Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

აკვანი – მოთხრობა, რომელიც სკოლის სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს

ბაბუას წერილი ნინიკოს: ,,დღეს ყველაზე ბედნიერი და გახარებული დავწექი დასაძინებლად…ჩემი პატარა ნატვრისთვალი დაიბადა. როგორც იქნა ღმერთმა წყალობის თვალით გადმოხედა ჩვენს ოჯახს, ამდენი ხნის ნანატრი შვილიშვილი ჩაგვისვა კალთაში….მე, ბაბუა, ერთი უბრალო ბერიკაცი ვარ…წესივრად შეიძლება ზღაპარიც კი ვერ მოგიყვე…სათვალეც კი არ მიშველის ჩემი დაფსობილი თვალებით წიგნი წაგიკითხო…მაგრამ მე შენთვის ახალ ზღაპრებს მოვიგონებ, ბაბუ…მოვიფიქრებ და ზეპირად მოგიყვები…შენ სანამ მიხვდები რომ ბაბუაშენს კარგად წერა კითხვაც კი არ ეხერხება, მეყოლები კალთაში და მოგიყვები ჩემს გამოგონილ ზღაპრებს…მერე კი…მერე რად გინდა ბაბუ ჩემი ზღაპრები…თვითონ ისწავლი კითხვას და დაფრთიანდები… მანამდე მე შეგაყვარებ ჩვენს დალოცვილ სოფელს… ჩვენს ანკარა წყაროებს… ჩვენს ბებერ მურას და ჩირივით ჩამომხმარ ბებოსაც კი… რომელსაც დღესაც ნინიკელას ვუძახი,თითქოს ის პატარა გოგო იყოს მე რომ პირველად ვნახე…

 

შენ შეიძლება ისეთი კარგი გოგო დადგე, დაჩაჩანაკებულ ბებრებს წყალს არ გვაკლებდე, დაკარგულ ჯოხს მოგვირბენინებდე და მურას ყეფაზე გარეთ ჩემს ნაცვლად გახედავდე სტუმარს…შეიძლება ისეთი კარგიც იყო, რომ ბაბუს თუთუნიც ამოურბენინო სოფლის კენკელა მაღაზიიდან… მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს რომ საერთოდ არცერთი ამ საქმეთაგანი არ დაივალო…შენ მაინც ბაბულიას გოგო იქნები…თვალხატულა და ჰაერივით სიფრიფანა…

 

ეხლა შენს სიცხიან ქალაქში მოვდივარ, ბაბუ…თან მომაქვს შენი პატარა ჩიტებით მოხატული აკვანი…ეს აკვანი საგანგებოდ შენთვის შევარჩიე…წესიერად თვლა რომ ვიცოდე, დავთვლიდი კიდევ ბაბუ რამდენი აკვანი გამოვთალე და სულ რომ მეკითხებიან სოფელში ბერიკაცები ვუპასუხებდი კიდეც…მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ბაბუ…რაც გამოვთალე და გავაკეთე ყველა სიყვარულით და სითბოთი მიკეთებია…სულ იავნანას დავამღერებდი ხოლმე და ასე მგონია ესმოდათ კიდეც ჩემი ამ დალოცვილებს…ანგელოზებისთვის ვაკეთებდი და ანგელოზები მეხმარებოდნენ …ისე მიხაროდა, ბაბუ, ჩემს ჭიშკართან რომ კაცი დაიძახებდა აკვანი უნდა შეგიკვეთოო, ეს ხომ ახალი სიცოცხლის დაბადებას ნიშნავდა…უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, რომ შენთვისაც ჩემი ხელით გამეკეთებინა ეს აკვანი… აბა, ქალაქში ნაყიდი აკვანი, ბაბუ, რა იქნება… ქალაქში გაზრდილი ხეც არ ვარგა…სხვა მადლი აქვს ჩვენს ხეებს… შენს შვილიშვილებს ეყოფა ეს აკვანი ისეთი ხისგანაა გამოყვანილი…რამდენი შაირის მოყოლება ვიცი ხოლმე… ახლა მატარებელი გუგუნით უახლოვდება დედაქალაქს… ჩემი გამოყრუებული დედაკაციც გვერდში მიზის… მეტი ჩვენ ვეღარ შევძლებთ, მგონია, რომ ჩამოვიდეთ ქალაქად… ესეც რომ არ იყოს, მეთექვსმეტე სართულზე რა ამიყვანს კიდევ ერთხელ, ბაბუ…სად შეუძლია ცაზე სიარული ჩვენს ბებერ მუხლებს…გენაცვალე შენ, ბაბუ.. შენ მომეცი ახლა ამის ძალა რომ ისევ დავდგომოდი ამ გრძელ და ხმაურიან გზას… ჩვენი ადესაც აქვე მიდევს და ალბათ მამაშენს ერთი სული აქვს ყელს როდის გაისველებს ჩვენებური ღვინით… კი იქნება ახლა ქეიფის ხასიათზე… ვარია შევწვით… აბა, მანდ შემწვარი ქათამი რა მისართმევია სტუმრებისთვის… სულგუნიც კი გამოიყვანა თავისი მიმჭკნარი ხელებით ბებიაშენმა… და ზედ ჯვარი გამოსახა შენს სახელზე, ბაბუ… შოთი პურები ვარ გამოვაცხვეთ მარა არ გეწყინოს…დაბერდა ბებიაშენი და ძალა აღარ აქვს…აპატიე ბაბუ.

 

ისე მიცემს გული ამ მატარებლის გუგუნშიც კი მესმის ხმა მკერდიდან…როდის გნახავ და შეგავლებ თვალს, ჩემო თვალხატულა …აი, გაჩერდა მატარებელი და ამ წერილის წერას თავს ვანებებ, იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი, მაგრამ დამთავრდა გზა და არაა ჩემი ბრალი…არა უშავს ცოტას აქითობას მოგწერ, ბაბუ, კიდევ”…

 

,,ტკივილით და სევდით მაქვს ბაბუ გული სავსე…როგორღაც ამოვბობღდით მეთექვსმეტე სართულზე მე და ბაბებიაშენი, სული ძლივს ამოვიტანეთ…მარა რათ გინდა… ჩამაგვამწარა სიხარული დედაშენმა და მამაშენმა, მე იმ დახვედრას და მიღებას არ ვჩივი, ბაბუ, მაგენმა რომ იციან… რა ეშმაკი გამაჩერებს ამ ციხეში, ძალიანაც რომ შემეხვეწონ…მაგრამ შენი კოცნის უფლება კი მქონდა, ბაბუკელა… რამდენჯერ სიზმარში დამსიზმრებიხარ …რამდენჯერ წარმომიდგენია ეს დღე, მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდი…ბევრი რომ არ მოგაბეზრო თავი წუხელ შუაღამეზე დედაშენის და მამაშენის ჩხუბმა გამაღვიძა…ისეთი გაბრაზებული იყო დედაშენი თითქოს კეთროვნები ვყოლოდით სახლში, მამაშენს უჩიოდა, რა უნდოდათ რომ ჩამოვიდნენ…ვერ მოესწრებოდნენ ჩვენს ჩასვლას და ნახვასო? ეს ეშმაკის მოგონილი აკვანი რომ ჩამოათრიეს სირცხვილით თავი სად გამოვყოო ახლა…რა დროს ასეთი სისულელეებია…მაგაში ჩავაწვენ ეხლა ჩემს ნანატრ შვილსო, მომაცილე თორემ ფანჯრიდან გადავაგდებ იცოდეო…მამაშენი კი ეუბნებოდა რაღაცას, მაგრამ მე მეტი არაფერი გამიგონია… გული ხელით მეჭირა და გათენებას ასე დაველოდე… მოვკიდე დილას ხელი ჩემს დედაკაცს და აკვანს და უსიტყვოდ წამოვედი… ისიც კი ვერ მოვახერხე შენთვის მეკოცნა…წვერები გაგეპარსა მაინცო, დედაშენმა…

 

ვერ დავიმახსოვრე შენი სახე, ბაბუ…რომ სიზმარში მაინც დამსიზმრებოდი… მე მანდ რა გამაჩერებდა… ვზივარ ახლა ამ ვაგონში და ვუსმენ ბებიაშენის ქვითინს, ვიღაცამ მკითხა შვილები არ გყავთო… დედაკაცმა იმთავითვე უპასუხა –არაო და გული ჩამწყდა… თითქოს მეხი დამეცა მკერდზე და ჩაიტანა ჩემი გულმკერდი ქვესკნელში… ამ აკვანს კი ვაჩუქებ სოფელში ვინმეს… თუ სადმე ერთი ბავშვი დაიბადება, მაგრამ მე ხომ ის შენი სიყვარულით გავაკეთე…მ ინდოდა შენ დაგეძინა და ჩემი ლოცვა– მადლი დაგფენოდა სასთუმალთან, ბაბუ…არასოდეს არ დაგავიწყდეს, რომ ადამიანები მგლები არიან და ცხვრად ნუ მოაჩვენებ თავს თორემ შეგჭამენ, ბაბუ… დაუნდობლად შეგჭამენ… მიყვარხარ, ბაბუ… ნეტა, ისეთი ქალი დადგებოდე ჩემს საფლავთან მოსული ამას ჩამომძახებდეს: რა შვილიშვილი გაგეზარდა, ამირანო… მაგრამ მე ორი პარასკევი მიკლია და ალბათ ორ პარასკევში ეს არ მოესწრება…უფალს ებარებოდე. ჩემო მესისხლევ…გენაცვალოს შენი ბაბულია”

1982წ,25 აპრილი…

 

ეს წერილი რომ წავიკითხე დედაჩემი მძიმედ იყო ავად, არც კი ვიცი რატომ გადმომცა 20 წლის მერე, შესაძლოა სინანულის გამო…მაგრამ მე ვიცი რომ ასეთი საქციელი ადამიანს ოდესმე ახსენებს თავს და თვითგვემაში ვარდება…სწორედ ასე იყო დედაჩემიც… უკურნებელ სენს ებრძოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო მისთვის… ცდილობდა ამქვეყნიური ცოდვები მოენანია და სულ ლოცვაში ატარებდა დღეებს… და როცა დედა აღარ იყო მისგან დატოვებული ასეთი წერილი მივიღე:

 

,,ადამიანებს მხოლოდ ცხოვრება გვასწავლის ადამიანობას… შეხედე შენს თავს სარკეში და რაც ჩემი მსგავსი დაინახო, დაასამარე… წაშალე და დაივიწყე, შვილო…შენს თვალებში აუცილებლად ნახავ ბაბუას სახეს… მის ლამაზ სულს და ეცადე ამ სულით იცხოვრო… გაგიჭირდება სიკეთით ცხოვრება, მაგრამ სჯობს შენ დაგიშავონ რამე, ვიდრე სხვას ატკინო… არ მისცე თავს უფლება, ჩემი გენი დაგეპატრონოს… ებრძოლე ჩემს ცუდს შენში, შვილო…და ილოცე ჩემი სასტიკი სულისთვის…ილოცე, გთხოვ”

 

მას შემდეგ წლები გავიდა… როგორც იქნა ექიმის დიპლომი ავიღე და ოჯახიც შევქმენი… ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე რომ პატარას ველოდებოდი… მეუღლე სიხარულით ცას ეწია, სახლის სხვენი გამოაღო… გამიკვირდა იქ რას ეძებს მეთქი … სხვენიდან დიდი რახარუხით რაღაც ჩამოიტანა კიბეზე…სახტად დავრჩი…მითხრა ჩვენი შვილი აკვანში უნდა გაიზარდოს როგორც ნამდვილი ქართველიო…მეც ამ აკვანში გავიზარდე და ჩემი შვილიც ასე იქნებაო, გამეცინა… რა დროს აკვანია საიდან მოიტანე, ან სად ნახე-თქო… სიტყვა ბანზე ავუგდე… ოცდაშვიდი წლის წინ მამას და დედას, რომელიც ჩემზე ორსულად ყოფილა,მატარებელში ვიღაც მოხუცებთან უმგზავრიათ და იმათ უჩუქებიათო… გავშრი… მერე დიდხანს, გაგიჟებით ვკოცნიდი დამტვერილ, დაობებულ აკვანს და დროდადრო ტირილნარევი სიცილით ავხედავდი მეუღლის გაოცებულ თვალებს..

 

ანა ლაშხელი ონიანი

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის არქივში შემონახულია ეგნატეს სახელთან დაკავშირებული და ზეპირად გავრცელებული ერთი სტროფი, რომელიც მიეწერება მეტად კურიოზულ ამბავს: „ყოფილა ერთი მღვდელი, ჰყოლია ერთი მემკვიდრე ვაჟიშვილი, მაგრამ „ჩოფანო“, ინვალიდი. ვაჟს ცოლი მაინც შერთო, მაგრამ უნაყოფოს ნაყოფს მაინც ვერ ეღირსა. შვილი არ ეყოლა. საჭირო გახდა სხვა „მებაღის“ მოწვევა. იმ საზოგადოებაში მასწავლებლად ყოფილა იმერელი სიმონ ჭუმბურიძე (ივერიის კორესპონდენტი სიმონ ღორეშელი), მღვდლის არჩევანიც მასზე მიდგა... და მასწავლებელს თავის ოჯახში პატიჟობდა. კაი ვახშმის შემდეგ, იქვე მოასვენებდა. ეს ამბავი სოფლის სალაპარაკო გახდა. სწორედ, ამ დროს გავრცელდა ლექსი, რომლის ავტორად ეგნატეს თვლიან:

„გადირია ჩვენი მღვდელი,

დაპატიჟა უჩიტელი,

მას მიართვა ღვინო ძველი,

სთხოვა, რძალს შემირე ხელი“.

/მანანა ვადაჭკორია/

Link to post
Share on other sites

— Любовь — это боль , — сказал Император, — разве ты не знаешь? — Знаю, — ответил доктор. — Но я знаю также солдат, которые без рук, без ног, с волочащимися за ними кишками, зубами рвали врага, потому что их ждали дома любимые женщины . Я прошел вместе с ними через семнадцать больших сражений, и я знаю, чьи имена они выхаркивают вместе с кровью, когда я отрезаю им загангрененные руки и ноги. Я знаю, кого они зовут, когда лежат, вывернутые наизнанку, на моем залитом кровью операционном столе… Они зовут своих женщин. И только потому и выживают, что те, в их задымленном болевым шоком сознании, приходят к ним и поют песни о любви, и кладут им руки на головы — и те выживают. Не потому что я хороший врач, а потому что им есть за что держаться в этом аду. Да, их профессия — ненависть . Но это снаружи. А изнутри… Вы знаете, что держит их изнутри?..

«Тайны любви»

Link to post
Share on other sites

„ორერა“ სრული სვლით და კაფე „ოტელ ტაიტი“

გაშლილ ოკეანეში მივცურავთ – „ორერა“ სრული სვლით“. სამი კვირის თავზე ვიღაც დალოცვილმა იყვირა: „ზემლია!”

– კუნძულზე არავინ გადავა! – მკაცრად გაგვაფრთხილა გემის კაპიტანმა გოგიტიძემ.

ცდუნება დიდია.

როცა შებინდდა, რობერტ ბარძიმაშვილს გავენდე:

– მოდი, მენავე მოვქრთამოთ!

– დვა ბუტილკა ჩაჩა! – შევთავაზე ჩვენს რუს მენავეს.

– ნეტ! ოპასნო, ბრატცი! – გვრეხვა უარი.

– ტაგდა – კანიაკ!

– ნეტ, ნეტ! – გაასავსავა ხელები, – კაპიტან ნაკაჟეტ!

– ჩეტირე ბუტილკა „ხვანჭკარა“, – გავპარჭყე ოთხი თითი.

– ტოლკა ჩეტირე ჩასა, – დაგვანახვა ოთხი თითი, – ოთხ საათში მოგაკითხავთო.

კუნძული. კაფე „ოტელ ტაიტი.“ ხორხოცი, ჟრიამული, ცეკვა-თამაში, ფოიერვერკები, აზელილი ევროპა-აზია-ამერიკა... ორგიაა გაქანებული.

ჩუმად გადანახული დოლარები გვიჭყავის ჯიბეში.

მკვირცხლმა ოფიციანტმა ცარიელი მაგიდა გაგვიჩალიჩა. დავსხედით. რობერტმა ჩამწერი აპარატურა მოიმარჯვა (რუსო ტურისტო!).

– დვა ბუტილკა ვისკი ი ზაკუსკა! – ვაჯახე შეკვეთა განგსტერულად.

ოფიციანტი რუსულში ისე რა ერკვეოდა:

– ხომ არ მომეჩვენა და ორი სირჩა ხომ არ ბრძანეთ?

– დვა ბუტილკა-თქვა! – შევუბღვირე. გიჟია ესო, იფიქრა და გავარდა. მალე ჩვენი სუფრა ორმა ბოთლმა ვისკიმ და შემწვარ-მოხრაკულმა კიბო-ხოჭო-ლოკოკინებმა „დაამშვენა“.

ამასობაში მსუქან-მსუქანი მეორე ოფიციანტი მოგვიახლოვდა და სუფთა ქართულით გვეუბნება:

– რაშია საქმე, ბიჭებო? ქართველები ხართ?

ამის გარდა ამ გადაჯუნგლებულ კუნძულზე ყველაფერს ველოდი და დავიბენი.

– კაცო, ჯერ არ დამილევია და უკვე მაგრად ვარ... ვინ ხარ, ბოშო, შენ?

– ტიტუ! ქართველები ყოფილხართ, თქვენ შემოგევლეთ! – გადაირია გურული ტაიტელი. თურმე, დედა ალჟირელი ჰყოლია, მამა – გურული ღლონტი და, თვითონ სადაური იყო, თავად არ იცოდა. გადაგვეხვია, ჩაგვპროშნა...

– ეს მატლები რა თქვენი საკადრისიაო, – მოხვია ხელი ყველაფერს და ორ წუთში ისეთი ღორის მწვადები მოაშიშხინა, გემო ახლაც მახსოვს.

ამდენ ემოციას რას გავუძლებდი და მოვიყუდე ვისკი პირდაპირ ბოთლით, „ბორჯომივით“.

შეწყდა ცეკვა-თამაში. დააცეცეს და დაშტიმეს თვალები.

მოგვიახლოვდა ვიღაც შეზარხოშებული ფრანგი ბიჭი – ბონჟურო.

– ბონჟურ, ბონჟურ!

– ვისკი? – მიმითითა ბოთლზე.

– ვისკი, – არ შევეპუე.

– და, ასე სვამ ბოთლიდანო?

– ჰო-მეთქი.

გადაირია:

– შენ თუ მაგას ბოლომდე დალევ, აგერ 500 დოლარიო, – დადო მაგიდაზე.

მაგის ნახევარსაც დავჯერდებოდი, მაგრამ, იყოს ეგრე-მეთქი, – გავიფიქრე. მოვიმხე ბოთლი. ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ... 500 დოლარი ჩავიდე ჯიბეში, რამაც ჩვენი დანახარჯიც აანაზღაურა და ბლომადაც დამრჩა.

მერე ევროპულზე გადავედი და ყლუპ-ყლუპით ვსვამდი. თან, გმირი ვარ. ყველანაირი კანის ფერის მქონე გოგოები ჩემთან ცეკვავენ. ერთმა ზანგმა გოგომ ყურზეც მაკოცა (მეტზე არ მივუშვი – რა იცი, რა სჭირს?).

ეს „აფრო-გურულიც“ ხომ გვერდიდან არ გვცილდება – სისხლი მაინც სისხლია და სულ დადნა სიყვარულში. ამასობაში (ასეთ დროს ხომ დრო თითებსშუა იპარება) ჩვენი მესაიდმულე ნავიც მოგვადგა – დროა, წამოდითო.

წამოდით კაია, ვინ გვიშვებს? არის ერთი გამიშვი – არ წახვიდე! საქმეში ხარ?! როგორც კი შევცურდით წყალში, არ გამოგვყვა ორი დახუნძლული ნავი უკან?! – თქვენთან გვინდაო...

ავიპარეთ ყველანი გემზე. შუაღამეა, ყველას სძინავს. ჩუმად შევიპარეთ გემის ბარში, ჩავრაზეთ შიგნიდან კარი და – წავიდა „დაგუდული გრიალი“. რიჟრაჟზე ჩაეწყვნენ თავიანთ ნავებში და დაგვემშვიდობნენ გულაჩუყებულები.

დილით გოგიტიძემ თავის კაიუტაში დაგვიბარა. პახმელიაზე ვარ, თან – მთვრალი.

– არ გეგონოთ, ვერაფერი გავიგე – გვტუქსავს მე და რობერტს, – მაგრამ, ასეთი ცენზის ბიჭები არ შეგარცხვინეთ და არ შეგიშალეთ ხელი. უნდა დამეჯარიმებინეთ, მაგრამ, გადავიფიქრე და პირიქით, მადლობას გიხდით.

– მადლობას რაში გვიხდი, ბატონო? – მასხრობა გვგონია.

– რაში და, რაც ბარში ნაყარ-ნუყარი იყო, ყველაფერი გაასაღეს თქვენმა სტუმრებმა. ბარმენი დოლარების თვლას ვერ აუდისო.

/მურმან მერკვილიშვილი -გენო ნადირაშვილის ნაამბობის მიხედვით /

Link to post
Share on other sites

"ბურთი და მოედნის" გადაღების დროს კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსები დასჭირდა, სტუდიაში კი იპოლიტეს ზომისა ვერ აღმოაჩინეს. გადაღება ორი დღით გადაიდო.

საღამოს, შინ მისულმა იპოლიტემ, აივანზე გასაშრობად გაფენილ, სიდედრის კუთვნილ, შორტებივით სრულ, მოგრძო ნიფხავს მოჰკრა თვალი.

მეორე დღეს ვერიჩკამ შეძრა N13 სახლის მცხოვრებნი. მეზობლების აივნები რომ შემოიარა, ეზოშიც ჩავიდა და იქაც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მიაგნო თავის "იმას".

- რას ეძებ, ვერიჩკა? - ეკითხებოდნენ გაოცებული მეზობლები. ვერიჩკა კი, ვითომაც არ ესმოდა, რას ეკითხებოდნენ, უადგილოდ და უმიზეზოდ უღიმოდა მათ.

გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ, ოჯახის წევრების გაღვიძებას რომ მოერიდა, აივანზე დაიძინა და...

დილაადრიანად რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა ყველა გააღვიძა.

- დედაია! ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! სად იყო ბიჭო, მაი ტრუსიკი?

- კაი ახლა, ვერიჩკა - ეხვეწება იპოლიტე. - რა მოხდა მერე. ამ ასაკში შენ ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მსოფლიოს მოივლის.... აბა?!

Link to post
Share on other sites

ცივი ზამთარი იყო. ბუხუტი ზაქარიაძე სოფლიდან ჩამოვიდა, ჩამოიტანა გოჭი, ქათამი, დედას პურები და ბიჭები შინ მიიპატიჟა. კარგად რომ იქეიფეს, შუაღამისას იპოლიტემ წინადადება შეიტანა:

- ბუხუტის ტუალეტი ეზოს ბოლოსაა, ბარემ სახლებში გავიქცეთ და ამით ბუხუტიც გადარჩება და ჩვენცო.

შევარდა გათოშილი იპოლიტე სახლში. ღამის სამი საათია, ტუალეტში შესვლამდე ჩაიყო შარვალში ხელი, აქეთ მოიძია, იქით მოიჩხრიკა ის "მთავარი", მაგრამ რად გინდა - სიცივეში მობუზული არსად ჩანდა; არადა, მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და სასოწარკვეთილმა იყვირა:

- ლუბა!

- რა იყო, კაცო, რა მოგივიდა? - გამოეხმაურა ლუბა საძინებლიდან.

- რა და, შენ რომ რამეს ხელს მოჰკიდებ, რომ არ დაიკარგოს, ხომ არ იქნება!...

Link to post
Share on other sites

ერთხელ ალეგ იანკოვსკი პარიზში ჩავიდა გადაღებებზე და ეიფელის კოშკის ნახვისა და ელისეს მინდვრებზე გასეირნების ნაცვლად, ეგრევე ფოსტაში წავიდა და სახლში დეპეშა აფრინა: „ყველაფერი წესრიგშია. გავჩერდით ამა და ამ სასტუმროში, გკოცნით.“ ამის შემდეგ წავიდა ქალაქის და მუზეუმების დასათვალიერებლად, ხოლო საღამოს რესტორანში შესვლისას მიხვდა, რომ არც სასტუმროს სახელი ახსოვდა, არც მისამართი და აღარც საკუთარი თავი... გამოვიდა და ისევ ფოსტას მიადგა და ახალი ტელეგრამა აფრინა: "სასწრაფოდ მიდეპეშეთ, რომელ სასტუმროში გავჩერდი".

Link to post
Share on other sites

სულხან-საბა ამბობს: "ამპარტავანი - თავისი ნაქმარის მამწონებელი და უმსგავსო დიდების მოყვარე, გულმაღალი და სწავლის მოთაკილე". დიახ, ამპარტავნობაა ის, რასაც მოსდევს სიყალბე და დილეტანტიზმი! რას მოვესწარი - მდაბიონი ამაღლდნენ, აღმეტებულნი დაეცნენ, უზრდელი გაძღა, ზრდილობიანი დაიმშა, უმეცარნი ხელმწიფობენ და ბრიყვნი თამადობენ.

პოპულარობა გარდამავალია, სახელი კი - ნაღდი.

როცა აღარ ხარ და შენს "დაუხმარებლად" იზრდება შენი სახელი - აი, ამას ვცემ პატივს და კიდევ პროფესიონალიზმს ვეპყრობი პატივით: კირითხუროს, დურგალს, მეწაღეს, მწერალს, მსახიობს... ნაღდის სახელის მაძიებელ ყველა კაი ყმას!

/თენგიზ არჩვაძე/

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ჩვენ აღლუმზე არ დავასწრეთ თორმეტი წლის ელისო

რადგან გვითხრეს, შვილი არის იგი მავნებელისო.

მავნებლებმა ვერ გაბედეს მტრული თავის აშვება,

ო, რა ლაღად ვიახალწლეთ პროლეტარის ბავშვებმა.

გუნდი შრომის ჰანგებს ქუხდა,

ლექსს ამბობდა იური,

და სუყველამ, ვისაც სურდა, ჭამა კონფიტიური.

თეა გლაშას ეხვეოდა, ძირს გორავდა გენადი,

და ნაძვისხის კენწეროდან გვიღიმოდა ბელადი"

ჟურნალი "დროშა" 1938წ. არტემ წითლიძე

Link to post
Share on other sites

კაპიკია იმ კაცის ფასი ვინც სხვის ქალს უყურებს და ნერწყვს ყლაპავს!!! შენ საკუთარ ქალს ჩააცვი, დაახურე და ... გიყვარდეს!!!

/სერგეი ბეზრუკოვი /

Link to post
Share on other sites

paraskeva

არ გადაიღო ამ წვიმამ. :karochera:

 

ლამაზ ყვავილებს გაჩუქებ ეკატერინე რამოდენიმე დღეში ჩემი ბაღიდან.

 

პ.ს. ბედნიერი ცხოვრება გქონოდეს. :*

Link to post
Share on other sites

paraskeva

არ გადაიღო ამ წვიმამ. :karochera:

 

ლამაზ ყვავილებს გაჩუქებ ეკატერინე რამოდენიმე დღეში ჩემი ბაღიდან.

 

პ.ს. ბედნიერი ცხოვრება გქონოდეს. :*

:*

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ქართველების საიდუმლო ანბანი

„ძველად ქართველებს ჩვეულებრივი ანბანის გარდა საიდუმლო ანბანებიც ჰქონიათ: სათვალავადი, ანჰოეური, სარკისებრი, უკუდაწერილობის, ანჩინური და სიტყვათა დაქარაგმებით მიღებული სისტემები... სწორედ ამ საიდუმლო ანბანს იყენებდნენ ძველად დაზვერვაში. ამიტომაც, დავით აღმაშენებელს, უცხოელებმა ერთი დოკუმენტიც კი ვერ გაუშიფრეს. სამაგიეროდ, უცხოეთიდან წამოსული ყველანაირი ინფორმაცია იშიფრებოდა... მეფემ, მართლაც ბევრი რამ იცოდა და ქვეყანასაც ეტყობოდა“... ყოფილ მზვერავს ძველი ქართული იურიდიული ლექსიკონი, ქართული პოლიციის საიდუმლო ისტორია და ეტიმოლოგიური ლექსიკონი აქვს დაწერილი...

/ქართველი მზვერავის ჩანაწერები/

Link to post
Share on other sites

ნოდარ დუმბაძის ხუმრობა

„დელეგაციებს უშიშროების წარმომადგენლები ძირითადად იმიტომ მიყვებოდნენ, რომ უცხოეთში საცხოვრებლად არავინ დარჩენილიყო. გერმანიაში გაემგზავრნენ ჩვენი მწერლები, მხატვრები, მათ შორის იყვნენ ნოდარ დუმბაძე და გიგლა ფირცხალავაც, რომელსაც დიდი თავი ჰქონდა. ამ ჯგუფს გერმანიაში უშიშროებიდან ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭი გაჰყვა. დაშინებული, ფართო თვალებით დასდევდა ყველას, ვინმე რომ არ დარჩენილიყო. ეს, ნოდარ დუმბაძემ შენიშნა, დაუძახა და სერიოზული სახით უთხრა - „მოდი, შვილო. უბედურება გვჭირს. ჩემი თვალით დავინახე, გიგლა ფირცხალავა უცხოელ პოლიციელთან მივიდა და თავშესაფარი ითხოვაო. - მერე? - გაუფართოვდა ბიჭს თვალები. - პოლიციელმა უთხრა, უსინდისო ვიყო, თუ მაგხელა თავშესაფარი მქონდეს, ეს რამოდენა თავი გქონიაო!“ დაზვერვის ბიჭი მოცელილივით დაეშვა სკამზე…“

/ქართველი მზვერავის ჩანაწერები/

დეა თავბერიძე

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

"იპოვეთ დრო სიყვარულისთვის"

 

ჯორჯ კარლინმა, გასული საუკუნის ცნობილმა სატირიკოსმა, ცოლის სიკვდილის შემდეგ დაწერა ეს არაჩვეულებრივი სტატია.

" ჩვენი დროის პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი შენობები, და დაბალი მოთმინების უნარი, ფართო მაგისტრალები, მაგრამ ვიწრო ხედვა. ვხარჯავთ ბევრს, მაგრამ გვაქვს ცოტა, ვყიდულობთ ბევრს, მაგრამ გვიხარია ცოტა. გვაქვს დიდი სახლები, მაგრამ პატარა ოჯახები, საუკეთესო პირობები, მაგრამ ცოტა დრო, საუკეთესო განათლება, მაგრამ ცუდად ვაფასებთ სიტუაციას, გვყავს ბევრი ექსპერტები, მაგრამ უფრო მეტი პრობლემები, საუკეთესო მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა. ბევრს სვამთ, ბევრს ვეწევით, ვხარჯავთ უპასუხისმგებლოთ, ნაკლებს ვიცინით, ძალიან ჩქარა დავდივართ, ადვილად ვბრაზდებით, ვწვებით დასაძინებლად ძალიან გვიან, ვიღვიძებთ ძალიან დაღლილები, ძალიან ცოტას ვკითხულობთ, ძალიან დიდხანს ვუყურებთ ტელევიზორს და ვლოცულობთ იშვიათად. გავზარდეთ პრეტენზიები, მაგრამ შევაცოტავეთ ფასეულობები.

 

ვლაპარაკობთ ძალიან ბევრს, გვიყვარს ძალიან იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად. ვიცით, როგორ გავიტანოთ თავი, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ. ვმატებთ წლებს ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ არ ვმატებთ სიცოცხლეს წლებს. მივაღწიეთ მთვარეს და დავბრუნდით, მაგრამ ძლივს გადავდივართ ქუჩაზე ახალი მეზობლის გასაცნობად. ვიპყრობთ კოსმოსურ სივრცეს, მაგრამ არა სულიერს. ვაკეთებთ მეტს, მაგრამ არა კარგ საქმეებს. ვწმენდთ ჰაერს, მაგრამ ვაბინძურებთ სულს. დავიმორჩილეთ ატომი, მაგრამ არა საკუთარი უარყოფითი მხარე. ვწერთ მეტს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვისწავლეთ სიჩქარე, მაგრამ არა ლოდინი. ვგეგმავთ ბევრს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვქმნით ახალ კომპიუტერებს, რომელიც ინახავს მეტ ინფორმაციას და კოპიებს, ვიდრე ადრე, მაგრამ ვურთიერთობთ უფრო და უფრო ცოტას.

 

ეს სწრაფი კვების და ცუდი მონელების დროა, დიდი ადამიანების და პატარა სულების, სწრაფი მოგების და ცუდი ურთიერთდამოკიდებულების. ოჯახური შემოსავლის ზრდის დრო და განქორწინებების რიცხვის ზრდის დრო. მოკლე დისტანციების დრო, ერთჯერადი საფენების, ერთჯერადი მორალის, ერთჯერადი ურთიერთობების, ურთიერთობების ერთი ღამით; ჭარბი წონისა და ტაბლეტების, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს: აგვაღზნებენ, გვამშვიდებენ, გვკლავენ. შევსებული ვიტრინებისა და ცარიელი საწყობების დრო. დრო, როცა ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ამ წერილს მოხვდეს თქვენთან, ამავდროულად ნებას გაძლევთ გააზიაროთ ან უბრალოდ დააწვეთ "Delete".

 

დაიმახსოვრეთ, დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ, იმიტომ რომ ისინი სულ თქვენს გვერდით არ იქნებიან. დაიმახსოვრეთ და მხურვალედ მიიკარით ახლო ადამიანი, იმიტომ რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც შეიძლება გულიდან გასცე და იგი არ ღირს არც ერთი თეთრი. დაიმახსსოვრეთ და თქვით "მიყვარხარ" მაგრამ მანამ ეს მართლა იგრძენით. კოცნას ან ჩახუტებას შეუძლია გამოასწოროს ნებისმიერი უსიამოვნება, თუ კი ეს გულიდან მოდის. დაიმახსოვრეთ და ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს და დააფასეთ მომენტები, იმიტომ რომ ერთხელ ეს ადამიანი აღარ იქნება თქვენს გვერდით. იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, იპოვეთ დრო საუბრისთვის და იპოვეთ დრო გაიაზროთ ყველაფერი, რისი თქმაც გინდათ. იმიტომ რომ: ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა–ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა ჭარბი ემორციისგან სუნთქვაც კი გეკვრებათ!"

 

http://newpress.ge/

Link to post
Share on other sites

“რუსები სამოთხის ნაცვლად საქართველოზე ოცნებობენ”.

(ჯონ სტაინბეკი).

"ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა 1947 წელს სსრკ-ში იმოგზაურა. მან მოიარა მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, სტალინგრადი და ბოლოს, საქართველოსაც ეწვია. აი, რას წერდა სტაინბეკი საქართველოსა და თბილისის შესახებ:

“ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით – რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში – გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა “საქართველო”… კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, – თუკი მთელი ცხოვრება პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო”.

საფიქრებელია, რომ საქართველომ მას მოლოდინი გაუმართლა, რადგან ასე დაახასიათა ქართველები:

“ისინი არიან მგზნებარენი, ამაყნი, გულმხურვალენი და მხიარულნი და რუსეთის სხვა ხალხების დიდ აღტაცებას იწვევენ… ქართველი მამაკაცები დიდი წარმატებით სარგებლობენ რუს ქალებში… თბილისელები უკეთესად არიან ჩაცმულნი და უფრო ლაღად გამოიყურებიან იმ ხალხთან შედარებით, ვისაც რუსეთში შევხვდით. ქუჩები ხალისიან და ცოცხალ შთაბეჭდილებას ტოვებს”.

Link to post
Share on other sites

,,ჩვენი უბედურება ისაა,რომ ევროპელებისათვის აზიელები ვართ, ხოლო აზეიელებისათვის ევროპელები. სინამდვილეში რა ვართ, ეშმაკმა იცის''- ოთარ ჭილაძე. 1997 წელი

Link to post
Share on other sites

მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, "ვეფხისტყაოსანს" დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს.

ოტია იოსელიანი

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...