paraskeva 30 Posted March 16, 2016 Report Share Posted March 16, 2016 გეთანხმები კატერინა რომ დღეს სავსეა სტრუქტურები არაკომპეტენტური და გაუნათლებელი კადრებით. გეთანხმები იმაშიც რომ უამრავი(უმეტესობა) ჭკვიანი ხალხისა ქვეყნის გარეთაა გასული და სხვა ქვეყნებში ქმნის მატერიალურ და არამატერიალურ დოვლათს... სტალინის აშენებული რატომ არ შეინარჩუნესო, კითხულობ. მისი სიკვდილის შემდეგ, სოციალისტური ეკონომიკისა და პოლიტიკის ქვაკუთხედი შიში, ნელ-ნელა მცირდება, ფერმკრთალდება და რამდენიმე ათეულ წელიწადში ბუნებრივ გახრწნამდე მივიდა. ეკონომიკური ტრანსფორმაცია შოკებისა და დატაცება-პრიხვატიზაციების გარეშე სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა ვინ იყო მომკითხავი?! თავად ვისაც უნდა დაელაგებინა ის იყო ყველაზე მეტად პრიხვატიზატორი... თუმცა სტალინის ეთნიკურ-პატრიოტულ თემას დავუბრუნდეთ. სტალინი იყო სულითხორცამდე დიქტატორი და ტირანი. შესაძლებელია მას თავისი საქმე ეკეთებინა თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს პირობებში?! ალბათ კი, თუ სხვა ქვეყანაში და დროში დაიბადებოდა. მაგრამ ის დაიბადა რუსეთის იმპერიის პროვინციაში, ალბათ აღზრდამ და ოჯახმა მასში ნაკლებად გააღვივა ქართული სული. მერე სასულიერო გიმნაზიიდან რევოლუციონერობისა და ანარქისტობის გამო გარიცხეს... შეუბერა და შეუბერა ბოლშევიკების მიმართულებით. იმ ბოლშევიკებისა, რომლებიც არც სამშობლოს, არც დედ-მამას არ ცნობენ თუ "რევოლუცია მოითხოვს ამას". ეს ხალხია, რომლებიც მუშურ-გლეხური ქვეყნის აშენების ლოზუნგით მილიონობით ხალხს ხვრეტდა, ახრჩობდა, ასახლებდა. ადამიანის სოცოცხლის საკითხს "ტროიკას" აწყვეტინებდა. სტალინის თაობაზე მეც წამიკითხავს საინტერესო მოგონებანი. მიოაზროვნე და უნიჭიერესი ადამიანი რომ იყო ამაში ძნელია შეგედავო, მაგრამ ჩემი საქართველოსათვის მისი გაკეთებული სიკეთეები ჩამომითვალე. ნება მომეცი არ დაგეთანხმო მოსაზრებაში, როცა აღნიშნავ "რაც შეეხება მიწებს, რომელმა მთავრობამ წაუყენა პრეტენზია ვიმნეს"? მიპასუხე, უახლეს ისტორიაში რომელ ქართველს ჰქონდა ის გავლენა რაც იოსებ ბესარიონოვიჩს??? რომელ ქართველს შეეძლო ქართულ მიწებზე პრეტენზია წაეყენებინა მეზობელი ქვეყნებისათვის? ჯერ იყო და საერთოდ ვინ გვეკითხებოდა და გვეკითხება რამეს, რუსეთი თუ ამერიკა? ახლა შეადარე ხალხთა ბელადის გავლენა: მსოფლიოს უძლიერესი და უმდიდრესი ქვეყნები მის გარეშე ვერაფერს წყვეტდნენ გლობალურ პოლიტიკაში. სწორედ ამაზე მაქვს საუბარი, რომ ამხელა გავლენა, ძალაუფლება ჰქონდა და მისი ქვეყნისათვის არაფერი გაუკეთებია მეთქი. კურილიის კუნძულების გამო იაპონიას უპირისპირდებოდა და თავისი გაჰქონდა, სოციალისტური ჩინეთი ეკიდა ფეხზე საბჭოთა კავშირის ინტერესების გამო და რა მოხდებოდა ცოტა თურქისათვის გაეხურებინა ქართული მიწების საბაბით. იმაზე არაფერს ვამბობ, აზერებიდან ქართული მიწების დაბრუნების საკითხი მისთვის ვაბშემც პუსტიაკი გახლდათ, რაააა საბჭოეთში ვინმე გაბედავდა კრინტის დაძვრას მიწის ერთი ნაწილი დღეს აზერბაიჯანის და ხვალ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური ქვეყნის საზღვრებში რომ მოექცია? მე ჩემს მოსაზრებაზე ვრჩები_ სტალინი, მიუხედავად მისი უაღრესად დიდი გავლენისა და სიძლიერისა იყო ტირანი, მკვლელი, ანტიქრისტე და არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებია საქართველოსათვის ძნელია არ დაგეთანხმო! რაც შეეხება მიწებს, არც არავის წამოუყენებია პრეტენზია, რა საჭიროა პრეტენზია?! "იყიდება საქართველო! " -როდის თქვა ლორთქიფანიძემ. შენც ამბობ, მსოფლიოს ლიდერები მის გარეშე ვერაფერს წყვეტდნენო, ასეც იყო! ახლა მაინტერესებს, დღეს ვისგან და რისგან ვართ თავისუფლები? ერთი კანონიც კი ვერ მიუღიათ, ამერიკისა და ევროკავშირის გარეშე.. ჩემს ქვეყანაში პირჯვარი სად და როდის გადავიწერო ევროპამ და ამერიკამ უნდა მითხრას? აგერ ჩვენ და აგერ გერმანია ვნახავთ ნახავ რომელ ნატოში და ევროკავშირში შევალთ (ვინ მიგვიღებს, თორემ კი) .... "რაც შეიტანა ისევ ის გამოიტანა" -გვახსოვს საბა.. ღმერთმა ქნას , რომ დალაგდეს ეს ქვეყანა, მაგრამ რაღაც პირი არ უჩანს! :( ისე რა კარგი იქნება, ჩვენ შევიკრიბოტ და ბუხრის პირას ვისაუბროთ პოლიტიკაზე .. ავთოს ბუხართან სადაა ეს ბიჭი? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 16, 2016 Report Share Posted March 16, 2016 მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში ქართული ანბანიც შევიდა http://live24.ge/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98/ გია მურღულია ნ ა თ ლ ი ს მ ე გ ზ უ რ ი (იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი) დარჩება სამარადისოდ შენგან გატკეპნილი გზა და ვინც ამ გზას არ გაივლის, ის არც ქართველ- ად არ იხსენიება (აკაკი წერეთელი) ჩვენი მაცხოვარი, იესო ქრისტე, სახარებაში ორგზის მოიხსენიება „პედაგოგად“ - ის იყო , იქნება და არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მასწავლებელი. მის მოვლინებამდე და მას შემდეგაც ადამიანთა აღმზრდელებს შესაფერის პატივს მიაგებდა ყოველი დრო და კულტურული ერი. ამ აზრის კლასიკური გამოხატულებაა ალექსანდრე მაკედონელის სიტყვები: „მამამ სიცოცხლე მაჩუქა, ხოლო არისტოტელემ ის, რაც ამ სიცოცხლეს აზრს ანიჭებს“. საყოველთაო აღიარებით, ქართველთა უპირველესი მასწავლებელი იაკობ გოგებაშვილია - ამ წერილში მის ღვაწლზე ვილაპარაკებთ. დავიწყოთ ყველაზე ზოგადით: ქართველებს ოთხი უმთავრესი წიგნი გვაქვს: ბიბლია, ვეფხისტყაოსანი, ქართლის ცხოვრება და დედაენა, რომლის ავტორია იაკობ გოგებაშვილი; თბილისში დედაენის ძეგლი დგას - მსოფლიო არ იცნობს მთელი ხალხისგან სახელმძღვანელო წიგნის აღიარების მსგავს პრეცედენტს; იაკობს სამშობლოში მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ, რაც ხალხის სიყვარულის უპირველესი გამოხატულებაა; დაბადებიდან 100 წლისთავზე,1840 წელს, იაკობი მთაწმინდაზე, ქართველ მოღვაწეთა მთავარ პანთეონში გადაასვენეს - ასეთი პატივი მხოლოდ განსაკუთრებით გამორჩეულ ადამიანებს მიეგებათ; იაკობი თანამედროვე ქართული სკოლისა და განათლების ფილოსოფიის ფუძემდებელია თავის ქვეყანაში. მან დაამკვიდრა მეცნიერული პედაგოგიური კულტურა; ამ მოღვაწის იდეალი იყო ევროპული საქართველო და ახალი ქართველი. მან შექმნა ქართული ცნობიერების მოდელი ახალი დროისთვის და სკოლას სწორედ ამგვარი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მისია განუსაზღვრა და დააკისრა; იაკობმა ახალი და ძლიერი იმპულსი მისცა ქართველთა ოდინდელ იდეას - თავისუფლება საშუალებაა და არა ოდენ მიზანი. თავისუფლებას მხოლოდ ორ სხვა სიტყვასთან (გონიერებასა და ზნეობასთან) ერთად აქვს არსება და აზრი - მისი წიგნები სწორედ ამგვარი სამების მასწავლებლობაა! იაკობ გოგებაშვილზე ფიქრი, თავისთავად, მოგვააზრებინებს პასუხს კითხვაზე - ვინ არის პედაგოგი და რას ნიშნავს, ასწავლო ადამიანს? კონფუცის სიტყვებია: „ის, ვინც წარსულის ხილვისას ჭვრეტს მომავალს, ღირსია იწოდებოდეს მასწავლებლად“. ყველა ტრაგედია დროის დანაწევრებითა და გახლეჩვით იწყება - როდესაც წარსული აწმყო და მომავალი შორდებიან, ადამიანები სულიერ საყრდენებს კარგავენ და ერთმანეთს უპირისპირდებიან. ამიტომაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა მასწავლებელს, რომელიც დროის გამამთლიანებელია. სწორედ მისი ფუნქციაა, შეიცნოს, შეინახოს და ახალ თაობას გადასცეს ცოდნა და ზნეობა. პედაგოგია ის, ვინც ფაქტს, მოვლენასა თუ საქციელს მნიშვნელობასა და სტატუსს სძენს. შეიძლება ვიღაცამ გმირობა ჩაიდინოს, სხვამ აღმოუჩენელი აღმოაჩინოს,მესამემ რაღაც არსებითად საჭირო შექმნას და ეს ყველასათვის უცნობი ან ნაკლებად მნიშვნელოვანი დარჩეს.როცა ყველაფერ ამას სახელს დაარქმევ, წიგნსა თუ მეხსიერებაში შეიტან და მასობრივი ცნობიერების კუთვნილებად აქცევ, კონკრეტული ფაქტი მხოლოდ მაშინ გახდება ღირებულება. იაკობმა ბევრი ღირებულება დაუტოვა ქართველებს. არაფერი ისე არ აერთიანებს ერსა და სახელმწიფოს, როგორც ენა. იაკობ გოგებაშვილის დედაენა და მისი საწყისი - აი ია - მშობელი დედისა და პირველი მასწავლებლის ხმებთან ერთად სამუდამოდ დამკვიდრდა ყოველი ქართველის ცნობიერებაში. ეს წიგნი იყო და არის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ერთცნობიერ ერთობად განმტკიცების მნიშვნელობადაუკარგველი ფაქტორი. ამ თვალსაზრისით, იაკობი დიდი ქართველების - გრიგოლ ხანძთელის, გიორგი ათონელისა და სულხან-საბა ორბელიანის მაღალსულიერი საქმიანობისა და ღვაწლის ღირსეული გამგრძელებელია. აი იას წარმოთქმას სულ ერთი წამი უნდა. ეს არის წამი, რომელიც ყოველი ქართველის ცხოვრებაში დგება და არასდროს მთავრდება - საქართველოში შეიძლება ყველაფერზე დაუსრულებლად იკამათონ და ეჭვსქვეშ დააყენონ, მაგრამ დედაენის პირველ სიტყვებს ეს არასდროს ეხება. რატომ არის აი ია გენიალური მიგნება? რატომ ვერ წარმოუდგენიათ ქართველებს ამ ორი მარტივი სიტყვის ერთობის გარეშე საკუთარ შვილთა აღზრდა? ამის, სულ ცოტა, 10 მიზეზი არსებობს; ღვთაებრივი სიმეტრიის ჰარმონია. სიმეტრია ბავშვს თავიდანვე აჩვენებს და შეაგრძნობინებს, რომ სამყარო წესრიგია და ის ამ ჰარმონიაში უნდა ჩაერთოს. სარკის პრინციპი. აი „ხედავს“ იას - თითქოს სარკეში იყურება. ეს არის საკუთარ თავში სამყაროს დანახვის უძველესი პრინციპი და კულტურა. საუკუნეების წინ იცოდნენ, რომ საკუთარი თავის შემცნობი სამყაროს წესრიგსაც შეიმეცნებს. ამიტომაც ეწერა დელფოსის ტაძრის შესასვლელში: „შეიცან თავი შენი“. წიგნი იწყება აზრით. აი ია - წინადადებაა.იაკობი ბავშვის განათლებას იწყებს არა ასოთი ან სიტყვით, არამედ, პრინციპულად - წინადადებით ანუ აზრით. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ წინადადება მოქმედებას, დინამიკას მოიცავს. აქ არის არა მხოლოდ აღქმა, არამედ დამოკიდებულებაც (და -არაერთი!); საწყისად გამოკვეთილია საგნის შეცნობა. პირველივე წინადადება ბავშვს აფიქრებს სამყაროს კონკრეტულ გამოხატულებაზე; ფიქრის დასაბამს იძლევა სახელის დარქმევა - ეს არის რაღაც, რომელსაც ჰქვია ია. სახელის დარქმევა ფაქტისა თუ მოვლენის წიაღის დაუფლებას, მის არსებაში შეღწევას ნიშნავს; ეს არის შემეცნების დაკავშირება მშვენიერებასთან. აქ რეალიზებულია სამყაროს გონებითა (რაციო) და ემოციით აღქმის სინთეზის პრინციპი. ეს არის „შემეცნების ესთეტიკის“ დამკვიდრება - ჯერ კიდევ რუსთველმა ახსენა „გონიერი გული“, რაც ნებისმიერი პედაგოგიური სისტემის საოცნებო იდეალია; აქ კოდირებულია აღმოჩენის სიხარულიც - აი, ეს არის ის, რასაც ია ჰქვია! ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვს, მოსწავლეს თავიდანვე ეუბნები, რომ წიგნთან ურთიერთობა არა მხოლოდ შრომა, არამედ სიხარულიც არის; წიგნი დასაწყისიდანვე გვაზიარებს ქართული მეტყველების მუსიკას. წინადადებაში ოთხი ხმოვნის მსუბუქი, ჰაეროვანი ჰარმონია შესანიშნავ ბგერით ხატს ქმნის; აქ ვხედავთ ქართული დამწერლობის გრაფიკული გამოსახულების სრულქმნილებასაც - როგორც „ა“, ისე „ი“ სრულყოფილ სიმრგვალეს - წრეს უკავშირდება და განასახიერებს; სამყაროს შექმნის, არსებობისა და დასასრულის გენიალური ხატი. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი არის ანი და ჰოე - სამყაროს დასაწყისი და დასასრული - სამყარო „განიფინება“ და ღვთისკენ „ბრუნდება“. აი იაში, ამ პატარა წინადადებაში, სიმბოლურად სამყაროს ისტორიაა მოცემული (ეს წინადადება პალინდრომია - „წაღმა“ და „უკუღმა“ ერთნაირად იკითხება და სახეობრივად განფენა-უკუქცევას წარმოაჩენს). ყოველივე ზემოთქმულისა (თუ ვერთქმულის) გამო, იაკობ გოგებაშვილი და მისი დედაენა (სხვა წიგნებიც) საქართველოში განასახიერებენ თავად იდეას განათლებისა. სიტყვა „განათლება“ ქართულად მხოლოდ ინფორმაციის მიღებას არ ნიშნავს ადამიანში ღვთაებრივი ნათლის შემოსვლას უკავშირდება. სახელი ი ა კ ო ბ ი (სიმბოლურია, რომ ამ სახელსაც ია იწყებს!), მიმყოლს, მიმდევარს ნიშნავს. ბიბლიის კვალობაზე, ნიშნავდა ტყუპთაგან მეორეს, მომდევნოს, შემდეგ კი ღვთის მიმყოლის მნიშვნელობა შეიძინა. აი ია ღვთისკენ და საქართველოსკენ სავალი ერთი გამორჩეული გზაა ქართველებისთვის. ეს არის ყველაზე პატარა, მაგრამ, იქნებ,ქართული ცნობიერების ისტორიაში წარმოჩენილი სხვაზე ძალმოსილი შედევრიც. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 16, 2016 Report Share Posted March 16, 2016 ერთმა გამოჩენილმა მოაზროვნემ ასეთი ფორმულა მოგვცა: “ღვთის უარყოფა სულის დაავადებაა, ქრისტეს უარყოფა – სულის უბედურება, ხოლო სულის უარყოფა – თვითმოტყუება”. რა უნდა იყოს უფრო სავალალო, ვიდრე ასეთი ადამიანი? ღმერთი და სულიერი სამყარო ჭეშმარიტი სამშობლოა ადამიანის, მიწიერი სამშობლო კი – მისი ხატი. /ზვიად გამსახურდია/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 16, 2016 Report Share Posted March 16, 2016 მომნანიე ადამიანის შეწყნარება დამოკიდებულია იმაზე, საქმით ინანიებს იგი ჩადენილს, თუ მარტოოდენ ლიტონი სიტყვით. /ზვიად გამსახურდია/ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 16, 2016 Report Share Posted March 16, 2016 ისე რა კარგი იქნება, ჩვენ შევიკრიბოთ და ბუხრის პირას ვისაუბროთ პოლიტიკაზე .. ავთოს ბუხართან სადაა ეს ბიჭი? კი ძალიან კარგი იქნება ბუხარი, მთლად ავთოს დონის არა, თუმცა მეც მაქვს. კაია ბუხრის პირას პოლიტიკაზე საუბარი მესტუმრეთ შენ და ჩემი ქვისლი... პ.ს. ნატანებში არ ჩამოდიხარ ხოლმე? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 17, 2016 Report Share Posted March 17, 2016 კი ძალიან კარგი იქნება ბუხარი, მთლად ავთოს დონის არა, თუმცა მეც მაქვს. კაია ბუხრის პირას პოლიტიკაზე საუბარი მესტუმრეთ შენ და ჩემი ქვისლი... პ.ს. ნატანებში არ ჩამოდიხარ ხოლმე? ვერ ვახერხებ ჩასვლას..გესტუმრებით დქა თქვენც გვესტუმრეთ.. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 17, 2016 Author Report Share Posted March 17, 2016 მეც დამიმატეთ, პოლიტიკაზე მეც მეთქმის ორი სიტყვა . ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 17, 2016 Report Share Posted March 17, 2016 მეც დამიმატეთ, პოლიტიკაზე მეც მეთქმის ორი სიტყვა . აბა რააა! გელოდებით! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 17, 2016 Report Share Posted March 17, 2016 http://inosmi.ru/social/20160205/235301810.html?utm_medium=referral&utm_source=lentainform&utm_campaign=inosmi.ru&utm_term=1253700&utm_content=4071323 ვიცი რომ რუსულად კარგად კითხულობ კატერინა. აქ რუსების ყველაზე საამაყო მეფის ქართულ ფესვებზეა საუბარი, თუმცა ყურადღება მიაქციე სტატიის საწყის ნაწილში ავტორის მიერ მტკიცებით ფორმაში გადმოცემულ აზრს: სტალინს თავი რუსად მიაჩნდაო. ესეც სიმართლეა პეტრეს ქართველობასავით ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 17, 2016 Report Share Posted March 17, 2016 http://inosmi.ru/social/20160205/235301810.html?utm_medium=referral&utm_source=lentainform&utm_campaign=inosmi.ru&utm_term=1253700&utm_content=4071323 ვიცი რომ რუსულად კარგად კითხულობ კატერინა. აქ რუსების ყველაზე საამაყო მეფის ქართულ ფესვებზეა საუბარი, თუმცა ყურადღება მიაქციე სტატიის საწყის ნაწილში ავტორის მიერ მტკიცებით ფორმაში გადმოცემულ აზრს: სტალინს თავი რუსად მიაჩნდაო. ესეც სიმართლეა პეტრეს ქართველობასავით ლევან ბერძენიშვილის ლექცია მოვისმინე, ვაჟაზე... სტალინის მამად მოიაზრებოდა.. კეკე რომ გარდაიცვალა, სტალინის საქართელოში ყოფნის დროს გაადაასვენს ვაჟა მთაწმინდაზე... .. პეტრე პირველის მამა არჩილ მეფე იყოო... მოკლედ, რაც კარგები ვართ ქართველები ვართ რუსებს ოდესმე რუსი ჰყავდათ მეფედ? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 ქართული ანბანი /Georgian Alphabet ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 http://fuza.ru/poleznye-sovety/18418-zachem-nuzhna-rastyazhka-i-kak-pravilno-rastyagivatsya.html Зачем нужна растяжка и как правильно растягиваться? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 20 глубоких цитат от создателя Нарнии Клайва С. Льюиса. 1. Каждый человек получает в жизни то, чего хочет. Но не каждый после этого рад. 2. Я написал то, что мне хотелось прочитать. Люди этого не писали, пришлось самому. 3. Иногда полезно все потерять, чтобы понять, чего тебе действительно не хватает. 4. Будущее — это то, навстречу чему каждый из нас мчится со скоростью 60 минут в час. 5. Главный враг любви — равнодушие, а не ненависть. 6. От того, что ты за человек и откуда смотришь, зависит, что ты видишь и слышишь! 7. Когда тебе страшно, самое лучшее — повернуться лицом к опасности и чувствовать что-то теплое и надежное за спиной. 8. Когда-нибудь вы станете достаточно взрослыми, чтобы снова прочитать сказки. 9. Книга для детей, которая нравится только детям, — плохая книга. Хорошие — хороши для всех. Вальс, который приносит радость лишь танцорам, — плохой вальс. 10. Чтобы победить зло в мире, надо преодолеть его в себе. 11. Жажда обладать тем, кому не можешь дать ничего, изнашивает сердце. 12. Любящие иногда должны делать больно любимым. 13. Не дерзи тем, кто слабее тебя. Тем, кто сильнее, — как хочешь. 14. Если вы думаете, что не страдаете гордыней, значит, вы действительно ею страдаете. 15. В душе, как и в почве, не самые красивые цветы пускают самые глубокие корни. 16. Память, стоит разбудить ее, превращается во властного деспота. 17. Достигшие зрелости всегда добры к юным, и самые загруженные люди всегда готовы уделить другим свое время. 18. Плакать неплохо, пока ты плачешь, но рано или поздно слезы заканчиваются, и тогда надо решать, что же делать. 19. Не стоит тратить время на то, чтобы разбираться, любишь ты человека или нет. Поступай так, как если б ты был уверен, что ты его любишь. 20. У тебя нет души. Ты — душа. У тебя есть тело. http://fuza.ru/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი, ქართველი პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი 1887 წელს, სოფელ ხურვალეთში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. პირველი ლექსებიც სწავლის დროს დაწერა. მოწაფეობაში რევოლუციურმა მოძრაობამ გაიტაცა. 1905 წელს მიხაკო წერეთელთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქუთაისში გამართულ გამოსვლებში. 1906 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში. 1909 წელს ამირეჯიბი სამშობლოში დაბრუნდა. 1910-იან წლებში ამირეჯიბი ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს. თანამშრომლობს რევაზ გაბაშვილის დაარსებულ ჟურნალ „კლდე“-სთან. 1915 წლიდან გაზეთ „სამშობლოს“ და ედპ-ს მთავარი გაზეთის, „საქართველოს“, მუდმივი ავტორია. დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში სპირიდონ კედიას, რევაზ გაბაშვილთან და გიორგი გვაზავასთან ერთად ედპ-ს ფრაქციას წარმოადგენს. 1919 წელს ცოლად შეირთო ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც დიდხანს იყო მისი პოეტური შთაგონების წყარო. ამირეჯიბს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ სიმბოლისტ მწერლებთან. მეგობრობდა „ცისფერყანწელებთან“. ამირეჯიბი ქაქუცა ჩოლოყაშვილის უახლოესი თანამებრძოლი იყო. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1925 წლიდან, ემიგრაციაშია. ცხოვრობდა გერმანიასა და საფრანგეთში. გარდაიცვალა 1943 წელს. დაკრძალულია პარიზში, სენტ უენ-ის სასაფლაოზე. „ვერიკოს“ …შენზე ბევრი კამათია. კითხულობენ, შენ რა გქვიან? შენ უჩემოდ არ დადგები ჩემი მოლოდინი გქვიან. უპასუხოდ არ დამტოვებ ჩემთან მუსაიფი გქვიან. დამტოვებ და ისევ მოხვალ ფიქრი გქვიან, დარდი გქვიან, შენ ხომ იცი, მეც ხომ ვიცი, ალი გქვიან, ქალი გქვიან ამბობენ, რომ ჯერ ბავშვი ხარ, არ შემრჩები დიდხანს ცოლად. მე არ მინდა დავიჯერო, ნათქვამია ჭორის ტოლად. [ნინო კოჭლამაზაშვილი] http://presa.ge/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 ალი ბეი ალ-ქაბირი, (არაბ. علي باي الكبير) ეგვიპტის მამლუქი მმართველი 1757 წლიდან. ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი, სახელად იოსები. დაიბადა 1728 წელს, აფხაზეთში, გარდაიცვალა 1773 წლის 22 აპრილს, ქაიროში. იბრაჰიმ ქათხუდამ, ქართული წარმოშობის მამლუქმა, გზა გაუხსნა ქართული წარმომავლობის მამლუქებს ეგვიპტის მმართველ ელიტაში. ის 1754 წელს გარდაიცვალა და მის შემდეგ ეგვიპტეს განაგებდნენ კადზაღლის სახლის მამლუქები ან ამ მამლუქთა მამლუქები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალი ბეი ალ-ქაბირია. 13 წლისა მოიტაცეს და იბრაჰიმ ბეგს მიჰყიდეს, 28 წლისა უკვე თავისუფალია და ბეგის ტიტული აქვს, 1763 წელს „შეიხ ალ ბალადის“- ეგვიპტის პირველი მხედართმთავრის ტიტულს ატარებს, ხოლო 1766 წლიდან კაიროს მმართველია. დაამარცხა მომთაბარე ბედუინები, გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე, შემოიერთა ხიჯაზი, დაიწყო რეგულარული არმიის შექმნა, გაატარა რეფორმები სამართალწარმოებასა და საფინანსო სფეროებში. ალი ბეის მოღვაწეობის მთავარ მიზნად ოსმალეთის იმპერიისაგან ეგვიპტის განთავისუფლება ჰქონდა. 1768 წლის სექტემბერში გაანადგურა ეგვიპტეში მყოფი ოსმალური ნაწილები და ოსმალეთისათვის ხარკის გადახდა შეწყვიტა. ისარგებლა რუსეთ-თურქეთის ომით (1768-1774 წ.წ.) და 1771 წელს რუსეთის ფლოტის ადმირალთან, ა.გ. ორლოვთან სამხედრო კავშირი გააბა. 1770 წლის ივლისში ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სულთანის ტიტული მიიღო და საომარი მოქმედებები დაიწყო პორტას წინააღმდეგ. აიღო დამასკო და დაიკავა სირია. 1773 წელს ოსმალეთმა მოახერხა ეგვიპტელ ბეგთა ნაწილის გადაბირება და ნილოსის დელტის აღმ. ნაწილში, სალაჰიაში, აჯანყებულმა მამლუქებმა ალი ბეი დაამარცხეს, თავად ალ-ქაბირი დაიჭრა და ჭრილობებისაგან გარდაიცვალა 22 აპრილს, ქაიროში. [ნინო კოჭლამაზაშვილი] http://presa.ge/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 ჰუსრევ მეჰმეთ ფაშა (Hüsrev Mehmet Paşa), ტრაპიზონის გუბერნატორი, კაპუტან ფაშა, ოსმალეთის გენერალსიმუსი, სადრაზამი (დიდვაზირი). დაიბადა 1765 წელს, გარდაიცვალა 1855 წელს. ჰუსრევი საქართველოში დაიბადა. ბავშვობისას მოიტაცეს და ოსმალეთში ტყვედ გაყიდეს. ჰუსრევ მეჰმეთი შესანიშნავი მეომარი იყო, 1804 წელს ეგვიპტის ფაშა გახდა. 1806 წელს ჰუსრევ ფაშა სტამბოლში დაბრუნდა. 1824 წელს მონაწილეობდა საბერძნეთის განმანთავისუფლებელი მოძრაობის აჯანყების ჩახშობაში. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა კაპუტან ფაშას, ტრაპიზონის გუბერნატორის, და სპარსეთის ყურეში დისლოცირებული ოსმალეთის ჯარების გენერალსიმუსის თანამდებობები. 1827 წელს ოსმალეთის არმიის სერაკსირი და ასევე, სამხედრო მინისტრი გახდა. აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, არმიის რეორგანიზაცია მოახდინა. 1838 წელს ოსმალეთის სადრაზამი ანუ დიდვეზირი გახდა. 1839 წელს სულთან მაჰმუთ მეორის სიკვდილის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოსმალეთის ფაქტიური მმართველი გახდა, თუმცა ორი წლის შემდეგ, თანამდებობიდან გადააყენეს და როდოსტოში გადაასახლეს. შემდეგ შეიწყალეს და კვლავ მინისტრად დანიშნეს. ჰუსრევ მეჰმეთ ფაშა 1855 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის უდიდეს დამსახურებად ოსმალეთის არმიის რეორგანიზაცია ითვლება. [ნინო კოჭლამაზაშვილი] http://presa.ge/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 მანველიშვილი დაუდ-ფაშა, გურჯი (ზოგიერთი მოსაზრებით - დიმიტრი ბოჩოლაშვილი), ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი, რეფორმატორი, კანონმდებელი, ოსმალეთის მიერ ერაყის დაპყრობის შემდეგ, ბოსნიის გამგებელი, 1767 ან 1774 წელს, ქვემო ქართლში დაიბადა. 5 წლის ასკში გაიტაცეს (დუშეთიდან?) და ოსმალეთში გაყიდეს. მოხვდა ასევე ქართული წარმოშობის ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებობა (საფაშოს ბეჭდის მცველი, ხაზინადარი, დავთარდარი და სხვა). დაუდ ხანმა უდიდესი როლი შეასრულა ერაყის ისტორიაში. გახდა თუ არა ერაყის მმართველი, განუდგა ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე, რისთვისაც ევროპელი სპეციალისტები ჩამოიყვანა. ერაყში გახსნა პირველი სტამბა, აგრეთვე ქაღალდის ფაბრიკა. შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. ცდილობდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. 1830 წელს სულთანმა მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა, დაუდ-ფაშა გურჯი დამარცხდა და 1831 წლის სექტემბერში თურქებს დანებდა. 1832 წელს სულთნის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო ანატოლიაში შეჭრილ მუჰამედ ალის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1834-1836 წლებში იგი ბოსნიის ბეგლარბეგია; 1838-1839 წლებში კი ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს, – დივანის თავმჯდომარე. ამის შემდეგ, ანკარის ვილაიეთს განაგებდა. 1841 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1846 წელს დაუდი პირადი თხოვნით მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად, -„შეიხ ულ-ჰარამად“ დაინიშნა მედინაში. გარდაიცვალა 1851 წელს, მედინაში, დასაფლავებულია ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს. ცნობილია მისი ურთიერთობაც საქართველოსთან, კერძოდ-მისი ქართული წერილი დედისადმი დაწერილია 1821 წელს; „მერმეთ ვითხოვთ თქვენი მოწყალე გულისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ. კაცი ქვეყანაზედ მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ, ვითხოვ თქვენი მოწყალე დედობისაგან, თუ შეგეძლოს, წამოსვლას ნუ დაიზარებთ, თქვენი ძე ბაღდადის ხელმწიფე „დაუდ-ფაშა“, 1821 წელი“. დაუდ-ფაშას გამოუგზავნია ბაღდადიდან საგანგებო თანხა დედის, დებისა და ძმების გამოსასყიდად, რადგან ისინი თავად ორბელიანის ყმები ყოფილან. ბოლოს იგი ეცადა მათ გააზნაურებასაც. გამოსყიდვის საბუთიც შედგა: „1820 წელს, ნოემბრისა დღესა, მე ქვემოთ ხელის მომწერელმა თავადმა ლუარსაბ იოანეს ძემ ორბელიანმა, განვათავისუფლე ჩემი ყმობისაგან ჩემნი სამკვიდრონი ყმანი, აწ აქ ტფილისში მცხოვრებელნი ბოჩოლაანთ გიორგის შვილები ყოველნი, შიო და დიმიტრი, რომელნიც მანველაანთ იხსენებოდით შენის ცოლით ბარბარეთი და შენის ქალებით ნინოთი, ანათი და სალომეთი და დედა შენი მარიამ და შენი ძმა დიმიტრი, რომელიც აწ ბაღდადს იმყოფება. ასე რომ, თქვენ ჩემი გული შეიჯერეთ და დღეის შემდგომ არც მე და არც სხვათა ნათესავთა და ჩამომავლობათა ჩემთა საბატონყმოდ თქვენ შიო და დიმიტრისთან და თქვენ ჩამომავლობასთან საქმე არა გვქონდეს, რომელ თქვენ ამას წინათ არც ვისმეზედ ხართ მისყიდულნი, არც დაგირავებულნი". [ნინო კოჭლამაზაშვილი] http://presa.ge/ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 "საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი" ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 "საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი" ასეა, ასე გურულო! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 1897 წლის 25 სექტემბერს, ნიუ-ოლბანში, მისისიპის შტატში, უნივერისტეტის საქმეთა მმართველის, მარი ჩარლზ და მოდ ფოლკნერების ოჯახში დაიბადა დიდი ამერიკელი მწერალი უილიამ ქათბერ ფოლკნერი (William Cuthbert Faulkner), ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მისი პაპა, უილიამ კლარკ ფოლკნერი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ომში სამხრეთელების ჯარისკაცი, ავტორია იმ დროისათვის პოპულარული რომანისა „მემფისის თეთრი ვარდი“. როცა მომავალი მწერალი ჯერ კიდევ პატარა იყო, ოჯახი საცხოვრებლად შტატის ჩრდილოეთში, ოქსფორდში გადავიდა, სადაც დიდმა მწერალმა გაატარა მთელი ცხოვრება. 1918 წელს გაუთხოვდა სატრფო და ახალგაზრდა გენიოსმა ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ არ წაიყვანეს. შევიდა სამხედრო სასწავლებელში… სანამ დაასრულებდა სასწავლებელს, ომიც დამთავრდა. დაბრუნდა ოქსფორდში და ისმენდა უნივერსიტეტში ლექციებს, თუმცა მერე მიატოვა. 1919 წელს შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი ჟურნალში The New Republic, სადაც გამოქვეყნდა მისი ლექსი: „ფავნის დღის სიზმარი“. 1925 წელს მას მწერალმა შერვუდ ანდერსონმა, რომლის მოთხრობა „ტენდი“ ჩვენ ადრე შევთავაზეთ პრესა.გე-ს მკითხველს წასაკითხად, ფოლკნერს ურჩია პროზისთვის მიემართა და ეწერა ამერიკის სამხრეთზე, რასაც კარგად იცნობდა. დიდი ფოლკნერი ასეც მოიქცა და მსოფლიო ლიტერატურა გაამდიდრა შედევრებით. 1929 წელს დაქორწინდა თავის სატრფოზე, ესტელაზე, მას შემდეგ რაც ის ქმარს გაშორდა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ, ალაბამა და ჯილი. სამწუხაროდ, ალაბამა გარდაიცვალა 1931 წელს. იმ ტკივილთანაა დაკავშირებული წინამდებარე წერილი ფოლკნერისა, ბოლოთქმა წიგნისთვის „ხმაური და მძვინვარება“, რომელსაც გთავაზობთ დღეს. კრიტიკოსებს ძალიან მოსწონდათ ფოლკნერის ნაწარმოებები, მაგრამ ამერიკაში ჯეროვნად არ აფასებდნენ მაინც. ოჯახის შენახვის მიზნით ჰოლივუდისთვის მუშაობდა. ევროპაში უკვე იცნობდნენ და ძალიან აფასებდნენ. 1947 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია, რის შემდეგ ამერიკაშიც დააფასეს. როგორც ვთქვით, დიდი მწერალი გარდაიცვალა 1962 წლის 6 ივლისს. უილიამ ფოლკნერმა ნობელის პრემიით მისი დაჯოლდოების გამო სიტყვით გამოსვლისას საინტერესო რამ თქვა. ეს სიტყვა ჩვენს მკითხველს ადრე მივაწოდეთ რევაზ თვარაძის მიერ თარგმნილი, ახლა ვთავაზობთ პაატა და როსტომ ჩხეიძეების მიერ ნათარგმნს... რა თქმა უნდა, ორივე ვარიანტი მშვენივრად გადმოსცემს დიდი მწერლის აზრს... უილიამ ფოლკნერის სიტყვა ნობელის პრემიით მისი დაჯილდოების გამო (ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა) ასე მგონია, მე კი არა, შემოქმედებას აჯილდოებენ-მეთქი – შემოქმედებას, ანუ მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად ან, მით უმეტეს, გამორჩენისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა. ასე რომ, ამ ჯილდოს მხოლოდ ნდობის გამოცხადებად ვთვლი. ძნელი არ იქნებოდა პრემიის ფულადი ნაწილი დანიშნულებისამებრ გამომეყენებინა და გამეცა მისი მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის შესაბამისად. მაგრამ მსურს ამ წუთით ვისარგებლო და ეს ადგილი ვაქციო უმაღლეს ტრიბუნად, რათა ხმა მივაწვდინო იმ ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, ვისაც ამგვარივე ტანჯვა-წამებისათვის გადაუდია თავი. მათ შორის უკვე იქნება ის პიროვნება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აქ იდგება, მე რომ ვდგავარ. ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საყოველთაო და ყოვლისმომცველი შიშია, რაც იმდენი ხანია გვაძრწოლებს, რომ ლამის შევეჩვიოთ კიდეც. სულიერ პრობლემებს ვიღა ჩივის. ყველას ერთი კითხვა აკვიატებია, როდის გააცამტვერებენ. ამიტომაცაა, რომ დღესდღეობით ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს მთავარი – ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან, ურომლისოდაც ღირებული ვერაფერი შეიქმნება, რადგან მხოლოდ ესაა დაწერის ღირსი, ღირსი ტანჯვისა და ოფლის ღვრისა. ეს ყოველივე მწერალმა თავიდან უნდა ისწავლოს. უნდა შეიგნოს, რომ შიში ყველაზე სამარცხვინო გრძნობაა, შეიგნოს და სამუდამოდაც დაივიწყოს იგი, არაფერი დაიტოვოს თავის სახელოსნოში, გარდა გულის ძველისძველი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა – სიყვარულისა, პატიოსნებისა, ლმობიერებისა, სიამაყისა, თანაგრძნობისა და თავგანწირვისა, ურომლისოდაც ყოველი ნაწარმოები წარმავალი და განწირულია. უამისოდ მწერლის ღვაწლს მადლი არ ექნება. სიყვარულზე კი არ დაწერს, არამედ ავხორცობაზე ან მარცხზე, სადაც არაფერი ღირებული არ იკარგება; ან გამარჯვებაზე, რომელსაც სასოების ნატამალიც არ ახლავს და, რაც ყველაზე სავალალოა, არც თანაგრძნობა ახლავს და არც სიბრალული. მის ვაი-ვიშს ქვეყნის სატირალი არ გაერევა და ვერც ჭრილობას დააჩნევს გულში. ჯირკვლებზე დაწერს, გულზე კი არა. ვიდრე ყოველივე ამას ხელახლა ჩასწვდებოდეს, ისე დაწერს, თითქოს მოწმე იყოს კაცობრიობის აღსასრულისა. ხოლო მე კაცობრიობის დაღუპვას ვერ შევეგუები. სათქმელად იოლია, ადამიანი უკვდავია თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერს გაუძლებსო; მომაკვდავი საღამოს მეწამულ ფერებში უბადრუკ, პიტალო კლდეზე საბედისწერო ბოლო ზარი რომ ჩამორეკეს და მიჩუმდა, მაშინაც გაისმის ხმა, სუსტი, დაუდუმებელი ხმა ადამიანისაო. მაგრამ ამასაც ვერ ვირწმუნებ. მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, გაიმარჯვებს კიდეც. ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ, რომ სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით მხოლოდ მას აქვს დაუდუმებელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ სული აქვს მომადლებული, სული, რომელსაც თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი შესწევს. პოეტის, მწერლის ვალი ამაზე წერაა. მისი დანიშნულებაა შეეწიოს ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამაცეს, პატიოსნებას, იმედს, სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერებას, თავგანწირვას – დიდებით რომ მოსავდა ადამიანის წარსულს. პოეტის ხმა უსარგებლოდ არ უნდა იხარჯებოდეს, საყრდენად, ბურჯად უნდა ედგეს ადამიანს, შეეშველოს და გააძლებინოს. http://presa.ge/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 ჯონ სტეინბეკი - სიტყვა, წარმოთქმული ნობელის პრემიის მიღებისას 1962 წლის 10 დეკემბერს მადლობა შვედეთის აკადემიას, ჩემი შრომა ამ უმაღლესი ჯილდოს ღირსად რომ სცნო. გულის სიღრმეში ვეჭვობ, ნობელის პრემიას იმ მწერლებზე მეტად ვიმსახურებდე, რომელთა მიმართაც პატივისცემითა და მოწიწებითა ვარ განსმჭვალული – თუმც, უდავოა, მე რომ მერგო, მიხარია და მეამაყება. ამ პრემიით დაჯილდოებული ჩვეულებრივ მეცნიერულ ან საკუთარ კომენტარებს გვთავაზობს ლიტერატურის არსისა და მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, ამ განსაკუთრებულ დროში იქნებ სჯობდეს, ლიტერატურის შემქმნელთა მაღალი დანიშნულებისა და პასუხისმგებლობის შესახებ გვესაუბრა. ნობელის პრემია და ადგილი, სადაც მე ვდგავარ, ისეთი პრესტიჟულია, მაგულიანებს მადლიერი და აპოლეგეტური თაგვივით კი არ ვიწრუწუნო, არამედ ლომივით ვიბრდღვინო იმგვარი სიამაყით, რასაც ჩემი პროფესიისა და იმ ბრწყინვალე, ნიჭიერი ადამიანების გამო განვიცდი, საუკუნეთა მანძილზე ამ ასპარეზზე რომ იღვწოდნენ. ლიტერატურა არ გაუვრცელებია ფერმკრთალ და დასაჭურისებულ, ცარიელ ეკლესიებში ლიტანიების მომღერალ შარიან სამღვდელოებას – არც მონასტერში გამომწყვდეული რჩეულების, უიმედოდ სასოწარკვეთილი, ტრაბახა მათხოვარი ბერების საქმე ყოფილა. ლიტერატურა მეტყველებასავით ძველია. ის ადამიანთა მოთხოვნილებამ აღმოაცენა, რაც დღემდე არ შეცვლილა, პირიქით, უფრო საჭირო გახდა. სკალდები, ბარდები, მწერლები არ ყოფილან განცალკევებულნი და კარჩაკეტილნი. დასაბამიდანვე მათი დანიშნულება, მოვალეობები, პასუხისმგებლობანი ადამიანთა მოდგმამ დააკანონა. კაცობრიობა თავგზააბნეულია იმ პირქუში და უკაცრიელი დროის გამო, რომელშიც გამოვლა უხდება. ჩემმა დიდმა წინამორბედმა უილიამ ფოლკნერმა აქ გამოსვლისას, ამ დროებას უწოდა ყოვლისმომცველი შიშის ტრაგედია, რომელიც იმდენხანს გაგრძელდა, რომ სულიერებაც კი დაგვავიწყა. ამიტომ ადამიანს მხოლოდ თავის გულთან ჭიდილში შეეძლო ამის შესახებ დაეწერა. ფოლკნერმა კი ყველაზე მეტად უწყოდა, როგორც ადამიანის ძლიერების, ასევე მისი სისუსტის შესახებ. მან იცოდა, რომ შიშის შეცნობა და დაძლევა მწერლის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ეს არახალია. მწერლის უძველესი რწმუნებულება არ შეცვლილა. მისი ვალია ჩვენი უამრავი მტანჯველი მარცხი და შეცდომა გამოააშკარაოს, გამოსამზეურებლად ამოზიდოს ჩვენი ბნელი სიღრმეებიდან საშიში წარმოსახვანი მათი გამოსწორების მიზნით. გარდა ამისა, მწერალი უფლებამოსილია საჯაროდ განაცხადოს და დიდებით შეამკოს ადამიანის აღიარებული უნარი – მისი გულისა და სულის სიდიადე – მარცხის ვაჟკაცურად აღიარება, სიმამაცე, სიბრალული და სიყვარული. სისუსტისა და სასოწარკვეთის წინააღმდეგ დაუსრულებელ ბრძოლაში ესენია მოცილეობისა და იმედის კაშკაშა ალმების კრებული. მიმაჩნია, რომ მწერალს, რომელსაც მგზნებარედ არ სწამს ადამიანის სრულყოფილებისა, ...არც მოწოდება აქვს და არც ადგილი ლიტერატურაში. დღევანდელი ყოვლისმომცველი შიში ჩვენს ცოდნაში ახალი მოზღვავებული ტალღისა და მატერიალურ სამყაროში ერთგვარად სახიფათო მოვლენათა ბრუნვა-ტრიალის შედეგია. მართალია, ურთიერთგაგების სხვა ფაზებმა ჯერ ფეხი ვერ აუწყეს ამ უზარმაზარ ნაბიჯს, მაგრამ არ არსებობს მიზეზი ვივარაუდოთ, ისინი ვერ ან არ ივლიან გვერდიგვერდო. რა თქმა უნდა, ესეც მწერლის მოვალეობის ნაწილია, რათა უზრუნველყოს მისი აღსრულება. კაცობრიობას ხანგრძლივი, საამაყო ისტორია აქვს ბუნებრივი მტრების წინააღმდეგ მტკიცედ დგომისა, ზოგჯერ თითქმის დამარცხებისა და გაქრობის წინაშეც მდგარა. ჩვენ ვიქნებით მშიშრები და უგუნურნი ბრძოლის ველი რომ უდიდესი გამარჯვების წინადღეს მივატოვოთ. გასაგებია, ალფრედ ნობელის ცხოვრებას გავეცანი; როგორც წიგნებში ამოვიკითხე, განდეგილი და მოაზროვნე ყოფილა. მან შექმნა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც უნარი აქვს შემოქმედებითი სიკეთის ან დამანგრეველი ბოროტებისა, არჩევანის უქონლობის შემთხვევაში გონება და საღი აზრი რომ ვერ წარმართავს. ნობელმა დაინახა, რომ თავის გამოგონებებს სისასტიკისა და სისხლისღვრის ჩასადენად ბოროტად გამოიყენებდნენ. ეგებ წინასწარ განჭვრეტილიც კი ჰქონდა თავის გამოკვლევათა საბოლოო შედეგი – უკიდურესი ძალმომრეობისა და საბოლოო ნგრევის მისაწვდომობა. ამბობენ, ცინიკოსიც გახდაო, მაგრამ არ მჯერა. ვფიქრობ, ის შეეცადა ზემოქმედების – უსაფრთხოების სარქველის გამოგონებას, რაც, ჩემი აზრით, საბოლოოდ მხოლოდ ადამიანის გონებასა და სულში ჰპოვა. მე მგონი, მისი მოსაზრება ნათლადაა გამოხატული ამ პრემიების ნომინაციაში. ისინი შემოთავაზებულია ადამიანის ცოდნისა და მისი სამყაროს მუდმივი განვითარებისათვის – ურთიერთგაგებისა და კომუნიკაციისათვის – რაც ლიტერატურის დანიშნულებაა და თავის მხრივ მშვიდობის შესაძლებლობის დემონსტრირებას გულისხმობს, ყველაფრის მწვერვალს რომ წარმოადგენს. ორმოცდაათ წელზე ნაკლები გავიდა მისი გარდაცვალებიდან, რაც ბუნების კარი გაიხსნა და არჩევანის საშინელი ტვირთის წინაშე დაგვაყენა. ჩვენ ბევრი იმ ძალის უზურპირება მოვახდინეთ, რაც თავის დროზე ღმერთს მივაკუთვნეთ. შეშინებულებმა და მოუმზადებლებმა მთელი სამყაროს ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლესა და სიკვდილზე ძალაუფლება ვიტვირთეთ, თავზე ავიღეთ. საფრთხე, გამარჯვება და არჩევანი საბოლოოდ ადამიანზეა დამოკიდებული. მისი სრულყოფილების გამოცდა ჩვენს ხელთა. ვიტვირთეთ რა ღვთიური ძალა, ვალდებულნი ვართ საკუთარ თავში მოვიძიოთ პასუხისმგებლობა და სიბრძნე, რასაც ერთ დროს ვიღაც ღვთაებას ვევედრებოდით, გვეგონა, ის იქნებოდა მათი მფლობელი. ადამიანი გახდა ჩვენი უდიდესი საშიშროება და ერთადერთი იმედი. ასე რომ, დღეს შესაძლოა წმინდა იოანე მოციქულის პერეფრაზირება მოვახდინოთ: ბოლო არის სიტყვა და სიტყვა არის ადამიანი, და სიტყვა ადამიანთანაა. http://presa.ge/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 18, 2016 Report Share Posted March 18, 2016 ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები 1. ერთხელ ჰემინგუეიმ ნაძლევი დადო, რომ დაწერდა მოთხრობას ოთხი სიტყვისგან შემდგარს, რომელიც ნებისმიერ მკითხველს გულს აუჩუყებდა. მან ნაძლევი მოიგო: "იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. ჩაუცმელი" 2. ფრედერიკ ბრაუნმა ყველაზე მოკლე საშინელებათა მოთხრობა დაწერა: "დედამიწაზე დარჩენილი ერთდაერთი ადამიანი ოთახში იჯდა. უეცრად კარზე დააკაკუნეს.." 3. ო. ჰენრიმ ყველაზე მოკლე მოთხრობების კონკურსში გაიმარჯვა: "მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა და ბენზინის კასრთან დაიხარა, რომ ენახა ბევრი იყო თუ არა ბენზინი. გარდაცვლილი 23 წლის იყო". 4. მსგავსი კონკურსი ინგლისელებმაც ჩაატარეს, მაგრამ კონკურსის პირობების თანახმად, მოთხრობაში შემდეგი სიტყვები უნდა ეხსენებინათ: "დედოფალი, ღმერთი, სექსი, საიდუმლო". პირველი ადგილი ასეთი მოთხრობის ავტორს მიაკუთვნეს: "ღმერთო! - დაიყვირა დედოფალმა, - ორსულად ვარ, მაგრამ არ ვიცი ვისგან". 5.ყველაზე მოკლე ავტობიოგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა ფრანგმა, რომელმაც დაწერა: ადრე გლუვი სახე და დაკუჭული კაბა მქონდა, ახლა კი პირიქითაა". adami.ge ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 20, 2016 Report Share Posted March 20, 2016 "დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის ნებართვის დაშვება სულაც არ მიმაჩნია საძრახის საქმედ, მაგრამ "კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა", ამასთანავე, კარგი შემსრულებელიც, რომელიც მხოლოდ მოვალეობისთვის კი არ იმოქმედებს, არამედ ბუნებისა და მისი შვილების გულშემატკივარი იქნება", _ ამბობს ენვერ (ერმოგენ) კომახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის" დამფუძნებელი. იგი ძველი მონადირეა და საქართველოს მთა-ბარი ფეხდაფეხ აქვს მოვლილი. განსაკუთრებით, გურიის ფლორისა და ფაუნის ქომაგია და ათეული წლების წინ, საქართველოში პირველმა ჩამოაყალიბა აღნიშნული ორგანიზაცია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, "ფრთები კარგად ვერ გაშალა", ზოგიერთებმა კარგი იდეებიც კი გამოსტყუეს და მერე თვითონ გამოიყენეს. ენვერ კომახიძეს არა ერთ მტკივნეულ პრობლემაზეც ვესაუბრეთ, რომელიც დაცული ტერიტორიების იჯარით გაცემასა და იქ ნადირობის ნებართვას უკავშირდება. მან აღნიშნა, რომ საუკუნეების წინ, ჩვენს მთასა და ბარში, არა ერთი იშვიათი ჯიშის ცხოველი თუ ფრინველი ბინადრობდა, რომელსაც თავდადებით უფრთხილდებოდნენ და უვლიდნენ ჩვენი წინაპრები, თუმცა, ბოლო ათწლეულებმა ძალიან გაანელა ხალხის ინტერესი ამ კუთხით და ამ საქმეს ცალკეული გულშემატკივრებიღა შემორჩნენ ქომაგად. მათ შორის, ენვერ კომახიძე საკუთარ თავსაც გულისხმობს. ზოგიერთ კითხვას მან, ჩვენი აზრით, პარადოქსული პასუხიც გასცა, თუმცა, ამას ახსნაც მოუძებნა. _ ბატონო ენვერ, თქვენ, როგორც ძველ მონადირეს, პირველ რიგში, მსურს გკითხოთ, ეთანხმებით თუ არა კანონპროექტს, დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის დაშვების შესახებ? _ საერთოდ, ნადირობა დასაშვებად მიმაჩნია გამოხშირვის მიზნით. ინგლისში, ოთხ წელიწადში ერთხელ, აკეთებენ გამოხშირვას. სამონადირეო ტურიზმი გულისხმობს იმას, რომ ტურისტი ერთ დღეს ნადირობს, მეორე დღეს ბუნების საოცრებებს ათვალიერებს, მესამე დღეს თევზაობს, მეოთხე დღეს ფოტორეპორტიორად გვევლინება და ასე შემდეგ. ფანტაზია ამოუწურავია. გააჩნია, ტურისტი წელიწადის რომელ დროს ჩამოვა. ამ ყველაფერს თავისი მეთვალყურე და კანონის ჩარჩოში მომქცევი უნდა ჰყავდეს. თორემ ყველამ ყოველდღე რომ ინადიროს, ხომ ამოწყდა ნადირ-ფრინველი?! ამას არც არავინ დაუშვებს. გარდა ამისა, "კეკიობის" ჟამს ყოვლად დაუშვებელია სანადიროდ გასვლა. დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის ნებართვის დაშვებას, თქვენ წარმოიდგინეთ, ვეთანხმები და მსურს, ვთქვა ერთი რამ: თუ ნადირობა სურს ადამიანს, მას, პირველ რიგში, მოეთხოვება ეს სანადირო გარემო თვითონვე შექმნას. ამასთანავე, იქნება რაღაც დამცავი მექანიზმი, რომელიც შეზღუდვებს დააწესებს. გადასახადი კი კარგი ხელმძღვანელის ხელში, კარგ საქმეს მოხმარდება. ხმები, ეჭვები და ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ვიღაც სადღაც წაიღებს ამ ფულს და კარგ საქმეს არ მოხმარდება, ნაკლებ სარწმუნოა, რადგან ასე თუ ვიფიქრეთ, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუ საქმის გაკეთება გულით და პატიოსნად სურს ადამიანს, აუცილებლად გამოვა. _ ბატონო ენვერ, ნადირობის რა ხნის სტაჟი გაქვთ? _ რაც ხელში "რაგატკა" ავიღე, მას შემდეგ ვნადირობ. ალბათ, 13 წლის ასაკიდან. ნადირობა მიყვარს, მაგრამ ბუნებას ვაღმერთებ და ბახმაროს ტყეში რომ შემიყვანო, გზას თვალდახუჭული გავიგნებ. თან გამოვიცნობ, რომელი ჩიტი როგორ გალობს. ხეებს რამდენჯერ მოვფერებივარ, ვინ მოთვლის. გომისმთაზე ერთი ადგილია, "მგლის ნაწოლს" ეძახიან. ირგვლივ საოცარი ალვის ხეები იზრდება _ სულ მზისკენ გარბიან! ბუნებას თავისი სასწაულები აქვს. აქაური კაცი რომ გაგიჟდები ამ სილამაზითა და იდუმალებით, სხვას რა მოუვა? ერთხელ ნისლში დავიკარგე. ისეთი ბურუსი იცის იქ, ერთ მეტრში ვერც თოფის ხმას გაიგებ და ვერც _ ადამიანისას. ძროხას წავავლე კუდში ხელი და ასე, საქონელს მიხუტებული გავედი სამშვიდობოს. _ როგორ ჩამოაყალიბეთ ადრეულ წლებში თქვენი კლუბი, რა გზა გაიარეთ, რას ეცადეთ, რა გამოგივიდათ და რა _ არა? _ "გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბი" 2000 წელს ჩამოვაყალიბეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. კანონის სრული დაცვით მოვახდინეთ რეგისტრაცია და შევქმენით წესდება, რომლის მიხედვით ჩვენი საქმიანობის მიზანი საკმაოდ მკაცრი, მაგრამ ბუნების ტრფიალისთვის ადვილად შესასრულებელია: სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა ფლორისა და ფაუნის მოვლა-შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტურიზმის და, მათ შორის, სამონადირეო ტურიზმის განვითარება, ძველი სამონადირეო ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზაცია, გადაშენების პირას მისული ფრინველებისა და ცხოველების დაცვა და მათზე ზრუნვა, პროფესიონალ მონადირეთა ხელშეწყობა და დახმარება. ეს ყველაფერი ჩვენ ჯერ კიდევ 11 წლის წინ დავგეგმეთ. მას შემდეგ, ბევრჯერ წამოვაყენეთ ბიზნესწინადადება და ვის აღარ ვთხოვეთ, გურიის რეგიონში ერთადერთი სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის ძირითადი მიზნის _ რეგიონში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებაში თანადგომა, ადრესატს ვუხსნიდით და ვარწმუნებდით, რომ კარგია ხოხბის სანაშენე მეურნეობის შექმნა, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის ე. წ. "რწყავისრტოს" ტყეში შესაძლებელია გარეული ღორის მოშენება. (კომუნისტების დროს, სხვათა შორის, იყო აქ გარეული ღორი მოშენებული და მერე განადგურდა). ეს ტყე ადვილი მისადგომია _ ქალაქიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ცენტრალურ საავტომობილო გზამდე მანძილი, სულ რაღაც, 1,5 კილომეტრია. ტყის ფართობი არის 30 ჰექტარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ხელსაყრელი გარემოა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენი კლუბს აქვს დასახული. _ ბატონო ენვერ, ასე ადვილია გარეული ღორის ტყეში გაშვება? ხალხი შინ ვერ ზრდის იოლად პირუტყვს. _ სწორედ რომ ადვილია ჩვენთან ამის გაკეთება. ტყეში არის საკმაო საკვები რესურსი იმისთვის, რომ ველურმა ღორმა თავი ირჩინოს. რა თქმა უნდა, ყურადღება სჭირდება, თუმცა, ტიტანურ შრომას არ ითხოვს. მახსოვს, ერთხელ, ეს იყო 70-იან წლებში, ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და ვაკიჯვრის ტყეში გარეული ღორები დაიხოცნენ. რაკი უჩვეულო ზამთარი დადგა, საჭირო გახდა, ტყეში ქატო აეტანათ და ღორებისთვის დაეყარათ. მოგეხსენებათ, ჩვენთან გრძელი ზამთარი არ იცის და არც ისე ძნელი იყო პირუტყვის გადარჩენა, უბრალოდ, ვიღაცას რაღაც დაეზარა და საქმეც წახდა. დავძენ, რომ ასეთი ზამთარი ჩვენში 30-40 წელში ერთხელ შეიძლება დადგეს და ამის გამკლავება არ უნდა გაგვიჭირდეს. _ თქვენ თქვით, რომ ერთხელ იდეაც კი მოგპარეს. თუ საიდუმლო არ არის, გვითხარით, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს? _ ვწერდით პროექტებს და ვისთანაც კი ჩვენი ძალებით ხმის მიწვდენა შეგვეძლო, დახმარებას ვთხოვდით. ერთხელ, არჩევნების დროს, მრეწველ გოგი თოფაძეს "წავაწყდით" გურიაში. გავაცანით ჩვენი იდეა, ტყეში ველური ღორის მოშენების შესახებ. ძალიან მოეწონა ჩვენი ნააზრევი და თანადგომას შეგვპირდა. მერე გავუგზავნეთ წერილი. შეგვეხმიანა, კაბინეტში მიდევსო. დახმარებას კიდევ ერთხელ შეგვპირდა. მოგვიანებით კი სატელევიზიო ეთერით ვნახეთ, რომ კახეთში, სადღაც შემოღობილში გარეული ღორები თავად გაუშვია!!! ღორს "სეტკაში" რა უნდა? ღორი უნდა გაუშვა ტყეში! სიმართლე გითხრათ, გული დაგვწყდა და მერე აღარც შევხმიანებივართ. გადახედეთ ამხელა ტყეებს, გული მიკვდება _ სადღაც მშიერი ტურა თუ დაიჩხავლებს. სავალდებულო ხომ არ არის, ადამიანმა მხოლოდ ინადიროს? უნდა მოშენდეს ფრინველები, ცხოველები და მერე ნადირობასთან ერთად, ადამიანი ბუნების ცქერითაც დატკბეს, ამ ნადირ-ფრინველთან ერთად. _ ბატონო ენვერ, თქვენ ხოხობიც ახსენეთ. _ ძალიან კარგი იქნება ჩვენს ტყეებში ხოხბის გაშვება. იგი სულ შვიდი სახეობისაა. კოლხური რომ გაუშვა, ზღვისკენ წავა და თავს ადვილად ვერ დაიცავს, ამიტომ ნაკლებად შეძლებს გამრავლებას. უნდა შეირჩეს ისეთი ჯიში, რომელიც უფრო ტყისკენ მირბის, სტეპში არ ჩამოდის და სიცივეს უძლებს. იქ თავსაც ადვილად დაიცავს და გამრავლებასაც შეძლებს. ხოხობიც იყო ადრე ვაკიჯვრის ტყეში. რჩენას არ გთხოვს და განსაკუთრებულ ჭაპანწყვეტას. ხოხობი იჩხრიკება და არის. ვიმეორებ, მარტო მონდომება არ არის საკმარისი, უნდა გულიანი ინვესტორი და 4-5 წელიწადში შესანიშნავი შედეგი გვექნება. ტურისტი მარტო ზღვითა და მდინარით კი არ უნდა დააინტერესო, არამედ ეგზოტიკური ტყე-პარკითაც უნდა გააოცო. დღევანდელ მსოფლიოში ფრინველებით დაინტერესება ძალზე დიდია. ჩამოყალიბდა ტურიზმის ცალკე სახეობა, რომელსაც ეწოდება "ბიორდვოჩერები", რაც მოთვალთვალეს ნიშნავს ინგლისურად. გადამფრენ ფრინველებს სურათებს უღებენ. ჩვენს ქვეყანაში, ბათუმში არის კიდევ ერთი სამიგრაციო დერეფანი ანუ ძაბრი, რომელიც ასე იქმნება: მას შემდეგ, რაც მტაცებელი ფრინველები გადმოლახავენ დიდი კავკასიონის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებს, ეშვებიან კოლხეთის დაბლობზე. ენერგიის დაზოგვის მიზნით, ერიდებიან შავი ზღვის ზედაპირს, ლიხის და მესხეთის ქედებს. ამის გამო, ძალაუნებურად, მათი დიდი ნაწილი თავს იყრის ბათუმის მიდამოებში. შემდეგ, როცა გადალახავენ საქართველოს საზღვარს, თანდათან ისევ დაშორდებიან ერთმანეთს. ეს, სანახაობრივი თვალსაზრისით, საოცრებაა და "ბიორდვოჩერებისთვის" ძალიან "მსუყე ლუკმა". ამ საქმითაც შეიძლება, ბიუჯეტში სერიოზული თანხა შევიდეს. ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით _ ერთხელ გადამფრენ ფრინველს, რომლის ნამდვილი სახელი კრაზანიჭამიაა და ჩვენში ირაოს ვეძახით, ფეხზე აღმოვუჩინეთ რგოლი. ფინეთიდან იყო წამოსული. მერე ეს ინფორმაცია აღნიშნულ მისამართზე გავგზავნეთ ინტერნეტით. ძალიან მადლობელი დარჩნენ და გვითხრეს, ეს უკვე 76-ე შემთხვევაა, რაც მაგ ტრასით მიფრინავენო! წარმოიდგინეთ, ჩვენს ზემოთ როგორი ტრასა გაუხსნიათ გადამფრენებს, თან ამ ტრასით შეიძლება, ჩვენ ისე "ვისარგებლოთ", რომ სარგებელი ბიუჯეტში შევიდეს და სამომავლო საქმეს წაადგეს. მსოფლიოში დღეს ძალიან პოპულარულია გადამფრენ ფრინველებზე, ზოგადად ფრინველებზე, დაკვირვება. ეკოლოგიური ტურიზმის ფარგლებში სპეციალური ტურები ეწყობა, რომლის დროსაც ტურისტებს საშუალება აქვთ, ფრინველებს უშუალოდ ბუნებაში დააკვირდნენ, გადაუღონ ფოტოები, ჩაიწერონ მათი გალობა. ბოლოდროინდელი მონაცემებით, ამერიკაში ამ ტურებიდან შემოსული თანხა ბეისბოლიდან შემოსულს უსწრებს და 5,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. შემოსავლის დიდი ნაწილი ისევ ფრინველთა დაცვას ხმარდება. იზრდება დაცული ტერიტორიების პერსონალი. ამიტომაც არის დაფიქრება საჭირო, რომ საქართველოშიც შეიქმნას მსგავსი ინფრასტრუქტურა. ეს ჩემი ოცნებაა. _ ამ ეტაპზე თქვენ მაინც ენთუზიაზმის ამარა ხართ და ჯიუტად გჯერათ, რომ კეთილი ინვესტორი გამოჩნდება. _ ინვესტორთან, თუ ის გამოჩნდება, დაჯდომა და სერიოზული საუბარია საჭირო. მაქვს იდეა, რომელსაც დიდი ხანია, ველოლიავები. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ თუ რამე გაკეთდება, არ მინდა, ფულთან შეხება მქონდეს. უბრალოდ, ინვესტორისთვის მე ვიქნები დასაყრდენი ჩვენს მხარეში. პრეტენზია ნამდვილად მაქვს გურიის ფლორისა და ფაუნის სიღრმისეულ ცოდნასა და დიდ სიყვარულზე. ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს, საქართველოს თუ არა, გურიის ისტორიაში მაინც შევა. ადვილიც არ იქნება ეს ყველაფერი რომ აკეთო. კონტროლი, დევნა და სირბილი უნდა და, რაც მთავარია, ისეთი სიყვარული, რომელიც ბუნების გარეშე ვერ გაგაძლებინებს. აი, მაშინ საქმე გამოვა. _ "ჩაშვების ინსტიტუტი" ახსენეთ. ვინმე ვინმემ, როდის და რატომ ან რანაირად უნდა "ჩაუშვას"? _ ჩვენს კლუბს ადრე გამოუყვეს 54 ჰექტარი ტყე, ვაკიჯვრიდან ბახმარომდე, მაგრამ სწორედ ინვესტორის არყოლის გამო ჩამოგვართვეს. ან რად გვინდოდა? ვერ მივხედეთ. თუ ბედი გაგვიღიმებს და მოხდება ისე, რომ საქმეს შევუდგებით, ერთობლივი გადაწყვეტილება ყველასთვის კანონი უნდა იყოს. ამიტომ, როცა ტყეში თოფის ხმას გაიგებ, ვგულისხმობ იმ ტყეს, სადაც უკვე პროექტი გახორციელდება, ყველამ უნდა გაარკვიოს, უნდა გამოიძიოს, ვის წასძლია სულმა, ენადირა. გარკვეული ფორმით ის უნდა დაისაჯოს უპასუხისმგებლობისა და სულწასულობისთვის. თუ ნადირობაა, ან ერთად უნდა ინადირონ ან შეთანხმებით. ამას გინდ "ჩაშვება" დაარქვით და გინდ, გაშვება. ასეთი ადამიანი უნდა ჩამოშორდეს "ტყის ძმებს". სხვანაირად შედეგი არ დადგება _ მონადირე და ნადირობა მეტად ფაქიზი ცნებებია. _ რას მიიჩნევთ ბრაკონიერობად? _ წყლის მოწამვლა და დინამიტით სარგებლობა ნამდვილად ბრაკონიერობაა და ეს არ უნდა დავუშვათ. სინათლით, ანუ ფანარით ნადირობა კი სპორტული სახეა და აკრძალვას არ ექვემდებარება. _ ბატონო ენვერ, თუ გაგიგიათ ან წაგიკითხავთ, ძველად, საქართველოში, რა პრინციპით უდგებოდნენ ისეთ ან მსგავს საკითხებს, როგორზეც ახლა ვისაუბრეთ? _ გადასახადის ამბავი არ ახალია. წამიკითხავს ისტორიკოს ქველი ჩხატარაშვილის გამოკვლევა ნაფაცხვარი-გომისმთის შესახებ. ძველ საქართველოში, მხარეთა შორის, საზღვრები გადიოდა, მაგალითად, გურიასა და აჭარას შორის. მდინარე აჭარისწყლის აუზის კალთები აჭარას ეკუთვნოდა, შავ ზღვაზე ჩამდინარე წყლების სათავეები კი _ გურიას. გურია-აჭარის ქედზე სამი მთავარი "საბალახო მთა" იყო, რომლის მიდამოებზე გაზაფხულ-ზაფხულობით აჭარიდან გადმოსული მესაქონლეები ერისთავებს ყოველწლიურად "ბალახის ბაჟს" ანუ "საბალახეს" უხდიდნენ: ყოველ მეწველ ძროხასა და კამეჩზე თითო ყველს, მეწველ თხებსა და ცხვრებზე კი მათ "ათიათავს", ანუ მეათედს. გურიელსა და შემოქმედის მონასტერს ეკუთვნოდა მთაგინურას საძოვრები. მეფის რუსეთის ხელისუფლებისთვის 1829 წელს წარდგენილ მოხსენებაში ოზურგეთისა და შემოქმედის მოურავი, თავადი ლაზარე ნაკაშიძე აღნიშნავდა, რომ შემოქმედის მონასტერს ეკუთვნოდა გოგიეთის, გომისა და ვაკიჯვრის ტყეები, საიდანაც მონასტერს ათი ოყა სანთელი შემოდიოდა. მონასტერსვე ეკუთვნოდა "ნადირობის ბაჟი" _ ამ ტყეებში მოკლული ირმის და ღორის ფელიკი. ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რაც ძალიან შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, ამით იმის თქმა მინდა, რომ საქმეს სჭირდება ორგანიზებული მიდგომა. გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი ჩვენი უზადო ბუნების სახით, რომლის მიზანმიმართულად და სიყვარულით ათვისება ჩემთვის და ყველასთვის ნანატრი ოცნების ახდენასთან მიგვიყვანს. http://www.gurianews.com/k_/left_wide/2764_73_ka/samonadireo_turizmi_mxolod_garToba_rodia.html ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2016 Report Share Posted March 23, 2016 ოქროს მზე-- ნუნუ ქადაგიძე პირველი ადამიანი, ვინც ოქრო აღმოაჩინა, სულით და ხორცით ნამდვილი პოეტი იყო. მხოლოდ ლექსებს არ წერდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წერა-კითხვა არ იცოდა. ხატვით კი ხატავდა ხანდახან, როცა ხასიათზე იყო და კუჭიც მაძღარი ჰქონდა. პირველყოფილი ადამიანების დღემდე შემონახულ ნახატებში უეჭველად მისი ხელიც ურევია. ყველაზე მეტად კი ამომავალი მზის ყურება უყვარდა. როგორც დღეს არ აკვირვებს არავის მზის დანახვა, არც მაშინ აკვირვებდა პირველყოფილ ადამიანებს. მიჩვეული იყვნენ, რომ მზე ყოველდღე ენთო ცაზე კვარივით, ათბობდა და ანათებდა ყველაფერს. იმას კი, იმ პირველქმნილ პოეტს, რატომღაც ძალიან აკვირვებდა მზის დანახვა. ყოველთვის ისე მიაჩერდებოდა ხოლმე ამომავალ მზეს და ისეთ განცვიფრებას გამოხატავდა, თითქოს მზის ელვარე დისკო პირველად დაინახაო. ამიტომ თანატოლებმა სახელად უწოდეს ,,ჭაბუკი, რომელიც მზეს შესცქერის~. მერე ეს სახელი შეამოკლეს, რათა დასაძახებლად ადვილი ყოფილიყო და ბოლოს მზეჭაბუკი შეარქვეს. სხვა მხრივ კი მზეჭაბუკი არაფრით განსხვავდებოდა თავისი ტომის სხვა წევრებისაგან. მათთან ერთად ნადირობდა და მერე ნახევრად შემწვარ ხორცს მიირთმევდა. საგმირო საქმეებითაც არასოდეს გამოუჩენია თავი. მაშინდელი დროის პირობაზე გარემო, რომელშიც მზეჭაბუკი ცხოვრობდა, არ იყო კოლორიტს მოკლებული. თანამედროვე ადამიანს რომ შეეძლოს იმ შორეულ ეპოქაში გადახედვა, საკმაოდ შთამბეჭდავი სურათი წარმოუდგებოდა თვალწინ; შორს, ჰორიზონტზე პირქუში კლდეების მწვერვალები წამომართულა. ყოველ მათგანს ისეთი უცნაური ფორმა აქვს, თითქოს ვიღაც მოქანდაკეს შუა გზაზე მიუტოვებია თავისი საქმე და ბოლომდე არ გამოუკვეთია რომელიღაც უცხო ღვთაებათა ფიგურები. ღვთაებანიც მდუმარედ, მოთმინებით ელიან თავიანთ რიგს, სანამ უცნობი მოქანდაკე მათ დღის სინათლეზე გამოიყვანს. აქაურობას არც მბოლავი ვულკანი აკლია. ერთ-ერთი ღვთაება კი უკვე თავის სტიქიაშია; შემაღლებულ ბექობზე ქვის კერპი აღმართულა, ფართოდ გაღებული ხარბი პირით და თვალების ღრმა ფოსოებით. მეტი ეფექტისათვის ხარის მაღალი რქებიც დაუდგამთ მისთვის თავზე. დახვეწილი და ნატიფი შეხედულების ვერ არის მაინცდამაინც. ერთი დიდი ღირსება კი უეჭველად აქვს კერპის პირობაზე; ეს არის მისი განუზომელი ძლიერება. გარეგნული საზარელი იერიც ამ განუზომელი ძლიერების ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია. ქვის კერპის გვერდით ტომის ბელადი დაბრძანებულა მედიდური იერით. იქვე ნადირის ტყავით შემოსილი მონადირეები ირევიან. კერპის ირგვლივ ხშირად დგას სისხლის გუბე. ეს ან მეზობელ ტომთან შეპყრობილი ტყვეების სისხლია, ან საკუთარი ტომის ურჩებისა. რას იზამ, ქვის ღვთაებას მსხვერპლი სჭირდება. აი, ასეთ სისხლსავე, მჩქეფარე გარემოში აღიზარდა მზეჭაბუკი. ბალღობისას არხეინად თამაშობდა ომობანას თავისი ტოლებისგან მუდამ დაკბენილ-დასისხლიანებული და ფიქრადაც არ მოსდიოდა, თუ მსოფლიოში უდიდესი აღმოჩენის, ოქროს აღმოჩენის ავტორი გახდებოდა ოდესმე. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა გახურებული ნადირობის დროს მოხდა, როცა ტომის მონადირეები დაჭრილ ხარს მისდევდნენ. ზორბა, ღონიერმა ხარმა კარგა ხანს არბენინა მდევრები, თუმცა ჭრილობიდან სისხლი თქრიალით მოსდიოდა. სისხლის კვალმა მონადირეები ღრმა ხეობაში შეიყვანა, სადაც მდინარეს ოქროს ქვიშა ჩამოჰქონდა და მთელი ხეობა ოქროსფრად იყო შეფერილი. აქა-იქ ოქროს ზოდებიც ეყარა. უკვე ძალაგამოცლილი ხარი მძიმე ქშენით აღმა შეუყვა მდინარის კალაპოტს. ხეობა ჯერ თანდათან დავიწროვდა, მერე უეცრად გაფართოვდა და მონადირეებს თვალი მოსჭრა რაღაც უჩვეულო ბრწყინვალებამ. ხეობა განიერ ღარტაფში გადავიდა, სადაც უამრავი ოქროს ზოდები დაგროვილიყო. ხარმა ზედ სისხლით დაკლაკნილი კვალი დატოვა, შავი აჩრდილივით გაირბინა ოქროსფერი სხივების ზღვაში. მონადირეებიც უკან მიჰყვნენ, ერთი ღრიანცელით ჩაირბინეს ღარტაფში და თვალს მიეფარნენ. ერთი მათგანი იქვე დარჩა. ეს მზეჭაბუკი იყო. იგი ისე განაცვიფრა უჩვეულო ბრწყინვალებამ, რომ მაღლა აიხედა, მზე ხომ არ ჩამოვარდაო. არა, მზე თავის ძველ ადგილას იყო. კლდეებს იქიდან ამომავალს, სხივთა კონები ოქროს ბილიკებივით ჩამოეშვა ციდან და ბრწყინვალე დიადემასავით დასდგომოდა თავზე ხეობას. ძირს მეორე მზე ბრწყინავდა. მზეჭაბუკმა სირბილი შეანელა, უნდოდა მეორე მზე კარგად დაენახა. იმავე წამს მონადირეთა ხროვამ ნაფოტივით მოისროლა განზე. რბილ, ოქრონარევ ქვიშაზე გაგორებული მზეჭაბუკი სწრაფად წამოხტა, არაფერი არ სტკენია, მაგრამ დაჭრილ ხარს აღარ გამოდევნებია. ფრთხილად მიუახლოვდა კლდეში გაბრწყინებულ მზეს და ხელით შეეხო. ცივი აღმოჩნდა მიწიერი მზე. კარგად დაუკვირდა მზეჭაბუკი და აღმოაჩინა, რომ ეს იყო ,,ყვითელი ტალახი~, როგორც ტომში უწოდებდნენ ოქროს. მისგან არც იარაღი გაკეთდებოდა, არც არაფრად ვარგოდა. მდინარის კალაპოტში უამრავი ასეთივე ნატეხი ეყარა, ქვიშა ოქროსფრად ბრწყინავდა. ლოდები და პატარა ქვებიც ოქროსფრად შეფერილიყვნენ. სხვა დროსაც ენახა მზეჭაბუკს ,,ყვითელი ტალახი~, მაგრამ ასე ნამდვილ მზესავით მოელვარე - არასოდეს. ვეღარ მოშორდა აქაურობას მზეჭაბუკი. ჩუმად გარინდებულმა, კარგა ხანს ცნობისმოყვარეობით უყურა ოქროს მზეს, სანამ თვალები სულმთლად არ აუჭრელდა. მერე ძირს დაყრილი ოქროს ზოდები დაათვალიერა, აკვირვებდა მათი ნაირ-ნაირი ფორმა და ამ ბრჭყვიალა ნატეხებით თამაში დაიწყო. მაღლა მზისკენ ისროდა მათ. ისინიც წამით გაიელვებდნენ ჰაერში და ძირს მეტეორებივით ცვიოდნენ. მზეჭაბუკი სიხარულისაგან ხარხარებდა, აღტაცების გამომხატველ ბგერებს გამოსცემდა. როცა მიწიერი მზის ბრწყინვალებამ იკლო, მაშინღა აიხედა მაღლა მზეჭაბუკმა - ციური მზე გადახრილიყო. მიხვდა, დიდი დრო გასულაო. შიმშილმაც თავი შეახსენა. ერთხელ კიდევ მიეფერა ხელით მიწიერ მზეს და ხარის სისხლის კვალი მოძებნა, რომელიც უკვე სულმთლად გაშავებულიყო. სისხლის კვალმა მიმქრალ კოცონთან მიიყვანა. კოცონის ირგვლივ გამოხრული ძვლები ეყარა, არც ერთ მათგანს ხორცის ნატამალიც არ შერჩენოდა. მზეჭაბუკი ერთხანს ჩიჩქნიდა ამ ძვლებს, მერე თავი გაანება და ირგვლივ მიმოიხედა. უზომოდ მაძღარი თანატომელები იწვნენ და თვლემდნენ. მშიერი მზეჭაბუკი უკანვე წაძუნძულდა ტყეში რაიმე საკბილოს საშოვნელად. როგორც კი თვალს მიეფარა, მიმქრალ კოცონთან ერთი ბურტყუნი და ხითხითი ატყდა. ეს ყოჩაღი მონადირეები დასცინოდნენ საწყალ მზეჭაბუკს, მშიერი რომ დარჩა. თუმცა ჯერ ისევ ველურები არიან, მაგრამ პრაქტიკლუი ცხოვრების თანდაყოლილი ალღო შეუმცდარად კარნახობს მათ, თუ რა სასიამოვნო და სასარგებლოა ერთსა და იმავე დროს მაძღარი კუჭით მშიერის გამასხარავება, ძალიან უწყობს ხელს საჭმლის მონელებას. უკვე მოასწრეს ამ დიდი სიბრძნის შეთვისება; მართლაც, მთლად გასულელდა მზეჭაბუკი. ის არ კმაროდა სულ მზეს რომ შეჰყურებდა დამთხვეულივით, ახლა ,,ყვითელი ტალახი~ იპოვა. არა, ჭკუას ვერასოდეს ისწავლის. მეორე დღეს ისევ გაისმა მონადირეთა ყიჟინა, ისევ გამოუდგნენ ნადირს. მზეჭაბუკი მათ შორის აღარ იყო. ოქროს ხეობაში დახეტიალობდა ოქროს სილამაზით მოჯადოებული. სანამ ციური მზე ანათებს, მიწიერი მზეც ბრწყინავს, მზის ჩასვლის შემდეგ ოქროს ელვარებაც ქრება. მზეჭაბუკს აოცებს და სწყინს ეს ამბავი. უნდა, რომ მიწიერმა მზემ ღამითაც გაანათოს. ბევრი იმტვრია თავისი გაბურძგნილი თავი და ბოლოს მოიფიქრა, მზე ხომ მრგვალია, ოქროსაც თუ მრგვალი ფორმა ექნება, ალბათ აღარ ჩაქრებაო. ოქროს ზოდებში ამოარჩია ერთ-ერთი, რომელსაც შედარებით მომრგვალებული ფორმა ჰქონდა და კაჟით მისი მთლიანად დამრგვალება სცადა. აქ უზარმაზარ სიძნელეს წააწყდა მზეჭაბუკი. ოფლად იღვრებოდა, წვალობდა. ხელები სულ მთლად დაეჩეჩქვა. სიმწრისაგან კინაღამ იტირა, როცა უკვე მომრგვალებული ზოდი შუაზე გაუტყდა. მერე ისევ გამოძებნა უფრო უკეთესი ზოდი და ისევ შეუდგა ჯახირს. ოქროს ხეობას დღედაღამ აღარ შორდებოდა. იქვე მახლობლად აღმოაჩინა მშვენიერი გამოქვაბული და იქ დაიდო ბინა. ნადირობას სულ დაანება თავი. ხან საჭმელ ფესვებს პოულობდა, ხან ფრინველთა კვერცხებს და იოლად გადიოდა. ნახევრად მშიერი იყო, მაგრამ ოქროს ბრწყინვა ყველაფერს ჭარბად უნაზღაურებდა. დიდი ხნის წვალების შემდეგ, როგორც იქნა, ოქროს ზოდი დამრგვალდა, ნამდვილი მზის ფორმა მიიღო. მზეჭაბუკმა კლდის თავზე დიდის ამბით დაასვენა იგი, დაღლილ-დაქანცული, მაგრამ ბედნიერი შეჰყურებდა და მღელვარებით ელოდა, მზის ჩათვლის შემდეგ თუ გაანათებსო. მზე ჩავიდა. მზეჭაბუკის გამოძერწილი ოქროს მზეც ჩაქრა. მზეჭაბუკი ძალიან შეწუხდა და ჩაფიქრდა. ვერაფერი გაეგო, ეს ხომ ნამდვილ მზესავით მრგვალია, თავისით რატომ ვერ ანათებსო. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, ოდესმე აუცილებლად გაანათებსო და ოქროს მზეს თავის გამოქვაბულში მიუჩინა ბინა, ამ მიზნით რომ არ გამოემეპაროს, როცა თავისით გაანათებსო, თორემ აბა, რომელი ჭკუათამყოფელი წაიღებდა ოქროს თავის გამოქვაბულში, რაში სჭირდებოდა. ოქროს ჯადოსნურ მიზიდულობას ვეღარ დააღწია თავი მზეჭაბუკმა. ოქროს ხეობა მის მუდმივ სამყოფელად იქცა. არც ის ხეობა იყო კოლორიტს მოკლებული, დღევანდელ ადამიანს რომ შეეძლოს მისი ხილვა: კლდეში ქარისა და წვიმისაგან გაშიშვლებული დიდი ოქროს ძარღვი გამობურცულა და მართლაც ნამდვილ მზესავით ბრწყინავს. ყოველ ნაბიჯზე ოქროს ზოდები ყრია. ოქროსფერ ზღვაში ერთადერთი შავი აჩრდილი დახეტიალობს, ეს მზეჭაბუკია. რატომღაც ძალიან მოსწონს ეს ყვითელი მეტალი, რომელსაც ჯერჯერობით არავინ არაფრად აგდებს. არავის სჭირდება. უდიდეს სიბრიყვედ თვლიან მზეჭაბუკის ოქროთი გატაცებას და მოურიდებლად დასცინიან. ეს კარგად იცის მზეჭაბუკმა, მაინც აქაურობას ვერ ელევა. რომ ჰკითხოთ, ვერც თვითონ აგიხსნით, რითი მიიზიდა ასე ოქრომ. არ შეუძლია დახვეწილი ენით მეტყველება და თავის განცდებს ვერ გაგიზიარებთ. იმას კი გრძნობს ინსტინქტით, რომ ოქრო ძალიან ლამაზია და მთელი დღეები მისი სილამაზით ტკბება. ხან ბავშვივით თამაშობს ოქროს ზოდებით, ხან ოქროს ქვიშაზე თვლემს და დროც თითქოს თვლემს მასთან ერთად. მხოლოდ ლურჯ ცაზე მოკაშკაშე მზეა პირველი ოქროსმაძიებლის ერთადერთი მოწმე და თანამზრახველი, ალერსიანად უღიმის და ამხნევებს მზეჭაბუკს. საღამოობით კი, სანამ თვალს მიეფარება მეწამულ ღრუბლებს იქით, ისეთი იდუმალი სახით შემოხედავს, თითქოს რაღაც დიდი საიდუმლოს განდობას პირდებაო. ეს იდუმალი შემოხედვა აფორიაქებს მზეჭაბუკს, ცდილობს მისი ქარაგმების ამოცნობას და თვალმოუშორებლად შეჰყურებს, სანამ მზის უკანასკნელი ჩირაღდანი არ ჩაქრება. დაბნელებისას ბრუნდება თავის გამოქვაბულში, შუაცეცხლის შუქზე შეჰყურებს ოქროს მზის ციმციმს და მოთმინებით ელის, როდის გაანათებს ნამდვილ მზესავით, ხოლო უსათუოდ რომ გაანათებს ოდესმე, ამაში ეჭვი წამითაც არ ეპარება. ასე მიჰყვებოდა ერთმანეთს ოქროსფრად დაფერილი დღეები, სანამ ბუნებამ თვითონ არ მიაგნებინა მზეჭაბუკს სილამაზის ახალ წყაროს. დიდ ლოდს მოფარებული იწვა ერთხელ მდინარის პირას და წყალში ოქროზე არეკლილი მზის სხივების თამაშს შესცქეროდა. საიდანღაც ნიამორი მობაკუნდა წყლის დასალევად. ნიამორს არ შეუნიშნავს გაუნძრევლად მწოლი მზეჭაბუკი. ამ უკანასკნელმა სუნთქვა შეიკრა და ხელში შუბი ჩაბღუჯა. რა ხანია, შემწვარი ნანადირევი არ ეჭამა. ნიამორმა წყალი დალია და მდინარეში შეტოპა. მთლიანად შიგ ჩაწვა. მზეჭაბუკი ახლა კი დარწმუნდა, ნიამორი ვეღარსად წამივაო. წყლიდან ისე სწრაფად ვეღარ ისკუპებს. შუბმოღერებული ხელი მაღლა ასწია, მაგრამ ჰაერშივე გაუშეშდა. წყლიდან საოცარი სილამაზის ცხოველი ამოდიოდა. ნიამორი სულმთლად შეღებილიყო მდინარის მიერ ჩამოტანილი ოქროს ქვიშით. ქანდაკებასავით გაშეშებული მზეჭაბუკი თვალდაჭყეტილი შეჰყურებდა ამ სანახაობას. ოქროს ნიამორი აბაკუნდა ნაპირზე, ტანი შეიბერტყვა და კისერი მოიღერა. უცბად რაღაც ხმამ შეაკრთო. ერთი წამით გაიელვა ოქროს მშვენიერმა ფიგურამ და გაქრა. ეს ხმა მზეჭაბუკს ეკუთვნოდა, გიჟივით ხარხარებდა. სულმთლად დაავიწყდა ნიამორის მწვადებზე რომ ოცნებობდა. მერე დიდხანს იქექებოდა ოქროს ზოდებში. იპოვა ერთი, რომელიც ფორმით თითქოს მიაგავდა ნიამორს და გამეტებით დაუშინა კაჟი. ეს კიდევ უფრო ძნელი საქმე აღმოჩნდა, ვიდრე ოქროს მზის გამოძერწვა იყო. დიდი ხნის წვალებისა და დაჩეჩქვილი ხელების საფასურად, როგორც იქნა შეძლო ოქროს ნიამორის გამოძერწვაც. როცა გული იჯერა მზის სხივებზე მათი ბრჭყვიალით, ისიც აიღო თავის გამოქვაბულში და ოქროს მზის მეზობლად მიუჩინა ადგილი. გადიოდა დღეები, რომლებსაც არავინ ითვლიდა. მზე დაუსრულებლად ხაზავდა ცაზე ოქროს წრეებს. მზეჭაბუკის გამოქვაბული ოქროს ახალ-ახალი ფიგურებით ივსებოდა: ოქროს ლომი, ოქროს ყვავილი, ოქროს ფრინველი... შეუსვენებლად, ციებ-ცხელებიანივით მუშაობდა, თუმცა არავის დაუვალებია მისთვის ეს საქმე და არც არავინ უმადლოდა. ესაა მხოლოდ, მეწამული ღრუბლების იქით ჩამავალი მზის იდუმალ შემოხედვას უფრო მეტი კმაყოფილებით შესცქერის და ეჩვენება, თითქოს მისი იდუმალი ქარაგმის რაღაც ნაწილი ამოიცნო. ერთხელ ოქროს ხარი გამოძერწა. კარგა ხანს ტკბებოდა მისი სილამაზით. მერე გაახსენდა, რა ხანია, შემწვარი ხარის ხორცი არ ეჭამა. ოქროს ხარი იღლიაში ამოიჩარა და ტომის ბექობისკენ გასწია. შორიდანვე შემწვარი ხორცის სუნი ეცა. მზეჭაბუკს პირი ნერწყვით აევსო და ფეხს აუჩქარა. როცა კოცონთან მივიდა, ხორცი უკვე დაენაწილებინათ და ყველა თავისთვის იღმურძლებოდა. მზეჭაბუკი ლანდივით გაერია მათ შორის. - ცოტა ხორცი მომეცი, სამაგიეროდ ეს აიღე... - მიადგა ერთს, რომელსაც მთელი ბეჭი დაეთრია. - წადი, სულელი სხვაგან ნახე, - მიიღო პასუხად. მზეჭაბუკი სხვასთან მივიდა. - ნახე რა ლამაზია, ნამდვილ ხარს ჰგავს. აიღე და ცოტა ხორცი მომეცი. იმ სხვამ ზედაც არ შეხედა. სათითაოდ ყველას ჩამოუარა მზეჭაბუკმა და ყველასაგან უარი მიიღო. დაცინვით კი უხვად გაუმასპინძლდნენ მზეჭაბუკს; ერთი ნახეთ, ეს რა მოუფიქრებია, ჭკუით უნდა რომ მოგვატყუოსო. საჭმლის სუნით დარეტიანებული მზეჭაბუკი თავჩაქინდრული იდგა, ვეღარაღერი მოეხერხებინა. უეცრად ვიღაცის მზერა იგრძნო. აიხედა და ნახა, ბელადი ანთებული თვალებით შეჰყურებდა. შემკრთალი მზეჭაბუკი სასწრაფოდ გაერიდა იქაურობას. არ მოეწონა ეს გამოხედვა. მეტად გულნატკენი მიჩანჩალებდა ტყეში და გულს ათასი ეჭვი უღრღნიდა: ,,ნეტავი რატომ დამცინიან? რატომ ვერ ამჩნევენ, რომ ოქრო მართლა ძალიან ლამაზია? ან იქნებ ოქრო სულაც არაა ლამაზი და მე მეჩვენება მხოლოდ?~ ამგვარმა ფიქრებმა ძალიან შეაწუხა მზეჭაბუკი. ცალკე ბელადის ავი შემოხედვა ჩხვლეტდა უსიამოდ. არც ისაა გამორიცხული, მარტო დაცინვას არ დასჯერდნენ ღვთის გმობაში ჩაუთვალონ ,,ყვითელი ტალახით~ გატაცება და ქვის კერპის წინ ხარივით დაკლან. კარგად იცნობდა მზეჭაბუკი თავისი ტომის მონადირეებს. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. მეტად დაღონებული შევიდა თავის გამოქვაბულში. ოქროს ხარს ძლივსღა მოუძებნა ადგილი, იმდენი ოქროს ფიგურები დაგროვილიყო. ყველაზე მაღლა, ცენტრალურ ადგილას ოქროს მზე ბრწყინავდა, მის იგვლივ ვარსკვლავთა ზოდიაქოსავით განლაგებულიყო ოქროს ფიგურები. გული გაუნათდა იმათ შემყურე მზეჭაბუკს. შავი ფიქრები ერთ წამში გაეფანტა. მეტად წარმტაცი სანახაობა იყო. არა, მაინც ლამაზია ოქრო. პირზე ღიმილგადაფენილი მზეჭაბუკი მიესიყვარულა თავის ქმნილებებს. მერე ისევ ოქროს ძარღვს მიაშურა. რა ხანია, მის თვალს იტაცებდა ცაზე მორეალე მთვარე, მისი გამოძერწვა უნდოდა. საგანძურით სავსე გამოქვაბული სულ მთლად ღია დატოვა, ხის უბრალო ნაჭერიც არ აუფარებია შესასვლელზე. იმ პირქუშ ეპოქას ბევრ ნაკლთან ერთად ღირსებებიც გააჩნდა. ჯერ კიდევ არაა აუცილებელი ოქროს ნივთების საგულდაგულოდ შენახვა. არც დაბეტონებული სეიფები ჭირდება ამ საქმეს, არც მოხერხებულად მოწყობილი სიგნალიზაცია. ოქრო არავის არაფრად ჭირდება და არც არავის მოუვა აზრად მისი მოპარვა. უკვე ბნელოდა, როცა თავის გამოქვაბულში დაბრუნდა, ცეცხლი დაანთო და გაკვირვებით აღმოაჩინა: გამოქვაბული პირწმინდად გაეძარცვათ. ერთი ოქროს ფიგურაც არ დაეტოვებინათ. ხელში შერჩენილი ნახევარმთვარით მზეჭაბუკი დაბნეული იდგა და გონზე ვერ მოსულიყო. ვის რა ჯანდაბად უნდოდა ოქროს ნივთები? მთელი ღამე ამ ფიქრებში თვალმოუხუჭავად გაატარა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად უნდა ეძებნა დაკარგული განძი. ყველაზე მეტად ოქროს მზის დაკარგვას განიცდიდა, ვეღარ დავინახავ, როცა გაანათებსო. ერთადერთი, რაც თავგზააბნეულმა მზეჭაბუკმა მოიფიქრა იმ ღამით, ის იყო, რომ სანამ არ გათენდება, ოქროს ნივთების ძებნას აზრი არა აქვსო. სიბნელეში ოქრო არ ბრწყინავს და სულ ერთია, მაინც ვერ დავინახავო. იმ დროის პირობაზე უდავოდ საღი ვარაუდი იყო. განთიადისას გამოვიდა გამოქვაბულიდან ოქროს ფიგურების საძებრად. ჯერ იქაურობა მოათვალიერა, არსად არაფერი ჩანდა. უეცრად ბელადის ავი გამოხედვა გაახსენდა და ტომის ბექობისკენ გასწია. ბექობთან მიახლოებულმა რაღაც უცნაური ნათება შენიშნა. ეს არ იყო ამომავალი მზის ნათება, მზე სულ სხვა მხარეს ამოდიოდა. არც კოცონის შუქს ჰგავდა, მზესავით ენთო. მივიდა ბექობთან, ხეს ამოეფარა და ჩუმად გადაიხედა. თვალებს ძლივს დაუჯერა, მისი ოქროს მზე ანათებდა, ოღონდაც ქვის კერპის რქებს შორის ჩაჭედილი. დანარენი ფიგურებიც კერპისთვის აესხათ. თვალების ორმოებში ოქროს ყვავილები უბრწყინავდა. ფართოდ გაღებულ პირში ოქროს ჩიტი ჩაეჩურთათ, კერპი კი თითქოს უკმაყოფილი იყო და უფრო დიდ ლუკმას მოითხოვდა. კერპის ირგვლივ მსხვერპლთა სისხლის გუბე იდგა. სისხლი შედედებულიყო და ჩამუქებულ სარკესავით ლაპლაპებდა. იდგა მახინჯი, მოოქროვილი კერპი სისხლის გუბეში და ხარბი, ანთებული მზერა გამომწვევად მიეპყრო ამომავალი მზისთვის. მალე მზეც ამოვიდა. მისი შუქი ოქროს მზის სხივებში აირია. სისხლის გუბის მეწამული ანარეკლი კიდევ უფრო აძლიერებდა ორი მზის ნათებას. ირგვლივ უზომოდ მაძღარ, მთელი ღამის ღრეობით დაღლილ მონადირეებს ეძინათ. გამოხრული ძვლების ყორეები იდგა. ხეს ამოფარებულმა მზეჭაბუკმა კარგად დაათვალიერა ეს სანახაობა, გულით გაიხარა მანათოებლი ოქროს მზის ჭვრეტისას, მაგრამ რაღაც არ მოეწონა, რაღაცამ შეაწუხა ძალიან. ჩაუღრმავდა თავის ფიქრებს მზეჭაბუკი, რა იყო ეს შემაწუხებელი და მოისაზრა: ეს იყო საოცარი შეუსაბამობა ქვის კერპსა და მანათობელ ოქროს მზეს შორის. სულაც არ უხდებოდნენ ერთმანეთს. თითქოს ახლა აეხილა თვალიო, მზეჭაბუკმა შენიშნა, რა მახინჯი იყო ქვის კერპი და როგორ ბილწავდა ამ სიმახინჯით დიდებულად მანათობელ ოქროს მზეს. ,,ჯანდაბას დანარჩენი ფიგურები, ოქროს მზეს კი ვერ დავთმობ, თვით მზემ ჩამაგონა იგი და მისი ადგილი ცაშია, ნამდვილი მზის გვერდით~ - გადაწყვიტა მზეჭაბუკმა, იმაზე კი აღარ დაფიქრებულა, როგორ აიტანდა ცაში თავის ოქროს მზეს ნამდვილ მზესთან. აღარ ეცალა სამაგისოდ. ორი მზის შუქით შეწუხებული მონადირეები უკვე იშმუშნებოდნენ ძილში. საცაა გაიღვიძებდნენ. მზეჭაბუკმაც სასწრაფოდ მიირბინა ქვის კერპთან, რქებს შორის ჩაჭედილი ოქროს მზე ამოაძრო და გასაქცევად ისკუპა. ფეხი დაუსხლტა სისხლის გუბეზე. ოქროს მზე ხელიდან გაუვარდა. საოცრად მჟღერი, წარმტაცი ხმით დაიწკრიალა ქვაზე გაგორებულმა ოქროს მზემ, გასცა თავისი თავი. მონადირეთაგან ბევრმა დააჭყიტა თვალი ამ ხმის გაგონებაზე, ერთმა მოასწრო ქვის მძიმე ნაჯახი მოეხვედრებინა მზეჭაბუკისთვის, როცა ეს უკანასკნელი ოქროს მზეს დასწვდა ასაღებად. მზეჭაბუკი უკანმოუხედავად გაიქცა, თუმცა ჭრილობიდან თქრიალით წამოუვიდა სისხლი. ორივე ხელში ჩაბღუჭული ოქროს მზით შეუჩერებლად გარბოდა, სასიკეთოს არაფერს მოელოდა, თუ დაიჭერდნენ. ვერ დაეწეოდნენ უზომოდ მაძღარი თანატოლები, მაგრამ ჭრილობიდან განუწყვეტლივ სდიოდა სისხლი და მზეჭაბუკს თანდათან გამოელია ძალა, მალე დადევნებული მდევრების ხმაც შემოესმა. ოქროს ხეობამდე მაინც მოასწრო მირბენა. ახლად ამოსულ მზეს ოქროს ბილიკები ჩამოეშვა ციდან. მზეჭაბუკმა შავი ლანდივით გაირბინა ოქროსფერი შუქის ზღვაში, სისხლის კვალი ოქროს ზოდებზე აიკლაკნა. სულ ახლოს მოესმა მდევართა ყიჟინა. მაინც გარბოდა, თუმცა გასაქცევი გზა აღარსად ჩანდა, მაგრამ არც გაჩერება შეეძლო. ნაბიჯი თანდათან დაუმძიმდა, მთვრალივით მიბარბაცებდა, ოქროს მზეს ხელიდან მაინც არ უშვებდა. თან გულში ასე ეხვეწებოდა ცაზე ალერსიანად მომღიმარ ციურ მზეს, შენი ხატი გადაარჩინე მახინჯი კერპის რისხვასო. უკვე დაეწივნენ მდევრები მზეჭაბუკს, მაგრამ ხელი კი ვერ ჩაავლეს რატომღაც. უკვირს მზეჭაბუკს, რა ახლოს არიან, ირგვლივ ირევიან, წინაც კი გადაუსწრეს, თვითონ კი მაინც მიუწვდომელია მათთვის. უცბად მიხვდა, თურმე მზის სხივების ოქროსფერ ბილიკზე მიბარბაცებდა, თავის მდევრებზე ბევრად უფრო მაღლა. ეს რომ შეამჩნია, შვებით ამოისუნთქა მზეჭაბუკმა, მშვიდად გასწია წინ, იცოდა უკვე ვეღარავინ მისწვდებოდა, მაღლა აღმართულ ხელებში თავისი ოქროს მზე ეჭირა. რაც უფრო წინ მიიწევდა, მით უფრო თვალისმომჭრელად ბრწყინავდა ოქროს მზე. სადღა იყო ნამდვილი მზე, სრულებით აღარ ჩანდა, მთლიანად ჩაინთქა ოქროს მზის სხივების ზღვაში. მთელ დედამიწას გადაუარა მისგან დაძრულმა ოქროს სხივების ნიაღვარმა, ყველაზე მაღალ მწვერვალებსაც კი მისწვდა, ყველაფერი მასში ჩაინთქა უკანასკნელ ფოთლამდე. მზეჭაბუკის სხეული შავ ლაქასავით მოჩანდა თავისი მანათობელი ქმნილების გვერდით. ზემოდან დაჰყურებდა, როგორი ხარბი და მავედრებელი თვალებით შემოჰყურებდნენ სადღაც ქვევით დარჩენილი მონადირეები. ერთმანეთსაც ვეღარ ხედავდნენ, ისე დაებრმავებინა ისინი ოქროს მზის თვალისმომჭრელ ელვარებას. ერთმანეთზე გადადიოდნენ და ხელებს დაუსრულებლად იშვერდნენ მისკენ. თანდათან დაპატარავდა მზეჭაბუკის შავი ფიგურა, შავ წერტილად იქცა. ბოლოს სულ მთლად გაქრა. ოქროს მზის ნათება ციურ მზეს შეუერთდა. ამ ამბიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ შეამჩნევენ ადამიანები მზეზე შავ ლაქას და მას ათასგვარ განმარტებას მოუძებნიან. მაგრამ არც ერთი არ იქნება მართალი. ეს შავი ლაქა მზეჭაბუკის სხეულია, დედამიწაზე ოქრო რომ აღმოაჩინა. http://litklubi.ge/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 27, 2016 Report Share Posted March 27, 2016 ქართული დოკუმენტალისტიკა - ფილმი ფილმზე „იმერული ესკიზები“ - ნანა მჭედლიძე 90 წლისაა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.