Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

Любовь мужчины – это только часть его жизни; у него есть много других дел, которые нужно выполнить. Любовь женщины – это вся ее жизнь. Для мужчины это не так.

 

Для мужчины любовь – одна из многих вещей. Он хотел бы писать стихи не потому, что он любит; он хотел бы писать картины не потому, что он любит – это занятие имеет для него свою собственную ценность, ничем не связанную с любовью. А устав от картин, музыки, он хотел бы упасть глубоко в любовь и забыться; это его отдых. Увидьте разницу: любовь мужчины – это место его отдыха. Когда он устает от мира, от тысячи и одного дел, он хочет упасть в энергию женщины, в ее тепло и раствориться. Помните: он любит, только если получает отдых, и тогда он снова может рисовать, писать стихи, сочинять музыку или танцевать. Для него любовь – это необходимая основа, чтобы делать другие вещи.

 

Для женщины – все наоборот: она будет делать другие вещи, потому что она любит. Если она не любит, она перестает делать что-либо вообще.

 

~ Бхагван Шри Раджниш

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

სასიამოვნო ფილმია, ლამაზი...

 

Рио, я люблю тебя

Rio, Eu Te Amo

 

 

Добро пожаловать в Рио-де-Жанейро! Вас ждет множество историй об одном городе, где живут миллионы людей; городе, где рождается любовь! Боритесь во имя любви, смейтесь во имя любви, танцуйте во имя любви вместе с главными героями представленной вашему вниманию романтической комедии. Фильм Рио, я люблю тебя, снятый совместными усилиями команды талантливейших режиссеров Бразилии и США — это история о настоящей любви и о том, где она рождается.

Обычные улочки превратятся в жаркие места для свиданий; унылые дома станут обителью страсти и ожидания, а шумные аэропорты — точкой, с которой все начинается и на которой все заканчивается. Не пропустите один из лучших кинематографических романов 2014 года — приступайте смотреть онлайн в качестве Рио, я люблю тебя прямо сейчас!

Десять невероятных историй, связанных между собой духом старинного экзотического города, раскинувшегося в пределах Южной Америки. Кто-то здесь встречается, кто-то, напротив, расходится, кто-то не может определиться, чего он хочет от жизни, а кто-то стоит у телефонного автомата, ожидая звонка от самого Господа Бога. Сюжет каждой картины непредсказуем, герои — неподражаемы, а режиссеры — гениальны и неудержимы в своей фантазии. Все это — Рио, все это — Бразилия!

Решивших смотреть онлайн Рио, я люблю тебя ожидает буйство карнавальных красок, чарующие и ритмичные ноты босанова, желтые пляжи, голубые воды, бездонное небо над головой, яркие пейзажи, великолепные городские декорации, пестрая зелень и обычные люди, которые сумели найти любовь на фоне всех этих очарований. Жизнь здесь бурлит круглосуточно, тут проживают миллионы бразильцев и гостят тысячи туристов из всех уголков планеты, но однозначно: каждый из них переживает печальные, удивительные, волнительные и явно незабываемые приключения!

Отправляйтесь и вы вместе с нашими героями по узким улочкам города, влюбляясь в Рио-де-Жанейро все больше и больше с каждым последующим кадром. Да будет музыка, да будет страсть, да будет экспрессия, да будут сумасшедшие ночи и не менее головокружительные дни.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ღმერთო, რა ბედნიერებაა სახლში სითბო, სამზარეულოდან ფუსფუსის ხმა, დედა და მამა მთელი სიფაქიზით ყველს რომ უთლიან(უფცქვნიან ) ჭირვეულ შვილს, რომელიც ვერ იტანს ყველის კანს და სულ რღნის თაგვივით და ნაფცქვენებს აქეთ-იქეთ ყრის. მერე ეს ჭირვეული გოგო (რაღა გოგო)რომ ადგება ზანტად, დაასხამს ჩაის და ამ გაფცქვნილ ყველს თაფლში რომ ჩაფუნჩხავს და ისე მიირთმევს,,,

რაზვე ეტო ნარმალნო?! -იკითხავს გაოგნებული ვარლამ არავიძე

Link to post
Share on other sites

ფილმ "მოიტაცეს თამარ ქალში" , სოფლის მატარებლის სადგურში, საღამოს პირს, მოხუცი კაცი რომ დაჯდება სოფლის ბუხანკა პურებით და რომ ჩათვლემს , მერე დამშეული გატაცებულ-მომტაცებლები რომ მოპარავენ ერთს, და ის ღვთისნიერი კაცი ვითომ რომ ვერ გებულობს ვერაფერს, ააა, ისეთი ბუხანკა პურის სურნელი მენატრება მე.. უჰ, რა იყო! რა გემო და არომატი ჰქონდა!!! საღამოს ბიძაჩემი პურზე რომ წავიდოდა სოფლის ბოლოში მანქანით ,ერთი ვაგონი ხალხი მივყვებოდით ფურნეში, ისიც სადგურთან იყო.. ცხელ-ცხელი პურები ხელებს გვწვავდა , ოხშივარი ასდიოდა, მაგრამ მაინც ვახერხებდი "გარბუშკას" მოტეხვას, სახლში დარჩენილები კი ჭიშკრისკენ მანქანის ფანრების შემონათება-შემოფეთებას ელოდნენ და სავახშმო სუფრას აწყობდნენ: ჭყინტი ყველიო, ხაჭაპურიო, ხის გობზე სალათიო, აიო, იიოო, ბუხრის ცეცხლზე მოდუღებული ჩაიო, ლიმნისა და ცეცხლის ალის არომატითო და ბევრი ბევრი ჩახუტება-სიყვარულითო...

ის ბუხანკა პური მენატრება მე!

Link to post
Share on other sites

ქუთაისში, ქრონიკაზე, რუსული ჯარის მაღაზია იყო(ანდროს მარაზია). მანდ ვყიდულობდით პურს. ანდროს (გამყიდველი იყო)პურს ვუძახდით. სულ ფენა-ფენა ადიოდა.მანდ რომ იყიდა მეზობელმა პირველი გაყინული (ბულგარული) ქათამი და ''პაჭკის'' კარაქი და მერე მთელმა ეზომ რომ შეიცხადა და მთელი წელი ლაპარაკობდნენ, კარგად მახსოვს.

 

 

ფილმ "მოიტაცეს თამარ ქალში" , სოფლის მატარებლის სადგურში, საღამოს პირს, მოხუცი კაცი რომ დაჯდება სოფლის ბუხანკა პურებით და რომ ჩათვლემს , მერე დამშეული გატაცებულ-მომტაცებლები რომ მოპარავენ ერთს, და ის ღვთისნიერი კაცი ვითომ რომ ვერ გებულობს ვერაფერს, ააა, ისეთი ბუხანკა პურის სურნელი მენატრება მე.. უჰ, რა იყო! რა გემო და არომატი ჰქონდა!!! საღამოს ბიძაჩემი პურზე რომ წავიდოდა სოფლის ბოლოში მანქანით ,ერთი ვაგონი ხალხი მივყვებოდით ფურნეში, ისიც სადგურთან იყო.. ცხელ-ცხელი პურები ხელებს გვწვავდა , ოხშივარი ასდიოდა, მაგრამ მაინც ვახერხებდი "გარბუშკას" მოტეხვას, სახლში დარჩენილები კი ჭიშკრისკენ მანქანის ფანრების შემონათება-შემოფეთებას ელოდნენ და სავახშმო სუფრას აწყობდნენ: ჭყინტი ყველიო, ხაჭაპურიო, ხის გობზე სალათიო, აიო, იიოო, ბუხრის ცეცხლზე მოდუღებული ჩაიო, ლიმნისა და ცეცხლის ალის არომატითო და ბევრი ბევრი ჩახუტება-სიყვარულითო...

ის ბუხანკა პური მენატრება მე!

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

„ ........ეშმაკს არ დაუკარგავს სამყაროსთან შესაბამისობა, რის გამოც იგი ყველაფერშია. დარწმუნებული ვარ, თუ დაჭირდა , მელნის ღვარად გადაიქცევა, რომ სუფთად ნაწერი სამყარო დადღაბნოს.“

ბესიკ ხარანაული

Link to post
Share on other sites

არდადეგებზე სოფელში ბებია-ბაბუასთან ჩავდიოდიო- და მოყვა ასეთი ამბავი ( სამწუხაროდ არც გვარი მახსოვს და არც სახელი)

ერთხელ ცელქობის ეშმაკუნებმა შეაწუხეს და ალუბლის ხეზე ააძვრინეს. ტოტი გადატყდა, თვითონ ბრაგვანით დავარდა მიწაზე, ტკივილზე მეტად შეშინდა , არიქა, ბაბუა არ გამიწყრესო და ბებიას კალთას ამოეფარა ატირებული. ბებიამ დაამშვიდა და ბაბუას უთხრა: ნახე, კაცო, შენმა ალუბლის ხემ ჩვენი ბავშვი გადმოაგდოო... უყურე შენ! -გაბრაზდა ბაბუა. -წამო ბაბუ, ნახე რა ვუქნა მაგ ცუღლუტსო.. მივიდნენ ალუბლის ხესთან.გადატეხილი ტოტი საცოდავად ეკიდა. - ალუბლის ხეო, რა უქენი. შენ, ჩემს ბიჭს, რატომ გადმომიგდეო- გაუწყრა ბაბუა ხეს. მერე მეუღლეს მიმართა: -წადი ქუხნიდან სამყნავი დანა მომიტანეო. მერე ბიჭს უთხრა: მოდი, ბაბუ, ამ ტოტს ვუშველოთო. გავიდა ხანი და ამ ტოტმა, თურმე, უფრო მეტი, და ბევრად უფრო გემრიელი ნაყოფი მოისხა. ის ბიჭი, დღეს უკვე კაცი, რომელმაც თავის მოყოლილ ამბავს "ალუბლის ტოტი" დაარქვა ამბობს: ახლა მე ვარ ბაბუა, და როცა ხანდახან ჩემი შვილიშვილები წაიცუღლუტებენ და ვბრაზდები, მაშინვე ის ალუბლის ტოტი მახსენდება და მშვიდდებიო.

ხოდა, რისი თქმა მინდა: ბებია და ბაბუა ისეთი ფენომენია, რომელსაც ბადალი არ ჰყავს ამ ქვეყანაზე. ერთი კაცი წერდა: ვერც სოკრატეს და ვერც დეკარტეს ფილოსოფია მივა ჩვენი ბებიებისა და ბაბუების ფილოსოფიასთანო. როგორც გურულები ვამბობთ: სულ სხვა სოის ხალხია..

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მატემატიკაა-A პუნქტიდან გადაადგილებული ილიკოსა და B პუნქტიდან გადმოადგილებული ილარიონის შეხვედრა C პუნქტში - ოლღა ბებიასთან . ხარისხში აყვანილი "მე ,ბებია, ილიკო და ილარიონის" ალგორითმული წყობა , მატრიცულად დალაგებული მათი ადამიანური ურთიერთობები, ერთ გეოგრაფიულ წერტილში იყრიან თავს , ისტორიას რომ განიხილავენ სხვადასხვა ჭრილში ,და ფიზიკურად მათი ცხოვრების მარგი ქმედების კოეფიციენტი სრულფასოვანია.

ყველა საგანი ცხოვრებაა, ყველა საგანი ადამიანობას გასწავლის.. მთვარია ისწავლო!!!!

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ცნობილი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ასეთ კურიოზს იხსენებს: „ერთ-ერთ ფილმში ახალგაზრდა იარაღის ინჟინერ-კონსტრუქტორის როლი უნდა შემესრულებინა და ეს სახე რომ კარგად მომერგო, ორიოდ კვირით სამუშაოდ იარაღის გამოსაცდელ საამქროში მომაწყვეს. თანაც, ისე, რომ მხოლოდ ქარხნის დირექტორმა იცოდა, ვინ ვიყავი, დანარჩენებისთვის კი, ახალბედა კონსტრუქტორი გახლდით.

ოთახში რვანი ვმუშაობდით. თითოეულს საკუთარი მაგიდა და სკამი გვქონდა. უზარმაზარ სეიფში კი საბრძოლო იარაღების ნიმუშები ინახებოდა. შუადღის შემდეგ, შესვენებისას, თანამშრომლებმა მაგიდები შეაერთეს, სუფრა გაშალეს და მეც მიმიწვიეს. შუა ჭამის დროს ერთ-ერთ თანამშრომელს მივაჩერდი, რომელიც „ლიმონკას“ ათამაშებდა ხელში. ხან მოხსნიდა რგოლს, ხან გაუკეთებდა. ეს კი ძალიან საშიში იყო. თქმა დავაპირე, შეენახა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა და მომერიდა. უკვე სადილს ვამთავრებდით, რომ მან კვლავ მოხსნა რგოლი, რომელიც ხელიდან გაუვარდა და მაგიდის ქვეშ შეგორდა. მან დამცავმოხსნილი „ლიმონკა“ მაგიდაზე დადო, თვითონ კი მაგიდის ქვეშ შეძვრა რგოლის გამოსაღებად. მე გავშრი, რადგან რამდენიმე წამში „ლიმონკა“ აფეთქდებოდა. ამიტომ, ფეხზე წამოვხტი და სანამ „ჩემს ბედზე“ ღია ფანჯარაში გავფრინდებოდი, ვიღრიალე: ვიღუპებით, თავს უშველეთ-მეთქი... შემდეგ, პირველი სართულის ფანჯრიდან რაკეტასავით გავფრინდი, თან აფეთქების ხმას მივაყურადე. თუმცა, აფეთქება არ მომხდარა. თავი რომ ავწიე და ზემოთ ავიხედე, ფანჯრიდან შვიდი მოხარხარე ადამიანი მიყურებდა... დეტონატორს, თურმე, ნემსა ჰქონია ამოცლილი და ლაბორატორიის თანამშრომლები ასე ნათლავდნენ ახალბედა თანამშრომლებს.

 

/ნიკა ლაშაური /

Link to post
Share on other sites

"ერთხელ აკაკი წერეთლის მამას შავი ქვისა და მარგანეცის მოპოვებით დაინტერესებული ფრანგები ეწვივნენ. მათ მიწის ყიდვა სურდათ. როსტომ წერეთელმა კარგად მიიღო სტუმრები, უმასპინძლა, მაგრამ როცა საქმე მიწის გადაფორმებაზე მიდგა, არაფრით საბუთს ხელი არ მოაწერა. ეს პროცედურა მას დამამცირებლად მიაჩნდა: „ხელს ვერაფერზე მოვაწერ, სიტყვა ვუთხარი, ულვაშზე ხელი გადავისვი და მეტი რაღა საბუთი უნდათ?“ – გაიძახოდა გაბრაზებული თავადი."

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 2 weeks later...

მიხეილ ჯავახიშვილი – „ჯაყოს ხიზნები"

,,როცა ქართლი ძლიერი იყო , საქართველოც ძლიერი იყო"

,,გადახედე დღევანდელ ქართლს! უწინდელი ქართლისა მეოთხედიც აღარ არის, მას ჩამოეცალნენ სამცხე და საათაბაგო, ართაანი, ჯავახეთი, ტაშირი, მცირე სომხეთი, აბოცი, ბამბაკი, ბორჩალო, ყაზახი და ტფილისის მოდამოები. ახლა ყველანი ცალ–ცალკე სცხოვრობენ.ისტორიამ დაანგრია ძველი ქართლი. ვინ არ გადმოიარამის ზურგზე, მთელი ქვეყნისათვის შარა გზად გადაიქცა. როცა ქართლი ძლიერი იყო , საქართველოც ძლიერი იყო. ქართლი დაეცა საქართველოც დასუსტდა. ყოველ ქვეყანას აქვს თავისი პრუსია და ჰყავს პრუსიელები, რომელნიც ხალხის ცხოვრებაში დუღაბის მაგივრობას ასრულებენ. გერმანია პრუსიელებმა შექმნეს, რუსეთი მოსკოველებმა მოაგროვეს, დიდი ბრიტანეთი უელსის საჰერცოგომ ააშენა, რომის იმპერიის ისტორია თვითონ რომისა და კაპუას ისტორიას უდრის, ხოლო ძველი საბერძნეთი ათინამ და ატიკამ ააყვავეს. ასეთივე როლი დააკისრა ბედმა ქართლსაც. მისი ისტორია საქართველოს ისტორიის ნახევარს მაინც უდრის. ქართლი იყო საქართველოს პრუსია, ხოლო ქართლელნი ქართველთა ტომის პრუსიელნი იყვნენ. საქართველოს პრუსია აღარ აქვს და არც პრუსიელები ჰყავს.

საწყალი ქართლი! იგი მაგონებს დაბერებულს, ქაჩალს, უკბილოს, ბრუციანს და დაყრუებულ ნაკაცარს, რომელსაც ჭამის და განძრევის შნოც აღარ აქვს. წელში გასწყდა ქართლი!"

Link to post
Share on other sites

— Любовь — это боль , — сказал Император, — разве ты не знаешь? — Знаю, — ответил доктор. — Но я знаю также солдат, которые без рук, без ног, с волочащимися за ними кишками, зубами рвали врага, потому что их ждали дома любимые женщины . Я прошел вместе с ними через семнадцать больших сражений, и я знаю, чьи имена они выхаркивают вместе с кровью, когда я отрезаю им загангрененные руки и ноги. Я знаю, кого они зовут, когда лежат, вывернутые наизнанку, на моем залитом кровью операционном столе… Они зовут своих женщин. И только потому и выживают, что те, в их задымленном болевым шоком сознании, приходят к ним и поют песни о любви, и кладут им руки на головы — и те выживают. Не потому что я хороший врач, а потому что им есть за что держаться в этом аду. Да, их профессия — ненависть . Но это снаружи. А изнутри… Вы знаете, что держит их изнутри?..

«Тайны любви»

Link to post
Share on other sites

„1978 წელია. მოსკოვში, „ლენინსკი კომსომოლის“ თეატრში მიმიწვია მარკ ზახაროვმა სპექტაკლში, სადაც ეშმაკის როლი უნდა შემესრულებინა. ბინად ჩემს მეგობართან, ალექსანდრე აბდულოვთან ვცხოვრობდი, რომელიც იმავე თეატრში მუშაობდა, იმავე სპექტაკლში მონაწილეობდა და ჩემი მსახურის როლს ასრულებდა. საშას იმ პერიოდში ახალი ნაყიდი ჰქონდა მეზობლების ორი ბინა და სართულზე მარტო ცხოვრობდა. მართალია, ბინები უკვე გაერთიანებული იყო, რადგან კედლები დაანგრია, მაგრამ ორი შესასვლელი კარის ამოქოლვა, მოუცლელობის გამო, ვერ მოახერხა და სართულზე ამოსული ადამიანი იფიქრებდა, რომ იქ კვლავ, სამი სხვადასხვა ბინა იყო.

გენერალური რეპეტიციის წინა დღეა. დილაა და მე და საშას თეატრში გვეჩქარება. ჩვენს მეგობართან, მსახიობ სემიონ ფარადასთან შეთანხმებულები ვიყავით, რომ მანქანით გამოგვივლიდა და უკვე გრიმიანებს თეატრში წაგვიყვანდა. მე შხაპი მივიღე და ეშმაკის გრიმის წასმას შევუდექი. საშა კი შხაპის მისაღებად შევიდა სააბაზანოში. პირველი მეზობლის შემოერთებული ბინის კარზე ზარის ხმა გაისმა.

– მიდი, გააღე. ალბათ, სიომა მოვიდა, – დამიძახა სააბაზანოდან საშამ.

კარი რომ გავაღე, ზღურბლზე სამი მოხუცი, თავსაფრიანი ქალი იდგა, რომლებსაც ხელში ხატები ეკავათ. ეშმაკის ფორმაში რომ დამინახეს, შეხტნენ და პირჯვარი გამოისახეს. მე გამეცინა და ვუთხარი:

– ნუ გეშინიათ, ეშმაკი არ ვარ. რა გნებავთ?

– ეკლესიის გასარემონტებლად ფულს ვაგროვებთ და იქნებ დაგვეხმაროთო, – მიპასუხეს მათ.

მე ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ხუთმანეთიანი მივეცი და სახლში შევბრუნდი, თან, გრიმის წასმა განვაგრძე. უცებ, მეორე მეზობლის შემოერთებული ბინის კარზეც დარეკეს ზარი და რომ გავაღე, ისევ ის სამი მოხუცი დავინახე ხატებით. მე რომ დამინახეს, უფრო შეეშინდათ, მაგრამ პირჯვრის დაწერა არ ვაცალე, ისევ ხუთმანეთიანი მივაწოდე, კარი მივუხურე და ოთახში შევბრუნდი. მესამედ, უკვე საშას კარზე რომ დარეკეს, მივხვდი, კვლავ ის მოხუცები იყვნენ და გადავწყვიტე, „მეციგნა“, თან ფულიც აღარ დამრჩა ჯიბეში. კარი გავაღე, დოინჯშემოყრილი დავდექი და ვუთხარი:

– რა ეშმაკებივით შემომიჩნდით, ბებიებო! მე ვარ ეშმაკი თუ თქვენ?

ამის თქმა იყო და ჯერ ჩემ მიერ მიცემული ხუთმანეთიანები დამიყარეს წინ. შემდეგ ხატები ჩაიხუტეს, მოკურცხლეს და იმეორებდნენ. „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ამ სახლში უწმინდური ბუდობს და კედელში გადისო...“

იმ დროს კიბეზე სემიონ ფარადა ამოდიოდა, რომელიც ასევე, ჩემს მეორე მსახურს თამაშობდა, მასაც ეშმაკის მოციქულის ფორმა ეცვა და გრიმი ჰქონდა წასმული. მოხუცებმა რომ დაინახეს, წივილ-კივილით დაეშვნენ კიბეზე."

გია ფერაძე

ნ.ლ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...