Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

ამდენი თუ იბალახე, აბა, შენი დუმა...

 

ერთ დღეს, ჩვეულებრისამებრ, ნასრედინ შაჰი თავის ამალით ბაღში სეირნობდა. მალე მეფე დაიღალა და დახურულ ხეივანში მოსასვენებლად დაბრძანდა. დიდგვაროვანი თავადები მეფეს გარს ეხვივნენ და ყოველნაირად ცდილობდნენ მისი გულის მოგებას. ამ დიდგვაროვანთა შორის იყო ქერმანისა და ფარსის ვილაიეთების გამგებელი - ათაოდდოვლა. ეს ათაოდდოვლა გაუთავებლად ლაპარაკობდა ფარსის ვილაიეთის აყვავებასა და განვითარებაზე, დიდებული შაჰის წყალობითა და თავისი მეცადინეობით ქვეყანაში მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრების დამკვიდრებასა და პროგრესზე. ნასრედინ შაჰი ჭკვიანი და საზრიანი კაცი იყო, კარგად იცოდა ფარსის ვილაიეთის მდგომარეობა და განსაკუთრებით ყურადღებით როდი ისმენდა თავის გაქსუებული კარისკაცის თავგამოდებულ ტრაბახს.

მეფის ამალაში სხვათა შორის სამეფო კარის მასხარა, ენამოსწრებული და ოხუნჯი ქერიმიც ერია. ქერიმი ჩანჩურა და გაქანებული თრიაქისმწეველი იყო, მაგრამ ისეთი ნათელი გონება და კვიმატი ენა ჰქონდა, რომ მეფის ვეზირები დიდი პატივით ექცეოდნენ. ეს იმით იყო გამოწვეული რომ ყველას ეშინოდა ქერიმის ეკლიანი ოხუნჯობისა და სასაცილო ანეგდოტებისა, რომელიც ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ხალხში. ათაოდდოვლა ქერიმს არაფრად აგდებდა და ისედაც უხეში და ღვარძლიანი, მისთვის კეთილ სალამსაც არ იმეტებდა. თავად ათაოდდოვლას ყოველი ნაბიჯი და სიტყვა გაზომილი და გამიზნული ქონდა, თავი დარბაისელ კაცად მოჰქონდა და ქერიმის თავისუფალ ქცევასა და სასაცილო ანეგდოტებს კიდევაც დასცინოდა. ქერიმი გრძნობდა ფარსის გამგებლის სიძულვილს და ამიტომაც ხელსაყრელ მომენტს ეძებდა მის გასაბაიბურებლად.

იმ დღეს ბაღში ქერიმმა ათაოდდოვლას ტრაბახით გულგაწყალებული მეფე რომ დაინახა, მიუბრუნდა ენადგაკრეფილ გამგებელს და უწყინარი სახით ჰკითხა:

- ამდენი თუ იბალახე აბა შენი დუმა?

 

ყველამ გულიანად გადაიხარხარა. ათაოდდოვლა დაიგესლა და გაერიდა. გამგებელი კი კარგ გუნებაზე დადგა და ნასიამოვნები დაბრუნდა სეირნობიდან. ქერიმის ნაოხუნჯარი ელვის სისწაფიდ მოედო სასახლეს და ვინმე თავის ღვაწლზე თუ ტრაბახს მოყვებოდა, მაშინვე მიახლიდნენ: ,,ამდენი თუ გაისარჯე აბა შენი გარჯის შედეგიო?" - ,,ამდენი თუ იბალახე აბა შენი დუმაო?"

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

ჩვენი ცხოვრება

 

ერთხელ ერთმა ბრძენმა მოწაფეების თვალწინ მინის ჭურჭელში დიდი ქვები ჩაალაგა. ეს რომ გააკეთა, მოწაფეებს ჰკითხა, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. ყველამ დაუდასტურა, რომ სავსე იყო. მაშინ ბრძენმა ჭურჭელში წვრილ-წვრილი ქვები ჩაყარა და მსუბუქად შეანჯღრია. წვლრილმა ქვებმა დიდქვებს შორის დარჩენილი სივრცე შეავსო. ბრძენმა ისევ ჰკითხა მოწაფეებს, სავსეა თუ არა ჭირჭელიო. მათ კვლავ დაუდასტურეს, რომ სავსე იყო. ამის შემდეგ ბრძენმა ჭურჭელში ქვიშა ჩაყარა. ქვიშამ, რა თქმა უნდა, დარჩენილი სივრცეც შეავსო.

_ ახლა კი, _ მიმართა ბრძენმა მოწაფეებს, _ მინდა, რომ ამ ჭურჭელში მთელი ჩვენი ცხოვრება ამოიცნოთ! მოზრდილი ქვები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებია: ოჯახი, საყვარელი ადამიანი, ჯანმრთელობა, ბავშვები... _ ანუ ის, რაც, სხა რომ არაფერი არ იყოს, ჩვენს ცხოვრებას მაინც სავსეს გახდის. წვრილი ქვები ნაკლებად მნიშვნელოვან რამეებს განასახიერებს: სამსახურს, ბინას, სახლს ან მანქანას, ქვიშა კი _ ცხოვრებისეულ წვრილმანებს _ ყუველდღიურ საზრუნავს. ჭურჭელი რომ თავიდანვე ქვიშით ავავსოთ, დიდი ქვებისთვის ადგილი აღარ დარჩება. ასეა ცხოვრებაშიც: თუ მთელს ენერგიას უმნიშვნელო რამეებს მოახმართ, მნიშვნელოვანისთვის ძალა არ დაგრჩებათ. ამიტომ ყურადღება პირველ რიგში მნიშვნელოვან ამბებზე იზრუნეთ, დიდი დრო დაუთმეთ შვილებს და საყვარელ ადამიანებს და ჯანმრთელობასაც მიხედეთ. ამის შემდეგ სამსახურის, სახლისა და სხვა საქმეებისთვისაც საკმარისი დრო დაგრჩებათ. დიდ ქვებზე იზრუნეთ, რადგან მხოლოდ მათ აქვთ ფასი, დანარჩენი ყველაფერი ქვიშა და მტვერია.

Link to post
Share on other sites

აკაკი წერეთელი

კუდაბზიკეთი

(ზღაპრული მოთხრობა)

იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ საშიშ-საზარელ არსებას, გინდ სულიერი ყოფილიყოს და გინდ უსულო, ყოვლის შემძლებელად ისახავდა, აღმერთებდა და თაყვანსა სცემდა. მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი, ზოგს სპილო, ზოგს გველეშაპი, ზოგს დიდი გველი და სხვანი. ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ. სხვათა შორის, იყო ერთი ქვეყანაც „კუდაბზიკეთი“, ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები ნაცარქექიაობის მეტს ვეღარას ახერხებდნენ: უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩუჩხურებდნენ. მათთვის რაღა საჭირო იყო ან ლომი, ან ვეშაპი, რომ მათი მაწუხებელი ჭიაღუაც დიდი რამე ეგონათ? და მოინდომეს მკბენარის თაყვანისცემა, მაგრამ არ იცოდნენ ვისთვის მიეცათ უპირატესობა: ტილისათვის თუ რწყილისათვის? ზოგს ის მოსწონდა, ზოგს ეს!.. არჩევანზე მივიდა საქმე. კუდაბზიკელები ორად გაიყვნენ. ერთმა მხარემ ტილი გამოიყვანა თავის კანდიდატად და მეორემ რწყილი. ვერ შეთანხმდნენ, მოუვიდათ ჩხუბი და ნაცარმტუტი აადინეს. დაერიენ ერთმანეთს და აღარ ზოგავდნენ. ამ საბრალოებს სულ კერას ძირში ეძინათ, არაფერს არ დასდევდნენ, არა ეინტერესებოდათ რა, და მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ, არჩვენების დროს გამოაჭყეტდნენ თვალებს ბეცად, ახორხოზდებოდნენ, აჭიჭყინდებოდნენ, ერთმანეთს ნაცარს აყრიდნენ თვალებში და არჩევნებს რომ მორჩებოდნენ, ისევ ისე ჩვეულებრივად მიეგდებოდნენ კერას ძირას... ცარიელი გუდა ადვილი გასაბერავია!.. კაციც ასეა: რაც უფრო ცარიელი აქვს თავი და გული, უფრო მალე იბერება და თავის თავიც დიდ რამედ მოაქვს. კუდაბზიკების ქვეყანაშიც ეს სენი საერთოდ იყო მოდებული; ათში ცხრა იბერებოდა და სხვის თვალში რომ ბეწვს ეძებდა, თავისაში დვირესაც ვეღარ ხედავდა. დიდი და პატარა ენად იყო გადაქცეული; ტიტინობდნენ და ლაქლაქობდნენ! ერთი მათგანი რომ იტყოდა, მაგალითად, „შარშან ზამთარში კურდღელი მოთოვაო“, მეორე დაუმოწმებდა: „მართალიაო! და შიგადაშიგ შველიც გამოურიაო“. ყველა ტრაბახობდა, ყველა თავის თავზე ლაპარაკობდა, გაისმოდა განუწყვეტელი „მე, მე და მეო!“ ასე რომ ბრმას რომ ყური დაეგდო, იფიქრებდა: აქ სწორედ სადღაც თხის ჯოგიაო. მართალია, თითო-ოროლა შეგნებული და ქვეყნისთვის გულშემატკივარი მათშიაც ერია, მაგრამ იმ არევ-დარევაში და საერთო ხორხოზში ვინღა რას გაიგონებდა, რომ ყურთასმენა აღარსად იყო.

 

- თქვე უბედურო, ნაცარქექიებო, მოეგეთ გონებას, - ურჩევდნენ შეგნებულები საბრალო თანამემამულეებს, - რა დროს ეგ წილადობილაა?.. რას გადაჰყოლიხართ მაგ „რწყილობია-ტილობიას“? ისე როგორ დაგაბრმავათ ცოდვამ, რომ ცხვირს იქით ვეღარასა ხედავთ? ქვეყანას ნადირ-მხეცები შემოსევიან, ლამის გაგვანადგურონ, ერთი ტყვილა შემქაქანებელიც არსადა სჩანს და თქვენ კი ჭიანჭველეთში გინდათ თავი ისახელოთ და ისიც უკუღმართობითო!..

 

- არ შეიძლება, არ შეიძლება! - ყვიროდნენ ნაცარქექიები, - ჩვენც კაცები ვართ, ქუდი გვახურავს და ულვაშები გვასხია!.. სხვებს თუ ჰყავსთ სათაყვანო და არჩევნებში შედიან, ჩვენ რაღა ვართო?

 

- კი ბატონო! მაგრე იყოსო, - უპასუხებდნენ შეგნებულები. - აარჩიეთ მაგრამ მისთანა კი, რომ ვარგოდეს რამედ და ქვეყნის გამოსადეგი იყოს რამეშიო!.. თუ მართლა მწერ-ბუზებს იქით გზა აღარა გაქვსთ რა, ფუტკარი აირჩიეთ: ის მაინც თაფლსა და სანთელს აკეთებს; ან აბრეშუმის ჭია, დარაიას რომ გაძლევსთ! ან წურბელა, ცუდი სისხლის სხეულიდან გამომწოვიო და სხვანი...

 

- ეჰ, არა, არა! - გაიძახოდნენ ნაცარქექიები, - ფუტკარი მოუსვენარია, გარეთ დაბზუის აქეთ-იქეთ და ჩხვლეტაც მწარედ იცის, ყაჭის ჭია - მყრალია, წურბელი მოსისხარიაო და სხვანი. ბატონი ტილი და ბატონი რწყილი კი განუშორებლად სულ ჩვენთან არიან და მხოლოდ ამ ორ გვარს ეკუთვნის და შეშვენის ჩვენი თაყვანისცემაო! ამ ორს იქით გზა არა გვაქვს. ან ერთი უნდა ავირჩიოთ და ან მეორე და საქმე მხოლოდ ჯობინობაზე არის მიმდგარიო!

 

- სად თქვენი კანდიდატი და სად ჩვენიო? - გაიძახოდნენ ტილაძეები. - თქვენი ერთი გიჟი ვინმეა, მოუსვენარი, ხან აქ არის, ხან იქ, ერთ ალაგას ვერ მიისწრებ, ვერ გააჩერებ! ხან აქ შეძვრება და ხან იქ, დღედაღამ მოსვენებას არ იძლევა! სადაც არ გგონია, იქ გაჩნდება, სადაც არ ელი, იქ გიკბენს და თუ შეგატყოთ, ჩემი დაჭერა ინდათო, ისკუპებს და ცხრა მთას გადაევლება! ჩვენი კანდიდატი კი მშვიდობიანი, დარბაისელი, დამჯდარი ხასიათის, მორიდებულ-მოკრძალებული; შორს წასვლის თავი არა აქვს!.. მართალია ხანდახან ჩუმად იკბინება, ისე რომ ტანს მოგაფხანინებს, მაგრამ, თუ შეგატყო აღშფოთება, შეინანებს და იქვე სადმე ნაოჭში მიიმალებაო.

 

- ეგ ღირსება კი არ არის, წუნიაო, - უპასუხებდნენ რწყილაძეები, - ჩვენი კანდიდატი კი მარდია, ცოცხალი, მიხტი-მოხტის, ხან იქ შეძვრება, ხან აქ!.. გაგაღვიძებს, გამოგაფხიზლებს და გაგაშფოთებსო!.. თქვენი კი საზიზღარი რამ არის და ყოვლად საბრალო!

 

ასე ამგვარად, თავისებურად თავთავისას გაიძახოდნენ ორივე მხრით მოპირდაპირეები და მათ ბრძოლას დასასრული აღარ ჰქონდა. ბრძოლაც ხომ ახირებული იყო ამ ნაცარქექიებისა! არ იყო მისთანა უპატიური რამ, ერთმანეთისთვის არ შეეწამებინათ და არც უშვერი რამ, ერთმანეთისთვის რომ არ ეკადრებინათ! ამ არჩვნების დროს რომ „კუდაბზიკეთი“ გენახათ, იტყოდით: ქვეყანას სწორედ მტერი შემოჰსევია და ხალხიც საომრად მომზადებული დახვედრას უპირებს, რომ სამშობლო გადაარჩინოსო. მაგრამ რა ბრძანებაა!! ის მხოლოდ „რწყილობია-ტილობიას“ თამაში იყო!.. ამ არეულობის დროს გარეშე მტერმა ისარგებლა და სიცილით გაიძახოდა: „წამკიდებელო, წაჰკიდეო, ორივეს თავი წასწყვიტეო!..“ და მართლაც რომ „კუდაბზიკეთი“ დღითი-დღე სიგლახაკეში ვარდებოდა: ტურა-მელები ფრინველებს იპარავდნენ, მგლები - ოთხფეხს იტაცებდნენ და დათვი იქაურობას ტორავდა და ანადგურებდა, - ერთი სიტყვით, პატრონი აღარავინ იყო!.. ბოლოს ჩავარდა ქვეყანა იმისთანა განსაცდელში, რომ ტილიც დაავიწყდათ და რწყილიც!.. დიდი და პატარა ტირილით გაიძახოდა: „გვიშველეთ, ვინ ხართ მამაციო?!“ დაგვიანებული „ვაი! ვაი!“ და „გვიშველეთ!“ კარგად მოგეხსენებათ, ვერაფერი მალამოა წყლულისათვის, და საბრალო ნაცარქექიების სატკივარსაც აღარა ეშველა რა!.. მაშინ კი ჩაფიქრდნენ, ჩახვდნენ გონებაში და სთქვეს: ეს რა გვემართება? სწორედ გაღალული ვართ, თვალი გვკრეს და დაგვაჩაჩანაკესო! შემლოცველი უნდა სადმე მოვნახოთო! - აქეთ ეცენ, იქით ეცენ, მოიყვანეს ერთი მკითხავი და გამოალოვიეს „თვალყვისათვალნაკრავისა“. ბებერმა სამჯერ პირჯვარი გამოისახა, სამჯერ თავი გააქნია, სამჯერ თვალებში მიაფურთხა ნაცარქექიებს, სული შეუბერა და მოჰყვა:

 

 

ნაცარქექია, ქექია,

ფუჭო, ტყუილავ-ბექია

რას მიგდებულხარ კერასა,

თავი რად გაგიქექია?

 

ტილზე ნუ ჰფიქრობ, მოშორდი,

რწყილს აუარე გვერდიო!

რად გინდა პრიშტი-პრუშტები

და სომხის ეფრემ-ვერდიო?

 

ნუ ჰკარგავ, შენი რაცა გაქვს,

ნურც ეხარბები სხვისასა!..

პატარა წყარო სჯობია

სასმელად მლაშეს ზღვისასა!..

 

ადექი, ნაცარქექია,

ნუ მიგდებულხარ კერასა,

ჭიანჭველებში ნუ ეძებ

დაკარგულ ბედისწერასა!..

 

 

ეს რომ შეულოცა, თავზე ხატის ნაბანი გადაასხა ნაცარქექიებს, და რადგანაც ნაცარქექიები პიდაღებული შეჰყურებდნენ მკითხავს, წყალი ნახევარზე მეტი პირში ჩაესხათ... მეტი მოუვიდათ და კინაღამ დაიხრჩვენ... აუვარდათ ხველა. ბებერმა ხელახლა გამოისახა პირჯვარი და სულთამბრძოლის შეულოცა.

 

„ცისა და ქვეყნის შუამავალი, დედა მარიამ იჯდა სამოთხისა კარსა და ლოცვილობდა. მოვიდა წმინდა გიორგი, თაყვანი სცა და მოახსენა: „დედაო ღვთისაო! მოვიარე ფეხდაფეხ შენი წილხვედრი, ვნახე დაცემული, დავარდნილი, სადაც აღარცა ძველი ძველობს და არც რა ახალია“. ატირდა დედა მარიამ და ცრემლი მისი მარგალიტად ეყრებოდა ქვეყანასა ზედა. მივიდა იესო და შეეკითხა: „დედაო, რას სტირი, ვის იგლოვ? ცასა და ქვეყანასა?“ – „ვსტირ ჩემ საწილოსა! ვგლოვ ჩემ სადედოფლოსა, დღეს დაცემულსა, დავრდომილსა და შენგან დავიწყებულს, ხელაღებულსა!“ – „არა, დედაო ჩემო, მე როგორ დავივიწყებ შენს სადედოფლოსა? ხელს ვით ავიღებ შენს წილ-ხვედრზედა?.. მხოლოდ გამოვსცდი იობის განსაცდელითა, რომ უმეტესად გავჰკურნო და ავამაღლო! წყეულიმცა იყოს ეშმაკი მისდამი შეჩენილი და ფუ მის ავის თვალით შემყურესა!..“ გაიხარა მარიამ, შეწყვიტა ცრემლები და ღიმილი ტკბილი ქვეყნად ნათლად მოჰფინა. ამინ“.

Link to post
Share on other sites

“გზაზე მიმავალ ჩინელ ბრძენს წყალი მოსწყურდა. ერთ-ერთ ღარიბულ ქოხთან შეჩერდა და იქვე მჯდომ ახალგაზრდა კაცს წყალი სთხოვა. ახალგაზრდამ გატეხილი ფიალით წყალი გამოუტანა, რომელშიც ჩალის ღერო იდო. ბრძენმა ჩალის ღეროთი წყალი წვალებით დალია და ახალგაზრდას უთხრა:

_ რახან წყალი დამალევინე, მე შენ ფენ-შუის ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, თუ როგორ მოაწყო შენი სახლი, რომ გამდიდრდე.

ბრძენმა ახალგაზრდას საიდუმლო გაანდო და გზა გააგრძელა. ერთი წლის შემდეგ მოხუცი ბრძენი ისევ მოხვდა იმ ადგილას და ღარიბული ქოხის ნაცვლად განათებული სასახლე იხილა. სასახლის კართან კი ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი იდგა.

_ გამარჯობა, – უთხრა ბრძენმა ახალგაზრდას: – ვხედავ, რომ გამდიდრებულხარ.

- ოოო, ეს თქვენ ხართ, – გაიბადრა ახალგაზრდა: – თქვენი ძალიან მადლიერი ვარ. ზუსტად ისე გავაკეთე, როგორ მასწავლეთ და როგორც ხედავთ გავმდიდრდი, ცოლი შევირთე, მემკვიდრეც მეყოლა და საერთოდ ჩემი საქმეები უკეთესობისკენ შეიცვალა.

ბრძენი შეცბუნდა:

- კი, მაგრამ მე ხომ ყველაფერი უკუღმა გასწავლე, რადგან წყალი გატეხილი ფიალით გამომიტანე, თანაც შიგ ჩალის ღერო იდო, რომლითაც ძლივს დავლიე წყალი.

ახალგაზრდამ გაიღიმა:

- მე წყალი იმ ჭურჭლით გამოგიტანეთ, რაც გამაჩნდა. ჩალის ღერო კი იმიტომ ჩავდე, რომ წყალი ძალიან ცივი იყო და ნელ-ნელა დაგელიათ, რათა ყელი არ გაგციებოდათ”.

ასე რომ, თქვენგან გაცემულ სიკეთეს, თუნდაც ის სხვა ადამიანებმა ვერ დაინახონ და დააფასონ, აუცილებლად დააფასებს კოსმოსი და სანაცვლოდ იგივეს მოგაგებთ

Link to post
Share on other sites

მეფემ კარზე თათბირი გამართა. მინისტრები, დაახლოებული პირები, სწავლულები და ხელოვნების მოღვაწენი მათთვის განკუთვნილ ადგილებზე დასხდნენ. თვითონ მეფეც და მისი მინისტრებიც სიბრძნითა და გონებამახვილობით იყვნენ განთქმულნი. თათბირის დროს სასახლეში წმინდა ბრძენი მოვიდა. მას თბილად შეხვდნენ და მის მიმართ საკადრისი პატივისცემა გამოიჩინეს. მეფემ ჰკითხა მას: "დიდად პატივცემულო! ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს თათბირს ესწრები. შეიძლება გკითხო, აქ რამ მოგიყვანა?"

ბრძენმა უპასუხა: "მეფეო! გაგებული მაქვს შენი მინისტრებისა და დაახლოებულ პირთა სიბრძნისა და საზრიანობის შესახებ. მე აქ სამი ლამაზი თოჯინა მაქვს. მინდა, რომ შენმა ერთ-ერთმა მინისტრმა ისინი შეაფასოს და თავისი აზრი გამოთქვას". და მან მეფის წინ სამი თოჯინა დადო. მეფემ თოჯინები შეფასებისთვის უფროს მინისტრს გადასცა. მინისტრმა თოჯინებს ერთი წამით შეხედა, ამის შემდეგ კი მსახურს წვრილი მავთულის მოტანა დაავალა.

მინისტრმა მავთული ერთ-ერთ თოჯინას მარჯვენა ყურში გაუყარა. მავთული მარცხენა ყურიდან გამოვიდა. მან ეს თოჯინა გვერდზე გადადო, აიღო მეორე და იგივე გაიმეორა. მავთულის მეორე ბოლო თოჯინას პირიდან გამოვიდა. მან ეს თოჯინაც გადადო გვერდზე. როდესაც მავთული მესამე თოჯინას მარჯვენა ყურში შეაძვრინა, მისი მეორე ბოლო არც მარცხენა ყურიდან გამოსულა და არც პირიდან. მინისტრის მოქმედებებს ყველა ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს. მან კი ბრძენს თავი დაუკრა და თქვა: "პატივცემულო! მესამე თოჯინა სხვებზე უკეთესია. სამი თოჯინა მოსმენის სამ ტიპს სიმბოლიზირებს. მოსმენის უნარის მიხედვით ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან. პირველთ ყოველი სიტყვა ესმით, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ მაშინვე მეორე ყურიდან გამოუშვან. მეორენი ყურადღებით ისმენენ, კარგად იმახსოვრებენ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ გაგონილი სხვებს მოუთხრონ. მესამენი ისმენენ, გაგონილ სიტყვებზე ღრმად ფიქრდებიან და გულში მათ სათუთად ინახავენ. ეს მსმენელთა საუკეთესო ტიპია". ბრძენმა მიულოცა მეფეს და მინისტრს, რომ თოჯინების შეფასებას ბრწყინვალედ გაართვეს თავი, რის შემდეგაც ორივე დალოცა და წავიდა.

Link to post
Share on other sites

ლეგენდა ერთ მხატვარზე (ყოველი ბავშვი იბადება ანგელოზად)

 

ძველად მეფეების დროს ,ცხოვრობდა ერთი მეფე სახელგანთქმული იყო თავისი მოგებული ბრძოლებით ,ძლევამოსილობით და მისი სამეფო სიმდიდრით , თუმცა რაღაც აღელვებდა ამ ადამიანს ვერ ხვდებოდა რა იყო მისი მწუხარების ამბავი , დიდხანს ეძებდა პასუხს არის თუ არა ამქვეყნად ანგელოზი ან ეშმაკი . ერთ მშვენიერ დღეს მეფე დაიბარებს მხატვარს და ეტყვის , ბევრი მსმენია შენზე , კარგი ხელი გაქვს , შენნაირი მხატვარი ჩვენს ქვეყანაში მეორეს ვერ ნახავვსო კაციო , ერთი თხოვნა შემისრულე --წადი ანგელოზი დამიხატეო ...

-დაღონდა მხატვარი , მან არც კი იცის როგორ დახატოს ანგელოზი რა ფორმით , ამ დროს გზაზე შეხვდება პატარა ბავშვი რომელიც თამაშ თამაშით ხან ერთ მხარეს გაიქცევა ხან კი მეორე მხარეს , მხატვარი დაინახავს მასში რაღაც ძალას და სთხოვს --დაჯექი უნდა დაგხატოო , დახატა კიდეც და მეფემაც მოუწონა, გავიდა რამდენიმე წელიწადი და ისევ დაიბარებს მხატვარს და ეტყვის ანგელოზის დახატვა არ გაგჭირვებიაო და ეხლა ეშმაკი დამიხატეო , დაღონდა მხატვარი ისევ , ამ ფიქრით გართულმა მიუახლოვდა თავის სახლს და რა დაინახა , ქურდი შეპარულა და გააქვს ყველაფერი , ქურდოო ქურდოო წაიღე რაც გინდა ოღონდ დაჯექი უნდა დაგხატოვო , შუა ხატვის დროს ქურდი ეკითხება -რისთვის მხატავო , ესე ესეო ადრეო მეფემ ანგელოზის დახატვა დამავალაო ეხლა კიდე ეშმაკს მახატვინებსო ... წამოუვა ცრემლები ქურდს და ეტყვის მაპატიე მხატვარო ის ანგელოზად დახატული შენი ძვირფასი ხელითო --მე ვიყავიო ... !

მორალი ისაა, რომ ყოველი ბავშვი იბადება ანგელოზად, ხოლო მისი ხვალინდელი დღე კაცმა არ იცის როგორ იქნება .

Link to post
Share on other sites

„შენ იმ გოგოს ჰგავხარ, დილის ძილი რომ უყვარდა, ხოლო მერმე, მეზობელ სოფელში რომ გათხოვდა, ერთხელაც ძალიან ადრე ამდგარმა, გარეთ თრთვილი რომ დაინახა და დედამთილს უთხრა: ჩვენს სოფელში თრთვილი არ იცოდაო! შენც იმასავით ფიქრობ, ამ ქვეყნად სიყვარული არ არისო, იმიტომ რომ არასდროს გაგიღვიძია ისე ადრე, სიყვარულს პირისპირ შეხვედროდი, თუმცა ის ყოველ დილით დაუგვიანებლივ მოდიოდა“

ხაზარული სიტყვისკონა

Link to post
Share on other sites

არ მიყვარს:

ცუდი ხასიათის ადამიანები -

სიზმრის რაინდებზე დანიშნული,

უაზროდ შეყვარებული ქალები,

რომანის გმირების ასლები,

გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,

ალერსით დაღლილი წყვილები,

უმისამართო ღიმილი,

არამიწიერი სინაზე,

კოცნამდე ახსნილი სიყვარული.

სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,

ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",

ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,

საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,

უაზროდ ბედნიერები,

სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,

მთელი სიცოცხლის მანძილზე

არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.

მკერდდაკოცნილი ქალწულები,

უშრომლად მდიდრები,

ამპარტავანი თავმდაბლები,

ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,

სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,

მარტოსულები ჩემი ჩათვლით,

ძალის მოყვარული ცოლები,

მორალის მქადაგებელი შინაბერები,

მტერის მტერთან ძმადნაფიცები,

ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,

ზარმაცი მეოცნებენი,

უშეცდომო სიყვარული,

ზამთრის სითბო,

ზაფხულის სიცივე,

წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,

მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,

ლხინის მეგობრები,

სუფთად დაწერილი ლექსი,

ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.

განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,

კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,

სიმშვიდის მოყვარული პოეტი,

მტირალა მასხარა,

საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,

ლამაზი კაცი,

ომის არმნახველი სახელწიფო,

საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,

თამაშით დაღლილი მსახიობი,

ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,

უსიზმრო ძილი,

დაგვიანებული პაემანი.

Link to post
Share on other sites

ლეგენდა ერთ მხატვარზე (ყოველი ბავშვი იბადება ანგელოზად)

 

ძველად მეფეების დროს ,ცხოვრობდა ერთი მეფე სახელგანთქმული იყო თავისი მოგებული ბრძოლებით ,ძლევამოსილობით და მისი სამეფო სიმდიდრით , თუმცა რაღაც აღელვებდა ამ ადამიანს ვერ ხვდებოდა რა იყო მისი მწუხარების ამბავი , დიდხანს ეძებდა პასუხს არის თუ არა ამქვეყნად ანგელოზი ან ეშმაკი . ერთ მშვენიერ დღეს მეფე დაიბარებს მხატვარს და ეტყვის , ბევრი მსმენია შენზე , კარგი ხელი გაქვს , შენნაირი მხატვარი ჩვენს ქვეყანაში მეორეს ვერ ნახავვსო კაციო , ერთი თხოვნა შემისრულე --წადი ანგელოზი დამიხატეო ...

-დაღონდა მხატვარი , მან არც კი იცის როგორ დახატოს ანგელოზი რა ფორმით , ამ დროს გზაზე შეხვდება პატარა ბავშვი რომელიც თამაშ თამაშით ხან ერთ მხარეს გაიქცევა ხან კი მეორე მხარეს , მხატვარი დაინახავს მასში რაღაც ძალას და სთხოვს --დაჯექი უნდა დაგხატოო , დახატა კიდეც და მეფემაც მოუწონა, გავიდა რამდენიმე წელიწადი და ისევ დაიბარებს მხატვარს და ეტყვის ანგელოზის დახატვა არ გაგჭირვებიაო და ეხლა ეშმაკი დამიხატეო , დაღონდა მხატვარი ისევ , ამ ფიქრით გართულმა მიუახლოვდა თავის სახლს და რა დაინახა , ქურდი შეპარულა და გააქვს ყველაფერი , ქურდოო ქურდოო წაიღე რაც გინდა ოღონდ დაჯექი უნდა დაგხატოვო , შუა ხატვის დროს ქურდი ეკითხება -რისთვის მხატავო , ესე ესეო ადრეო მეფემ ანგელოზის დახატვა დამავალაო ეხლა კიდე ეშმაკს მახატვინებსო ... წამოუვა ცრემლები ქურდს და ეტყვის მაპატიე მხატვარო ის ანგელოზად დახატული შენი ძვირფასი ხელითო --მე ვიყავიო ... !

მორალი ისაა, რომ ყოველი ბავშვი იბადება ანგელოზად, ხოლო მისი ხვალინდელი დღე კაცმა არ იცის როგორ იქნება .

 

ეს ნამდვილი ისტორიაა ოღონდ ცოტა სხვაგვარად

ლეონარდო დავინჩიმ თავის საიდუმლო სერობაში ქრისტეს და იუდას სახეების დასახაად მან ერთი და იგივე ადამიანები გამოიყენა 3 წლის შუალედით ისე რომ მან ეს არ იცოდა.

როცა ქრისტეს სახე დახატა, მაშინ გამოიყენა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ეკლესიის გუნდში მღეროდა. იუდა დახატა სამი წლის შემდეგ, მის სახედ გამოიყენა შემთხვევით ნანახი, ქუჩაში გაგდებული გალოთებული მაწანწალა.

როცა ამ მაწანწალამ ნახატს შეხეტა, მან თქვა რომ ის დახატეს სამი წლის წინ როგორც ქრისტე.

Edited by იეტი
Link to post
Share on other sites

ეს ნამდვილი ისტორიაა ოღონდ ცოტა სხვაგვარად

ლეონარდო დავინჩიმ თავის საიდუმლო სერობაში ქრისტეს და იუდას სახეების დასახაად მან ერთი და იგივე ადამიანები გამოიყენა 3 წლის შუალედით ისე რომ მან ეს არ იცოდა.

როცა ქრისტეს სახე დახატა, მაშინ გამოიყენა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ეკლესიის გუნდში მღეროდა. იუდა დახატა სამი წლის შემდეგ, მის სახედ გამოიყენა შემთხვევით ნანახი, ქუჩაში გაგდებული გალოთებული მაწანწალა.

როცა ამ მაწანწალამ ნახატს შეხეტა, მან თქვა რომ ის დახატეს სამი წლის წინ როგორც ქრისტე.

რა საინტერესო ისტორიაა!!! მადლობა , იეტ! :*

Link to post
Share on other sites

post-30-0-08799900-1376655348_thumb.jpg

 

ეჰ,თქვენ სასტიკად იტანჯებით, ტანჯულო ხალხო...

უსუსურობით ედარებით ქარბუქში ლერწამს...

ღმერთო გვიშველე!- შეჰღაღადებთ კვლავაც ჩვენს მხსნელს და

თან მუშტს უღერებთ ხატსა თუ ეშმას...

ნუ გამწარდებით საკუთარი უნიათობით,

უსუსურობას სიკეთე ხომ არავისთვის მოუტანია...

მუხლმოდრეკილნი რომ დაღოღავთ ამ სამყაროში,

თუ გაგწირეს და დაგაგლახაკეს --თქვენივ ბრალია..

თქვენ მიაჩეჩეთ სადავენი მოძალადეებს,

და ამ ქმედებით აღიარეთ თქვენი მონობა...

ახლა გემძიმათ მონის ხვედრი, მძიმე უღელი

ახლა ამჟღავნებთ „სიმტკიცეს „ და „ შეუპოვრობას“?!

გაუაზრებელ ხმაურსა და უაზროდ წუწუნს

იქნებ გერჩიოთ დაფიქრება, მიზნის მიგნება,

თორემ მტაცებელს. მოძალადეს თქვენი გოდება

ვერც მისწვდება და არც მოსწყინდება....

Link to post
Share on other sites

ვიცი ეკას კაი დიასახლისობის ამბავი!

დეეფსოთ კაცებს თვალები, რაფრა ატარებენ ამ გასათხოვ გოგოს ეულად...

 

 

 

ეს ლექსი კატერინას ეძღვნება(ავტორი არ მახსოვს ვინაა) :hi:

 

 

 

ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი

 

 

 

ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი.

ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი.

ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,

იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა.

 

 

 

გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,

მაგრამ კი არ თამაშობდა,მამას თვალს არ აშორებდა.

მამაც იქვე, სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების

ვიღაც უცნობ მანდილოსანს შესცქეროდა მორიდებით.

 

 

 

ის უცნობი ძაღლს უცქერდა,ძაღლი იდგა ბეღურებთან,

ძაღლი - გოგოს,გოგო - მამას,მამა - უცნობს შეჰყურებდა.

ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი...

ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი.

Link to post
Share on other sites

აი ამას ჰქვია გამარჯვების ჟინი.

 

პირველ წრეზე რომ წაქცეულიყო, ვიტყოდით ამოქაჩაო, მაგრამ ბოლოზე წაიქცა და სახეზეც ეტყობა დაზიანება.

 

კი არ ამოქაჩა, გაქაჩა ბოლომდე.

 

ყოჩაღ გოგონას.

 

 

http://www.liveleak.com/view?i=cca_1376622453

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ვიცი ეკას კაი დიასახლისობის ამბავი!

დეეფსოთ კაცებს თვალები, რაფრა ატარებენ ამ გასათხოვ გოგოს ეულად...

 

 

 

ეს ლექსი კატერინას ეძღვნება(ავტორი არ მახსოვს ვინაა) :hi:

 

 

 

ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი

 

 

 

ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი.

ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი.

ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,

იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა.

 

 

 

გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,

მაგრამ კი არ თამაშობდა,მამას თვალს არ აშორებდა.

მამაც იქვე, სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების

ვიღაც უცნობ მანდილოსანს შესცქეროდა მორიდებით.

 

 

 

ის უცნობი ძაღლს უცქერდა,ძაღლი იდგა ბეღურებთან,

ძაღლი - გოგოს,გოგო - მამას,მამა - უცნობს შეჰყურებდა.

ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი...

ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი.

:*

Link to post
Share on other sites

აი ამას ჰქვია გამარჯვების ჟინი.

 

პირველ წრეზე რომ წაქცეულიყო, ვიტყოდით ამოქაჩაო, მაგრამ ბოლოზე წაიქცა და სახეზეც ეტყობა დაზიანება.

 

კი არ ამოქაჩა, გაქაჩა ბოლომდე.

 

ყოჩაღ გოგონას.

 

 

http://www.liveleak.com/view?i=cca_1376622453

ეს გოგო იყო თუ სირაქლემა? აუუუ, ყოჩაღ მაგას!!!! :yes:

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, მაცხოვრის ფერისცვალების ამ დიდებულ დღეს მოდით და ჩვენც სულით, გულით და გონებით ავიდეთ თაბორის მთაზე და მოციქულებთან ერთად ვიხილოთ ფერისცვალება იესო ქრისტესი. ვიხილოთ ნათელი დიდებული და თავადაც გავნათლდეთ: ვიხილოთ მეუფე ჩვენი გაბრწყინვებული და ჩვენც გავბრწყინდეთ. აღვიდეთ ძმანო თაბორის მთაზე და ვისმინოთ სანატრელი ხმა უზენაესისა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ“, ვისმინოთ საყვარელნო, ჩვენთვის განკაცებული, ჩვენთვის ტანჯული, დაფლული და აღდგომილი იესო ქრისტესი და დავიმარხოთ გულში მცნებანი მისნი. დაუტევოთ ქვეყნიური ზნე და ფერი, გამოვიცვალოთ ხასიათი, დაუტეოთ მიწის ფერი და შევიმოსოთ ბრწყინვალე ზიციური ნათელით, რომ ღვთიური ნათლით შემოსილნი ვმსახურებდეთ უფალ ღმერთს - მამასა და ძესა, და წმიდასა სულსა, რომელსა შვენის ყოველი დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. „

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

 

"დედამ შვილს შეამჩნია, რომ ის მაგიდის ქვეშ ჩამოყრილ ნამცეცებს ჭამდა ხოლმე. დატუქსა ერთხელ, ორჯერ და მესამჯერაც რომ ნახა, იგივეს აკეთებდა, უთხრა:

 

- კარგი, შეიძლება მე ვერ დავინახო რას აკეთებ, მაგრამ ღმერთი ხომ გხედავს?!

 

შეშფოთდა ბიჭი და სხვა რომ ვერაფერი მოახერხა დედას სთხოვა:

 

- დედი! მიაბრუნე რა ღმერთი!

 

ჩვენც რა ხშირად გვავიწყდება ამ ბიჭივით, ღმერთის მიბრუნება ჩვენს ძალებს რომ აღემატება, მის თვალს რომ ვერსად გავექცევით! სწორედ ღვთის შიში წარმართავს ჩვენს ცხოვრებას ზნეობისაკენ, სრულყოფისაკენ, რადგან ადამიანი როგორც კი ივიწყებს ღმერთს, მაშინვე კარგავს თავის ნამდვილ სახეს და ზნეობას. ერთი სიტყვით, ქრისტიანული თვალსაზრისით, ცხოვრება ბრძოლაა, მუდმივი სწრაფვა სიკეთისა და სიწმინდისაკენ. ადამიანი, რომელსაც ღვთის შიში უქრება, იმ გასროლილ ქვას ემსგავსება, რომელმაც სიმაღლისაკენ სწრაფვა უკვე დაკარგა და ახლა შურდულივით ეშვება მიწაზე."

 

მთავარეპისკოპოსი სერგი

 

 

 

„მოვედით ამ უაღრესი შეცვალებითა შეცვალებულთა, თავნი თვისნი განვიმზადეთ ხვალისად, კეთილად აღსვლად მთად ღვთისად წმიდად, უცვალებელისა ქრისტეს დიდებისა აელვარებულისა ხილვად“ - ამ სიტყვებით ეგებება ფერისცვალების დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია. ამავე სიტყვებით მოგვიწოდებს იგი განვიწმიდოთ ყოველგვარი ბოროტისაგან და ქრისტესთან ერთად ავიდეთ მთის იმ მწვერვალზე, რომელზეც აიყვანა უფალმა მოწაფეთაგან გამორჩეულნი - პეტრე, იაკობი და იოანე.

Link to post
Share on other sites

.......მდევარი თანდათან უახლოვდებოდა.

ზემოთ საქართველოს გადასახედი იყო.

როგორმე იქამდე უნდა მიეღწია.

მერე ისე აშკარად ვეღარც ლეკები გაბედავდნენ გამოდევნებას. ისინი ან ნისლიანში

ბედავდნენ იქით გადასვლას, ან ღამით. ახლა კი მზიანი დილა იყო.

ზურგიდან თანდათან ახლოვდებოდა მდევრის ხმა.

უკანასკნელი ღონე მოიკრიბა მართამ და ააღწია უღელტეხილამდე. იმ ლეკმა, აქედან გატაცებისას რომ აკოცა მართას, ქვასთან ჩაიმუხლა, თოფი

დაუმიზნა და ისეთივე გახელებით გამოსწია ჩახმახს, როგორი გახელებითაც მის

ტუჩებს დაეწაფა ერთ დროს.

ზუსტი გამოდგა მისი ნასროლი.

_ ვაი, შვილო! _ აღმოხდა მართას და შეტორტმანდა. უნდოდა უკან მიხედვა,

მაგრამ წინ საქართველო იყო.

მთაზე მდგარი ქარისაგან დაძრულ ლერწამივით ქანაობდა და მანამდე

გადაჰყურებდა მშობლიურ მთებს, სანამ რაიმეს დანახვა კიდევ შეეძლო მის თვალებს.

მერე წინ გადაქანდა მოწყვეტით და საქართველოს მხარეს თავგადახრილი მიწას

ჩაებღაუჭა.

*

თქვენ კი მაინც ჯიუტად კითხულობთ:

_ რამ გადაარჩინა საქართველო?!

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...