Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

რასაც შენ ამბობ აწორია ,ვახო..... ჩვენამდე მართლა არ მოდის ის ღირებულებები და გვტენიან რაღაც ნაგავს....

გაბრიელ ქიქოძია არ იყოს- " გეგონება ჩვენი ნეხვი არ გვყოფნიდესო."

 

 

ეს არაჩვეულებრივი გადაცემაა... ნეტა ვინ უსმენს.. ძალიან მეეჭვება ვინმე უსმენდეს...

 

 

იყო წიგნიერი, სულაც არ ნიშნავს იყო განათლებული....

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

„- მეზიზღება თვქენი დემოკრატია!

-რომელი დემოკრატია?

-რომელსაც შენ და შენი მსგავსნი იცავთ. ხომ ხედავ, რა მოჰყვა ამ დემოკრატიას-წინათ დიდი ხალხები ჩაგრავდნენ მცირე ხალხებს.ახლა პირიქით არის. დემოკრატიის სახელით მცირე ხალხებს სულ შიშში ჰყავთ დიდი ხალხები. ხომ ხედავ, რა ხდება დედამიწის ზურგზედ: თეთრ ამერიკას ზანგების ეშინია, ზანგებს--პუერტორიკელების, ებრაელებს - პალესტინელების, არაბთ- ებრაელებისა, სერბებს- ალბანელების, ჩინელებს ვიეტნამელების ეშინიათ, ინგლისელთ- ირლანდიელებისა.

პატარა თევზები ყურებს აჭამენ დიდ თევზებს. ახლა ტერორით დაშინებულია არა უმცირესობა, დემოკრატიამ ახალი მოდა შემოიღო და ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა ამ პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა... თქვენი დემოკრატია ცეცხლის ბოლია და მეტი არაფერი.“

ხაზარული სიტყვისკონა

Link to post
Share on other sites

პატარა ქვეყნის ბედი ყოველთვის ბუნდოვანია, ამიტომ საჭიროა მოხერხება და გონიერება. მე მწამს იმის რომ ჩვენში დევს თვითგადარჩენის უნარი. საბჭოთა დრო ავიღოთ, რუსებს ეგონათ რომ გადაგვაგვარეს ბოლომდე და ენის წართმევამდეც მივიდა საქმე, მაგრამ გაირკვა რომ ის დრო და ენერგია რაც ამ ქვეყსნას დაახარჯეს, სულ ტყუილად. ჩვენ თავი უნდა ვუქნიოთ ყველა ანგარისგასაწევ ძალას, მაგრამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე. არც მწვადი დავწვათ და არც შამფური. ვინაიდან გადავწყვიტეთ საბაზრო ეკონომიკის გზით ვიაროთ, მაშინ ამ გზაზე სიარულისას ბევრი არსებული ღირებულების დაკარგვა მოგვიწევს, ესე იყო ყველგან და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი.

Link to post
Share on other sites

პატარა ქვეყნის ბედი ყოველთვის ბუნდოვანია, ამიტომ საჭიროა მოხერხება და გონიერება. მე მწამს იმის რომ ჩვენში დევს თვითგადარჩენის უნარი. საბჭოთა დრო ავიღოთ, რუსებს ეგონათ რომ გადაგვაგვარეს ბოლომდე და ენის წართმევამდეც მივიდა საქმე, მაგრამ გაირკვა რომ ის დრო და ენერგია რაც ამ ქვეყსნას დაახარჯეს, სულ ტყუილად. ჩვენ თავი უნდა ვუქნიოთ ყველა ანგარისგასაწევ ძალას, მაგრამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე. არც მწვადი დავწვათ და არც შამფური. ვინაიდან გადავწყვიტეთ საბაზრო ეკონომიკის გზით ვიაროთ, მაშინ ამ გზაზე სიარულისას ბევრი არსებული ღირებულების დაკარგვა მოგვიწევს, ესე იყო ყველგან და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი.

კი ასეა, თორნიკე.. მოხერხებული და გონიერი მთავრობა უნდა იყოს ნებისნიერ დროს და ხალხიც, რა თქმა უნდა.... საბაზრო ეკონომიკის გზით ვივლით თუ საკუთარ პროდუქციას გაიტან ბაზარზე.. მაგრამ უნდა ვინმეს? ბოლო 25 წელი დავაქვიეთ ყველაფერი: აღარც მძიმე და აღაც მსუბუქი მრეწველობა არსებობს, სოფლის მეურნეობა სულს ღაფავს.. ადრე ითქვა სოფელი ზედმეტი ტვირთიაო, გეხსომება... მოგონილი ქათმის გრიპით ხალხ ფრინველი დაახოციეს.. და კიდევ რამდენი რამ.... ჩვენ თუ მარტო გასაღების ბაზრად გვიპირებენ ყოფნას, ეს უკვე საბაზრო აღარ გამოვა..

 

ახალ ცხოვრებას ახალი რეგულაციები მოაქვს, გეთანხმები... მაგრამ შენი ძირეულიც ხომ უნდა დაიტოვო...

განათლების სისტემაზე აღარაფერს ვამბობ... ნაირა გელაშვილს მოუსმინეთ..

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

დაპირებიტ შეიძლება ყველაფერი დაგვიპირონ, ჩვენ არ უნდა მივცეთ მაგის უფლება. ჩვენი ეკომომიკა მოეწყობა მშვენივრად, წარმოება არის ქვეყანაში და აწი კიდევ მეტი იქნება. მე როგორც ეკონომისტს ილუზიები არ მაქვს რომ 10 წელიწადში ევროპის დონეზე მმივალთ, რადგან ქვეყნის აყვავება ასე მალე არ ხდება. წარმატების საიდუმლო იმაშია რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს და პროფესიულ მწვერვალზე ავიდეს. ექიმს რომ ჭკუას ასწავლის პაციენტი, ფეხბურთელს რომ ფეხბურთს ასწავლის გულშემატკივარი და ა.შ. მსგავსი რამეები ევროპაში არსად არ ხდება, ჩვენ ვართ არაფრის მცოდნე ერი, ვგუსიხმობ პროფესიულად, და მთელი ძალა წასული გვაქვს ენაში. ეკონომიკა ვითარდება და ქვეყანა წინ მიდის. არსებობს ასეთი მარტივი გაანგარიშება ეკონომიკაში: როდესაც ქვეყნის ეკონომიკა იზრდება წლიური 7%-ით, მაშინ ამ ტემპის შემთხვევაში ეკონომიკა ორმაგდება 10 წელიწადში, ხოლო როცა 10%-ით იზრდება წლიურად - 7 წელიწადში ორმაგდება. ვინაიდან 10%-იანი ზრდა ახასიათებთ ძირითადად განვითარებად ქვეყნებს საწყის ეტაპზე, ამ ტემპით სვლა ძნელია განვითარებულისთვის. ასე რომ, ჩვენი მიზანია ვისწავლოთ დროის ფასი. ათ წელიწადში თუ გავაორმაგეთ დრევანდელი ჩვენი ეკონომიკა, ეს იქნება დიდი მიღწევა. ევროპამდე კი რამდენი გვიკლია ყველამ კარგად ვიცით.

Link to post
Share on other sites

დაპირებიტ შეიძლება ყველაფერი დაგვიპირონ, ჩვენ არ უნდა მივცეთ მაგის უფლება. ჩვენი ეკომომიკა მოეწყობა მშვენივრად, წარმოება არის ქვეყანაში და აწი კიდევ მეტი იქნება. მე როგორც ეკონომისტს ილუზიები არ მაქვს რომ 10 წელიწადში ევროპის დონეზე მმივალთ, რადგან ქვეყნის აყვავება ასე მალე არ ხდება. წარმატების საიდუმლო იმაშია რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს და პროფესიულ მწვერვალზე ავიდეს. ექიმს რომ ჭკუას ასწავლის პაციენტი, ფეხბურთელს რომ ფეხბურთს ასწავლის გულშემატკივარი და ა.შ. მსგავსი რამეები ევროპაში არსად არ ხდება, ჩვენ ვართ არაფრის მცოდნე ერი, ვგუსიხმობ პროფესიულად, და მთელი ძალა წასული გვაქვს ენაში. ეკონომიკა ვითარდება და ქვეყანა წინ მიდის. არსებობს ასეთი მარტივი გაანგარიშება ეკონომიკაში: როდესაც ქვეყნის ეკონომიკა იზრდება წლიური 7%-ით, მაშინ ამ ტემპის შემთხვევაში ეკონომიკა ორმაგდება 10 წელიწადში, ხოლო როცა 10%-ით იზრდება წლიურად - 7 წელიწადში ორმაგდება. ვინაიდან 10%-იანი ზრდა ახასიათებთ ძირითადად განვითარებად ქვეყნებს საწყის ეტაპზე, ამ ტემპით სვლა ძნელია განვითარებულისთვის. ასე რომ, ჩვენი მიზანია ვისწავლოთ დროის ფასი. ათ წელიწადში თუ გავაორმაგეთ დრევანდელი ჩვენი ეკონომიკა, ეს იქნება დიდი მიღწევა. ევროპამდე კი რამდენი გვიკლია ყველამ კარგად ვიცით.

გეთანხმები..... მშვენიერია,თუ წარმოება გაიზრდება და სხვაზე არ ვიქმებით დამოკიდებულები .

Link to post
Share on other sites

ამისთვის შესაბამის დარგს უნდა მართავდეს პროფესიონალი. არ შეიძლება ბუღალტერი(პატივს ვცემ ყველა პროსიას მის ადგილზე) მართავდეს მეცნიერებას.

 

 

 

წარმატების საიდუმლო იმაშია რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს და პროფესიულ მწვერვალზე ავიდეს.

Link to post
Share on other sites

"მხოლოდ იმ სულელებს , არაიუდეველებს , ურჯულოებს-ასე ამბობდნენ სასაფლაოზე შეკრებილი რაბინები-ჰგონიათ, რომ რესპუბლიკა მეტ თავისუფლებას იძლევა, ვიდრე ავტოკრატიული სახელმწიფო;სინამდვილეში პირიქითაა, ავტოკრატიას ბრძენი უდგას სათავეში, ლიბერალიზმს კი-მდაბიო. მდაბიოებს კი ადვილად მართავენ ებრაელები.და რესპუბლიკას სამყაროს მეფესთან თანაცხოვრება არ უნდა გაჭირვებოდა: ნაპოლეონ მე-3-ის მაგალითი ადასტურებდა, რომ რესპუბლიკასაც შეუძლია იმპერატორის შექმნა."

"პრაღის სასაფლაო"

Link to post
Share on other sites

"რა მოხდებოდა საბჭოთა კავშირში ლენინის სიკვდილის დროს, ტროცკი სოხუმში რომ არ ყოფილიყო "

 

 

 

ორთაბრძოლაში სტალინმა გაიმარჯვა

 

1922 წლის დამდეგიდან, ლენინის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ძალაუფლება, ფაქტობრივად, აღებული ჰქონდა „ტრიუმვირატს“ – სტალინს, კამენევსა და ზინოვიევს, ხოლო ტროცკი განზე იდგა და თითქოს არავითარ აქტიურობას არ გამოხატავდა.

 

გრიგოლ რობაქიძე რომანში „ჩაკლული სული“, ტროცკის ასე ახასიათებდა: „ტროცკის ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ დიდი რევოლუციონერი ყოფილიყო, ოღონდ, ბოლშევიკური ფსიქიკა აკლდა. ლენინმა ანდერძში თავის მემკვიდრეებს შორის ტროცკი პირველ ადგილზე დააყენა, მაგრამ, საკვირველია – იქვე დაუმატა, რომ ტროცკი არ ყოფილა ბოლშევიკი“... შემდეგ: „მოკვდა თუ არა ლენინი, სტალინმა სამუდამოდ მოაშთო ტროცკი. სტალინმა ლენინის ადგილი დაიკავა“ ... შემდეგ: „... სისხლის ჩაქცევის შემდეგ, ლენინს, რომელსაც ჩაესუნთქა სიკვდილის ჰაერი, ინსტინქტი გაუმძაფრდა. მოცელილი მარტორქა ახლა უკვე ხედავდა თავისი დაბინდული თვალებით, რომ უჩინარი და ჩუმი კატა – სტალინი – ვეფხვში გადაიზარდა“...

 

მოგვყავს ერთი არგუმენტირებული ფაქტი, თუ როგორ განასხვავებდა ლენინი სტალინს ტროცკისგან: „ჯერ კიდევ 1918 წლის 15 თებერვალს, გერმანიასთან ზავის დადების წინ, ტროცკიმ ბრესტიდან ტელეგრაფით სხვადასხვა საკითხზე ლენინისგან შესაბამისი ინსტრუქციები მოითხოვა, რაზეც ლენინმა მას შემდეგნაირად უპასუხა: „სანამ თქვენს შეკითხვას პასუხს გავცემდე, მსურს, სტალინს მოველაპარაკო“. ალბათ, სწორედ მაშინ იგრძნო პირველად ტროცკიმ, თუ ვისთან ექნებოდა მომავალში საქმე.

 

მოკვდა თუ არა ლენინი, სტალინმა სამუდამოდ გარიყა ტროცკი დიდი პოლიტიკიდან. 1924 წლის 26 იანვარს საბჭოების სრულიად საკავშირო მეორე ყრილობაზე სტალინმა წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ფიცი ლენინის წინაშე, ხოლო ტროცკი იმ გლოვის დღეებში, საქართველოში, სახელდობრ, სოხუმში ისვენებდა. ალბათ, ესეც „ნახევარბედის“ ირონია იყო. მიუხედავად ამისა, ტროცკი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო და სჯეროდა, რომ ლენინს მხოლოდ ის მიაჩნდა თავის მემკვიდრედ.

 

გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოში“ (¹1, 1997 წლის იანვარი) მოყვანილია ლენინის დის, მარია ულიანოვას ჩანაწერები. აი, რას წერს იგი ერთ ადგილას: „... პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე ტროცკიმ თავი ვერ შეიკავა და ლენინს „ხულიგანი“ უწოდა... ლენინი ცარცივით გაფითრდა, მაგრამ თავი შეიკავა და მხოლოდ ეს უთხრა: „ვიღაცას ნერვებმა უმტყუნა“. ლენინს მისადმი სიმპათიები არც ადრე ჰქონდა“.

 

გრიგოლ რობაქიძე „ჩაკლულ სულში“ წერს: „სტალინი თავიდანვე ლენინის ნატეხი იყო. მასში გაერთიანებული იყო რაციო და ინსტინქტი, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მეორე ელემენტი უფრო მძლავრად ჰქონდა განვითარებული. ეს სტალინს ლენინთან შედარებით უპირატესობასაც კი ანიჭებდა“...

 

ტროცკის ორთაბრძოლა სტალინთან, როგორც დასწრებული, ასევე დაუსწრებელი, დრამატულად და დაძაბულად წარიმართა, რომელიც ტროცკიმ პირწმინდად წააგო. მან იმიტომ წააგო ბრძოლა, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დიდი სურვილისა და პრეტენზიების მიუხედავად არ გააჩნდა ის საჭირო და აუცილებელი მახასიათებლები, რომლებიც იქნებოდა ხელმძღვანელად და ბელადად გახდომის მთავარი პირობა.

 

დავუშვათ, სტალინთან ბრძოლაში გაემარჯვა ტროცკის, მაშინ რა მოხდებოდა?

 

ამ კითხვაზე 70-იანი წლების ბოლოს სამართლებრივად სწორად უპასუხა ცნობილმა საბჭოთა მეცნიერმა, აკადემიკოსმა კიმმა: „... ლენინის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისთვის გაჩაღებული ბრძოლა სტალინის სრული და დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა, ხოლო თუ ტროცკი გაიმარჯვებდა, მაშინ რეპრესიები უფრო მეტი სისასტიკით ჩატარდებოდა და მსხვერპლიც გაცილებით მეტი იქნებოდა“...

 

1932 წლის 20 თებერვალს ლევ ტროცკისა და მისი ოჯახის წევრებს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა ჩამოართვეს და იგი ოჯახთან ერთად მშვიდობიანად გაემგზავრა უცხოეთში. 1933 წელს მან სკპ (ბ) ცეკას პოლიტბიუროს გამოუგზავნა წერილი, სადაც აღუთქვამდა „ინტერნაციონალური მემარცხენე ოპოზიციის“ მხრიდან დახმარების გაწევას „პარტიის ნორმალური განვითარების“ რელსებზე გადაყვანის საქმეში“. ტროცკის წერილის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მოეკლათ სტალინი და საერთოდ გაენადგურებინათ სტალინიზმი.

 

იგი განდიდების მანიით იყო შეპყრობილი. აი, რას წერდა ტროცკი თავის წიგნში „სტალინი“: „პეტერბურგში თუ არ იქნებოდა ლენინი, არ ვიქნებოდი მე და არ იქნებოდა ოქტომბრის რევოლუცია“... იგი მიუთითებს, რომ 20-იან წლებში სტალინს ჩაფიქრებული ჰქონდა მისი მოკვლა, რაც მტკნარი სიცრუეა, რადგან ამ შემთხვევაში მას საბჭოთა კავშირიდან თავისუფლად ვერ გაასახლებდნენ.

 

ტროცკი თავისი ანტისაბჭოური წერილებითა და გამოსვლებით ფაშიზმის „წისქვილზე ასხამდა წყალს“. იგი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა მექსიკის ქალაქ კოიოკანაში, სადაც აქვეყნებდა რევიზიონისტულ და ანტისტალინურ შრომებს.

 

1940 წლის 24 მაისს ტროცკის მიმართ მოეწყო ჯგუფური თავდასხმა. თავდამსხმელებს მექსიკის არმიისა და პოლიციის ოფიცრების ფორმები ეცვათ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო მექსიკელმა კომუნისტმა, შემდგომში მსოფლიოში სახელგანთქმულმა მხატვარმა-მონუმენტალისტმა დევიდ ალფარო სიკერიოსმა. თავდასხმის შედეგად ტროცკი და მისი შვილიშვილი მსუბუქად იქნენ დაჭრილი. სამი თვის შემდეგ, 1940 წლის 24 აგვისტოს, მოსკოვის გაზეთი „პრავდა“ აქვეყნებს სარედაქციო წერილს, სათაურით – „საერთაშორისო აგენტის მკვლელობა“. წერილში ნათქვამი იყო: „ტელეგრაფმა მოიტანა ამბავი ტროცკის სიკვდილის შესახებ. ამერიკული გაზეთების ცნობით, ტროცკიზე, რომელიც უკანასკნელ წლებში მექსიკაში ცხოვრობდა, მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა“... შემდეგ კი „პრავდა“ წერდა: „სამარეში ჩავიდა ადამიანი, რომლის სახელსაც მთელი მსოფლიოს მშრომელები წყევლა-კრულვით წარმოთქვამენ; ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა მუშათა კლასისა და მისი ავანგარდის – ბოლშევიკური პარტიის წინააღმდეგ. უცხოეთის დაზვერვას მოაკლდა დიდი ხნის ვერაგი აგენტი, მკვლელობათა ორგანიზატორი, რომელიც არავითარ საშუალებებს არ ერიდებოდა თავისი კონტრრევოლუციური მიზნების მისაღწევად...“ შემდეგ: „... ტროცკი, რომელმაც მოაწყო გორკის, კუიბიშევის, კიროვის ავაზაკური მკვლელობები, თვითონვე გახდა თავისი საკუთარი ინტრიგების, გამცემლობის, ღალატისა და ბოროტმოქმედებათა მსხვერპლი“.

 

1940 წლის შემოდგომაზე საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ კალინინის ხელმოწერილი ბრძანებულების საფუძველზე, რამონ ლოპესს მიენიჭა „საბჭოთა კავშირის გმირის“ წოდება. ლოპესი ფაქტობრივად, იყო რამონ დელ მარკადერის ფსევდონიმი, რომელიც ტროცკის მკვლელი აღმოჩნდა, ის ეროვნებით ესპანელი იყო. ჩვენ არ შევუდგებით მარკადერის მიერ ტროცკის მკვლელობის დეტალურ, სამართლებრივ გარჩევას და, შესაბამისად, დასკვნების გამოტანას, მაგრამ, ცნობილია, რომ მექსიკის მართლმსაჯულების მიერ მარკადერის სისხლის სამართლის საქმის ძიება თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა და, საბოლოოდ, მექსიკის სასამართლომ მას 1943 წელს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. იმდროინდელი მექსიკის სისხლის სამართლის კოდექსიდან გამომდინარე, ასეთი იყო თავისუფლების აღკვეთის უმაღლესი ზომა.

 

რამონ დელ მარკადერმა ოცწლიანი პატიმრობის ვადა კალენდარულად მთლიანად მოიხადა და 1960 წელს გათავისუფლდა. 1961 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა მარკადერს საზეიმო ვითარებაში გადასცა ადრე მინიჭებული საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავი და „ლენინის ორდენი“.

 

რამონ მარკადერი მეგობრობდა ფიდელ კასტროსთან, რომელმაც იგი კუბაში მიიწვია, მაგრამ საკავშირო სახელმწიფო უშიშროების მესვეურებმა კუბაში გამგზავრებაზე ნება არ დართეს. გავიდა ხანი და უკვე დასნეულებულ მარკადერს, ბოლოს და ბოლოს, მისცეს უფლება, საბჭოთა კავშირიდან წასულიყო. 1978 წელს იგი ჰავანაში გარდაიცვალა.

 

დასავლეთის ზოგიერთ მკვლევართა აზრით, ტროცკის მკვლელობის სულისჩამდგმელი, თითქოსდა, სტალინი იყო. ასეთმა თვალსაზრისმა, ყოველგვარი დოკუმენტური მტკიცებულებებისა და დაუსაბუთებელი ფაქტების გარეშე, მხარდაჭერა ჰპოვა გორბაჩოვის ყბადაღებული „პერესტროიკის“, „მეტი დემოკრატიის“, „მეტი სოციალიზმისა“ და „საჯაროობის“ დროინდელ წლებში.

 

მართალია, ტროცკის და, ზოგადად, ტროცკიზმს, ჰყავდა და ამჟამადაც ჰყავს იდეოლოგიური მომხრეები, მაგრამ, ვერსად შეხვდებით რაიმე კონკრეტულ და დოკუმენტურ მასალას, სადაც შეიძლება, ამოვიკითხოთ ტროცკიზმის, როგორც რევიზიონისტული იდეოლოგიის, ხოტბა-შექება ან, უბრალოდ, დადებითი შეფასება, ან, თუნდაც ტროცკისტების პოლიტიკური საქმიანობისა და მათი იდეოლოგიური კონცეფციის გამართლება.

 

გურამ ჩხიკვაძე

http://tbiliselebi.ge/?mas_id=4395&rubr_id=13&jurn_id=22

Link to post
Share on other sites

ერთი ყაჩაღური შატრაბა იყვნენ მაგ ხალხი ყველანი. დოსტოევსკის ''ბესი'' მიესადაგებათ კარგად.

Link to post
Share on other sites

ერთი ყაჩაღური შატრაბა იყვნენ მაგ ხალხი ყველანი. დოსტოევსკის ''ბესი'' მიესადაგებათ კარგად.

კი, ასეა.... .. ვიმეორებ, მსოფლიოში დასაბამიდან დღემდე არაფერი შეცვლილა... ზუსტად ისე იმართება მსოფლიო, როგორც მანამდე...ომების, რევოლუციების დაწყების ათასი ხრიკები.. ხალხის დაშტერება და ბრბომდე დაყვანა... პური და სანახაობა..

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

უმბერტო ეკოს წერილი შვილიშვილს

 

''დაიზეპირე'' - ასე უწოდა თავის საახალწლო მიმართვას შვილიშვილისადმი იტალიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა უმბერტო ეკომ. შემთხვევით როდი დაურქმევია ეს სახელწოდება - ბარათი მიუძღვნა ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც ჰქონდა და აქვს ადამიანს - მეხსიერებას. წერილი მართლაც შთამბეჭდავია, ამიტომაც ვუზიარებთ ჩვენს მკითხველს.

 

- ჩემო ძვირფასო შვილიშვილო, არ მინდა, რომ ეს საშობაო წერილი მეტისმეტად დამრიგებლურად ჟღერდეს, დე ამიჩისის მსგავსად, გასწავლიდეს მოყვასის, კაცობრიობის სიყვარულს და მსგავს რამეებს. შენ ამას არც მოუსმენდი (უკვე დიდი ხარ, მე კი - მეტისმეტად მოხუცი), რადგან ფასეულობების სისტემა იმდენად შეიცვალა, ჩემი რეკომენდაციები შეიძლება უადგილოც კი აღმოჩნდეს.

 

მაშ ასე, მინდა ერთადერთი რჩევა მოგცე, რომელიც შეიძლება პრაქტიკულად გამოგადგეს უკვე ახლა, როცა შენს პლანშეტში ხარ თავჩარგული. არ მოგცემ შენიშვნას, რომ შეეშვა მაგ საქმიანობას, რათა სულელ მოხუცად არ ჩამთვალო. მით უმეტეს, თავადაც ვიყენებ მას.

 

უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გირჩიო, ყურადღება არ შეაჩერო ასობით პორნოგრაფიულ საიტზე, რომლებიც სექსუალურ თამაშებს წარმოაჩენენ ადამიანებს შორის, ადამიანსა და ცხოველებს შორის.

 

არ დაიჯერო, რომ სექსუალური ურთიერთობები ამ საკმაოდ მონოტონურ ქმედებებამდე მიდის. ეს სცენები იმისთვის არის მოფიქრებული, რომ შენ სახლში დაგაბან, იმის ნაცვლად, რომ წახვიდე და რეალური გოგონები გაიცნო.

 

ვიმედოვნებ, ჰეტეროსექსუალი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაციები შენი სიტუაციის შესაბამისად მიიღე, ოღონდ უყურე გოგონებს სკოლაში და სათამაშო მოედნებზე, მერწმუნე, ისინი სატალევიზიო პერსონაჟებს ჯობიან და ოდესმე გაცილებით დიდ სიხარულს გაჩუქებენ, ვიდრე გოგონები ''ონლაინ''.

 

დამიჯერე, რადგან მე მეტი გამოცდილება მაქვს (მე რომ მხოლოდ კომპიუტერით მეყურებინა სექსუალური თამაშებისთვის, მამაშენი არასდროს დაიბადებოდა და არც შენ გაჩნდებოდი ამქვეყნად).

 

თუმცა მე ამაზე სულაც არ მსურდა შენთან საუბარი, არამედ დაავადებაზე, რომელმაც შთანთქა შენი და წინამორბედი თაობა, რომელიც უკვე უნივერსიტეტებში სწალობს. მე მეხსიერების დაკარგვაზე გელაპარაკები.

 

მართალია, რომ თუ მოისურვებ იმის გაგებას, ვინ არის კარლ დიდი ან სად მდებარეობს კუალა-ლუმპური, შეგიძლია მარტივად დააჭირო ღილაკს თითი და მაშინვე შეიტყო ყველაფერი ინტერნეტიდან. გააკეთე ეს, როცა დაგჭირდება, მაგრამ როდესაც საჭირო ცნობებს მიიღებ, ეცადე, მათი შინაარსი დაიხსომო, რათა მეორედ არ ეძებო, როცა ეს ცოდნა კიდევ დაგჭირდება, მაგალითად, სკოლაში.

 

იცი რა არის ცუდი? იმის შეგრძნება, რომ კომპიუტერს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გასცეს პასუხი შენს შეკითხვას, გიქრობს სურვილს, ინფორმაცია დაიმახსოვრო. ამ მოვლენას შემიძლია შემდეგი შედარება მოვუძებნო: როდესაც ადამიანი შეიტყობს, რომ ერთი ქუჩიდან მეორემდე შეიძლება ავტობუსით ან მეტროთი მისვლა, რაც ძალიან მოსახერხებელია, როცა გეჩქარება, რასაკვირველია, გადაწყვეტს, რომ აღარ არის აუცილებელი, ფეხით იაროს.

 

მაგრამ თუ შენ სიარულს შეწყვეტ, გადაიქცევი ადამიანად, რომელიც იძულებული იქნება, ინვალიდის ეტლით გადაადგილდეს. ო, ვიცი, რომ სპორტით ხარ დაკავებული და შეგიძლია საკუთარი სხეულის მართვა, მაგრამ დავუბრუნდეთ შენს ტვინს.

 

მეხსიერება შენი ფეხების კუნთებს ჰგავს. თუ მათ გავარჯიშებას შეწყვეტ, ის მოდუნდება და შენ (ოღონდ არ გეწყინოს) იდიოტად გადაიქცევი. გარდა ამისა, ჩვენ ყველას გვემუქრება სიბერეში ალცჰაიმერის დასნებოვნების საშიშროება და ამ უსიავონების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა, გამუდმებით ვავარჯიშოთ ჩვენი მეხსიერება.

 

აი, როგორია ჩემი რეცეპტი. ყოველ დილით ზეპირად ისწავლე რომელიმე მოკლე ლექსი, როგორც ჩვენ ბავშვობაში გვთხოვდნენ ხოლმე. შეიძლება, მეგობრებთან ერთად შეჯიბრება მოაწყო, ვის აქვს საუკეთესო მეხსიერება.

 

თუ პოეზია არ მოგწონს, შეგიძლია, საფეხბურთო კლუბების შემადგენლობა დაიმახსოვრო, მაგრამ არა მხოლოდ რომის საკლუბო გუნდის მოთამაშეების სახელები უნდა იცოდე, არამედ სხვა გუნდებისაც, ასევე მათი შემადგენლობა გასულ წლებში (წარმოიდგინე, მე მახსოვს ტურინის კლუბის მოთამაშეების სახელები, რომლებიც სუპერგის მთაზე ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ: ბაჩიგალუპო, ბელარინი, მაროზო და ა.შ.).

 

შეეჯიბრეთ ერთმანეთს იმაში, თუ ვის ახსოვს უკეთ წაკითხული წიგნების შინაარსი, ახსოვთ თუ არა შენს ამხანგებს სამი მუშკეტერისა და დარტანიანის მსახურთა სახელები (გრიმო, ბაზენი, მუშკეტონი და პლანშე)... და თუ არ გინდა ''სამი მუშკეტერის'' წაკითხვა (თუმცა შენ არც კი იცი, რას კარგავ ამით), მსგავსი თამაში შეგიძლია მოიგონო იმ წიგნისთვის, რომელიც წაიკითხე.

 

ეს თამაშს ჰგავს, ჰო, ეს თამაშია, მაგრამ დაინახავ, შენი თავი როგორ შეივსება პერსონაჟებით, ამბებით და სრულიად განსხვავებული მოგონებებით. მკითხავ, ოდესღაც რატომ უწოდებდნენ კომპიუტერს ელექტრონულ ტვინს. იმიტომ, რომ ის ჩაფიქრებული იყო შენი (ჩვენი) ტვინის მოდელის მიხედვით, მაგრამ ადამიანის ტვინს გაცილებით მეტი კავშირი აქვს, ვიდრე კომპიუტერს.

 

ტვინი ეს ისეთი კომპიუტერია, რომელიც ყოველთვის შენთან არის, მისი შესაძლებლობები განივრცობა გავარჯიშების შედეგად, შენი სამაგიდო კომპიუტერი კი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ სიჩქარეს კარგავს და რამდენიმე წელში სულაც გამოსაცვლელია.

 

აი, ტვინს კი შეუძლია, 90 წლამდე გემსახუროს, და ოთხმოცდაათი წლისას, თუ ტვინს გამუდმებით ავარჯიშებ, გაცილებით მეტი რამ გეხსომება, ვიდრე ახლა. თანაც, ტვინი უფასოა.

 

კიდევ არსებობს ისტორიული მეხსიერება, რომელიც არ არის დაკავშირებული ფაქტებთან შენი ცხოვრებიდან, ან იმასთან, რაც შენ წაგიკითხავს. ის იმ მოვლენებს ინახავს, რომლებიც შენს დაბადებამდე მოხდა.

 

როდესაც დღეს კინოთეატრში მიეშურები, აუცილებლად ფილმის დაწყებამდე უნდა მიხვიდე. როცა ფილმი იწყება, მაშინაც თითქოს სულ ხელს გკიდებენ და გიხსნიან, რა ხდება. ჩემ დროს შეიძლებოდა, კინოთეატრში ნებისმიერ მომენტში მისულიყავი, ფილმის შუალედშიც კი. უამრავი მოვლენა მომხდარა შენს მისვლამდე და გიწევდა იმის წარმოსახვა, თუ რა მოხდა მანამდე.

 

როცა ფილმი თავიდან იწყებოდა, შესაძლებლობა გქონდა გენახა, სწორი იყო თუ არა შენი რეკონსტრუქცია. თუ ფილმი მოგწონდა, შეგეძლო დარჩენილიყავი და ხელახლა გენახა. ცხოვრება მაგონებს ფილმის ყურებას ჩვენს დროში.

 

ჩვენ იმ მომენტში ვიბადებით, როცა უკვე მრავალი მოვლენა მომხდარა ასობით ათასი წლის განმავლობაში და მნიშვნელოვანია იმის გაგება, მაინც რა მოხდა ჩვენს დაბადებამდე. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ უკეთ მიხვდე, რატომ ხდება დღეს ამდენი ახალი მოვლენა.

 

დღეს სკოლას ალბათ აქვს ვალდებულება, გასწავლოს ის, რაც შენს დაბადებამდე მოხდა, მაგრამ ეს მას ცუდად გამოსდის. სხვადასხვა გამოკითხვით დასტურდება, რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ, საუნივერსიტეტომაც კი, რომელიც 1990-იან წლებშია დაბადებული, არ იცის, ან იქნებ, არც უნდა, იცოდეს, რა ხდებოდა 1980 წელს, რომ აღარაფერი ვთქვათ 50 წლის წინანდელ მოვლენებზე.

 

სტატისტიკა მეტყველებს, რომ როდესაც ახალგაზრდებს ეკითხებიან, ვინ არის ალდო მორო, ისინი პასუხობენ, რომ იგი ''წითელ ბრიგადებს'' მეთაურობდა, არადა, სწორედ ამ იატაკქვეშა მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციის წევრებმა მოკლეს.

 

''წითელი ბრიგადების'' მოღვაწეობა ბევრისთვის საიდუმლოდ რჩება, არადა ისინი სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ იდგნენ პოლიტიკურ სცენაზე. მე 1932 წელს დავიბადე, ათ წელიწადში მას მერე, რაც ხელისუფლებაში ფაშისტები მოვიდნენ, მაგრამ ვიცოდი, ვინ იყო პრემიერ-მინისტრი რომში გამართული მარშის დროს. შეიძლება, ფაშისტურ სკოლაში მიამბეს მასზე, რომ აეხსნათ, რა სულელი და ცუდი იყო ის მინისტრი, ფაშისტების მიერ ჩანაცვლებული. დაე ასე იყოს, მაგრამ მე ვიცოდი ეს. თუმცა სკოლას თავი დავანებოთ.

 

დღევანდელმა ახალგაზრდობამ არ იცის ოცი წლის წინანდელი კინომსახიობების სახელები, მე კი ვიცოდი, ვინ იყო ფრანჩესკა ბერტინი, რომელიც ჩემს დაბადებამდე ოცი წლით ადრე თამაშობდა მუნჯ კინოში. იქნებ, იმიტომ ვიცოდი, რომ ჩვენი სახლის სხვენზე დაყრილ ძველ ჟურნალებს ვფურცლავდი. შენც გთავაზობ ძველი ჟურნალების თვალიერებას, რადგან ეს დაგეხმარება იმის გაგებაში, რა ხდებოდა შენს დაბადებამდე.

 

მაგრამ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, იცოდე შორეული წარსულის მოვლენები? იმიტომ, რომ ხშირად მსგავსი ცოდნა გვეხმარება დღევანდელი მოვლენების მსვლელობის გაგებაში და ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე, როგორც საფეხბურთო გუნდების შემადგენლობის ცოდნა, მეხსიერების გამდიდრებაში გვეხმარება.

 

დაიმახსოვრე, რომ შენ შეგიძლია ავარჯიშო შენი მეხსიერება არა მხოლოდ წიგნებისა და ჟურნალების დახმარებით, არამედ ინტერნეტის დახმარებითაც. ის არა მხოლოდ იმისთვის არის გამოსადეგი, რომ მეგობრებთან იყბედო, არამედ მსოფლიო ისტორიის შესასწავლადაც. ვინ არიან ხეთები და კამიზარები? რა ერქვა კოლუმბის სამ გემს? როდის გადაშენდნენ დინოზავრები? ჰქონდა თუ არა საჭე ნოეს კიდობანს? რა ერქვა ხარის წინაპარს? ასი წლის წინ მეტი ვეფხვი იყო თუ ახლა? რა იცი მალის იმპერიაზე? ვინ გიამბო მის შესახებ? ვინ იყო ისტორიაში მეორე პაპი? როდის შეიქმნა მიკი მაუსი?

 

შეკითხვების დასმა შემიძლია, უსასრულოდ გავაგრძელო, და ისინი შესანიშნავ თემებად იქცეოდა კვლევისთვის. ეს ყველაფერი უნდა გახსოვდეს. დადგება ის დღეც, როცა დაბერდები, მაგრამ იგრძნობ, რომ ათასობით ცხოვრება გაგივლია, თითქოს ვატერლოოს ბრძოლაში მიგიღია მონაწილეობა, იულიუს ცეზარის მკვლელობას დასწრებიხარ, იყავი იმ ადგილას, სადაც იყო ბერტოლდ შვარცი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას აზავებდა ოქროს მისაღებად, შემთხვევით კი დენთი მოიგონა და ცაში აიწია (ასე უნდა მაგას!). ხოლო შენი სხვა მეგობრები, რომლებიც არ იზრუნებენ მეხსიერების გამდიდრებაზე, მხოლოდ ერთ, საკუთარ ცხოვრებას გაივლიან, მონოტონურსა და დიდ ემოციებს მოკლებულს.

ჰოდა, ასე, გაიმდიდრე შენი მეხსიერება და ხვალ ზეპირად დაისწავლე «La Vispa Teresa».

 

თარგმნა ლელა ზურებიანმა

http://www.reitingi.ge/

Link to post
Share on other sites

რატომ შეიძლება აიკრძალოს ჭის წყლის დალევა და რატომ შეიძლება იქცეს საქართველო მხოლოდ მჭამელ ქვეყნად

2015-05-18

ნინო ხაჩიძე

ევროკავშირთან ასოცირებას ლამის ერთი წლის წინათ მოვაწერეთ ხელი, ხოლო ევროკომისიამ აგერ უკვე შუალედური დასკვნაც გამოაქვეყნა და ქებაც არ დაგვამადლა, ისე მოიხიბლა ჩვენი მიღწევებით ევროკავშირისკენ სვლის გზაზე. და თუმცა ქართველი საზოგადოებისთვის ევროასოცირება, ძირითადად, უვიზო მიმოსვლასთან ასოცირდება, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში, ალბათ, მაინც ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შესვლის პერსპექტივაა (რადგან, თუ ქვეყანა მოძლიერდა, არც ვიზის აღება იქნება პრობლემა და მით უმეტეს, არც ვიზის თანხის გადახდა). ამიტომაც ეკონომიკის სპეციალისტ ნოდარ კაპანაძესთან ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, რა პირობების შესრულების შემთხვევაში შეეძლება ქართულ პროდუქტს მსოფლიოს ერთ-ერთ, ყველაზე მდიდარ ბაზარზე მოხვედრა და რა პერსპექტივებს უხსნის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საქართველოში ერთობლივი საწარმოების დასაფუძნებლად და თავიანთი პროდუქციის საქართველოს გავლით ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად?

 

– რა რეგულაციებს უწესებს, ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირი საქართველოს, რომ ქართული პროდუქცია მოხვდეს მის ბაზარზე და რამდენად მომგებიანია ეს პერსპექტივა ჩვენთვის?

 

– ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი არ არის ცალსახად არც ყველაზე კარგი და არც ცალსახად ყველაზე ცუდი. ეს არის რაღაც გაერთიანებაში ინტეგრირების ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, გულისხმობს რეგულაციებს, სტანდარტებს, რომელთაგანაც ზოგი საკმაოდ რთულია, ზოგი – მარტივი შესასრულებლად. საქმე ის არის, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ ქვეყნის პოლიტიკაზე. იმისდა მიხედვით, როგორ პოლიტიკას გაატარებს ქვეყანა, აქედან შეიძლება, მიიღოს ძალიან კარგი შედეგი და შეიძლება, მიიღოს ძალიან ცუდი შედეგი. მეტიც, არის ისეთი მოთხოვნებიც, რომლებიც შეიძლება, ქვეყნისთვის საერთოდ არ იყოს მიზანშეწონილი და ამ მოთხოვნებზე უარი უნდა თქვა.

 

– განვმარტოთ თითოეული შემთხვევა.

 

– ძალიან კარგი შედეგია, თუ ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით აქ აწარმოებ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მაშინ შენ შეძლებ, ეს პროდუქცია გაიტანო ერთ-ერთ ყველაზე დიდი პერსპექტივის მქონე ბაზარზე, 700-მილიონიანი, სხვებთან შედარებით უზრუნველყოფილი მოსახლეობით. ანუ მაღალ მსყიდველობითუნარიან ბაზარზე შეგიძლია, შეიტანო კარგი ხარისხის პროდუქტი. ეს კარგი ხარისხის პროდუქტი შეიძლება, ახლაც იწარმოება საქართველოში, მაგრამ იმას, რომ ეს კარგი ხარისხი ნამდვილად კარგი ხარისხია, სჭირდება შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევა და სერტიფიცირება.

 

– რომ ჭოპორტის პომიდორი ნამდვილად კარგი და გემრიელია.

 

– ჭოპორტის პომიდორი რომ გემრიელია, ყველამ ვიცით, მაგრამ ევროკავშირის ბაზარზე რომ შევიდეს, უნდა დააკმაყოფილოს ფიტოსანიტარული მოთხოვნები და არის ასეთი ტიპის ბევრი მოთხოვნა. ამასთან, ასოცირება გაძლევს შესაძლებლობას, რომ საბაჟო დაბეგვრის ტარიფების გარეშე შეიტანო შენი პროდუქცია. მაგრამ არის მეორე საფრთხე, თუ აქ არაფერს აწარმოებ, ჩვენ ისედაც მომხმარებელი ქვეყანა ვართ იმპორტ-ექსპორტის კატასტროფული სალდოს გამო, შეიძლება, გახდე ჩვეულებრივი მჭამელი ბაზარი. მეტიც – იქ არის რაღაც მოთხოვნები, რომლებიც ქვეყნისთვის შესაძლოა, მთლად მომგებიანიც არ იყოს. მაგალითად, წერია ასეთი რამ: კომუნიკაციების ჰარმონიზაცია. ეს ორი ჩვეულებრივი ტერმინია, მაგრამ ამ კომუნიკაციების ჰარმონიზაციის უკან დგას ერთი საინტერესო დეტალი. მაგალითად, რკინიგზის ლიანდაგის დავიწროება 15 სანტიმეტრით, იმიტომ რომ, ევროპული რკინიგზის ლიანდაგი არის 15 სანტიმეტრით უფრო ვიწრო, ვიდრე საქართველოს რკინიგზის ლიანდაგი, რომელიც რუსულ სტანდარტზეა აგებული. მაგრამ, მეორე მხრივ, სჭირდება თუ არა საქართველოს ლიანდაგის 15 სანტიმეტრით დავიწროება – საქართველო ხომ ევროკავშირისთვის არის ჩიხი?!

 

– ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

 

– დიახ, არც პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლაა, მაგრამ ეს მოთხოვნა არის. ანუ არის ბევრი სასარგებლო და ბევრიც უსარგებლო. ამიტომ ხბოს აღტაცების განწყობა არ მაქვს. საერთოდ, არც ერთ გაერთიანებაში, ეს იქნება ევროკავშირი, ევრაზიული კავშირი თუ საბჭოთა კავშირი, შესვლა თვითმიზნად არ მიმაჩნია. ნებისმიერ გაერთიანებაში შესვლა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის გამოადგება იმ ქვეყნის მოქალაქეებს.

 

– თუ დავადასტურებთ, რომ ჭოპორტის პომიდორი და არა მხოლოდ ის, არის ნამდვილად კარგი, მოხვდება ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ გაიყიდება გარანტირებულად?

 

– თუ პროდუქცია იქნება მაღალი ხარისხის, ის გასაღდება კიდეც. ეს ნიშნავს, უნდა აწარმოო პროდუქცია, დაიკავო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ნიშა და ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ევროკავშირში, თუმცა ეს სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. არის მეორე მომენტი – შეგიძლია, იქიდან მიიღო ტექნოლოგიები, ააშენო მასშტაბური საწარმოები, რაც უკვე სახელმწიფო პოლიტიკაზეა დამოკიდებული და ამას ავტომატურად არ ნიშნავს ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირში შესვლა ავტომატურად ნიშნავს რაღაც სტანდარტების დაცვას, მაგრამ ეს შეიძლება, შემოგიბრუნდეს იმად, რომ, თუ საქართველოში დღეს რამე მუშაობს, გაჩერდეს და დაიხუროს ის საწარმოები, რომლებიც არის აი, ამ საფანელით. მაგრამ ვიმეორებ, ეს დამოკიდებულია სახელმწიფოზე, თუ როგორ პოლიტიკას შეიმუშავებს და ამიტომ იმის თქმა, რომ ეს ცალსახად კარგია ან ცუდია, არ იქნება სწორი, რადგან ნეგატივებიც აქვს და პოზიტივებიც. შეიძლება, 1 000-გვერდიანი დოკუმენტი მხოლოდ პოზიტივს შეიცავდეს?! ასეთი მხოლოდ ერთადერთი წიგნი ვიცი.

 

– თქვით, რომ უარეს შემთხვევაში, შეიძლება, ვიქცეთ მჭამელ ქვეყნად. რაკი დაბეგვრის რეჟიმი გვაქვს ნულოვანი, ესე იგი, ევროკაშვირის პროდუქციის გაიაფებას ასოცირება ვერ გამოიწვევს?

 

– დიახ, ჩვენთან ისედაც ნულოვანი ტარიფით შემოდის ევროკავშირიდან პროდუქცია. მაგრამ, სამაგიეროდ, შეიძლება, ჭის წყლის სასმელად გამოყენებაზე რეგულაციები გავრცელდეს. რადგან ისე არ არის, ამოთხარო მიწა და წყალი დალიო.

 

– თუ ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რომ ქვეყანას, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, შეეძლოს შეიტანოს მცირეოდენი კორექტივები, თუ, რასაც ხელი მოეწერა, იმას წყალი აღარ გაუვა?

 

– შეიძლება რაღაც მოთხოვნების გადავადება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია სახელმწიფოს პოლიტიკზე. ოღონდ მე ვერ ვხედავ ბოლო 20 წელია, რომ ჩვენს სახელმწიფოში გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრობდეს ვინმე. კარგი იქნება, თუ დავინახავ, არადა წესით, 10-25-100-წლიან პერსპექტივაზეც კი უნდა ფიქრობდეს სახელმწიფო მოღვაწე.

 

– გამოდის, სკეპტიკურად უყურებთ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოხვედრასაც კი ევროკავშირის ბაზარზე?

 

– ჩვენთან ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არის სისტემური ხედვა. შეიძლება, არსებობდეს წარმატებული ეპიზოდები, მაგრამ ამას ჯამური შედეგი არ ექნება, თუ სისტემური მიდგომა არ გვექნება განვითარების მიმართ და არა იმ იმედით, რომ ვიღაც კეთილი ბიზნესმენი მოვა. კეთილი ბიზნესმენი არ არსებობს. აქ გასარკვევია, რა უნდა სახელმწიფოს: თუ სახელმწიფოს უნდა, რომ თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა ამაღლდეს, მაშინ სისტემურად უნდა უყურებდეს ამ პროცესს, რასაც სჭირდება სტრატეგია, ტაქტიკური ღონისძიებები და ყველაფერი, რაც ხდება სახელმწიფოში, აგებული უნდა იყოს ამ მთავარ ვექტორზე. სამწუხაროდ, ასეთ რამეს ვერ ვხედავ.

 

– უტრირებულად ვიტყვი, ესე იგი, თუ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ლიანდაგების დავიწროება მოგვიწევს? იმის თქმა მინდა, რომ ყველა მოთხოვნის შესრულებაა აუცილებელი?

 

– როგორც გითხარით, შეიძლება, გადავადდეს, ადაპტაცია განიცადოს. თუ ევროკავშირის წევრობა გვინდა, უნდა ვიცოდეთ, ჩვენ რა გვინდა ევროკავშირისგან, რადგან, ევროკავშირს რაც უნდა, აქვს უკვე ჩამოყალიბებული. მე არსად მომისმენია ევროასოცირების შეთანხმების საგნობრივი განხილვა. არის რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებსაც აღებული აქვთ ევროკავშირის საკითხზე ექსკლუზივი, თავი ჰგონიათ ამის „ანი“ და „ჰოე“ და რომ ყველაფერი იციან ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ. მე ეჭვი შემაქვს ამაში, რადგან, თუ იციან, ჩვენც გაგვაგებინონ.

 

– ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა რით შეიძლება, იხეირონ საქართველოს ევროასოცირებით?

 

– ევროკავშირის წევრობა არ უზღუდავს სხვა ქვეყნებთან თუ ცალკეულ საწარმოებთან ურთიერთობას არც ერთ მეწარმეს და თუ მაღალი სტანდარტის პროდუქციას აწარმოებ, სადაც გინდა, გაიტანე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

 

– მაგრამ იმ პირობებით ხომ ვერ შეიტანს ყაზახეთი ან თურქეთი ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციას, როგორც საქართველო?

 

– საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს და ქართულ-თურქული საწარმო თუ საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებს ევროპული სტანდარტის პროდუქტს, შეეძლება თავისუფლად შეტანა. ამან შეიძლება, გააჩინოს რაღაც ნიშა, რომ შეიქმნას ერთობლივი საწარმოები და ერთობლივი საწარმოების შექმნის იდეა, შეიძლება, კარგი იყოს.

 

– და რომელი ქვეყნებისთვის შეიძლება, იყოს საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნა მომხიბვლელი?

 

– თურქეთში ნაწარმოებ პროდუქციას, თუ ევროკავშირის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მაინც ვერ შეიტანენ ვერც საქართველოდან. მაგრამ, თუ თურქული პროდუქცია საქართველოში შემოვიდა ნულოვანი ტარიფით, შესაძლოა, დაექსპორტირდეს ევროკავშირის ქვეყნებში და საქართველო გადამზიდავი პუნქტი გახდეს. ეს, ალბათ, შესაძლებელია. ეს მომხიბვლელი შეიძლება, იყოს იმ ქვეყნებისთვის, ვისაც უნდა, რომ მათი პროდუქცია მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე და არ აქვთ ევროასოცირების შეთანხმება. შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, ირანი…

 

– თუ სახელმწიფო ამ მიმართულებით გააქტიურდება, შეიძლება, ხელი შეეწყოს ერთობლივი საწარმოების გახსნას, რაც საქართველოს მოუტანს ორმაგ სარგებელს?

 

– სარგებლის მიღება საქართველოს შეეძლება, მაგრამ რამდენად მომხიბვლელი იქნება ეს ევროკავშირისთვის?! არ ვიცი, მიესალმება თუ არა ამას ევროკავშირი.

 

– მაგრამ ევროკავშირისთვის ხომ მთავარია სტანდარტების დაცვა?

 

– ძალიან ხშირად ეს სტანდარტები არის იმისთვის, რომ პროდუქცია დაიბლოკოს და რომელიღაც ქვეყნებიდან ვერ შევიდეს. რამდენადაც ვიცი, მაგალითად, ტექსტილის პროდუქტებზე ისეთი რეგულაციები და სტანდარტები შემოიღეს, რომ ჩინური პროდუქცია დაებლოკათ. იმიტომ რომ, ჩინეთი მსოფლიოს სახელოსნოა და მსოფლიო ეკონომიკის რეალური სექტორის 30 პროცენტია ჩინეთი.

 

– თქვით, რომ არ ვიცით, რატომ გვჭირდება ევროკავშირი. პირადად მე, ვიცი. ნათურა ისეთი ტექნოლოგიით უნდა იყოს დამზადებული, რომ, თუ შემთხვევით გასკდება და გადამეყლაპება, არ უნდა დამაზიანოს. მე მინდა ასეთ გარემოში ცხოვრება ან ვის არ უნდა?

 

– ევროკავშირში შესვლა შეიცავს ერთ ძალიან დიდ საფრთხეს – დემოგრაფიულ საფრთხეს. რაც გამოიხატება ვიზების ლიბერალიზაციით. გადახედეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების დემოგრაფიულ სტატისტიკას: ლიტვასა და ლატვიაში მოსახლეობა შემცირდა, დაახლოებით, 20-25 პროცენტიც, ესტონეთში – 30 პროცენტზე მეტით და იქ ტიპური ოჯახია ბებია-ბაბუა და შეიძლება შვილიშვილი, თუ მშობლები ახალი წასულები არიან. ანუ ეს საფრთხეც არის პოზიტივთან ერთად. ვიმეორებ: ყველაზე მთავარი არის ის, რომ, თუმცა ევროკავშირში შესვლას აქვს ბევრი პოზიტივიც, ამ პოზიტივის რეალიზაცია და გამოვლენა ჩვენზე, მთავრობაზე, სახელმწიფოზეა დამოკიდებული. იქ არ უნდა მიხვიდე, როგორც ღარიბი ნათესავი, არამედ, უნდა მიხვიდე, როგორც სრულუფლებინი პარტნიორი და ამისთვის შენი გონება უნდა ამუშაო. თუ კარგად ავამუშავებთ გონებას, ეს აისახება შედეგზე.

 

http://tbiliselebi.ge/?mas_id=268444905&year=2015&rubr_id=1&jurn_id=20

Link to post
Share on other sites

დეკანოზი თამაზ ლომიძე: თუ არ გინდა

შვილი, ნუ გააჩენ და ნუ გააწამებ ბავშვს

 

დეკანოზი თამაზ ლომიძე: თუ არ გინდა შვილი, ნუ გააჩენ და ნუ გააწამებ ბავშვს

MAY 25 2015

რჩეულირწმენა და სულიერება

„მიჰგვარეს მას (იესოს) ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ. ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. მოეხვია, ხელი დაადო და დალოცა ისინი.“

(მათე, თ.10, 13-14,16)

 

დეკანოზი თამაზ ლომიძე: “საქართველოში, ბევრ სხვა ცრურწმენასთან ერთად, ერთი უცნაური ფრაზაა გავრცელებული: “იმდენ შვილს ვიყოლიებ, რამდენსაც ღმერთი მომცემს”. დაუფიქრდით რას ამბობს! ახალი ადამიანი უნდა ჩასახოს და გააჩინოს ამ სიძნელეებით სავსე ქვეყანაზე და იმდენს კი არ იყოლიებს, რამდენიც თვითონაც გულით უნდა, თვითონაც შეუძლია აღზრდა, მზად არის მისთვის, თავისი სულიერი ენერგია ან მატერიალური საშუალება მეტნაკლებად ეყოფა შვილისთვის, არამედ იმდენს გააჩენს, რამდენსაც ღმერთი მისცემს.

 

ოღონდაც, რას ნიშნავს ფრაზა: “ღმერთი მომცემს” ბევრისთვის ბუნდოვანია და ძნელად თუ აგიხსნიან. განსაკუთრებით ფანატიკურად განწყობილებს ბრმად სწამთ, რომ ყველა ადამიანის გაჩენა მხოლოდ ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული.

 

ბავშვებს აჩენენ მშობლებიც!

 

მაგალითად, ვიცნობდი ერთი წყვილს, ცოლიც და ქმარიც ლოთები იყვნენ, უსაქმურები და აგრესიულები. რადგან რეპროდუქციული ორგანოები უმუშავებდათ, აჩენდნენ და აჩენდნენ ბავშვებს. არც უყვარდათ პატარები და არც აღზრდის უნარი ჰქონდათ მათი, ხშირად სცემდნენ კიდეც. ცარიელი ტანჯვა და უბედურება იყო ამ ბავშვების ამ ქვეყანაზე სიცოცხლე და უბედურ ადამიანებად გაიზარდნენ. ვის შეუძლია თქვას, რომ მხოლოდ ღმერთმა გააჩინა ეს ბავშვები და ამ დაუფიქრებელი მშობლების მონაწილეობით არ გაჩენილან? განა მხოლოდ ღმერთის ნება იყო მათი ტანჯვისთვის გაჩენა? ასევე, ბევრ ბავშვების მოსიყვარულე და წესიერ წყვილს რაღაც მიზეზების გამო (არა მარტო სამედიცინო) არ შეუძლია შვილი იყოლიოს. ვინ იტყვის, რომ მხოლოდ ღმერთი არ აძლევს მათ შვილს და არ არის რაღაც ადამიანური მიზეზები? ადამიანს იმიტომაც ეწოდება ბიბლიაში ღვთის ხატი და მსგავსი, ანუ სხვა სიტყვებით, პირველ რიგში იმით ჰგავს ადამიანი ღმერთს, რომ თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებში და შემოქმედების უნარი აქვს. ადამიანი თვითონ ჰქმნის ახალს. როგორც ღმერთი ჰქმნის ახალ ქმნილებას, ასევე ადამიანიც შემოქმედების საღმრთო ნიჭით დაჯილდოებული ჰქმნის და ზრდის ახალ ადამიანს – საკუთარ ბავშვს. საქმე იმაშია, რამდენად სრულყოფილი შემოქმედია ესა თუ ის ადამიანი? ამიტომაც, რამდენ შვილს გააჩენს და როდის, ადამიანის თავისუფალი გადაწყვეტილება და უფლებაა და ყველაზე დიდი დაფიქრება ჰმართებს ამაზე.

 

ხშირად გვესმის, რომ დედამ ან მამამ სასტიკად სცემა ბავშვს, ცემის დროს შემოაკვდა, სასტიკად ნაცემი ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ და ა.შ. გაუაზრებლად, უსიყვარულოდ და ნაჩქარევად გაჩენილი შვილი საშინელ ტვირთად ექცევა ხოლმე თავის თავში ჯერ კიდევ ვერგარკვეულ მშობელს. ამ უზარმაზარი პასუხისმგებლობისაგან დამფრთხალი და გაბოროტებული ან თვითონ გარბის ბავშისგან, ან სასტიკი მოპყრობით თითქოს ემოციურად კლავს (ზოგჯერ ფიზიკურადაც) და თავიდან იშორებს შვილს.

 

ძმაო და დაო, თუ ჯერ ვერ გარკვეულხარ საკუთარ თავში, თუ ჯერ მთელი სულით, გულით და გონებით არ გინდა შვილი, თავი შეიკავე, ნუ გააჩენ და ნუ გააწამებ პატარა ბავშვს. ეს ქვეყანა ისედაც სავსეა ტანჯვით და იმედგაცრუებით, საყვედრებლად და ტკივილისთვის ნუ მოიყვან ამქვეყნად კიდევ ერთ ადამიანს!

 

ღვთის ყოვლადკეთილი ნება მხოლოდ გონივრულ გადაწყვეტილებაში განცხადდება!”

 

დეკანოზი თამაზ ლომიძე, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, საქართველოში ბავშვებზე ძალადობის შესახებ – 25.05.2015

 

 

http://www.17mai.si/archives/35940

Link to post
Share on other sites

ჩემ სოფელში ერთი ფოტოგრაფი დადიოდა, საჭირო დროს -საჭირო ადამიანი.კარლსონივით იყო ჩაცმულ-დახურული.მოკლე სქელი თმა ზვინივით ედო თავზე . „ზაპოროჟეცით“შემოთახდახდებოდა ხოლმე ჩვენს ეზოში. არიქა, ფოტოგრაფი მევიდაო-იკივლებდა ბებია და მაშინ იწყებოდა ჩემი გადაფიჩინება .ვახ, როგორ მეშინოდა მისი. აქოთებულ სიგარეტს კბილებში გაირჭობდა და სანამ მე, მოკივარ-მოწივარს, დამიჭერდნენ, ის ფოტოაპარტს აწესრიგებდა. ისედაც ტანმორჩილი, მხრებს მობირჟავე ბიჭივით მოხრიდა , ენერგიულად ამოახველებდა და სადღაც შორს გადაახველებდა. კაცმა არ იცოდა საიდან მოდიოდა ან საითკენ ჰქონდა გეზი.

ჩემი ბავშვობის სურათები დავათვალირე. მის გადაღებულ-დაბეჭდილ ფოტოებიდან ნამტირალევ-გაბუტული ვიმზირები.

ნეტა სად არის, ან თუა ცოცხალი, ეს უცნაური ქალი, ფოტოგრაფი ლუიზა.

/მე/

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

Алло, это бюро находок?

 

— Алло, это бюро находок? — спросил детский голосок.

— Да, малыш. Ты что-то потерял?

— Я маму потерял. Она не у вас?

— А какая она твоя мама?

— Она красивая и добрая. И еще она очень любит кошек.

— Да, как раз вчера мы нашли одну маму, может быть это твоя. Ты откуда звонишь?

— Из детского дома №3.

— Хорошо, мы отправим твою маму к тебе в детский дом. Жди.

Она вошла в его комнату, самая красивая и добрая, а в руках у нее была настоящая живая кошка.

— Мама! — закричал малыш и бросился к ней. Он обнял ее с такой силой, что его пальчики побелели. — Мамочка моя!!!

…Артем проснулся от своего собственного крика. Такие сны снились ему практически каждую ночь. Он засунул руку под подушку и достал оттуда фотографию девушки. Эту фотографию он нашел год назад на улице во время прогулки. Теперь он всегда хранил ее у себя под подушкой и верил, что это его мама. В темноте Артем долго вглядывался в ее красивое лицо и незаметно для себя уснул…

Утром заведующая детским домом, Ангелина Ивановна, как обычно обходила комнаты с воспитанниками, чтобы пожелать всем доброго утра и погладить каждого малыша по голове. На полу около Артемкиной кроватки она увидела фотографию, которая ночью выпала из его рук. Подняв ее, Ангелина Ивановна спросила мальчика:

— Артемушка, откуда у тебя эта фотография?

— Нашел на улице.

— А кто это?

— Моя мама, — улыбнулся малыш и добавил, — она очень красивая, добрая и любит кошек.

Заведующая сразу узнала эту девушку. Первый раз она приходила в детский дом в прошлом году с группой волонтеров. Наверно тогда и потеряла здесь свою фотографию. С тех пор эта девушка часто обивала пороги различных учреждений в надежде добиться разрешения на усыновление ребенка. Но,по мнению местных бюрократов, у нее был один существенный недостаток: она была не замужем.

— Ну что же, — произнесла Ангелина Ивановна, — раз она твоя мама, то это полностью меняет дело.

Войдя к себе в кабинет, она села за стол и стала ждать. Через полчаса раздался робкий стук в дверь:

— Можно к Вам, Ангелина Ивановна? — И в дверях показалась та самая девушка с фотографии.

— Да, заходите, Алиночка.

Девушка зашла в кабинет и положила перед заведующей толстенную папку с документами.

— Вот, — сказала она, — Я все собрала.

— Хорошо, Алиночка. Я должна задать еще несколько вопросов, так положено,понимаешь… Ты осознаешь, какую ответственность на себя берешь? Ведь,ребенок — это не на два часа поиграть, это на всю жизнь.

— Я все осознаю, — выдохнула Алина, — просто я не могу спокойно жить, зная,что кому-то очень нужна.

— Хорошо, — согласилась заведующая, — когда ты хочешь посмотреть детей?

— Я не буду на них смотреть, я возьму любого ребенка, какого предложите, — сказала Алина, глядя заведующей прямо в глаза.

Ангелина Ивановна удивленно подняла брови.

— Понимаете, — сбивчиво начала объяснять Алина, — ведь настоящие родители не выбирают себе ребенка… они не знают заранее каким он родится… красивым или некрасивым, здоровым или больным… Они любят его таким какой он есть. Я тоже хочу быть настоящей мамой.

— Впервые встречаю такого усыновителя, — улыбнулась Ангелина Ивановна, — впрочем, я уже знаю, чьей мамой вы станете. Его зовут Артем, ему 5 лет,родная мать отказалась от него еще в роддоме. Сейчас приведу его, если вы готовы.

— Да, я готова, — твердым голосом сказала Алина, — покажите мне моего сына.

Заведующая ушла и через 5 минут вернулась, ведя за руку маленького мальчика.

— Артемочка, — начала Ангелина Ивановна, — познакомься это …

— Мама! — закричал Артем. Он бросился к Алине и вцепился в нее так, что его пальчики побелели. — Мамочка моя!

Алина гладила его по крошечной спинке и шептала:

— Сынок, сыночек… я с тобой…

Она подняла глаза на заведующую и спросила:

— Когда я смогу забрать сына?

— Обычно родители и дети постепенно привыкают друг к другу, сначала здесь общаются, потом на выходные забирают, а потом насовсем, если все в порядке.

— Я сразу заберу Артема, — твердо сказала Алина.

— Ладно, — махнула рукой заведующая, — завтра все равно выходные, можете взять, а в понедельник придете, и оформим все документы как положено.

Артем был просто счастлив. Он держал свою маму за руку и боялся отпустить ее даже на секунду. Вокруг суетились воспитатели, нянечки… одни собирали его вещи, другие просто стояли в сторонке и вытирали глаза платочками.

— Артемушка, до свиданья. Приходи к нам в гости, — попрощалась с ним Ангелина Ивановна.

— До свидания, приду, — ответил Артем.

Когда они со всеми попрощались и вышли на улицу, он, наконец-то, решился задать своей новой маме самый главный вопрос:

— Мама… а ты кошек любишь?

— Обожаю, у меня их дома целых две, — засмеялась Алина, нежно сжимая в своей руке крошечную ладошку.

Артем счастливо улыбнулся и зашагал к себе домой.

Ангелина Ивановна посмотрела в окно вслед уходящим Алине с Артемкой. Затем села за свой стол и начала куда-то звонить.

— Алло, Небесная Канцелярия? Примите, пожалуйста, заявку. Имя клиентки: Алина Смирнова. Категория заслуги: наивысшая, подарила счастье ребенку… присылайте все, что положено в таких случаях: безграничное счастье, взаимную любовь, удачу во всем и т. д… Ну и само собой, идеального мужчину, она не замужем… Да, и бесконечный денежный поток не забудьте,он ей очень пригодится… малыш должен хорошо питаться… Уже все отправили? Спасибо.

Двор детского дома был заполнен мягким солнечным светом и радостными детскими криками. Заведующая положила трубку и подошла к окну. Она любила подолгу стоять и смотреть на своих малышей, расправив за спиной огромные белоснежные крылья…

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...