Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე

Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

"თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები".

ჰუგო გუპერტი (1902-1982)

Link to post
Share on other sites

ალექსანდრე მაკედონელის "ცხოვრებაში" სწერია, ვითარ:

"ჩინეთის ხელმწიფემ ჰკითხა ალექსანდრე მაკედონელსა, ვითარ:

--ხელმწიფობაში სიტკბოება რას საქმეში ჰპოვეო?

უბრძანა ალექსანდრემ, ვითარ:

-სამსა საქმესა შინა ვპოვე სიამოვნება ხელმწიფობასა შინა: პირველად მტერზედ გამარჯვებითა და ჯავრის ამყრისაგან, მეორედ - მოყვარეთა და თვისტომ მოდგმისა პატივის მომატებისაგან, მესამედ - გლახაკთა საჩივრის გაგონებისა და გულის წადილის აღსრულებისაგან. ამას გარეთ სიტკბოება ყველა ცუდი არის".

როგორახარ ეკა? :alfons: B)

Link to post
Share on other sites

აკაკი ბაქრაძე - "ნიჰილიზმის კვანტი" (1995 წელი)

არცერთი ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა ისე მწარედ არ დამარცხებულა, როგორც საქართველო. მართალია, ომია მოლდავეთშიც, ტაჯიკეთშიც, ჩვენი მეზობლები სომხეთიცა და აზერბაიჯანიც დიდი ხანია სისხლს ღვრიან, საქართველო მაინც განსაკუთრებულ ვითარებაში აღმოჩნდა, ჩვენში შუღლმა და მტრობამ სამი მიმართულება მიიღო. დაპირისპირებულია ქართველი და ქართველი, ქართველი და აფხაზი, ქართველი და ოსი. ამის უკან რუსეთი დგას და ეშმაკურად წარმართავს პროცესს. უახლოეს ხანებში კიდევ ვის ჩარევენ კონფლიქტში, ეს ძნელი მისახვედრი არ არის. ამას დაემატა ეკონომიკური ქაოსი, უსაშველოდ რთული კრიმინოგენური სიტუაცია და ზნეობრივი გახრწნა.

შექმნილმა გარემოებამ ქართველთა რწმენა და ნებისყოფა გაბზარა, ისევ წამოჰყო თავი ნიჰილიზმმა. ისევ გაჩნდა ეჭვი, შესძლებს კი საქართველო დამოუკიდებელ არსებობას?

მოულოდნელი არ გახლავთ ეს უიმედობა და სკეპტიციზმი. საქართველოს ისტორიაც უწყობს ამას ხელს. არგონავტების ლაშქრობიდან მოყოლებული დღემდე ტანჯვა-წვალებით, ვაი-ვაგლახით, ჭაპან-წყვეტით გამოვიარეთ სისხლითა და ვარამით სავსე გზა. რა არ მომხდარა და რისი მოწმე არ ყოფილა ჩვენი ხალხი: დაპყრობა, რბევა-აწიოკება, აყრა-გადასახლება, ადამიანით ვაჭრობა, გაყიდვა-ღალატი, ერთი სიტყვით, ყველა ბოროტმოქმედება, რაც კი ადამიანს ხელ-ეწიფება. ვინ არ გარეულა ჩვენს უბედურებაში, მტერი თუ მოყვარე, გარეშე თუ შინაური, მომხდური თუ დამხდური, გადამთიელი თუ კარის მეზობელი.

ამ მწარე ისტორიამ წელში გატეხა უნებისყოფო და სუსტი ნებისყოფის ადამიანები, წარმოშვა ლუარსაბ თათქარიძეები, თეიმურაზ ხევისთავები, კვაჭი კვაჭანტირაძეები, ყვარყვარე თუთაბერები.... ნებით თუ უნებლიეთ, შეგნებით თუ შეუგნებლად ისინი უნდობლობას თესავენ ჩვენი ეროვნული ენერგიის მიმართ, სკეპტიციზმს, ნიჰილიზმს ავრცელებენ, სიხარულს სპობენ.

დღეს გულგატეხილი ადამიანებისაგან ხშირად გაიგონებთ კითხვას _ თუ ასეთები ვიყავით, როგორ გადავრჩით, როგორ მოვაღწიეთ დღემდე? კი, მაგრამ, რა ხდება საქართველოში ისეთი, რაც სხვა ქვეყანაში არ მომხდარა? რა თვისება გამოავლინა ქართველმა კაცმა ისეთი, რაც სხვა ერის ადამიანს არ გამოუვლენია?

მართალია, დიდი უბედურება დაგვატყდა თავს, წონასწორობა დავკარგეთ, ერთმანეთს მივესიეთ და ხოცვა-ჟლეტა ავტეხეთ, მაგრამ მიეროხანში სად არ მომხდარა ეს? ოცდაათიან წლებში ესპანეთის სამოქალაქო ომი გაიხსენეთ. რა დაუნდობლად ჟუჟეს მაშინ ესპანელებმა ერთმანეთი! სამკვდრო-საიცოცხლოდ წაკიდებული ორი ძალა - კომუნისტები და ფალანგისტები, ერთნაირად ებრძოდნენ მოაზროვნე ესპანეთს. ფალანგისტებიც ისევე გაჰყვიროდნენ abajo la inteligenscia! (ძირს ინტელიგენცია), როგორც კომუნისტები. ბუნებრივი იყო ეს. ლიანგს აზროვნება არ შეუძლია და ისე არაფრის ეშინია, როგორც აზროვნების, როგორც მოაზროვნე პიროვნების. ეს შიში და სიძულვილი ლიანგის საერთო, ინტერნაციონალური სენია და არაფერ შუაშია არც ეროვნება, არც პარტიულობა, არც კლასობრიობა. ასე იყო ყოველთვის. მოიგონეთ 1918-22 წლებში სამოქალაქო ომი რუსეთში, ანდა 1789-94 წლების სამოქალაქო ომი საფრანგეთში, ინგლისში, 1642-49 წლებში, იგივე სამოქალაქო ომი. ამ ომებშიც არავის გაურჩევია მტყუანი და მართალი, დიდი და პატარა, ქალი და ვაჟი, აზნაური და უაზნო. ყველას თანაბრად მუსრავდა უგუნურების მახვილი.

მართალია, ზნეობრივად დავეცით, მოყვასის სიყვარული დავივიწყეთ, პრესის საშუალებით ერთმანეთის ლანძღვა-გინება გავაჩაღეთ, სიძულვილი დავთესეთ, მაგრამ, საუბედუროდ, ყველგან ასე ხდებოდა, კულტურისა და ცივილიზაციის კლასიკურ ქვეყნებშიც კი. ვინც კი ოდნავ მაინც იცნობს 1789-94 წლების ფრანგულ პრესას, დამეთანხმება: ის, რაც დღეს ქართულ პრესაში იბეჭდება, ჩვილი ბავშვის ტიკტიკს ჰგავს იმასთან შედარებით, რაც მაშინ ფრანგულ პრესაში ისტამბებოდა. აი, ურცხვობის, ცილისწამებისა და სიძულვილის ნიმუშები! შეიძლება ვინმემ თქვას: მას მერე დიდი დრო გავიდა და დღევანდელობას აღარ შეეფერება ის, რაც ჩვენს პრესაში ქვეყნდებაო. დამეთანხმებით, უნდა დავეთანხმო იმას, ვინც ამას იტყვის, მაგრამ დრო არაფერს ცვლის ადამიანის ზნეობრივ სამყაროში. ამის საბუთია ის, რასაც იტალიური პრესა ბეჭდავდა ფაშიზმის ბატონობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებს ნიკოლო მაკიაველისაგან ანდერძად ჰქონდათ დატოვებული _ `რასაც გავურბივარ, ეს საგინებელ-სალანძღავი სიტყვებია, რადგან ნაამბობის ღირსება და ჭეშმარიტება მათგან არაფერს იგებს~, - მაგრამ მის გასახსენებლად თავი არ შეუწუხებიათ. მიეროხანი იდგა და იმიტომ.

ვერის პარკში წიგნები დახიესო, ერთი ვაი-ვიში ავტეხეთ. განა გოეთეს, ჰეგელის, ბეთჰოვენის სამშობლოში წიგნები არ დაწვეს ნაციზმის პარპაშის დროს? დაწვეს და მერე როგორ? წვავდნენ და მერე ვის _ გერმანელი ხალხის სახელსა და დიდებას. რას იზამთ _ ყველა ხალხის ისტორიაშია ლიანგური გონდაბნელების ეპოქები. განა მარტო წარსულსა და აწმყოშია ასე. ეს მომავალშიც ბევრჯერ მოხდება, რამეთუ ბოროტება ადამიანის თვისებაა. მე-20 საუკუნის დიდი ესპანელი მოაზროვნე Oორტეგა-ი-გასეტი ამუნათებდა ფრანგებს _ ჩვენ ყველას გვინდა, რომ ადამიანი იყოს კარგი, თქვენი რუსო კი თვლიდა, რომ ადამიანი თავისთავად, ბუნებრივად კეთილია. ამან დაგვიმახინჯა ევროპის ისტორია მთელი საუკუნენახევრის მანძილზე. ეს ისტორია შეიძლება ყოფილიყო დიდებული, უსასრულო ტანჯვა, უზარმაზარი კატასტროფები (არამარტო ის, რაც უკვე მოხდა, არამედ ისიც, რაც მომავალში მოხდება) დასჭირდა იმ მარტივი ჭეშმარიტების ისევ აღმოჩენას, რაც კარგად ცნობილი იყო წინამორბედი საუკუნეებისათვის: ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა ავი ცხოველი (`თარგმანის სიღატაკე და ბრწყინვალება~). როცა ამ ავ ცხოველს აუშვებ, იგი ანგრევს და ანადგურებს ყველაფერს. ამიტომ არის აუცილებელი განუწყვეტელი და მუდმივი ზრუნვა ადამიანში კეთილის აღსაზრდელად და ბოროტების დასათრგუნად. გულით მინდოდა ქართული ეროვნული მოძრაობა არ გამხდარიყო ლიანგის შურისძიების მსხვერპლი, მაგრამ ჩემი სურვილი მიამიტური გამოდგა. პოლიტიკური ბრძოლის კანონზომიერებამ მაინც თავისი გაიტანა. ურთიერთჟლეტა ვერ ავიცდინეთ.

მართალია, ძარცვა-გლეჯას, ქურდობა-ავაზაკობასაც მივყევით ხელი, მაგრამ გამონაკლისი არც ამ საქმეში ვართ. ძარცვა-გლეჯა, ქურდობა-ავაზაკობა ის იკითხეთ, რაც რუსეთში, უკრაინასა და შუა აზიის ქვეყნებში ხდება. ასეა ყოველთვის. ეს კანონზომიერებაა, როცა ერთი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური სისტემა დაინგრევა და მეორე (ახალი) ჯერ კიდევ არ არის აშენებული.

მოკლედ, ქართველ კაცს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც სხვა ერის ადამიანს არ ჩაუდენია. საქართველოში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც სხვა ქვეყანაში (ყველაზე უფრო ცივილიზებულშიც კი) არ მომხდარა. შალვა ნუცუბიძემ თქვა ერთხელ ლექციაზე: ევროპას არა აქვს უფლება დაიკვეხნოს თავის კულტუროსნობით დანარჩენი კაცობრიობის წინაშე, სანამ მის პასპორტში ბართლომეს ღამე სწერიაო. ქართველიც ადამიანია და, ნებით თუ უნებლიეთ, სჩადის ბოროტებას. თუ ჩვენ ეს გვაშინებს, გულს გვიტეხს და სასოწარკვეთილებაში გვაგდებს, ეს იმიტომ, რომ ჩვენი წარმოდგენა ქართველ კაცზე, საერთოდ, ქართველ ხალხზე, ტყუილზე, სიცრუეზე, გამოგონილ განსაკუთრებულობაზე ავაშენეთ. როცა ჩვენ მივხვდებით, დავიჯერებთ, რომ ქართველიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ყველა სხვა ქვეყნის შვილი, რომ ქართველისთვისაც არაფერი ადამიანური, არც კარგი და არც ავი, უცხო არ არის, მაშინ საქართველოში მომხდარ ყველა მოვლენას ფხიზელი გონებით, გამჭრიახი თვალით და გაგებით შევხვდებით. არც უსაფუძვლო სასოწარკვეთილება დაგვეუფლება და არც უსაფუძვლო აღტაცებას მივეცემით. ტყუილსა და სიცრუეზე ერისა და ქვეყნის მომავალი ვერ აშენდება, იგი სიმართლესა და ობიექტურობას უნდა დაეფუძნოს. სიმართლე და ობიექტურობა კი ის გახლავთ, რომ ჩვენ ლუარსაბ თათქარიძის გარდა, ამირანიც გვყავს, თეიმურაზ ხევისთავის გარდა _ ავთანდილიც, კვაჭი კვაჭანტირაძისა და ყვარყვარე თუთაბერის გარდა _ მინდიაც. ქართველის სულში ამ ორი საწყისის ბრძოლაა. ჩვენ დღემდე იმიტომ მოვედით და მომავალშიც იმიტომ ვიქნებით, რომ ამ ბრძოლაში ყოველთვის ამირანის, ავთანდილისა და მინდიას საწყისი იმარჯვებდა.

ამირანის, ავთანდილის და მინდიას სამყაროში ეროვნულიც არის და ზოგადკაცობრიულიც, ისინი უერთმანეთოდ არ არსებობენ. ყველაფერი, რაც ქართულ შემოქმედებით ნიჭს შეუქმნია ადამიანური საქმიანობის ყველა დარგში, ერთდროულად ეკუთვნის საქართველოსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც, ისევე, როგორც სხვა ხალხების ნაღვაწი და ნამუშაკევი გვეკუთვნის ჩვენც. მსოფლიო, კაცობრიობა ერთიანია და ქართველობაც მისი განუყოფელი ნაწილია. ოღონდ ჩვენ ჩვენი სახე გვაქვს, ჩვენი სულიერი სამყარო და ჩვენი ჯიში. ამით ვართ საინტერესო. ამის დაკარგვა არ გვინდა. დაკარგვა მარტო ჩვენს გადაშენებას კი არ გამოიწვევს, არამედ კაცობრიობის გაღარიბებასაც. მის მოზაიკურ მშვენიერებას ერთი ფერი მოაკლდება. ტყის მშვენიერებას დიდი მუხაც სჭირდება და პაწია იაც. თუ რომელიმე გაქრა, მშვენიერების ჰარმონია დაირღვევა. როცა ნიჰილისტურად ვუყურებთ ეროვნულს, გვინდა თუ არ გვინდა, ნიჰილისტური დამოკიდებულება გვიჩნდება კაცობრიულისადმისაც. ეს კი ადამიანის სულს არღვევს და შლის მას.

თქმა არ უნდა, ეროვნულისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება საშიშია. მან შეიძლება კვანტის როლი შეასრულოს. ფინიშისაკენ მიმქროლავ სპრინტერს ავისმოსურნემ კვანტი რომ დაუდოს, მას არა მარტო სპორტსმენის წაქცევა შეუძლია, არამედ საერთოდ მისი დაღუპვაც. თავისუფლება-დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ საქართველოს კვანტი არ უნდა დაუდოს ჩვენმა სულმოკლეობამ, უნებისყოფობამ, ფსიქიკურმა სისუსტემ.

ეროვნულისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, როგორც უკვე ვთქვი, შედეგია სწორედ სულმოკლეობის, უნებისყოფობისა და ფსიქიკის სისუსტის. ამ თვისებებს უნდა მოვერიოთ, ისინი უნდა დავძლიოთ. მაშინ ჩვენს სულში დასადგურებული ნიჰილიზმიც გაქრება და საქართველოს მომავალსაც ნათლად დავინახავთ.

ნურც იმას ვიფიქრებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის პროცესი იქნება ადვილი. არა, ეს იქნება მძიმე, ძნელი, მსხვერპლიანი და ტკივილიანი გზა. ჩვენში არსებობს სურამის ციხის ლეგენდა. თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ძლიერების კედელი არ აშენდება, თუ დუღაბში სისხლი არ ურევია.

ამ მწარე ისტორიამ წელში გატეხა უნებისყოფო და სუსტი ნებისყოფის ადამიანები, წარმოშვა ლუარსაბ თათქარიძეები, თეიმურაზ ხევისთავები, კვაჭი კვაჭანტირაძეები, ყვარყვარე თუთაბერები.... ნებით თუ უნებლიეთ, შეგნებით თუ შეუგნებლად ისინი უნდობლობას თესავენ ჩვენი ეროვნული ენერგიის მიმართ, სკეპტიციზმს, ნიჰილიზმს ავრცელებენ, სიხარულს სპობენ.

დღეს გულგატეხილი ადამიანებისაგან ხშირად გაიგონებთ კითხვას _ თუ ასეთები ვიყავით, როგორ გადავრჩით, როგორ მოვაღწიეთ დღემდე? კი, მაგრამ, რა ხდება საქართველოში ისეთი, რაც სხვა ქვეყანაში არ მომხდარა? რა თვისება გამოავლინა ქართველმა კაცმა ისეთი, რაც სხვა ერის ადამიანს არ გამოუვლენია?

Link to post
Share on other sites

http://vangogen.blogspot.ca/2015/12/blog-post_83.html

ჯალათები - ადამიანის უფლებათა დამცველებად

ავტორი: როსტომ ჩხეიძე

დიქტატურა რომ დაემხობოდა რუმინეთში, ჰერტა მიულერი შეეცდებოდა გამოეთხოვა უშიშროების სამსახურიდან ის ოქმები, მის მრავალწლიან ტანჯვა-წამებას რომ ასახავდა.

მეხსიერებიდან რა წაუშლიდა იმ საზარელ ეპიზოდებს, მაგრამ მოინდომებდა დოკუმენტური დადასტურების მოპოვებასაც. ჯერ ისედაც ცნობისწადილი ჰკლავდა, ოქმებში როგორ გადავიდა ის ყოველივეო, და მითუმეტეს - მოგონებათა წიგნის შექმნას რომ განიზრახავდა. ასეთ დროს კი უშიშროების საიდუმლო საცავები სწორედ მისწრებაა, თუნდ ბევრი რამ გაყალბებულად და გადასხვაფერებულად წარმოდგებოდეს.

ახალი ცხოვრება დგებოდა, სრულიად საპირისპირო მანამდელი პოლიტიკური რეჟიმისა.

და თვითონ ჰერტა მიულერიც სულ სხვაგვარად გამოჩნდებოდა ახალი სინამდვილის ფონზე - ნაცვლად დევნილი, შევიწროებული, ჭორებისა და ცილისწამებათა აბლაბუდაში გახვეული ქალისა, თვალდათვალ ამოიზრდებოდა სახელოვანი მწერალი, ნობელის პრემიითაც რომ დააჯილდოებდნენ, თორემ სხვა ჯილდოები და მკითხველის დაუმცხრალი ინტერესი ხომ არ მოაკლდებოდა და არა.

და აი, მისი რომანების, მოთხრობებისა და ესეების წყებას უნდა შემატებოდა ავტობიოგრაფიული რომანიც „ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა”, რომლის ჩინებული თარგმანიც - ეკატერინე რაისნერისა და ნატალია ნადირაშვილის მიერ შესრულებული - გამომცემლობა „ინტელექტის“ წყალობით ხელმისაწვდომი შეიქნებოდა ჩვენი მკითხველისთვისაც... იქ კიდევ რომანი „მელა მაშინ უკვე მონადირე იყო“, იქ კიდევ ესეების ციკლი „მეფე დაიხრება და კლავს“, თუმც ვაითუ შორს გაგვიტყუოს ნობელიანტი მწერლის მხატვრულ-ესთეტიკურმა ნააზრევმა, რადგან ამჯერად მარტოდენ ერთი შტრიხითა თუ ერთი დეტალით თუ შემოვიფარგლებით.

ისე რაოდენ ორიგინალური აღნაგობისაა ეს ავტობიოგრაფიული რომანი, კომპოზიციურ ღერძსა და ქარგას რომ ქმნის არა ამ ყაიდის თხზულებათათვის ნიშანდობლივი თხრობა, არამედ... დიალოგი ანგელიკა კლამერთან, ჰერტა მიულერის მხატვრულ სამყაროსა და ბიოგრაფიულ ლაბირინთებსა და ნიუანსებში ღრმად გარკვეულ პიროვნებასთან, მღელვარე თხრობის სადავეები ვისთვისაც დაუთმია მწერალს და მის კითხვებზე აასხამს მოგონებათა სურათებს. ოქმებს გამოითხოვდა და... მხოლოდ 2008 წელს მოიპოვებდა - სეკურიტატეს (უშიშროების სამსახურის) ოქმების შემსწავლელი უწყების დაარსებიდან ათი წლის თავზე. თვითონ ამ უწყების დაარსებას რა დრო დასჭირვებოდა? დიქტატურის დამხობიდან ათი წელი.

თუ რომელიმე უწყება ამ ოქმებში ჩახედვას მოიწადინებდა, ამის შესახებ უშიშროების სამსახურისათვის უნდა ეთხოვა, იქ კი... ძირითადად ძველი თანამშრომლები ისხდნენ. ისინი ჯერ თვითონ ჩახედავდნენ ხოლმე ამ დოკუმენტებს გაცემამდე და თუ რაიმე არ ეჭაშნიკებოდათ, მსურველებს ამ სიტყვებით იგერიებდნენ: მასალები ჯერაც დამუშავების პროცესშიაო.

ცხადია, ისინი არ ჩქარობდნენ მათ მიერვე შედგენილი ოქმების “გასუფთავებას”.

უწყება ჰერტა მიულერს ჯერ შეატყობინებდა: ოქმები აღარ არსებობს, რევოლუციისას მოსახლეობამ შტურმით რომ აიღო უშიშროების შენობა, დოკუმენტაციაც მაშინ განადგურდაო. ცოტა მოგვიანებით კი... ოც გვერდს თუ გაიმეტებდნენ, ოღონდ ისეთს, მწერალი ამ ფურცლებზე მასთან დაკავშირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტსაც ვერსად იპოვნიდა. ამას მიიჩნევდა საოცრად სულელურ ტყუილად, აროგანტულობად, რაც ნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი მიზეზის თქმის ღირსადაც არ მიგიჩნევენ.

ჰერტა მიულერი შეუპოვრად გააგრძელებდა მცდელობას ოქმების მოსაპოვებლად და კიდეც მიაწოდებდნენ ორ ნაწილად სხვადასხვა დროს, მაგრამ... მათში საგულისხმო სრულიად არაფერი აღმოჩნდებოდა.

აკლდა მთელი წლები, ქარხანა საერთოდ არ იხსენიებოდა, ამოიკითხავდი აგენტთა მთელ კარუსელს, ოღონდ დაშიფრულს, იხსენიებოდა ადგილები, საუბრები, შეფასებანი, ცილისწამების გეგმები, მაგრამ აკლდა დავალებების მიმცემთა სახელები. ოქმებში არცერთი პროფესიონალი სეკურიტატელი არა ჩანდა. ოქმები მაშინაც დუმდა, როცა სუიციდი და მკვლელობა გაიელვებდა. სეკურიტატეს მართლაც რომ არაფერი ჰქონდა დასამალი, უდანაშაულო რომ ყოფილიყო, ხომ შეძლებდა ოქმების მეშვეობით თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას. მაშ რატომ არ იქცეოდა ასე? თუმც... ყველაფერი გასაგებია.

ერთ რაიმეს კი დაადასტურებდა ამ ოქმების გაცნობით და აღტაცდებოდა: მის სამეგობრო წრეში ჯაშუში არ აღმოჩნდებოდა, უშიშროება ვერცერთის გადაბირებას ვერ შეძლებდა ლიტერატორთა ამ შეკრული გაერთიანებიდან, მათი მეგობრობის მოწამვლას ვერ მიაღწევდა.

სულ უთვალთვალებდნენ, სათითაოდ თუ ჯგუფურად, მაგრამ მხოლოდ გარედან - მეზობლების, კოლეგების, ნაცნობებისა თუ ჟურნალისტების მეშვეობით. ოქმებში ამის ამოკითხვა დიდად არ გააკვირვებდა, მაგრამ ძალიან შეშინდებოდა, როდესაც გამოირკვეოდა, რომ თურმე მისი ბინა მოსასმენი აპარატურით ყოფილა სავსე და ყველა ოთახში უსმენდნენ.

მუდმივი დევნის მიუხედავად, მეგობართა ამ წრიდან ვერავის წარმოედგინა, რომ... თურმე ქვეყნის მტრების სიის სათავეში ეწერნენ. ტექნიკაში გაუთვითცნობიერებელნი სეკურიტატეს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებდნენ და უშიშროება თავისი ტექნიკით ჯერაც ქვის ხანაში ეგონათ, ისევე როგორც სხვა ყველაფერი მათ გაუბედურებულ ქვეყანაში.

ოქმების გაცნობისას შოკში ჩააგდებდა იმ უხამსობის აღმოჩენა, რომ სეკურიტატე ჰერტა მიულერის დისკრედიტაციას ცდილობდა გერმანიაშიც. ქარხნიდან მისი გამოძევების შემდეგ უშიშროებას თურმე ათობით გეგმა შეემუშავებინა თავისი “დეზინფორმაციის მეთოდებით” და მათ მწერლის ცილისწამებისათვის იყენებდა.

ჭორების გასავრცელებლად გერმანულ ტელევიზიებს, რადიოსადგურებსა და გაზეთებს წერილებს გაუგზავნიდნენ და არწმუნებდნენ: ჰერტა მიულერი ჯაშუშიაო. საზღვარგარეთ წარგზავნილ რუმინელებს, მაგალითად, ფოლკლორული ანსამბლების თანმხლებთ, ევალებოდათ უშიშროების მიერ ნაკარნახევი ამ წერილების დაწერა და დასავლეთის საფოსტო ყუთებში ჩაყრა.

რა გასაკვირია, იმის თქმაც ეკადრათ, “დაბლობები” ჰერტა მიულერმა ჩვენი დავალებით დაწერაო!..

მწერლისათვის გულსატკენი აღმოჩნდებოდა, რომ თვით რეჟიმის დამხობის შემდგომ სეკურიტატეს ყოფილ თანამშრომლებს ნებისმიერი პროფესიით შეეძლოთ მუშაობა.

- ეს ხალხი არსად გამქრალა, შენარჩუნებული გავლენისა და ფუნქციების წყალობით სახელმწიფო საკუთრებას დაეუფლნენ, მდიდარ აროგნატულ “დემოკრატებად” იქცნენ.

მწერლური სიწრფელითა და სიალალით მაინც მოელოდა ჰერტა მიულერი: ეგებ ერთ მათგანს მაინც წამოსცდეს წარსული ცხოვრების გამო მონანიების ერთი სიტყვაო.

ერთი სიტყვაც რაღაა, არა?!.

მსგავსიც არაფერი.

არც სეკურიტატეს, პოლიციისა და სასაზღვრო ჯარების შესახებ იმართებოდა საჯარო დისკუსიები. საზოგადოება მათ არაფერს ეკითხებოდა, მათ შორის - არც მკვლელობებზე.

მოულოდნელად ქალაქის ცენტრში თავის ყოფილ დამკითხველს რომ შეეჩეხებოდა აწ უკვე აღიარებული მწერალი, ის მაშინვე იცნობდა და... კვერცხის რიგში მდგარ ხალხში გაერეოდა. იცოდა, კარგი დღე არ დაადგებოდა, თუ მასში უშიშროების თანამშრომელს ამოიცნობდნენ. ხალხი ჯერ კიდევ გაცოფებული იყო და შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლებაზეც არ ეთქვათ უარი.

მწერალი გვერდით ამოუდგებოდა და მუქარით კი დაემუქრებოდა: ახლა ჩემი უნდა გეშინოდეთო, - მაგრამ, რა გასაკვირია, სახალხოდ არ განეცხადებინა ამ კაცის ვინაობა და ზიზღმორეული გაშორებოდა.

ცხოვრება ტრიალებდა.

ჰერტა მიულერს კვლავაც თავის დაცვა უხდებოდა, ჭორებისა და ცილისწამებათა გასაქარწყლებად მიზანმიმართული მცდელობა, ისინი კი - გამომძიებლის სახელს ამოფარებული ჯალათები - ადამიანის უფლებათა დამცველად გარდასახულიყვნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოეყალიბებინათ და... მთლად მაშინდელივით თუ ვერა, ჯერაც ურთულებდნენ ცხოვრებას მათ მსხვერპლთ, რომელთა დროც არა და არ დგებოდა.

იცვლებოდა დოკუმენტური მასალები, სხვაფერდებოდა თუ სულაც უკვალოდ ქრებოდა დანაშაულის ყოველგვარი კვალი და თავიდან ცოტა მორიდებული გამომძიებელ-დამკითხველები სულ უფრო მოიცემდნენ ძალასა და რიხს: რა დაგკარგვიათ და რას ეძებთ უშიშროების ოქმებში, განა რა გეგულებათ ამისთანა... თუ არ დაგიშლია, ეძებეთ და ეძებეთ, ჩვენ რა, ოდნავი ბრალიც არ მიგვიძღვის და მთის ბროლივით კრიალანი ვართ, ანკი სხვაგვარად როგორ იქნებოდა, ადამიანის უფლებათა დაცვაში გამოგვიღამდა წუთისოფელიო...

* * *

ნუთუ ჩემი და ჩემისთანების დრო არასოდეს უნდა დადგესო, - გულზე შემოყროდა ჰერტა მიულერს.

კიდევ კარგი, ავტობიოგრაფიული რომანის დაწერას მაინც ვეღარავინ დაუშლიდა, მამხილებელი, მრისხანე დოკუმენტის შექმნას იმ თითქოსდა პირწმინდად გამქრალი ოქმების სანაცვლოდ.

საინტერესო თემებიააა!!!
Link to post
Share on other sites

"შუა საუკუნეთა ევროპაში მნათობებს და საერთოდ ვარსკვლავებს დიდი გავლენა მიეწერებოდათ. განსაკუთრებით მეთუთხმეტე საუკუნის დამდეგიდან, როცა რენესსანსმა ანტიკა გამოაცოცხლა და მასთან ერთად ასტროლოგიასაც დიდი გასაქანიმისცა. მნათობნი ბატონობენ მეტალებზე; მნათობნი ხელს უწყობენ ხელოსნობას;მნათობნი გავლენას ახდენენ ჰასაკზე; მნათობნი იწვევენ მხიარულებას ან წუხილს;

მნათობნი ჰქმნიან მეგობრებს, ან მტრებს; მნათობნი აჯანმრთელებენ ან ასნეულებენგვამს, მის ნაწილთ; მნათობის ხელშია ადამიანის ბედი, მისი ცხოვრება და მომავალი მასზეა დამოკიდებული; იგი ხალხებს ბედს გადაუწყვიტავს და საერთოდ არაფერი ხდება, რასაც მნათობი არ განაგებდეს და არ მიმართავდეს, მაგრამ ვარსკვლავთა ზემოდ, მათ მაღლა არის ღმერთი, თვითონ ვარსკვლავთა შემქნელი, ღმერთი ყოვლად შემძლე, ყოვლის შემცველი, ერთ არსება... ასტრა რეგუნტ ჰომინეს, სედრეგიტ ასტრა დეუს: ვარსკვლავები ადამიანებს განაგებენ, მაგრამ თვით ვარსკვლავთღმერთი განაგებს..."

ასტრა რეგუნტ ჰომინეს, სედრეგიტ ასტრა დეუს: ვარსკვლავები ადამიანებს განაგებენ, მაგრამ თვით ვარსკვლავთ ღმერთი განაგებს.

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

"არაბები საქართველოში დიდ ხანს ბატონობდნენ, და ქართულ მაღალ წრეებთან უშუალო ურთიერთობაში იყვნენ.

თბილისში არსებობდა არაბული ობსერვატორია და ამის შესახებ ცნობას იძლევა არაბი მწერალი ალ-ისტახარი. 930 წელს, — სწერს იგი, — თვით თბილისში არაბებს ობსერვატორია ჰქონდათო. ისლამური კულტურა პირველი იყო მთელს მაშინდელ მსოფლიოში, და ქართველებს, რასაკვირველია, თუ ისინი მსოფლიოს მსვლელობას არ ჩამორჩებოდენ, მის გავლენასაც ვერ ასცდებოდნენ."

Link to post
Share on other sites

შვიდნი მნათობნი კაცის ჰასაკსაც განაგებენ და თითოული ჰასაკი თითოულ მნათობს

მიეკუთვნება. ეს წარმოდგენა გამოქანდაკებულიც არის ვენეციის დოჯთა სასახლის

სვეტის თავზე (სასახლე აგებულია 1341 — 1347 წ.). მთვარე იცავს ბავშვს ოთხ

წლამდე; მერკურიუსი — ათი წლით; ვენუსი — შვიდი წლით; მზე 19 წლის

განმავლობაში; ორმოცი წლიდან მარსი იცავს კაცს 15 წლის განმავლობაში: იუპიტერი

განაგებს შემდეგი 12 წლის განმავლობაში და სატურნუსს მიჰყავს მოხუცი

სიკვდილისაკენ, და ეს არის უკანასკნელი ვარსკვლავი, რომელიც სიკვდილს

პატრონობს — ულტიმა აეტას."

Link to post
Share on other sites

თორმეტნი ზოდიაკონი გამოქანდაკებული არიან პარიზის ღმრთისმშობელის, ”ნოტრ

დამ დე პარი”-ს კარებზე; გამოწახნაგებულნი არიან ზოდიაკოთა სიმბოლონი, ხოლო

თვითონ ღმრთისმშობელი ქალწული მარიამ ბავშით ხელში ზოდიაკო ქალწულის

გამოსახულების ნაცვლად არის წარმოდგენილი.

და საქართველოშიც შვიდნი მნათობნი მით გაქრისტიანებულნი არიან, რომ წმიდა

გიორგის გამოხატულებას ისინი გარს არტყიან. საქართველოს დიდი მფარველი,

რომელს მთიელი ხალხებიც თაყვანსა სცემენ, — ფონ ვეზენდონკის თქმით, —

გიორგი, მხედარი ცხენზე, მლეთის ეკლესიის წინ ლურჯად შეღებილ ძეგლზე

გამოხატულ გველეშაპსა ჰკლავს; გიორგისთან ერთად გამოხატულია მზე, მთვარე და

მნათობებიც.

და ბოლოს, ეს შვიდი მნათობი გამოგვეცხადა 1918 წელს ქართულ ღერბზე თეთრ

გიორგისთან დაკავშირებით.

Link to post
Share on other sites

"დიმიტრი ბაქრაძეს გურიაში და აჭარაში მოგზაურობის წიგნში აღწერილი აქვს აქვს ქვემოხევის ეკლესია. ამ ეკლესიაში მას უნახავს ძველი ქართული საეკლესიო ხელნაწერი კინკლოსთან ერთად, რომელში მოთავსებული ყოფილა ზოდიაკოთა სახელები,

შემდეგი სათაურით: ”საეტლო მართალი და ჭეშმარიტი”. დიმ. ბაქრაძე ამბობს: ეტლი

პლანეტას ნიშნავსო... ზოდიაკოთა სახელები ძველია და რადგან ახლანდელ

ქართველებს ეს სახელები აღარ ესმით, ამოვწერე იგიო: —

ეტლი მარტის ვერძი. ეტლი აპრილი კურო. ეტლი მაისი ტყუპი. ეტლი ღვინობისთვე(?!) კირჩხები. ეტლი კვბისთვე (?!) ლომი. ეტლი მარიამობისთვე ქალწული. ეტლი ენკენისთვე სასწორი. ეტლი მწიფობისთვე ღრიანკალი. ეტლი ქრისტიშობისთვე თხის საქანელი (?!). ეტლი იანვარი წყლის საქანელი. ეტლი თებერვალი თევზნი. იგივე სახელებიო, — ამბობს დ. ბაქრაძე, — აქვს სომეხ მწერალს მეცამეტე საუკუნეში,

მხითარ აირივანცის-ო."

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...