paraskeva 30 Posted April 16, 2013 Report Share Posted April 16, 2013 კოკო შანელის 20 ოქროს ციტატა. 1. ქალებს წერტილი სიტყვა SHOPPING-ის ბოლოში აქვთ. 2. რაც უფრო ცუდადაა ქალის საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს ის. 3. როგორც არ უნდა ატრიალო, მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალია. დანარჩენები მხოლოდ მისი აჩრდილებია... 4. არ მიყვარს გრძელი პიჯაკები - მამაკაცთან საუბრისას მე ვერ ვხედავ მის ჩემდამი დამოკიდებულებას. 5. ყოველმა ქალმა ყოველთვის უნდა იცოდეს ორი რამ - რა სურს და ვინ სურს მას. 6. არ მისთხოვდეთ მამაკაცს, რომელსაც ხურდა ფულის საფულე აქვს. 7. მიმიფურთხებია რას ფიქრობთ თქვენ ჩემზე. მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ. 8. თუ თქვენ გსურთ გქონდეთ ის, რაც არასდროს გქონიათ, თქვენ მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ. 9. არ არსებობენ ულამაზო ქალები, არსებობენ ზარმაცები. 10. ქალი მომავალზე წუხს სანამ გათხოვდება. მამაკაცი არ წუხს მომავალზე სანამ არ დაოჯახდება. 11. სილამაზეზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ გულიდან და სულიდან. სხვაგვარად არანაირი კოსმეტიკა არ გიშველით. 12. ქალს, რომელიც არ მოიხმარს კოსმეტიკას, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. 13. თავის შეკავება, როდესაც გეწყინათ და სცენის არ მოწყობა, როცა გეტკინათ - აი რა არის იდეალური ქალი. 14. არავინაა ახალგაზრდა ორმოცი წლის ასაკში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ განუმეორებელნი ყველა ასაკში. 15. ყველაფერი ჩვენს ხელშია, ამიტომ ისინი არ უნდა ჩამოვუშვათ. 16. სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან. 17. ჩემი ჩაცმის მანერა გარშემომყოფთა დაცინვას იწვედა, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობდა ჩემი წარმატების საიდუმლო - მე გამოვიყურებოდი არა ისე, როგორც ყველა. 18. ნამდვილი ბედნიერება ძვირი არ არის: თუ იძულებული ხარ მასში მაღალი ფასი გადაიხადო, ესე იგი ეს ფარსია. 19. თუ შენ ფრთების გარეშე დაიბადე, ნუ შეუშლი ხელს მათ გაზრდას. 20. ხელები - ქალის სავიზიტო ბარათია, კისერი - მისი პასპორტი, მკერდი კი - საერთაშორისო პასპორტი. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 16, 2013 Report Share Posted April 16, 2013 3. როგორც არ უნდა ატრიალო, მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალია. დანარჩენები მხოლოდ მისი აჩრდილებია... ეს საინტერესოა, რატომ არ ესმით ქართველ ქალებს ქართველი კაცების ტემპერამენტის და ვერ შეუგნიათ ზემოაღნიშნული? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 16, 2013 Report Share Posted April 16, 2013 3. როგორც არ უნდა ატრიალო, მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალია. დანარჩენები მხოლოდ მისი აჩრდილებია... ეს საინტერესოა, რატომ არ ესმით ქართველ ქალებს ქართველი კაცების ტემპერამენტის და ვერ შეუგნიათ ზემოაღნიშნული? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 16, 2013 Report Share Posted April 16, 2013 ანგელოზთღამეობა - შენ რომ სთხოვე ღმერთს, იმიტომ შეწყვიტა სეტყვის ჩამოყრა ციდან, ხო, დედიკო? – დარწმუნებულმა მაინც ვკითხე დედას. - ხო, შვილო, დაილოცოს ღმერთის განგება. - მუხის დედამ არ სთხოვა? – ვკითხე ისევ და დანანებით გავხედე მუხას, გულიდან რომ ცეცხლი ამოსდიოდა, – რატომ არ სთხოვა, დედი, მუხის დედამ, ჩემს შვილს ცეცხლი არ მოუკიდოო, ჰა?! - დედა აღარა ჰყავს მაგ მუხას და იმიტომ, შვილო. - ვინ მოუკლა? - კაცმა. - რომელმა კაცმა? - ცულიანმა? - მერე შენ რატომ არ სთხოვე, დედი, რომ მუხასაც არაფერი დაუშაოო, შენ ხომ ყველაფერს გიჯერებს ღმერთი, არც მუხას ესროდა მეხს. - რა ვიცი, ვეღარ მოვიფიქრე, შვილო, – დანანებით თქვა დედაჩემმა და მე უფრო მაგრად დამწყდა გული, რომ ეს ვერ მოიფიქრა დედაჩემმა. „მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში. ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად.“ გოდერძი ჩოხელი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 16, 2013 Report Share Posted April 16, 2013 თმის ცვენის წამალი ქაფურის ზეთი -1 სუფრის კოვზი, გლიცერინი -1 სუფრის კოვზი, აბუსალათინის ზეთი "კასტორგა" -1 სუფრის კოვზი, ნავთი -1 სუფროს კოვზი, 1 თავი ნიორი დანაყილი. ეს ყველაფერი კარგად უნდა შეერიოს. უნდა შეიზილოს თმის ძირებში კბილის ჯაგრისით და თავზე უნდა გაჩერდეს -24 საათი. უნდა დაიბანოთ საპნით. 10 დღე არ დაიბანოთ. ასე გაიმეორეთ სამჯერ. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 (edited) http://www.youtube.com/watch?v=uAnz99LLV4A Edited April 17, 2013 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 აბა, გემრიელად ივახშმეთ!!! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 აუუუუ,რასაა რომ გვიშვება ეს გოგო!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 აუუუუ,რასაა რომ გვიშვება ეს გოგო!!!!!!! ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 შენი, მიწავ ჩემო, ვინც კი იცის გემო; როგორ დავიჯერო, - თავს არ შემოგევლოს! იმერეთო ქვემო, იმერეთო ზემო, - სიყვაროლო ჩემო, სიხარულო ჩემო... ძამა გურულებო, ჯიმა სამეგრელო, ძმაო ქართლ - კახეთო, მესხეთ - ჯავახეთო; მარნის ჩვენის ეშხი მტერსაც ჩავახეთქოთ, ოღონდ ჩვენს საქმეში ნაკლებ ჩავახედოთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 ჰე, დროზე! დამალაგებინეთ ქუხნა! დამესხა ტარაბუა! რამხელა მტვერსასრუტი მაქვს რომ იცოდეეე. ოღონდ პაპალამ უნდა იყვეს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 რამხელა მტვერსასრუტი მაქვს რომ იცოდეეე. ოღონდ პაპალამ უნდა იყვეს. ეგრე იყოს!!! ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 (edited) paraskeva თმის ცვენის წამალი ქაფურის ზეთი -1 სუფრის კოვზი, გლიცერინი -1 სუფრის კოვზი, აბუსალათინის ზეთი "კასტორგა" -1 სუფრის კოვზი, ნავთი -1 სუფროს კოვზი, 1 თავი ნიორი დანაყილი. ეს ყველაფერი კარგად უნდა შეერიოს. უნდა შეიზილოს თმის ძირებში კბილის ჯაგრისით და თავზე უნდა გაჩერდეს -24 საათი. უნდა დაიბანოთ საპნით. 10 დღე არ დაიბანოთ. ასე გაიმეორეთ სამჯერ. თალიზია მაგის წამალი ეკატერინე :( სამწუხაროდ არ შველის არანაირი ხალხური 3000 ლარი და გაიქოჩრება კაცი http://ge.talizi.ge/ Edited April 17, 2013 by დავითი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 paraskeva თმის ცვენის წამალი ქაფურის ზეთი -1 სუფრის კოვზი, გლიცერინი -1 სუფრის კოვზი, აბუსალათინის ზეთი "კასტორგა" -1 სუფრის კოვზი, ნავთი -1 სუფროს კოვზი, 1 თავი ნიორი დანაყილი. ეს ყველაფერი კარგად უნდა შეერიოს. უნდა შეიზილოს თმის ძირებში კბილის ჯაგრისით და თავზე უნდა გაჩერდეს -24 საათი. უნდა დაიბანოთ საპნით. 10 დღე არ დაიბანოთ. ასე გაიმეორეთ სამჯერ. თალიზია მაგის წამალი ეკატერინე :( სამწუხაროდ არ შველის არანაირი ხალხური 3000 ლარი და გაიქოჩრება კაცი http://ge.talizi.ge/ ეს წამალი მასწავლა დიდი ხნის წინ ერთმა აფთიაქის გამგემ. ცოტათი მაინც შეაჩერებს თმის ცვენას, ალბათ. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 აბა გადახედე რას გაამზადებ დილით ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 ან კიდე კარგი მაგარი ჩაი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 ან კიდე კარგი მაგარი ჩაი ვააა, რა გემრიელობებიააა!!! მე დღეს წვნიანს ვამზადებ. ძალიან მიყვარს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 და მაინც რაა სიყვარული ?! ეს გრძნობა ყოველთვის უდროო დროს ეწვევა ხოლმე ადამიანს... შეიჭრება მის ჩვეულ ცხოვრებაში... აურევს გეგმებს... თავგზას... გრძნობებს... და ააფორიაქებს... სიყვარული ავადმყოფობას ჰგავს: აგატკიებთ გულს... სხეულს... თავს...იგი ადამიანს ისე ცვლის, რომ საკუთარი მშობლები ვეღარ ცნობენ ხანდახან... და მათი საქციელი უკვე აღარ ექვემდებარება ლოგიკას... მაშ, რა არის სიყვარული... რაში გვჭირდება იგი? სიყვარული – უცნაური საჩუქარია... რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს... რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი... არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს... ხოლო შემდეგ... ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს... ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული... მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული... შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული... და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს... გახშირებული გულისცემა... ციებიანივით სუნთქვა... კუნთების კანკალი... სველი ხელისგულები... აწითლებული ლოყები... უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა... იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია... ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს.... მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა.... ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე... ვიღაცისთვის 1–2 წელი... ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ... თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან ტკივილიან განშორებას იწვევს... მაშ, რაში გვჭირდება იგი... თუ ტანჯვა–წამების მოტანაც შეუძლია? მაგრამ, როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში... რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა... რომ გვერდს აუვლის გაუმართლებელი სასიყვარულო განცდები... ხოლო მისი სიყვარული მარადიული იქნება... და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს... როგორც ამბობენ, ნამდვილი სიყვარული 40 წლის ასაკისათვის მოდის. სიყვარული ყველაზე მეტად სიყვარულს სწორედ ამ ასაკში ჰგავს. მისი დამტკიცება არავისთვისაა საჭირო – ორმოცი წლის ქალმა (ან მამაკაცმა) შესანიშნავად იცის, რომ თუ დასამტკიცებელია რამე, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა... გიყვართ უკვე, არა გარეგნობისათვის... არა ფულისათვის, არა ძლიერებისათვის... საერთოდ არაფრისათვის... უბრალოდ გიყვართ... და ამას, ყოველი უჯრედით გრძნობთ... თქვენ უბრალოდ ტკბებით იმის გამო, რომ ხედავთ და შეიგრძნობთ ამ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიყვართ და რომელსაც ნამდვილად უყვარხართ... სიყვარული მრავალსახიანია... და ვერავინ გვეტყვის ზუსტად... თუ როდის და ვინ შეგვიყვარდება... და რომელი სიყვარული გვეწვევა... მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგვეპარება... • • • ზვიად კეჭაყმაძე ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 (edited) ვააა, რა გემრიელობებიააა!!! მე დღეს წვნიანს ვამზადებ. ძალიან მიყვარს. გეთანხმები.წვნიანი მართლაც მაგარი კერძია და მარგებელი (ოღონდ ხორციანი) Edited April 18, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 დათო კრაწაშვილი მხატვარი - დათო კრაწაშვილი თითქმის ბავშვი იყო, როცა გარდაიცვალა. მისი შემოქმედების ნახვის შემდეგ, გაოცებული დამთვალიერებლები აღნიშნავდნენ: რაც პიკასომ 80 წლის მანძილზე გააკეთა, ის დათომ 1 წელიწადში შეძლოო. ის 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქირურგის შეცდომას ემსხვერპლა. დათო ლექსებსაც წერდა. გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები, საათი დარეკს, და ისიც მოვა. გამიფრინდება ბავშვობის წლები, მოვა ზაფხული და შემოდგომა. შემოდგომაზე დავხატავ სურათს და მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს, დაველოდები მერე ცივ ზამთარს, და მაინც ბოლო ნახატი მამხელს . მოვა ზამთარი, გამოიცვლებით, ჩაიძირებით მოგონებებში… ოთახშიჩუმად გარდავიცვლები ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში. გასვენების დღეს იქნება წვიმა. წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ, მიმაბარებენ თბილისის მიწას და მერე ალბათ… დამივიწყებენ … ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 დათო კრაწაშვილი მხატვარი - დათო კრაწაშვილი თითქმის ბავშვი იყო, როცა გარდაიცვალა. მისი შემოქმედების ნახვის შემდეგ, გაოცებული დამთვალიერებლები აღნიშნავდნენ: რაც პიკასომ 80 წლის მანძილზე გააკეთა, ის დათომ 1 წელიწადში შეძლოო. ის 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქირურგის შეცდომას ემსხვერპლა. დათო ლექსებსაც წერდა. გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები, საათი დარეკს, და ისიც მოვა. გამიფრინდება ბავშვობის წლები, მოვა ზაფხული და შემოდგომა. შემოდგომაზე დავხატავ სურათს და მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს, დაველოდები მერე ცივ ზამთარს, და მაინც ბოლო ნახატი მამხელს . მოვა ზამთარი, გამოიცვლებით, ჩაიძირებით მოგონებებში… ოთახშიჩუმად გარდავიცვლები ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში. გასვენების დღეს იქნება წვიმა. წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ, მიმაბარებენ თბილისის მიწას და მერე ალბათ… დამივიწყებენ … მიმაბარებენ თბილისის მიწას და მერე ალბათ… დამივიწყებენ … ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 იანუშ კორჩაკის 10 მცნება მშობელთათვის 1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა. 2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება. 3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს. 4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება. 5. არ დაამცირო 6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით. 7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება. 8. შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია. 9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე. 10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გახსოვდეს – ის შენთან გარკვეულ დრომდეა. იანუშ კორჩაკი (Janusz Korczak, ნამდვილი სახელი - Henryk Goldszmit; 1878 — 1942) – გამოჩენილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე. პოლონეთის ოკუპაციის წლებში იბრძოდა ვარშავის გეტოში ბავშვების სიცოცხლისათვის. დაიღუპა ტრებლინკის გაზის კამერაში თავის 200 აღსაზრდელთან ერთად. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 19, 2013 Report Share Posted April 19, 2013 ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.