „კორიცას“ „გცაზდიკას“ , შავ წიწაკას, დანის წვერზე ლიმონის მჟავას, ყოველივე ამას 20-30 წუთს ადუღებენ დაბალ ცეცხლზე , შემდეგ აციებენ და ამატებენ 1/3 ჭიქა ძმარს.

გაციებულ მარინადს დაასხამენ წინასწარ მომზადებულ ბანკებში სოკოს, შეავსებენ ბოლომდე , ოდნავ დაასხამენ ზეთს და დახუფავენ.ინახავენ გრილად.

 

 

 

 

 

 

P.S თუ შეასრულებთ ყოველივე ამას , როგორც სწერია-სოკოთი მოწამვლა პრაქტიკულად გამორიცხულია-თუ ალერგიული არა ხართ.

თუ სოკოში ეჭვი გეპარებათ, სჯობს უარი თქვათ მის საკვებად გამოყენებაზე! თუ არა და რამდენჯერმე წამოადუღეთ და გამოუცვალეთ წყალი.

ყველაზე საშიშ სოკოდ ითველბა: შხამა სოკო-бледная поганка, ცათამყვანა--мухомор красный, ბილწასოკო -мухомор поганковидный, თავჭედილა-мухомор пантерный, თეთრი შხამა-мухомор белый вонючий დ.ს.

ამ სოკოებით მოწამვლა -განსაკუთრებით შხამა სოკოთი, ძალიან საშიშია, რადგან მოწამვლის სიმპტომები ჩნდება მიღებიდან 8-72 საათის შემდეგ. მოწამვლისას ავადმყოფს ეწყება ღებინება, სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუხვევა და ცივი ოფლის გამოყოფა.შემდეგ ეწყება ძლიერი ღებინება და ფაღარათი, რომელიც გრძელდება 2-3 დღე და ავადმყოფი მთლიანად უძლური ხდება, რის შემდეგ იწყება მოჩვენებითი გაუმჯობესება, ავადმყოფი კარგავს გრძნობას და იღუპება.

მოწამვლის შემთხვევაში , პირველი დახმარებაა კუჭის ამორეცხვა თბილი წყლით ან სოდიანი ხსნარით და გამწმენდი ოყნით. შემდგომში მოწამლულს ეძლევა მაგნიუმის სულფატი ან საფაღარათო ზეთი. შემდგომში ტარდება კომპლექსური მკურნალობა-იზოტონური ხსნარებით-წვეთოვანებით.

სხამიანი სოკოს გამოსაცნობი საშუალება არ არსებობს, ადრე იყო მვდარი შეხედულება, თითქოს ვერცხლის კოვზი და ხახვი შხამიან სოკოსთან სეხებისას შავდება-რაც არასწორია.ასევე არასწორია შხამიანი ენას სწვავს, აქვს მწარე გემო და არასასიამოვნო სუნი.არასწორია ისიც, რომ ჭიებისაგან ნაჭამი სოკო არ არის შხამიანი.

ყველაზე კარგი საშუალებაა უშეცდომოთ გამოვიცნოთ კარგი და შხამიანი სოკო. ოცნობ და საეჭვო სოკოს, რაც უნდა კარგი და ლამაზი იყოს კალათში ნუ ჩადებთ.

Link to post
Share on other sites

Lia Liqokeli

ჩვენ გვყავდა ძაღლი.

ჰქონდა დიდი თავი, დიდი ფეხები და დიდი ბეწვი.

ასეთი ძაღლები ჰყავდათ მეცხვარეებს.

ჩვენ არ ვიყავით მეცხვარეები. ვცხოვრობდით სოფლის შუაგულში,

გვედგა პანტა და კაკალი

და რამდენიმე ვაშლის ხე ეზოს ბოლოში.

ასეთ ძაღლებს უყვართ ზამთარი.

ავიდოდა სახურავიდან გადმოყრილი თოვლის გორაზე,

გაწვებოდა და უყურებდა სოფელს.

ღამღამობით უყეფდა მგლებს, დღისით უყეფდა ადამიანებს, -

ზოგჯერ არ უყვარდა ისინი. განსაკუთრებით ზოგიერთი მეზობელი.

ჩვენ კი ერთმანეთი გვიყვარდა.

დამადებდა მუხლებზე თავს,

დავადებდი ხელს თავზე

და მისი მძიმე თავი ყოველთვის იყო ჩემს პატარა ხელზე მსუბუქი.

გადიოდა წლები და უფუჭდებოდა ხასიათი.

სოფელში ამბობდნენ, რომ ჩვენი ძაღლი გაავდა

და საშიშია გავლა ჩვენს სახლთან, -

ღობე არც ისე მაღალია და შეიძლება გადახტეს.

მერე გადახტა.

ჯერ იყო სიჩუმე.

მერე სოფელი იდგა და გვიყურებდა ჩვენ

და თოვლიან ორღობეში ძაღლის ნაფეხურებს უყეფდა.

და სახლში თქვეს, რომ უკვე დროა.

მამაჩემმა აიღო თოფი,

ჩადო ორი ტყვია

და წაიყვანა ეზოს ბოლოსკენ.

გადის წლები და

ვუყურებ ადამიანებს სოფელში და სოფელს ადამიანებში

და ვხედავ ზამთარს.

ღამღამობით ვუყეფ მგლებს, დღისით ვუყეფ ადამიანებს.

მაღალი ღობე ჩემი თავის გარშემო

ზოგჯერ საკმარისად მაღალი არ არის.

სადაცაა ვინმე იფიქრებს, რომ უკვე დროა,

და სახურავიდან გადმოყრილი თოვლის გორაზე გაწოლილი ძაღლი

გადმოხტება იმ თავისი გრძელი სიმარტოვიდან.

მერე ზურგს უკან რჩება სახლი,

და ყველაფერი, რაც იცხოვრება.

და ჩემი ნახტომის სიჩუმეში დგება სოფელი,

და ყვირის, რომ მუხლებზე მიდევს ძაღლის თავი,

მკვდარი ძაღლის მოჭრილი თავი,

და არა ბავშვობა.

და არა სიცოცხლე.

და მე თვალებს ვხუჭავ და ვხედავ:

მამაჩემი იღებს თოფს,

დებს ორ ტყვიას

და მივყავარ ეზოს ბოლოსკენ.

იქ, სადაც გვიდგას ვაშლის ხეები.

Link to post
Share on other sites

ბედნიერება სწორედ ეს არის.

როდესაც ყველაფრის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ერთმანეთის საპირისპიროდ მირბიხართ.

და ეკვრით.

ეკვრით ერთმანეთს და შორდებით გარე სამყაროს…. წამებით მაინც…

–––

შონ აბრამი

 

 

a9232146787f.jpg

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

"წყალი იქ დალიე, სადაც ცხენი სვამს - ცხენი არასდროს დალევს უვარგისს. ლოგინი იქ გაიშალე, სადაც კატა მოკალათდა. ხილი ჭამე, რომელსაც ჭიაყელა შეეხო, ხოლო სოკო მოკრიფე, რომელზეც ქინქლა ჯდება. ხე დარგე იქ, სადაც თხუნელა მიწას თხრის. სახლი აიშენე, სადაც გველი მზეს ეფიცხება. ჭა გათხარე, სადაც ჩიტები გვალვაში ბუდობენ. დაწექი და ადექი ჩიტებთან ერთად - დღის ოქროს მარცვალს იქონიებ. მიირთვი მეტი მწვანე ფერის საკვები - გექნება ძლიერი მუხლი და ამტანი გული, როგორც ცხოველს! იცურავე ხშირად - და იგრძნობ მიწაზე თავს, როგორც თევზი წყალში. ხშირად ახედე ზეცას და არ დააშტერდე ფეხებს - გექნება აზრები ნათელი და სუფთა. მეტად გაჩუმებული იყავი და ნაკლები ილაპარაკე - დაისადგურებს შენს სულში სიჩუმე. ხოლო სული გექნება მშვიდი და წყნარი."

 

წმინდა სერაფიმ საროველი

Link to post
Share on other sites

ხორხე ლუის ბორხესი – Jorge Luis Borges (1899-1986)

 

“ბედნიერებას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე”

ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან

 

ვინმემ რომ მკითხოს, რა არის თქვენი ცხოვრების უმთავრესი მოვლენაო, იმწამსვე მამაჩემის ბიბლიოთეკას დავუსახელებ. ასე მგონია, ახლაც იქა ვარ, იმ სამყაროში, თვალდახუჭულსაც შემიძლია მისი დახატვა: ეს იდუმალი ნავსაყუდელი შემინულ კარადებიან ოთახში იყო განთავსებული და რამდენიმე ათასეულ ტომს ითვლიდა. ახლომხედველი ვარ და საგრძნობლად მიჭირს ადრინდელ ნაცნობთა სახეების გახსენება (ის კი არადა, ბაბუაჩემზე, ასევედოზე როცა ვფიქრობ, მისი სურათი მიდგება თვალწინ, და არა თვითონ), ჩემბერსისა და ბრიტანულ ენციკლოპედიათა გრავიურების უმრავლესობას კი ქვეყნად ვერაფერი დამავიწყებს.

“ჰეკლბერი ფინი” იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე. მას “კალიფორნიის დაუვიწყარი დღეები” მოჰყვა, შემდეგ – კაპიტან მარიეტის თხზულებანი, უელსის “პირველი ადამიანები მთვარეზე”, დიკენსის, პოს და ლუის კეროლის ნაწარმოებები, ლონგფელოს ერთტომეული, “განძთა კუნძული”, “დონ კიხოტი”, “ტომ ბრაუნის სკოლის წლები”, ძმები გრიმები, ამჟამად სრულიად მივიწყებული “მისტერ ვერდანტ გრინის თავგადასავალი”, ბერტონის მიერ თარგმნილი “ათას ერთი ღამის” ზღაპრები. მოგეხსენებათ, ეს შესანიშნავი ნაწარმოები უწმაწურობის და უხამსობის განსახიერებად იყო მიჩნეული, მეკრძალებოდა მასთან მიახლოება და მეც მალულად ვკითხულობდი, ჩვენივე სახლის სახურავზე მიყუჩებული… ჩემთვის უცნობი, ჯადოსნური სამყარო მიტაცებდა. ვფიცავ, რაიმე დასაძრახს ვერც კი ვამჩნევდი, ზღაპრებს ვკითხულობდი ფრთაშესხმული, ეს იყო და ეს, სხვა არაფერი მაინტერესებდა. ყველა ეს წიგნი ინგლისურ ენაზე წავიკითხე და მერე, როცა “დონ კიხოტს” ორიგინალში გავეცანი, მომეჩვენა, რომ უვარგის თარგმანს ჩავკირკიტებდი. კარგად მახსოვს გარნიეს გამომცემლობის პატარა წითელი ტომები, მოხდენილი და ოქროს ნატვიფრიანი. ერთი ხანობა რაღაც ცვლილება მოხდა მამაჩემის ბიბლიოთეკაში და როცა ამ წიგნის სხვა გამოცემა წავიკითხე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს არ იყო ნამდვილი “დონ კიხოტი”. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მეგობარმა მაჩუქა გარნიეს მიერ გამოცემული წიგნი, ჩემთვის ნაცნობი გრავიურებით, შენიშვნებითა და მცდარბეჭდილებით. ყველა ეს დეტალი ნაწარმოების განუყოფელი ნაწილი იყო ჩემთვის, მუდამ ასეთად წარმომედგინა ნამდვილი “დონ კიხოტი”.

ესპანურ ენაზე მაქვს წაკითხული ედუარდო გუტიერესის თხზულებანი თავზეხელაღებულ ყაჩაღებზე (მათ შორის საუკეთესოდ “ხუან მორეირას” დავასახელებდი), მისივე “სამხედრო სილუეტები”, სადაც შთამბეჭდავად იყო აღწერილი პოლკოვნიკ ბორხესის აღსასრული. ისიც უნდა ვთქვა, რომ დედაჩემმა ამიკრძალა “მარტინ ფიეროს” გადაკითხვა, ეს წიგნი მხოლოდ უწლოვან ხულიგნებს თუ გაიტაცებს, თანაც ჭეშმარიტ გაუჩოებზე არ მოგვითხრობსო. მისი ასეთი განწყობა იმით აიხსნებოდა, რომ ერნანდესი როსასის მიმდევარი გახლდათ, ანუ მტერი ჩვენი უნიტარი წინაპრებისა. ცხადია, ამ წიგნსაც მალულად ვკითხულობდი. მოგვიანებით გავეცანი სარმიენტოს “ფაკუნდოს”, გარდა ამისა, ნაწარმოებებს ძველბერძნულ და სკანდინავიურ მითოლოგიაზე. აი პოეზია კი, ინგლისურად წავიკითხე: შელი, კიტსი, ფიცჯერალდი, სუინბერნი. ყველა მათგანზე ჭკუას კარგავდა მამაჩემი, ზეპირად ახსოვდა მათი ლექსებისა თუ პოემების საკმაოდ ვრცელი მონაკვეთები და ციტირებაც უზომო სიამოვნებას ანიჭებდა.

სხვათა შორის, მამაჩემის თითქმის ყველა წინაპარი და ნათესავი ლიტერატურის დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. მისი ბაბუის ბიძაშვილი, ხუან კრისოსტომო ლაფინური ერთ-ერთი პირველი არგენტინელი პოეტი იყო, ავტორი ოდისა გენერალ მანუელ ბელგრანოს აღსასრულზე. მამაჩემის ბიძაშვილი, ალვარო მელიან ლაფინური, რომელსაც მეც კარგად ვიცნობდი, აგრეთვე პოეტი გახლდათ და მოგვიანებით არგენტინის ლიტერატურის აკადემიის წევრადაც აირჩიეს. მამაჩემის ბაბუა დედის მხრიდან, ედუარდ იანგ ჰეიზლემი, არგენტინაში ერთ-ერთი პირველი ინგლისური გაზეთის (“სამხრეთის ჯვარი”) გამომცემელი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა თუ ლიტერატურის (კარგად არ მახსოვს, რომლის) დოქტორი იყო. ოქსფორდსა და კემბრიჯზე ხელი არ მიუწვდებოდა, ამიტომაც მიაშურა გერმანიას. როგორც ამბობენ, მთელი კურსი ლათინურ ენაზე გაიარა და იქვე მიენიჭა ეს ხარისხი. საბრალო, თუ არ ვცდები, პარანაში გარდაიცვალა. თავად მამაჩემს დაწერილი აქვს რომანი “კაუდილიო”, ენტრე-რიოსის პროვინციის ისტორიის ამსახველი, რომელიც 1921 წელს გამოაქვეყნა კუნძულ მაიორკაზე. აგრეთვე დაწერა (და გაანადგურა) ნარკვევების წიგნი, ასეთივე ბედი არგუნა აღმოსავლურ მოთხრობათა კრებულს, “ათას ერთი ღამის” სტილში შექმნილ არცთუ ურიგო ნაწარმოებს. გარდა ამისა, დაწერილი აქვს დრამა “გზა არსაითკენ”, შვილზე გულაყრილი კაცის ტრაგედიას რომ ასახავს, არგენტინელი პოეტის ენრიკე ბანჩსის მიბაძვით გალექსილი სონეტები. ბავშვი ვიყავი, მამაჩემი როცა დაბრმავდა; ჩვენი ოჯახი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მისი გზა მე უნდა გამეგრძელებინა. მსგავსი რწმენა კი, უბრალო სურვილსა თუ ოცნებაზე გაცილებით ძლიერია. სხვა გზა არ მქონდა: მწერლობას ვერსად გავექცეოდი!

 

* * *

 

1937 წელს პირველად მოვეწყვე ე.წ. “მუდმივ სამსახურში”. იქამდე უმნიშვნელო ლიტერატურულ მოღვაწეობას ვეწეოდი: ვთანამშრომლობდი ჟურნალ “კრიტიკის” რაღაც გასართობ, უგემოვნოდ ილუსტრირებულ დამატებაში; პოპულარულ ყოველკვირეულ გამოცემას, რომელსაც რატომღაც “კერა” ეწოდებოდა, თვეში ორჯერ ვამარაგებდი უცხოურ წიგნებზე დაწერილი რამდენიმეგვერდიანი რეცენზიებით და ამ წიგნების ავტორთა ბიოგრაფიებით; გარდა ამისა, ვწერდი ტექსტებს სხვადასხვა ქრონიკებისთვის და გამოვცემდი ფსევდომეცნიერულ ჟურნალს “ქალაქი”, ბუენოს-აირესის კერძო მეტროპოლიტენის სარეკლამო ორგანო რომ იყო ფაქტიურად. ამ ყველაფერში ძალიან ცოტას მიხდიდნენ, მე კი, უკვე იმ ასაკში გახლდით, კარგა ხნის წინ რომ უნდა დამეწყო წვლილის შეტანა საოჯახო ბიუჯეტში. შემდეგ მეგობრები დამეხმარნენ და მიგელ კანეს ბიბლიოთეკის ფილიალში მომაწყვეს პირველი თანაშემწის მოკრძალებულ თანამდებობაზე. ბიბლიოთეკა ძალიან შორს იყო ჩემი სახლიდან, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ერთობ უღიმღამოსა და მოქუფრულში. იმ სამსახურში ჩემსაზე დაბალი თანამდებობებიც არსებობდა, მაგალითად, მეორე და მესამე თანაშემწისა, პირადად მე კი დირექტორს და მის სამ მოადგილეს ვემორჩილებოდი. ჯერ თვეში ორას ათ პესოს მიხდიდნენ, მერე ორას ორმოცი დამინიშნეს. უნდა გითხრათ, რომ ზემოაღნიშნულ თანხებს სამოცდაათი-ოთხმოცი ამერიკული დოლარი შეესაბამება.

ბიბლიოთეკაში ძალიან ცოტას ვმუშაობდით. ორმოცდაათი თანამშრომელი თხუთმეტიოდე კაცის საქმეს ვინაწილებდით. ოც ადამიანს საბიბლიოთეკო ფონდის კლასიფიკაცია და კატალოგების შედგენა გვევალებოდა. ბიბლიოთეკას იმდენად ცოტა წიგნები ჰქონდა, იოლად ვახერხებდით მათ მიგნებას და არასოდეს მიგვიმართავს იმ გულდასმით შემუშავებული სისტემისათვის, ურომლისოდაც, წესით, ფონს ვერ უნდა გავსულიყავით. პირველ დღეს თავი გამოვიდე და შესაშური გულმოდგინებით ვიმუშავე, მეორე დღეს კი ერთმა კოლეგამ განზე გამიხმო და შემარცხვინა, თქვენი ასეთი სიბეჯითით ორმოს გვითხრითო. თურმე ნუ იტყვით, კატალოგიზაცია მხოლოდ იმიტომ წამოუწყიათ, ხალხისთვის საქმე რომ გაეჩინათ, მე კი ჩემი კეთილსინდისიერი მუშაობით ლუკმა-პურს ვაცლიდი ხელიდან ადამიანებს. იმწამსვე პატიოსნად ვაღიარე, რომ სავალდებულო ასი დასახელების კლასიფიკაციის ნაცვლად, ოთხასიოდეს გავართვი თავი. თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, დირექტორი ძალიან გაბრაზდება და ჩვენც უფუნქციოდ დავრჩებითო, შემომჩივლეს კოლეგებმა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ერთ დღეს ოთხმოცდასამ წიგნს დავამუშავებდი, იმის მომდევნოს – ოთხმოცდაათს, მესამე დღეს კი ას ოთხი წიგნის დამუშავების უფლება მეძლეოდა.

ცხრა წელი გავლიე ამ ყოფაში, მძიმე და გაუხარელი წლები… იქ მამაკაცებს ძირითადად დოღი, ფეხბურთი და უხამსი ისტორიები აინტერესებდათ. ჩემი იქ მუშაობის პერიოდში ერთ ქალზე ძალაც კი იხმარეს, როცა ის ტუალეტისკენ მიდიოდა. მაგრამ ეს არავის გაკვირვებია, ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ქალებისა და მამაკაცების ტუალეტები ამ შენობაში ერთმანეთის გვერდითააო განთავსებული, გაიძახოდნენ. ერთხელაც ორმა დარბაისელმა და კეთილმოსურნე ქალბატონმა მომინახულა, აინტერესებდათ რა სახის სამუშაოს ვასრულებდი ბიბლიოთეკაში. ორიოდე დღის შემდეგ დამირეკეს ამ მანდილოსნებმა და ისეთი რამ მითხრეს, რაც არასდროს დამავიწყდება: “თქვენ, შესაძლოა, მოგწონდეთ კიდეც ეგ სამუშაო, მაგრამ გავბედავთ და პირობას ჩამოგართმევთ, რომ ერთ თვეში სხვა სამსახურს მოიძიებთ, სადაც ცხრაას პესოს მაინც გადაგიხდიან”. პატიოსანი სიტყვა მივეცი, რომ სურვილს უთუოდ შევუსრულებდი. მთელი ამ სიტუაციის კომიკურობა იმაში გახლდათ, რომ იმ ხანებში საკმაოდ ცნობილ მწერლად ვიყავი მიჩნეული, ჩემს კოლეგებს კი ჯერ არაფერი სმენოდათ ამის შესახებ. მახსენდება, როგორ გაოცდა ბიბლიოთეკის ერთი თანამშრომელი, როდესაც ენციკლოპედიაში ვინმე ხორხე ლუის ბორხესს გადააწყდა, რა უცნაურად ემთხვევა თქვენი და ამ კაცის სახელები და დაბადების თარიღებიო. დროდადრო, მთელი ამ წლების განმავლობაში მუნიციპალურ მუშაკებს მატეს ორფუნტიანი კოლოფით გვაჯილდოვებდნენ და ნებას გვრთავდნენ, ეს სიმდიდრე სახლში წაგვეღო. ასეთ დღეებში, საღამოობით, როცა ფეხით გავდიოდი ათიოდე კვარტალს ტრამვაის გაჩერებამდე, ძალიან მიჭირდა ცრემლების შეკავება: ეს სამარცხვინო მოწყალება ხაზს უსვამდა ჩემი არსებობის უბადრუკობასა და ამაოებას.

თითქმის ყოველდღე, ტრამვაიში, გზად სამსახურისკენ თუ შინისაკენ, საათობით ჩავკირკიტებდი “ღვთაებრივ კომედიას”. “სალხინებლის” უკეთ გასაგებად ჯონ ეიტკენ კარლეილის პროზაულ თარგმანს მივმართავდი, დანარჩენს თავად ვუმკლავდებოდი, სამსახურში კი “საბიბლიოთეკო სამუშაოს” დილით ერთ საათს ვანდომებდი, შემდეგ სარდაფში, ანუ წიგნსაცავში ვიძურწებოდი და დარჩენილ ხუთ საათს წერა-კითხვაში ვატარებდი. ასე წავიკითხე ედუარდ გიბონის “ნგრევა და დაცემა”, ვისენტ ფიდელ ლოპესის მრავალტომეული – “არგენტინის რესპუბლიკის ისტორია”, ლეონ ბლუა, კლოდელი, გრუსაკი და ბერნარდ შოუ, შაბათ-კვირას კი ვირჯინია ვულფს და ფოლკნერს ვთარგმნიდი. ერთ მშვენიერ დღეს თავბრუდამხვევ ზეასვლასაც მივაღწიე, მესამე მოადგილედ გადამიყვანეს.

ერთხელ დედამ სამსახურში დამირეკა და შინ მისვლა მთხოვა. მეც სასწრაფოდ დავეთხოვე უფროსობას. მამაჩემს აგონია დასწყებოდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დამიხვდა სახლში მიჭრილს. მამა 1938 წელს გარდაიცვალა და იმავე წლის შობის წინა დღეს თავად მეც ძლივს გადავურჩი სიკვდილს: კიბეზე სწრაფად ავდიოდი, უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ სკალპი ამხადა… ფანჯრის ახლად შეღებილ საგდულს მივჯახებივარ თავით. პირველადი დახმარება კი აღმომიჩინეს, მაგრამ ჭრილობა გამიავდა და მთელი კვირა არ მომიხუჭავს თვალი, მაღალმა სიცხემ და ჰალუცინაციებმა გამაწამა. ერთ საღამოსაც ენა წამერთვა. მაშინვე საავადმყოფოში გამაქანეს, იქ კი გამოირკვა, რომ საოპერაციო ვიყავი. მალე სისხლის მოწამვლა დამეწყო, მთელი თვე ვებრძოდი სიკვდილს (მოგვიანებით ეს ყველაფერი დაწვრილებით აღვწერე მოთხრობაში “სამხრეთი”). როდესაც გამოჯანსაღება დავიწყე, გულში შიში შემეპარა, სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა გონება არ დამიქვეითდეს-მეთქი. მახსოვს, დედა ხმამაღლა მიკითხავდა ლუისის წიგნს “მდუმარე პლანეტიდან”. ერთი ხანობა ვერც კი ვუსმენდი, ბოლოს დამიყოლია, თავს ძალა დავატანე და… ორიოდე გვერდის მოსმენის შემდეგ ავტირდი. მიზეზი მკითხა. “ვტირი იმიტომ, რომ მესმის”, ვუპასუხე. მაინც ვღელავდი, არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ოდესმე წერას, მანამდე კი საკმაოდ ბევრი ლექსი და არცთუ ცოტა რეცენზია მქონდა დაწერილი. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ შევეცდებოდი რეცენზიებზე მუშაობას და ხელი მომეცარებოდა, ეს მართლაც მიწასთან გამასწორებდა, მაგრამ თუ ისეთი რამის შექმნას შევეცდებოდი, რაც ადრე არ შემიქმნია და ამასაც ვერ გავწვდებოდი, ეს დარტყმა ნაკლებად მძიმე აღმოჩნდებოდა ჩემთვის და ალბათ ახალი აღმავლობისთვისაც მომამზადებდა. ამიტომ მოთხრობის დაწერა განვიზრახე და ასე გაჩნდა “პიერ მენარი, ავტორი დონ კიხოტისა”.

“პიერ მენარი”, ისევე როგორც მისი წინამორბედი – “მიახლოვება ალმუთასიმთან”, დროებითი ნავსაყუდელი აღმოჩნდა ესედან ჭეშმარიტ მოთხრობამდე მიმავალ გზაზე, თუმცა წარმატებამ მაინც გამამხნევა და უფრო ამბიციური რამის შექმნაც გავბედე: “ორბის ტერციუსი” იყო ნაწარმოები ახლად აღმოჩენილ სამყაროზე, რომელსაც საბოლოოდ უნდა განედევნა ამჟამინდელი. ორივე მოთხრობა, “მენარიცა” და “ტერციუსიც” ვიქტორია ოკამპოს ჟურნალში დაიბეჭდა. კვლავ განვაგრძობდი მუშაობას წიგნსაცავში, ზოგჯერ კი, თუ ამინდი ხელს შემიწყობდა, ბიბლიოთეკის ბრტყელ სახურავსაც არ ვიწუნებდი. კოლეგები ალმაცერად მიყურებდნენ, ვერ გაეგოთ, რატომ გავურბოდი ხმაურიან თავყრილობებს.

კაფკას მოტივებზე შექმნილი მოთხრობა “ბაბილონის ბიბლიოთეკა” ჩაფიქრებული იყო როგორც კოშმარული ვარიანტი ჩვენი მუნიციპალური ბიბლიოთეკისა და ამის გამო ტექსტის დეტალებს სულაც არა აქვთ რაიმე სიმბოლური მნიშვნელობა. ამ მოთხრობაში წიგნებისა და თაროების ჩემ მიერ დასახელებული რაოდენობა ზედმიწევნით თანხვდება იმას, რასაც მთელი ცხრა წელი შევყურებდი. კრიტიკოსები თავს იმტვრევდნენ ამ ციფრებზე და ხელგაშლით აჯილდოვებდნენ მისტიციზმით. “ლატარია ბაბილონში”, “სიკვდილი და ბუსოლი”, “ნანგრევებში” – ყველა ეს მოთხრობაც მოპარულ სამუშაო საათებში დაიწერა. სხვებთან ერთად ეს ნაწარმოებებიც შევიტანე წიგნში “განტოტვილ ბილიკთა ბაღი”, რომელიც ხელახლა გამოიცა 1944 წელს სხვა სათაურით: ახლა მას “გამონაგონი” ერქვა. ეს წიგნი და მოთხრობების კრებული “ალეფი”, ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო ქმნილებებია.

1946 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა პრეზიდენტი, რომლის სახელის ხსენებაც არ მსურს. მალე მაუწყეს, რომ “დაწინაურებული” გახლდით, ინსპექტორის თანამდებობა ებოძებინათ ჩემთვის – ქალაქის ბაზრებში ჩიტებითა და ბაჭიებით ვაჭრობის კონტროლი მევალებოდა. საქმის გასარკვევად მერიას მივაშურე: “უცნაურია, რომ უამრავ თანამშრომელს შორის გამომარჩიეს და მაინცდამაინც მე მხვდა წილად ასეთი პატივი!” – მაშ რა გეგონათ? – მომიგო ვიღაც მოხელემ, – თქვენ ხომ მოკავშირეთა მომხრე იყავით, სხვას რას ელოდით? მივხვდი, რომ ამ საქმეს აღარაფერი ეშველებოდა, მეორე დღესვე დავტოვე ბიბლიოთეკა. მეგობრები იმწამსვე დაირაზმნენ და გამოსამშვიდობებელი სადილი გამიმართეს. წინასწარ სიტყვაც კი მოვამზადე, მაგრამ ვიცოდი, თავად ვერ შევძლებდი მის წაკითხვას და ჩემს მეგობარს, პედრო ენრიკე ურენიეს ვთხოვე დახმარება.

 

* * *

 

ახლა, ჩემი ასაკისდა მიუხედავად, სულ მუდამ ვფიქრობ უამრავ ლოდზე, რომელთა გადაბრუნებაც ვერ მოვასწარი, და ისეთებზეც, კვლავაც სიხარულით რომ შევეჭიდებოდი. ვიმედოვნებ, ვიხილო მორმონთა ქალაქი იუტა, სადაც ბავშვობაში მარკ ტვენისა და კონან დოილის წყალობით “ვიმოგზაურე”; სიამოვნებით მოვივლიდი ისლანდიას, ტექსასსა და შოტლანდიას კი ხელმეორედ ვეწვეოდი.

სამოცდათერთმეტი წლის ასაკში მუხლჩაუხრელად ვშრომობ და საინტერესო იდეათა ნაკლებობასაც არ ვუჩივი. გასულს წელს მოვამზადე ლექსების კრებული “Elogio de la sombra” (“წყვდიადის ხოტბა”). მასში მხოლოდ ახალი ლექსები შევიტანე, სპეციალურად ამ გამოცემისთვის დაწერილი. ძირითადი იდეა ამ კრებულისა, რომელიც რამდენიმე ლექსშია გაცხადებული, ეთიკის სფეროს მიეკუთვნება, აქ ვერ ნახავთ რელიგიურ თუ ანტირელიგიურ მიკერძოებას. თქვენც კარგად იცით, “წყვდიადი” სიბრმავესაც რომ გამოხატავს და სიკვდილსაც. “Elogio”-ს ლექსებს ყოველ დილას ვკარნახობდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთ-ერთ თანამშრომელს. როცა ეს სამუშაო გავასრულე, გადავწყვიტე არასოდეს მეღალატა ამ წამოწყებისთვის და ახლა მოთხრობების კარნახს შევუდექი. 1953 წლიდან მოყოლებული ახალი მოთხრობები აღარ დამეწერა და გულით გადავერთე საქმეში. კრებული, რომელიც “El informe de Brodie”-ით (“ბროუდის შეტყობინება”) დავასათაურე, შეულამაზებელი, მარტივი თხრობის მოკრძალებული ცდაა. მთელი ხუთი წლის მანძილზე შეუსვენებლივ ვეჩიჩინებოდი ამ წიგნზე დიდსა თუ პატარას. ახლახან დავამთავრე მუშაობა კინოსცენარზე “Los otros” (“სხვები”), სიუჟეტი ჩემია, სცენარს კი ადოლფო ბიოიმ კასარესთან და ახალგაზრდა არგენტინელ რეჟისორ უგო სანტიაგოსთან ერთად ვწერდი. ამჟამად, სადილის შემდგომ საათებში, ჩემთვის სასიხარულო საქმითა ვარ დაკავებული: სამი წელია, რაც საკუთარი მთარგმნელი მყავს და ერთად ვთარგმნით ჩემს ნაწარმოებთა ტომეულებს ინგლისურად, ენაზე, რომლის გამოყენების ღირსადაც თავს არა ვთვლი… ისე კი, არაერთხელ მინატრია, რომ ინგლისური ჩემი მშობლიური ენა ყოფილიყო…

განზრახული მაქვს საინტერესო სამუშაოს წამოწყება: ეს, ალბათ, იქნება მთელი რიგი არამეცნიერული, პირად აღქმაზე აგებული ესეებისა დანტეს, არიოსტოსა და შუა საუკუნეების სკანდინავიურ სიუჟეტებზე. გარდა ამისა, მსურს შევადგინო “ლაღი” კრებული, სადაც თავს მოვუყრი საკუთარ აზრებსა და ესთეტიკურ შეხედულებებს, მახვილსიტყვაობის უამრავ ნიმუშს. შემდეგშიც რაიმეს მოვიფიქრებ: ბევრი ამბავი მაქვს თქვენთვის შემონახული – გაგონილი თუ გამოგონილი… სიამოვნებით მოგიყვებოდით. ამჟამად ვამთავრებ ვრცელ ნაწარმოებს კაფკასეული სათაურით (“კონგრესი”) და ვიმედოვნებ, რომ ამისდა მიუხედავად, ის უფრო ჩესტერტონის მოტივებზე იქნება აგებული. მოქმედების ადგილად არგენტინა და ურუგვაი შევარჩიე. ოცი წელია თავს ვაბეზრებ ჩემს მეგობრებს, სულ ერთთავად მის სიუჟეტზე ვესაუბრები. ახლა კი მივხვდი, რომ სრულიად ზედმეტია მისი დამატებითი გადამუშავება: რაც არის, არის! კარგა ხანია ვაპირებ მამაჩემის რომანის “კაუდილიოს” რედაქტირებასა და გადაწერას, ეს ხომ მან მრავალი წლის წინ მთხოვა. ბევრ რამეზე ვიმსჯელეთ მაშინ. ვიცი, დიდ სიხარულს მომანიჭებს ეს სამუშაო, ის იქნება ჩვენი თანამშრომლობაც და დაწყებული დიალოგის გაგრძელებაც…

ადამიანები მუდამ კეთილად მეპყრობოდნენ. მტრები არა მყავს და თუკი ვინმე შეეცდებოდა არაკეთილმოსურნის ნიღბის აფარებას, მაინც იჩენდა იმდენ დიდსულოვნებას, რომ ჩემთვის გული არ დაეწყვიტა. იმ წერილების კითხვისას, რომლებითაც მაკრიტიკებენ, უცნაური გრძნობა მეუფლება: არა მარტო ვეთანხმები ჩემს ოპონენტებს, არამედ, ვფიქრობ, რომ მათ ადგილას მე მეტ სიმკაცრეს გამოვიჩენდი. უნდა ვურჩიო ჩემს მომავალ კრიტიკოსებს, რომ წერილობით გამომიგზავნონ თავიანთი პრეტენზიები, ოღონდ წინასწარ, თავდასხმამდე. ვფიცავ, ყოველნაირად დავეხმარები! ის კი არადა, იმაზეც ვოცნებობ, დაუნდობლად გავაკრიტიკო საკუთარი შემოქმედება, ქვა ქვაზე არ დავტოვო ჩემი ნაწერებიდან. და ამ ოცნებას თუ ავისრულებ, ცხადია, ფსევდონიმის გამოყენებაც მომიხდება. ო, რომ იცოდეთ, მკითხველებო, რამდენი შეულამაზებელი “სიმართლე” დაგიმალეთ!

ჩემი ასაკის ადამიანმა უნდა შეიცნოს და გაითავისოს საკუთარ შესაძლებლობათა ზღვარი, ამის აღქმას ხომ ბედნიერების შეცვლაც შეუძლია. სიყმაწვილეში ლიტერატურა დახვეწილ ვარიაციათა მონაცვლეობად მიმაჩნდა მხოლოდ, ახლა კი, როცა საკუთარ “ხმას” მივაგენი, ვგრძნობ, რომ დაკემსვა და საკერებლებით აჭრელება არც წაადგება და არც ავნებს ჩემ ჩანახატებს. ცხადია, ამის გაფიქრება დიდი მკრეხელობაა ჩვენი საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ტენდენციის – მრავალსიტყვაობისკენ ამბიციური სწრაფვის თვალსაზრისით. ამ ტენდენციამ აიძულა ისეთი ადამიანი, როგორიც ჯეიმს ჯოისია, გამოექვეყნებინა “დაუმთავრებელი ნაშრომი” – ვრცელი ფრაგმენტები ამ ხმამაღალი და პრეტენზიული სათაურით.

ვფიქრობ, ჩემი საუკეთესო ნაწარმოებები უკვე დაწერილია, ეს აზრი ახლა შვებასაც კი მგვრის, მაგრამ მგონია, ჯერ კიდევ ბევრი რამა მაქვს სათქმელი მკითხველისათვის. ახალგაზრდული შემართება და სილაღე ახლა უფრო მახლობელია ჩემთვის, ვიდრე მაშინ, შორეულ სიყმაწვილეში. ბედნიერება მიუწვდომლად აღარ მეჩვენება, ადრე კი, ძალიან დიდი ხნის წინათ, სწორედ ასეთად მესახებოდა. ახლა მე ვიცი, რომ მას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე, არავინ იცის როდის გეწვევა… მაგრამ არც მის გამოდევნებას ვურჩევდი ვინმეს. რაც შეეხება დიდებასა თუ ხელის მოცარვას, მათ მიმართ ყოველთვის გულგრილი გახლდით. ახლა ჩემთვის მთავარი სიმშვიდე და სიხარულია, მეგობრებთან ურთიერთობით და ზოგჯერ საკუთარ ფიქრებთან განმარტოებით რომ მიიღწევა, და რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, მსურს მუდამ ვფლობდე უნარს სხვისი სიყვარულისა და სხვაშიც შევძლო ამ გრძნობის აღძვრა.

 

თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

https://burusi.wordpress.com/2010/05/30/jorge-luis-borges-6/

Link to post
Share on other sites

"ხალხნო, სულ ახლახანს, აი სულ ახლახანს მაგარი რაღაც აღმოვაჩინე.

დავუშვათ ადამიანი არ მოგწონს და არ გიყვარს და ნერვებს გიშლის, ეს მდგომარეობა ხომ ძალიან შემაწუხებელია.

რა უნდა გააკეთოთ იცით? უნდა მოექცეთ ისე, როგორც ექცევი ადამიანებს, რომლებიც გიყვარს.

და იცით რა ხდება? ქრება ანტიპატია. ისიც აუცილებლად გპასუხობს ამ ქცევაზე. ადამიანებს უყვართ ადამიანები, რომელთაც ისინი უყვართ. და მყარდება მშვიდობა. თურმე შენივე სიძულვილია მთავარი პრობლემა, საქმე შენშია, რადგან როდესაც ადამიანს ცუდად ექცევი, ეს უკვე გავალდებულებს მის სიძულვილში, სიძულვილის მასტიმულირებელია, გენერატორი.

უთანხმოება ხომ ძალიან, ძალიან დიდი უბედურებაა, განგრევს, გსპობს, ზნეობრივი ფსკერისკენ მიგაქანებს..... "

(ნანა ზარდიაშვილი)

Link to post
Share on other sites

უფალმა გაანათლოს მისი სული. ყველას დაწყდა გული.

 

 

 

"ხალხნო, სულ ახლახანს, აი სულ ახლახანს მაგარი რაღაც აღმოვაჩინე.

დავუშვათ ადამიანი არ მოგწონს და არ გიყვარს და ნერვებს გიშლის, ეს მდგომარეობა ხომ ძალიან შემაწუხებელია.

რა უნდა გააკეთოთ იცით? უნდა მოექცეთ ისე, როგორც ექცევი ადამიანებს, რომლებიც გიყვარს.

და იცით რა ხდება? ქრება ანტიპატია. ისიც აუცილებლად გპასუხობს ამ ქცევაზე. ადამიანებს უყვართ ადამიანები, რომელთაც ისინი უყვართ. და მყარდება მშვიდობა. თურმე შენივე სიძულვილია მთავარი პრობლემა, საქმე შენშია, რადგან როდესაც ადამიანს ცუდად ექცევი, ეს უკვე გავალდებულებს მის სიძულვილში, სიძულვილის მასტიმულირებელია, გენერატორი.

უთანხმოება ხომ ძალიან, ძალიან დიდი უბედურებაა, განგრევს, გსპობს, ზნეობრივი ფსკერისკენ მიგაქანებს..... "

(ნანა ზარდიაშვილი)

Link to post
Share on other sites

"ქართველი ქალისა და მამაკაცის სახე ყველაზე უკეთ ჩანს ჩვენს ეროვნულ ტანსაცმელში და ეროვნულ ცეკვებშია გამოხატული... ის სული, რომელიც ამ ჩაცმულობით არის გამოხატული, უნდა აღსდგეს ქართველ ქალში და ქართველ მამაკაცში".

 

/ზვიად გამსახურდია/

Link to post
Share on other sites

ღირსება ღმერთის სრულუფლებიანი წარმომადგენელია ადამიანში'' ნანა ზარდიაშვილი (1955-2014)

 

 

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

post-30-0-03816600-1417198229_thumb.jpg

 

Морозило, шел снег, на улице становилось все темнее и темнее. Это было как раз в вечер под Новый год. В этот-то холод и тьму по улицам пробиралась бедная девочка с непокрытою головой и босая. Она, правда, вышла из дома в туфлях, но куда они годились! Огромные-преогромные! Последнею их носила мать девочки, и они слетели у малютки с ног, когда она перебегала через улицу, испугавшись двух мчавшихся мимо карет. Одной туфли она так и не нашла, другую же подхватил какой-то мальчишка и убежал с ней, говоря, что из нее выйдет отличная колыбель для его детей, когда они у него будут.

 

И вот девочка побрела дальше босая; ножонки ее совсем покраснели и посинели от холода. В стареньком передничке у нее лежало несколько пачек серных спичек; одну пачку она держала в руке. За целый день никто не купил у нее ни спички — она не выручила ни гроша. Голодная, иззябшая, шла она все дальше, дальше... Жалко было и взглянуть на бедняжку! Снежные хлопья падали на ее прекрасные, вьющиеся белокурые волосы, но она и не думала об этой красоте. Во всех окнах светились огоньки, по улицам пахло жареными гусями: был канун Нового года — вот об этом она думала.

 

Наконец она уселась в уголке, за выступом одного дома, съежилась и поджала под себя ножки, чтобы хоть немножко согреться. Но нет, стало еще холоднее, а домой она вернуться не смела, ведь она не продала ни одной спички, не выручила ни гроша — отец прибьет ее! Да и не теплее у них дома! Только что крыша над головой, а ветер так и гуляет по всему жилью, несмотря на то что все щели и дыры тщательно заткнуты соломой и тряпками. Ручонки ее совсем окоченели. Ах! Одна крошечная спичка могла бы согреть ее! Если бы только она смела взять из пачки хоть одну, чиркнуть ею о стену и погреть пальчики! Наконец она вытащила одну. Чирк! Как она зашипела и загорелась! Пламя было такое теплое, ясное, и, когда девочка прикрыла его от ветра горсточкой, ей показалось, что перед нею горит свечка. Странная это была свечка: девочке чудилось, будто она сидит перед большою железною печкой с блестящими медными ножками и дверцами. Как славно пылал в ней огонь, как тепло стало малютке! Она вытянула было и ножки, но... огонь погас. Печка исчезла, в руках девочки остался лишь обгорелый конец спички.

 

Вот она чиркнула другою; спичка загорелась, пламя ее упало прямо на стену, и стена стала вдруг прозрачною, как кисейная. Девочка увидела всю комнату, накрытый белоснежною скатертью и уставленный дорогим фарфором стол, а на нем жареного гуся, начиненного черносливом и яблоками. Что за запах шел от него! Лучше же всего было то, что гусь вдруг спрыгнул со стола и, как был с вилкою и ножом в спине, так и побежал вперевалку прямо к девочке. Тут спичка погасла, и перед девочкой опять стояла одна толстая холодная стена.

 

Она зажгла еще спичку и очутилась под великолепнейшею елкой, куда больше и наряднее, чем та, которую девочка видела в сочельник, заглянув в окошко дома одного богатого купца. Елка горела тысячами огоньков, а из зелени ветвей выглядывали на девочку пестрые картинки, какие она видывала раньше в окнах магазинов. Малютка протянула к елке обе ручонки, но спичка потухла, огоньки стали подниматься все выше и выше и превратились в ясные звездочки; одна из них вдруг покатилась по небу, оставляя за собою длинный огненный след.

 

— Вот кто-то умирает! — сказала малютка.

 

Покойная бабушка, единственное любившее ее существо в мире, говорила ей: «Падает звездочка — чья-нибудь душа идет к Богу».

 

Девочка чиркнула об стену новою спичкой; яркий свет озарил пространство, и перед малюткой стояла вся окруженная сиянием, такая ясная, блестящая и в то же время такая кроткая и ласковая, ее бабушка.

 

— Бабушка! — вскричала малютка. — Возьми меня с собой! Я знаю, что ты уйдешь, как только погаснет спичка, уйдешь, как теплая печка, чудесный жареный гусь и большая, славная елка!

 

И она поспешно чиркнула всем остатком спичек, которые были у нее в руках, — так ей хотелось удержать бабушку. И спички вспыхнули таким ярким пламенем, что стало светлее, чем днем. Никогда еще бабушка не была такою красивою, такою величественною! Она взяла девочку на руки, и они полетели вместе в сиянии и в блеске высоко-высоко, туда, где нет ни холода, ни голода, ни страха: к Богу!

 

В холодный утренний час в углу за домом по-прежнему сидела девочка с розовыми щечками и улыбкой на устах, но мертвая. Она замерзла в последний вечер старого года; новогоднее солнце осветило маленький труп. Девочка сидела со спичками; одна пачка почти совсем обгорела.

 

— Она хотела погреться, бедняжка! — говорили люди. Но никто и не знал, что она видела, в каком блеске вознеслась вместе с бабушкой к новогодним радостям на небо!

'Девочка со спичками'--- Ханс Кристиан Андерсен

 

https://www.youtube.com/watch?v=yUSzQBaWq0Q

Link to post
Share on other sites

წუხელ შორი გზიდან სახლში ვბრუნდებოდი,

ვაგლახ, ათასგვარი ფიქრით თავს ვერ ვიცავ,

არავინ მელოდა, არსად არ ვჩქარობდი,

ძალზედ დაღლილი და სევდით სავსე ვიყავ...

 

რაღაც მაწუხებდა, რაღაცას ვდარდობდი...

თითქოს ჩემს ცხოვრებას რაღაც აზრი აკლდა...

ჩემზე მეუფობდა, ვერა ვმძლავრობდი,

იმ შინაგან ხმას, მე რომ თან მახლდა...

 

ნეტავ, რა უნდოდა?.. ნეტავ, რას ბრაზობდა?..

სანამ მორჩად ვიყავ, ხმასაც არ იღებდა,

ზოგჯერ ჩემი ფიქრი მის აზრებთან ბჭობდა,

ახლაც კარგად მახსოვს, რასაც მარიგებდა:

 

- მგზავრო, მომისმინე შენი ძმა გზა ვარ,

ფეხქვეშ რომ გეგები აღმართ და დაღმართ,

იქნებ... უსახური მე იმ გზას ვგავარ

ცეცხლოვან შანთებს რომ უმზადებს წარმართ...

 

იქნებ, მაცდური ვარ ღვთისგან განდგომილი,

თვით არაფრის მქონე სხვასაც ბევრს ვპირდები,

ოცნებებით სავსე ჩემზედ დაყრდნობილი

ვარდის კოკორს ნატრობ, ეკალს ერიდები...

 

- მგზავრო, არ აჩქარდე, უკან მოიხედე,

იქნებ აღმართს ასცდი, დაღმა ჩაგივლია,

წამით დაფიქრდი და გულში ჩაიხედე,

ნეტავ სად იარე, ანდა რად გივლია?..

 

საიდან მოდიხარ? ვინა ხარ? რა ხარ?

ჩემი გზის ბილიკებს ასე რად ენდობი?

შენც ალბათ იმ ცოდვილთ მოდგმიდან ჩანხარ,

ღმერთს რომ ვერ ენდობა, მე კი გაგენდობი.

 

კაცი სტუმარია... მგზავრი წუთისოფლის,

და განკითხვის დღისგან ვერვინ გადარჩება,

ღმერთი მოწყურეა მართალთ დაღვრილ ოფლის,

ბნელში დაპკურულიც ნათელ კვალად რჩება.

 

მაშ, დაგლოცავ მგზავრო, ბევრს ვერ შეგპირდები,

მე ყველა ძმის სულიერ ღვთისთვის მიმინდვია,

თვალს ნუ აგიჭრელებს ის ფერადი გზები,

წყალში რომ დგანან და ფერფლად რომ იწვიან.

 

წუხელ შორი გზიდან სახლში ვბრუნდებოდი,

ნეტავ სად ვიყავი, ანდა სად მივდივარ?..

ჩანდა... ძმის სიტყვებში მტკიცედ ვრწმუნდებოდი,

რომ მე ამ ქვეყნისთვის მხოლოდ გზავნილი ვარ.

 

• • •

მამა არჩილ გვიმრაძე

Link to post
Share on other sites

post-30-0-03816600-1417198229_thumb.jpg

 

Морозило, шел снег, на улице становилось все темнее и темнее. Это было как раз в вечер под Новый год. В этот-то холод и тьму по улицам пробиралась бедная девочка с непокрытою головой и босая. Она, правда, вышла из дома в туфлях, но куда они годились! Огромные-преогромные! Последнею их носила мать девочки, и они слетели у малютки с ног, когда она перебегала через улицу, испугавшись двух мчавшихся мимо карет. Одной туфли она так и не нашла, другую же подхватил какой-то мальчишка и убежал с ней, говоря, что из нее выйдет отличная колыбель для его детей, когда они у него будут.

 

И вот девочка побрела дальше босая; ножонки ее совсем покраснели и посинели от холода. В стареньком передничке у нее лежало несколько пачек серных спичек; одну пачку она держала в руке. За целый день никто не купил у нее ни спички — она не выручила ни гроша. Голодная, иззябшая, шла она все дальше, дальше... Жалко было и взглянуть на бедняжку! Снежные хлопья падали на ее прекрасные, вьющиеся белокурые волосы, но она и не думала об этой красоте. Во всех окнах светились огоньки, по улицам пахло жареными гусями: был канун Нового года — вот об этом она думала.

 

Наконец она уселась в уголке, за выступом одного дома, съежилась и поджала под себя ножки, чтобы хоть немножко согреться. Но нет, стало еще холоднее, а домой она вернуться не смела, ведь она не продала ни одной спички, не выручила ни гроша — отец прибьет ее! Да и не теплее у них дома! Только что крыша над головой, а ветер так и гуляет по всему жилью, несмотря на то что все щели и дыры тщательно заткнуты соломой и тряпками. Ручонки ее совсем окоченели. Ах! Одна крошечная спичка могла бы согреть ее! Если бы только она смела взять из пачки хоть одну, чиркнуть ею о стену и погреть пальчики! Наконец она вытащила одну. Чирк! Как она зашипела и загорелась! Пламя было такое теплое, ясное, и, когда девочка прикрыла его от ветра горсточкой, ей показалось, что перед нею горит свечка. Странная это была свечка: девочке чудилось, будто она сидит перед большою железною печкой с блестящими медными ножками и дверцами. Как славно пылал в ней огонь, как тепло стало малютке! Она вытянула было и ножки, но... огонь погас. Печка исчезла, в руках девочки остался лишь обгорелый конец спички.

 

Вот она чиркнула другою; спичка загорелась, пламя ее упало прямо на стену, и стена стала вдруг прозрачною, как кисейная. Девочка увидела всю комнату, накрытый белоснежною скатертью и уставленный дорогим фарфором стол, а на нем жареного гуся, начиненного черносливом и яблоками. Что за запах шел от него! Лучше же всего было то, что гусь вдруг спрыгнул со стола и, как был с вилкою и ножом в спине, так и побежал вперевалку прямо к девочке. Тут спичка погасла, и перед девочкой опять стояла одна толстая холодная стена.

 

Она зажгла еще спичку и очутилась под великолепнейшею елкой, куда больше и наряднее, чем та, которую девочка видела в сочельник, заглянув в окошко дома одного богатого купца. Елка горела тысячами огоньков, а из зелени ветвей выглядывали на девочку пестрые картинки, какие она видывала раньше в окнах магазинов. Малютка протянула к елке обе ручонки, но спичка потухла, огоньки стали подниматься все выше и выше и превратились в ясные звездочки; одна из них вдруг покатилась по небу, оставляя за собою длинный огненный след.

 

— Вот кто-то умирает! — сказала малютка.

 

Покойная бабушка, единственное любившее ее существо в мире, говорила ей: «Падает звездочка — чья-нибудь душа идет к Богу».

 

Девочка чиркнула об стену новою спичкой; яркий свет озарил пространство, и перед малюткой стояла вся окруженная сиянием, такая ясная, блестящая и в то же время такая кроткая и ласковая, ее бабушка.

 

— Бабушка! — вскричала малютка. — Возьми меня с собой! Я знаю, что ты уйдешь, как только погаснет спичка, уйдешь, как теплая печка, чудесный жареный гусь и большая, славная елка!

 

И она поспешно чиркнула всем остатком спичек, которые были у нее в руках, — так ей хотелось удержать бабушку. И спички вспыхнули таким ярким пламенем, что стало светлее, чем днем. Никогда еще бабушка не была такою красивою, такою величественною! Она взяла девочку на руки, и они полетели вместе в сиянии и в блеске высоко-высоко, туда, где нет ни холода, ни голода, ни страха: к Богу!

 

В холодный утренний час в углу за домом по-прежнему сидела девочка с розовыми щечками и улыбкой на устах, но мертвая. Она замерзла в последний вечер старого года; новогоднее солнце осветило маленький труп. Девочка сидела со спичками; одна пачка почти совсем обгорела.

 

— Она хотела погреться, бедняжка! — говорили люди. Но никто и не знал, что она видела, в каком блеске вознеслась вместе с бабушкой к новогодним радостям на небо!

'Девочка со спичками'--- Ханс Кристиан Андерсен

 

https://www.youtube.com/watch?v=yUSzQBaWq0Q

ძალიან მიყვარდა ანდერსენის ზღაპრები :yes: , ბევრი მაქვს წაკითხული ბავშვობაში...ნეტა ახლა თუ კითხულობენ ბავშვები :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ძალიან მიყვარდა ანდერსენის ზღაპრები :yes: , ბევრი მაქვს წაკითხული ბავშვობაში...ნეტა ახლა თუ კითხულობენ ბავშვები :scratchchin:

კი, იკლავენ თავს :d030: ვერ გლიჯავენ მშობლები წიგნებს ხელიდან

Link to post
Share on other sites

დღეს ჩემი ბიძაშვილიშვილი დაოჯახდა. სუფრიდან სიგარეტის გამო მე და ჩემი მეგობარი ჩავედით მაღაზიაში, რიგში ვდგავართ, წინ ხნიერი ქალბატონი დგას ხელჯოხით 80-ს მიტანებული. :old: შემდეგ ჩემი ასაკის ბიჭი და მე და ჩემი მეგობარი. გამოირკვა რომ ეს ბებო გამყიდველს ეხვეწება ზეიკიძის ძეხვს ვალად მომეციო, ნუ გამყიველი უარზეა და თითქოს აგდებულად ელაპარაკება. სიცხიანი ავდექი შვილო ხო იცი პენსიას ავიღებ და შემოგიტანო. ჩვენს წინ მდგომმა ბიჭმა რომელსაც 5 ლარიანი ეჭირა ხელში ჩაიდო უკან და 100-ნი ამოიღო. დაუდო სასწორზე გამიყიდველს და მიეციო უთხრა. პურიც მიეციო, კვერცხი ჩაუწყვეო, ფუნთუშა, შაქარი, კარაქი და ა.შ. ბებოს ეკითხება ბებო წამლები ხო არ გინდა იმასაც გიყიდიო. ბებომ კი მინდა შვილო მარა ურეცეპტოდ არ მაძლევენო :( არ იცით რა დამემართა. მე დღეს ამაყივარ!!! ამაყივარ იმით რო არსებობენ იმ ბიჭირსნაირი ხალხი დღევანდელ ცხოვრებაში. ღმერთმა ბევრი მისცეს რო თესოს სიკეთე.

Link to post
Share on other sites

,,....მიუხედავად უამრავი ნაკლისა,ქართველს ისეთი თაკარა გული,უმზესი სული და თაკარა ბუნება აქვს,მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს!!!!!,,

 

ნოდარ დუმბაძე

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...