Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

„ჰეჰ, აღსარებას რა აზრი აქვსო?!“ იტყვიან ზოგნი- მოვინანიებთ და მეორე წუთში მონანიებულ ცოდვებს თავიდან ჩავდივართო....
დიახ, მართალია ჩვენ არ გვაქვს ნებისყოფა ბევრ რამეზე ვთქვათ უარი , თუნდაც ტაძრიდან რამდენიმე წუთის გამოსულებმა, მაგრამ აბა დაუკვირდით:
ჩვენ, ვწმენდთ ფეხსაცმელებს , მიუხედავათ იმისა, რომ ვიცით, ის აუცილებლად დაისვრება.
ჩვენ, ვიბანთ ხელებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ისინი აუცილებად დაიჭუჭყება.
ჩვენ, ვგვით ოთახს მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ,ის აუცილებლად დაიმტვერაბა.
მაშ, რატომ არ უნდა გავასუფთავოთ ჩვენი სული, სრულ დაბინძურებამდე ?!
ვ.ხაბეიშვილი

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

"არ ელოდო რომ უკეთესად გახდები. არ გახდები. სირთულეები ყოველთვის იქნება. ისწავლე იყო ბედნიერი ამ წამს. სხვაგვარად ვერ მოასწრებ."
ხელშეუხებელნი
Link to post
Share on other sites

როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ადამიანებს შორის? არის ასეთი გამოთქმა: ყველაზე საშიში რამ ამქვეყნად კატეგორიული აზროვნება და კატეგორიული მსჯელობაა. რას ნიშნავს კატეგორიული აზროვნება? როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მისი შეხედულება სწორია და ყველაფერი აუცილებლად ისე უნდა იყოს, როგორიც მას წარმოუდგენია. სინამდვილეში ადამიანს აქვს სამი სახე: პირველი - როგორსაც გვხედავენ სხვა ადამიანები, მეორე - როგორსაც ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს და მესამე - როგორებიც სინამდვილეში ვართ, ანუ როგორსაც გვხედავს უფალი. ეს სამი სახე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ ძალიან საშიშია კატეგორიული აზროვნება, კატეგორიულად ნათქვამი სიტყვა.
ვინც არ უნდა იყოს ადამიანი - მაღალი თანამდებობის პირი, მეცნიერი თუ მუშა - მნიშვნელობა არ აქვს, იგი მოაზროვნეა და შეუძლებელია, ყველამ ერთნაირად იაზროვნოს. თუმცა, მუდამ გვახსოვდეს, - განსხვავებული აზროვნება იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს მტრად წავეკიდოთ, პირიქით, განსხვავებული მოსაზრებები აძლიერებს და ამდიდრებს ჩვენს აზროვნებას.

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია II

Link to post
Share on other sites

ვახუშტი კოტეტიშვილს უთქვამს ასეთი სადღეგრძელო:სამასი წლის წინ ერთი ვაშლის ჩამოვარდა და თავში მოხვედრა გააბაზრა ერთმა კაცმა და იმის მერე ბავშვებს ტანჯავს მისი მიზიდულობის კანონი.ხოდა, იმ კაცს გაუმარჯოს , თავში ვაშლი რომ მოხვდება და არ გააბაზრებსო. 

Link to post
Share on other sites

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი. 
თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზურგზე მოიკიდებდა და უკანმოუხედავად გაიქცეოდა.
ტკბობა და ბედნიერება ისწავლეთ - ტანჯვას და უბედურებას სწავლა არ სჭირდება.
რამაზ გიგაური

Link to post
Share on other sites

რაც მე საქართველოს გარეთ მიწანწალია, ქართველი ქალებისმაგვარი თვითმყოფადი და ეშხიანი სილამაზე არსად შემხვედრია.

 

https://www.kvirispalitra.ge/photogallery.html?view=albumimages&image=12687&lang=ka-GE

Link to post
Share on other sites

"თუკი რამ იყო სუფთა, ალალი და პატიოსანი ამ ქვეყანაში, იყო ღვინო" - აკა მორჩილაძე ქართულ ღვინოზე
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწერალი, აკა მორჩილაძე (იგივე გიო ახვლედიანი) თავის მცირე რომანში, "ვენერას სიზმარი" ერთ-ერთ ჩანართს ქართულ ღვინოს და ქართველებისთვის ღვინის ფენომენის მნიშვნელობას უძღვნის. მწერლის აზრით, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქართველებმა ძველი და ნამდვილი ღვინო დავივიწყეთ.
"ეს იყო ქვეყანა, რომელმაც ღვინო დაივიწყა და დაიტოვა მხოლოდ სადღეგრძელო. ეს სისულელე იყო, ვინაიდან მთელმა მსოფლიომ დაადასტურა, რომ ღვინო აქ მოიგონეს, რაც, მართალია, ეწინააღმდეგება ბიბლიას, მაგრამ არ გამორიცხავს იმას, რომ აქ უფრო ადრე ჩაჭყლიტეს ყურძენი თიხის ჭურჭელში, ვიდრე იქ. თანაც, აქ ისე არა თვრებოდნენ, რომ თავისი ქალიშვილები ვერ ეცნოთ. ლოტი რომ გაილეშა, ამ მხარეში კარგა ხნის ნასწავლი ექნებოდათ არგალეშვის ხელოვნება. რვა, ათი, ოცი ათასი წლის წინანდელ, მიწაში დაფლულ და არქეოლოგთაგან აღმოჩენილ ჭურჭლებში ყურძნის წიპწებია ჩარჩენილი. ერთხელ, ერთ არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ქვეყნის მაშინდელი მეთაური მოვიდა და ქეიფიც ატყდა.
შუა სმაში არქეოლოგებმა გამოიტანეს ექვსი ათასი წლის უცნაური რამ სასმისი, თიხისა, ზიარჭურჭლის ყაიდაზე ნაძერწი ძველ ოსტატთა მიერ, მეტად ლამაზი და გაუბზარავი ასეულ საუკუნოთა განმავლობაში. ამის დამნახავმა ქვეყნის მეთაურმა ყელში მობჯენილ ბურთს ვეღარაფერი მოუხერხა, არქეოლოგებმა კი უთხრეს, ამ სასმურით ექვსი ათასი წელიწადია, არავის დაულევნია და მოდი, ახლა თქვენ დალიეთ ამ ჩვენი ქვეყნის სადღეგრძელოო. გულაჩქროლებული თავკაცი მოწიწებით დასცქეროდა სასმურს, მერე დასუნა კიდეც და ცრემლი ვეღარ შეიკავა, დახეთ, ბიჭებო, ვინა ვართ და რა ვართ, ამდენი საუკუნეა და ამ კოხტა სასმისს ნუნუას სუნი მაინც ასდისო. ყველამ აიტაცა ეს ამბავი, თუმცა აღარ გაუმხელიათ, რომ ამ ძველი სასმურით წარამარა სვამდნენ ღვინოს.
ღვინო იყო ერთი რამ განსაკუთრებულობა, რაც ამ ქვეყანას გააჩნდა სწორედ იმ ძველთაძველ დროიდან, ვინაიდან ღვინო იყო წყალი და წყალი იყო ღვინო. თუკი რამ იყო სუფთა, ალალი და პატიოსანი ამ ქვეყანაში, იყო ღვინო. ყოველ გლეხსა თუ თავადს შინავე ჰქონდა თავისი წილი ღვინო, რომელიც მის პატიოსნებას გამოხატავდა.
პატიოსნებას კი გამოხატავდა იმ ბუნებრიობით, რაგვარი ბუნებრიობითაც იშვა ღვინო, დაიწურა ყურძენი, ადუღდა და დადგა. მთელი გზა ღვინის დაყენებისა იყო უაღრესად პატიოსანი და ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, ვინაიდან ღვინო იყო ღირსება კაცისა. ის დრო იყო, როცა ღვინოში წყალს არ გაურევდნენ. წყალგარეულს ხომ არ მისთავაზებდი ვინმეს. გლეხებს უყვარდათ ხოლმე, რომ უკვე ხელადაში ჩაურევდნენ ხოლმე ცოტა წყალს, რათა სამხრობისას არ შემთვრალიყვნენ და სამუშაოზე წელი არ მოსწყვეტოდათ. ამას შუა ღვინო ერქვა და ეს იყო და ესა. ღვინის უვარგისობა დიდი სირცხვილი იყო. ერთხელ თქვა აკაკი წერეთელმა უვარგის ღვინოზე, სადილამდე ეს ღვინო თეთრი იყო, სადილზე კი შერცხვა და გაწითლდაო. უვარგის ღვინოს ისე დასცინებდნენ, რომ საუკუნეებს გადასწვდებოდა.
ეს იყო ძველათ, სანამ აქაურები ღვინის გაყიდვას დაიწყებდნენ. იმ გაყიდვაშიც თავიდან პატიოსნება იყო. ერთმა ვაჭარმა გაოცებით ჰკითხა კნიაზ ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ამ წინანდლის ღვინოს რომ ჰყიდი, უკეთესს რას ყიდულობო. ღვინის გაყიდვა კიდევ იმან გამოიწვია, რომ ქვეყანა სასოფლო ქვეყნიდან საქალაქოდ გადაკეთდა და ქალაქში კიდევ ცოტამ იცოდა ნამდვილი ღვინის ანუ პატიოსნებისა და ღირსების გემო. გლეხობაც თანდათან გაეშმაკდა, იმათ არ იციან და ჩვენი რა გადასახდელიაო. ასე გაჩნდა შინაური ღვინო კარგი ხალხისთვის, რომელიც საკუთრივ შენს ღირსებასა და პატიოსნებას აღნიშნავდა, და გასაყიდი ღვინო, რომელიც მყიდველის ბითურობას მიანიშნებდა. ღვინო აღარ იყო წყალი, ღვინო იყო მხოლოდღა თრობა, რასაც გვიდასტურებს კიდეც რუსი მწერალი ველიჩკო. თრობაში წამოიზარდა სადღეგრძელოც, რომელიც ძველადაც ყოფილიყო, როგორც დალოცვა, ოღონდ კი ერთმანეთისა. სულ ძველად მღვდელი დალოცავდა ხოლმე სუფრას შემომსხდარ ხალხს, მერე და მერე კიდევ უბრალო ხალხიც შეუთამამდა, ჩვენც დავლოცავთო. ასე გაჩნდა სუფრის თავადი, თავადა, თუ თამადა, რასაც მერე პირდაპირ ოსმალური სუფრის გამრიგე - ტოლუმბაშიც დაერქვა.
რახან ღვინო შეიქნა ოდენ სათრობი და არა გემო, ცხოვრება, პატიოსნება და წესი ცხოვრებისა, ამიტომ იმძლავრა სადღეგრძელომ, სხვანაირად კი - ტოსტმა, ანუ იმგვარმა დალოცვამ, რომელიც არც დალოცვაა, არამედ ხოტბა და ზღაპარი, მთვრალ კაცს რომ მოუვა თავში გვერდით მჯდომისთვის სათქმელად. ამას ისიც მოჰყვა, რომ საჭირო შეიქნა ყოველი გვერდით მჯდომის დალოცვა, რადგან, თუ ერთით დალოცავდი ყველას, სათრობად არ გეყოფოდა, ცალ-ცალკე თუ დალოცავდი და, კარგადაც დათვრებოდი. დამთვრალი კიდევ გადასწვდებოდი სხვებსაც ამ დღეგრძელობის სურვილით და გადათვრებოდი ისე, რომ ადღეგრძელებდი მთვარესაც, რომელსაც არ ესმოდა შენი სიტყვები, და ხმალ-ხანჯალსაც და წინაპარსაც. მთელ ამ სადღეგრძელოებში ყველაზე მართალი იყო შესანდობარი აწ გარდაცვლილთა, რომელიც ასევე ძველ მღვდელთაგან გამოჰყოლოდა სუფრას.
ასე რომ, სადღეგრძელომ თანდათან დაამარცხა ღვინო, ვითარცა საშუალება კაცის თავის ფიქრში ჩაღრმავებისა და მსმელებს დიახაც უხაროდათ, ახ, გუშინ კარგი ღვინო დავლიეთო, მაგრამ ცუდი ღვინის სმისასაც ცხვირს არ აიბზუებდნენ. ასე რომ, ღვინო, ვითარცა ჯადოსნობა ბუნებისა, გაჰქრა და მის ადგილას დარჩა თრობა და სადღეგრძელო, სხვანაირად გამოხატვა მოგონილი ცხოვრებისა, რომელსაც ღვინოსთან დააკავშირებს ოდენ ცხოვრების უკეთ მოგონების სურვილი. თორემ ადრევე გვიდასტურებდა უილიამ შექსპირი, სადღეგრძელო არაფერს ნიშნავსო. ნიშნავს მხოლოდ თრობა, რომელიც კაცს ალაპარაკებს, თრობისა კი სხვა ათასი რამეც არსებობს.
ესე ყოველი მომხდარა კომუნისტების გამეფებამდე, თუმცაღა ამათ ხელში საბოლოოდ დათავებულა. რადგან ამათ გეგმა დაუწესებიათ, ამდენი და ამდენი ღვინო უნდა გაიყიდოსო, და მიეცა ღვინოს თამამად წყალი და მიეცა შაქარი და ათასგვარი ხერხი, რათა ოდენობა შექმნილიყო. ის ძველი ნამდვილი ღვინო, ღვინო ღირსებისა დარჩენილიყო მხოლოდ აქა-იქ, ისიც ისევ გლეხებში, ქვევრში შენახული და იმას სხვანაირი ამბავიც დაენარჩუნებინა, ოღონდ ვინღა შეამჩნევდა ამის სხვა დანიშნულებას, დავიწყნოდათ და ახალი წესით მიირთმევდნენ. ათასგვარი ფხვნილებიც მოგონილა ღვინისთვის, რათა უკეთ გაძლოსო, იმიტომ რომ, ის ძველი და ნამდვილი ღვინო არ იყო ბოთლ-შუშაში შესანახი. თიხისთვის იყო და ტიკჭორით კიდევ მიმოჰქონდათ, ისევე როგორც რუმბით. ჭეშმარიტად ისე გამოვიდა, როგორც თქმულია, ძველ ტიკებში ახალი ღვინო არ ჩაისხმევაო.
სადღეგრძელო კი ისე გათამამდა, რომ ღვინის გარეშეც მთავარ ამბად შეიქნა კაცთა შორის ლაპარაკისას. ღვინო დაივიწყეს, იმის ფიალები და თასები, იმის დოქები და იმის ჩაფიქრებები, იმის მეგობრობა კაცთან და იმით მოცემული სიმხნევე და სიკეთე, იმით გამოფხიზლება და იმით დაბანა პირისა გაჰქრა. იმის ყანწები სხვა რამით გაივსო და იმან გულს დამბლა მისცა და არა სიცოცხლე.
ის ლამაზი საგნეულობა, რაც ღვინოს ახლდა თან, რათა ღვინო ყოფილიყო ღვინო, გაჰქრა სადღაც, მუზეუმებში დაალაგეს. ასე, ორასი წლის წინათ დოქებს ყელები დაუწვრილეს და დაარქვეს ყარყარა და ჭინჭილა - წვრილად გადმომავალი ყელიდან უფრო დაითრობიო. გაჰქრა პირმოხსნილი ფიალა, რომელშიაც ხედავდი ღვინოსა და ცხოვრებას მთლიანად, თუ დაჰხედავდი ზემოდან. ყელწვრილა დოქებში კი არ სჩანდა, რას სვამდი. ფიალაში ღვინო დამდგარიყო, როგორც სიმშვიდე დადგება ხოლმე და ირხევა ლამაზად, მდორედ და კეთილად. ერთი ყლუპი თუ გახლავს ის ფიალა, ყლუპი ცხოვრებისა და არა მოგონილისა. გემო იმ ძველი ღვინისა კი თუკია დარჩენილი სადმე, რათა ჩამოჯდე და მოსვა და სვა ნელ-ნელა, წრუპო, ვითარცა ძველად იტყოდნენ, რათა უკეთ ჩაუფიქრდე ღირსებისა და პატიოსნების ამბავს, სხვანაირად კი ცხოვრებას, ისე გემო თავს მალავს, ეგრე აღარ გამოგიჩნდება. იმიტომ, რომ ღვინო დაივიწყეს".
allwine.ge

Link to post
Share on other sites

"ქართველებს წინასააღდგომოდ ერთი უნიკალური ტრადიცია გვქონდა, რომელიც სავსემთვარეობაზე იმართებოდა- ადამიანები გაზაფხულის ძალაში შესვლას ზეიმობდნენ.რიტუალი უჩვეულო დადგმას წარმოადგენდა.სახელად კი "გუდისა " ერქვა.საქმე ისაა, რომ პროცესიას წინ გუდასტვირზე დამკვრელი ხუთი გამორჩეული პირი მიუძღოდა,რომლებსაც გუდასაკრავზე დამაგრებული სარკე ჰქონდათ, უკან კი სოფლის მოსახლეობა მიჰყვებოდა.სარკისა და სავსე მთვარის სხივების ურთიერთგადაკვეთის წყალობით მცოდნე ქართველები იგებდნენ , იმ წელს როგორი გაზაფხული, ზაფხული და ზამთარი იყო მოსალოდნელი, როგორი მოსავალი მოვიდოდა და გლეხი მზად რისთვის უნდა ყოფილიყო."
კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი

Link to post
Share on other sites

"სტუდენტი ვიყავი ,როცა ჩემმა მასწავლებელმა ჰაინრიხ ნეიჰაუზმა ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი ჩამიტარა და იმ წუთების გახსენება მიყვარს.რახმანინოვის მშვენიერ ნაწარმოებს "ჯამბაზს" ვასრულებდი.მოგეხსენებათ,იქ ჯამბაზი თოკზე გადის . დავუკარი. პედაგოგმა მითხრა:-კარგია, მაგრამ ისე ასრულებ , შენი ჯამბაზი ყოველ წუთს შეიძლება ჩამოვარდეს და ამიტომ,უბრალოდ, კი არ უნდა დაუკრა, თოკზე შენც მასთან ერთად უნდა გაიაროო! ეს რომ შემეგრძნო, დაჯდა და მელოდია თავად შეასრულა.მეხსიერება კარგი მქონდა და იგივე მანერით ზუსტად დავუკარი, რის შემდეგ სრული სიჩუმე ჩამოვარდა.ვიფიქრე-ცუდად შევასრულე-მეთქი. მან კი ასეთი სიტყვაბი მითხრა:არასდროს ზუსტად ასე აღარ მომბაძო-ეს ჩემი ჯამბაზი იყო და უფსკრულის თავზე გაჭიმულ თოკზე მე გავიარე.შეეცადე შენით იარო,რადგან მიბაძვით საკუთარ თავს ვერასოდეს იპოვიო "
კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი

Link to post
Share on other sites

"ქართველებს უცნაური რიტუალი გვქონდა, ღვინოს დაცლიდნენ, ფიალაში ცოტაოდენ გამხმარი ხის ქერს, ფოთლებს ჩაყრიდნენ და ცეცხლს წაულიდებდნენ,უკან კი სოწის ხის წებოვანას კვარივით აანთებდნენ და იმის შუქზე ფიალის კედეკზე გამოსახული ფიგურების მიხედვით მკითხაობდნენ.ბავშვობაში ამ რიტუალში მეც მიმიღია მონაწილეობა და რატომღაც სულ ეკლესია მომდიოდა,სანამ წმინდა სამების ტაძრის დედოზარი არ ჩამოვასხი ,რითაც დღემდე დიდად ბედნიერი ვარ."
კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი

Link to post
Share on other sites

"სიწყნარე ღმერთს უყვარს და სიჩქარე ეშმაკსა. სიწყნარემა ყოველი საქმე დაამშვენოს და სიჩქარემა მრავალი საქმე დაამარცხოს.
სიჩქარე ისარს ჰგავს, რომე სადამდის არ დაეცემის, მანამდის აღარ დაბრუნდების, და სიწყნარე ხრმალსა ჰგავს, ხელთა გაქვს და, თუ გინდა, ასაქმებ, და თუ არა, არას დააშავებს. როდისცა გაჯავრდეს კაცი, მართებს, რომ სადავე დაუჭიროს და ბოლო გაუსინჯოს საქმესა."

Link to post
Share on other sites

""ტურფავ, ტურფავ" იოსებ ბაქრაძემ ისე დაუახლოვა ქართული ხალხური ლექსის ბუნებას,რომ არამარტო საქართველოში ,თვით გერმანელ მწერალს ადოლფ დირსაც ქართული ხალხური ლექსი ჰგონებია და გერმანულ ენაზე უთარგმნია.იოსებ ბაქრაძეს ისე ოსტატურად დაუწერია ჰენრიხ ჰაინეს განცდები , თითქოს, საკუთარ ხელში გადაუდუღებია, მთელი სისრულით გადმოუცია იგი."ვენერა კავთიაშვილი
"ტურფავ ტურფავ!რას უყურებ, მოაცურე ჩემსკენ ნავი, ერთად დავსხდეთ და ვუყუროთ როგორ არხევს ნავს ნიავი. ნურას ჰფიქრობ ჩემზედ ავსა, გულს მხურვალედ ჩამეკარი, თუ რომ შენს თავს ანდობ ზღვასა მე რათღა ვარ უნდობარი მაგრამ გულიც ხომ ზღვა არის, ხან ჰღელავს და ხან მშვიდდება. და ძვირფასი მარგალიტი იმაშიაც იმალება..."

Link to post
Share on other sites

"კომპიუტრეთან ხანგრძლივად მუშაობისას მნიშვნელოვნია პერიოდული შესვენებები 10 წუთით ყოველ 2 საათში ერთხელ, თვალის ვარჯიში და მასაჟი:
ა) იყურეთ მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ – ქვემოთ 5-10 -ჯერ.
ბ) მზერით მოხაზეთ წრე, ანუ თვალით გააკეთეთ წრიული მოძრაობები 5-10- ჯერ.
გ) უყურეთ ჯერ თქვენი ცხვირის წვერს, შემდეგ გაიხედეთ შორს. გაიმეორეთ 5-10 – ჯერ.
დ) 30 სმ-ის მანძილზე ამოარჩიეთ ობიექტი ან დახატეთ მცირე ზომის წრე და უყურეთ 10 წამის განმავლობაში, შემდეგ იყურეთ შორს (სასურველია ფანჯარაში) 1 წუთი. გაიმეორეთ 5-10-ჯერ.
ე) დახუჭეთ თვალები, დაიდეთ საჩვენებელი თითი ზედა ქუთუთოზე და გაიკეთეთ თვალის მასაჟი წრიული მოძრაობებით ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ – პირიქით. გაიმეორეთ 5-10- ჯერ.
ვ) ასეთივე წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი საფეთქლის მიდამოში.
სასურველია, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც იმყოფებით.
თუ გაწუხებთ სიმშრალის შეგრძნება, ჩაიწვეთეთ ცრემლის შემცვლელი პრეპარატები: უკუთეარსი, ოფთაგელი, ცრემლი ნატურალური, დროპსტარი, ქსილოიალი და ა.შ."

 
 
 
 
Link to post
Share on other sites

"თოვლის ჯიქი" და "კლდის ვეფხვი"
"1964 წელს მიხეილ ხერგიანი ინგლისში მიიწვიეს ტურნირზე. მას ყველა ქალაქში დიდი პატივისცემით ხვდებოდნენ. ხერგიანი ადგილობრივ ცნობილ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა.

ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებას ინგლისის დედოფალიც დაესწრო. კლდეზე ცოცვისას მიხეილ ხერგიანს ტრიკონები (სპეციალური "ბათინკები", რომლის ძირი ვეფხვის ტორს წააგავს) ეცვა. როდესაც დედოფალმა კლდეზე მცოცავები შეამჩნია, თქვა: "ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ვინ არის ის, მეორე, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?" 
მედიამ დედოფლის ფრაზა აიტაცა და მიხეილ ხერგიანს "კლდის ვეფხვი" სამუდამო სახელად შერჩა.
"თოვლის ჯიქი" (თენსინგ ნორგეი) მეგობრობდა "კლდის ვეფხვთან", ისინი იალბუზზე ერთად უნდა ასულიყვნენ. იმ დღეს ამინდი გაფუჭდა და თენსინგ ნორგეიმ ასვლაზე უარი თქვა. მიხეილ ხერგიანი ავიდა და საღებავით დააწერა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, თენსინგ!" როდესაც გამოიამინდა და "თოვლის ჯიქი" იალბუზზე ავიდა, მისალმების დანახვაზე გაგიჟდა... "

Link to post
Share on other sites

"სიწყნარე ღმერთს უყვარს და სიჩქარე ეშმაკსა. სიწყნარემა ყოველი საქმე დაამშვენოს და სიჩქარემა მრავალი საქმე დაამარცხოს.
სიჩქარე ისარს ჰგავს, რომე სადამდის არ დაეცემის, მანამდის აღარ დაბრუნდების, და სიწყნარე ხრმალსა ჰგავს, ხელთა გაქვს და, თუ გინდა, ასაქმებ, და თუ არა, არას დააშავებს. როდისცა გაჯავრდეს კაცი, მართებს, რომ სადავე დაუჭიროს და ბოლო გაუსინჯოს საქმესა."

 
 
 
 
Link to post
Share on other sites

"ლოცვის სიღრმე
ერთი პენჯაბელი გოგონა მინდორში მიდიოდა. სწორედ ამ დროს ვიღაც მორწმუნე იქ გულმხურვალედ ლოცულობდა. რელიგიის კანონით, არავის ჰქონდა უფლება, ამ დროს მის გვერდით ჩაევლო. როცა სოფლელი გოგონა უკან ბრუნდებოდა, მორწმუნემ შერისხა:
- როგორ ტლანქად მოიქეცი, გოგონავ, ეს ხომ ცოდვაა. გვერდზე ჩამიარე მაშინ, როცა გულმხურვალედ ვლოცულობდი.
- გოგონა შესდგა, მორწმუნეს ჯიქურ შეხედა და ჰკითხა:
- რა გაქვთ მხედველობაში, როცა ამტკიცებთ, რომ გულმხურვალედ ლოცულობდით?
- რა, არ იცი, ეს რას ნიშნავს?-- შეჰყვირა გაოცებულმა მორწნუნემ--ილოცო--ეს ნიშნავს, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდე და არა სხვას. გოგონა შეეპასუხა:
- მაშ, როგორ შემამჩნიეთ, თუ მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდით? როცა ჩაგიარეთ,ჩემს სატრფოზე ვფიქრობდი და თქვენ ვერც კი დაგინახეთ."

Link to post
Share on other sites

ქალი-ზმნაა, მამაკაცი კი ნაცვალსახელი

ქალი-ზმნაა, მამაკაცი კი ნაცვალსახელი...
ქალი, რომელიც შინაგანად იმდენად ქალურია, რომ ზოგჯერ ავიწყდება კიდეც, რომ ქალია, წევს თბილი ფუმფულა საბნის ქვეშ და წრიალებს, ტრიალებს და ბრუნავს დედამიწასავით, როდესაც უკვირს , რომ ასეთი თამამი მანევრირების ტრაექტორიაზე არავინ ხვდება, აი მაშინ, ზუსტად მაშინ იწყება ყველა საშინელება, ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი და ათასი სტიქია და უბედურება...გესმით როგორ ქუხს?!
იმიტომ, რომ ქალი-უფსკრულია...ქალი-სტიქიაა...ქალი- სტიქიათა უსასრულობაა...ქალი-მორევია, მოვლენათა მორევი, რომელისაც თავადვე ეშინია...
ქალი- ზმნაა, ყველა ზმნა, რაც კი არსებობს ბუნებაში და რაც მან თვითონვე გამოიგონა...თუნდაც ისინი განუსაზღვრელ დროში და ფორმაში იყვნენ, სამაგიეროდ მათი მოქმედება არ განისაზღვრება არანაირი დიაპაზონით...
და მამაკაცი? მამაკაცი-ნაცვალსახელია...პირის ნაცვალსახელი-მე, როგორც მას ჰგონია...ზოგადი მნიშვნელობის წინადადებებში ყოველთვის ქვემდებარის როლშია, მაგრამ არ არსებობს წინადადება ზმნის გარეშე...ამიტომ ქვემდებარე ყოველთვის თავის შემასმენელს ეძებს, გზადაგზა მას ათასი ზმნიზედა,ზედსართავი, განსაზღვრება და გარემოება ხვდება... და როდესაც შეხვდება ზმნას „მიყვარხარ“ ის მოსიყვარულე ხდება, შემდეგ, როდესაც ქვემდებარე თავის შემასმენელს უახლოვდება, ზმნა ყოველთვის ცდილობს თავისი თვისება თავის ქვემდებარეს უწილადოს, ამიტომ ის კი აღარ მოქმედებს, არამედ განიცდის მის სიყვარულს, მას კი აღარ უყვარს, ის უყვართ...ანუ, წინადადების სუბიექტი ხდება ობიექტი, ან შეგვიძლია სულაც ამოვიღოთ წინადადებიდან...
მაგრამ, თუ ზმნა არის აქტიური, ის არ მისცემს პასიურობის უფლებას თავის ქვემდებარეს და პირიქით თავისი ქმედების რადიუსს შეზღუდავს და გაუფრთხილდება ნაცვალსახელის დიდებას და პოტენციალს, მაშინ ზმნა შეიძენს ლამაზ და განსაზღვრულ ფორმებს და ყველაფრის შემძლე ზმნა „მიყვარხარ“ იძენს მნიშვნელობას „ის“, ამის შედეგად ზმნა უძლურდება... სამაგიეროდ ის იძენს სხვადასხვა ზმნების მნიშვნელობებს: ჩხუბი, ტირილი, თეფშების მტვრევა, ბუტიაობა და ქუხილიც კი...გესმით როგორ ქუხს?!
თუ თქვენს ზმნას არასდროს გაუკეთებია ყოველივე ეს, ე.ი. ის არ არის ქალური, არ კითხულობს წიგნებს, არის უვიცი და უწიგნური და არ იცნობს ყველა ზმნას...
... და თუ ქალი არის იმდენად ქალური, რომ ზოგჯერ ავიწყდება კიდეც, რომ ქალია, წევს თბილი ფუმფულა საბნის ქვეშ და წრიალებს, ტრიალებს და ბრუნავს დედამიწასავით, მაშინ ის არასდროს მოგცემთ მოსვენებას...
...რადგან მას უყვარს წვიმა და შემოდგომა და სულში ყოველთვის კაშკაშა მზე და გაზაფხული აქვს...

/ვიკა ელბაქიძე/

Link to post
Share on other sites

" მოდიოდა და დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. მოწაფეებმა ჰითხეს" ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?"
იესომ უპასუხა: "არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ , რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში."
იოანეს სახარება

Link to post
Share on other sites

"სიგიჟე – დაავადება, რომელსაც ყველაზე ნაკლებ თანაგრძნობას უცხადებენ. აბა კიბო მქონოდა, მომცვივდებოდნენ ნაცნობ–უცნობები კეთილშობილი სახეებით და სულ იმის მცდელობაში იქნებოდნენ რა ესიამოვნებინათ, საწყალი ბოლო დღეებს ითვლის და არაფერი ვაწყენინოთო. ყველა სურვილს შემისრულებდნენ. “საჩუქარიც” კი იქნებოდა ეს ავადმყოფობა. მაგრამ მე ყველაზე უარესი შემხვდა. გიჟებს დასცინიან, ერიდებიან, ეზიზღებათ.. ვინ უთანაგრძნობს შეშლილს? ეშინიათ, და გაურბიან."

Link to post
Share on other sites

" ო, ლურჯა-ღმერთო,ფშავ -ხევსურეთის სალოცავებო,
ცა-ქვეყნის გამრიგენო,ხორციელთა საცხოვრებლადა,
სასწორ-ჩარექთა მქონენო,
წეს-უწესობისათვის.
თქვენ, რომელნიც იფარავთ მართალსა და კეთილს,
გზა-მეგზურს აშორებთ მაცილსა და კაოტს,
რომელნიც ცხენის ფლოქვქვეშ აძლებინებთ ბალახს,
მდიდრის რიხქვეშ ახარებთ მშიერსა და ღარიბს
და უბირ მესიტყვესაც თავს წარმოადგენინებთ..
წმინდა პირითაც იხსენიებოდეთ!
თქვენ, რომელნიც სულელს აძლევთ იმის ძალას,
რომ არ შერცხვეს თავისი ნაკლის
და იფარავთ სიბრძნის ჩრდილისგან.
კოჭლი გოგოსთვის აქანავებთ მთაზე ბილიკებს,
რომ მთის გადაღმა გამიჯნურდეს ვინმეთაგანი.
...........................................................................
ჩვენა გვხედავთ, ჩვენ გვიყურებთ
და მაინც კი ადგილს არ იცვლით,
წესსაც ხედავთ, უწესობასაც
და იქავ სუფევთ..
წმინდა პირითაც იხსენიებოდეთ!
ო, ლურჯა-ღმერთო,ფშავ -ხევსურეთის სალოცავებო,
მა ბახტრის წმინდა გიორგივ,
მგზავრების პატრონო!"
ბესო ხარანაული

Link to post
Share on other sites

„-წაწალი გყავდა ბებო?
როგორც თიხის ძველ ქილას დაჰკრავს მზემ და ფერი გამოუნათოს, ეგრე სანთიას ბებოსაც წარსულის სხივმა სახე გაუბრწყინა“ კინაღამ შეჰყვირა 14-15ისამ - შეიპყარ , ბებო ეგ წამი, არ გაუშვა , ეგეთივ დარჩიო!
-მყავნდა, მაშა.
-სწვებოდით?
-მაშა!
-რადა სწვებოდი?
--ეე, ბალღო... მიყვადა და იმისთვინა, სხვად რადა.... ამ ჩვენი მხრის ქალ-ვაჟთ მალედვე ეკიდება სიყვარული და თუ გასაქანი არ მიეცი, თუ არ უშეღავათე რითამე, სუ დაიქცევიან მთის წყაროებივით აქეთ-იქითა, ისევ წაწლობის ჯარჯ-გირკალი აბამთ თავის ადგილზე, ისევ დალოცვილის მადლი აძლებინებთ ზაფხულის სიცხესა და ზამთრის ყინვაში და შრომაში.ოოო, ძალიან უდიერი შრომაა ჩვენში, წაწლობითა და ნადობ-ნაძმობობით აძლიერებენ ერთურთს ქალ-ვაჟნი...
-ეგრე ყველაფერი შეიძლება, ბებო..
-მაშ სხვასთან რატო არა ვწვებოდი, თუ შეიძლება. ვინც მიყვარდა ინასთან ვწვებოდი.
-ქმარი?
-ქმამრი მემრე იყო. ეგება, უსიზმროდაცა თხოვდებიან ეხლანდელები! ,,ჰი-ჰი-ჰი.. გატყუებენ ბალღო, ქალს ,გათხოვებამდე იმდენჯერა აქვ ნაყვარები, რამდენჯერაც თვალი გაუხელია. ეშმაკია , შვილო, ქალი, ძალიან ეშმაკია, მაგრამ სურვილიანია და ისა ღუპავს, საწყალსა..
-კარგი იყო წაწალი?
-ის გულის ძაგძაგი რო არა მქონოდა, თავს რა მამაწონებდა იმთვენ შრომაში, საქონელი ამათაბარეო, წველე-დღვიბეო.. მკაში , შეშის დამზადებაში, მთიდან თივების თრევაში, არიქა, აცებს გარდაღმეტდიო.....თითისხელა ბალღს შეგაბამენ უღელში და უნდა გასწიო. ოცდაათი წლის ქალი უკვე ბებერი ხარ, მანამდე თუ გაქვ მოხალისებული, ეგ არის შენი ქონება, ის უნდა იხსენო სიკვდილამდე, იმით იხალისო წუთისოფელი..
-კარგი იყო წაწალი?
-ჩემგან რა გესწავლება. ისე ხალისით შევკაზმავდი ხოლმე ცხენსა, ისე მსუბუქად დავიტაცებდი უნაგირს, რაკი იმის კარზე უნდა გამევლო.. ისე კი არ ვიყავი, სხვა დროს რომ მემკვლელებოდა ხოლმე!
-ხო, მალვით იყავით და სადა ხვდებოდით ერთმანეთსა?
-ჰაი-ჰაი.. მალვით კი ვიყავით , მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მალვით ვიყავით, მალვით იმითა, რო ეგრე უხდება სიყვარულს, ძაან გაფარჩავებული არაფერი ვარგა, ჭკუა და ზომა ყველაფერს უნდა, შვილო...
--------------------------------------------------------------------------------------------
-მაშინ ნამდვილი სიყვარული იცოდნენ!
-სიყვარული სულ ნამდვილია. მარტო პურზე და სიყვარულზე არ იტყუებს კაცი თავსა, შენ კიდევ რომ გაინტერესებს -ლექსები... ამ ჩვენ მხარეში , არავინ იცის , რა იყო ერა, სიყვარული თუ ლექსობა? რომელმა რომლის აკვანი დაარწო,არავინ იცის.“
/ბესო ხარანაული
ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისთვის/

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...