paraskeva 30 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 განათლებას თუ მისცემ კაცს, მიიღებ განათლებულ კაცს. თუ განათლებას მისცემ ქალს, მიიღებ განათლებულ მომავალ თაობას. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 ბავშვის ტიბეტური აღზრდის ძირითადი კონცეპტი - არანაირი დამცირება და ფიზიკური დასჯა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ბავშვებს ვცემთ არის ის რომ საპასუხოდ ვერ გვცემენ. - პირველი 5 წელი. ბავშვს ისე უნდა მოექცეთ როგორც მეფეს. არაფერს ვუკრძალავთ, მხოლოდ ყურადღებას ვანაცვლებთ. თუ რასაც აკეთებს საშიშია, მაშინ შეშინებული სახე გვაქვს ან ვუშვებთ შეშფოთების ხმას. ბავშვის ეს ენა ესმის სრულყოფილად. ეს აყალიბებს მათში საქმიანობის, ცნობისმოყვარეობის და სხვა ინტერესების პატერნს ცხოვრებაში. ბავშვი ვერ აგებს მრავალსაფეხუროვან ლოგიკურ ჯაჭვს. მაგალითად, მან დაამტვრია ძვირად ღირებული ნივთი- მას არ ესმის, რომ მოზრდილები ბევრს ვმუშაობთ რომ საბოოლოდ ვიყიდოთ ეს ნივთი. სასჯელს ის აღიქვამს, როგორც ძლიერის აგრესიას. რაც მას ასწავლის მორჩილებას - დაემორჩილოს მას ვინც უფრო ძლიერია. გაქვთ თქვენ ამის სურვილი? - 5-დან 10 წლამდე. ამ დროს, ბავშვს უნდა მოექცე როგორც მონას. მას უნდა წაუყენო მოთხოვნები და მოითხოვო მათი შესრულების. შეგიძლიათ დასაჯოთ შეუსრულებლობის (მაგრამ არა ფიზიკურად). ამ დროს, აქტიურად ვითარდება დაზვერვის ინსიქტი. ბავშვი ამით სწავლობენ პროგნოზირებას, თუ როგორი იქნება ხალხის რეაქცია მათ ქმედებებზე, ის ეცდება გამოიწვიოს დადებითი დამოკიდებულება საკუთარ თავის მიმართ და თავიდან აირიდოს უარყოფითი გამოვლინებები. ამ დროს, თქვენი მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს ბავშვის ცოდნის გაღრმავებისკენ, და არა ინსტრუქტაჟის შესრულებისკენ. - მესამე პერიოდში 10 დან 15 წლამდე. უნდა მოვექცეთ როგორც თანასწორს, ის თანასწორია თუმცა თქვენ გაქვს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ყოველთვის უფრო მეტი გექნებათ. კონსულტაცია მასთან ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე გამოიწვევს დამოუკიდებლობის პატერნის აღმოცენებას . თქვენი რჩევები და პოზიცია მიაწოდეთ მხოლოდ მინიშნებებით და ფაქიზად. თუ რაღაც სასტიკად არ მოგწონთ ესაუბრეთ მას ნეგატიურ შედეგებზე, და არა აკრძალვის რეჟიმში. ასწავლეთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლობად. ბოლო პერიოდში 15-ის და 15 წლის შემდეგ აღზრდა უკვე გვიანია, მოექეცით მას პატივისცემით და დატკბით თქვენი შვილით რა შედეგებს იწვევს დაშვებული შეცდეომები: თუ თქვენ 5 წლამდე თრგუნავდით ბავშვს ეს გამოიწვევს ინტერესების და ინტელექტუალური შესაძლებლობის განუვითარებლობას, ის ამით ისწავლის დაემორჩილოს უხეშ ძალას. შესაძლებელია აღმოჩნდეს მსხვერპლი ვიღაც არამზადების ან ხოლო კიდევ უფრო მწვავე შემთხვევაში პარალელურად ის ეცდება დაამციროს მასზე სუსტი ადამიანები გარშემო. თუ 5-დან 10 წლამდე აგრძელებთ ბავშვის გათამამებას, ამით თქვენ ზრდით მას ინფანტილურ არსებად, უქვეითებთ შრომის მოყვარეობას და თრგუნავთ მის პიროვნულ ზრდას. თუ 10-15 წლამდე აგძრელებთ მითითებების მიცემას ის ყოველთვის იქნება სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ, რაც არ არის ყოველთვის კეთილის მომტანი. ობიექტურად ყოველთვის იქნება თავდაუჯერებელი არსება დირექტივის მიღების რეჟიმში. თუ 15 წლის შემდეგ თქვენს შვილს თუ არ მოექცებით პატივისცემით, ის ეცდება მაქსიმალური დისტანცია დაიცვას თქვენგან ინტერპერსონალურ ასპექტში. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 კონიაკის სმის განსაკუთრებული რიტუალი არსებობს და ვიდრე მის შესრულებას შევუდგებოდეთ, აუცილებელია ვიცოდეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომლებიც ამ საოცარი სასმელის არომატისა და გემოს ბოლომდე შეგრძნებაში დაგვეხმარება. დასაწყისისთვის საჭიროა, სწორად შევარჩიოთ ბოკალი. ის გარეგნულად ტიტას უნდა გავდეს. ქვევით მომრგვალებული, გაშლილი და ზემოთ შევიწროვებული ფორმას კონიაკის არომატი თანდათანობით ამოაქვს ზემოთ და ამით მისი ბუკეტი ბოლომდე იხსნება. ვიდრე მოსვამდეთ, ყურადღებით შეხედეთ სასმელს. მისი ფერი ბევრს გეტყვით მის ასაკზე. ახალგაზრდა კონიაკი უფრო ღია ფერისაა, ძველი კი მუქი, თითქმის ცეცხლისფერი. იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ კონიაკის კონსისტენცია, აუცილებელია, წრიული მოძრაობებით ავამოძრაოთ სასმელი ბოკალში. მისი გვერდებიდან ჩამომავალი ნაკადი კონიაკის ასაკზე გამცნობთ. რაც უფრო დიდხანს რჩება მინაზე მათი კვალი, (50 წლიანი კონიაკის შემთხვევაში ეს 20 წამს გრძელდება), მით უფრო მეტია მისი ასაკი. სასმელის ვიზუალური მხარის შეფასების შემდეგ, შეგვიძლია მისი მომხიბვლელობით დავტკბეთ. კონიაკი თითო ნოტით ხსნის საკუთარ არომატს. ამომავალი, როგორც წესი, ვანილის სურნელებაა, ყვავილების ნაზი, კლასიკური არომატი, შემდეგ მოდის ხილისა და ბალახების, ბოლოს კი ძლიერი არომატები _ მუხის და პორტვეინის. სასმელის არომატის სრული გამის შეგრძნების შემდეგ, კონიაკი მცირე ყლუპებით უნდა მოვსვათ კონიაკის ე.წ. ატრიბუტიკის შერჩევისას ფრანგები 4 ჩ-ს წესით ხელმძღვანელობენ. და არც ცდებიან _ ნამდვილად საოცრად უხდება ერთმანეთს 4 რამ, რომელთა ფრანგული დასახელება სწორედ ჩ-თი იწყება: ცოგნაც, ცაფé, ციგარე, ცჰოცოლატ _ კონიაკი, ყავა, სიგარა და შოკოლადი. რაც შეეხება გავრცელებულ მე-5 ჩ-ს, ანუ ციტრონ-ს (ლიმონი), სამწუხაროდ მას ჯერ კიდევ თვლიან კონიაკის ატრიბუტად, მაგრამ სპეციალისტების აზრით ეს ძალიან არასწორი მიგნებაა, რადგან ლიმონის მძაფრი გემო და სუნი კონიაკის ბუკეტს ფაქტიურად კლავს. ბოლო წლებში ამ სასმელს ევროპაში ყინულთან ერთად მიირთმევენ, როგორც აპერიტივს. აზიაში წყალში გაზავებულ კონიაკს საჭმელსაც აყოლებენ. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 კონიკი ჯერ უნდა შეათბო, ხელით მოეფერო ჭიქას და შენი ხელის ტემპერატურა გადასცე, რომ ჭიქიდან კონიაკის თაიგული შეიგრძნოთ. (100-ზე მეტი არომატი მოდის) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 5, 2013 Report Share Posted September 5, 2013 "Научи меня молиться, Добрый Ангел, научи! Уст твоих благоуханьем Чувства чёрствые смягчи. Да во глубь души проникнут Солнца вечного лучи, Да в груди моей забьются Благодатных слез ключи!" Князь П. Вяземский ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 5, 2013 Report Share Posted September 5, 2013 ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 5, 2013 Report Share Posted September 5, 2013 (edited) კონიკი ჯერ უნდა შეათბო, ხელით მოეფერო ჭიქას და შენი ხელის ტემპერატურა გადასცე, რომ ჭიქიდან კონიაკის თაიგული შეიგრძნოთ. (100-ზე მეტი არომატი მოდის) სანთებელაზე გამთბარ გენესში/ბიუთიფ'ულს ეძახიან მსგავს სასმელს/ კუბური სიგარა უნდა დაასველო. მთლიანად არ დაასველოთ ხალხო, იმ მხრიდან ჩააწეთ, საიდანაც მწეველი ექაჩება. სასიამოვნო ხედს რომ გადაჰყურებდეს აივანი, ჩაჯექი კომფორტულ სავარძელში და აბოლე რამდენიც გინდა. ისე შემოგეცლება ერთი ბოთლი, ვერაფერს გაიგებ, სამაგიეროდ სავარძლიდან წამოდგომა ჭიირს ხოლმე. პ.ს. საკუთარი გამოცდილება მაწერინებს ამას. :d030: Edited September 5, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 6, 2013 Report Share Posted September 6, 2013 სანთებელაზე გამთბარ გენესში/ბიუთიფ'ულს ეძახიან მსგავს სასმელს/ კუბური სიგარა უნდა დაასველო. მთლიანად არ დაასველოთ ხალხო, იმ მხრიდან ჩააწეთ, საიდანაც მწეველი ექაჩება. სასიამოვნო ხედს რომ გადაჰყურებდეს აივანი, ჩაჯექი კომფორტულ სავარძელში და აბოლე რამდენიც გინდა. ისე შემოგეცლება ერთი ბოთლი, ვერაფერს გაიგებ, სამაგიეროდ სავარძლიდან წამოდგომა ჭიირს ხოლმე. პ.ს. საკუთარი გამოცდილება მაწერინებს ამას. :d030: კაია კაი ცხოვრება, მარა ცოტა ძვირი ჯდება... ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 7, 2013 Report Share Posted September 7, 2013 სანთებელაზე გამთბარ გენესში/ბიუთიფ'ულს ეძახიან მსგავს სასმელს/ კუბური სიგარა უნდა დაასველო. მთლიანად არ დაასველოთ ხალხო, იმ მხრიდან ჩააწეთ, საიდანაც მწეველი ექაჩება. სასიამოვნო ხედს რომ გადაჰყურებდეს აივანი, ჩაჯექი კომფორტულ სავარძელში და აბოლე რამდენიც გინდა. ისე შემოგეცლება ერთი ბოთლი, ვერაფერს გაიგებ, სამაგიეროდ სავარძლიდან წამოდგომა ჭიირს ხოლმე. პ.ს. საკუთარი გამოცდილება მაწერინებს ამას. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 7, 2013 Report Share Posted September 7, 2013 "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიველმა არ გაიარე,რაა მამული!" ხოდა ზღვის მერე, ბულვარში, ცრიან ბალახზე ვსეირნობ ფეხშიშველი... აუუუ, რა მაგარიააა!! ნეტავი, სულ იყოს ამის საშუალება. ამასწინათ, გვიან წავედი ზღვაზე, მზე უკვე ჩაბრძანებულიყო და ყველა სხივი აეკრიფა თვლით, ხოდა მეც ცოტა გავიჭყუმპალავაე საოცრად თბილ ზღვაში.. მერე, ბულვართან ახლოს იოგას ასანები შევასრულე. ხალხი მოგროვდა ჩემს გარშემო და მოწონებაც დავიმსახურე..ძალიან ლამაზად ასრულებდიოოო... ვოტ ტაკ!!! ხუნტულ, ხუნტულ, ხუნტულები ყველას!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 редиска -плохой человек!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 http://intermedia.ge/vid/138504-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90/17/ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 "ბავშვი, გარემოცული კრიტიკით – სწავლობს დადანაშაულებას" ბავშვი, გარემოცული კრიტიკით – სწავლობს დადანაშაულებას; ბავშვი, გარემოცული დაცინვით – სწავლობს უნდობლობას; ბავშვი, გარემოცული მტრული გარემოთი – სწავლობს ყველგან მტრების შემჩნევას; ბავშვი, გარემოცული მრისხანებით – სწავლობს ტკივილის მიყენებას; ბავშვი, გარემოცული გაუგებრობით – სწავლობს სხვების არმოსმენას; ბავშვი, გარემოცული სიცრუით – სწავლობს ტყუილს; ბავშვი, გარემოცული სირცხვილით – სწავლობს დამნაშავედ თავის გრძნობას. ამასთანავე: ბავშვი, გარემოცული მოლოდინით – სწავლობს მოთმინებას; ბავშვი, გარემოცული შექებით – სწავლობს თავდაჯერებულობას; ბავშვი, გარემოცული პატიოსნებით – სწავლობს სამართლიანობას; ბავშვი, გარემოცული უსაფრთხოებით – სწავლობს ნდობას; ბავშვი, გარემოცული მხარდაჭერით – სწავლობს საკუთარი თავის პატივისცემას; ბავშვი, გარემოცული სიყვარულით – სწავლობს სიყვარულს და სიყვარულის გაცემას; ბავშვი, გარემოცული არჩევანის თავისუფლებით – სწავლობს საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებას. ალექს იანოვსკი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 9, 2013 Report Share Posted September 9, 2013 მშვიდობით არა, ნახვამდის წვიმიანო , მაგრამ სითბოთი და სიყვარულით სავსე ბათუმო! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს მარგალიტივით ძამიკოებს ყოველთვის სიხარულით გელოდებათ თქვენი პარასკევა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 სახლში ვარ!!! ჩემს ქუხნაშიიიი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 ხვალ ახალ სამსახურში მივდივარ.... ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 paraskeva აბა წარმატებები პარასკევა! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 paraskeva აბა წარმატებები პარასკევა! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 სტუმრების მოლოდინში ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 ბათუმში,ამ სახლის ეზოში გავატარე ჩემი ბავშვობა.. ჭიშკარი დაკეტილი იყო და ვერ შევედი.. მხოლოდ შევიჭყიტე და ჩვენი ოთახის ფანჯრები ისევ ისე უმზერდნენ ეზოს... ისევ ძველი სურნელი ტრიალებდა ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 ეს მე ვარ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 მერე რა მოხდა თუ დავალ, კვლავ მარტოდ-მარტო ეული. იანვარივით სუფთა ვარ, მარტივით გადარეული. მერე რა მოხდა თუ დღემდე, არ გამიმართლა ცხოვრებამ. რა მოხდა თუკი ვერ შევძლე, სამოთხის გამოგონება. მერე რა მოხდა თუ გზები, უსწორ-მასწოროდ წავიდა. მაინც შენზე ფიქრს ვუნდები, ოცნებებს ვიწყებ თავიდან. მერე რა მოხდა თუ შენი, ალერსი მე არ მეღირსა. უკვე ხომ ვერას ვუშველი, მაგრამ კვლავ მჯერა ბედისა. მერე რა მოხდა თუ დღემდე, აქ ვერ გამიგეს აზრები. მერე რა მოხდა, გთხოვთ მენდეთ, წამითაც არ გავბრაზდები. მერე რა მოხდა თუ დავალ, კვლავ მარტოდ-მარტო ეული. იანვარივით სუფთა ვარ, მარტივით გადარეული. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 (edited) შემოდგომის ნობათი ნეტავ რა ხელმა ახარა ამდენი ხე და ხეხილი, ათასფრად აყვავებული, ერთმანეთს გადაგრეხილი? ცა მშვენიერი, მაღალი, მიწა ნაყოფით ნაქები, ცისარტყელებად გაშლილი ვენახები და ბაღები... გაოცებული ვკითხულობ, ქვეყანაა თუ ზღაპარი - ქართლის, კახეთის მშვენება და იმერეთის მთა-ბარი. სამეგრელო და გურია, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, აფხაზეთი და აჭარა დამშვენებული მწვანეთი. რა წალკოტები არ ვნახე, რა ვენახები, რა ხილი, "დაწერე ხილთა ქებანი!" მესმოდა მათი ძახილი. ვაშლის, ნარინჯის, ყურძენის მეც უნდა დავყვე ნებასა მათი სურვილით, ბავშვებო, დაგიწერთ ხილთა ქებასა! შინდმა თქვა: "მე ვარ პირველი, ლალისფერ ნაყოფს გპირდებით, გაზაფხულდება თუ არა, ოქროს ყვავილით ვირთვები!" ტყემალმა უთხრა: "გაჩუმდი, შენზე ნაკლები როდი ვარ, თოვლისფერ კაბით მორთული მეც ხომ შენ შემდეგ მოვდივარ!" მარწყვმა გაიგო, იწყინა: "მეზობლებს დავუჩაგრივარ, ლალისფერიც ვარ, ტკბილიც ვარ, ბუნებას დავუშაქრივარ. რატომ ტრაბახობს ნეტავი ტყემალი კბილის მკვეთავი?... შინდიც ნუ ამიხირდება, შემოდგომაზე მწიფდება!' ყურძენმა უთხრა: "რას ბოდავ, თუმც შემოდგომით ვმწიფდები, მაგრამ შენც, მარწყვიც, მაყვალიც ამაოდ გამეჯიბრებით! ტკბილიც ვარ, ღვინის დედაც ვარ, დაფასებული ასწილად, თავს რატომ იქებ, პატარავ, ქებას ხომ კიტრის ფასი აქვს!" უცებ ბოსტანში გაჯავრდა კიტრი, წოლისგან დაღლილი, აყვირდა, წამოეშალა ხორკლები ტანზე დაყრილი: "რა გინდათ, მე რად მახსენებთ, ჩემზე რამ გაგაგულისათ?... მე ვარ ვაჟკაცის მალამო, გამგრილებელი გულისა!" იქვე ნებივრად მჯდომარე საზამთროს გაეცინება; ეტყვის: "რას ამბობ, ვაჟკაცებს შენ არ შეჰყარე ციება?! ხილიც მე ვარ და მალამოც, ხილთა სათავეს მე ვზივარ, ტკბილი ვარ, ჩაშაქრებული, განა უნდილი ნესვი ვარ!" ნესვი სიბრაზით გაყვითლდა, მარცხვენენ, თავსა მჭრიანო. თქვა: "ერთი ჰკითხეთ, გაბერილს საზამთრო რათა ჰქვიაო? შემოდგომამდე ბერდება, ვაშლების შურით სივდება, ყურს ნუ ათხოვებთ, ავყიას ტრაბახი არ მოსწყინდება". ღაჟღაჟა თურაშაული ხის ტოტებს მოსწყდა, დაგორდა, ცალი ყბით იღიმებოდა, ან სატირალი რა ჰქონდა მიგორავდა და ამბობდა: "ქალწულის ლოყას მადარეს, მე ვარო ქართლის მშვენება, - ქვეყანა უბით მატარებს!" მწიფე, გორულმა ატმებმა სიცილით ბაგე გააპეს, კომშს გადახედეს ამაყად, ჩუმი ჩურჩული გააბეს... ლეღვის ხეს თვალი ჩაუკრეს, ნუ ჩავებმებით ომშიო, თორემ ან ფშატი დაგვჩაგრავს, ან მახრჩობელა კომშიო! ფშატმა იწყინა, ცრემლებით აევსო წვრილი თვალები, მაგრამ ჩაჩუმდა... უეცრად თავს წამოადგნენ ბალები, - დაშაქრებული ნაყოფით ლალისფრად ნაბრიალები, იცინოდნენ და ლხინობდნენ, თავს დახვეოდნენ ქალები. თხილზე ამბობდნენ: "რა არის, ხილი არის თუ ღილია, ხან ნაბდით დადის, მორცხვია, ხან გულმკერდგაღეღილია!" თხილმა თქვა: "ჩემი ბარაქა ხალხმა მშვენივრად გაიგო, ჩემი პაწაწა ნაყოფი ცხრა ძმამ საჭმელად გაიყო!" ნუშის ხეს ესალმებოდნენ ლამაზი ბროწეულები, ბაგეს ხლეჩავდნენ, უჩანდათ კბილები ძოწეულების: "შენ თუ ვარდისფრად ირთვები, ჩვენ გვამკობს იაგუნდები, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს ნუ შევძულდებით!" კამათში განიერუებ კვრინჩხი, ზღმარტლი და პანტაცა; მსხალმა იწყინა, შესძახა: "გაჩუმდით, თქვენსა გაზრდასა! სადაც უნდა და არ უნდა, თქვენც ცხვირი უნდა გახიროთ, სწორედ თქვენზეა ნათქვამი: აბა ჩვენც ნახირ-ნახირო! მორცხვი ვარ, მიტომ გავჩუმდი, თორემ სავსე ვარ თაფლითა, ასე რამ გაგაგულისათ, რას შემომკნავით დაბლიდან?" თუთამ დახარა თვალები, თქვა: "მეც ხომ თაფლის წვეთი ვარ, მეც მათქმევინეთ რას ჩხუბობთ, რა თავი აგიწყვეტიათ?" ვერ მოითმინა ხურმის ხემ, ინდოეთიდან მოსულმა, აქამდის დადუმებულმა და განრისხებით მოცულმა - "თუთავ, გაჩუმდი, ქართლ-კახეთს შენ, მართალია, ხილი ხარ, აბა ლიხს იქით იკითხე, რა სახელგატეხილი ხარ!" თუთა შემკრთალი გაჩუმდა, თან მორცხვად თავი დახარა, შეირხა, ტკბილი ნაყოფი დაბლა ცრემლებად დაყრა. წამოეშველნენ თუთის ხეს წაბლი, ჟოლო და ქლიავი: "ნაზია, ჩამოეხსენი, არ მიაკარო ნიავი!" ხურმას შესძახეს: "აბა თქვი, ვინა ხარ, ანდა რა ხილი!" მაგრამ შეჩერდნენ, მოესმათ მათ უცნაური ძახილი... ზღვის პირას შეკრებილიყვნენ ხეები ნარინჯიანი, ისმოდა მათი სიმღერა, ხმაშეწყობილი შრიალი. ნარინჯი პირველს ამბობდა, თურინჯი ჭექდა მეორეს, მხედრულს ამბობდა ლიმონი, გულს უმხნევებდა მეომრებს. ისმოდა მათი ძახილი: "ჩვენ გვეძახიან ციტრუსებს, გასცილდა ჩვენი სახელი საქართველოს და დიდ რუსეთს! შორეულ მხარეს გაისმის ჩვენი ბუკი და ნაღარა, ოქრო ვართ დაუთვალავი, ქართველმა კაცმა გვახარა!" სიმღერამ ყველა მოხიბლა, გაისმა მწყობრი გუგუნი, შეხმატკბილდნენ და ამღერდნენ ზოგი ხმით, ზოგი დუდუნით. ათასწლოვანმა კაკლის ხემ გაიშრიალა ხმიანად, ხილთა ქვეყანას დასძახა გუგუნით, ომახიანად: "თქვენა ხართ ჩემი შვილები, მე თქვენი ბერი პაპა ვარ. მე ხომ თვით საქართველო ვარ, ბანის სათქმელად მზადა ვარ! ტოტებით ზეცას ვეხები, ფესვი მიწას მაქვს გადგმული, მე თქვენ პაპის პაპა ვარ, საქართველო ვარ განთქმული! იზარდეთ, ტკბილად დამწიფდით, ქართველი კაცი ახარეთ. ოქროს და ლალის ნაყოფი ჩვენს მიწას გადააყარეთ!' Edited September 10, 2013 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted September 10, 2013 Report Share Posted September 10, 2013 ეს მე ვარ ეგრევე გიცანი ეკა . არ იყო ,,ნამიოკი,, საჭირო ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.